„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
29.01.2016
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/447/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 68 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-02-08
ბიუროს ნომერი 374

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №1(8), 1999 წელი, მუხ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-9 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი: ,,მუხლი 91. აუდიტის კომიტეტი 1. ანგარიშვალდებული საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოში, იქმნება აუდიტის კომიტეტი, რომელმაც კონტროლი უნდა გაუწიოს ემიტენტის ფინანსური ანგარიშგების უტყუარობას, უზრუნველყოს შიდა კონტროლის სისტემის ეფექტურობა და შიდა აუდიტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დამოუკიდებლობა, და ასევე წარმართოს გარე აუდიტორთან ურთიერთობა. კომიტეტის წევრი შეიძლება იყოს, როგორც ანგარიშვალდებული საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ასევე სხვა პირი (მათ შორის საწარმოს თანამშრომელი), ამასთან, კომიტეტის სულ მცირე ერთი წევრი უნდა იყოს სამეთვალყურეო საბჭოს, ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-22 პუნქტით განსაზღვრული, დამოუკიდებელი წევრი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება კომერციულ ბანკებზე, რომელთა საქმიანობა რეგლამენტირდება საქართველოს კანონით „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ.“. 2. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. წლიური ანგარიში დგება ყოველი სამეურნეო წლისათვის. იგი უნდა შეიცავდეს: ინფორმაციას ემიტენტის, მისი საქმიანობის, მმართველი ორგანოს წევრთა და იმ პირთა შესახებ, რომლებიც აქციონერთა კრებაზე ფლობენ ან აკონტროლებენ ხმების მნიშვნელოვან წილს, ასევე ინფორმაციას ანგარიშვალდებული საწარმოს დირექტორების მიერ საწარმოდან მიღებული შემოსავლების სქემების შესახებ, აუდიტორის მიერ დადასტურებულ ფინანსურ ანგარიშებს; სააგენტოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული ფორმით მოცემულ სხვა ინფორმაციას. წლიური ანგარიშის მომზადება აუცილებელია პირველივე სამეურნეო წლიდან, მას შემდეგ, რაც საწარმო გახდა ანგარიშვალდებული საწარმო. ანგარიშვალდებული საწარმო ვალდებულია სააგენტოს წარუდგინოს წლიური ანგარიში ყოველი სამეურნეო წლის დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს 15 მაისისა. წლიურ ანგარიშს ამ პუნქტში აღნიშნული ვადების დაცვით წარადგენს ის საწარმოც, რომელიც ანგარიშვალდებული საწარმო გახდა სამეურნეო წლის განმავლობაში.“. 3. მე-11 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 111 მუხლი: „მუხლი 111. საანგარიშგებო მოთხოვნები დირექტორების შემოსავლების შესახებ ანგარიშვალდებული საწარმოს აქციონერს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია ანგარიშვალდებული საწარმოს დირექტორების მიერ საწარმოდან მიღებული შემოსავლების სქემების შესახებ.“. მუხლი 2 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის 1-ლი მუხლი ამოქმედდეს 2016 წლის 15 მაისიდან. ამოქმედდეს
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი; კანონპროექტის მიღების მიზეზია სამეწარმეო გარემოს შემდგომი გაუმჯობესება ანგარიშვალდებული საწარმოს ანგარიშგების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით და შიდა კონტროლოს სისტემის ეფექტურობის ზრდით, ასევე, მენეჯმენტის მიერ საწარმოდან მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფით. ცვლილებების შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ქვეყნის სამეწარმეო და საინვესტიციო გარემო და უზრუნველყოფილ იქნება საწარმოებში მმართველობის, აუდიტისა და კონტროლის სისტემის გაუმჯობესება და გამჭვირვალობა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი; კანონპროექტის მიღების მიზანია ერთის მხრივ სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება ხოლო მეორეს მხრივ, საწარმოს ანგარიშგების და კონტროლის ეფექტურობის გაუმჯობესება, აუდიტის სისტემის დამოუკიდებლობის ზრდა, ასევე, აქციონერთა უფლების ზრდა და სამეწარმეო ურთიერთობების მეტი გამჭვირვალეობა და მმართველობის გაუმჯობესება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: • ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ კანონს ემატება ახალი ნორმა, რომლის მიხედვითაც - ანგარიშვალდებული საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოში იქმნება აუდიტის კომიტეტი, რომელმაც კონტროლი უნდა გაუწიოს ემიტენტის ფინანსური ანგარიშგების უტყუარობას, უზრუნველყოს შიდა კონტროლის სისტემის ეფექტურობა და შიდა აუდიტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დამოუკიდებლობა და ასევე წარმართოს გარე აუდიტორთან ურთიერთობა. კომიტეტის სულ მცირე ერთი წევრი უნდა იყოს სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი, რომლის დამოუკიდებლობაც განისაზღვრება ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის 22 პუნქტით. აღნიშნული ცვლილება არ გავრცელდება კომერციულ ბანკებზე, რომელთა საქმიანობა რეგლამენტირდება საქართველოს კანონით „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ • ცვლილების თანახმად - ანგარიშვალდებული საწარმოს ყოველი სამეურნეო წლისათვის შემდგარი ანგარიში, სხვა საკითხებთან ერთად უნდა შეიცავდეს ინფორმაციას აღნიშნული საწარმოს დირექტორების მიერ საწარმოდან მიღებული შემოსავლების სქემების შესახებ რითაც უზრუნველყოფილ იქნება სამეწარმეო ურთიერთობების მეტი გამჭვირვალობა. • გარდა ამისა ანგარიშვალდებული საწარმოს აქციონერს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია ანგარიშვალდებული საწარმოს დირექტორების მიერ საწარმოდან მიღებული შემოსავლების სქემების შესახებ. • აღსანიშნავია, რომ საწარმოებს წარმოდგენილ ცვლილებებთან მიმართებით ადაპტაციის მიზნით მიეცემათ შესაბამისი ვადა. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო; კანონპროექტის მიღება არ გამოწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; კანონპროექტის მიღება არ გამოწვევს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდას ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები; კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღების აუცილებლობას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება; კანონპროექტი არ იქონიებს ფინანსურ შედეგს იმ პირებზე, რომლებზედაც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება და ხელს შეუწყობს მათ საქმიანობას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან; კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; კანონპროექტის შემუშავების პროცესში კონსულტაციები იქნა გამართული 2015 წლის 20 აპრილის #829 განკარგულების საფუძველზე, პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით ინვესტორთა საბჭოს და მსოფლიო ბანკისა და საქართველოს საფონდო ბირჟის წარმომადგენლებთან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონრპექტით შედის ცვლილება მუხლი 11. პერიოდული საანგარიშგებო მოთხოვნები 1. ანგარიშვალდებული საწარმო ვალდებულია მოამზადოს და სააგენტოს წარუდგინოს, გამოაქვეყნოს ან ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებულ მესაკუთრეებს მიაწოდოს: ა) წლიური ანგარიში; ბ) ნახევარი წლის ანგარიში; გ) მიმდინარე ანგარიში. 2. წლიური ანგარიში დგება ყოველი სამეურნეო წლისათვის. იგი უნდა შეიცავდეს: ინფორმაციას ემიტენტის, მისი საქმიანობის, მმართველი ორგანოს წევრთა და იმ პირთა შესახებ, რომლებიც აქციონერთა კრებაზე ფლობენ ან აკონტროლებენ ხმების მნიშვნელოვან წილს; აუდიტორის მიერ დადასტურებულ ფინანსურ ანგარიშებს; სააგენტოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული ფორმით მოცემულ სხვა ინფორმაციას. წლიური ანგარიშის მომზადება აუცილებელია პირველივე სამეურნეო წლიდან, მას შემდეგ, რაც საწარმო გახდა ანგარიშვალდებული საწარმო. ანგარიშვალდებული საწარმო ვალდებულია სააგენტოს წარუდგინოს წლიური ანგარიში ყოველი სამეურნეო წლის დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს 15 მაისისა. წლიურ ანგარიშს ამ პუნქტში აღნიშნული ვადების დაცვით წარადგენს ის საწარმოც, რომელიც ანგარიშვალდებული საწარმო გახდა სამეურნეო წლის განმავლობაში. 3. ნახევარი წლის ანგარიში დგება სამეურნეო წლის პირველი 6 თვის შესახებ (30 ივნისის მდგომარეობით). იგი სააგენტოს წარედგინება მიმდინარე წლის 15 აგვისტომდე. საწარმო, რომელიც ანგარიშვალდებული საწარმო გახდა სამეურნეო წლის პირველი 6 თვის განმავლობაში, ასევე ვალდებულია წარუდგინოს სააგენტოს ნახევარი წლის (სამეურნეო წლის პირველი 6 თვის) ანგარიში ამ პუნქტში აღნიშნული ვადების დაცვით. ნახევარი წლის ანგარიში უნდა შეიცავდეს: ანგარიშვალდებული საწარმოს ფინანსურ ანგარიშებს; ინფორმაციას საანგარიშო პერიოდში მომხდარი არსებითი მოვლენების შესახებ; სააგენტოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული ფორმით მოცემულ სხვა ინფორმაციას. 4. მიმდინარე ანგარიშის წარდგენა აუცილებელია სააგენტოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრულ არსებით მოვლენასთან დაკავშირებით, რომელიც დადგა მას შემდეგ, რაც საწარმო გახდა ანგარიშვალდებული საწარმო. მიმდინარე ანგარიში სააგენტოს წარედგინება ანგარიშში ასახული მოვლენის დადგომიდან 15 დღის განმავლობაში. მას უნდა ჰქონდეს ისეთი ფორმა და უნდა შეიცავდეს ისეთ ინფორმაციას, როგორსაც მოითხოვს სააგენტოს მიერ დადგენილი წესი. 5. სააგენტოს შეუძლია განსაზღვროს ამ მუხლის მიხედვით წარსადგენი ანგარიშის ფორმა და მისი წარდგენის წესი. 6. თუ საწარმოს საჯარო ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვა ხდება საფონდო ბირჟაზე, საწარმო ამ მუხლით გათვალისწინებულ ანგარიშებს ერთდროულად წარუდგენს სააგენტოს და საფონდო ბირჟას. 7. სააგენტოს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია საწარმოს შესახებ ან ამ მუხლის მიხედვით წარსადგენი ანგარიშის თაობაზე. ინფორმაცია შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ანგარიშში მოცემული ინფორმაციის ღიაობის გადასამოწმებლად, ჩანაწერის განსამარტავად ან ანგარიშთან დაკავშირებული ახალი ინფორმაციის მისაღებად. წარდგენილ დამატებით დოკუმენტში მოცემული ინფორმაციის ასახვის მიზნით სააგენტოს შეუძლია აგრეთვე მოითხოვოს ამ დოკუმენტის შესწორება. 8. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია შეიძლება ჩართულ იქნეს სააგენტოსთვის უკვე წარდგენილი ნებისმიერი სხვა დოკუმენტიდან, მასზე მითითების გზით, თუ სააგენტოს მიერ დადგენილი წესით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. გარკვევით უნდა მიეთითოს ჩართული ინფორმაციის წარმომავლობა, წყარო, გვერდი, აბზაცი ან ინფორმაციის სხვა დახასიათება. ძნელად მისაწვდომი ინფორმაცია უშუალოდ უნდა იქნეს წარდგენილი. 9. ამ მუხლის მიხედვით წარდგენილ ფინანსურ ანგარიშს საწარმოს მხრიდან ხელს უნდა აწერდნენ საწარმოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. აღნიშნული პირები კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებელი არიან ანგარიშში შეტანილი არსებითი ინფორმაციის სისწორესა და სისრულეზე .