„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
19.11.2015
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტო"
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/411/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 70 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-11-24
ბიუროს ნომერი 349

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
38 პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. კოდექსის 108-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 108. ფრენის უსაფრთხოების წესების დარღვევა აეროდრომის რაიონში რაიმე ისეთი ნიშნების და მოწყობილობათა განლაგება, რომლებიც აეროდრომის გამოსაცნობი მარკირებული ნიშნებისა და მოწყობილობათა მსგავსია, ან აეროპორტის, აეროდრომის ადმინისტრაციის ნებადაურთველად პიროტექნიკური ნაწარმის დაწვა, ან ისეთი ობიექტების მოწყობა, რომლებიც ხელს უწყობენ ფრინველთა მასობრივ თავმოყრას, ან ლაზერული გამოსხივების მქონე საშუალებების გამოყენება, რაც საშიშია საჰაერო ხომალდის ფრენისათვის, გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე. შენობებსა და ნაგებობებზე ღამის და დღის მარკირებული ნიშნების ან მოწყობილობათა განლაგების წესების შეუსრულებლობა, გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე. სააეროდრომო მოწყობილობის, საჰაერო ხომალდების სააეროდრომო ნიშნების და მათ მოწყობილობათა დაზიანება, გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე. აეროპორტის (აეროვაგზლის გარდა), აეროდრომის, ფრენის რადიო და შუქუზრუნველყოფის ობიექტების ტერიტორიაზე გავლა სათანადო ნებართვის გარეშე, გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე“. მუხლი 2. კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშილი
განმარტებითი ბარათი
39 განმარტებითი ბარათი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანა, კერძოდ, საქართველოს საჰაერო კოდექსის 42-ე მუხლის ახლებურად ჩამოყალიბება, რაც ითვალისწინებს ლაზერული გამოსხივების მქონე მოწყობილობების გამოყენების აკრძალვას აეროდრომის ტერიტორიაზე. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტი მიზნად ისახავს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას აეროდრომის რაიონში ლაზერული გამოსხივების მქონე საშუალებების გამოყენებისთვის, რაც საფრთხეს უქმნის საჰაერო ხომალდის ფრენას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 108-ე მუხლში ჩამოთვლილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩამონათვალს ემატება აეროდრომის რაიონში ლაზერული გამოსხივების მქონე საშუალებების გამოყენება, რაც საშიშია საჰაერო ხომალდის ფრენისათვის. აღნიშნული სამართალდარღვევა გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: აღნიშნული პროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა 40 მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება იქონიებს ფინანსურ შედეგს იმ პირთათვის, ვინც აეროდრომის რაიონში ლაზერული გამოსხივების მქონე საშუალების გამოყენებისთვის დაჯარიმდება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ეხება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას და არც არსებულ ოდენობაში ცვლილების შეტანას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მიერ ვალდებულებების აღებასთან. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს სხვა ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთ დაწესებულებებს და ექსპერტებს კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი შეფასებები კანონპროექტს არ გააჩნია. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტო“. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
41 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 108. ფრენის უსაფრთხოების წესების დარღვევა აეროდრომის რაიონში რაიმე ისეთი ნიშნების და მოწყობილობათა განლაგება, რომლებიც აეროდრომის გამოსაცნობი მარკირებული ნიშნებისა და მოწყობილობათა მსგავსია, ან აეროპორტის, აეროდრომის ადმინისტრაციის ნებადაურთველად პიროტექნიკური ნაწარმის დაწვა, ან ისეთი ობიექტების მოწყობა, რომლებიც ხელს უწყობენ ფრინველთა მასობრივ თავმოყრას, რაც საშიშია საჰაერო ხომალდის ფრენისათვის, გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე. შენობებსა და ნაგებობებზე ღამის და დღის მარკირებული ნიშნების ან მოწყობილობათა განლაგების წესების შეუსრულებლობა, გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე. სააეროდრომო მოწყობილობის, საჰაერო ხომალდების სააეროდრომო ნიშნების და მათ მოწყობილობათა დაზიანება, გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე. აეროპორტის (აეროვაგზლის გარდა), აეროდრომის, ფრენის რადიო და შუქუზრუნველყოფის ობიექტების ტერიტორიაზე გავლა სათანადო ნებართვის გარეშე, გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე.