„საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 70 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-11-24
ბიუროს ნომერი 349
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს საჰაერო კოდექსში“
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საჰაერო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი,
1996, გვ. 69) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კოდექსის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. გამოყენებული ტერმინების განმარტება
ა) „აეროდრომი“ – მიწის ან წყლის ზედაპირის გარკვეული ფართობი (მასზე განლაგებული
შენობებით,
ნაგებობებითა
და
მოწყობილობებით),
რომელიც
მთლიანად
ან
ნაწილობრივ
განკუთვნილია საჰაერო ხომალდების მიღების, მოძრაობისა და გაშვებისათვის.
ბ) „ადგილობრივი საჰაერო ხაზი“ – სამეთვალყურეო რაიონი ან მისი ნაწილი, რომელიც
უზრუნველყოფილია აეროდრომით, სანაოსნო, საჰაერო მოძრაობის მართვისა და კონტროლის
საშუალებებით და წარმოადგენს საჰაერო სივრცეში სიმაღლესა და სიგანეში შეზღუდულ, საჰაერო
ხომალდების უსაფრთხო ფრენისათვის განკუთვნილ დერეფანს საქართველოს საჰაერო სივრცის
ფარგლებში.
გ) “აეროპორტი”-
საწარმო, რომელიც ახორციელებს საჰაერო ხომალდების, მგზავრების,
ტვირთის, ბარგის ან/და ფოსტის მღებას, მომსახურებას, დამუშავებას და გაშვებას და ამ მიზნით აქვს
აეროდრომი, სამგზავრო ტერმინალი, აგრეთვე სხვა მიწისზედა ნაგებობები, მოწყობილობები და ჰყავს
შესაბამისი მომსახურე პერსონალი
დ) „აეროდრომის რაიონი“ -
აეროდრომისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის თავზე
განლაგებული ჰორიზონტალური და ვერტიკალური სიბრტყეებით შემოფარგლული საჰაერო სივრცის
ნაწილი, რომელიც ასევე მოიცავს მის ქვემოთ მდებარე ხმელეთისა და წყლის ზედაპირებს.
ე) „ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტი“ – ნებისმიერ თვითმფრინავზე ან შვეულმფრენზე
მეთაურის ან მეორე პილოტის დანიშნულების შესრულების უფლების მქონე, „ავიაკომპანიის
სატრანსპორტო პილოტის“ მოწმობის მფლობელი პილოტი.
ვ) „ავიასამედიცინო ცენტრი“ ‐ სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული სამედიცინო დაწესებულება,
რომელიც ახორციელებს ავიასპეციალისტთა სამედიცინო
შემოწმებას და გასცემს სამედიცინო
სერტიფიკატს;
ზ) „ავიასამედიცინო ექსპერტი“ ‐ უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პირი, რომელიც
ფლობს
დამოუკიდებელი
სერტიფიკატს,
საექიმო
საქმიანობის
უფლების
დამადასტურებელ
სახელმწიფო
დამატებით გავლილი აქვს საავიაციო მედიცინის მომზადების და შემდგომი
სწავლების კურსი და ახორციელებს ავიასპეციალისტის სამედიციდო სერტიფიკატის მინიჭების
მიზნით, სამედიცინო შემოწმებას.
2
თ) „ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობა“ – განსაკუთრებული მომზადების მქონე, კონკრეტული
ტიპის
საჰაერო
ხომალდის
მისი
აღჭურვილობის
საფრენოსნო
ექსპლუატირების
უფლების
მიმნიჭებელი მოწმობის მფლობელი ეკიპაჟის წევრები.
ი) „ექსპლუატანტის სერტიფიკატი“ - დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საჰაერო ხომალდის
უსაფრთხოდ
ექსპლუატაციის
შესაძლებლობას
საჰაერო
ხომალდის
ექსპლუატანტის
მიერ.
ექსპლუატანტის სერტიფიკატი არ ესაჭიროება ფიზიკურ და იურიდიული პირებს, რომლებიც
საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციას ახორციელებენ საკუთარი მიზნებისათვის.
კ) „ინსპექტირება (საინსპექციო შემოწმება)“ – საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისო
ხელშეკრულებებითა
და
შეთანხმებებით
დადგენილ
მოთხოვნებთან
სამოქალაქო
საავიაციო
საქმიანობის, მათ შორის, ფრენის უსაფრთხოების და/ან საავიაციო უშიშროების, შესაბამისობის
შეფასების პროცესი, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სამოქალაქო ავიაციის
სააგენტოს მიერ უფლებამოსილი პირი (ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი, SAFA-ს ინსპექტორი)
დოკუმენტების, ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობისა და საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმების
ფორმით.
ლ) „კომერციული ფრენა (კომერციული გადაზიდვა)“ – საზღაურით ან დაქირავებით მგზავრების,
ბარგის, ტვირთისა და საფოსტო გზავნილების გადასაზიდად განხორციელებული საჰაერო ხომალდის
ფრენა.
მ) „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა“ -
დოკუმენტი, რომელიც საჰაერო ხომალდის
ექსპლუატანტს ანიჭებს უფლებას შეასრულოს მგზავრის, ბარგის, ტვირთის და/ან ფოსტის
კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა.
ნ) „მოწმობის აღიარება“ – ქმედება, რომლის შედეგადაც სახელმწიფო სხვა სახელმწიფოს მიერ
გაცემულ მოწმობას საკუთარის თანაბარ ღირებულად აღიარებს.
ო) „პილოტირება (მართვა)“ – ფრენის დროს საჰაერო ხომალდის მართვის ორგანოებით
მანიპულირება.
პ) „სააგენტოს სამართლებრივი აქტები“ - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი სამოქალაქო ავიაციის
სააგენტოს დირექტორის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები
ჟ) „საავიაციო პერსონალი“ – საავიაციო საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის
განსაკუთრებული
შემადგენლობა.
იგი
ყალიბდება
სათანადოდ
მომზადებული
ავიასპეციალისტებისაგან, რომელთაც აქვთ ფრენის შესრულებისა და მომსახურების ნებართვა.
რ) „საავიაციო საშუალებები“ – საჰაერო ხომალდები, აეროდრომები, აეროპორტები, მათი
მოწყობილობები, საჰაერო მოძრაობის მართვისა და კონტროლის საშუალებები, საჰაერო ტრასებისა და
ადგილობრივი საჰაერო ხაზების რადიოტექნიკური მოწყობილობები, აგრეთვე საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული სხვა საჰაერო საშუალებები.
3
ს) „საავიაციო შემადგენლობა“ – სამოქალაქო ავიაციის მუშაკები, რომელთა საქმიანობა
სამოქალაქო ავიაციის მეშვეობით განსახორციელებელ მიზნებს ემსახურება.
ტ) „საერთაშორისო აეროპორტი“ – აეროპორტი, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო საჰაერო
გადაყვანა-გადაზიდვების
მომსახურებას
და
რომელშიც
უზრუნველყოფილია
სასაზღვრო,
სანიტარიულ-საკარანტინო და საბაჟო კონტროლი.
უ) „სამოქალაქო ავიაცია“ -ავიაცია, რომელიც გამოყენების მიზნის მიხედვით,იყოფა
სატრანსპორტო და საერთო დანიშნულების ავიაციად:
უ.ა) სამოქალაქო ავიაცია, რომელიც გამოიყენება საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების
განსახორციელებლად, მიეკუთვნება სატრანსპორტო ავიაციას;
უ.ბ) სამოქალაქო ავიაცია, რომელიც არ გამოიყენება სატარნსპორტო ავიაციის მიზნებისათვის
და ასევე მოიცავს საავიაციო სამუშაოებს მიეკუთვნება საერთო დანიშნულების ავიაციას.
ფ) „სამუშაო დრო“ – დროის მონაკვეთი, რომელიც იწყება, მაშინ როცა ეკიპაჟის წევრი საჰაერო
ხომალდის ექსპლუატანტის მითითებით ვალდებულია გამოცხადდეს და/ან შეუდგეს სამუშაო
ვალდებულებების
შესრულებას
და
მთავრდება
მის
მიერ
სამუშაო
მოვალეობების
დასრულებისთანავე.
ქ) „საპილოტაჟო არე“ – ჰორიზონტალური და ვერტიკალური სიბრტყეებით შეზღუდული,
საგანგებოდ გამოყოფილი საჰაერო სივრცის ნაწილი, რომელიც გამოიყენება საჰაერო ხომალდების
გამოსაცდელად, ეკიპაჟების საფრენოსნო წვრთნისათვის და ა. შ.
ღ) „საფრენოსნო დავალება“ – დადგენილი ფორმის საბუთი, რომელიც შეიცავს აუცილებელ
მონაცემებს ეკიპაჟის, საჰაერო ხომალდისა და ფრენის მიზნის შესახებ.
ყ) „საფრენოსნო ეკიპაჟის წევრი“ – მოწმობის მქონე ეკიპაჟის წევრი, რომელსაც ფრენის დროის
განმავლობაში საჰაერო ხომალდის მართვასთან დაკავშირებული მოვალეობები აკისრია.
შ) „საფრენოსნო სამუშაო“ – საფრენოსნო დავალების შესასრულებლად ეკიპაჟის მიერ
ჩატარებული სამუშაო.
ჩ) „საქართველოს ტერიტორია“ – მის სუვერენიტეტს დაქვემდებარებული სახმელეთო
ტერიტორია და მასთან მიმდებარე შავი ზღვის ტერიტორიული წყლები.
ც) „საქართველოს საჰაერო სივრცე“ – სახმელეთო ტერიტორიისა და მასთან მიმდებარე შავი
ზღვის ტერიტორიული წყლების თავზე არსებული სივრცე.
ძ) „სახელმწიფო ავიაცია“ – ავიაცია, რომელიც გამოიყენება სამხედრო, საპოლიციო,
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საბაჟო სამსახურებში.
წ) „საჰაერო მოძრაობა“ – ჰაერში მყოფი და აეროდრომის სამიმოსვლო ფართობზე მოძრავი ყველა
საჰაერო ხომალდი.
ჭ) „საჰაერო მოძრაობის არე (რაიონი)“ – დადგენილი ზომების საჰაერო სივრცე, სადაც საჰაერო
მოძრაობის ორგანო ახორციელებს თავის დანიშნულებას.
4
ხ) „საჰაერო სატრანსპორტო საშუალებები“ – თვითმფრინავები, შვეულმფრენები, დირიჟაბლები,
პლანერები, საჰაერო ბუშტები, სამაშველო პარაშუტები, საფრენი აპარატები და სხვა საფრენად
განკუთვნილი საშუალებები.
ჯ) „საჰაერო სივრცის ზედამხედველი სახელმწიფო“ – სახელმწიფო, რომელიც პასუხისმგებელია
ჰაერნაოსნობაზე საჰაერო სივრცეში.
ჰ) „საჰაერო ტრასა“ – სამეთვალყურეო რაიონი ან მისი ნაწილი, რომელიც წარმოადგენს საჰაერო
სივრცეში უსაფრთხო ფრენის შესრულებისათვის განკუთვნილ, სიმაღლესა და სიგანეში შეზღუდულ
დერეფანს და უზრუნველყოფილია აეროდრომებით, სანაოსნო, საჰაერო მოძრაობის მართვისა და
კონტროლის საშუალებებით.
ჰ1) „საჰაერო ხომალდი“ – ნებისმიერი აპარატი, რომელიც ატმოსფეროში მდებარეობას ჰაერთან
ურთიერთქმედების
შედეგად
ინარჩუნებს,
დედამიწის
ზედაპირიდან
არეკლილ
ჰაერთან
ურთიერთქმედების გამოკლებით. საჰაერო ხომალდებია: თვითმფრინავი, შვეულმფრენი, პლანერი და
სხვა საშუალებები,
ჰ2) „საჰაერო ხომალდის ეროვნულობა“ – საქართველოში ეროვნულად ითვლება ის საჰაერო
ხომალდი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს საჰაერო ხომალდების შესაბამის სახელმწიფო
რეესტრში.
ჰ3) „საჰაერო ხომალდის ეკიპაჟი“ – პირებიი, რომელთაც საფრენოსნო დავალების შესრულებისას
საჰაერო ხომალდის მართვა და მომსახურების განსაზღვრული მოვალეობები აკისრიათ.
ჰ4) „საჰაერო ხომალდის მეთაური“ – ფრენისას საჰაერო ხომალდის მართვისა და მისი
უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებელი პილოტი.
ჰ5) „სპეციალური რეისი საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში“ – სახელმწიფოს უმაღლესი
თანამდებობის პირების გადაყვანისთვის განკუთვნილი რეისი.
ჰ6) „საჰაერო ხომალდის სახეობა“ – უმთავრესი მახასიათებლების საფუძველზე საჰაერო
ხომალდების
დაყოფა,
მაგალითად:
თვითმფრინავი,
შვეულმფრენი,
პლანერი,
თავისუფალი
აეროსტატი.
ჰ 7)
„საავიაციო
სამუშაოები“
–
საჰაერო
ხომალდის
გამოყენება
ისეთი
დარგების
მომსახურებისათვის, როგორებიცაა: სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, ტოპოგრაფიული გადაღებები,
პატრულირება, ძებნა, შველა და ა.შ..
ჰ8) „ფრენის გეგმა“ – საჰაერო ხომალდის დასახულ ფრენაზე ან მის ნაწილზე საჰაერო მოძრაობის
მომსახურების ორგანოსათვის წარდგენილი სათანადო ცნობები.
ჰ9) „ფრენის დრო (საფრენოსნო დრო)“ – თვითმფრინავებისათვის და
ყველა სხვა საჰაერო
ხომალდებისთვის-საერთო დრო მოძრაობის დაწყებიდან აფრენის მიზნით საჰაერო ხომალდის
ფრენის დამთავრებისას მის შეჩერებამდე/ფიქსირებამდე; შვეულმფრენებისათვის (ვერტმფრენი) საერთო დრო,
მზიდი ხრახნის ბრუნვის დაწყებიდან ვერტმფრენის სრულ გაჩერებამდე, ფრენის
დასრულებისას და მზიდი ხრახნის ბრუნვის შეჩერებამდე .
5
ჰ10) „ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი“ – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის −
სამოქალაქო
ავიაციის
სააგენტოს
მიერ
უფლებამოსილი
პირი
,
რომელიც
ახორციელებს
ინსპექტირებას.
ჰ11) „ფრენის ვარგისობის სერტიფიკატი“ – საბუთი, რომელიც ადასტურებს საჰაერო ხომალდის
ფრენის ვარგისობას.
ჰ12) „ფრენისათვის აკრძალული არე“ – სახელმწიფოს ტერიტორიის ან ტერიტორიული წყლების
თავზე არსებული დადგენილი ზომის საჰაერო სივრცე, რომლის ფარგლებშიც საჰაერო ხომალდების
ფრენა აკრძალულია.
ჰ13) „ფრენისათვის სახიფათო არე“ – სახელმწიფოს ტერიტორიის ან ტერიტორიული წყლების
თავზე არსებული დადგენილი ზომის საჰაერო სივრცე, რომლის ფარგლებშიც დროის გარკვეულ
მონაკვეთებში შეიძლება განხორციელდეს საჰაერო ხომალდების ფრენისათვის სახიფათო საქმიანობა.
ჰ14) „ფრენისათვის შეზღუდული არე“ – სახელმწიფოს ტერიტორიის ან ტერიტორიული წყლების
თავზე არსებული დადგენილი ზომის საჰაერო სივრცე, რომლის ფარგლებშიც საჰაერო ხომალდების
ფრენა შეზღუდულია გარკვეული პირობებით.
ჰ15) „ჩარტერი“ – ხელშეკრულება, რომელშიც ერთი მხარე (გამქირავებელი) განსაზღვრულ
საფასურად გადასცემს მეორე მხარეს (დამქირავებელს) ერთი ან რამდენიმე საჰაერო ხომალდის
მთლიან ტევადობას ან მის ნაწილს ერთი ან რამდენიმე რეისით მგზავრების გადაყვანის, ბარგისა და
ტვირთის გადაზიდვისათვის ან სხვა მიზნისათვის.
ჰ16) „ხელშემკვრელი სახელმწიფო“ – სხვა სახელმწიფოსთან საჰაერო სივრცით, აეროდრომებით,
კავშირგაბმულობის საშუალებებით ერთობლივი სარგებლობის, აგრეთვე, სამოქალაქო ავიაციის
საქმიანობასთან
დაკავშირებულ
სხვა
საკითხებზე
ხელშეკრულების,
შეთანხმების
დამდები
სახელმწიფო.
ჰ17) „EA S A“ – ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო.
ჰ18) „SAFA“ − უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდის უსაფრთხოების განსაზღვრის (საჰაერო ხომალდის
ბაქანზე შემოწმების) პროგრამა.
ჰ19) „SAFA-ს ინსპექტორი“ – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ
უფლებამოსილი პირი, რომელიც ახორციელებს უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდის ინსპექტირებას
SAFA-ს შესაბამისად.
ჰ20) „ჰაერსანაოსნო ინფორმაცია“- ჰაერსანაოსნო მონაცემების შეკრების და ანალიზის შედეგად
მიღებული ინფორმაცია.
ჰ21)
„ჰაერსანაოსნო
ინფორმაციის
კრებული“
–
სახელმწიფოს
მიერ
გამოშვებული
და
დამტკიცებული გამოცემა, რომელიც შეიცავს ამ სახელმწიფოს საჰაერო სივრცის ფარგლებში საჰაერო
ხომალდის ფრენის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვან გრძელვადიან ჰაერსანაოსნო ინფორმაციას.
6
ჰ22 ) „ჰაერსანაოსნო ინფორმაციის გაერთიანებული პაკეტი“ - მატერიალური ან/და ელექტრონული
სახით წარმოდგენილი პაკეტი, რომელიც მოიცავს: ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულს, მათ შორის
ცვლილებებს;
ჰაერსანაოსნო
ინფორმაციის
კრებულის
დროებით
ცვლილებებს;
ნოტამს
(შეტყობინება მომსახურების, წესების, საფრთხის, ასევე სააერნაოსნო საშუალებების მდგომარეობის,
ცვლილებებისა დამწყობრში შეყვანის შესახებ)
და
ფრენისწინა
ინფორმაციის
ბიულეტენებს;
ცირკულარულ (დამატებით) ინფორმაციას და მოქმედი ნოტამების ჩამონათვალს.“.
2. კოდექსის 81 მუხლის:
ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად
შევიდეს ავიასაწარმოებსა და მათ მფლობელობაში არსებულ იმ შენობა-ნაგებობებში, რომელთა
ფუნქციონირებაც
მიმართულია
ფრენის
უსაფრთხოებისა
და
საავიციო
უშიშროების
უზრუნველყოფისაკენ, შევიდეს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში
რეგისტრირებულ და იმ საჰაერო ხომალდებში, რომლებიც ახორციელებენ საქმიანობას საქართველოს
ტერიტორიაზე , მოითხოვოს საჰაერო ხომალდის ფრენის უსაფრთხოებასთან, ექსპლუატაციასთან,
ტექნიკურ მომსახურებასთან და საავიაციო უშიშროებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საბუთი და
ინფორმაცია, შეამოწმოს ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის
პროცედურები, ტექნიკური მოწყობილობები, გაესაუბროს ნებისმიერ პირს ფრენის უსაფრთხოებისა
და საავიაციო უშიშროების მოთხოვნების შესრულებისა და პროცედურების შეფასების მიზნით.
ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებიც ინსპექტირების ობიექტებს წარმოადგენენ,
ვალდებული არიან, დახმარება აღმოუჩინონ ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორს/SAFA-ს ინსპექტორს
მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში და წარმოადგინონ ფრენის უსაფრთხოებასთან,
ექსპლუატაციასთან, ტექნიკურ მომსახურებასთან და საავიაციო უშიშროებასთან დაკავშირებული
ნებისმიერი საბუთი და ინფორმაცია“.
3. კოდექსის მე-81 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 ნაწილი:
„9. სააგენტო უფლებამოსილია, არ გაასაჯაროოს ინსპექტირებისა
და ზედამხედველობის
განხორციელებისას
მოპოვებული
საავიაციო/ფრენის
უსაფრთხოებასთან
დაკავშირებული
ინფორმაცია, იმ შემთხვევაში თუ ინფორმაციის გავრცელებამ შეიძლება უარყოფითი გავლენა
მოახდინოს ფრენის უსაფრთხოებაზე ან საავიაციო უშიშროებაზე, ჩიკაგოს 1944 წლის
საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის კონვენციის მე-19 დანართის შესაბამისად .“
4.
მე-9 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საავიაციო საქმიანობის მარეგულირებელი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ამ
კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე გამოსცემენ საავიაციო
საშუალებების ყველა მფლობელისა და მომხმარებლისათვის სავალდებულო წესებს, ბრძანებებს,
მითითებებს, ინსტრუქციებს, ცირკულარებს და სხვა ნორმატიულ და ინდივიდუალურ აქტებს,
საავიაციო საქმიანობის, საავიაციო საშუალებების წარმოების, სარემონტო სამუშაოების ჩატარების,
მშენებლობისა და ექსპლუატაციის საკითხების რეგულირებისა და საავიაციო უშიშროების ზომების
დაუყოვნებლივი აღსრულების მიზნით.“
7
5. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:
„მუხლი 91 სააგენტოს სამართლებრივი აქტები
1. სააგენტოს დირექტორი გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ
აქტებს,
ამ
კანონით,
სხვა
სამართლებრივი
აქტებითა
და
საერთაშორისო
ხელშეკრულებებით/შეთანხმებებით გათვალისწინებულ შემთხვევებსა და ფარგლებში.
2. სააგენტოს სამართლებრივი აქტები, საჩივრდება მხოლოდ სასამართლოში, კანონმდებლობით
დადგენილი წესის შესაბამისად.
3. სარჩელის სასამართლოში წარდგენის შემთხვევაში, ჩერდება სააგენტოს სამართლებრივი აქტების
მოქმედება,
გადა
იმ
სამართლებრივი
აქტებისა,
რომლებიც
გამოცემულია,
„საერთაშორისო
სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, მისი დანართებით ან/და სამოქალაქო
ავიაციის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამო,
რამაც საფრთხე შეუქმნა ან შეეძლო შეექმნა ფრენის უსაფრთხოებისათვის და/ან საავიაციო
უშიშროებისთვის.
6. კოდექსის მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 19. საქართველოს ჰაერსანაოსნო ინფორმაციით უზრუნველყოფა
1.
ჰაერნაოსნობის უსაფრთხოების, რეგულარულობის და ეფექტურობის უზრუნველსაყოფად,
საქართველოს ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურებას ახორციელებს სააერნაოსნო მომსახურების
საწარმო.
2.
ჰაერსანაოსნო ინფორმაცია და ჰაერსანაოსნო მონაცემები მოიცავს საქართველოს საჰაერო
სივრცის და ღია ზღვის თავზე არსებულ საჰაერო სივრცის შესახებ ინფორმაციას, სადაც საჰაერო
მოძრაობას უზრუნველყოფს საქართველო.
3.
სააერნაოსნო
მომწოდებლებისგან
მომსახურების
საწარმო
ჰაერსანაოსნო
მონაცემების
ახორციელებს
და
ჰაერსანაოსნო
ჰაერსანაოსნო
მონაცემების
ინფორმაციის
მიღებას,
დახარისხებას, გაერთიანებას, რედაქტირებას (შინაარსის ცვლილების გარეშე), შენახვას, დადგენილ
ფორმატში გამოქვეყნებას და გავრცელებას.
4.
ჰაერსანაოსნო მონაცემების/ინფორმაციის მიმწოდებლებს, მათ უფლებამოვალეობებს და
ჰაერსანაოსნო მონაცემების მიწოდების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
5. ჰაერსანაოსნო ინფორმაციის გაერთიანებული პაკეტი ქვეყნდება
საქართველოს სახელით
და
ხელმისაწვდომია ყველა მომხმარებლისთვის.“.
7. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 211 მუხლი
„მუხლი 211 უპილოტო საჰაერო სისტემა და უპირლოტო საჰაერო ხომალდები
1. უპილოტო საჰაერო სისტემა წარმოადგენს უპილოტო საჰაერო ხომალდისა და მის ექსპლუატაცია
სთან დაკავშირებული ელემენტების ერთობლიობას.
2. უპილოტო საჰაერო ხომალდი არის საფრენი აპარატი ბორტზე პილოტის (საფრენოსნო
შემადგენლობის) გარეშე.
3. უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგისტრაციის და ფრენის, ასევე უპილოტო საჰაერო სისტემისა
8
და უპირლოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის, გამოყენების და შეზღუდვების წესები
განისაზღვრება სააგეტნოს ნორმატიული აქტით.
8. 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 36. საჰაერო ხომალდის მეთაურის უფლებამოსილება
1. სამოქალაქო საჰაერო ხომალდის მეთაურის უფლებამოსილება განისაზღვრება, „საჰაერო ხომალდში
ჩადენილ დანაშაულებათა და ზოგიერთ სხვა მოქმედებათა შესახებ“ ტოკიოს 1963 წლის 14
სექტემბრის საერთაშორისო კონვენციის, ამ კოდექსის და სააგენტოს ნორმატიული აქტების
შესაბამისად.
2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამოქალაქო საჰაერო ხომალდის მეთაური
უფლებამოსილია:
ა) მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება აფრენის, დაფრენის, აგრეთვე ფრენის შეწყვეტისა და
სათადარიგო აეროდრომზე ან აეროდრომის ფარგლებს გარეთ დაფრენის შესახებ;
ბ) ფრენისათვის აშკარა საფრთხის წარმოშობის შემთხვევაში, მიიღოს გადაწყვეტილება ფრენის
შესრულებისას საწვავის დაცლის, ტვირთის, საფოსტო გზავნილებისა და ბარგის გადმოყრის შესახებ;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გასცეს ბრძანებები ფრენის დროს ხომალდზე მყოფი
ყველა პირის მიმართ;
დ) საჰაერო ხომალდის, მასზე მყოფი პირების, ქონების უსაფრთხოების უზრუნველყოფის და
საჰაერო ხომალდზე წესრიგის შენარჩუნების მიზნით, მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, შემბოჭავი
ზომების ჩათვლით (როგორიცაა, პლასტიკური ხელბორკილი და სხვა) იმ პირთა მიმართ, რომლებიც
არ ემორჩილებიან მის მითითებებს და მათი ქმედება საფრთხეს უქმნის საჰაერო ხომალდს, მასზე
მყოფ პირებს, ქონებას ან არღვევს საჰაერო ხომალდზე დადგენილ წესრიგს. ასევე,ჩამოსვას ასეთი
პირები საჰაერო ხომალდიდან უახლოეს აეროდრომზე დაფრენისთანავე და გადასცეს ისინი
სათანადო ორგანოებს;
ე) შეცვალოს ფრენის მარშრუტი, გადაკვეთოს სახელმწიფო საზღვარი და დაფრინდეს უცხო
სახელმწიფოს აეროდრომზე, თუ არსებობს უსაფრთხო ფრენის, ადამიანების სიცოცხლისა და
ჯანმრთელობის ხელყოფის რეალური საშიშროება, რაც გამოწვეულია სამოქალაქო ავიაციის
საქმიანობაში მართლსაწინააღმდეგო ჩარევით;
ვ) იყოს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის ნდობით აღჭურვილი პირი, მისი სახელით
დადოს ხელშეკრულებები დავალების შესრულების, ფრენის უსაფრთხოების, საჰაერო ხომალდის
შენარჩუნების, მგზავრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის პირობების გათვალისწინებით;
ზ) ფრენის დროს ექსტრემალურ ვითარებაში, ადამიანთა სიცოცხლის უსაფრთხოების
უზრუნველსაყოფად, სათანადოდ არ დაიცვას ფრენის წესები და ეკიპაჟის მოქმედების წარმარმთველი
ნორმატიული აქტების მოთხოვნები;
თ) არ დაემორჩილოს საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურის ბრძანება-მითითებებს, თუ
მიიჩნევს, რომ მათი შესრულება საფრთხეს უქმნის ფრენას, ამის თაობაზე იგი ვალდებულია აცნობოს
საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურეს.
3. სახელმწიფო საჰაერო ხომალდის მეთაურის უფლებებს განსაზღვავს საქართველოს თავდაცვის
სამინისტრო“.
9. კოდექსის 41-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 41. მიწათსარგებლობა და ობიექტების მშენებლობა აეროდრომების განლაგების რაიონში
1. აეროდრომების
რაიონში მიწის ნაკვეთების, შენობების, ნაგებობების, კავშირგაბმულობის,
ელექტროგადამცემი ხაზებისა და სხვა ობიექტების მფლობელები მათი განთავსებისას ან
9
გამოყენებისას ვალდებული არიან, მათი გამოყენების და სარგებლობის პირობები შეათანხმონ იმ
პირთან, რომელიც ახორციელებს აეროდრომის ექსპლუატაციას
და სამუშაოები აწარმოონ
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმების შესაბამისად.
2. იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებიც არღვევენ აეროდრომების
რაიონში
მიწათსარგებლობის, ობიექტების მშენებლობის წესებს, ვალდებული არიან, იმ პირის მოთხოვნით,
რომელიც ახორციელებს აეროდრომის ექსპლუატაციას მოთხოვნით, მიწათსარგებლობის პირობები,
ახალმშენებლობანი შეუსაბამონ დადგენილ ნორმებს ან საკუთარი სახსრებით აიღონ ობიექტები.
3. საქართველოს სამოქალაქო აეროდრომების რაიონს განსაზღვრავს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.“
10. კოდექსის 42-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 42. შენობებისა და ნაგებობების ნიშანდება
1. აეროდრომების რაიონში, შენობების, ნაგებობების, კავშირგაბმულობისა და ელექტროგადამცემი
ხაზების, რადიოტექნიკური საშუალებებისა და სხვა ობიექტების მფლობელები ვალდებულნი არიან
საკუთარი სახსრებით განათავსონ მათზე სადღეღამისო ნიშნები და მოწყობილობები.
2. აეროდრომების რაიონში აკრძალულია აეროდრომის ნიშნებისა და მოწყობილობების მსგავსი სხვა
რაიმე ნიშნებისა და მოწყობილობების განლაგება, ასევე ლაზერული გამოსხივების მქონე
საშუალებების გამოყენება, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ პილოტის დეზორიენტაცია ან ხელი
შეუშალონ ფრენების უსაფრთხოდ შესრულებას.“
11. კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ავიასაწარმოები, რომლებიც ახორციელებენ ან უზრუნველყოფენ საჰაერო გადაყვანა‐გადაზიდვას
და საავიაციო სამუშაოებს, ავიაციის ტექნიკური მომსახურების საწარმოები, აეროდრომები,
აეროპორტები, საჰაერო ხომალდები, მათი ძრავები, სახმელეთო და საავიაციო მოწყობილობები,
საჰაერნაოსნო მომსახურების (გარდა საძებნ‐სამაშველო მომსახურებისა) საწარმოები, სამოქალაქო
საავიაციო სასწავლო დაწესებულებები, ავიასამედიცინო ცენტრები, ავიასამედიცინო ექსპერტები,
საავიაციო პერსონალი, საჰაერო ხომალდების საწვავ‐გასამართი საწარმოები და მათი ტექნიკური
პერსონალი, სხვა იურიდიული და ფიზიკური პირები, რომელთა საქმიანობა უშუალოდ არის
დაკავშირებული
სამოქალაქო
ავიაციის
უსაფრთხოებისა
და
საავიაციო
უშიშროების
უზრუნველყოფასთან, ექვემდებარებიან სერტიფიცირებას. სერტიფიკატი ადასტურებს ფრენის
უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების მოთხოვნებთან ავიასაწარმოების შესაბამისობას“.
12. კოდექსის 57-ე მუხლის :
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, მუხლი 57. სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება, შეცვლა, გაუქმება ან სერტიფიკატით მინიჭებული
უფლებების შეზღუდვა“
ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.
სააგენტო
უფლებამოსილია
შეამოწმოს
და
სახელმწიფოებრივი
ინტერესების,
ფრენის
უსაფრთხოების/საავიაციო უშიშროების მოთხოვნათა გათვალისწინებით შეაჩეროს, შეცვალოს,
გააუქმოს გაცემული სერტიფიკატი ან შეზღუდოს სერტიფიკატით მინიჭებული უფლებები სააგენტოს
მიერ დამტკიცებული ნორმატიული აქტების შესაბამისად’’
10
13. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 581 მუხლი:
„მუხლი 58 1 კომერციული საჰაერო გადაყვნა-გადაზიდვა
1.
საქართველოში
რეგისტრირებული
საჰაერო
ხომალდის
ექსპლუატანტი
უფლებამოსილია
განახორციელოს მგზავრის, ბარგის, ტვირთის და/ან ფოსტის საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა
კომერციული მიზნით, თუ მას გააჩნია საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა.
2. საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესს და პირობებს ადგენს სააგენტო.
3. საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით,
გაიცემა იურიდიულ პირზე, რომლის საქმიანობის ძირითადი ადგილია საქართველო და რომელშიც
საქართველოს მოქალაქეები, ან/და საქართველოში დაფუძნებული იურიდიული პირები, ან/და
სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტი ფლობენ/მართავენ ხმის უფლების მქონე, წილის ან აქციების
50%-ზე მეტს თუ:
ა) მისი მთავარი საქმიანობაა
კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა ცალკე ან სხვა
საქმიანობასთან ერთად;
ბ) გააჩნია მოქმედი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი, გაცემული სააგენტოს მიერ;
გ) გააჩნია საკმარისი
ფინანსური რესურსი, უზრუნველყოს ავიაკომპანიის არსებული და
პოტენციური ფინანსური ვალდებულებების შესრულება ექსპლუატაციის დაწყებიდან ორი წლის
განმავლობაში, პირველი სამი თვის პერიოდში
ექსპლუტაციიდან მიღებული შემოსავლის
გათვალისწინების გარეშე;
დ) გადაწყვეტილების მიმღებ ხელმძღვანელ პირებს არ გააჩნიათ უარყოფითი საქმიანი რეპუტაცია,
რაც გულისხმობს, ნასამართლეობას ძმიმე, განსაკუთრებით მძიმე, ეკონომიკური დანაშაულისათვის
ან
ისეთი
ქმედებისთვის,
რომელმაც
მისი
მმართველობისას
გამოიწვია
საწარმოს
გადახდისუუნარობა.
4. საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის საქმიანობის ამ მუხლის მე-3 ნაწილის
მოთხოვნებთან
შესაბამისობის მუდმივ
ზედამხედველობას
ახორციელებს სააგენტო, რომელიც
უფლებამოსილია ავიასაწარმოს მოსთხოვოს სათანადო ინფორმაციის წარდგენა.
5. ეს მუხლი არ ვრცელდება იმ ავიასაწარმოებზე, რომლებიც ახორციელებენ საჰაერო გადაყვანაგადაზიდვებს ზემსუბუქი საჰაერო ხომალდებით, ძრავის გარეშე საფრენი აპარატით, სასწავლო და
ლოკალურ ფრენებს.“
14. კოდექსის 59-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-2 ნაწილი.
15. კოდექსის 75-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 75. საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის ქონებრივი პასუხისმგებლობის
ზოგადი პირობები
1. საერთაშორისო და შიდა გადაყვანა-გადაზიდვისას საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის
მფლობელის პასუხისმგებლობა განისაზღვრება, „საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვის ზოგიერთი
წესის უნიფიკაციის შესახებ“ მონრეალის 1999 წლის 28 მაისის კონვენციის, საქართველოს სხვა
საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო
11
კოდექსისა და სააგენტოს ნორმატიული აქტების შესაბამისად.
2. მგზავრის გარდაცვალების/სხეულის დაზიანების, მგზავრის გადაყვანის და/ან ბარგის გადაზიდვის
შეფერხების, ბარგის დაკარგვის, დაზიანების ან განადგურებისას, საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის
მოწმობის მფლობელის პასუხისმგებლობის წესი განისაზღვრება სააგენტოს ნორმატიული აქტით.
3. საჰაერო გადამყვან-გადამზიდველი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ იგი ვერ
შეასრულებს (ან არასათანადოდ შეასრულებს) ნაკისრ ვალდებულებებს დაუძლეველი ძალით
გამოწვეულ გარემოებათა გამო.“.
16. კოდექსის 77-78 მუხლები ამოღებულ იქნეს.
17. კოდექსის 79-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი
79.
გადამზიდველის
პასუხისმგებლობა
საფოსტო
გზავნილების
მთლიანად
ან
ნაწილობრივ დაკარგვის, დაზიანების ან დაგვიანებით გადაზიდვის შემთხვევაში
გადამზიდველის მიზეზით საფოსტო გზავნილების მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვის,
დაზიანების ან დაგვიანებით გადაზიდვის შემთხვევაში, იგი პასუხს აგებს მომსახურების
დამკვეთის წინაშე მსოფლიო საფოსტო კავშირის აქტებისა და საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად.
18. კოდექსის მე-80 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 80. პასუხისმგებლობა საავიაციო სამუშაოების შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის
საავიაციო სამუშაოების შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება
საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტს/საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელს,
კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
19. კოდექსის 81-89-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.
20. კოდექსის 90-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედქციით:
მუხლი 90. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და გადაყვანა გადაგზავნასთან დაკავშირებული
საქმეების სასამართლო წესით განხილვა
სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვასთან დაკავშირებული
სარჩელის აღძვრის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
21. კოდექსის 91-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
22. კოდექსის მე-13 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი XIII. სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა“.
23. კოდექსის 93-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 93. სამოქალაქო პასუხისმგებლობის ფარგლები და დაზღვევის სავალდებულოობა
12
1. საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების შემთხვევაში, საჰაერო ხომალდების
ექსპლუატანტები/საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელები, ვალდებულნი არიან
დააზღვიონ საკუთარი სამოქალაქო პასუხისმგებლობა იმ შესაძლო ზიანის
გამო, რაც შეიძლება
განიცადოს მგზავრმა, ბარგის, ტვირთის ან საფოსტო გზავნილების გამგზავნმა (მიმღებმა) ან მესამე
პირმა.
2. საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების/საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის
მფლობელები სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის წესს შესაბამისი ნორმატიული აქტით
ამტკიცებს სააგენტო.
3. ამ მუხლის მიზნებისათვის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი შეიძლება იყოს ფიზიკური
ან იურიდიული პირი, რომელიც არ არის გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის/საჰაერო ხომალდის
ექსპლუატანტის სერტიფიკატის მფლობელი, მაგრამ რომელიც ახორციელებს კონტროლს საჰაერო
ხომალდის გამოყენებასა ან ექსპლუატაციაზე.“.
24. კოდექსის 94-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
25. კოდექსის 95-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 95. დაზღვევა საავიაციო სამუშაოების შესრულების დროს
საჰაერო
ხომალდის
ექსპლუატანტი
ვალდებულია
დააზღვიოს
საკუთარი
პასუხისმგებლობა
საავიაციო სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებული შესაძლო ზიანის ანაზღაურების მიზნით
სააგენტოს მიერ დამტკიცებული ნორმატიული აქტის შესაბამისად.“.
26. კოდექსის XIV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ХIV თავი. სამოქალაქო ავიაციის უშიშროების უზრუნველყოფა“.
27. კოდექსის 96-ე და 97 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 96. მართლსაწინააღმდეგო ქმედება
ამ კოდექსის მიზნებისათვის მართლსაწინააღმდეგო ქმედება არის სამოქალაქო ავიაციის წინააღმდეგ
მიმართული, ერთი ან რამდენიმე პირის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსით გათვალისწინებული ქმედება.
„მუხლი 97. საავიაციო უშიშროება
1. საავიაციო უშიშროება არის მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის დაცვა,
რომელიც მიიღწევა კომპლექსური ღონისძიებებით, ადამიანური და მატერიალური რესურსების
ერთობლიობით.
2. საქართველო, როგორც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (იკაო) წევრი
სახელმწიფო, ვალდებულია შეასრულოს- „საჰაერო ხომალდში ჩადენილ დანაშაულებათა და
ზოგიერთი სხვა მოქმედებათა შესახებ“ 1963 წლის 14 სექტემბრის ტოკიოს კონვენციის;
„საჰაერო ხომალდის გატაცების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“
1970 წლის 16 დეკემბრის ჰააგის
კონვენციის; მონრეალის „სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ უკანონო
13
აქტებთან ბრძოლის 1971 წლის 23 სექტემბრის საერთაშორისო კონვენციის;
„საერთაშორისო
სამოქალაქო ავიაციის მომსახურე აეროპორტებში ძალადობის უკანონო აქტებთან ბრძოლის თაობაზე“
ოქმთან შეერთების შესახებ, რომელიც ემატება 1971 წლის 23 სექტემბერს მონრეალში მიღებულ
კონვენციას „სამოქალაქო ავიაციის უშიშროების წინააღმდეგ მიმართულ უკანონო აქტების შესახებ“;
„პლასტიკური ფეთქებადი ნივთიერებების ნიშანდების შესახებ, მათი გამოვლენის მიზნით“ 1991
წლის 1 მარტის მონრეალის კონვენციის და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და
შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნები“ და მიმართოს ძალისხმევა რეკომენდირებული პრაქტიკის
დანერგვის მიზნით“.
28. კოდექსის 98-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 98. საავიაციო უშიშროებაზე ზედამხედველობა
1.
„მართლსაწინააღმდეგო
ქმედობისაგან
სამოქალაქო
ავიაციის
უშიშროების
დაცვის
უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა“ არის მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან სამოქალაქო
ავიაციის დაცვის ღონისძიებათა კომპლექსი, რომლის მიზანია საქართველოში რეგისტრირებული,
ასევე საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის განმახორციელებელი უცხო
ქვეყნის ავიასაწარმოების საავიაციო უშიშროების ეფექტიანობის უზრუნველყოფა სამოქალაქო
ავიაციაში
არსებული
საერთაშორისო
სტანდარტების,
რეკომენდირებული
პრაქტიკისა
და
პროცედურების გამოყენებით, უსაფრთხო ფრენების განხორციელების მიზნით.
2.
„მართლსაწინააღმდეგო
ქმედობისაგან
სამოქალაქო
ავიაციის
უშიშროების
დაცვის
უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამას“ ამტკიცებს საქართველოს მთავრობა;
3. „სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლის სახელმწიფო
პროგრამა“
არის საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლის უზრუნველმყოფი წესებისა და
ღონისძიებების
ერთობლიობა,
რომლის
მიზანია
სახელმწიფოში
საავიაციო
უშიშროების
უზრუნველყოფის დონის ამაღლება.
4. „სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლის სახელმწიფო
პროგრამას“ ამტკიცებს საქართველოს მთავრობა;
5.
„სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების
პროგრამა“,
არეგულირებს სამოქალაქო ავიაციის საქმიანობაში ჩართული საავიაციო უშიშროების პერსონალის
შერჩევისა და მომზადების, ასევე სხვა პირთა მომზადების საკითხებს, რომელთაც სამსახურებრივი
მოვალეობის შესრულებისათვის ესაჭიროებათ საავიაციო უშიროების სფეროში მომზადება.
6. „სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების პროგრამას “
შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო.
7. სამოქალაქო ავიაციის უშიშროების სფეროში
ზედამხედველობას უზრუნველყოფს
სააგენტო
რომელიც ახორციელებს საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლს აეროპორტების, საჰაერო
ხომალდის ექსპლუატანტებისათვის (ავიაგადამზიდველების) საქართველოში რეგისტრირებული
და/ან საქართველოში ფუნქციონირებადი იურიდიული პირებისათვის, რომლებიც პასუხისმგებელნი
არიან საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის სხვადასხვა ასპექტზე.
14
8. სამოქალქო საავიაციო უშიშროების კუთხით ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთოხვენის
შესრულების შემოწმების მიზნით, სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი ამ კოდექსის 81
მუხლით
მინიჭებული
უფლებების
გარდა,
დამატებით,
უფლებამოსილია
სამსახურებრივი
მოვალეობის შესრულებისას, აეროპორტის კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ
ზონებში, შეიტანოს საჭირო მოწყობილობა, მათ შორის: რადიოკავშირის საშუალება, ფოტო-ვიდეოაუდიო
აპარატურა,
საჰაერო
ხომალდით
გადასატანად
აკრძალული
საგნები,
როგორიცაა
იმიტირებული იარაღი და იმიტირებული ასაფეთქებელი მოწყობილობა“.
29. კოდექსის 106-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 106. უცხო
ტერიტორიაზე
სახელმწიფოების
საძებნ-სამაშველო
რაზმების
დაშვება
საქართველოს
1. საქართველოსთან დადებული შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე, მის ტერიტორიაზე
დაიშვებიან უცხო სახელმწიფოების საძებნ-სამაშველო რაზმები მათ მფლობელობაში არსებული
ტექნიკური საშუალებებით, მათ შორის მარცხგანცდილი საჰაერო ხომალდის მესაკუთრე ან/და იმ
სახელმწიფოს წარმომადგენლები, რომელშიც რეგისტრირებულია აღნიშნული საჰაერო ხომალდი.
2. ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიაზე უცხო
სახელმწიფოების საძებნ-სამაშველო რაზმების, მათ მფლობელობაში არსებული ტექნიკური
საშუალებებით, მათ შორის, მარცხგანცდილი საჰაერო ხომალდის მესაკუთრის ან/და იმ სახელმწიფოს
წარმომადგენლების, რომელშიც რეგისტრირებულია აღნიშნული საჰაერო ხომალდი, დაშვების
ნებართვას იძლევა საქართველოს მთავრობა.“.
30. კოდექსის 110-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარი საავიაციო შემთხვევისა და სერიოზული ინციდენტის
სამსახურებრივ მოკვლევას, მათზე მიმდინარე ნებისმიერი სასამართლო თუ ადმინისტრაციული
წარმოებისაგან დამოუკიდებლად და მათი ხელშეშლის გარეშე ახორციელებს საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო
ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის
ბიურო (შემდგომში „მოკვლევის ბიურო“).“
ბ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11- 13 ნაწილები:
„11.
მოკვლევის
ბიურო
არის
ფუნქციურად
დამოუკიდებელი
ფრენის
ვარგისობაზე,
სერტიფიცირებაზე, საფრენოსნო ექსპლუატაციაზე, ტექმომსახურებაზე, ლიცენზირებაზე, საჰაერო
მოძრაობის კონტროლსა და აეროდრომის ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი ნებისმიერი უწყებისგან
ან/და სხვა ნებისმიერი პირისაგან, რომლის ინტერესები ან/და ამოცანები შესაძლოა
ეწინააღმდეგებოდეს მოკვლვევის ბიუროს ამოცანებს ან/და ზემოქმედებას ახდენდეს მის
ობიექტურობაზე.
12.
მოკვლევის
ბიუროს
უფროსი
(უფლებამოსილი
მომკვლევი)
მოკვლევის
ჩატარებისას
დამოუკიდებელია და არ ხელმძღვანელობს რომელიმე უწყების ან/და პირის მითითებით და მას
გააჩნია
შეუზღუდავი
უფლებამოსილება
თავისი
კომპეტენციის
ფარგლებში,
ისარგებლოს
დაუბრკოლებელი დაშვებით/წვდომით/კონტროლით საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული
ავიასაწარმოების ობიექტებზე, საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე სადაც
მოხდა საავიაციო
15
შემთხვევა ან ინციდენტი ან განთავსებულია საჰაერო ხომალდის ნაწილები ან თვითჩამწერები ან
მტკიცებულებები, დოკუმენტები, მათ შორის საჰაერო მოძრაობის მომსახურების აუდიო და ვიდეო
ჩანაწრები. მოკვლევის ბიუროს უფროსი ასევე
ახსნა-განმარტება
უფლებამოსილია
თვითმხილველებს ჩამოართვას
და მიმართოს შესაბამის ორგანოებს საავიაციო შემთხვევის ან ინციდენტის
მოკვლევასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის მასალის გამოთხოვაზე და განახორციელოს
მოკვლევისათვის
საჭირო
ნებისმიერი
სხვა
ქმედება
კანონმდებლობით
დადგენილი
წესის
შესაბამისად.
13. მოკვლევის ბიუროს უფროსი (უფლებამოსილი მომკვლევი) პასუხისმგებელია უსაფრთხოების
დაცვის მიზნით საავიაციო შემთხვევის ან ინცინდენტის შესახებ მოკვლევის შედეგად მოპოვებული
ინფორმაციის დაცვაზე, რათა აღნიშნული ინფორმაცია არ გამჟღავნდეს სხვა მიზნით, გარდა
საავიაციო შემთხვევისა და ინციდენტის მოკვლევის მიზნებიდან გამომდინარე. მოკლვევის შედეგად
მოპოვებული ინფორმაციის გამჟღავნება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებულ შემთხვევაში და შესაბამისი სამართალდამცავი
ორგანოების სათანადო
გადაწყვეტილების საფუძველზე.
გ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. სამოქალაქო საჰაერო ხომალდზე საავიაციო შემთხვევისა და სერიოზული ინციდენტის
მოხდენისთანავე შეტყობინება ასევე ეგზავნება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას,
თუ საჰაერო ხომალდის მაქსიმალური მასა აღემატება 2 250 კილოგრამს ან აღნიშნული საჰაერო
ხომალდი ტურბორეაქტიულია.“.
მუხლი 2. გარდამავალი დებულებები
1. საქართველოს
მთავრობამ
2016
წლის
1
იანვრამდე
უზრუნველყოს
ამ
კანონით
გათვალისწინებული შემდეგი ნორმატიული აქტების დამტკიცება:
ა) „მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის
უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა“;
ბ) „სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლის
სახელმწიფო პროგრამა“.
2. საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს ჰაერსანაოსნო
მონაცემების/ინფორმაციის მიმწოდებლების, მათ უფლებამოვალეობების და ჰაერსანაოსნო
მონაცემების მიწოდების წესის განსაზღვრა.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა
საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2016 წლის 1
იანვრამდე
უზრუნველყოს
„სამოქალაქო
ავიაციის
სფეროში
საავიაციო
უშიშროების
საკითხებში მომზადების პროგრამის“ შემუშავება და დამტკიცება.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა
საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2016 წლის 1
სექტემბრამდე უზრუნველყოს, უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგისტრაციის და ფრენის,
ასევე უპილოტო საჰაერო სისტემისა და უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის,
გამოყენების და შეზღუდვების წესების დამტკიცება.
5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა
საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2017 წლის 1
16
ივლისამდე უზრუნველყოს:
ა) საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესის და პირობების დამტკიცება;
ბ) მგზავრის გარდაცვალების/სხეულის დაზიანების, მგზავრის გადაყვანის და/ან ბარგის
გადაზიდვის შეფერხების, ბარგის დაკარგვის, დაზიანების ან განადგურებისას, საჰაერო
გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის პასუხისმგებლობის წესის დამტკიცება;
გ)
საჰაერო
ხომალდების
ექსპლუატანტების/საჰაერო
გადაყვანა-გადაზიდვის
მოწმობის
მფლობელების სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის წესის დამტკიცება.
მუხლი 3.
ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემულ
საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის
მფლობელებს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის აღების ვალდებულება წარმოეშვებათ,
გაცემული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის ვადის გასვლის შემდეგ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვთარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო
სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დამტკიცებული წესის
შესაბამისად.
მუხლი 4. ეს კანონი, გარდა ამ კოდექსის პირველი მუხლის: პირველი ნაწილით
გათვალისწინებული პირველი მუხლის „ი“ და „მ“ ქვეპუნქტების, მე-6, მე-7, მე-13, მე-15, მე-18,
23-ე, 24-ე და 28-ე ნაწილებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 5. ამ კოდექსის პირველი მუხლის 28-ე ნაწილი ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.
მუხლი 6. ამ კოდექსის პირველი მუხლის მე-6 ნაწილი ამოქმედდეს 2016 წლის 1 მარტიდან.
მუხლი 7. ამ კოდექსის პირველი მუხლის მე-7 ნაწილი ამოქმედდეს 2016 წლის 1 სექტემბრიდან.
მუხლი 8. ამ კოდექსის პირველი მუხლის: პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირველი
მუხლის „ი“ და „მ“ ქვეპუნქტები, მე-13, მე-15, მე- 18, 23-ე და 24-ე ნაწილები ამოქმედდეს 2017
წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშილი
განმარტებითი ბარათი
17
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია „ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ საქართველოსა და
ევროკავშირს და მის წევრ-სახელმწიფოთა შორის“ 2010 წლის 2 დეკემბერს ხელმოწერილი
შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების ეტაპობრივი შესრულება და დანერგვა საქართველოს
კანონმდებლობაში. მათ შორის, საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისას გადამყვან-გადამზიდველის
პასუხისმგებლობის განსაზღვრის და სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სამოქალაქო
პასუხისმგებლობის დაზღვევის წესის კანონმდებლობაში იმპლემენტაცია, ასევე საჰაერო გადაყვანაგადაზიდვის მოწმობის გაცემის წესის დანერგვა. აქვე, საქართველოს კანონმდებლობაში ხსენებული
რეგულაციების დანერგვას გვავალდებულებს ასევე ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს
(EASA) 2012 წლის სტანდარტიზაციის კომბინირებული ინსპექტირების შედეგად აღმოჩენილი
ნაკლოვანებების გამოსწორების გეგმაც და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის
(ICAO) 2013 წლის აუდიტის დროს აღმოჩენილი ნაკლოვანება, იმის შესახებ, რომ ქვეყნის მიერ არ
ხორციელდება ავიაკომპანიების ფინანსური მონიტორინგი. ორივე შემთხვევაში, ჩვენს მიერ
აღებულია ვალდებულება, რომ ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს შესაბამისი წესი 2015 წლის განმავლობაში.
აქვე, უნდა აღინიშნოს, ტრასეკას პროექტის ფარგლებში შედგენილი დოკუმენტი, რომელიც ადგენს
რეგულაციების იმპლემენტაციის ვადებს (TRACECA Road Map). დოკუმენტის მიხედვით,
საქართველოს გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესის დანერგვის ვალდებულება აქვს ასევე
2015 წლის განმავლობაში. ამასთანავე, კანონპროექტის მიღების მნიშვნელოვან მიზეზს წარმოადგენს
ისიც, რომ საქართველოში დღემდე არ არსებობდა ამგვარი სახის რეგულირება. კანონპროექტით
უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს კანონმდებლობაში შესაბამისი რეგულაციების ასახვა და
შესაბამისი წესების მისაღებად აუცილებელი საკანონმდებლო საფუძვლის შექმნა.
კანონპროექტის მიღების მიზეზია, აგრეთვე, საქართველოს საჰაერო კოდექსში სამართლებრივი და
ტექნიკური ხარვეზების გამოსწორება და მისი შესაბამისობაში მოყვანა როგორც საერთაშორისო
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, ისე საქართველოს კანონმდებლობასთან. როგორც
ცნობილია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მიღებულ იქნა 1997 წელს, რომელმაც იმ დროისთვის
დეტალურად მოაწესრიგა გადაზიდვა-გადაყვანისას გადამზიდველის პასუხისმგებლობის წესი.
გადამყვან-გადამზიდველის პასუხისმგებლობა განსაზღვრულია აგრეთვე, „საერთაშორისო საჰაერო
გადაზიდვის ზოგიერთი წესის უნიფიკაციის შესახებ“ მონრეალის 1999 წლის 28 მაისის კონვენციით.
შესაბამისად, საჰაერო კოდექსიდან ხდება მოძველებული მუხლების ამოღება და მისი შესაბამისობაში
მოყვანა არსებულ მოთხოვნებთან.
ასევე პროექტით ფრენის ზედამხედველობაზე პასუხისმგებელ ორგანოს მიეცემა შესაძლებლობა
ფრენის უსაფრთხობის შემცველი ინფორმაციის შესაბამისი გაანალიზების საფუძველზე, იმსჯელოს
მესამე პირებზე ინფორმაციის გადაცემის შესახებ. კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოს
ხელმძღვანელს (სააგენტოს) ექნება
უფლებამოსილება, კანონმდებლობის ფარგლებში, იმსჯელოს
კონკრეტული ინფორმაციის, იმ მესამე პირებზე გაცემაზე, ვინაიდან საერთაშორისო სამოქალქო
ავიაციის შესახებ 1944 წლის ჩიკაგოს კონვენციის მე-19 დანართით გათვალისწინებული
რეკომენდაცით, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული
მონაცემების და ინფორმაციის არამიზნობრივად გამოყენებისგან დაცვა. ასეთი ინფორმაცია უნდა
18
გასაჯაროვდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის არგასაჯაროება უფრო მძიმე შედეგების მომტანია
ვიდრე გასაჯაროება.
როგორც ცნობილია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ითვალისწინებს საჯარო
ინფორმაციის
გაცემის
ვალდებულებიდან
გამონაკლისის
დადგენის
შესაძლებლობას.
კანონით
ფრენის
გათვალისწინებული
უსაფრთხოების
შემთხვევებით
მონაცემების
შემცველი
მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილი იქნება
დაეყრდნოს, როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექისის 28-ე მუხლის პირველ ნაწილის, ასევე
საჰაერო კდოექსში წარმოდგენილი ცვლილებით დამატებულ მე-81 მუხლის მე-9 ნაწილს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტი მიზნად ისახავს მგზავრების და მესამე პირების უფლებების დაცვას. პროექტში
განსაზღვრულია, რომ შემუშავებულ უნდა იქნეს სააგენტოს ნორმატიული აქტები, რომლებიც
დეტალურად მოაწესრიგებს სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ყველა ექსპლუატანტისათვის და
გადამზიდველისათვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის წესს, განსაზღვრავს მინიმალურ
სადაზღვევო მოთხოვნებს, აგრეთვე, გადამყვან-გადამზიდველის პასუხისმგებლობას მგზავრის
გარდაცვალების/სხეულის დაზიანების, მგზავრის გადაყვანის და/ან ბარგის გადაზიდვის შეფერხების,
ბარგის დაკარგვის, დაზიანების ან განადგურებისას.
კანონპროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო ავიაციის სფეროს ტერმინოლოგიაში ახალი ტერმინის „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის“ შემოღებას. აღნიშნული მოწმობა საჰაერო ხომალდის
ექსპლუატანტს ანიჭებს უფლებას შეასრულოს მგზავრის, ბარგის, ტვირთის და/ან ფოსტის
კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა. კანონპროექტის მიზანია, ასევე, საქართველოში
რეგისტრირებული საწარმოს ფინანსური მდგრადობისათვის საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რათა
საწარმოს ფინანსური მდგრადობა გარანტირებული იყოს არა მხოლოდ მოწმობის გაცემის დროს,
არამედ მისი ფუნქციონირების პროცესშიც, რაც უზრუნველყოფილი იქნება სამოქალაქო ავიაციის
სააგენტოს მიერ საწარმოთა ფინანსური მდგომარეობის შეფასებით. ამასთან, კანონპროექტი მიზნად
ისახავს შესაბამისი მოწმობის მინიჭებას მხოლოდ იმ საწარმოებისათვის, რომელთა გადაწყვეტილების
მიმღებ ხელმძღვანელ პირებს არ ჰქონიათ ჩადენილი მძიმე, ან გასაკუთრებით მძიმე დანაშაული და
არ ყოფილან ნასამართლევი სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის. ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე, კანონპროექტი მიზნად ისახავს ფრენების უსაფრთხოდ შესრულებისათვის
მაქსიმალურად გამჭვირვალე და დადებითი გარემოს შექმნას და ამ კუთხით საქართველოს იმიჯის
ამაღლებას.
კანონპროექტი მიზნად ისახავს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის უფლებამოსილებების
სრულყოფას, კერძოდ, დამატებით განსაზღვრავს საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი ფრენის
უსაფრთხოების ინსპექტორის (საავიაციო უშიშროების ინსპექტორი) უფლებამოსილებებს, საჰაერო
ხომალდის მეთაურის უფლებამოსილებების გაფართოებას „საჰაერო ხომალდში ჩადენილ
დანაშაულებათა და ზოგიერთი სხვა მოქმედებათა შესახებ“ ტოკიოს 1963 წლის 14 სექტემბრის
კონვენციის“ შესაბამისად, სამოქალაქო ავიაციის უშიშროების სფეროში უფლებამოსილი
საზედამხედველო ორგანოს განსაზღვრას, საჰაერო კოდექსის XIV თავის („სამოქალაქო ავიაციის
უშიშროების უზრუნველყოფა მართლსაწინააღმდეგო ქმედობისას“) სრულყოფას, დახვეწას და
ახლებურად ჩამოყალიბებას.
პროექტში აღნიშნულია, რომ უნდა შემუშავდეს: „მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან
სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა“, „სამოქალაქო
ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლის სახელმწიფო პროგრამა“ და
19
„სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების სახელმწიფო პროგრამა“.
პროექტის მიღების მიზანია ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების მისაღებად აუცილებელი
საკანონმდებლო ბაზის შექმნა.
წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია ICAO-ს ყოვლისმომცველი სისტემური
აუდიტის დროს
გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრა და ჩიკაგოს კონვენციის მე-15 დანართისა და
მე-19
დანართის მოთხოვნების ასახვა ეროვნულ კანონმდებლობაში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კოდექსის პირველი მუხლის (ტერმინები) ტერმინში „ჰაერსანაოსნო ინფორმაცია“ შედის ცვლილება
და ამასთან ერთად ემატება ახალი ტერმინები „ავიასამედიცინო ცენტრი“, “ავიასამედიცინო ექსპერტი“
და „ჰაერსანაოსნო ინფორმაციის გაერთიანებული კრებული“. სამედიცინო ცენტრი დამატება
განპირობებულია
ევრო
რეგულაციის
N290/2012
დანერგვის
მიზნით,
ვინაიდან
ევროპული
რეგულაცია ითვალისწინებს სამოქალქო ავიაციის მაკონტროლებელი ორგანოს მხრიდან
სამედიცინო
დაწესებულების
ავიასპეციალისტებისათვის
სერტიფიცირების
ჯანმრთელობის
საკითხს,
ვარგისობის
რომელიც
კუთხით
საბუთის
იმ
უზრუნველყოფს
გაცემას.
ასევე
აღნიშნული რეგულაცია, ითვალისწინებს იმ სამედიცინო ექსპერტების სერტიფიცირებას, რომელთაც
სააგენტოს მეირ გაცემული სერტიფიკატით მიენიჭებათ ავიასპეციალისტების შემოწმების უფლება. ეს
ორი ტერმინი ავტომატურად აისახა კოდექსის 56-ე მუხლში-სერტიფიცირება და სააგენტოს ექმნება
სამართლებრივი
საფუძველი
უზრუნველყოს
ასეთი
დაწესებულებების
და
სპეციალისტების
სერტიფიცირება. ასევე ტერმინის განმარტების ცვლილების არსს წარმოადგენს კოდექსში არსებული
ტერმინის (ჰაერსანაოსნო ინფორმაცია) განმარტების ჰარმონიზება ჩიკაგოს კონვენციის მე-15
დანართში არსებულ განმარტებასთან
ამ ტერმინის დამატების არსი გამომდინარეობს საჰაერო
კოდექსის მე-19 მუხლში შესული ცვლილებიდანაც.. ჩიკაგოს კონვენციის N1 დანართის შესაბამისად
ყალიბდება ტერმინი „სამუშაო დრო“ და „ფრენის დრო“.
81 მუხლის („სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირება“) მე-3 ნაწილში დამატებით
გაიწერა საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის (საავიაციო
უშიშროების ინსპექტორი) უფლებამოსილებები. ცვლილება შემუშავდა ჩიკაგოს კონვენციის მე 17
დანართის 3.4.7 მოთხოვნისა და იკაოს ოფიციალური გამოცემის Doc 8973 (საავიაციო უშიშროების
სახელმძღვანელო) საფუძველზე.
81 მუხლის მე-6 ნაწილში, დაკონკრეტდა ინსპექტირების ობიექტი იურიდიული და ფიზიკური
პირების
ვალდებულება,
სამსახურებრივი
მოვალეობის
განხორციელების
პროცესში,
ინსპექტორს/SAFA-ს ინსპექტორს წარუდგინონ ფრენის უსაფრთხოებასთან და საავიაციო
უშიშროებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საბუთი და ინფორმაცია.
კოდექსს ემატება 91 მუხლი, რომლითაც განისაზღვრება
სსიპ „სამოქალაქო ავიაციის
სააგენტოს“ მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების გასაჩივრების წესი.
გარდა ამისა, კოდექსის მე-19 მუხლში შედის ცვლილება, რომლის თანახმად, განსაზღვრული
იქნება ჩიკაგოს კონვენსიის მე-15 დანართის მე-2 თავის (სახელმწიფოს ვალდებულებები) 2.1
პუნქტში მოცემული მოთხოვნები, რომელიც მოიცავს სახელმწიფოს მხრიდან ფუნქციის
20
განმხორციელებლის განსაზღვრას, ამ ფუნქციების მკაფიო ჩამოყალიბებას, საქმიანობასთან
დაკავშირებული
ინფორმაციის
მიმწოდებლების
განსაზღვრას.
ამასთან,
კანონპროექტი
ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ ინფორმაციის მომწოდებლების განსაზღვრისა და
მათი სააერნაოსნო მომსახურების საწარმოსთან მუშაობის პრინციპების დამტკიცებას. აღნიშნული
უზრუნველყოფს
ჰაერსანაოსნო ინფორმაციის/მონაცემების მიღებას, დამუშავებასა და
მომხმარებელთან მიწოდების არსებული პროცესების დახვეწას და საერთაშორისო/ეროვნული
აერნაოსნობის უსაფრთხოების, რეგულარობის და ეფექტურობის ამაღლებას.
36-ე მუხლს დაემატა ნაწილი, რომლის თანახმადაც საჰაერო ხომალდის მეთაურის
უფლებამოსილება განისაზღვრება „საჰაერო ხომალდში ჩადენილ დანაშაულებათა და ზოგიერთ სხვა
მოქმედებათა შესახებ“ ტოკიოს 1963 წლის 14 სექტემბრის საერთაშორისო კონვენციის“, საჰაერო
კოდექსის და სააგენტოს ნორმატიული აქტების შესაბამისად.
გაფართოვდა საჰაერო ხომალდის მეთაურის უფლებამოსილებები, კერძოდ, „საჰაერო
ხომალდში ჩადენილ დანაშაულებათა და ზოგიერთ სხვა მოქმედებათა შესახებ“ ტოკიოს 1963 წლის 14
სექტემბრის საერთაშორისო კონვენციის“ (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 1993
წლის 7 დეკემბრის დადგენილებით) მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა,
რომ საჰაერო ხომალდის, მასზე მყოფი პირების, ქონების უსაფრთხოების უზრუნველყოფის და
საჰაერო ხომალდზე წესრიგის შენარჩუნების მიზნით, დასაშვებია ხომალდის მეთაურის მიერ
გატარდეს აუცილებელი ზომები, შემბოჭავი ზომების ჩათვლით (როგორიცაა, პლასტიკური
ხელბორკილი და სხვა).
კოდექსს ემატება 211 მუხლი, რომელიც ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA)
დადგენილი ტერმინების ასახვას ითვალისწინებს და ქმნის სააგენტოსათვის სამართლებრივ
საფუძველს რათა შემუშავებულ და დადგენილ იქნას უპილოტო საფრენის აპარატების რეგულირების
საკითხი. მსოფლიო სამოქალქო ავიაციის საამყარომ მიიჩნია, რომ დრონების მომხმარება
ყოველდღიურ
სოციუმში,
შესაძლებელია
გახდეს
საფრთხის
მატარებელი,
ფრენების
უსაფრთხოებისათვის და ამიტომ აუცილებელია რეგულირების შემოტანა, სადაც ასევე გაიწერება
მინიმალური შემზღუდავი ნორმები.
ცვლილება შედის კოდექსის 41-ე მუხლში და ემატება სიტყვა „მიწათსარგებლობა“.
აეროდრომის მიდამოებში მიწათსარგებლობის საკითხი უნდა შრთანხმდეს აეროდრომის
ექსპლუატანტთან, ვინაიდან გარკვეული სახის კულტურების მოყვანამ, შეიძლება უარყოფითი
გავლენა იქონიოს ფრენის უსაფრთხოებაზე, მოიზიდოს ფრინველები, რაც პირდაპირ კავშრშია ფრენის
უსაფრთხოებასთან. 42-ე მუხლი თავიდან ყალიბდება და მისი მეორე ნაწილი ითვალისწინებს
ლაზერული გამოსხივების მქონე მოწყობილობების განათების აკრძალვას აეროდრომის
ტერიტორიაზე.
ცვლილებები შეეხო 56-ე („სერტიფიცირება სამოქალაქო ავიაციაში“) და 57-ე („სერტიფიკატის
მოქმედების შეჩერება, შეცვლა ან გაუქმება“) მუხლებსაც. იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო
ავიაციის უშიშროების უზრუნველყოფა ისეთივე მთავარი პრიორიტეტია სამოქალაქო ავიაციაში,
როგორც ფრენის უსაფრთხოება, სერტიფიცირებას ექვემდებარება ის იურიდიული და ფიზიკური
პირები, რომელთა საქმიანობა უშუალოდ არის დაკავშირებული არა მხოლოდ სამოქალაქო ავიაციის
უსაფრთხოებასთან, არამედ საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფასთან.
სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების, შეცვლის ან გაუქმების მიზეზი შეიძლება იყოს არა
მხოლოდ ფრენის უსაფრთხოების, არამედ საავიაციო უშიშროების მოთხოვნების დარღვევაც (57-ე
მუხლი).
57-ე მუხლს გარდა სერტიფიკატის შეჩერების, შეცვლის და გაუქმების საკითხისა დაემატა
სერტიფიკატით მინიჭბული უფლებამოსილების შეზღუდვა. სააგენტოს მიერ გაცემული
სერტიფიკატში ხშირ შემთხვევაში მოცემულია სერტიფიკატით და შვებული საქმიანობის
ჩამონათვალი. ინსპექტირების შედეგად შესაძლებელია, სერიოზული ხარვეზების არსებობისას პირს
21
დროებით აეკრძალოს ჩამოთვლილი საქმიანობიდან რომელიმე ისე, რომ არ ჩამოერთვას
სერტიფიკატი. ამ ჩანაწერით და შესაბამისი ქმედებებით გამოსწორებული იქნება ICAO-ს 2013 წლის
აუდიტის შენიშვნა ამ კუთხით.
კანონპროექტით კოდექსს ემატება 581 მუხლი, რომელიც განმარტავს საჰაერო გადაყვანაგადაზიდვის მოწმობის არსს, ადგენს გაცემის პირობებს, განსაზღვრავს პირებს, თუ ვისზე ვრცელდება
აღნიშნული მოწმობის აღების ვალდებულება. კანონპროექტის მოქმედება ვრცელდება საჰაერო
ხომალდის ექსპლუატანტებზე, რომლებიც მიზნად ისახავენ მგზავრის, ტვირთის და/ან ფოსტის
საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვას (ანაზღაურების სანაცვლოდ) კომერციული მიზნით. კანონპროექტით
დგინდება, რომ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა უნდა გაიცეს სსიპ სამოქალაქო ავიაციის
სააგენტოს მიერ. კანონპროექტი განსაზღვრავს იმ პირობებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს
საწარმო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მისაღებად. ამ პირობების შესაბამისად, მოწმობა
შესაძლებელია გაიცეს იურიდიულ პირზე, რომლის საქმიანობის ძირითადი ადგილია საქართველო
და რომელშიც საქართველოს მოქალაქეები ან/და სახელმწიფო ფლობენ ხმის უფლების მქონე წილის
50%-ზე მეტს იმ შემთხვევაში, თუ ამ იურიდიული პირის ძირითადი საქმიანობა არის კომერციული
საჰაერო
გადაყვანა-გადაზიდვა.
ავიაკომპანიების
საქმიანობის
ძირითადი
ადგილი
უნდა
მდებარეობდეს საქართველოში გულისხმობს, რომ საქართველოში უნდა არსებობდეს მმართველი
ოფისი, საიდანაც ხორციელდება ფრენების დაგეგმარება, უსაფრთხოების ვარგისობის კონტროლი,
ფინანსური ოპერაციების წარმოება, რაც გააუმჯობესებს ფრენის უსაფრთხოების ზედამხედველობის
ხარისხს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მხრიდან, რომელსაც კონტროლის მეტი მექანიზმი ექმნება.
მმართველობის ძირითადი ოფისის კომპანიის რეგისტრაციის ქვეყანაში ქონის აუცილებლობა
საერთაშორისო
ორგანიზაციების
მოთხოვნებში
მოცემულია
(იკაო),
რაც
ემსახურება
ზედამხედველობის და უსაფრთხოების კონტროლის ხარისხის გაუმჯობესებას, თუმცა საქართველოს
კანონმდებლობა ამის მოთხოვნის საფუძველს არ იძლევა. იმ ავიაკომპანიებს, რომლებიც ბაზირებენ
საქართველოს ფარგლებს გარეთ ძირითადად მმართველობთი ოფისები აქვთ ძირითადი ბაზირების
ქვეყნებში, მათ მოუწევთ ოფისების გადმოტანა.
ასევე კომპანიას მას გააჩნია მოქმედი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი, გააჩნია
საკმარისი ფინანსური რესურსი, რათა უზრუნველყოს ავიაკომპანიის არსებული და პოტენციური
ფინანსური ვალდებულებების შესრულება ექსპლუატაციის დაწყებიდან ორი წლის განმავლობაში,
პირველი სამი თვის განმავლობაში ექსპლუტაციიდან მიღებული შემოსავლის გათვალისწინების
გარეშე. ამასთან ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოთხოვნას კომპანიის ხელმძღვანელ, პასუხისმგებელ
პირებზე დადებითი რეპუტაციის არსებობა, მიზანშეოწნილად არ მიიჩნევა ისეთი პირის დანიშვნა
კომპანიის ხელმძღვანელ თანამდებობაზე რომელსაც ჩადენილი აქვს მძიმე, განსაკუთრებით მძიმე ან
ეკონომიკური დანაშაული ან თუ მისი ბრალეული ქმედების გამო საწარმო გამოცხადებულ იქნა
გადახდისუუნაროდ.
კანონპროექტის მიხედვით, მოწმობის გაცემის, გაუქმებისა და ფინანსური
გარანტიების წარდგენის წესი უნდა დაადგინოს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ და ამასთანავე,
სწორედ სააგენტო განახორციელებს დადგენილი მოთხოვნების მუდმივ ზედამხედველობას, რომლის
განხორციელებისას
სააგენტოს
უფლება
აქვს
მოსთხოვოს
ავიასაწარმოს
ყველა
სათანადო
ინფორმაციის წარდგენა. გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის შემოღებით, გაჩნდა აუცილებლობა
გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის და ახლებურად განიმარტა
ექსპლუატანტის სერტიფიკატი, რომელიც დღევანდელი რედაქციით არის კომერციული გადაყვანაგადაზიდვის უფლების მისანიჭებლად აღებული დოკუმენტი, ხოლო გადაყვანა-გადაზიდვის
შეცვლილიყო
განმარტებები
22
მოწმობის დადგენის შემდეგ ექსპლუატანტის
გადაზიდვის დამადასტურებელი საბუთი.
სერტიფიკატი
ხდება
უსაფრთხო
გადაყვანა-
წარმოდგენილი პროექტის თანახმად, კოდექსში შედის შემდეგი ძირითადი ცვლილებები:
75-ე მუხლში „გადამყვან-გადამზიდველის პასუხისმგებლობის ზოგადი პირობები“ ემატება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი და „საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვის ზოგიერთი წესის
უნიფიკაციის შესახებ“ მონრეალის 1999 წლის 28 მაისის კონვენცია. ასევე, ამ მუხლის მე-2 პუნქტის
თანახმად, ავიაგადამზიდველის პასუხისმგებლობის წესი მგზავრის გარდაცვალების/სხეულის
დაზიანების, მგზავრის გადაყვანის და/ან ბარგის გადაზიდვის შეფერხების, ბარგის დაკარგვის,
დაზიანების ან განადგურებისას განისაზღვრება სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ნორმატიული
აქტით.
ცვლილების მიზანია: საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისას გადამყვან-გადამზიდველის
პასუხისმგებლობის განსაზღვრის და სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სამოქალაქო
პასუხისმგებლობის დაზღვევის წესის იმპლემენტაცია საქართველოს კანონმდებლობაში და ამ წესების
მიღების მიზნით აუცილებელი სამართლებრივი საფუძვლის შექმნა.
საჰაერო კოდექსის 75-ე და 93-ე მუხლები ახლებურად ყალიბდება, რაც ემსახურება სააგენტოს
მიერ შესაბამის ნორმატიული აქტებში გადამყვან-გადამზიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების
(პასუხისმგებლობისა და დაზღვევის) შესახებ დეტალურ მოწესრიგებას :
ა) საჰაერო გადამყვან-გადამზიდველის პასუხისმგებლობის განსაზღვრის წესს მგზავრის
გარდაცვალების/სხეულის დაზიანების, მგზავრის გადაყვანის და/ან ბარგის გადაზიდვის შეფერხების,
ბარგის დაკარგვის, დაზიანების ან განადგურებისას;
ბ) სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებისათვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის
დაზღვევის ფარგლებს მგზავრების, ბარგის, ტვირთის და მესამე პირების მიმართ.
გადამყვან-გადამზიდველის პასუხისმგებლობის წესით დგინდება გდამყვან-გადამზიდველის
ვალდებულებების განსაზღვრა მისი პირდაპირი საქმიანობიდან გამომდინარე (მგზავრის გადაყვანა,
ტვირთის გადაზიდვა და ა.შ.), რაც გამოიხატება ფულადი კომპენსაციის დაწესებაში.
ავიაგადამზიდველი იღებს პასუხისმგებლობას, რომ მისი ვალდებულების შესრულების
ფარგლებში კონკრეტულ ქმედების შეუსრულებლობის შემთხვევაში გადაიხადოს კომპენსაცია,
შემდეგ შემთხვევებში:
ა) მგზავრის გარდაცვალების ან სხეულის დაზიანებისას;
ბ) მგზავრის გადაყვანის და/ან ბარგის გადაზიდვის შეფერხებისას;
გ) ბარგის დაკარგვის, დაზიანების ან განადგურებისას.
სამართლებრივად და ტექნიკურად დაიხვეწა კოდექსის 79-ე მუხლი.
79-ე მუხლის თანახმად,
გადამზიდველის მიზეზით საფოსტო გზავნილების მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვის,
დაზიანების ან დაგვიანებით გადაზიდვის შემთხვევაში, იგი პასუხს აგებს დამკვეთის წინაშე
მსოფლიო საფოსტო კავშირის აქტების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ცვლილებები შეეხო 93-ე და 95-ე მუხლებსაც, კერძოდ, განისაზღვრა, რომ სამოქალაქო საჰაერო
ხომალდის ექსპლუატანტის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის წესს ნორმატიული აქტით
დაამტკიცებს სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტო”. პასუხისმგებლობების ვალდებულების კთხით
გამონაკლისი დგინდება 93-ე მუხლის მე-3 ნაწილით. ასეთი ვადელბულების დაკმაყოფილება
ევალება, იმ პირსაც, რომელსაც არ გააჩნია არც გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა და არც საჰაერო
ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი, მაგრამ ფლობს საჰაერო ხომალდს არა კომპერციული
(საკუთარი) მიზნებისთვის. ასეთი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური ისე იურიდიული პირი
სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის წესი
მოაწესრიგებს
სამოქალაქო
საჰაერო
ხომალდის
ექსპლუატანტებისათვის
სამოქალაქო
23
პასუხისმგებლობის დაზღვევის ფარგლებს მგზავრების, ბარგის, ტვირთის და მესამე პირების მიმართ,
მათ შორის საავიაციო სამუშაოების გაწევისას.
საჰააერო ხომალდის ექსპლუატანტი ან/და ავიაგადამზიდველი ვალდებულია უზრუნველყოს
სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა მგზავრებთან, ბარგთან, ტვირთსა და მესამე პირებთან
მიმართებით.
საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი ან/და ავიაგადამზიდველი ვალდებულია უზრუნველყოს
ნებისმიერი ფრენის დაზღვევა.
საჰაერო
გადამყვან-გადამზიდველის
სამოქალქო
პასუხისმგებლობის
და
დაზღვევის
ვალდებულებების ახლებურად დარეგულირება იწვევს კოდექსიდან 77-ე, 78-ე, 81-ე, 82-ე, 83-ე, 84-ე,
85-ე, 86-ე, 87-ე, 88-ე, 89-ე, 91-ე და 94-ე მუხლების ამოღებას, რომლებიც თავისი შინაარსით
მოძველებულია. საჰაერო კოდექსის მიღება (1996) წინ უსწრებდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის
მიღებას ამიტომ საჰაერო კდოქესში თავის დროზე მოხვდა რიგი იმ საკითხებისა, რომელიც
მოგვიანებით სამოქალაქო კოდექსით დარეგულირდა. ისეთი როგორებიცაა ზიანი ანაზღაურება,
პასუხისმგებლობა და ა.შ.) 82-92 მუხლებით დარეგულირებული ურთიერთობები (პრეტენზიი
წარდგენის ვადები, ხანდაზმულობის ვადები) რეგულირდება სამოქალქო კოდექსით, ხოლო საჰაერო
ხომალდების შეტაკება, როგორც ტერმინი არ არსებობს და მოქედი კანონმდებლობით დადგენილია
ახალი ტერმინი-საავიაციო შემთხვევა, რომლის მარეგულირებელი მუხლი ცალკე მოცემულია
კოდექსში.
ახლებურად ჩამოყალიბდა საჰაერო კოდექსის XIV თავი და მისი სათაური („სამოქალაქო
ავიაციის უშიშროების უზრუნველყოფა“).
96-ე მუხლში ცნება „მართლსაწინააღმდეგო ქმედება“ განისაზღვრა ჩიკაგოს კონვენციის მე-17
დანართის მიხედვით.
სიახლეა „საავიაციო უშიშროების“ ცნების განსაზღვრა ჩიკაგოს კონვენციის მე-17 დანართის
შესაბამისად (97-ე მუხლი).
საქართველო,
როგორც
სამოქალაქო
ავიაციის
საერთაშორისო
ორგანიზაციის
(იკაო)
წევრი
სახელმწიფო, ვალდებულია შეასრულოს- „საჰაერო ხომალდში ჩადენილ დანაშაულებათა და
ზოგიერთი სხვა მოქმედებათა შესახებ“ 1963 წლის 14 სექტემბრის ტოკიოს კონვენციის; „საჰაერო
ხომალდის გატაცების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ 1970 წლის 16 დეკემბრის ჰააგის კონვენციის;
მონრეალის „სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ უკანონო აქტებთან
ბრძოლის 1971 წლის 23 სექტემბრის საერთაშორისო კონვენციის;
„საერთაშორისო სამოქალაქო
ავიაციის მომსახურე აეროპორტებში ძალადობის უკანონო აქტებთან ბრძოლის თაობაზე“ ოქმთან
შეერთების შესახებ, რომელიც ემატება 1971 წლის 23 სექტემბერს მონრეალში მიღებულ კონვენციას
„სამოქალაქო
ავიაციის
უშიშროების
წინააღმდეგ
მიმართულ
უკანონო
აქტების
შესახებ“;
„პლასტიკური ფეთქებადი ნივთიერებების ნიშანდების შესახებ, მათი გამოვლენის მიზნით“ 1991 წლის
1 მარტის მონრეალის კონვენციის და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით
დადგენილი მოთხოვნები და მიმართოს ძალისხმევა რეკომედირებული პრაქტიკის დანერგვის
მიზნით.
98-ე მუხლით განისაზღვრა სამოქალაქო ავიაციის უშიშროების სფეროში უფლებამოსილი
საზედამხედველო ორგანო (სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო) და ამ კუთხით, მისი ძირითადი
უფლებამოსილებები.
ასევე ცვლილება შედის კოდექსის 106-ე მუხლში და ახლებურად ყალიბდება, ვინაიდან
მოქმედი რედაქცია არ არის სრულყოფილი და არ ასახავს იმ პირთა ამომწურავ ჩამონათვალს თუ ვის
24
ააქვს უფლება მარცხგანცდილი საჰაერო ხომალდის საძებნ-სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობის
მიღების. ეს ხარვეზი დაფიქსირდა 2013 წლის 21-29 ოქტომბერს ICAO-ს ყოვლისმომცველი სისტემური
აუდიტის ანგარიშში, ვინაიდან ჩიკაგოს კონვენციის 25 მუხლი სრულფასოვნად არ არის ასახული
ეროვნულ კანონმდებლობაში. წარმოდგენილი ცვლილება ამ ხარვეზს გამოასწორებს.
ICAO-ს
ყოვლისმომცველი
სისტემური
აუდიტის
ანგარიშში
დაფიქსირებული
შენიშვნების
გათვალისიწინებით, წარმოდგენილი პროექტით ასევე ცვლილება შედის კოდექსის 110-ე მუხლში,
რომელიც ეხება საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევას. აღნიშნული ანგარიშის
საფუძველზე, საჰაერო კოდექსი ნათლად არ ასახავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი
სატრანსპორტო
შემთხვევებისა
განხორციელებისას
რიგ
და
საკითხებს
ინციდენტების
(მოკვლევის
მოკვლევის
ბიუროს
ბიუროს
მიერ
დამოუკიდებლობა
მოკვევის
მოკვლევის
განხორციელების პროცესში, მოკვლევის ბიუროსთვის/უფლებამოსილი მომკვლევისთვის, საავიაციო
შემთხვევის ადგილის და ნამსხვრევების მონახულების მიზნით შეუფერხებელ დაშვებას, სამოკვლევო
ჩანაწერების გაუმჟღავნებლობას და სხვ.). წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად, მოკვლევის
პროცედურასთან დაკავშირებული რიგი მნიშვნელოვანი საკითხები გათვალისწინებული იქნება
საქართველოს საჰაერო კოდექსში.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
აღნიშნული პროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა იქონიოს გავლენა ფინანსურ შედეგებზე იმ პირთა მიმართ,
ვისზედაც ვრცელდება ეს კანონი (ეხება გადაყვანა-გადაზიდვი მომწმობას) . ამ ეტაპზე კონკრეტული
ფინანსური გაანგარიშების მითითება შეუძლებელია.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ეხება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას
და არც არსებულ ოდენობაში ცვლილების შეტანას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
25
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
მიერ ვალდებულებების აღებასთან.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს სხვა ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები,
რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში
კანონპროექტის მომზადებისას კონსულტაციები იქნა გავლილი შესაბამის ექსპერტებთან, მათ შორის,
TRACECA-ს პროექტის ფარგლებში.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის
შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი შეფასებები კანონპროექტს არ გააჩნია.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სსიპ „სამოქალაქო ავიაციის
სააგენტო“.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
26
საქართველოს საჰაერო კოდექსის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომელებშიც
წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 1. გამოყენებული ტერმინების განმარტება
"აეროდრომი" - მიწის ან წყლის ზედაპირის გარკვეული ფართობი (მასზე განლაგებული შენობებით,
ნაგებობებითა და მოწყობილობებით), რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ განკუთვნილია საჰაერო
ხომალდების მიღების, მოძრაობისა და გაშვებისათვის.
"ადგილობრივი საჰაერო ხაზი"- სამეთვალყურეო რაიონი ან მისი ნაწილი, რომელიც უზრნველყოფილია
აეროდრომით, სანაოსნო, საჰაერო მოძრაობის მართვისა და კონტროლის საშუალებებით და წარმოადგენს
საჰაერო სივრცეში სიმაღლესა და სიგანეში შეზღუდულ, საჰაერო ხომალდების უსაფრთხო ფრენისათვის
განკუთვნილ დერეფანს საქართველოს საჰაერო სივრცის ფარგლებში.
"აეროპორტი" - საავიაციო საწარმო, რომელიც ახორციელებს საჰაერო გადაყვანაგადაზიდვებს, საჰაერო
ხომალდების მოძრაობას და ამ მიზნით აქვს აეროდრომი, აეროვაგზალი არგეთვე სხვა მიწისზედა ნაგებობები,
მოწყობილობები და ჰყავს მომსახურე პერსონალი.
"აეროპორტის საზედამხედველო არე" - ჰორიზონტალური და ვერტიკალური სიბრტყეებით
შეზღუდული საჰაერო ნაწილი, აეროპორტისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის თავზე.
"ავიაკომპანიის სატარნსპორტო პილოტი" - ნებისმიერ თვითმფრინავზე ან შვეულმფრენზე მეთაურის ან
მეორე პილოტის დანიშნულების შესრულების უფლების მქონე, „ავიაკომპანიის სატარნსპორტო პილოტის"
მოწმობის მფლობელი პილოტი.
"ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობა" - განსაკუთრებული მომზადების მქონე კონკრეტული ტიპის საჰაერო
ხომალდის მისი აღჭურვილობის საფრენოსნო ექსპლუატირების უფლების მიმნიჭებელი მოწმობის მფლობელი
ეკიპაჟის წევრები.
"ექსპლუატანტის სერტიფიკატი" - სერტიფიკატი, რომელიც ექსპლუატანტს ანიჭებს უფლებას შეასრულოს
გარკვეული კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა.
„ინსპექტირება (საინსპექციო შემოწმება)“ – საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ტექნიკური
რეგლამენტით, ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილ მოთხოვნებთან
სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის, მათ შორის, ფრენის უსაფრთხოების, შესაბამისობის შეფასების პროცესი,
რომელსაც ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში
შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ უფლებამოსილი
პირი (ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი, SAFA-ს ინსპექტორი) დოკუმენტების, ადგილზე ფაქტობრივი
მდგომარეობისა და საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმების ფორმით. (5.06.2012. N6385 ამოქმედდეს
გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)
"კომერციული ფრენა (კომერციული გადაზიდვა)" - ფასით ან დაქირავებით მგზავრების, ტვირთისა და
საფოსტო გზავნილების გადასაზიდად განხორციელებული საჰაერო ხომალდის ფრენა.
"მოწმობის აღიარება" - ქმედობა, რომლის შედეგადაც სახელმწიფო სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემულ
მოწმობას საკუთრების თანაბარ ღირებულებად აღიარებს.
"პილოტირება (მართვა)" - ფრენის დროს საჰაერო ხომალდის მართვის ორგანოებით მანიპულირება.
"საავიაციო პერსონალი" - საავიაციო საწარმოს დაწესებულების ან ორგანიზაციის განსაკუთრებული
შემადგენლობა იგი ყალიბდება სათანადოდ მომზადებული ავიასპეციალისტებისაგან, რომელთაც აქვთ ფრენის
შესრულებისა და მომსახურების ნებართვა.
"საავიაციო საშუალებები" - საჰაერო ხომალდები, აეროდრომები, აეროპორტები, მათი მოწყობილობები,
საჰაერო მოძრაობის მართვისა და კონტროლის საშუალებები, საჰაერო ტრასებისა და ადგილობრივი საჰაერო
ხაზების რადიოტექნიკური მოწყობილობები, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
რეგისტრირებული სხვა საჰაერო საშუალებები.
"საავიაციო შემადგენლობა" - სამოქალაქო ავიაციის მუშაკები, რომელთა საქმიანობა სამოქალაქო
ავიაციის მეშვეობით განსახორციელებელ მიზნებს ემსახურება.
„„საერთაშორისო აეროპორტი“ – აეროპორტი, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო საჰაერო გადაყვანაგადაზიდვების მომსახურებას და რომელშიც უზრუნველყოფილია სასაზღვრო, სანიტარიულ-საკარანტინო და
საბაჟო კონტროლი. (27.03.2012. N5963)
"სამოქალაქო ავიაცია" - ავიაცია, რომელიც გამოყენების მიზნის მიხედვით,იყოფა სატრანსპორტო და
27
საჰაერო დანიშნულების ავიაციად:
სამოქალაქო ავიაცია, რომელიც გამოიყენება საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების განსახორციელებლად,
მიეკუთვნება სატრანსპორტო ავიაციას; სამოქალაქო ავიაცია, რომელიც არ გამოიყენება სატარნსპორტო ავიაციის
მიზნებისათვის, მიეკუთვნება საერთო დანიშნულების ავიაციას.
"სამუშაო დრო" - დროის მონაკვეთი გაფრენისწინა მზადების დაწყებიდან ფრენის დამთავრებამდე
(საჰაერო ხომალდის დაფრენიდან 30 წუთის შემდეგ). თუ ამ დროის განმავლობაში ეკიპაჟი უზრუნველყოფილი
იყო არანაკლებ სამსაათიანი განუწყვეტელი დასვენებით (მათ შორის სათანადო პირობებში ძილის ჩათვლით),ეს
უკანასკნელი სამუშაო დროდ არ ჩაითვლება.
"საპილოტაჟო არე" - ჰორიზონტალური და ვერტიკალური სიბრტყეებით შეზღუდული, საგანგებოდ
გამოყოფილი საჰაერო სივრცის ნაწილი, რომელიც გამოიყენება საჰაერო ხომალდების გამოსაცდელად,
ეკიპაჟების საფრენოსნო წვრთნისათვის და ა.შ.
"საფრენოსნო დავალება" - დადგენილი ფორმის საბუთი, რომელიც შეიცავს აუცილებელ მონაცემებს
"საფრენოსნო ეკიპაჟის წევრი" - მოწმობის მქონე
ეკიპაჟის, საჰაერო ხომალდისა და ფრენის მიზნის შესახებ.
ეკიპაჟის წევრი, რომელსაც ფრენის დროის განმალობაში საჰაერო ხომალდის მართვასთან დაკავშირებული
მოვალეობები აკისრია.
"საფრენოსნო სამუშაო" - საფრენოსნო დავალების შესასრულებლად ეკიპაჟის მიერ ჩატარებული
სამუშაო.
"საქართველოს ტერიტორია" - მის სუვერენიტეტს დაქვემდებარებული სახმელეთო ტერიტორია და
მასთან მიმდებარე შავი ზღვის ტერიტორიული წყლები.
"საქართველოს საჰაერო სივრცე" სახმელეთო ტერიტორიისა და მასთან მიმდებარე შავი ზღვის ტერიტორიული წყლების თავზე არსებული
სივრცე.
„სახელმწიფო ავიაცია“ – ავიაცია, რომელიც გამოიყენება სამხედრო, საპოლიციო, სახელმწიფო უსაფრთხოებისა
და საბაჟო სამსახურებში.
„საჰაერო გადამყვან-გადამზიდველი“ – საავიაციო საწარმო-საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი,
რომელსაც თავის გამგებლობაში საკუთრების უფლებით, იჯარით ან კანონით გათვალისწინებულ სხვა
საფუძველზე აქვს საჰაერო ხომალდი და რომელიც ფრენას ახორციელებს ექსპლუატანტის სერტიფიკატში
მითითებული პირობების შესაბამისად. (25.05.2006 N 3185)
"საჰაერო მოძრაობა" - ჰაერში მყოფი და აეროდრომის სამიმოსვლო ფართობზე მოძრავი ყველა საჰაერო
ხომალდი.
"საჰაერო მოძრაობის არე (რაიონი)" - დადგენილი ზომების სივრცე, სადაც საჰაერო მოძრაობის ორგანო
ახორციელებს თავის დანიშნულებას.
"საჰაერო სატრანსპორტო საშუალებები" - თვითმფრინავები, შვეულმფრენები, დირიჟაბლები,
პლანერები, საჰაერო ბუშტები, სამაშველო პარაშუტები, საფრენი აპარატები და სხვა საფრენად განკუთვნილი
საშუალებები.
"საჰაერო სივრცის ზედამხედველი სახელმწიფო" - სახელმწიფო, რომელიც პასუხისმგებელია საჰაერო
სივრცეში ჰაერნაოსნობაზე.
"საჰაერო ტრასა" - სამეთვალყურეო რაიონი ან მისი ნაწილი, რომელიც წარმოადგენს საჰაერო სივრცეში
უსაფრთხო ფრენის შესრულებისათვის განკუთვნილ, სიმაღლესა და სიგანეში შეზღუდულ დაფრენას და
უზრუნველყოფილია აეროდრომებით,სანაოსნო, საჰაერო მოძრაობის მართვისა და კონტროლის საშუალებებით.
"საჰაერო ხომალდი" - ნებისმიერი აპარატი, რომელიც ატმოსფეროში მდებარეობას ჰაერთან
ურთიერთქმედების შედეგად ინარჩუნებს, დედამიწის ზედაპირიდან არეკლილ ჰაეროვან ურთიერთქმედების
გამოკლებით,საჰაერო ხომალდებია: თვითმფრინავი, შვეულმფრენი, პლანერი და სხვა საშუალებები.
"საჰაერო ხომალდის ეროვნულობა" - საქართველოში ეროვნულად ითვლება ის საჰაერო ხომალდი,
რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს საჰაერო ხომალდების შესაბამის სახელმწიფო რეესტრში.
"საჰაერო ხომალდის ეკიპაჟი" - პირნი, რომელთაც საფრენოსნო დავალების შესრულებისას საჰაერო
ხომალდის მართვა მომსახურების განსაზღვრული მოვალეობები აკისრიათ.
"საჰაერო ხომალდის მეთაური" - ფრენისას საჰაერო ხომალდის მართვისა და მისი უსაფრთხოებისათვის
პასუხისმგებელი პილოტი.
"საჰაერო ხომალდის სახეობა" - უმთავრესი მახასიათებლების საფუძველზე საჰაერო ხომალდების
დაყოფა, მაგალითად: თვითმფრინავი, შვეულმფრენი, პლანერი, თავისუფალი აეროსტატი.
„სერტიფიკატი“ – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მისი მფლობელის შესაძლებლობას, უსაფრთხოდ
განახორციელოს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვები (საავიაციო სამუშაოები) ან/და ამ გადაყვანა-გადაზიდვების
(საავიაციო სამუშაოების) მომსახურება იმ შეზღუდვებისა და პირობების შესაბამისად, რომლებიც
28
განსაზღვრულია სერტიფიკატითა და მისი დანართებით. (25.05.2006 N 3185)
„„სპეციალური რეისი საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში“ – სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის
პირების გადაყვანისთვის განკუთვნილი რეისი. (21.12.2012. N136
„საავიაციო სამუშაოები“ – საჰაერო ხომალდის გამოყენება ისეთი დარგების მომსახურებისათვის,
როგორებიცაა: სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, ტოპოგრაფიული გადაღებები, პატრულირება, ძებნა, შველა და
ა.შ. (25.05.2006 N 3185)
"ფრენის გეგმა" - საჰაერო ხომალდის დასახულ ფრენაზე ან მის ნაწილზე საჰაერო მოძრაობის
მომსახურების ორგანოსათვის წარდგენილი სათანადო ცნობები.
"ფრენის დრო (ნაფრენი)" - საერთო დრო აფრენის მიზნით საჰაერო ხოლმალდის გამწევი ძალის ხარჯზე
მოძრაობის დაწყებიდან ფრენის დამთავრებისას მის შენარჩუნებამდე.
"ფრენის დრო (ნაფრენი)" - დრო საჰაერო ხომალდის ძრავის ამუშავებიდან, დაფრენის შემდეგ მის
გამორთვამდე.
"ფრენის ვარგისობის სერტიფიკატი" - საბუთი, რომელიც ადასტურებს საჰაერო ხომალდის ფრენის
ვარგისიანობას.
„ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი“ – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს
მიერ უფლებამოსილი პირი, რომელიც ახორციელებს ინსპექტირებას. (5.06.2012. N6385 ამოქმედდეს
გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)
"ფრენისათვის აკრძალული არე" - სახელმწიფო ტერიტორიის ან ტერიტორიული წყლების თავზე
არსებული დადგენილი ზომის სივრცე,რომლის ფარგლებშიც საჰაერო ხომალდების ფრენა აკრძალულია.
"ფრენისათვის სახიფათო არე" - სახელმწიფო ტერიტორიის ან ტერიტორიული წყლების თავზე
არსებული დადგენილი ზომის საჰაერო სივრცე, რომლის ფარგლებშიც დროის გარკვეულ მონაკვეთში შეიძლება
განხორციელდეს საჰაერო ხომალდების ფრენის სახიფათო საქმიანობა.
"ფრენისათვის შეზღუდული არე" - სახელმწიფო ტერიტორიის ან ტერიტორიული წყლების თავზე
არსებული ზომის საჰაერო სივრცე, რომლის ფარგლებში საჰაერო ხომალდების ფრენა შეზღუდულია
გარკვეული პირობებით.
"ჩარტერი" - ხელშეკრულება,რომელშიც ერთი მხარე (გამქირავებელი) განსაზღვრულ საფასურად
გადასცემს მეორე მხარეს (დამქირავებელს) ერთი ან რამდენიმე საჰაერო ხომალდის მთლიან ტევადობას ან მის
ნაწილს ერთი ან რამდენიმე რეისით მგზავრების გადაყვანის, ბარგისა და ტვირთის გადაზიდვისათვის ან სხვა
მიზნისათვის.
"ხელშემკვრელი სახელმწიფო" - სხვა სახელმწიფოსთან საჰაერო სივრცით,აეროდრომებით,
კავშირგაბმულობის საშუალებებით ერთობლივი სარგებლობის, აგრეთვე, სამოქალაქო ავიაციის საქმიანობასთან
დაკავშირებულ სხვა საკითხებზე ხელშეკრულებების, შეთანხმების დამდები სახელმწიფო.
"ჰაერსანაოსნო ინფორმაცია" - აეროდრომების მახასიათებლებთან და ფიზიკურ მდგომარეობასთან,
აეროდრომების რაიონში მანევრების წესებთან, საჰაერო ტრასებთან და მის რადიოელექტროტექნიკურ
აღჭურვილობასთან დაკავშირებული შეტყობინება.
"ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებული" - სახელმწიფოს მიერ გამოშვებული და დამტკიცებული გამოცემა,
რომელიც შეიცავს ამ სახელმწიფოს საჰაერო სივრცის ფარგლებში საჰაერო ხომალდის ფრენის
უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვან გრძელვადიან ჰაერსანაოსნო ინფორმაციას.
„EASA“ – ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო. (5.06.2012. N6385 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან
მე-15 დღეს)
„SAFA“ − უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდის უსაფრთხოების განსაზღვრის (საჰაერო ხომალდის ბაქანზე
შემოწმების) პროგრამა. (5.06.2012. N6385 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)
„SAFA-ს ინსპექტორი“ – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში
შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ უფლებამოსილი
პირი, რომელიც ახორციელებს უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდის ინსპექტირებას SAFA-ს შესაბამისად.
(5.06.2012. N6385 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)
1
მუხლი 8 . სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირება (12.07.2013. N822)
1. სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირებას ახორციელებს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი ან/და
SAFA-ს ინსპექტორი.
29
2. ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი/SAFA-ს ინსპექტორი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და
მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და
შეთანხმებების საფუძველზე.
3. ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად შევიდეს
ავიასაწარმოებსა და მათ მფლობელობაში არსებულ იმ შენობა-ნაგებობებში, რომელთა ფუნქციონირებაც
მიმართულია ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფისაკენ, აგრეთვე სამოქალაქო საჰაერო ხომალდების
სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდებში, სამუშაო ადგილებზე და მოითხოვოს საჰაერო
ხომალდის ფრენის უსაფრთხოებასთან, ექსპლუატაციასთან და ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებული
ნებისმიერი საბუთი და ინფორმაცია.
4. SAFA-ს ინსპექტორი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად შევიდეს სხვა ქვეყნების საჰაერო
ხომალდების სახელმწიფო რეესტრებში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდებში და მოითხოვოს საჰაერო
ხომალდის ფრენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საბუთი და ინფორმაცია.
ინსპექტორი
5.
ინსპექტირების
განხორციელებისას
ფრენის
უსაფრთხოების
ინსპექტორი/SAFA-ს
უფლებამოსილია შეაჩეროს საჰაერო ხომალდის ფრენა, აგრეთვე ნებისმიერ პირს შეუჩეროს სერტიფიკატით
(მოწმობით) ან სხვა საავიაციო დოკუმენტით მინიჭებული უფლებების შემდგომი განხორციელება, თუ
ინსპექტირებისას აღმოჩენილი ნაკლოვანება საფრთხეს უქმნის ფრენის უსაფრთხოებას ან სამოქალაქო ავიაციის
უშიშროებას.
6. იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებიც ინსპექტირების ობიექტებს წარმოადგენენ, ვალდებული
არიან, დახმარება აღმოუჩინონ ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორს/SAFA-ს ინსპექტორს მის მიერ
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში.
7. სააგენტო უზრუნველყოფს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის/SAFA-ს ინსპექტორის ფუნქციურ
დამოუკიდებლობას ინსპექტირების პროცესში.
8. ინსპექტირების წესი და ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის/SAFA-ს ინსპექტორის უფლებამოსილებები
განისაზღვრება სააგენტოს ნორმატიული აქტით.
მუხლი 9. საავიაციო საქმიანობის ნორმატიული აქტები (25.05.2006 N 3185)
1. საავიაციო საქმიანობის მარეგულირებელი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ამ
კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე გამოსცემენ საავიაციო საშუალებების
ყველა მფლობელისა და მომხმარებლისათვის სავალდებულო წესებს, მითითებებს, ინსტრუქციებსა და სხვა
ნორმატიულ აქტებს, რომლებიც არეგულირებს როგორც საავიაციო საქმიანობას, ისე საავიაციო საშუალებების
წარმოების, სარემონტო სამუშაოების ჩატარების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის საკითხებს.
1
1 . სამოქალაქო საავიაციო საქმიანობა, გარდა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული აქტებისა,
რეგულირდება საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებისა და ევროკავშირის მიერ მიღებული რეგულაციებით
ან დირექტივებით დამტკიცებული სახელმძღვანელოებით, სახელმძღვანელო მასალებითა და პროცედურებით.
(26.04.2012. N6093 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)
2. სხვა სამინისტროებისა და უწყებების ნორმატიული აქტების პროექტები, რომლებითაც
გათვალისწინებულია აფეთქება, სროლა, მაღლივი კორპუსებისა და მოწყობილობების მშენებლობა,
ელექტროგადამცემი ხაზების მონტაჟი, რადიოდაბრკოლებების შექმნა და უსაფრთხო საჰაერო მოძრაობისათვის
სხვა სახიფათო სამუშაოების შესრულება, უნდა შეთანხმდეს საავიაციო საქმიანობის მარეგულირებელ
ორგანოებთან.
მუხლი 19. საქართველოს ჰაერსანაოსნო ინფორმაცია (12.07.2013. N822)
1. საქართველოს ჰაერსანაოსნო ინფორმაცია ხელმისაწვდომია ყველა მომხმარებლისათვის და ქვეყნდება
სათანადო კრებულში. საქართველოს ჰაერსანაოსნო ინფორმაციის შედგენასა და გამოქვეყნებას უზრუნველყოფს
სააგენტო.
2. სააგენტო უფლებამოსილია მოახდინოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული
ფუნქციების დელეგირება სხვა სუბიექტზე.
მუხლი 36. საჰაერო ხომალდის მეთაურის უფლებები
1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამოქალაქო საჰაერო ხომალდის მეთაური
უფლებამოსილია:
ა) მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება აფრენის, დაფრენის, აგრეთვე ფრენის შეწყვეტისა და
30
სათადარიგო აეროდრომზე ან აეროდრომის ფარგლებს გარეთ დაფრენის შესახებ;
ბ) ფრენისათვის აშკარა საფრთხის წარმოშობის შემთხვევაში, მიიღოს გადაწყვეტილება ფრენის
შესრულებისას საწვავის დაცლის, ტვირთის, საფოსტო გზავნილებისა და ბარგის გადმოყრის შესახებ;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გასცეს ბრძანებები ფრენის დროს ხომალდზე მყოფი ყველა პირის
მიმართ;
დ) მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა იმ პირთა მიმართ, რომლებიც არ ემორჩილებიან მის
განკარგულებებს და მათი ქმედება საფრთხეს უქმნის ფრენას. მეთაურს უფლება აქვს უახლოეს აეროდრომზე
დაფრენისთანავე, გადასცეს ეს პირები სათანადო ორგანოებს;
ე) შეცვალოს ფრენის მარშრუტი, გადაკვეთოს სახელმწიფო საზღვარი და დაფრინდეს უცხო
სახელმწიფოს აეროდრომზე, თუ არსებობს უსაფრთხო ფრენის, ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის
ხელყოფის რეალური საშიშროება, რაც გამოწვეულია სამოქალაქო ავიაციის საქმიანობაში მართლსაწინააღმდეგო
ჩარევით;
ვ) იყოს საჰაერო ხომალდის ექსპლოატანტის ნდობით აღჭურვილი პირი, მისი სახელით დადოს
ხელშეკრულებები დავალების შესრულების, ფრენის უსაფრთხოების, საჰაერო ხომალდის შენარჩუნების,
მგზავრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის პირობების გათვალისწინებით;
ზ)
ფრენის
დროს ექსტრემალურ
ვითარებაში,
ადამიანთა
სიცოცხლის
უსაფრთხოების
უზრუნველსაყოფად, სათანადოდ არ დაიცვას ფრენის წესები და ეკიპაჟის მოქმედების წარმარმთველი
ნორმატიული აქტების მოთხოვნები;
თ) არ დაემორჩილოს საჰაერო მიმოსვლის მეთვალყურის ბრძანება-მითითებებს, თუ მიიჩნევს, რომ მათი
შესრულება საფრთხეს უქმნიან ფრენას, ამის თაობაზე იგი ვალდებულია აცნობოს საჰაერო მოძრაობის
მეთვალყურეს.
2. სახელმწიფო საჰაერო ხომალდის მეთაურის უფლებებს განსაზღვავს საქართველოს თავდაცვის
სამინისტრო.
მუხლი 41. ობიექტების მშენებლობა აეროდრომების
განლაგების რაიონში
1.
აეროდრომების
განლაგების
რაიონში
შენობების,
ნაგებობების,
კავშირგაბმულობის,
ელექტროგადამცემი ხაზებისა და სხვა ობიექტების განთავსებისას მათი მფლობელები ვალდებული არიან, ეს
საკითხი შეათანხმონ იმ პირთან, რომელსაც აეროდრომი ეკუთვნის, და სამუშაოები აწარმოონ საქართველოს
კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმების შესაბამისად. (25.05.2006 N 3185)
2. იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებიც არღვევენ აეროდრომების განლაგების რაიონში
ობიექტების მშენებლობის წესებს, ვალდებული არიან, აეროდრომის მფლობელის მოთხოვნით,
ახალმშენებლობანი დადგენილ ნორმებს ან საკუთარი სახსრებით აიღონ ობიექტები.
მუხლი 42. შენობებისა და ნაგებობების ნიშანდება
აეროდრომების რაიონში შენობის, ნაგებობის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგადამცემი ხაზების,
რადიოტექნიკური საშუალებებისა და სხვა ობიექტების მფლობელები ვალდებული არიან საკუთარი სახსრებით
განათავსონ მათზე სადღეღამისო ნიშნები და მოწერილობები. აეროდრომების რაიონში აკრძალულია
აეროდრომის ნიშნებისა და მოწყობილობების მსგავსი რაიმე ნიშნებისა და მოწყობილობების განლაგება.
მუხლი 56. სერტიფიცირება სამოქალაქო ავიაციაში (12.07.2013. N822)
1. ავიასაწარმოები, რომლებიც ახორციელებენ ან უზრუნველყოფენ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვას და
საავიაციო სამუშაოებს, ავიაციის ტექნიკური მომსახურების საწარმოები, აეროდრომები, აეროპორტები, საჰაერო
ხომალდები, მათი ძრავები, სახმელეთო და საავიაციო მოწყობილობები, სააერნაოსნო მომსახურების (გარდა
საძებნ-სამაშველო მომსახურებისა) საწარმოები, საავიაციო სასწავლო დაწესებულებები, საავიაციო პერსონალი,
საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოები და მათი ტექნიკური პერსონალი, სხვა იურიდიული და
ფიზიკური პირები, რომელთა საქმიანობა უშუალოდ არის დაკავშირებული სამოქალაქო ავიაციის
უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან, ექვემდებარებიან სერტიფიცირებას. სერტიფიკატი ადასტურებს ფრენის
უსაფრთხოების მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.
2. სამოქალაქო ავიაციაში სერტიფიცირების წესებს ადგენს და სერტიფიცირებას ახორციელებს სააგენტო
„საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციისა და მისი დანართების და
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. სერტიფიცირებულ სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სააერნაოსნო მომსახურების განმახორციელებლად
ნიშნავს სააგენტო.
31
მუხლი 57. სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება, შეცვლა ან გაუქმება
1. სააგენტო უფლებამოსილია შეამოწმოს და სახელმწიფოებრივი ინტერესებისა და ფრენის
უსაფრთხოების მოთხოვნათა გათვალისწინებით შეაჩეროს, შეცვალოს ან გააუქმოს გაცემული სერტიფიკატი
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. (22.02.2011. N4217 ამოქმედდეს 2011 წლის 15 აპრილიდან)
2. ეს გადაწყვეტილება სერტიფიკატის მფლობელს შეუძლია გაასაჩივროს საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 59. საავიაციო საქმიანობის ნებართვა(1.12.2009. N2177 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 45-ე დღეს)
1.
არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა ან საავიაციო სამუშაოები
ხორციელდება შესაბამისად სააგენტოს მიერ გაცემული არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანაგადაზიდვის ნებართვის ან საავიაციო სამუშაოების წარმოების ნებართვის საფუძველზე. (22.02.2011. N4217
ამოქმედდეს 2011 წლის 15 აპრილიდან)
2.
საჰაერო გადამყვან-გადამზიდველს ეკრძალება ნებართვით გათვალისწინებული უფლებების
განხორციელება, თუ მას არ გააჩნია მოქმედი ექსპლუატანტის სერტიფიკატი.
3. სააგენტო გასცემს:
ა) არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვას;
ბ) საავიაციო სამუშაოების წარმოების ნებართვას. (22.02.2011. N4217 ამოქმედდეს 2011 წლის 15
აპრილიდან)
4. სააგენტო ნებართვას გასცემს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად. (22.02.2011. N4217 ამოქმედდეს 2011 წლის 15 აპრილიდან)
თ ა ვ ი XII
ქონებრივი პასუხიმგებლობა საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისა
და საავიაციო სამუშაოების შესრულების დროს
მუხლი 75. გადამყვან-გადამზიდველის ქონებრივი პასუხისმგებლობის ზოგადი
პირობები
1. საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვისას გადამყვან - გადამზიდველის პასუხიმგებლობა
განისაზღვრება ამ კოდექსით, საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს მიერ უცხო
სახელმწიფოებთან დადებული ხელშეკრულებებით.
2. შიდა გადაყვანა-გადაზიდვისას გადამყვან-გადამზიდველის ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხი
განისაზღვრება ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.
3. გადამყვან-გადამზიდველის ქონებრივი პასუხიმგებლობა მგზავრების წინაშე, გარდა ამ კოდექსისა,
განისაზღვრება მგზავრების გადაყვანის, ტვირთისა და ბარგის გადაზიდვის წესებით.
4. გადამყვან-გადამზიდველი თავისუფლდება პასუხიმგებლობისაგან, თუ იგი ვერ შეასრულებს (ან
არასათანადოდ შეასრულებს) ნაკისრ ვალდებულებებს დაუძლეველი ძალით გამოწვეულ გარემოებათა გამო.
მუხლი 77. გადამყვან-გადამზიდველის ქონებრივი პასუხისმგებლობა
მგზავრის გარდაცვალების ან მისი ჯანმრთელობის მოშლის
შემთხვევაში
1. გადამყვან - გადამზიდველი პასუხს აგებს ზარალზე, რომელიც გამოწვეულია მგზავრის
გარდაცვალებით, დასახიჩრებით ან სხეულის სხვაგვარი დაზიანებით, თუ უბედური შემთხვევა მოხდა
აეროპორტის სახზედამხედველო არეში ან საჰაერო ხომალდზე.
2. გადამყვან-გადამზიდველის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
3. თუ გადამყვან-გადამზიდველი დაამტკიცებს, რომ მგზავრის გარდაცვალება ან ჯანმრთელობის
სხვადასხვაგვარი მოშლა გამოწვეულია თვით დაზარალებულის მიზეზით, იგი თავისუფლდება
პასუხისმგებლობისაგან.
მუხლი 78. გადამყვან-გადამზიდველის ქონებრივი პასუხისმგებლობა
ტვირთის, ბარგის ან მგზავრის პირადი ნივთების მთლიანად
ან ნაწილობრივ დაკარგვის, დაზიანების ან დაგვიანებით
32
გადაზიდვის შემთხვევაში
1. გადამყვან-გადამზიდველი პასუხს აგებს ტვირთის, ბარგის ან მგზავრის პირადი ნივთების მთლიანად
ან ნაწილობრივ დაკარგვის, დაზიანების ან დაგვიანებით გადაზიდვის შემთხვევაში საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. გადამყვან-გადამზიდველის პასუხისმგებლობა დგება იმ შემთხვევაში, თუ იგი ვერ დაამტკიცებს, რომ
ყველა ზომა მიიღო ზარალის თავიდან ასაცილებლად ან მისი თავიდან აცილება შეუძლებელი იყო. ასეთი
მტკიცებულებათა წარდგენამდე მიიჩნევა, რომ ტვირთის, ბარგის ან მგზავრის პირადი ნივთების მთლიანად ან
ნაწილობრივ დაკარგვა, დაზიანება ან დაგვიანებით გადაზიდვა მოხდა გადამყვან - გადამზიდველის მიზეზით.
3. გადამყვან-გადამზიდველი თავისუფლდება პასუხიმგებლობისაგან, თუ დაგვიანებით გადაზიდვა
გამოწვეულია მეტეოროლოგიური პირობებით ან დაუძლეველი ძალის გარემოებებით.
მუხლი 79. გადამზიდველი პასუხისმგებლობა საფოსტო გზავნილების
მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვის, დაზიანების ან
დაგვიანებით გადაზიდვის შემთხვევაში
გადამზიდველის მიზეზით საფოსტო გზავნილების მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვის, დაზიანების
ან დაგვიანებით გადაზიდვის შემთხვევაში, იგი პასუხს აგებს კავშირგაბულობის უწყების წინაშე იმ ოდენობით,
რასაც ითვალისწინებს აღნიშნული უწყების პასუხისმგებლობა გამგზავნთა ან ადრესატთა მიმართ
კავშირგაბმულობის წესდებისა და მსოფლიო საფოსტო კავშირის აქტების შესაბამისად.
მუხლი 80. პასუხისმგებლობა საავიაციო სამუშაოების
შესრულებისას მიყენებული ზარალისათვის
საავიაციო სამუშაოების შესრულებისას მიყენებული ზარალისათვის ქონებრივი პასუხისმგებლობა
ეკისრება ექსპლუატანტს, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 81. ქონებრივი პასუხისმგებლობა მესამე პირისათვის
მიყენებული ზარალისათვის
მიწის ზედაპირზე მყოფი იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის ზიანის მიყენების შემთხვევაში
მათ უფლება აქვთ მოითხოვონ ზარალის ანაზღაურება, თუ დაამტკიცებენ, რომ ზიანი გამოწვეულია ჰაერში
მყოფი საჰაერო ხომალდიდან გადმოვარდნილი საგნით ან ფიზიკური პირით. გადამყვან-გადამზიდველი
თავისუფლდება პასუხისბისაგან, თუ ზარალი არ არის საავიაციო შემთხვევის პირდაპირი შედეგი ან თუ ეს
ზარალი გამოწვეულია საჰაერო მოძრაობის წესების დაცვით შესრულებული გადაფრენის შედეგად.
ამ მუხლთან მიმართებაში, სჰაერო ხომალდი ჰაერში მყოფად ითვლება ასაფრენად ძრავის ამუშავებიდან
დაფრენის შემდეგ მის გამორთვამდე.
მუხლი 82. ქონებრივი პასუხისმგებლობა საჰაერო ხომალდების
შეტაკების შედეგად გამოწვეული ზარალისათვის
1. ორი ან მეტი საჰაერო ხომალდის შეტაკებისას (ან მის გარეშე) ხომალდის დაზიანების შემთხვევაში
მათი მფლობელები პასუხს აგებენ შემდეგი წესით:
ა) ერთ-ერთი მხარის მიზეზით გამოწვეული ზარალი ანაზღაურდება მის მიერ სრული ოდენობით;
ბ) ორი ან მეტი მხარის მიზეზით გამოწვეული ზარალი ანაზღაურდება თანაბრად, თუ შეუძლებელია
მათი ბრალეულობის ფარგლების განსაზღვრა.
2. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბრალის არარსებობის მიუხედავად, გადამყვანგადამზიდველი პასუხს აგებს მგზავრის გარდაცვალების, მისი ჯანმრთელობის მოშლის ან ხომალდზე მყოფი
მესამე პირის ქონებისათვის ზარალის მიყენებისათვის. ამ შემთხვევაში მას უფლება აქვს ბრალეული მხარისაგან
მოითხოვოს ზარალის ანაზღაურება რეგრესის წესით.
მუხლი 83. ქონებრივი პასუხისმგებლობა საჰაერო ხომალდების შეტაკების
შედეგად მესამე პირისათვის მიყენებული ზარალისათვის
საჰაერო ხომალდების შეტაკების შედეგად გამოწვეული, აგრეთვე, ჰაერში მყოფი ხომალდით მესამე
პირისათვის მიყენებული ზიანი მთლიანად ანაზღაურდება გადამყვან-გადამზიდველის მიერ, მაგრამ არა
უმეტეს იმ ფარგლებისა, რაც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო
33
სამართლებრივი ნორმებით. ამ მუხლთან მიმართებაში, საჰაერო ხომალდი ჰაერში მყოფად ითვლება ასაფრენად
ძრავის ამუშავებიდან დაფრენის შემდეგ მის გამორთვამდე.
მუხლი 84. კომერციული აქტის შედგენა
1. გადაყვან-გადაზიდვის მონაწილე მხარეთა ქონებრივი პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი
გარემოებები დასტურდება კომერციული აქტით.
2. კომერციული აქტის შედგენის წესი განისაზღვრება სააგენტოს მიერ დადგენილი გადაყვანაგადაზიდვის წესის შესაბამისად. (22.02.2011. N4217 ამოქმედდეს 2011 წლის 15 აპრილიდან)
3. კომერციული აქტი დგება ტვირთის, ბარგის ან საფოსტო გზავნილების გაცემისა და ადასტურებს:
ა) ტვირთის და საფოსტო გზავნილების დასახელების, წონის (მასის) ან ადგილების რაოდენობის
შეუსაბამობას სატრანსპორტო საბუთებთან;
ბ) ტვირთის, ბარგის, საფოსტო გზავნილების მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვას ან დაზიანებას;
გ) უსაბუთო ტვირთის, ბარგის ან საფოსტო გზავნილების გამოვლენას, აგრეთვე საბუთების აღმოჩენის
ტვირთის, ბარგის ან საფოსტო გზავნილების გარეშე.
მუხლი 85. პრეტენზიის წარდგენის წესი
1. მგზავრის გადაყვანასთან, ბარგის, ტვირთის ან საფოსტო გზავნილების გადაზიდვასთან
დაკავშირებული სარჩელის წარდგენამდე, გადამყვან-გადამზიდველს უნდა წარედგინოს პრეტენზია, გარდა იმ
შემთხვევებისა, რომლებიც დაკავშირებულია მგზავრის ჯანმრთელობის მოშლასთან ან მის გარდაცვალებასთან.
2. პრეტენზიის განმცხადებლის შეხედულებისამებრ გადამყვან-გადამზიდველს პრეტენზია შეიძლება
წარედგინოს გაგზავნის ან დანიშნულების აეროპორტში.
მუხლი 86. პრეტენზიისა და სარჩელის წარდგენის უფლების მქონე პირები
1. გადამყვან-გადამზიდველისადმი პრეტენზიისა და სარჩელის წარდგენის უფლებით სარგებლობენ:
ა) ბარგის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვის, დაზიანების ან დაგვიანების გადაზიდვის შემთხვევაში
- მგზავრი, მის მიერ უფლებამოსილი პირი ან მემკვიდრე საბარგო ქვითრისა და კომერციული აქტის წარდგენის
პირობით;
ბ) მგზავრის პირადი ნივთების მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში მგზავრი, მის მიერ უფლებამოსილი პირი ან მისი მესაკუთრე.
გ) ტვირთის მთლიანად დაკარგვის შემთხვევაში -ტვირთის მიმღები ან გამგზავნი, მასზე გაცემული
სატვირთო ზედნადების წარდგენის პირობით;
დ) ტვირთის ნაწილობრივ დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში - მიმღები ან გამგზავნი, სატვირთო
ზედნადებისა და კომერციული აქტის წარდგენის პირობით;
ე) ტვირთის დაგვიანებით გადაზიდვის შემთხვევაში-მიმღები ან გამგზავნი, სატვირთო ზედნადების
წარდგენის პირობით;
ვ) საფოსტო გზავნილების დაგვიანებით გადაზიდვის, მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვის ან
დაზიანების შემთხვევაში - საფოსტო გზავნილების გაგზავნის ან დანიშნულების პუნქტის საფოსტო
დაწესებულება;
ზ) გადამყვან-გადამზიდველის ინიციატივით გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულების მოშლის
შემთხვევაში - მგზავრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, ავიაბილეთის წარდგენის პირობით.
2. კომერციული აქტის უქონლობა არ იწვევს პრეტენზიასა და სარჩელის წარდგენის უფლების
დაკარგვას, თუ დამტკიცდება, რომ გადამყვან-გადამზიდველი ორგანიზაციის მუშაკებმა კომერციული აქტის
შედგენაზე უარი განაცხადეს და მათი მოქმედება გასაჩივრებული იყო გამგზავნის ან მიმღების მიერ.
მუხლი 87. გადაყვანა-გადაზიდვების პრეტენზიის წარდგენის ვადა
1. გადამყვან-გადამზიდველის მიმართ პრეტენზია შეიძლება წარდგენილ იქნეს 6 თვის განმავლობაში,
აღნიშნული ვადა გამოითვლება:
ა) ტვირთის მთლიანად დაკარგვის გამო წარდგენილ პრეტენზიებზე - ტვირთის ჩატანის ვადის
გასვლიდან ათი დღის შემდეგ;
ბ) ტვირთის ნაწილობრივ დაკარგვის, დაზიანების ან დაგვიანებით გადაზიდვის გამო წარდგენილ
პრეტენზიებზე - მისი ჩატანის ან კომერციული აქტის შედგენის დღიდან;
გ) ბარგის ან საფოსტო გზავნილების მთლიანად დაკარგვის გამო წარდგენილ პრეტენზიებზე - ჩატანის
ვადის გასვლის დღიდან;
34
დ) ბარგის ან საფოსტო გზავნილების ნაწილობრივ დაკარგვის, დაზიანების ან დაგვიანებით
გადაზიდვის გამო წარდგენილ პრეტენზიებზე - მათი ჩატანის ან კომერციული აქტის შედგენის დღიდან;
ე) სხვა დანარჩენ შემთხვევაში - იმ გარემოებათა დადგომის დღიდან, რომლებიც პრეტენზიის
წარდგენის საფუძველს იძლევა.
2. გადამყვან-გადამზიდველს უფლება აქვს განსახილველად მიიღოს დაგვიანებით წარდგენილი
პრეტენზია, თუ საპრეტენზიო ვადის გადაცილების მიზეზს საპატიოდ მიიჩნევს.
მუხლი 88. პრეტენზიის წარდგენის ვადა საერთაშორისო
გადაყვანა-გადაზიდვების დროს
1. ბარგის ან ტვირთისათვის ზიანის მიყენების შემთხვევაში მიმღებს უფლება აქვს, ზარალის
გამოვლენისთანავე, გადამყვან-გადამზიდველს წარუდგინოს პრეტენზია წერილობითი ფორმით, მაგრამ არა
უგვიანეს შვიდი დღისა ბარგის მიღებიდან და თოთხმეტი დღისა ტვირთის მიღებიდან.
2. ბარგის ან ტვირთის დაგვიანებით გადაზიდვისას პრეტენზია შეიძლება წარედგინოს ბარგის
(ტვირთის) გაცემიდან ოცდაერთი დღის განმავლობაში.
3. ბარგის (ტვირთის) და საფოსტო გზავნილების მთლიანად დაკარგვისას, გადამყვან - გადამზიდველის
მიმართ პრეტენზიის წარდგენა შეიძლება დანიშნულების ადგილზე საჰაერო ხომალდის ჩაფრენიდან ან
გადაყვანა - გადაზიდვის შეწყვეტიდან თვრამეტი თვის განმალობაში.
4. აღნიშნულ ვადებში წერილობითი პრეტენზიის წარუდგენლობის შემთხვევაში, დაინტერესებული
პირი კარგავს გადამყვან-გადამზიდველისადმი სარჩელის წარდგენის უფლებას.
მუხლი 89. პრეტენზიის განხილვის ვადა
გადამყვან-გადამზიდველი ვალდებულია განიხილოს პრეტენზია და პასუხი აცნობოს განმცხადებელს
პრეტენზიის მიღებიდან სამი თვის ვადაში პირდაპირი შერეული წესით გადაზიდვისას - ექვსი თვის ვადაში.
მუხლი 90. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და გადაყვანა-გადაზიდვასთან დაკავშირებული საქმეების
სასამართლო წესით განხილვა
საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვასთან დაკავშირებული სარჩელი შეიძლება აღიძრას შესაბამის სასამართლო
ორგანოებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჰაერო ხომალდის ჩამოფრენის ან
გადაყვანა-გადაზიდვის შეწყვეტის დღიდან არა უგვიანეს ექვსი თვის ვადაში.
მუხლი 91. საავიაციო სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით
პრეტენზიის წარდგენის ვადა
საავიაციო სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებული პრეტენზიის წარდგენა შეიძლება ამ
სამუშაოებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების გამოვლენიდან ექვსი თვის ვადაში.
თ ა ვ ი XIII
სამოქალაქო პასუხისმგებლობის მოვალეობის დაზღვევა
მუხლი 93. სამოქალაქო პასუხისმგებლობის მოვალეობის
ფარგლები და დაზღვევის სავალდებულოობა
1. საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების შემთხვევაში სამოქალაქო საჰაერო ხომალდის
ექსპლუატანტი ვალდებულია დააზღვიოს საკუთარი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მოვალეობა იმ შესაძლო
ზარალის გამო, რაც შეიძლება განიცადოს ეკიპაჟის წევრმა, მგზავრმა, ტვირთის ან საფოსტო გზავნილების
გამგზავნმა (მიმღებმა) ან მესამე პირმა.
2. სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სამოქალაქო პასუხისმგებლობის მოვალეობის
დაზღვევის ფარგლებსა და სავალდებულო სახეობებს განსაზღვრავს სააგენტო საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად. (22.02.2011. N4217 ამოქმედდეს 2011 წლის 15 აპრილიდან)
3. ამ მუხლის მიზნებისათვის სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი არის ფიზიკური ან
იურიდიული პირი, რომელიც ფლობს საჰაერო ხომალდს (ახორციელებს საჰაერო ხომალდის მართვის
კონტროლს) საავიაციო შემთხვევის დროს. (25.05.2006 N 3185)
35
მუხლი 94. სამოქალაქო პასუხისმგებლობის მოვალეობის დაზღვევის წესების შესრულების სახელმწიფო
ზედამხედველობა (22.02.2011. N4217 ამოქმედდეს 2011 წლის 15 აპრილიდან)
სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სამოქალაქო პასუხისმგებლობის მოვალეობის
დაზღვევის წესების შესრულების სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტო.
მუხლი 95. დაზღვევა საავიაციო სამუშაოების შესრულების დროს
1. დამკვეთი ვალდებულია საკუთარი მუშაკები და მესამე პირები, რომლებიც საავიაციო სამუშაოების
შესრულებისას უზრუნველყოფენ ტექნოლოგიურ პროცესებს, აგრეთვე ის პირები, რომლებიც გადაყავთ
დამკვეთის მოთხოვნით სამგზავრო ბილეთის შეუძენლად.
2. ექსპლუატანტი ვალდებულია დააზღვიოს საკუთარი პასუხისმგებლობა საავიაციო სამუშაოების
შესრულებასთან დაკავშირებული შესაძლო ზარალის ანაზღაურების მიზნით.
თ ა ვ ი XIV
სამოქალაქო ავიაციის უშიშროების უზრუნველყოფა
მართლსაწინააღმდეგო ქმედობისას
მუხლი 96. სამოქალაქო ავიაციის უშიშროების წინააღმდეგ
მიმართული ქმედობანი
1. სამოქალაქო ავიაციის უშიშროების წინააღმდეგ მიმართულ ქმედობად მიიჩნევა:
ა) ერთი ან რამდენიმე პირის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ძალადობრივი მოქმედება ან მისი
განხორციელების მუქარა, რაც მიმართულია საჰაერო ხომალდის, მგზავრების, ეკიპაჟის წევრების, აეროპორტის
ობიექტების, სახმელეთო პერსონალის წინააღმდეგ და საფრთხეს უქმნის ფრენის უშიშროებას, ადამიანთა
სიცოცხლესა და ჯანმრთელობას;
ბ) ტერორისტული ან სხვაგვარი ძალადობრივი მოქმედება ან მისი განხორციელების მუქარა
მგზავრების, ეკიპაჟის წევრებისა და მესამე პირთა წინააღმდეგ, როგორც ხომალდის ფრენის, ასევე მისი მიწაზე
ყოფნის დროს; აეროპორტებში, სანაოსნო და კავშირგაბმულობის სახმელეთო ობიექტებზე განაგებული
მოწყობილობების დაზიანება, რაც მიზნად ისახავს საჰაერო ხომალდის ხელში ჩაგდებისა და გატაცებას,
პოლიტიკური ან სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილებას, დეზორგანიზაცია შეაქვს საჰაერო გადაყვანაგადაზიდვისა და საავიაციო სამუშაოების შესრულების უზრუნველყოფაში, რამაც შეიძლება უარყოფითად
იმოქმედოს ფრენის უშიშროებაზე;
გ) საჰაერო ხომალდზე ისეთი მოწყობილობების ან ნივთიერებების განლაგება, რომლებმაც შეიძლება
დაშალოს ან დააზიანოს იგი, დამღუპველი ზემოქმედება მოახდინოს მგზავრებსა და ეკაპაჟის წევრებზე;
დ) საჰაერო ხომალდის დაზიანება, რაც ფრენის უშიშროებას ემუქრება;
ე) მიწაზე ან ჰაერში მყოფი საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის კაბინაში შეღწევა;
ვ) საჰაერო ხომალდების, საავიაციო ობიექტების, სატრანსპორტო, საინჟინროტექნიკური და სხვა
საკომუნიკაციო საშუალებების მუშაობის შეფერხება, რაც არღვევს სამოქალაქო ავიაციის ჩვეულ და უსაფრთხო
მოქმედებას;
ზ) ცრუ მონაცემების განზრახ შეტყობინება, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას საჰაერო ხომალდის
ფრენას ან გამოიწვიოს მისი შეფერხება.
მუხლი 97. მართლსაწინააღმდეგო ქმედობისას სამოქალაქო ავიაციის
უშიშროების უზრუნველყოფა
1. მართლსაწინააღმდეგო ქმედებისას სამოქალაქო ავიაციის უშიშროებას თავიანთი კომპეტენციის
ფარგლებში უზრუნველყოფენ სააგენტო და ავიასაწარმოების საავიაციო უშიშროების სამსახურები. (22.02.2011.
N4217 ამოქმედდეს 2011 წლის 15 აპრილიდან).
2. მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების უზრუნველყოფა
ხორციელდება:
ა) მგზავრების მომსახურებისას, ბარგის, ტვირთისა და საფოსტო გზავნილების გადაზიდვისას
საავიაციო უშიშროების ღონისძიებების მიღებით;
ბ) აეროდრომების საავიაციო ტექნიკისა და აეროპორტების განსაკუთრებული მნიშვნელობის
ობიექტების დაცვით;
გ) აეროპორტების საზედამხედველო არეში საშვებისა და შიდასაობიექტო რეჟიმის შემოღებით;
36
დ) მართლსაწინააღმდეგო ქმედობების აღმკვეთი ზომების მიღებით, ძალისმიერი ხერხის გამოყენებით;
ე) მომეტებული საფრთხისა და საგანგებო შემთხვევების დროს - უშიშროების საგანგებო ზომების
მიღებით;
ვ) შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ განსკუთრებული ღონისძიებების განხორციელებით.
მუხლი 98. მგზავრის ხელბარგის, ბარგის და მისი პირადი
სავალდებულო შემოწმება
1. აეროპორტებში მგზავრის ხელბარგის, ბარგისა და მისი პირადი სავალდებულო შემოწმება
ხორციელდება ფრენის უშიშროების,მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის,
საჰაერო ხომალდების გატაცების, მათში ფეთქებადი, სწრაფაალებადი რადიოაქტიური ნივთიერებების,
იარაღის, ტყვია-წამლისა და სხვა სახიფათო ნივთიერებების და საგნების უკანონო შეტანის აღკვეთის მიზნით.
2. აეროპორტში ან საჰაერო ხომალდზე შემოწმებას ახორციელებს საავიაციო უშიშროების სამსახური.
3. თუ მგზავრი შემოწმებაზე უარს განაცხადებს, გადამყვან-გადამზიდველს უფლება აქვს გააუქმოს
მასთან დადებული გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულება. 4. ძალადობრივი მოქმედების განხორციელების
თაობაზე ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, ჰაერში მყოფი ხომალდის მეთაურის გადაწყვეტილებით, მგზავრი
ან მისი ხელბარგი შეიძლება შემოწმდეს დამატებით.
5. ამ მუხლთან მიმართებაში საჰაერო ხომალდი ჰაერში მყოფად ითვლება ჩასხდომა - ჩატვირთვის
შემდეგ მისი ყველა გარე კარის დაკეტვიდან, ჩამოსვლა-გადმოტვირთვის მიზნით ერთ-ერთი კარის გაღებამდე.
6. აეროპორტებში და საჰაერო ხომალდებზე მგზავრების შემოწმება ხდება მართლსაწინააღმდეგო
ქმედობებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის
შესაბამისად.
მუხლი 106. უცხო სახელმწიფოების საძებნ-სამაშველო
რაზმების დაშვება საქართველოს ტერიტორიაზე
1. საქართველოსთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე მის ტერიტორიაზე დაიშვებიან უცხო
სახელმწიფოების საძებნ-სამაშველო რაზმები.
2. ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოების
საძებნ-სამაშველო რაზმების დაშვების ნებართვას იძლევა საქართველოს მთავრობა. (06.09.2013. N1038
ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს
პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან)
მუხლი 110. საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევა (12.06.2012. N6435 ამოქმედდეს
გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)
1. სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარი საავიაციო შემთხვევისა და სერიოზული ინციდენტის
სამსახურებრივ მოკვლევას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
2. სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარ იმ ინციდენტს, რომელშიც არ იკვეთება საავიაციო
შემთხვევის ან სერიოზული ინციდენტის დადგომის მაღალი ალბათობა, იკვლევს საჰაერო ხომალდის
ექსპლუატანტი ან/და ავიასაწარმო და მოთხოვნის შემთხვევაში მოკვლევის ანგარიშს წარუდგენს სააგენტოსა და
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. (12.07.2013. N822)
3. საქართველოს სახელმწიფო ავიაციაში მომხდარი საავიაციო შემთხვევისა და ინციდენტის (მათ შორის,
სერიოზული ინციდენტის) სამსახურებრივ მოკვლევას ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
კომისია.
4. ექსპერიმენტულ ავიაციაში მომხდარი საავიაციო შემთხვევისა და ინციდენტის მოკვლევას
ახორციელებს შესაბამისი საუწყებო კომისია.
5. ისეთი საავიაციო შემთხვევისა და ინციდენტის მოკვლევისას, რომლებიც სხვადასხვა უწყების
ინტერესებს შეეხება, საქართველოს მთავრობამ შეიძლება შექმნას საუწყებათაშორისო კომისია. (06.09.2013.
N1038 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან)
6. უცხო სახელმწიფოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდზე მომხდარი საავიაციო შემთხვევისა და
სერიოზული ინციდენტის მოკვლევის უფლება შეიძლება ურთიერთშეთანხმებით, მთლიანად ან ნაწილობრივ
გადაეცეს დაინტერესებულ სახელმწიფოს ან შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციას.
7. სამოქალაქო საჰაერო ხომალდზე საავიაციო შემთხვევისა და სერიოზული ინციდენტის მოხდენისას
37
შეტყობინება ეგზავნება საჰაერო ხომალდის რეგისტრაციის, ექსპლუატანტის, დამპროექტებლის ან დამზადების
სახელმწიფოებს, რომლებსაც უფლება აქვთ, მოკვლევაში მონაწილეობის მიზნით დანიშნონ უფლებამოსილი
წარმომადგენლები.
8. სამოქალაქო საჰაერო ხომალდზე საავიაციო შემთხვევისა და სერიოზული ინციდენტის მოხდენისას
შეტყობინება ასევე ეგზავნება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას, თუ ამ საჰაერო ხომალდის
მაქსიმალური მასა აღემატება 2250 კილოგრამს ან ეს საჰაერო ხომალდი ტურბოაქტიური თვითმფრინავია.