„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
10.03.2016
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი გედევან ფოფხაძე
ნომერი
#07-3/546/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 61 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-03-14
ბიუროს ნომერი 385

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში (www.matsne.gov.ge, 28.12.2011, სარეგისტრაციო კოდი: 040200010.05.001.016538) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება: 1. 23-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის მიერ უფლებამოსილ პირს, თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ, დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე;“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მეურვეობისა განმახორციელებელი და მზრუნველობის დაწესებულების ორგანო, სააღმზრდელო ხელმძღვანელი და საქმიანობის მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის მიერ უფლებამოსილი პირი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიმართავენ ამ კანონის XII თავით დადგენილი წესით, დაბადების რეგისტრაციის არარსებობის თაობაზე ან სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე ბავშვის დაბადების თაობაზე შეტყობიდან 1 თვის ვადაში.“; გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: 6. ამ კანონის 23-ე, 71-ე და 72-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გამგებლის/მერის მიერ მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილი სახელმწიფოს პირი მიერ თავის საქმიანობას დელეგირებული ახორციელებს უფლებამოსილების ფარგლებში, რომლის განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით, ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.“. 2. 71-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის მიერ უფლებამოსილ პირს, – გარდაცვალების თაობაზე შეტყობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;“. 3. 72-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: პირის „დ) მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი ოქმი პირის გარდაცვალების შესახებ;“; ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ შესადგენი ოქმის რეკვიზიტები, მისი შედგენისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. ოქმი პირის გარდაცვალების შესახებ არ არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. 4. თუ მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის მიერ უფლებამოსილ პირს არ აქვს საკმარისი და უტყუარი ინფორმაცია პირის გარდაცვალების ფაქტის შესახებ და შეუძლებელია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის ოქმის შედგენა, იგი ვალდებულია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს პირის გარდაცვალების ფაქტის თაობაზე შეატყობინოს ოქმის შედგენის გარეშე.“. მუხლი 2 1. მუნიციპალიტეტების გამგებლებმა/მერებმა ამ კანონის გამოქვეყნებიდან 2 თვის ვადაში უზრუნველყონ ბავშვის დაბადებისა და პირის გარდაცვალების შესახებ იმ ინფორმაციის ან/და დოკუმენტების სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში წარდგენა კონსოლიდირებული სახით, რომელთა წარდგენაც, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ამოქმედებამდე, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე, 71-ე და 72-ე მუხლების შესაბამისად, დაკისრებული ჰქონდათ შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის (თვითმმართველი ერთეულის გამგეობის (მერიის)) რწმუნებულებს, და რომლებიც არ წარდგენილა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ამოქმედებიდან ამ მუხლის ამოქმედებამდე. 2. 2014 წელს შექმნილი თვითმმართველი თემების გამგებლებმა უზრუნველყონ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, გარდა შესაბამისი თვითმმართველი თემის შექმნამდე არსებული თვითმმართველი ერთეულის (მუნიციპალიტეტის გამგეობის) იმ რწმუნებულის (რწმუნებულების) ვალდებულებისა, რომლის (რომელთა) სამოქმედო ტერიტორიაზეც შეიქმნა თვითმმართველი ქალაქი 2014 წელს. 3. 2014 წელს შექმნილი თვითმმართველი ქალაქების მერებმა უზრუნველყონ შესაბამისი თვითმმართველი ქალაქის შექმნამდე არსებული თვითმმართველი ერთეულის (მუნიციპალიტეტის გამგეობის) იმ რწმუნებულის (რწმუნებულების) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, რომლის (რომელთა) სამოქმედო ტერიტორიაზეც შეიქმნა თვითმმართველი ქალაქი 2014 წელს. 4. მუნიციპალიტეტების გამგებლებმა/მერებმა, ამ კანონის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 30-ე დღისა, უზრუნველყონ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულების გამგეობის/მერიის მოხელისათვის დაკისრების თაობაზე. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის/მერის წარმომადგენლისთვის შესაბამისი ვალდებულების დაკისრების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის საკრებულოებმა უზრუნველყონ შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის დებულებაში ცვლილების შეტანა. 5. მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი) და საკრებულო ვალდებული არიან ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემისთანავე (გამოქვეყნებისთანავე) გადაუგზავნონ სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს. 6. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გამგებელი/მერი თავის საქმიანობას ახორციელებს მუნიციპალიტეტისთვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებულ უფლებამოსილების ფარგლებში, რომლის განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით, ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.“. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის მომზადება განპირობებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ამოქმედებით გამოწვეული სამართლებრივი ხარვეზით. კერძოდ, აღნიშნული კოდექსის ამოქმედებამდე თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულს (უფრო ადრე მას „გამგეობის (მერიის) ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი - გამგეობის (მერიის) რწმუნებული შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში“ ეწოდებოდა) მოცემულ ადმინისტრაციულ ერთეულში ეკისრებოდა თვითმმართველი ერთეულის შესაბამის დასახლებაში პირის დაბადების შესახებ შეტყობინებისა და გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის გაცემის ვალდებულება. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული კოდექსის ამოქმედების (2014 წლის ივლისი) შედეგად გაუქმდა თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის თანამდებობა, საკანონმდებლო დონეზე ამჟამად არ არის განსაზღვრული მუნიციპალიტეტის შესაბამისი თანამდებობის პირი, რომელსაც ეკისრება „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული - მუნიციპალიტეტის მოცემულ დასახლებაში პირის დაბადების/გარდაცვალების ფაქტის შესახებ შეტყობინებისა და შესაბამისი დოკუმენტის (ოქმის) გაცემის - ვალდებულება. აღსანიშნავია, რომ 2012-2014 წლებში პირის გარდაცვალების დამადასტურებელ დოკუმენტებში თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი თანამდებობის პირის მიერ გაცემული ოქმების წილი დაახლოებით 36%-ს შეადგენს. იმ შემთხვევაში, თუკი ეს ფუნქცია დროის განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში არ შესრულდება (ზემოხსენებული საკანონმდებლო ვაკუუმიდან გამომდინარე, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მუნიციპალიტეტების შესაბამის მოხელეებს არ ჰქონდათ ინფორმაციის მოწოდების მიზნით მსგავსი დოკუმენტების წარმოდგენის ვალდებულება), ბუნებრივია, ეს ფაქტორი მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას მოახდენს, და უკვე ახდენს, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ბაზების სრულყოფაზე, რაც, თავის მხრივ, პირდაპირ აისახება საარჩევნო სიის სიზუსტეზეც. აქედან გამომდინარე, აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება, რაც შეავსებს საკანონმდებლო ვაკუუმს, აღმოფხვრის სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზასა და საარჩევნო სიებში არსებულ უზუსტობებს და სამომავლოდ უზრუნველყოფს მსგავსი ხარვეზების თავიდან აცილებას. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ამოქმედებით გამოწვეული სამართლებრივი ვაკუუმის აღმოფხვრა და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირისათვის კანონით გათვალისწინებული შეტყობინებისა და შესაბამისი დოკუმენტების გაცემის ვალდებულების დაკისრება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს პირის დაბადებისა და გარდაცვალების თაობაზე სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზის სრულყოფასა და საარჩევნო სიების დაზუსტებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტი ითვალისწინებს დაბადების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვასა და პირის გარდაცვალების ფაქტის შესახებ ოქმის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში გაგზავნაზე კანონის დღეს მოქმედი რედაქციით უფლებამოსილი პირის - გამგეობის (მერიის) რწმუნებულის ჩანაცვლებას მუნიციპალიტეტის გამგებლის (მერის) მიერ უფლებამოსილი პირით (მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ აღარ ითვალისწინებს გამგეობის (მერიის) რწმუნებულის თანამდებობას, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონიდან შესაბამისი ნორმა დღემდე არ არის ამოღებული). ეს პირი შეიძლება იყოს, მაგალითად, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრში - გამგეობის/მერიის მოხელე, ხოლო სხვა დასახლებებში (ადმინისტრაციულ ერთეულებში) ასევე გამგეობის/მერიის მოხელე, რომელიც, ამავდროულად არის გამგებლის/მერის წარმომადგენელი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში. კანონპროექტით განისაზღვრება, რომ „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გამგებლის/მერის მიერ უფლებამოსილი პირი საქმიანობას ეწევა მუნიციპალიტეტისთვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, რომელზეც დარგობრივ ზედამხედველობას, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით, ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. გარდა ზემოაღნიშნულისა, კანონპროექტის გარდამავალი დებულების სახით განისაზღვრება, რომ მუნიციპალიტეტის გამგებლებმა/მერებმა, ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში, უნდა უზრუნველყონ იმ ინფორმაციის ან/და დოკუმენტების სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში წარდგენა კონსოლიდირებული სახით, რომელთა წარდგენაც, საქართველოს ორგანული კოდექსი“ ამოქმედებამდე, „სამოქალაქო აქტების ჰქონდათ შესაბამისი გამგეობის (მერიის)) შესაბამისად, დაკისრებული (თვითმმართველი ერთეულის კანონის „ადგილობრივი შესახებ“ თვითმმართველობის საქართველოს თვითმმართველი რწმუნებულებს, და კანონის ერთეულის რომლებიც სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში არ წარდგენილა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ამოქმედებიდან ამ ცვლილების ამოქმედებამდე. ამას გარდა, ანალოგიური ვალდებულების შესრულების მიზნით, სპეციალური წესი დგინდება 2014 წელს შექმნილი მუნიციპალიტეტებისთვის. მუნიციპალიტეტების გამგებლები/მერები ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 30-ე დღისა უზრუნველყოფენ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემას გამგებლის/მერის მიერ უფლებამოსილი პირისათვის - გამგეობის/მერიის მოხელისათვის „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულების დაკისრების თაობაზე. ამასთან, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის/მერის შემთხვევაში, წარმომადგენლისთვის მუნიციპალიტეტის შესაბამისი საკრებულოები ვალდებულების დაკისრების უზრუნველყოფენ შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის დებულებაში ცვლილების შეტანას. გარდა ამისა, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმირების მიზნით, მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი და საკრებულო ვალდებული იქნებიან სათანადო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემისთანავე (გამოქვეყნებისთანავე) გადაუგზავნონ სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტით პირის დაბადებისა და გარდაცვალების თაობაზე შეტყობინება წარმოადგენს მუნიციპალიტეტის დელეგირებულ უფლებამოსილებას. აქედან გამომდინარე, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-17 მუხლის შინაარსის გათვალისწინებით, წარმოიშობა შესაბამისი ფინანსური რესურსების მუნიციპალიტეტებისთვის გადაცემის აუცილებლობა, თუმცა, თავად უფლებამოსილების ხასიათიდან გამომდინარე, მისი განხორციელება არ არის დაკავშირებული მნიშვნელოვან თანხებთან და დაფინანსება მოხდება 2016 წლისა და მომდევნო წლიური საბიუჯეტო კანონებით მუნიციპალიტეტებისთვის გათვალისწინებული მიზნობრივი ტრანსფერების ფარგლებში. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტი არ იწვევს ფინანსური შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელი ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი ასეთი არ არსებობს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის მომზადებაში მონაწილეობა მიიღეს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კონსულტაციები იქნა წარმომადგენლებმა. გავლილი საქართველოს კანონპროექტის რეგიონული მომზადებისას განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის წევრი გედევან ფოფხაძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრი გედევან ფოფხაძე.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 23. დაბადების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის ვალდებულება 1. დაბადების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის ვალდებულება ეკისრებათ: ა) სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს, თუ ბავშვი ამ დაწესებულებაში დაიბადა; ბ) პირს, რომელიც უფლებამოსილია გასცეს დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობა, მაგრამ არ იმყოფება შრომით ურთიერთობაში არც ერთ სამედიცინო დაწესებულებასთან , თუ მან ბავშვის დედას სამედიცინო დაწესებულების გარეთ მშობიარობისას გაუწია დახმარება; გ) ბავშვის მშობელს, თუ ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულმა პირებმა არ განაცხადეს ბავშვის დაბადების შესახებ, აგრეთვე თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე ან სხვა სახელმწიფოში; დ) გამგეობის (მერიის) რწმუნებულს, თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე; ე) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ან სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულების ხელმძღვანელს, თუ პირი, რომლის დაბადებაც არ არის რეგისტრირებული, ამ ორგანოს ან დაწესებულების აღსაზრდელია ან იმყოფება მისი მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ პირებს დაბადების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის ვალდებულება აქვთ იმის მიუხედავად, შეასრულებენ თუ არა ამ ვალდებულებას სხვა პირები. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული პირები დაბადების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიმართავენ ამ კანონის 24-ე მუხლით დადგენილი წესით, ბავშვის დაბადებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. 4. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულების ხელმძღვანელი და გამგეობის (მერიის) რწმუნებული სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიმართავენ ამ კანონის XII თავით დადგენილი წესით, დაბადების რეგისტრაციის არარსებობის თაობაზე ან სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე ბავშვის დაბადების თაობაზე შეტყობიდან 1 თვის ვადაში. 5. ბავშვის მშობელი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს ბავშვის დაბადების თაობაზე მიმართავს ბავშვის დაბადებიდან 1 თვის ვადაში. დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ბავშვის მშობელი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიმართავს ამ კანონის XII თავით დადგენილი წესით. 6. სხვა სახელმწიფოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ საკონსულო დაწესებულებისათვის მიმართვის შემთხვევაში დაბადების რეგისტრაცია ხორციელდება ამ კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას. მუხლი 71. განცხადება პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე 1. პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის ვალდებულება ეკისრებათ: ა) სამედიცინო დაწესებულების, პათოლოგანატომიური საქმიანობის (კლინიკური პათოლოგიის) ან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განმახორციელებელი დაწესებულების ხელმძღვანელს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს – პირის გარდაცვალებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, თუ პირი გარდაიცვალა აღნიშნულ დაწესებულებაში ან გარდაცვალების ფაქტი დაადგინა/დაადასტურა ამ დაწესებულებამ; ბ) პირს, რომელიც უფლებამოსილია გასცეს გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობა, მაგრამ არ იმყოფება შრომით ურთიერთობაში არც ერთ სამედიცინო დაწესებულებასთან, პათოლოგანატომიური საქმიანობის (კლინიკური პათოლოგიის) ან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განმახორციელებელ დაწესებულებასთან, – პირის გარდაცვალებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, თუ გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობა გასცა ან გარდაცვალების ფაქტი დაადგინა აღნიშნულმა პირმა; გ) გამგეობის (მერიის) რწმუნებულს – პირის გარდაცვალების თაობაზე შეტყობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში; დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს − საბრძოლო მოქმედებების ან სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულ მოსამსახურესთან დაკავშირებით – პირის გარდაცვალების თაობაზე შეტყობიდან 30 კალენდარული დღის ვადაში; ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს − საომარი მდგომარეობის დროს, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის, სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის დროს დაღუპულ მოსამსახურესთან დაკავშირებით − პირის გარდაცვალების თაობაზე შეტყობიდან 30 კალენდარული დღის ვადაში; ვ) მშობელს (მშვილებელს), მეუღლეს ან შვილს (ნაშვილებს), თუ მას შეუძლია ივარაუდოს, რომ ამ პუნქტით გათვალისწინებული პირებისთვის პირის გარდაცვალების ფაქტი უცნობია. 2. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე განცხადებით შეიძლება მიმართოს ნებისმიერმა სრულწლოვანმა, ქმედუნარიანმა პირმა ან ადმინისტრაციულმა ორგანომ. 3. სხვა სახელმწიფოში გარდაცვლილი პირის გარდაცვალების რეგისტრაციისათვის საკონსულო დაწესებულებას შეიძლება მიმართოს აგრეთვე ადგილსამყოფელი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანომ. 4. პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის ვალდებულების მქონე პირთა მიერ წარსადგენი დოკუმენტები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მუხლი 72. გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტები 1. გარდაცვალების რეგისტრაციის მიზნებისათვის პირის გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტებია: ა) გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობა; ბ) უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება პირის გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ; გ) სასამართლოს გადაწყვეტილება პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ; დ) გამგეობის (მერიის) რწმუნებულის მიერ შედგენილი ოქმი პირის გარდაცვალების დადასტურების შესახებ; ე) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანოს (შინაგან საქმეთა სამინისტრო ან თავდაცვის სამინისტრო) გადაწყვეტილებით რეპრესირებული პირის გარდაცვალების შესახებ; ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეტყობინება სამშვიდობო ოპერაციებში, საომარ ან საბრძოლო მოქმედებებში, აგრეთვე სტიქიური უბედურების შედეგად მოსამსახურის დაღუპვის შესახებ; ზ) სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ იმავე სახელმწიფოს კანონმდებლობის საფუძველზე გაცემული გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტი. 2. სტიქიური გარდაცვალების უბედურების რეგისტრაცია ან კატასტროფის შეიძლება აგრეთვე შედეგად დაღუპული განხორციელდეს პირის საქართველოს იუსტიციის მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 3. გამგეობის (მერიის) რწმუნებულის მიერ შესადგენი ოქმის რეკვიზიტები, მისი შედგენისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 4. თუ გამგეობის (მერიის) რწმუნებულს არ აქვს საკმარისი და უტყუარი ინფორმაცია პირის გარდაცვალების ფაქტის შესახებ და შეუძლებელია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის ოქმის შედგენა, იგი ვალდებულია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს პირის გარდაცვალების ფაქტის თაობაზე შეატყობინოს ოქმის შედგენის გარეშე. 5. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით გარდაცვალების რეგისტრაციის მიზნებისათვის შეიძლება განისაზღვროს პირის გარდაცვალების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტებიც.