„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
11.02.2016
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/455/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 73 ✗ 0
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-02-15
ბიუროს ნომერი 275

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №9, 26.04.2002, მუხ. 43) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წესდებაში ან მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებულ, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“-„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მონაცემებში ცვლილების შეტანა – მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებლის 25%.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
2 განმარტებითი ბარათი „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მომზადება განპირობებულია „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის შემუშავებით, რომლითაც განსაზღვრულია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში რეგისტრირებულ ზოგიერთ მონაცემში ცვლილების რეგისტრაციის წესი. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წესდებაში ცვლილების რეგისტრაციის მსგავსად, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებულ ზოგიერთ მონაცემში ცვლილების შეტანის რეგისტრაციისათვის მოსაკრებლის დაწესება და ამ გზით „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმათა შესაბამისობის უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს როგორც წესდებაში, ისე - მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებულ ზოგიერთ სხვა მონაცემში ცვლილების შეტანის შემთხვევაში ამის შესახებ სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის შეტყობინებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულებას, რასაც შედეგად მოჰყვება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში ამ ცვლილების რეგისტრაცია. აქედან გამომდინარე, კანონპროექტით ზუსტდება „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შინაარსი და განისაზღვრება მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება და მისი ოდენობა არა მხოლოდ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების წესდებაში, არამედ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების 3 (პარტიების) რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებულ ნებისმიერ სხვა მონაცემში ცვლილების შეტანის რეგისტრაციისათვის. გარდა ამისა, კანონპროექტით გამოსწორებულია „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ხარვეზი და კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულია მითითება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების დებულებაზე, ვინაიდან მსგავსი შინაარსის დოკუმენტებიდან „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი მხოლოდ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წესდების არსებობას ითვალისწინებს. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: პროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი სახსრების გამოყოფას ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მოქალაქეთა მიღება პოლიტიკური დაქვემდებარებულ გავლენას იქონიებს გაერთიანებების მონაცემში ცვლილების ბიუჯეტის საშემოსავლო (პარტიების) რეესტრში შეტანისათვის სახელმწიფო ნაწილზე რეგისტრაციას ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი მოსაკრებლის ოდენობით. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს მიერ ახალ ფინანსურ ვალდებულებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება იქონიებს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება ამ კანონპროექტის მოქმედება. კერძოდ, პარტიებს წარმოეშობათ ვალდებულება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებულ მონაცემში ცვლილების შეტანისას ცვლილების რეგისტრაციის 4 მიზნით მიმართონ მარეგისტრირებელ ორგანოს და უზრუნველყონ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ შესაბამისი მოსაკრებლის გადახდა. აღნიშნული მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციისათვის დადგენილი მოსაკრებლის (500 ლარი) 25%-ს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და გადახდის პრინციპი: კანონპროექტი განსაზღვრავს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული მონაცემის ცვლილების რეგისტრაციისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოსაკრებელის გადახდის ვალდებულებას პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციისათვის დადგენილი მოსაკრებლის (500 ლარი) 25%ის ოდენობით. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ ორგანიზაციებში და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის 5 დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი; კანონპროექტის ავტორია საქართველო იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
6 „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 7. სარეგისტრაციო მოსაკრებლების სახეები და განაკვეთები; რეგისტრაციის უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო დაწესებულებები 1. ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს ფასიანი ქაღალდებისა და შეთავაზებების რეგისტრაციას, რომლის სარეგისტრაციო მოსაკრებლის ოდენობაა ფასიანი ქაღალდების საერთო ღირებულების 0.1%. 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახორციელებს შემდეგი სახის რეგისტრაციებს: ა) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაცია – 500 ლარი; ბ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წესდებაში ან დებულებაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა – მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებლის 25%. 3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ შემდეგი სახის რეგისტრაციას: ა) მსუბუქი ავტომანქანის ძარის გადაფორმება – 40 ლარი; ბ) სატვირთო ავტომანქანის კაბინის ან ჩარჩოს გადაფორმება – 32 ლარი; გ) ფურგონის ტიპის სატვირთო ავტომანქანის ან ავტობუსის ძარის გადაფორმება – 63 ლარი; დ) სატრანსპორტო საშუალების ძრავის გადაფორმება – 38 ლარი. 4. საქართველოს კულტურის სამინისტროს შესაბამისი სამსახური ახორციელებს საზღვარგარეთ გასატან კულტურულ ფასეულობათა რეგისტრაციას, რომლის სარეგისტრაციო მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს 15 ლარს. 5. (ამოღებულია – 01.07.2011, №5013). 6. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ შემდეგი სახის რეგისტრაციას: ა) ფარმაცევტული პროდუქტის სახელმწიფო რეგისტრაცია აღიარებითი რეჟიმით მისი პირველად შემოტანის დროს (გარდა დაინტერესებული პირის მიერ იმპორტირების მიზნის მიუხედავად ფარმაცევტული პროდუქტის პროაქტიულად დარეგისტრირებისა და უკვე რეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქტის დაშვებისა შეტყობინების გზით) – 500 ლარი; განსხვავებული შეფუთვა-მარკირებით 7 ბ) ინოვაციური (ახალი ორიგინალური) ფარმაცევტული პროდუქტის სახელმწიფო რეგისტრაცია ეროვნული რეჟიმით – 2500 ლარი; გ) ინოვაციური (ახალი ორიგინალური) ფარმაცევტული პროდუქტის ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 2000 ლარი; დ) გენერიკული და კვლავწარმოებული ფარმაცევტული პროდუქტის, სისხლის პრეპარატის რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 500 ლარი; დ1) გენერიკული და კვლავწარმოებული ფარმაცევტული პროდუქტის, სისხლის პრეპარატის ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 200 ლარი; ე) იმუნობიოლოგიური პრეპარატის რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 500 ლარი; ვ) იმუნობიოლოგიური პრეპარატის ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 200 ლარი; ზ) რადიოფარმაცევტული საშუალების რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო (ნოზოლოგიების მიხედვით), ეროვნული რეჟიმით – 500 ლარი; თ) რადიოფარმაცევტული საშუალების რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 200 ლარი; ი) სადიაგნოსტიკო საშუალებების: ტესტსისტემების ალერგენების, რეაგენტების (კლინიკური ბიოქიმიისა და კლინიკური ქიმიისათვის) და შრატების ნაკრებების რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 400 ლარი; მათში შემავალი თითოეული პოზიციის რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – დამატებით 10 ლარი; კ) სადიაგნოსტიკო საშუალებების: ტესტსისტემების (ნოზოლოგიების მიხედვით), ალერგენების, რეაგენტების (კლინიკური ბიოქიმიისა და კლინიკური ქიმიისათვის) და შრატების ნაკრებების ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 200 ლარი; მათში შემავალი თითოეული პოზიციის ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – დამატებით 10 ლარი; ლ) სტომატოლოგიური მასალის რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 500 ლარი; მ) სტომატოლოგიური მასალის ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 200 ლარი; ნ) კონტრაცეპტული მექანიკური საშუალების (გარდა არაინვაზიური კონტრაცეპტული მექანიკური საშუალებისა) რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 500 ლარი; ო) კონტრაცეპტული მექანიკური საშუალების (გარდა არაინვაზიური კონტრაცეპტული მექანიკური საშუალებისა) ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 300 ლარი; პ) სამედიცინო დანიშნულების საგნების რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 1000 ლარი; 8 ჟ) სამედიცინო დანიშნულების საგნების ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 250 ლარი; რ) სამედიცინო დანიშნულების საგნების მოდერნიზებული მოდელების რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 330 ლარი; ს) ერთჯერადი გამოყენების სამედიცინო დანიშნულების საგნების რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 500 ლარი; ტ) ერთჯერადი გამოყენების სამედიცინო დანიშნულების საგნების ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 125 ლარი; უ) ერთჯერადი გამოყენების სამედიცინო დანიშნულების საგნების მოდერნიზებული მოდელების რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 170 ლარი; ფ) სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში II რიგის ცვლილებების რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 50 ლარი; ქ) კომპლემენტარული სამკურნალო საშუალების ნებაყოფლობითი სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 400 ლარი; ღ) კომპლემენტარული სამკურნალო საშუალების რეგისტრაცია ნებაყოფლობითი ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 200 ლარი; ყ) პარასამკურნალო საშუალების ნებაყოფლობითი რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 500 ლარი; შ) პარასამკურნალო საშუალების ნებაყოფლობითი ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 300 ლარი; ჩ) ბიოლოგიურად აქტიური დანამატის ნებაყოფლობითი რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 600 ლარი; ც) ბიოლოგიურად აქტიური დანამატის ნებაყოფლობითი ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – 400 ლარი. 7. საქართველოს საგადასახადო ორგანოები ახორციელებენ შემდეგი სახის რეგისტრაციას: ა) საწარმოს რეგისტრაცია: ა.ა) სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა – 60 ლარი; ა.ბ) კომანდიტური საზოგადოებისა – 80 ლარი; ა.გ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა – 160 ლარი; ა.დ) სააქციო საზოგადოებისა – 360 ლარი; ა.ე) კოოპერატივისა – 120 ლარი; ბ) საწარმოს ფილიალის რეგისტრაცია – შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოს რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებლის 50%; გ) საწარმოს წესდებაში ან დამატებების შეტანა – მისი ფილიალის დებულებაში ცვლილებების ან/და შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებლის 25%; დ) საწარმოს საქმიანობის შეწყვეტისა და ლიკვიდაციის რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებლის 25%; ფორმის რეგისტრაცია საწარმოს – მისი 9 ე) საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების გამო საწარმოს ხელახალი რეგისტრაცია – მისი პირველადი რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებლის 20%; ვ) საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლის რეგისტრაცია – შერჩეული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირის რეგისტრაციისათვის დაწესებული მოსაკრებელი. 71. (ამოღებულია). 8. (ამოღებულია). 9. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური ახორციელებს შემდეგი სახის რეგისტრაციას: ა) სახელობითი დამღის შიფრისა და დამზადების წლის ლიტერის მინიჭება და ტვიფრის ერთი ცალის რეგისტრაცია – 15 ლარი; ბ) სახელობითი დამღის ანაბეჭდის ტვიფრის ერთი ცალის ყოველწლიური რეგისტრაცია– 10 ლარი. 10. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები ახორციელებენ შემდეგი სახის რეგისტრაციას: ა) საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო – საქართველოს დროშით მცურავი გემის (გარდა ნიჩბიანი ნავისა და მოტორიანი ნავისა) რეგისტრაცია (ყოველწლიური მოსაკრებელი) − 80 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში დამატებული: გემის საერთო ტევადობა საფასური საერთო ტევადობის 1 ერთეულზე (GRT–ბრუტო (მოცულობითი) რეგისტრული ტონა) <=500 (GRT) 1.7 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში 501–5000 (GRT) 0.38 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში 5001–10000 (GRT) 0.22 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში 10001–50000 (GRT) 0.13 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში >=50000 (GRT) 0.07 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში იახტები და კატარღები 250 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში (სანაპირო ნაოსნობის) იახტები და კატარღები (საოკეანო ნაოსნობის) ბ) (ამოღებულია – 13.03.2012, №5787). 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში