„აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულ მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის №43 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№762
სარეგისტრაციო კოდი
270.090.000.08.002.004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 174, 26/12/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი270.090.000.08.002.004

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №762

2006 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულ მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის №43 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულ მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის №43 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №7, მუხ. 80) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებულების მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. საქართველოს მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველ მოადგილეთა და საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს 2500 ლარით.

5. საქართველოს მინისტრის, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსისა და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილეთა თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს 2300 ლარით.“.

მ. სააკაშვილი