„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა (1)
III მოსმენა (2)
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-10-26
ბიუროს ნომერი 338
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონის (www.matsne.gov.ge; 15/07/2015წ.; სარეგისტრაციო კოდი 130000000.05.001.017864) მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ
დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) თავისი სახელით დადოს უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო
ხელშეკრულება.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის
მიღების
მიზეზია
„საქართველოს
საერთაშორისო
ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტი, რომლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურს ექნება უფლებამოსილება, კომპეტენციის ფარგლებში,
თავისი
სახელით
დადოს
უწყებათაშორისი
ხასიათის
საერთაშორისო
ხელშეკრულებები.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონის პროექტთან შესაბამისობა.
ა. გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის „საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4
პუნქტში
და
საქართველოს
უფლებამოსილებებს
უწყებათაშორისი
სახელმწიფო
ემატება,
კომპეტენციის
ხასიათის
საერთაშორისო
უსაფრთხოების
ფარგლებში,
სამსახურის
თავისი
სახელით
ხელშეკრულებების
დადების
უფლებამოსილება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტი არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
მიღება
არ
გამოიწვევს
სახელმწიფოს
ახალ
ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
ორგანიზაცია/დაწესებულება,
არასახელმწიფო
ექსპერტები,
ან/და
რომლებმაც
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც)
წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი)
ამოღება
მუხლი 12. სამსახურის უფლებამოსილება
1. სამსახური პრევენციული ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად
თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:
ა) სახელმწიფო უსაფრთხოების წინაშე მდგარი საფრთხეების თავიდან
ასაცილებლად განახორციელოს ამ კანონის მე-13 მუხლით განსაზღვრული
პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის, ვინაობის დადგენის მიზნით შეუმოწმოს
პირს პირადობის (ბინადრობის) დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ არსებობს
საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ამ პირმა ჩაიდინა სამსახურის
საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებული დანაშაული ან ჩაიდენს მას, ან
თუ ასეთი შემოწმება დაკავშირებულია მოსამსახურის სამსახურებრივი მოვალეობის
შესრულებასთან;
ბ) მიიღოს გადაუდებელი ზომები ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის
დასაცავად, გაუწიოს მას პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება;
გ) გააფრთხილოს სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები
იმ შესაძლო ქმედებათა შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფო
უსაფრთხოებას;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო
ხელშეკრულებების საფუძველზე, შესაბამის უწყებებთან ერთად მიიღოს ზომები
საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების
წარმომადგენლობათა
პირადი
და
ქონებრივი
უსაფრთხოების,
აგრეთვე
საქართველოს საზღვრების გარეთ საქართველოს დაწესებულებებისა და
მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
ე) მონაწილეობა
უზრუნველყოფაში;
მიიღოს
საერთაშორისო
ღონისძიებათა
უსაფრთხოების
ვ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს უზრუნველყოს სახელმწიფოს
სამობილიზაციო-გამწვევი პუნქტებისა და ოპერატიულ-მმართველობითი შტაბების
უსაფრთხოება და მზადყოფნა;
ზ) უზრუნველყოს სამსახურის სრული სამობილიზაციო მზადყოფნა;
თ) მიიღოს და რეგისტრაციაში გაატაროს ინფორმაცია სამსახურის საგამოძიებო
ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ დანაშაულთა საქმეების შესახებ, აღრიცხოს
ასეთ დანაშაულთა ჩამდენი პირები;
ი)
საქართველოს
პრემიერ-მინისტრს,
საქართველოს
პარლამენტის
თავმჯდომარეს, უმაღლეს სახელმწიფო ორგანოებსა და დაინტერესებულ უწყებებს
აცნობოს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ;
კ) ღია და ფარული წყაროებიდან მოიპოვოს ინფორმაცია, განახორციელოს
მიღებული ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავება და განზოგადება;
ლ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით
უზრუნველყოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე ბირთვული, რადიაციული, ქიმიური
და ბიოლოგიური უსაფრთხოება;
მ) უზრუნველყოს მასობრივი განადგურების იარაღის უკანონო ბრუნვის
თავიდან აცილება, გამოვლენა და აღკვეთა.
2. სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების წინაშე მდგარ საფრთხეებზე
რეაგირების მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს გამოძიება,
დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ და დამნაშავე პირთა ძებნა-დაკავება;
ბ) კანონით დადგენილი წესით განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიებები, აგრეთვე საგამოძიებო და ფარული საგამოძიებო მოქმედებები.
შენიშვნა: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3
მუხლის 32-ე ნაწილით განსაზღვრული სახელმწიფო ორგანო, რომელიც უშუალოდ
სამსახურის უფროსს ექვემდებარება, იმავე კოდექსის 1431 მუხლის პირველი
ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო
მოქმედებებს ახორციელებს მხოლოდ მოსამართლის მიერ დადგენილი წესით
გამოცემული განჩინების, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში –
პროკურორის მოტივირებული დადგენილების საფუძველზე;
გ) პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო
დაცვის სპეციალური სამსახურის ორგანოებთან და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან
ერთად მონაწილეობა მიიღოს ორგანიზებული დანაშაულის, კორუფციისა და
ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებში;
დ) გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში გამოიყენოს სახელმწიფო
ორგანოს, ფიზიკური და იურიდიული პირების (გარდა უცხო ქვეყნის
დიპლომატიური
წარმომადგენლობისა
და
საკონსულო
დაწესებულებისა)
კუთვნილი:
დ.ა) კავშირგაბმულობის საშუალებები – შესაბამის სახელმწიფო ორგანოსთან,
ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან აუცილებელი კომუნიკაციის დასამყარებლად;
დ.ბ) სატრანსპორტო საშუალებები – შემთხვევის ადგილზე მისასვლელად,
დანაშაულის აღსაკვეთად ან/და დანაშაულის ჩამდენი პირის ან დანაშაულის
ჩადენაში ბრალდებული პირის დასაკავებლად.
შენიშვნა: ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში
სამსახური ვალდებულია კავშირგაბმულობის საშუალებებისა და სატრანსპორტო
საშუალებების მფლობელებს აუნაზღაუროს მათთვის მიყენებული ზიანი;
ე)
უზრუნველყოს
კომპიუტერული
მონაცემებისა
აღჭურვილობის საექსპერტო-კრიმინალისტიკური გამოკვლევა.
3. სამსახური კონტრდაზვერვითი საქმიანობის
კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:
და
ტექნიკური
მიმართულებით
თავისი
ა) განახორციელოს კონტრდაზვერვითი საქმიანობა უცხო ქვეყნების
სპეციალური სამსახურებისა და ორგანიზაციების საქართველოს წინააღმდეგ
მიმართული დაზვერვითი საქმიანობის თავიდან აცილების, გამოვლენისა და
აღკვეთის მიზნით, აგრეთვე მიიღოს საჭირო ზომები სახელმწიფო უსაფრთხოების
უზრუნველსაყოფად;
ბ) სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს
სამხედრო ძალებში განახორციელოს კონტრდაზვერვითი საქმიანობა.
4. სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:
ა) კანონით განსაზღვრულ უწყებებთან ერთად განახორციელოს შესაბამისი
ღონისძიებები
საქართველოს
სახელმწიფო
საზღვრის
უსაფრთხოების
უზრუნველსაყოფად;
ბ) სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან და საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, ოპერატიულად უზრუნველყოს
სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტის და
სახელმწიფო ორგანოს უმაღლესი თანამდებობის პირების, აგრეთვე საქართველოში
ვიზიტით მყოფი უცხო ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირის, საერთაშორისო
ორგანიზაციის წარმომადგენლის, საქართველოში დიპლომატიური მისიის
ხელმძღვანელის და სხვა მნიშვნელოვანი პირის დაცვა.
5. სამსახური მასში შემავალი დანაყოფების ტექნიკური საშუალებებით
უზრუნველყოფის, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენების და დაკვირვების
ელექტრონული
საშუალებების
ბრუნვის
კონტროლის
მიზნით,
თავისი
კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:
ა) უზრუნველყოს სამსახურის დანაყოფებთან გამართული უწყებრივი კავშირი;
ბ) გზებსა და შენობების გარე პერიმეტრზე, სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამონტაჟოს/განათავსოს,
აგრეთვე გამოიყენოს სამსახურის ან/და სხვის მფლობელობაში არსებული
დამონტაჟებული ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკა.
6. სამსახურის საქმიანობის განხორციელების ფორმები, მეთოდები და
საშუალებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის,
სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტებით. გამოყენებული მეთოდები და
საშუალებები ზიანს არ უნდა აყენებდეს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას,
არ უნდა ლახავდეს ადამიანის პატივსა და ღირსებას, არ უნდა აზიანებდეს გარემოს.