„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
10.03.2016
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#07-3/544/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 75 ✗ 24
II მოსმენა
✓ 83 ✗ 2
ალტერნატიული წინადადება (1)
ალტერნატიული წინადადება (2)
ალტერნატიული წინადადება (3)
ალტერნატიული წინადადება (4)
ალტერნატიული წინადადება (5)
ალტერნატიული წინადადება (6)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ინიციირებული ვარიანტი (2)
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-03-14
ბიუროს ნომერი 385

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №5-6, 24/04/1996, გვ. 66) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-7 მუხლის: ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლება აქვს გადაწყვეტილების მიღებისას ჰქონდეს განსხვავებული ან თანმხვედრი აზრი, რაც გადმოიცემა წერილობითი ფორმით. 4. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის განსხვავებული ან თანმხვედრი აზრი თან ერთვის საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის ოქმს და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან ერთად ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, რის შემდეგაც ის შეიძლება ასევე გამოქვეყნდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე.“; ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-17 მუხლის: ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დაუყოვნებლივ გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21ე მუხლის პირველი–მე-4 პუნქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის განსჯად საქმეს 7 დღის ვადაში გადასცემს კოლეგიას საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, ხოლო თუ საქმე პლენუმის განსჯადია, – იმავე ვადაში, ამ მუხლის 31 პუნქტით დადგენილი წესის საფუძველზე, ნიშნავს მომხსენებელ მოსამართლეს პლენუმის სხდომისათვის და გადასცემს კოლეგიებისთვის საქმეთა გადაცემისას დაცული უნდა იქნეს რიგითობის წესი. მას საქმეს. 3. კოლეგიის თავმჯდომარე საქმის მიღებისთანავე კოლეგიის წევრთაგან, ამ მუხლის 31 პუნქტით დადგენილი წესის საფუძველზე, ნიშნავს მომხსენებელ მოსამართლეს განმწესრიგებელი სხდომისთვის და გადასცემს მას საქმეს.“. ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს 31 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „31. ამ მუხლის მე-2 - მე-3 პუნქტების მიზნებისათვის მომხსენებელი მოსამართლის შერჩევა წარმოებს ავტომატური, ელექტრონული შერჩევის სისტემის საშუალებით.“ 3. 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ან დასკვნაზე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით ხელმოწერის შემდეგ სხდომის თავმჯდომარე გადაწყვეტილებას ან დასკვნას აცხადებს სხდომის დარბაზში.“; 4. 32-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ან დასკვნას „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით უნდა დაერთოს საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა ხელმოწერა და, არსებობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის განსხვავებული ან თანმხვედრი აზრი.“. 5. 33-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 15 დღეში ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ძალაში შედის მისი გამოქვეყნების მომენტიდან. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიერ გადაწყვეტილების „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით ხელმოწერიდან 15 დღეში იგი ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებაზე უარი დასაშვებია, თუ იგი გამოსაქვეყნებლად ამ კანონის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნების დარღვევით არის წარდგენილი.“. მუხლი 2. 2017 წლის 1 იანვრამდე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ და საქართველოს მთავრობამ უზრუნველყონ ფინანსური, ტექნიკური და სხვა საჭირო რესურსი ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომხსენებელი მოსამართლეების ავტომატური, ელექტრონული წესით შერჩევის სისტემის მოცემულ ვადაში შექმნისა და დანერგვისათვის. მუხლი 3 1. ეს კანონი, პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის გარდა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მომზადება მოქმედ კანონში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებასთან, აგრეთვე გადაწყვეტილების ძალაში შესვლასა და არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმების იურიდიული ძალის დაკარგვასთან დაკავშირებულმა ორაზროვანმა დებულებებმა განაპირობა. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შედის სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან და 15 დღეში ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. ამდენად, აღნიშნული ნორმა გადაწყვეტილების ძალაში შესვლას სხდომაზე მის საჯაროდ გამოცხადებას უკავშირებს. თუმცა, ამ მუხლის პარალელურად, კანონმდებლობაში არსებობს ნორმათა მთელი კასკადი, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის მე-2 პუნქტიც, რომელიც არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალის დაკარგვას „გადაწყვეტილების გამოქვეყნების“ მომენტს უკავშირებს. იგივე შინაარსს იმეორებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე და 25-ე მუხლები, რომელთა თანახმად, არაკონსტიტუციურად ცნობილი სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი იურიდიულ ძალას კარგავს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან. ამდენად, ზემოაღნიშნულ ნორმებს შორის სამართლებრივი კოლიზიის აღმოსაფხვრელად საჭიროა, რომ ერმანეთისაგან გაიმიჯნოს, ერთ მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სასამართლოს სხდომაზე საჯაროდ გამოცხადება, რა დროსაც სასამართლო სხდომათა დარბაზში მყოფ მხარეებს და სხვა დამსწრე პირებს გააცნობს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ძირითად შინაარსს, ხოლო, მეორე მხრივ, ამავე გადაწყვეტილების კანონით დადგენილი ფორმით და დადგენილ ორგანოში გამოქვეყნება, რასაც უკვე ფართო საზოგადოების ინფორმირების დატვირთვა გააჩნია და გადაწყვეტილების ძალაში შესვლას განაპირობებს (ამ უკანასკნელ მიდგომას საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის მე-2 პუნქტიც ამყარებს, რომელშიც ცალსახად არის მითითებული, რომ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი კარგავს იურიდიულ ძალას საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან). შესაბამისად, კანონმდებლობაში სათანადო ტერმინოლოგია უნდა იქნეს გამოყენებული. გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლა არა სხდომაზე მისი გამოცხადების, არამედ მოგვიანებით - მისი გამოქვეყნების მომენტიდან, შესაძლებლობას მისცემს მოსამართლეს, რომელიც არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას, წერილობით ჩამოაყალიბოს და დაასაბუთოს თავისი განსხვავებული აზრი და კანონით დადგენილ ვადაში (მიღებიდან 15 დღეში) ძირითად გადაწყვეტილებასთან ერთად გამოსაქვეყნებლად გადასცეს იგი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“. ამასთან, განსხვავებული აზრის ან თანმხვედრი აზრის გამოქვეყნება მოსამართლის სურვილზე არ უნდა იყოს დამოკიდებული და ის აუცილებლად უნდა გამოქვეყნდეს, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც განსხვავებული აზრის ქონას უფრო მეტი სამართლებრივი დატვირთვა ენიჭება, ვინაიდან მოსამართლეს გადაწყვეტილების ხელმოწერის ვალდებულებისაგან ათავისუფლებს. თუ მოქმედ კანონმდებლობაში ასევე არ არსებობს ცალსახა პასუხი იმასთან დაკავშირებით, რა ითვლება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ოფიციალურ გამოქვეყნებად. საუბრისას ორგანული ერთ „საკონსტიტუციო კანონის შემთხვევაში 47-ე უთითებს სასამართლოს მუხლი „პრესას“, ოფიციალურ გადაწყვეტილების ხოლო ბეჭდვით მეორე გამოქვეყნებაზე შემთხვევაში ორგანოს“ - (დღეისათვის საკონსტიტუციო სასამართლოს არ გააჩნია ოფიციალური ბეჭდვითი ორგანო), „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. ამრიგად, საჭიროა, რომ კანონში შევიდეს შესაბამისი ცვლილებები და ცალსახად განისაზღვროს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებად მისი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება ითვლება. გარდა ამისა, შესაძლებელი უნდა გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნება. ამასთან, უფლებამოსილია კანონმდებლობაში თუ არა არ „საქართველოს არსებობს პირდაპირი საკანონმდებლო იყოს მითითება მაცნე“ არ ამავე იმაზე, გამოაქვეყნოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, თუ დარღვეულია მისი გამოქვეყნებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმალური მოთხოვნები (მაგალითად, გადაწყვეტილებას აკლია ერთი ან რამდენიმე მოსამართლის ხელმოწერა). ამდენად, აუცილებელია ამ საკითხზე შესაბამისი რეგულაციის დადგენა და იმ შემთხვევათა განსაზღვრა, როდესაც „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებაზე უარი დასაშვები იქნება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებასთან, გადაწყვეტილების ძალაში შესვლასა და არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმების იურიდიული ძალის დაკარგვასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება, ასევე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმათა შესაბამისობის უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ცვლილება შედის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 და 33-ე მუხლებში და მიეთითება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავებულ ან თანმხვედრ აზრთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში) „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე ქვეყნდება. აქვე ზუსტდება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შედის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ მისი გამოქვეყნების მომენტიდან. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილების შესაბამისად, ცვლილება შედის ამ კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტში, რითაც საქმეთა თანაბარი განაწილების პრინციპის ნაცვლად სავალდებულო გახდება საქმეთა განაწილება რიგითობის წესის მიხედვით. მე-17 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მიზნებისათვის მომხსენებელი მოსამართლეების შერჩევა მოხდება ავტომატური, ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით. გადაწყვეტილების ხელმოწერის წესების განსაზღვრისას კანონის 32-ე და 33-ე მუხლებში მითითება კეთდება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ წესზე. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლს ახალი პუნქტი ემატება, რომლითაც განისაზღვრება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ან დასკვნას „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით უნდა დაერთოს საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრის ხელმოწერა. ამასთან, კანონის 33-ე მუხლში შესატანი ცვლილების თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე გამოქვეყნებაზე უარი დასაშვები იქნება, თუ იგი გამოსაქვეყნებლად ზემოაღნიშნული მოთხოვნის დარღვევით არის წარდგენილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების ბიუჯეტიდან ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ცვლილებას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტი არ ვალდებულებების აღებას. ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ ითვალისწინებს ფინანსური შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტზე მუშაობისას კონსულტაციები იქნა გავლილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 7 1. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს სათათბირო ოთახში ღია კენჭისყრით. თათბირისა და გადაწყვეტილების მიღების დროს, სათათბირო ოთახში უნდა იმყოფებოდნენ მხოლოდ ის მოსამართლენი, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ საქმის განხილვაში. 2. საქმის განხილვაში მონაწილე მოსამართლეს უფლება არა აქვს მონაწილეობა არ მიიღოს კენჭისყრაში და თავი შეიკავოს კენჭისყრისას. 3. საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლება აქვს გადაწყვეტილების მიღებისას ჰქონდეს განსხვავებული აზრი, რაც გადმოიცემა წერილობითი ფორმით. 4. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის განსხვავებული აზრი თან ერთვის საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის ოქმს და ავტორის მოთხოვნით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან ერთად,ქვეყნდება პრესაში. 5. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავებულ აზრთან ერთად სრული სახით ქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში. მუხლი 17 1. საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ კონსტიტუციურ სარჩელსა და კონსტიტუციურ წარდგინებას, საქმის მასალების ფორმალური (და არა შინაარსობრივი) მხარის შემოწმების შემდეგ, რეგისტრაციაში ატარებს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილი თანამშრომელი. მათში არაარსებითი, ფორმალური უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში კონსტიტუციური სარჩელი და კონსტიტუციური წარდგინება რეგისტრაციაში ტარდება საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის თანხმობით და მოსარჩელეს, წარდგინების ავტორს ან მათ წარმომადგენლებს ეძლევა 15 დღე უზუსტობის გამოსასწორებლად. თუ ამ ვადაში უზუსტობა არ გამოსწორდა, სარჩელისა და წარდგინების რეგისტრაცია უქმდება. რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში მოსარჩელეს, წარდგინების ავტორს ან მათ წარმომადგენლებს უფლება აქვთ მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანს, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. 2. რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დაუყოვნებლივ გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21ე მუხლის პირველი–მე-4 პუნქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის განსჯად საქმეს 7 დღის ვადაში გადასცემს კოლეგიას საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, ხოლო თუ საქმე პლენუმის განსჯადია, – იმავე ვადაში ნიშნავს მომხსენებელ მოსამართლეს პლენუმის სხდომისათვის და გადასცემს მას საქმეს. კოლეგიებისთვის საქმეთა გადაცემისას დაცული უნდა იქნეს კოლეგიათა შორის მათი თანაბრად განაწილების პრინციპი. 3. კოლეგიის თავმჯდომარე საქმის მიღებისთანავე კოლეგიის წევრთაგან ნიშნავს მომხსენებელ მოსამართლეს განმწესრიგებელი სხდომისთვის და გადასცემს მას საქმეს. 4. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი/კოლეგია კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხს წყვეტს ზეპირი მოსმენის გარეშე. თუ მიღებულია საოქმო ჩანაწერი ზეპირი მოსმენის ჩატარების შესახებ, იმართება განმწესრიგებელი სხდომა. პლენუმის განმწესრიგებელი სხდომის თარიღს ნიშნავს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო კოლეგიისას – შესაბამისი კოლეგიის თავმჯდომარე. 5. კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღება ფორმდება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის ან კოლეგიის საოქმო ჩანაწერით, ხოლო არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმისას პლენუმს/კოლეგიას გამოაქვს დასაბუთებული განჩინება. 51. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკონსტიტუციო სასამართლოს გამოაქვს დასაბუთებული განჩინება. 6. მომხსენებელი მოსამართლე კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების შესწავლისას არკვევს, არსებობს თუ არა ამ კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრული საფუძველი სარჩელის ან წარდგინების ან მათში მითითებული რომელიმე საკითხის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმისთვის და, საჭიროების შემთხვევაში, მხარეებთან, კონსტიტუციური წარდგინების ავტორებთან ან/და მათ წარმომადგენლებთან აზუსტებს საქმესთან დაკავშირებულ საკითხებს. კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტის შემთხვევაში მომხსენებელი მოსამართლე განმწესრიგებელი სხდომისთვის ამზადებს განჩინების ან საოქმო ჩანაწერის პროექტს. პროექტი საქმის მასალებთან ერთად გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის ან შესაბამისი კოლეგიის თავმჯდომარეს, რომელიც უზრუნველყოფს განმწესრიგებელ სხდომამდე სულ ცოტა 2 დღით ადრე კოლეგიის წევრებისთვის მათ გადაცემას. თუ კოლეგიის რომელიმე წევრი არ ეთანხმება განმწესრიგებელ სხდომაზე გასატან პროექტს, მას უფლება აქვს, წარადგინოს თავისი პროექტი. 61. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მომხსენებელი მოსამართლე არკვევს, არსებობს თუ არა სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის საფუძველი და, საჭიროების შემთხვევაში, მხარეებთან, კონსტიტუციური წარდგინების ავტორებთან ან/და მათ წარმომადგენლებთან აზუსტებს საქმესთან დაკავშირებულ საკითხებს. კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტის შემთხვევაში მომხსენებელი მოსამართლე განმწესრიგებელი სხდომისთვის ამზადებს განჩინების პროექტს. 7. კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო მოპასუხეს საოქმო ჩანაწერის მიღებიდან 3 დღის ვადაში უგზავნის საქმის არსებითად განსახილველად მიღების თაობაზე შეტყობინებას და საქმის მასალებს, ხოლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანამდებობის პირს, რომლის მიმართაც აღძრულია იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხი, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კონსტიტუციური წარდგინების რეგისტრაციაში გატარებიდან 3 დღის ვადაში უგზავნის წარდგინების საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანის თაობაზე შეტყობინებას და საქმის მასალებს. 8. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განსჯადი საქმის განხილვა კოლეგიის განსჯადი საქმის განხილვაზე ადრე იწყება. საკონსტიტუციო სასამართლო რიგგარეშე განიხილავს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ზ“, „თ“, „ი“, „კ“ და „ მ“ ქვეპუნქტებით, იმავე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით (იმავე კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში) და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებს. მუხლი 29 1. საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ან დასკვნაზე ხელმოწერის შემდეგ სხდომის თავმჯდომარე გადაწყვეტილებას ან დასკვნას აცხადებს სხდომის დარბაზში. 2. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნა ცხადდება საქართველოს სახელით. 3. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება ან დასკვნა შესაძლებელია არ გამოცხადდეს სხდომის დარბაზში. 4. საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია გამოაცხადოს გადაწყვეტილების ან დასკვნის მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი. ამ შემთხვევაში მხარეებს მოთხოვნისთანავე გადაეცემა გადაწყვეტილების ან დასკვნის სრული ტექსტი. მუხლი 32 1. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ან დასკვნის შესავალ ნაწილში აღინიშნება: ა) საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება; ბ) გადაწყვეტილების ან დასკვნის გამოტანის თარიღი და ადგილი; გ) სასამართლოს შემადგენლობა და სხდომის მდივანი; დ) საქმის განხილვის მონაწილენი და დავის საგანი; 2. აღწერილობით ნაწილში უნდა აღინიშნოს: ა) კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების ავტორის მოთხოვნა; ბ) მოპასუხის პოზიცია; გ) მოწმის, სპეციალისტის, ექსპერტის და სასამართლოს მეგობრის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები. 3. სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს: ა) საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი; ბ) მტკიცებულებანი, რომლებსაც ეფუძნება საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნები; გ) მოტივები, რომლებითაც საკონსტიტუციო სასამართლო უარყოფს საწინააღმდეგო მოსაზრებას, მტკიცებულებას; დ) საქართველოს კონსტიტუციის ნორმები (დებულებები), „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმეებზე – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის ნორმები (დებულებები), ხოლო იმავე კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმეებზე – საქართველოს კონსტიტუციის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის, კონსტიტუციური შეთანხმების, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების და საქართველოს კანონების ნორმები (დებულებები), რომლებსაც შეესაბამება ან არ შეესაბამება სადავო აქტი; ე) საქართველოს კონსტიტუციის, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ამ კანონის ნორმები, რომლებითაც საკონსტიტუციო სასამართლო ხელმძღვანელობდა გადაწყვეტილების ან დასკვნის მიღებისას. 4. სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს: ა) საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებას კონსტიტუციური სარჩელის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების ან მისი უარყოფის შესახებ; ბ) საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებას საერთო სასამართლოს ან /დ ა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შეტანილ კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნული ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობის ან საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამობის დაუდასტურებლობის შესახებ; ბ1) საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებას საქართველოს პარლამენტის მიერ შეტანილ კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნული აქტის ან მისი ნაწილის საქართველოს კონსტიტუციასთან, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან, კონსტიტუციურ შეთანხმებასთან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან და საქართველოს კანონებთან შესაბამისობის თაობაზე ან შეუსაბამობის დაუდასტურებლობის შესახებ; გ) საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნული საერთაშორისო ხელშეკრულებისა თუ შეთანხმების ან მათ ცალკეულ დებულებათა არაკონსტიტუციურად ცნობის ან კონსტიტუციასთან შეუსაბამობის დაუდასტურებლობის შესახებ; დ) საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნული თანამდებობის პირის ქმედების კონსტიტუციურობის შესახებ ან/და მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობის ან უარყოფის შესახებ; ე) გადაწყვეტილების ან დასკვნის სამართლებრივ შედეგებს. მუხლი 33 1. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შედის სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან და 15 დღეში ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიერ გადაწყვეტილების ხელმოწერიდან 15 დღეში იგი ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. 2. გადაწყვეტილების ასლი ეგზავნებათ მხარეებს, ხოლო დასკვნის ასლი – კონსტიტუციური წარდგინების ავტორებსა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ თანამდებობის პირებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილების ასლი ეგზავნებათ წარდგინების ავტორსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს. 3. გადაწყვეტილებისა და დასკვნის ასლები, ასევე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიღებული განჩინების ასლები აუცილებლად ეგზავნებათ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.