„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
08.10.2015
ავტორი
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#11296/8; 07-3/487/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 65 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-06-01
ბიუროს ნომერი 287

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
N 10485 14/09/2015 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საქართველოს სახალხო დამცველს ბატონ უჩა ნანუაშვილს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში“ და „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N11296, 29.05.2015) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, წამყვანი კომიტეტის სტატუსით, 2015 წლის 9 სექტემბერს, კომიტეტის სხდომაზე, განიხილა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში“ და „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N11296, 29.05.2015). ზემოაღნიშნულ აქტებში ცვლილების შეტანა, ავტორის მოსაზრებით განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადრეულ ასაკში ქორწინება საქართველოში კვლავ დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენს და რომ განსაკუთრებით შემაშფოთებელია იძულებითი ქორწინების შემთხვევები, რაც ხშირ შემთხვევაში მშობლებს შორის გარიგების შედეგია. მშობელთა შორის ხდება გარიგება ფულის ან სხვა მატერიალური სიკეთის სანაცვლოდ. ასევე არის შემთხვევები, როდესაც, არასრულწლოვანი გოგონების მოტაცების შემდეგ, მშობლები მათ უკან აღარ იღებენ, რითაც ფაქტობრივად აიძულებენ თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ შექმნან ოჯახი არასასურველ პირთან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1108-ე მუხლის თანახმად, ქორწინება დაიშვება 18 წლის ასაკიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად 16 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვება მშობლების ან მზრუნველის წინასწარი წერილობითი თანხმობით, ხოლო თანხმობაზე მათ მიერ უარის ან თანხმობის მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში, პატივსადები მიზეზების არსებობისას, დასაქორწინებელ პირთა განცხადების საფუძველზე დაქორწინების ნებართვის გაცემა შეუძლია სასამართლოს (სსკ-ს 1108-ე მუხლის მე-3 ნაწილი). „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, 16 წელს მიუღწეველი პირის ქორწინება დაიშვება მშობლების ან მზრუნველის წინასწარი წერილობითი თანხმობით, ხოლო თანხმობაზე უარის ან თანხმობის მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში - სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. როგორც წინადადების ავტორი აღნიშნავს, 2014 წელს ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტმა 58-ე სესიის ფარგლებში შეშფოთება გამოთქვა ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევების გამო და სახელმწიფოს მოუწოდა, რომ 16-დან 18 წლამდე პირთა ქორწინება შესაძლებელი იყოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით. ასევე, ბავშვის უფლებათა დაცვის კომიტეტი (CRC) თავის ზოგად კომენტარში N4 რეკომენდაციას აძლევს სახელმწიფოებს, რომ ქორწინების მინიმალური ასაკი გაიზარდოს 18 წლამდე. ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე ავტორი გვთავაზობს, რომ გაუქმდეს სამოქალაქო კოდექსის 1108-ე მუხლის მე-2 ნაწილი, ხოლო მე-3 ნაწილი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „პატივსადები მიზეზების არსებობისას 16 წელს მიღწეულ არასრულწლოვან პირთა განცხადების საფუძველზე დაქორწინების ნებართვის გაცემა შეუძლია სასამართლოს.“. სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მეორე ნაწილი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „16 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.“. წამყვანი კომიტეტის მიერ საკითხის განხილვამდე სახალხო დამცველის საკანონმდებლო წინადადება განიხილა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა. კომიტეტი თავის დასკვნაში აღნიშნავს, რომ შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები რელევანტურია, ვინაიდან არასრულწლოვანის მშობლები ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებენ ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღებას. სახალხო დამცველის საკანონმდებლო წინადადებაზე დასკვნა მოამზადეს აგრეთვე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და იუსტიციის სამინისტროებმა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ბუნდოვნად მიიჩნევს საკითხს იმის თაობაზე, თუ ვისი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, თუკი ქორწინება მოხდება მოსამართლის თანხმობით, თუმცა შემდგომ გამოიკვეთება სისხლის სამართლის კოდექსის 1501 მუხლით (ქორწინების იძულება) გათვალისწინებული გარემოება. ზემოაღნიშნული შენიშვნის გამო სახალხო დამცველის წარმომადგენლის მხრიდან გაკეთდა კომენტარი, რომლის მიხედვითაც მოსამართლის პასუხისმგებლობის საკითხთან მიმართებით გამოთქმული შენიშვნის გაზიარება იმთავითვე უსაფუძვლოა, ვინაიდან წინადადებით გათვალისწინებული უფლებამოსილების მხოლოდ სასამართლოსადმი მინიჭებას საფუძვლად უდევს სწორედ ის, რომ მოსამართლე გადაწყვეტილებას იღებს თავისი შინაგანი რწმენით, მაღალი პასუხისმგებლობითა და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების მხარდაჭერით. იუსტიციის სამინისტროს საკანონმდებლო ნაადრევი ღონისძიება, ქორწინების მოსაზრებით ნებისმიერი რომელიც მიმართული შემცირებისკენ, პრევენციული იქნება მისასალმებელია, ხასიათის არასრულწლოვანთა თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია მათი პრაქტიკაში განხორციელების შესაძლებლობის გათვალისწინება. ამ თვალსაზრისით კი მხედველობაშია მისაღები, რომ არასრულწლოვანთა ქორწინება, უმეტესად არაოფიციალურ ხასიათს ატარებს, მით უფრო, თუ ის იძულებითია. სამინისტროს შენიშვნის გამო გამოითქვა მოსაზრება, რომლის თანახმადაც სახალხო დამცველი მიზნად ისახავს პრევენციის ხელშეწყობას, შესაბამისად, ამ მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება ნებისმიერ შემთხვევაში მისასალმებელია, ვინაიდან აღნიშნული გარკვეულწილად საზოგადოების ცნობიერებასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრასაც შეუწყობს ხელს. საკომიტეტო მოსმენის საფუძველზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გაიზიარა პრობლემის მნიშვნელობა და მიიჩნია, რომ სახალხო დამცველის საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი გადაწყვეტას. ამასთანავე, გაიზიარა წინადადების გადაწყვეტილებით, ინიციატივა გამოთქმულ ავტორის პარლამენტის მიერ ხელს შეუწყობს ვახტანგი ხმალაძე თავმჯდომარე საკითხის შენიშვნებთან დაკავშირებით, კომიტეტმა გაკეთებული განმარტებები და რეგლამენტის 150-ე წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ცნო მიღებულად. პატივისცემით, დასმული მუხლის თავისი თანახმად,
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
N 8380/4-10 14/09/2015 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საქართველოს სახალხო დამცველს ბატონ უჩა ნანუაშვილს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში“ და „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N11296, 29.05.2015) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, წამყვანი კომიტეტის სტატუსით, 2015 წლის 9 სექტემბერს, კომიტეტის სხდომაზე, განიხილა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში“ და „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N11296, 29.05.2015). ზემოაღნიშნულ აქტებში ცვლილების შეტანა, ავტორის მოსაზრებით განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადრეულ ასაკში ქორწინება საქართველოში კვლავ დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენს და რომ განსაკუთრებით შემაშფოთებელია იძულებითი ქორწინების შემთხვევები, რაც ხშირ შემთხვევაში მშობლებს შორის გარიგების შედეგია. მშობელთა შორის ხდება გარიგება ფულის ან სხვა მატერიალური სიკეთის სანაცვლოდ. ასევე არის შემთხვევები, როდესაც, არასრულწლოვანი გოგონების მოტაცების შემდეგ, მშობლები მათ უკან აღარ იღებენ, რითაც ფაქტობრივად აიძულებენ თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ შექმნან ოჯახი არასასურველ პირთან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1108-ე მუხლის თანახმად, ქორწინება დაიშვება 18 წლის ასაკიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად 16 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვება მშობლების ან მზრუნველის წინასწარი წერილობითი თანხმობით, ხოლო თანხმობაზე მათ მიერ უარის ან თანხმობის მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში, პატივსადები მიზეზების არსებობისას, დასაქორწინებელ პირთა განცხადების საფუძველზე დაქორწინების ნებართვის გაცემა შეუძლია სასამართლოს (სსკ-ს 1108-ე მუხლის მე-3 ნაწილი). „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, 16 წელს მიუღწეველი პირის ქორწინება დაიშვება მშობლების ან მზრუნველის წინასწარი წერილობითი თანხმობით, ხოლო თანხმობაზე უარის ან თანხმობის მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში - სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. როგორც წინადადების ავტორი აღნიშნავს, 2014 წელს ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტმა 58-ე სესიის ფარგლებში შეშფოთება გამოთქვა ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევების გამო და სახელმწიფოს მოუწოდა, რომ 16-დან 18 წლამდე პირთა ქორწინება შესაძლებელი იყოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით. ასევე, ბავშვის უფლებათა დაცვის კომიტეტი (CRC) თავის ზოგად კომენტარში N4 რეკომენდაციას აძლევს სახელმწიფოებს, რომ ქორწინების მინიმალური ასაკი გაიზარდოს 18 წლამდე. ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე ავტორი გვთავაზობს, რომ გაუქმდეს სამოქალაქო კოდექსის 1108-ე მუხლის მე-2 ნაწილი, ხოლო მე-3 ნაწილი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „პატივსადები მიზეზების არსებობისას 16 წელს მიღწეულ არასრულწლოვან პირთა განცხადების საფუძველზე დაქორწინების ნებართვის გაცემა შეუძლია სასამართლოს.“. სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მეორე ნაწილი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „16 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.“. წამყვანი კომიტეტის მიერ საკითხის განხილვამდე სახალხო დამცველის საკანონმდებლო წინადადება განიხილა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა. კომიტეტი თავის დასკვნაში აღნიშნავს, რომ შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები რელევანტურია, ვინაიდან არასრულწლოვანის მშობლები ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებენ ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღებას. სახალხო დამცველის საკანონმდებლო წინადადებაზე დასკვნა მოამზადეს აგრეთვე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და იუსტიციის სამინისტროებმა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ბუნდოვნად მიიჩნევს საკითხს იმის თაობაზე, თუ ვისი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, თუკი ქორწინება მოხდება მოსამართლის თანხმობით, თუმცა შემდგომ გამოიკვეთება სისხლის სამართლის კოდექსის 1501 მუხლით (ქორწინების იძულება) გათვალისწინებული გარემოება. ზემოაღნიშნული შენიშვნის გამო სახალხო დამცველის წარმომადგენლის მხრიდან გაკეთდა კომენტარი, რომლის მიხედვითაც მოსამართლის პასუხისმგებლობის საკითხთან მიმართებით გამოთქმული შენიშვნის გაზიარება იმთავითვე უსაფუძვლოა, ვინაიდან წინადადებით გათვალისწინებული უფლებამოსილების მხოლოდ სასამართლოსადმი მინიჭებას საფუძვლად უდევს სწორედ ის, რომ მოსამართლე გადაწყვეტილებას იღებს თავისი შინაგანი რწმენით, მაღალი პასუხისმგებლობითა და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების მხარდაჭერით. იუსტიციის სამინისტროს საკანონმდებლო ნაადრევი ღონისძიება, ქორწინების მოსაზრებით ნებისმიერი რომელიც მიმართული შემცირებისკენ, პრევენციული იქნება მისასალმებელია, ხასიათის არასრულწლოვანთა თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია მათი პრაქტიკაში განხორციელების შესაძლებლობის გათვალისწინება. ამ თვალსაზრისით კი მხედველობაშია მისაღები, რომ არასრულწლოვანთა ქორწინება, უმეტესად არაოფიციალურ ხასიათს ატარებს, მით უფრო, თუ ის იძულებითია. სამინისტროს შენიშვნის გამო გამოითქვა მოსაზრება, რომლის თანახმადაც სახალხო დამცველი მიზნად ისახავს პრევენციის ხელშეწყობას, შესაბამისად, ამ მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება ნებისმიერ შემთხვევაში მისასალმებელია, ვინაიდან აღნიშნული გარკვეულწილად საზოგადოების ცნობიერებასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრასაც შეუწყობს ხელს. საკომიტეტო მოსმენის საფუძველზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გაიზიარა პრობლემის მნიშვნელობა და მიიჩნია, რომ სახალხო დამცველის საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი გადაწყვეტას. ამასთანავე, გაიზიარა წინადადების გადაწყვეტილებით, ინიციატივა გამოთქმულ ავტორის პარლამენტის მიერ ხელს შეუწყობს ვახტანგი ხმალაძე თავმჯდომარე საკითხის შენიშვნებთან დაკავშირებით, კომიტეტმა გაკეთებული განმარტებები და რეგლამენტის 150-ე წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ცნო მიღებულად. პატივისცემით, დასმული მუხლის თავისი თანახმად,