„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-12-28
ბიუროს ნომერი 371
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანულ კანონში „ადილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.02.2014, სარეგისტრაციო კოდი:
010250000.04.001.016100) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 24-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ბ.თ) ქვეპუნქტი:
„ბ.თ) მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნა, საბჭოს პერსონალური
შემადგენლობისა და დებულების დამტკიცება და მათში ცვლილებების შეტანა.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს ორგანულ კანონში „ადილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტი წარმოადგენს „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის
თანამდევ
პროექტს.
კერძოდ,
ცვლილების
მომზადების
საჭიროება
წარმოიშვა
იმ
გარემოებიდან, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსი“-ს
24-ე
მუხლი
არ
ითვალისწინებს
მუნიციპალიტეტის
საკრებულოსთვის
მუდმივმოქმედი საბჭოს/სამუშაო ჯგუფის ფორმირების შესაძლებლობას, გარდა დროებითი
სამუშაო ჯგუფისა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის
მიზანია
საქართველოს
ორგანული
კანონის
„ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსი“-ს და „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს
კანონის ურთიერთშესაბამისობის უზრუნველყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
პროექტი
ითვალისწინებს
მუნიციპალიტეტის
საკრებულოსთვის
„მუნიციპალური
გენდერული თანასწორობის საბჭოს“ ფორმირების უფლებამოსილების მინიჭებას, რომელიც
ადგილობრივ დონეზე წარმართავს გენდერულ საკითხებზე სისტემურ მუშაობას და
უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს
თემატურ
კოორდინაციას
საქართველოს
პარლამენტის
გენდერული
თანასწორობის
საბჭოსთან.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
კანონპროექტი არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტი არ იწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დაწესებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში
ა/ო „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს
ე) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი - მანანა კობახიძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრი - მანანა კობახიძე
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია,
რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 24. მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილება (ამოქმედდეს 2014
წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების
დღიდან)
1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებებს განეკუთვნება:
ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ორგანიზებისა და
მისი იდენტურობის განსაზღვრის სფეროში:
ა.ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა და გაუქმება,
მათი საზღვრების დადგენა;
ა.ბ) მუნიციპალიტეტის შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის
დადგენის/შეცვლის და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ
შუამდგომლობების წარდგენა;
ა.გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის
სიმბოლოების (გერბის, დროშისა და სხვა სიმბოლოების) დადგენა;
ა.დ) მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და
მინიჭების წესების დადგენა;
ა.ე) ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, ამა თუ იმ ზონის, მიკრორაიონის,
წყაროს, მოედნის, პროსპექტის (გამზირის), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის,
გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადის, ბულვარის, ხეივნის, სკვერის, ბაღის, პარკის,
ტყე-პარკის, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის, სასაფლაოს, პანთეონის, შენობანაგებობის, სატრანსპორტო სისტემის ობიექტის სახელდება;
ბ) ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში:
ბ.ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცება;
ბ.ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის
მოადგილის არჩევა და თანამდებობიდან გადაყენება; (30.07.2014 N 2589)
ბ.გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობისა და
მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება;
ბ.დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შექმნა, კომისიის
თავმჯდომარის არჩევა და თანამდებობიდან გადაყენება, კომისიის პერსონალური
შემადგენლობისა და დებულების დამტკიცება და მათში ცვლილების შეტანა;
ბ.ე) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნა და
გაუქმება, დროებითი სამუშაო ჯგუფის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცება
და მასში ცვლილების შეტანა;
ბ.ვ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულებისა და საშტატო
ნუსხის დამტკიცება;
ბ.ზ)
ამ
კანონით
გათვალისწინებულ
შემთხვევებში
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოსა
და
საერთო
სასამართლოებში
მუნიციპალიტეტის/საკრებულოს წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე
პირის დანიშვნა;
გ)
მუნიციპალიტეტის
აღმასრულებელი
ორგანოების
საქმიანობის
რეგულირებისა და კონტროლის სფეროში:
გ.ა) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოებისა და ამ ორგანოების
თანამდებობის პირების საქმიანობის კონტროლი, მათი ანგარიშების მოსმენა და
შეფასება;
გ.ბ) ამ კანონის შესაბამისად გამგეობის/მერიის და მისი სტრუქტურული
ერთეულების დებულებებისა და საშტატო ნუსხების დამტკიცება;
ამ
კანონით
დადგენილი
წესით
მუნიციპალიტეტის
გ.გ)
გამგებლისთვის/მერისთვის უნდობლობის გამოცხადება;
დ) საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში:
დ.ა) ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი
წესით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება,
დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეტანა, ბიუჯეტის შესრულების კონტროლი
და ბიუჯეტის შესრულების შეფასება;
დ.ბ)
საქართველოს
კანონმდებლობის
შესაბამისად
ადგილობრივი
გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება;
დ.გ) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის
გამგებლის/მერის წარდგინებით, მუნიციპალიტეტის სახელით დადებული
ხელშეკრულების დამტკიცება, აგრეთვე ისეთი გარიგების დადებაზე თანხმობის
მიცემა, რომლის ღირებულება აღემატება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
გადასახდელების 5 პროცენტს; (30.07.2014 N 2589)
დ.დ) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი მაქსიმალური ოდენობის
ფარგლებში მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის თანამდებობრივი სარგოს
განსაზღვრა;
დ.ე)
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
თანამდებობის
პირთა,
მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა და მუნიციპალიტეტის
გამგებლის/მერის წარდგინებით გამგეობის/მერიის თანამდებობის პირთა და სხვა
მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრა საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
საჯარო
მოსამსახურეთა
თანამდებობების
რანგირების სისტემის გათვალისწინებით;
ე) მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში:
ე.ა) მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის წარდგინებით მუნიციპალიტეტის
ქონების მართვისა და განკარგვის წესების, აგრეთვე 50 პროცენტზე მეტი წილობრივი
მონაწილეობით შექმნილი საწარმოს ქონების განკარგვის წესის დადგენა ამ კანონითა
და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით
განსაზღვრული წესით;
ე.ბ) მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის წარდგინებით მუნიციპალიტეტის
შესყიდვების გეგმის დამტკიცება;
ე.გ) საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად
მუნიციპალიტეტის
საკუთრებაში
არსებული
არასასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის, მუნიციპალიტეტის ქონების
საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის დადგენა;
ე.დ) მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის წარდგინებით მუნიციპალიტეტის
ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის
დამტკიცება;
ე.ე) ამ კანონით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის ქონების
სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
ე.ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის
საკუთრებაში არსებული ტყისა და წყლის რესურსების მართვის წესის დადგენა.
2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებებს განეკუთვნება
აგრეთვე ამ კანონის მე-16 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული
მუნიციპალიტეტის სხვა უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებით
გადაწყვეტილებების მიღება, ასევე ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო
და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს
რეგლამენტით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებები.
3. თუ ეს კანონი ან საქართველოს კანონმდებლობა არ განსაზღვრავს
მუნიციპალიტეტის
საკუთარი
ან
დელეგირებული
უფლებამოსილების
განხორციელებისთვის პასუხისმგებელ მუნიციპალიტეტის ორგანოს, აღნიშნულ
უფლებამოსილებას
ახორციელებს
მუნიციპალიტეტის
საკრებულო
ან
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დავალებით − მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი.
4. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ის უფლებამოსილება, რომელიც ამ
კანონით ან საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრულია, როგორც
მუნციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილება, არ შეიძლება გადაეცეს სხვა
ორგანოს ან თანამდებობის პირს, თუ კანონი უშუალოდ არ ითვალისწინებს მისი
გადაცემის შესაძლებლობას.