„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.10.2015
ავტორი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/399/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა (1)
III მოსმენა (2)
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-10-26
ბიუროს ნომერი 338

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 32) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-4 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საქართველოს სამინისტროს ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელით − უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულება.“. ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელით იდება უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულება იმ საკითხებზე, რომლებიც მის კომპეტენციას განეკუთვნება.“. 2. მე-9 მუხლის მე-4 -მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქართველოს სამინისტროები/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავიანთ წინადადებებს საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე წარუდგენენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. 5. საქართველოს სამინისტროების/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინადადებები საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე უნდა შეიცავდეს: საერთაშორისო ხელშეკრულების ავთენტურ ტექსტს ქართულ ენაზე და შესაბამის უცხოურ ენაზე, საერთაშორისო ხელშეკრულების დადების მიზანშეწონილობის, მისი პოლიტიკური, სამართლებრივი, ეკონომიკური, ფინანსური და სხვა შესაძლო შედეგების დასაბუთებას. საჭიროების შემთხვევაში წინადადებას უნდა დაერთოს პროექტი საქართველოს ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის შესახებ, აგრეთვე უნდა განისაზღვროს საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულებისათვის პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანო და სხვა ღონისძიებათა განხორციელების აუცილებლობა. 6. ამ მუხლით გათვალისწინებულ წინადადებას საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წარუდგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს − საქართველოს კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობისა და შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ დასკვნისათვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს – ხელშეკრულების დადების შესაძლო საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესახებ დასკვნისათვის, აგრეთვე საქართველოს შესაბამის სამინისტროს/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს − დასკვნისათვის. 7. საქართველოს სამინისტროების/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინადადებებს სახელმწიფოთაშორისი და მთავრობათაშორისი საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების თაობაზე და ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნულ დასკვნებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის დასკვნასთან ერთად წარუდგენს საქართველოს მთავრობას. 8. საქართველოს მთავრობისთვის წარდგენილი წინადადება საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე უნდა შეიცავდეს: ხელშეკრულების პროექტს (ქართულ ენაზე), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნას საქართველოს კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობისა და შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნას ხელშეკრულების დადების შესაძლო საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესახებ, საქართველოს შესაბამისი სამინისტროს/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნას და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დასკვნას ხელშეკრულების დადების შესაძლო საგარეო-პოლიტიკური შედეგების შესახებ. საჭიროების შემთხვევაში წინადადებას უნდა დაერთოს პროექტი საქართველოს ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის თაობაზე.“. 3. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საერთაშორისო ხელშეკრულება რატიფიცირებისათვის (ან მასთან შეერთებისათვის) წარდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე (უცხოურენოვანი ავთენტური ტექსტის არსებობისას იგი წარდგენილი უნდა იქნეს ოფიციალურად დამოწმებულ ქართულ თარგმანთან ერთად). ხელშეკრულებას უნდა ახლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნა საქართველოს კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობისა და შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნა ხელშეკრულების დადების შესაძლო საფინანსოეკონომიკური შედეგების შესახებ, საქართველოს შესაბამისი სამინისტროს/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დასკვნა ხელშეკრულების დადების შესაძლო საგარეო-პოლიტიკური შედეგების შესახებ.“. 4. 32-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს სამინისტროები/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რომელთა კომპეტენციას განეკუთვნება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრული საკითხები, უზრუნველყოფენ საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, თვალყურს ადევნებენ ხელშეკრულებიდან გამომდინარე საქართველოს უფლებების დაცვას და ხელშეკრულების სხვა მხარეთა მიერ თავიანთი ვალდებულებების შესრულებას. 3. საქართველოს სამინისტროები/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვალდებული არიან, მიაწოდონ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია, რომელიც ეხება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულებას.“. 5. 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 34. ღონისძიებები, რომლებიც გამოიყენება სხვა მონაწილეთა მიერ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევისას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების სხვა მონაწილეთა მიერ თავიანთი ვალდებულებების დარღვევისას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ან საქართველოს სხვა სამინისტრო/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით წარუდგენს საქართველოს მთავრობას წინადადებებს აუცილებელი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე, საერთაშორისო სამართლისა და თავად ხელშეკრულების ნორმების შესაბამისად. თუ, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულების დადება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას განეკუთვნება, საქართველოს მთავრობა საქართველოს სამინისტროებისგან/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისაგან მიღებულ წინადადებებს გადასცემს საქართველოს პრეზიდენტს.“. 6. 341 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ოფიციალურად დამოწმებული ქართული თარგმანის მის უცხოენოვან აუთენტურ ტექსტთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში საქართველოს სამინისტროები/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თარგმანის კორექტირების შესახებ თავიანთ წინადადებებს წარუდგენენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.“. 7. 344 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 344 . საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ შეტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ ატყობინებს საქართველოს მთავრობას, საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტსა და საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულებაზე პასუხისმგებელ საქართველოს სამინისტროს/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.“. 8. 35-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს სამინისტროები/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავიანთ დასაბუთებულ წინადადებებს საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე წარუდგენენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. წინადადება საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე უნდა შეიცავდეს: ხელშეკრულების დედნის დამოწმებულ ასლს (ქართულ ენაზე), საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დასკვნას მისი მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შესაძლო საგარეო-პოლიტიკური შედეგების შესახებ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნას ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნას საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესახებ, აგრეთვე საქართველოს შესაბამისი სამინისტროს/საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნას.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული რეფორმიდან გამომდინარე და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის, როგორც ცალკე დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. 2015 წლის 1 აგვისტოდან განხორციელებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მთელი რიგი კომპეტენციები გადაეცა ახლად შექმნილ უწყებას - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. „საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრული სამსახურის საქმიანობის მიმართულებების გათვალისწინებით, აგრეთვე, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაშია ისეთი მნიშვნელოვანი დეპარტამენტები როგორიცაა: კონტრტერორისტული ცენტრი, ანტიკორუფციული სააგენტო, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი, კონტრდაზვერვის დეპარტამენტი და სხვა, რომლებიც ახორციელებენ კანონით გათვალისწინებულ ფუნქციებს და საქართველოს იუსტიციის მინისტრის N88 ბრძანების შესაბამისად, პასუხისმგებელი არიან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას განკუთვნილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული, სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებაზე (მაგალითად აღსანიშნავია ზოგიერთი ისეთი დანაშაული, როგორიცაა: რასობრივი დისკრიმინაცია; ბირთვული იარაღის ან მოწყობილობის დამზადება; საქართველოს სხვა ბირთვული ტერიტორიული ასაფეთქებელი ხელშეუხებლობის დარღვევა; ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება; საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა; უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა; ოკუპირებულ ტერიტორიების სამართლებრივი დარღვევა; კორუფციული დანაშაულები; ტერორისტული აქტი; ტერორიზმში მონაწილეობა; ტექნოლოგიური ტერორიზმი; ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა, მის რეჟიმის საერთაშორისო კიბერტერორიზმი; საქმიანობაში მონაწილეობა; ტერორისტული კაცობრიობის, ორგანიზაციის მშვიდობის, შექმნა უშიშროებისა და ხელმძღვანელობა; დანაშაულები და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წინააღმდეგ და სხვა). მოცემულ დანაშაულთა უმეტესობა სცილდება ქვეყნის საზღვრებს და ატარებს ტრანსნაციონალურ ხასიათს, შესაბამისად, მათ წინააღმდეგ მჭიდრო ეფექტური თანამშრომლობას და ბრძოლა ინფორმაციის მოითხოვს გაცვლას სხვადასხვა საერთაშორისო ქვეყნის შესაბამის სამსახურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ეს გარემოება ნიშანდობლივია, განსაკუთრებით, თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობისა და ამ კუთხით საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობის გათვალისწინებით. საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელების ერთ-ერთ უმთავრეს საშუალებას კი - წარმოადგენს სხვადასხვა ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულებების დადება.  ორმხრივი თანამშრომლობა: დღეის მდგომარეობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით დადებულია სხვადასხვა ორმხრივი უწყებათშორისი შეთანხმებები რამდენიმე ქვეყნის (ავსტრია, აზერბაიჯანი, ამერიკის შეერთებული შტატები, გაერთანებული სამეფო, ესტონეთი, მოლდოვა, სომხეთი, უკრაინა, ბელორუსის რესპუბლიკა და სხვა) შესაბამის უწყებებთან, ისეთ საკითხებზე როგორიცაა: დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობა, დანაშაულთან დაკავშირებით ოპერატიულსამძებრო საქმიანობის განხორციელებასა და ინფორმაციის გაცვლაში თანამშრომლობა და სხვა სახის ორმხრივი თანამშრომლობები. აღნიშნული შეთანხმებები მოიცავს მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლას და თანამშომლობას ისეთ სფეროებშიც, რომლებიც ექცევა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კომპეტენციაში (ტერორიზმი, კორუფცია, ბირთვული და ქიმიური საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა და სხვა), შესაბამისად, აუცილებელია ამ საკითხებზე უწყებათშორისი შეთანხმებები სხვადასხვა ქვეყნის შესაბამის უწყებებთან დაიდოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ბელორუსიის რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტისგან არსებობს შემოთავაზებები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან თანამშროლობის შესახებ უწყებათშორისი შეთანხმების დადების თაობაზე. ასევე იგეგმება თანამშრომლობის შეთანხმებები დაიდოს უკრაინის უშიშროების სამსახურთან, ასევე ევროკავშირის და ნატო-ს წევრი სახელმწიფოების, საქართველოს მეზობელი და სხვა ქვეყნების შესაბამის უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. უწყებათშორისი შეთანხმებები იქნება მხარეებს შორის თანამშრომლობის სამართლებრივი საფუძველი და მათი მეშვეობით დარეგულირდება მხარეთა შორის თანამშრომლობის ფორმები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.  მრავალმხრივი თანამშრომლობა: საქართველო წევრია მთელი ხელშეკრულებების, რომელთა რიგი რეგულირების მრავალმხრივი საერთაშორისო სფერო საქართველოს მოიცავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისსაგამოძიებო ქვემდებარეობაში არსებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს. მაგალითის სახით შეიძლება დავასახელოთ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. ამ მიმართლებით საქართველო წევრია გაერო-ს 14 შეთანხმების და ევროპის საბჭოს 4 შეთანხმების. აღნიშნული ინსტრუმენტები ითვალისწინებენ წევრ-სახელმწიფოთა შორის სამართლებრივ ურთიერთდახმარებას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში. ამასთან, გასათვალისწინებელია გაერო-ს უშიშროების საბჭოს 1373(2001) და 2178 (2004) რეზოლუციები, რომლებიც მიღებულია გაეროს წესდების მე-7 თავის ფორმატში და სავალდებულოა შესასრულებლად. უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 2178(2004) მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, განამტკიცონ და გააძლიერონ თანამშრომლობა და ოპერატიული ინფორმაციის გაცვლა ტერორისტების საქმიანობის, მათი გადაადგილებისა და კავშირების შესახებ, განსაკუთრებით მათი წარმოშობისა და მოქალაქეობის ქვეყნებთან, ორმხრივი ან მრავალმხრივი თანამშრომლობის მექანიზმების გამოყენებით (პუნქტი 3); იგივე რეზოლუცია ასევე მოუწოდებს წევრ ქვეყნებს ამ მიმართულებით გააუმჯობესონ დონეზე თანამშრომლობა, ქვერეგიონულ საერთაშორისო, რეგიონულ საჭიროებისამებრ და ორმხრივი საერთაშორისო შეთანხმებების მეშვეობით (პუნქტი 11). აღნიშნული მოწმობს საქართველოს მხრიდან ვალდებულებას, რაც ტერორიზმის საერთაშორისო გამოხატული წინააღმდეგ ბრძოლის თანამშრომლობის იქნება სფეროში განმტკიცების საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე უწყებათშორისი გათვალისწინებულია სამსახურის შეთანხმებების აგრეთვე კომპეტენციას გაფორმებით. საქართველოს მიკუთვნებულ მრავალმხრივ საერთაშორისო შეთანხმებებშიც. სხვა მსგავსი ნორმები სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროების მარეგულირებელ  საერთაშორისო სამართლის მიდგომა „სახელშეკრულებო სამართლის შესახებ“ ვენის 1969 წლის კონვენცია „ხელშეკრულებას“ განმარტავს, როგორც სახელმწიფოთა შორის წერილობითი ფორმით დადებულ საერთაშორისო შეთანხმებას, რომელიც რეგულირდება საერთაშორისო სამართლით, მიუხედავად იმისა, ის მოცემულია ერთ ან რამდენიმე ინსტურმენტის სახით და მიუხედავად მისი დანიშნულებისა. (მ.1.(a)).1 ვენის კონვენცია არ აკონკრეტებს, თუ ვინ მოიაზრება სახელმწიფოს, როგორც ხელშეკრულების მხარის ცნებაში. მეტიც, კონვენციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს: „პირველი პუნქტის დებულებები, რომლებიც ეხება წინამდებარე კონვენციაში ტერმინების გამოყენებას, არ ზღუდავს ამ ტერმინთა გამოყენებას ან იმ მნიშვნელობებს, რაც მათ შეიძლება მიეცეთ ნებისმიერი სახელმწიფოს შიდა სამართლით.“ საერთაშორისო სამართლის კომისიის მიერ შედგენილი „სახელშეკრულებო სამართლის შესახებ მუხლების პროექტის“ კომენტარი ტერმინების განმარტებისას მიუთითებს რომ, „არსებითია, რომ წინადემბარე მუხლებში „ხელშეკრულების“ ცნებისთვის მინიჭებულმა განმარტებამ არ უნდა შეზღუდოს ან ზეგავლენა მოახდინოს არსებული შიდასახელმწიფოებრივ წესებზე ან პრაქტიკაზე, რომელიც არეგულირებს ეროვნულ კანონმდებლობაში საერთაშორისო შეთანხმებების 2 კლასიფიცირებას.“ (მუხლი 2, პარაგრაფი 15). ამავე კომენტარში ნათქვამია. რომ საერთაშორისო სამართალი თითოეულ სახელმწიფოს უტოვებს უფლებას, განსაზღვროს ის ორგანოები და პროცედურები, რითაც ყალიბდება მისი სურვილი, დადოს ხელშეკრულებები.“ (მუხლი 43, პარაგრაფი 5). „საერთაშორისო ტრიბუნალების და სახელმწიფოთა პრაქტიკა, რომელიც არ არის ამომწურავი, ძირითადად ემხრობა კომისიის კომენტარებს“ (მუხლი 43, პარაგრაფი 6). აქვე ნიშანდობლივია, რომ „სახელშეკრულებო სამართლის შესახებ მუხლების პროექტის“ ზემოაღნიშნული კომენტარი შედგენილია საერთაშორისო სამართლის კომისიის მიერ, რომელიც შექმნილია გაეროს გენერალური ასამბლეის ფორმატში და მის დანიშულებას წარმოდგენს საერთაშორისო სამართლისა და მისი კოდიფიკაციის პროგრესული განვითარების ხელშეწყობის მიზნით კვლევების ჩატარება და 1 2 ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/2608263. ხელმისაწვდომია: http://legal.un.org/ilc/texts/instruments/english/commentaries/1_1_1966.pdf. რეკომენდაციების გაცემა.3 საგულისხმოა, რომ კომისიის მიერ შედგენილი მუხლების პროექტის დანიშნულება საერთაშორისო სამართალში იმდენად დიდია, რომ საერაშორისო სასამართლოების “სახელშეკრულებო სამართლის მიერ ხდება შესახებ მისი ციტირება. მაგალითად, მუხლების პროექტის“ კომენტარი მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს ციტირებული აქვს კამერუნსა და ნიგერიას შორის სახმელეთო და საზღვაო საზღვრის შესახებ საქმეზე4 (პარაგრაფი 265). შესაბამისად, კომისიის მიერ შედგენილი მუხლების პროექტი წარმოადგენს ინტერპრეტირების ავტორიტეტულ წყაროს. ამასთან, კამერუნსა და ნიგერიას შორის სახმელეთო და საერთაშორისო საზღვაო სასამართლო უფლებამოსილების მნიშვნელობის საზღვრის შესახებ შესახებ აღნიშნავს, წესები კონსტიტუციური რომ საქმეზე „ხელშეკრულებების სახელმწიფოსთვის წესები.“ მართლმსაჯულების (265-ე არის პარაგრაფი). დადების ფუნდამენტური ამ ჩანაწერით ხაზგასმულია საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების შიდასახელმწიფოებრივი დებულებების მნიშვნელობა. (ეს განმარტება ასახულია 1969 წლის კონვენციის კომენტარებშიც).5 ამ დებულებებს კი თითეული სახელმწიფო თავად განსაზღვრავს. ზემოაღნიშნული მიუთითებს, სახელმწიფოში საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების შიდა უწყებრივ შესაძლებლობის დონეზე შესახებ, რაც აუცილებელია გამოყენებული იქნეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემთხვევაშიც.  უცხო ქვეყნების გამოცდილება საინტერესოა სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება მათი უსაფრთხოების სამსახურების მიერ საერთაშორისო ხეშეკრულებების დადებასთან მიმართებით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო სამართლის ზემოაღნიშნული მიდგმის თანახმად, თითოეული ქვეყანა თავად განსაზღვრავს ეროვნულ დონეზე საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების უფლებამოსილების მქონე ორგანოებსა და პროცედურებს. მაგალითად: ე ს ტ ო ნ ე თ ი ს „საგარეო ურთიერთობების შესახებ“ აქტი სახელმწიფო უწყებებსა 3 და ადგილობრივ ხელისუფლებას აძლევს უფლებამოსილებას, იხ.: http://legal.un.org/ilc/. იხ.: Land and maritime Boundary between Cameroon and Nigeria (Cameroon v. Nigeria: Equatorial Guinea intervening), Judgement, I.C.J. Reports 2002. 5 იხ.: Oliver Dörr, Kirsten Schmalenbach (Ed.), Vienna Convention on the Law of Treaties. A Commentary, 2012, გვ. 789. 4 დამოუკიდებლად მოამზადონ და დადონ უწყებათაშორისი ხეშეკრულებები, მათი კომპეტენციის გათვალისწინებით (მუხლი 29).6 უწყებათაშორის ხელშეკრულებას კი აქტი განმარტავს, როგორც წერილობით შეთანხმებას ესტონეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უწყებას ან ადგილობრივ ხელისუფლებასა და უცხო ქვეყნის უწყებას ან საერთაშორისო ორგანიზაციას შორის, რომელიც დადებულია მათი კომპეტენციების გათვალისწიებით და რეგულირდება საერთაშორისო სამართლით (მუხლი 3.3).7 ამ მხრივ ნიშანდობლივია, ესტონეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების პოლიციასა და უკრაინის უშიშროების სამსახურს შორის დადებული შეთანხმება, რომელიც ძალაშია 2001 წლიდან.8 აღნიშნული შეთანხმების საერთაშორისო ხასიათს ადასტურებს ისიც, რომ იგი განთავსებულია ოფიციალურ ესტონეთის ვებ-გვერდზე ორ რესპუბლიკაში სახელმწიფოს უკრაინის შორის საელჩოს ურთირთობების სამართლებრივი საფუძვლების განმსაზღვრელ საერთაშორისო ხელშეკრულებების ჩამონათვალში. ზემოთ მითითებულ საერთაშორისო ხელშეკრულების მაგალითზე დაყრდნობით, აგრეთვე, გასათვალისწინებელია უ კ რ ა ი ნ ი ს გამოცდილებაც. უკრაინის „უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონის თანახმად, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური, უზრუნველსაყოფად, უსაფრთხოების სამართლის უფლებამოსილია ორგანოებთან ნორმების, დაკისრებული და მოვალეობების იურთიერთობოს ითანამშრომლოს ხელშეკრულებებისა და აღსრულების სხვა ქვეყნების მათთან საერთაშორისო შეთანხმებების საფუძველზე (მუხლი.16)9. უკრაინის უშიშროების სამსახურს შეუძლია დადოს საერთაშორისო უწყებათშორისი ხელშეკრულებები სხვა ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურებთან. ეს უფლებამოსილება გათვალისწინებულია როგორც „უკრაინის საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ კანონით, ასევე, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის რეზოლუციით საერთაშორისო უწყებათშორისი ხელშეკრულებების შესახებ (1994 წლის 17 ივნისის რეზოლუცია №422). მოცემული კანონმდებლობის საფუძველზე ყველა ხელშეკრულება, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს დადებული აქვს სხვა ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურებთან, არის საერთაშორისო. 6 ხელმისაწვდომია: https://www.riigiteataja.ee/en/eli/ee/Riigikogu/act/503072014003/consolide [ნანახია: 14.09.2015]. 7 Ibid. 8 იხ.: http://estonia.mfa.gov.ua/en/ukraine-ee/legal-acts [ნანახია: 14.09.2015]. 9 ხელმისაწვდომია: http://www.sbu.gov.ua/sbu/control/en/publish/article?art_id=82380&cat_id=42924 [ნანახია: 14.09.2015]. ასევე, გასათვალისწინებელია, პ ო ლ ო ნ ე თ ი ს მაგალითი, სადაც შიდა უსაფრთხოების სააგენტო უფლებამოსილია წარმართოს მოლაპარაკებები და ხელი მოაწეროს ორმხრივ შეთანხმებებს.10 აღნიშნულის ერთგვარი დადასტურებაა პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტოსა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს შორის 2009 წელს ხელმოწერილი შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ამავე წელს შევიდა ძალაში.11 ასევე, საინტერესოა მ ო ლ დ ო ვ ა ს მაგალითი, სადაც „მოლდოვის რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებების საერთაშორისო ხელშეკრულებების სახელმწიფოთშორისი შესახებ“ შემდეგ ხელშეკრულებები; კანონი, რომელიც კატეგორიებს: ბ) მოლდოვის „ა) ადგენს მოლდოვა - მთავრობა - მთავრობათშორისი ხელშეკრულებები; გ) მოლდოვის რესპუბლიკის სამინისტროები ან დეპარტამენტები - დეპარტამენტშორისი ხელშეკრულებები.“ (მუხლი 3).12 ა მ ე რ ი კ ი ს შეერთებული შტატების შემთხვევაში, აშშ კანონმდებლობა ცნობს აღმასრულებელი ხელშეკრულებების ცნებას, რაც გულისხმობს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, რომელიც იდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების მიერ.13 “შეერთებული შტატების მთავრობის ნებისმიერმა დეპარტამენტმა ან სააგენტომ, რომელიც დებს ნებისმიერ საერთაშორისო ხელშეკრულებას შეერთებული შტატების სახელით, სახელმწიფო დეპარტამენტს უნდა გადაუგზავნოს ასეთი შეთანხმების ტექსტი, ამგვარი შეთანხმების ხელმოწერიდან არაუგვიანეს 20 დღისა.“ (შეერთებული შტატების კოდექსი, პარაგრაფი 112b).14 სააგენტოს დონეზე დადებული შეთანხმებები არის საერთაშორისო შეთანხმებები... იმ გარემოების მიუხედავად, რომ შეთანხმება დადებულია შეერთებული შტატების მთავრობის კონკრეტული სააგენტოს, და არა შეერთებული შტატების მთავრობის მიერ ან მისი სახელით, შეთანხმება მაინც ჩაითვლება როგორც საერთაშორისო შეთანხმება.15 10 იხ.: შიდა უსაფრთხოების სააგენტო, 2009 წლის ყოველწლიური ანგარიში, გვ. 13-14, ხელმისაწვდომია: http://www.abw.gov.pl/en/about-isa/577,Annual-report-2009.html [ნანახია 14.09.2015]. 11 იხ.: http://poland.mfa.gov.ua/ua/ukraine-pl/legal-acts [ნანახია 14.09.2015]. 12 ხელმისაწვდომია: http://lex.justice.md/viewdoc.php?action=view&view=doc&id=349399&lang=1. 13 იხ.: http://www.gpo.gov/fdsys/pkg/CPRT-106SPRT66922/pdf/CPRT-106SPRT66922.pdf. 14 ხელმისაწვდომია: https://www.law.cornell.edu/uscode/text/1/112b. 15 იხ.: http://www.state.gov/e/oes/rls/rpts/175/1448.htm. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურს განესაზღვროს შესაბამისი უფლებამოსილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელით დაიდება უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულება იმ საკითხებზე, რომლებიც მის კომპეტენციას განეკუთვნება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლში და იმ ნორმების შემდეგ, რომლებიც ხელშეკრულებების ეხება უწყებათშორისი დადების სამინისტროებისათვის, ასევე ხასიათის უფლებამოსილებას საქართველოს შინაგან საერთაშორისო როგორც საქართველოს საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სასაზღვრო პოლიციისათვის, ასევე ემატება საქართველოს საქართველოს სახელმწიფო სახელმწიფო უწყებათაშორისი ხასიათის უსაფრთხოების სამსახურიც. უსაფრთხოების სამსახურის საერთაშორისო ხელშეკრულება კერძოდ, სახელით იმ დაიდება საკითხებზე, რომლებიც მის კომპეტენციას განეკუთვნება. ამასთან, ამავე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მიეთითება, რომ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება უცხო სახელმწიფოსთან და საერთაშორისო ორგანიზაციასთან იდება საქართველოს სამინისტროს ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელით − უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულება. ამასთან, პროექტის მიხედვით ხორციელდება კანონის ყველა იმ მუხლის/პუნქტის ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს უწყებრივი ხასიათის ხელშეკრულების მომზადებისა და დადების პროცედურებსა და ეტაპებს. კერძოდ, წინადადებებისა და სხვა შესაბამისი დოკუმენტების წარდგენა საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე საქართველოს სამინისტროს მიერ საგარეო საქმეთა ხელშეკრულების სამინისტროში, დადების საგარეო წინადადების საქმეთა დაგზავნა უფლებამოსილ სახელმწიფო უწყებებში შესაბამისი დასკვნებისთვის, აღნიშნული დასკვნების ხელშეკრულებაზე დართვის აუცილებლობის საკითხები, საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ინფორმაციის მიწოდება, ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე რეგულაციები და სხვა საკითხები. მოცემულ ნორმებში საქართველოს სამინისტოებთან ერთად მიეთითება ასევე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტი არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და რომლებმაც საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 4 საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება 1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება უცხო სახელმწიფოსთან და საერთაშორისო ორგანიზაციასთან იდება: ა) საქართველოს სახელით - სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულება; ბ) საქართველოს მთავრობის სახელით − მთავრობათაშორისი ხელშეკრულება; გ) საქართველოს სამინისტროს სახელით − უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულება. 2. საქართველოს სახელით იდება საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც მხარეთა შეთანხმებით ენიჭება სახელმწიფოთაშორისი ხასიათი, აგრეთვე ხელშეკრულება რომელიც ეხება: ა) ტერიტორიულ და ზავის საკითხებს; ბ) ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს; გ) მოქალაქეობას; დ) საქართველოს მონაწილეობას სახელმწიფოთაშორის კავშირებსა და სხვა საერთაშორისო გაერთიანებებში (ორგანიზაციებში); ვ) საქართველოს ტერიტორიისა და ბუნებრივი რესურსების გამოყენებას; ზ) სახელმწიფოს მიერ სესხის აღებასა და გაცემას, სახელმწიფო გარანტიის გაცემას; 3. საქართველოს მთავრობის სახელით იდება ყველა საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლებიც არ ეხება ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილ საკითხებს ან რომელთაც მხარეთა შეთანხმებით ენიჭება მთავრობათაშორისი ხასიათი. 4. საქართველოს სამინისტროს სახელით იდება უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულება იმ საკითხებზე, რომლებიც მის კომპეტენციას განეკუთვნება. 5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით დებს უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულებებს სასაზღვრო სფეროში. მუხლი 9. წინადადებები საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე 1. ამ კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წინადადება საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე წარედგინება საქართველოს მთავრობას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 6 თვისა. მიერ შესაბამისი 2. ამ კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ წინადადებას საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე უგზავნის საქართველოს პრეზიდენტს. 3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის წინადადებას საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე წარუდგენს საქართველოს მთავრობას ამ მუხლით დადგენილი წესით. 4. საქართველოს სამინისტროები თავიანთ წინადადებებს საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე წარუდგენენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. 5. საქართველოს სამინისტროების წინადადებები საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე უნდა შეიცავდეს: საერთაშორისო ხელშეკრულების ავთენტურ ტექსტს ქართულ ენაზე და შესაბამის უცხოურ ენაზე, საერთაშორისო ხელშეკრულების დადების მიზანშეწონილობის, მისი პოლიტიკური, სამართლებრივი, ეკონომიკური, ფინანსური და სხვა შესაძლო შედეგების დასაბუთებას. საჭიროების შემთხვევაში წინადადებას უნდა დაერთოს პროექტი საქართველოს ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის შესახებ, აგრეთვე უნდა განისაზღვროს საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულებისათვის პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანო და სხვა ღონისძიებათა განხორციელების აუცილებლობა. 6. ამ მუხლით გათვალისწინებულ წინადადებას საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წარუდგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს − საქართველოს კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობისა და შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ დასკვნისათვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს – ხელშეკრულების დადების შესაძლო საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესახებ დასკვნისათვის, აგრეთვე საქართველოს შესაბამის სამინისტროს − დასკვნისათვის. 7. საქართველოს სამინისტროების წინადადებებს სახელმწიფოთაშორისი და მთავრობათაშორისი საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების თაობაზე და ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნულ დასკვნებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის დასკვნასთან ერთად წარუდგენს საქართველოს მთავრობას. 8. საქართველოს მთავრობისთვის წარდგენილი წინადადება საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე უნდა შეიცავდეს: ხელშეკრულების პროექტს (ქართულ ენაზე), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნას საქართველოს კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობისა და შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნას ხელშეკრულების დადების შესაძლო საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესახებ, საქართველოს შესაბამისი სამინისტროს დასკვნას და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დასკვნას ხელშეკრულების დადების შესაძლო საგარეო-პოლიტიკური შედეგების შესახებ. საჭიროების შემთხვევაში წინადადებას უნდა დაერთოს პროექტი საქართველოს ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის თაობაზე. 9. წინადადებას იმ უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე, რომელიც მოითხოვს საქართველოს ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წარუდგენს საქართველოს მთავრობას. 10. უცხო სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის შეთავაზებას საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წინადადების სახით, ამ მუხლით დადგენილი წესით წარუდგენს საქართველოს მთავრობას. თუ, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულების დადება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას განეკუთვნება, საქართველოს მთავრობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიღებულ წინადადებას გადასცემს საქართველოს პრეზიდენტს. მუხლი 15. საერთაშორისო ხელშეკრულების საქართველოს პარლამენტში წარდგენა 1. საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომლის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობას საქართველოს პარლამენტი გამოხატავს, საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის (ან მასთან შეერთებისათვის) წარუდგენს საქართველოს მთავრობა, ხოლო თუ საერთაშორისო ხელშეკრულება დადებულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ ან, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულების დადება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას განეკუთვნება − საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, რაც საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას. 2. საერთაშორისო ხელშეკრულება რატიფიცირებისათვის (ან მასთან შეერთებისათვის) წარდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე (უცხოურენოვანი ავთენტური ტექსტის არსებობისას იგი წარდგენილი უნდა იქნეს ოფიციალურად დამოწმებულ ქართულ თარგმანთან ერთად). ხელშეკრულებას უნდა ახლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნა საქართველოს კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობისა და შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნა ხელშეკრულების დადების შესაძლო საფინანსოეკონომიკური შედეგების შესახებ, საქართველოს შესაბამისი სამინისტროს დასკვნა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დასკვნა ხელშეკრულების დადების შესაძლო საგარეო-პოლიტიკური შედეგების შესახებ. 3. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების უცხოურ ენოვანი ტექსტების ქართულად თარგმნასა და თარგმანის ოფიციალურ დამოწმებას ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა თარგმნის ბიურო (შემდგომ − თარგმნის ბიურო). 31 . თარგმნის ბიუროს მომსახურების სახეები, საფასურის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით. 4. საქართველოს მთავრობა, ხოლო თუ საერთაშორისო ხელშეკრულება დადებულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ ან, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულების დადება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას განეკუთვნება − საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით რატიფიცირებისათვის (ან შეერთებისათვის) წარდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებასთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტს წარუდგენს კანონპროექტს საქართველოს შესაბამის საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ. მუხლი 32. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფა 1. საქართველოს მთავრობა, საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს პარლამენტი იღებენ ზომებს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად. 2. საქართველოს სამინისტროები, რომელთა კომპეტენციას განეკუთვნება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრული საკითხები, უზრუნველყოფენ საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, თვალყურს ადევნებენ ხელშეკრულებიდან გამომდინარე საქართველოს უფლებების დაცვას და ხელშეკრულების სხვა მხარეთა მიერ თავიანთი ვალდებულებების შესრულებას. 3. საქართველოს სამინისტროები ვალდებული არიან, მიაწოდონ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია, რომელიც ეხება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულებას. მუხლი 34. ღონისძიებები, რომლებიც გამოიყენება სხვა მონაწილეთა მიერ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევისას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების სხვა მონაწილეთა მიერ თავიანთი ვალდებულებების დარღვევისას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ან საქართველოს სხვა სამინისტრო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით წარუდგენს საქართველოს მთავრობას წინადადებებს აუცილებელი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე, საერთაშორისო სამართლისა და თავად ხელშეკრულების ნორმების შესაბამისად. თუ, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულების დადება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას განეკუთვნება, საქართველოს მთავრობა საქართველოს სამინისტროებისგან მიღებულ წინადადებებს გადასცემს საქართველოს პრეზიდენტს. მუხლი 341. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ წინადადება 1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ოფიციალურად დამოწმებული ქართული თარგმანის მის უცხოენოვან აუთენტურ ტექსტთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში საქართველოს სამინისტროები თარგმანის კორექტირების შესახებ თავიანთ წინადადებებს წარუდგენენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქართულ თარგმანში შესწორების შეტანასა და შესწორებული თარგმანის ოფიციალურ დამოწმებას ახორციელებს თარგმნის ბიურო. 3. ამ მუხლით გათვალისწინებულ საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ წინადადებას, რომლის საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა გამოხატა საქართველოს მთავრობამ ან საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წარუდგენს საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პრეზიდენტს. 4. საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ წინადადებას, რომლის საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა საქართველოს პარლამენტმა გამოხატა, საქართველოს მთავრობა, ხოლო თუ, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულების დადება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას განეკუთვნება − საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. 5. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ წინადადებას უნდა დაერთოს საერთაშორისო ხელშეკრულების უცხოენოვანი აუთენტური ტექსტი და მისი შესწორებული, ოფიციალურად დამოწმებული ქართული თარგმანი. მუხლი 344 . საქართველოს საერთაშორისო კორექტირების შესახებ შეტყობინება ხელშეკრულების თარგმანის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თარგმანის კორექტირების შესახებ ატყობინებს საქართველოს მთავრობას, საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტსა და საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულებაზე პასუხისმგებელ საქართველოს სამინისტროს. მუხლი 35. წინადადებები საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე 1. საქართველოს სამინისტროები თავიანთ დასაბუთებულ წინადადებებს საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე წარუდგენენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. 2. ამ მუხლით გათვალისწინებულ წინადადებას იმ საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე, რომლის საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა გამოხატა საქართველოს პარლამენტმა ან საქართველოს მთავრობამ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წარუდგენს საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას. თუ თანხმობა გამოხატა საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, წინადადებას საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე საქართველოს მთავრობა გადასცემს საქართველოს პრეზიდენტს. 3. უცხო სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის შეთავაზებას საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე წინადადების სახით საქართველოს მთავრობას წარუდგენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ მუხლით დადგენილი წესით. თუ საერთაშორისო ხელშეკრულება დადო საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, საქართველოს მთავრობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიღებულ წინადადებას გადასცემს საქართველოს პრეზიდენტს. 4. წინადადებას საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე, რომლის საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობა საქართველოს პარლამენტმა გამოხატა, საქართველოს მთავრობა, ხოლო თუ საერთაშორისო ხელშეკრულება დადებულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ − საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, რაც საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას. 5. წინადადება საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე უნდა შეიცავდეს: ხელშეკრულების დედნის დამოწმებულ ასლს (ქართულ ენაზე), საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დასკვნას მისი მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შესაძლო საგარეო-პოლიტიკური შედეგების შესახებ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნას ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების შესაძლო სამართლებრივი შედეგების შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნას საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესახებ, აგრეთვე საქართველოს შესაბამისი სამინისტროს დასკვნას.