„გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.12.2015
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი მანანა კობახიძე
ნომერი
#07-3/531/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-12-28
ბიუროს ნომერი 371

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, (www.matsne.gov.ge), №18, 12.04.2010, სარეგისტრაციო კოდი: 010.100.000.05.001.003.962) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-12 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყლიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს პარლამენტი, ხელშეკრულებებისა და საქართველოს საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობის საერთაშორისო შესაბამისად, განსაზღვრავს გენდერულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, უზრუნველყოფს გენდერული თანასწორობის სფეროში საკანონმდებლო ბაზის შექმნასა და განვითარებას, განიხილავს და თანასწორობის ამტკიცებს საკითხებზე შესაბამის სტრატეგიებს, პარლამენტის წინაშე ახორციელებს გენდერული ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობის კონტროლს.“ ბ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს 2. მე-13 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ადგილობრივი საქართველოს ორგანული საერთაშორისო კანონის საქართველოს თვითმმართველობის სხვა საქართველოს კონსტიტუციის, ხელშეკრულებების, საქართველოს ორგანოები შეთანხმებებისა და „ადგილობრივი თვითმმართველობის საკანონმდებლო აქტებისა და კოდექსის“, მუნიციპალიტეტის ამ კანონის, საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისად, შეიმუშავებენ და ახორციელებენ ღონისძიებებს ადგილებზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად.“ ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დამატებულ იქნეს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. მუნიციპალიტეტის საკრებულო მუნიციპალიტეტში გენდერულ საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად ქმნის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს, რომლის შემადგენლობა, სტატუსი, ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტით და მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს შესაბამისი საკრებულო. გ) 11 პუნქტის შემდეგ დამატებულ იქნეს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი: „12. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად საჭირო რეკომენდაციებს ამზადებს გამგეობის/მერიის მოსამსახურე მრჩეველი გენდერული თანასწორობის საკითხებში, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი/მერი.“ მუხლი 2. 1. ეს კანონი გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „გენდერული თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს საქართველოში გენდერული თანასწორობის სფეროში აუცილებელ ღონისძიებათა ინტენსიფიკაციისთვის შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების გაფართოების საჭიროება. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ სახელისუფლებო ორგანოები მაქსიმალურად არიან ორიენტირებულები, ერთი მხრივ, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის რეალიზაციის, ხოლო, მეორე მხრივ, გენდერული თანასწორობის საკითხებში საერთაშორისო- სამართლებრივი სტანდარტების დაცვის თვალსაზრისით, დღის წესრიგში კვლავ რჩება რიგი გამოწვევებისა. შესაბამისად, აუცილებელია მოხდეს საქართველოს პარლამენტის, როგორც გენდერულ სფეროში პოლიტიკის განმსაზღვრელი სახელმწიფო ინსტიტუციის უფლებამოსილებათა დაზუსტება, ისევე, როგორც გადაისინჯოს გენდერული თანასწორობის საბჭოს კომპეტენციები. აგრეთვე, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებში - მუნიციპალიტეტებში მიზანშეწონილია გენდერული თანასწორობის საკითხებს დაეთმოს მეტი ყურადღება, რისთვისაც უპრიანია შესაბამისი საბჭოების ფორმირება და გენდერული თანასწორობის საკითხებში მრჩევლის პოზიციის შემოღება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის შემუშავების მიზანია გენდერული თანასწორობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის ოპტიმიზაცია და მის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესის სტიმულირება. ა.გ) კანონპროექტის არსი კანონპროექტით შემოთავაზებულია გენდერულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრება, რაც უწინარესად გამოიხატება შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნასა და განვითარებაში. აგრეთვე, გენდერული თანასწორობის საკითხებზე ორიენტირებული საკანონმდებლო დონეზე უფლებამოსილების თანასწორობის სტრატეგიების ხდება რეგლამენტაცია საკითხებზე განხილვასა ხსენებული და, ტიპის წინაშე დამტკიცებაში. დოკუმენტების ამავდროულად, პარლამენტის და მიღების ნარჩუნდება გენდერული ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობის მაკონტროლებელი ბერკეტები. ვინაიდან გენდერული თანასწორობის საბჭოს აღარ მოუხდება გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი სამოქმედო გეგმის პარლამენტისთვის დასამტკიცებლად წარდგენა, არამედ, აღნიშნული კომპეტენცია სრულად გადაეცემა საქართველოს მთავრობას, 2017 წლის პირველი იანვრიდან ხდება შესაბამისი ნორმის ამოღება გენდერული თანასწორობის საბჭოს უფლებამოსილებებიდან. გარდა ზემოთქმულისა, კანონპროექტი ითვალისწინებს ადგილობრივ დონეზე გენდერულ საკითხებზე სისტემური მუშაობის მუნიციპალური გენდერული კოორდინირებულ რეჟიმში თანასწორობის საბჭოსთან. მიზნით, თანასწორობის იმუშავებენ შესაბამისი საბჭოების საქართველოს ამავდროულად, ადგილობრივ საკრებულოების მიერ, ჩამოყალიბებას, რომლებიც პარლამენტის გენდერული დონეზე დისკრიმინაციის ფაქტებზე დროული და ეფექტური რეაგირების, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებულია გამგებლის/მერის უფლებამოსილების დაზუსტება, რომლის შესაბამისადაც გამგეობის/მერიის ერთ-ერთ მოსამსახურეს, რომელიც იქნება მრჩეველი გენდერული თანასწორობის საკითხებში, დაევალება ზემოხსენებული ფუნქციის განხორციელება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები დაფინანსდება შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს / გამგეობის/მერიის მოსამსახურის - გენდერული თანასწორობის საკითხებში მრჩევლის საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები დაფინანსდება შესაბამისი ბიუჯეტების მიერ ფინანსური ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალი ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტი ორიენტირებულია ქართულ საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით მაღალი სტანდარტების დამკვიდრებაზე. შესაბამისად, მისი მიღება არ უკავშირდება ფინანსური შედეგების წარმოშობას პირთა იმ ფართო წრისათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. რაც შეეხება მუნიციპალურ დონეზე გენდერული თანასწორობის საკითხებში მრჩევლის თანამდებობის შემოღებას, მისი შრომის ანაზღაურება, ისევე, როგორც ეს ხორციელდება გამგეობის/მერიის სხვა მოსამსახურეთა „ადგილობრივი შემთხვევაში, თვითმმართველობის მოხდება საქართველოს კოდექსი“, „საჯარო ორგანული კანონის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ მიღებული ნორმატიული აქტების შესაბამისად. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დაწესებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ა/ო „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს პარლამენტის წევრი - მანანა კობახიძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრი - მანანა კობახიძე
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 12. 1. საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს გენდერულ სფეროში საკანონმდებლო საკითხების წინასწარ მომზადებას, აღნიშნულთან მიმართებით პარლამენტის გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობის კონტროლს. 2. საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გენდერულ საკითხებზე სისტემური და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად ქმნის გენდერული თანასწორობის საბჭოს, რომლის შემადგენლობა, სტატუსი, ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. 3. გენდერული თანასწორობის საბჭო უფლებამოსილია: ა) შეიმუშაოს და საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა და უზრუნველყოს ამ გეგმის შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი; ბ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობის ანალიზი და შეიმუშაოს წინადადებები კანონმდებლობაში არსებული გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად; გ) უზრუნველყოს საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი საკანონმდებლო აქტების პროექტების ექსპერტიზა გენდერული თანასწორობის შეფასების თვალსაზრისით; დ) შეიმუშაოს და დაგეგმოს ცალკეული ღონისძიებები გენდერული თანასწორობის მიღწევისათვის, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის; ე) შეიმუშაოს და დანერგოს გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისათვის განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემა, შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები; ვ) გამოითხოვოს და მიიღოს გენდერული თანასწორობის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფიდენციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ზ) განიხილოს გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებები, დოკუმენტაცია და სხვა ინფორმაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს მათზე რეაგირება და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები; თ) გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას მოიწვიოს შესაბამის დარგში მომუშავე საერთაშორისო ან ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ან/და ექსპერტები; ი) განახორციელოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. 4. გენდერული თანასწორობის საბჭო წელიწადში ერთხელ საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს საქართველოში გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ, ამზადებს ანგარიშებს გენდერული თანასწორობის საკითხებზე საერთაშორისო დონეზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე; გენდერული თანასწორობის საბჭო უფლებამოსილია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს საქართველოს პარლამენტი საერთაშორისო ურთიერთობებში. 5. გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზაციული სტრუქტურა, მუშაობის წესი და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობა განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულებით. მუხლი 13 1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად შეიმუშავებენ და ახორციელებენ ღონისძიებებს ადგილებზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად. 2. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტები, მუნიციპალური პროგრამები და გეგმები იმგვარად უნდა შემუშავდეს, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაცია. 3. სახელმწიფო ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უწევენ ორგანიზაციულ, საინფორმაციო და სხვა სახის დახმარებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს მათ საქმიანობაში დისკრიმინაციის თავიდან აცილებისა და ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მიზნით.