„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
10.03.2016
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი გედევან ფოფხაძე
ნომერი
#07-3/546/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-03-14
ბიუროს ნომერი 385

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს ცვლილება და 1851 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1851. პირის გარდაცვალების შესახებ შეუტყობინებლობა სახელმწიფო, ადგილობრივი ან კერძო სამედიცინო დაწესებულების, პათოლოგანატომიური საქმიანობის (კლინიკური პათოლოგიის) და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განმახორციელებელი დაწესებულების, პანსიონატის, თავშესაფრის, პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელის ან მის მიერ უფლებამოსილი ადმინისტრაციის წარმომადგენლის, მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის მიერ უფლებამოსილი პირის, აგრეთვე გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის პირის გარდაცვალების შესახებ კანონით დადგენილი წესით შეუტყობინებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის მომზადება „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების შინაარსმა განაპირობა, რომლის თანახმადაც მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის მიერ უფლებამოსილ პირს ეკისრება მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში პირის გარდაცვალების თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის - სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის - შეტყობინების ვალდებულება. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1851 მუხლის მოქმედი რედაქციით განსაზღვრულია იმ პირებისა და დაწესებულებების ჩამონათვალი, რომელთაც პირის გარდაცვალების შესახებ კანონით დადგენილი წესით შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრებათ. 2014 წლის 5 თებერვლის საკანონმდებლო პასუხისმგებლობა ეკისრებოდა, ცვლილებამდე, ამავე ასევე, თვითმმართველი მუხლით ერთეულის ადმინისტრაციული გამგეობის (მერიის) რწმუნებულს. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ, რომელიც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ძალაში შესვლისთანავე (2014 წლის ივლისი) ამოქმედდა, კოდექსი აღარ ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი თანამდებობის პირის მიერ ამ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, რაც მნიშვნელოვან ხარვეზს წარმოადგენს და უარყოფითად აისახება სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზებში არსებული ინფორმაციისა და საარჩევნო სიების სიზუსტეზე. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირების მიერ პირის გარდაცვალების ფაქტის შესახებ კანონით დადგენილი წესით შეუტყობინებლობისთვის, ამავე კოდექსით დადგენილ სხვა პირებთან/ორგანოებთან ერთად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის განსაზღვრა მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირისთვისაც. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 185 მუხლით გათვალისწინებულ იმ პირებისა და დაწესებულებების ჩამონათვალს, რომელთაც პირის გარდაცვალების შესახებ კანონით დადგენილი წესით შეუტყობინებლობისთვის 1 ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა (ჯარიმა 500 ლარის ოდენობით) ეკისრებათ, ემატება მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან მუნიციპალიტეტების გამგებლის/მერის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირებს, გარდაცვალების შესახებ შეუტყობინებლობის შემთხვევაში, დაეკისრებათ ადმინისტრაციული სახდელი - ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ ეკისრება. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება მუნიციპალიტეტების გამგებლის/მერის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირებს, გარდაცვალების შესახებ შეუტყობინებლობის შემთხვევაში, დაეკისრებათ ადმინისტრაციული სახდელი - ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელი ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი ასეთი არ არსებობს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი ხელშეკრულებებს. არ ეწინააღმდეგება საქართველოს დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის მომზადებისას კონსულტაციები იქნა გავლილი საქართველოს იუსტიციისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებთან, აგრეთვე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის წევრი გედევან ფოფხაძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრი გედევან ფოფხაძე.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 1851. პირის გარდაცვალების შესახებ შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობა სახელმწიფო, ადგილობრივი ან კერძო სამედიცინო დაწესებულების, პათოლოგანატომიური საქმიანობის (კლინიკური პათოლოგიის) და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განმახორციელებელი დაწესებულების, პანსიონატის, თავშესაფრის, პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენლის, ხელმძღვანელის აგრეთვე ან მის გარდაცვალების მიერ შესახებ უფლებამოსილი სამედიცინო ადმინისტრაციის ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის პირის გარდაცვალების შესახებ კანონით დადგენილი წესით შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.