„ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-04-04
ბიუროს ნომერი 391
📜 ტექსტი
ამონაწერი სხდომის ოქმიდან
r0obr$06o
brjr6cn3gq,erb Jrt6qrr0g6gob og6oqrogq, lrs3oorbcor 3rnOogggotl
2016 $qmb 24 0r6gob bbqgrn0ot-t ojOoqgrb
Ooob0o6gb:
3o0ogggob or30aqrrn6t6ob 3rbgr66 bOrqrrdolr o6gcr60sgo,>, t-t,:jr6co33q,r.rtr
3rn6bgogg6oob 67-9 Ogbqrolt cDrbrb0re, ,,rqrr6or6olr ar6gr6oor,: 6rer6C6agotr ts3brb3b"
Irjr6or3gq,rnb 3ubrn6tso 63q,oq,gbob tsggr6ob orrrnbrbg" q.os ,,tJsj.)6cD3Cq,crb brOcnjrq,,rjrn
brJ6ogglro 3erq6jlitso 63q,oq,9bolt 0gg16oll tsgLt.:bXb" 3.:6o6Jt(roSjggbob brj,>6or3gq,olr
J,:6qrr0g6$ob og6oqgogq, lrcaoorbors 3erOogg$oll br3rbrn60qrgbq,o o6ogorgo3ol-t $gltoor
$r6qr6g6ot-t orsr.rOsbg.
6rqgr$$oggb g6cob0sqr (0crAb6g - 9)
1. 0o9cr60g$o6oqrqr ojbgb 0oBbgpqo b30arrq6o86gq,o Jr6st6J6r'lCCOgbolr $s6qg636r
3o0o$X$ob 0o96 br3r6o60qg3bq,er o6ogor$qot-t $3[oor;
2. brj.:6or6q,ob Jr6q,,:036gob Jq,g6l6pq, er 3o0oggggboU bbq.oer0gbbS
bg0ar,:q6o06gq,o 3,>6er6Jt(mgjgg0ob $r6q.o6g6ob ggq,gb,:0oboq,gbr 0og6olcnlr
3r6q,$g6gol-r $66L, jrqrbr$er6 o11016 boqgr0Sq'b;
3. gcobrn3cnb l-rrjr6o3gq,ob Jr6q,r0g6$ob bro66r6obr6orn q.ogJ,:6$r096$L
3rbcr6J6r.rgjggbo $r6pq.o6o6rnlr brjr6or35q,ob Jr6q'r096$ob bo36ob
U:3r6o60qrXbq'er J6cn63qg36ob qgrbr$g36rq.o.
trbq.ornOol-r 0qro3l6o
bsgor jr6ort6or
I
,1,e,/",
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის
მომზადება
განაპირობა
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოში მიმდინარე დავამ, რომლის თანახმადაც პირს არ მიეცა შესაძლებლობა
გადაენერგა
ღვიძლი
ცოცხალი
დონორისგან,
ვინაიდან
მოქმედი
კანონმდებლობის
შესაბამისად ცოცხალ დონორთა წრე ამომწურავია და გამონაკლისს არ ითვალისწინებს.
ამასთან, ყურადსაღებია, რომ ტრანსპლანტაციის საბჭოს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა,
რომ კანონი ითვალისწინებს გვამურ დონაციას, რეალურად არ არსებობს ტრანსპლანტაციის
ბანკი, რომელიც განახორციელებს გარდაცვლილი დონორების ტესტირებას, შერჩევას,
მხოლოდ ლიცენზიით განსაზღვრული ორგანოს აღებას, ტიპირებას, ტრანსპორტირებას,
დამუშავებას და შენახვას ტრანსპლანტაციისათვის გამოყენების მიზნით. საკონსტიტუციო
სასამართლომ მითითებული დავის ფარგლებში 2015 წლის 25 ნოემბრის № 3/9/682 საოქმო
ჩანაწერით შეაჩერა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების
მიღებამდე ამ კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის მოქმედება,
რომელიც ცოცხალ დონორთა წრიდან, რომელთაგან დაშვებულია ღვიძლის აღება,
გამორიცხავს რეციპიენტთან ემოციურ კავშირში მყოფ პირს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია ცოცხალ დონორთა წრის გაფართოება და ამ გზით
ადამიანის სიცოცხლის უფლების უფრო მეტი დაცვის გარანტიების გათვალისწინება
კანონში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი პროექტით შესაძლებელი ხდება რეციპიენტთან ახლო პირადი
ურთიერთობის მქონე პირისგან ორგანოს გადანერგვა იმ შემთხვევაში თუ არსებობს
სასამართლოს ნებართვა. რეციპიენტთან ახლო პირადი ურთიერთობის მქონე პირისგან
ორგანოს აღების შესაძლებლობას ითვალისწინებს ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის
შესახებ კონვენციის 2001 წლის დამატებითი ოქმის მე-10 მუხლი, ასევე არაერთი ევროპული
ქვეყნის კანონმდებლობა, მათ შორის, ბულგარეთი, გერმანია, ფინეთი, საფრანგეთი,
სლოვენია, პოლონეთი. მსგავსი დონაცია შესაძლებელია ასევე ესპანეთსა და შვეიცარიაშიც,
ვინაიდან დონორთა წრე კანონმდებლობით საერთოდ არ არის განსაზღვრული.
წარმოდგენილი პროექტი ასევე ითვალისწინებს, რეციპიენტთან ახლო პირადი
ურთიერთობის მქონე პირის განმრტებას, რომლის თანახმადაც პირი ცოცხალ დონორად
შეიძლება ჩაითვალოს, თუ მას რეციპიენტთან უცხოვრია არანაკლებ 2 წლის განმავლობაში ან
მასთან იმავე ხნის განმავლობაში ჰქონდა ახლო და სტაბილური ემოციური კავშირი.
აღსანიშნავია, რომ რეციპიენტთან ახლო პირადი ურთიერთობის მქონე პირისგან
ორგანოს აღება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცოცხალი დონორი არ
მოიძებნება მე-18 მუხლის „ბ.ა“, „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს შორის და
არსებობს შესაბამისი სასამართლოს ნებართვა.
წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილება შედის ასევე კანონის მე-19 მუხლშიც,
სადაც ხდება დაზუსტება, რომ სხვა ადამიანისათვის გადასანერგად ცოცხალი დონორისაგან
იმ ქსოვილის/უჯრედის აღება, რომელსაც აქვს თვითგანახლების უნარი, დასაშვებია იმ
შემთხვევაშიც, როდესაც დონორი არ არის გენეტიკური ნათესავი ან მეუღლე. მოქმედ
რედაქციაში მითითებულია არა ქსოვილზე და უჯრედზე, არამედ ორგანოზე, მიუხედავად
იმისა, რომ თვითგანახლების უნარი, მხოლოდ ქსოვლის და უჯრედს გააჩნია და არა
რომელიმე ორგანოს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ტრანსპლანტაციის საბჭოც, ამ მუხლის
საფუძველზე მხოლოდ ქსოვილის და უჯრედის გადანერგვაზე გასცემს ნებართვას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის
დაფინანსების წყარო:
მიღებასთან
დაკავშირებული
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილის ცვლილებას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტი არ
ვალდებულებების აღებას.
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს ფინანსური შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტზე
პარლამენტის
მუშაობისას
ჯანმრთელობის
კონსულტაციები
დაცვისა
და
იქნა
გავლილი
საქართველოს
სოციალურ
საკითხთა
კომიტეტთან,
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და
ტრანსპლანტაციის საბჭოსთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების
მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება
მუხლი 3
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) გენეტიკური ნათესავი – დონორის ან რეციპიენტის შვილი, დედა, მამა, შვილიშვილი,
ბებია, პაპა, ძმა, და, ძმისწული, დისწული, დედის ძმა ან და, მამის ძმა ან და, ბიძაშვილი,
დეიდაშვილი, მამიდაშვილი;
ბ) დონორი – ცოცხალი ადამიანი ან გარდაცვლილი, რომლისგანაც იღებენ ორგანოს სხვა
ადამიანისათვის გადასანერგად;
გ) ინფორმირებული თანხმობა – პაციენტის, ხოლო მისი მცირეწლოვანების შემთხვევაში –
პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა გადანერგვასთან
დაკავშირებული ამა თუ იმ სამედიცინო ჩარევის ჩატარებაზე ამ ჩარევის არსის, ჩვენებების,
მოსალოდნელი ეფექტის, შესაძლო გვერდითი მოვლენების, აგრეთვე აღნიშნულ ჩარევასთან
დაკავშირებული, პაციენტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის მოსალოდნელი რისკის
განმარტების შემდეგ;
დ) რეციპიენტი – ადამიანი, რომელსაც მკურნალობის მიზნით გადაენერგა სხვა ადამიანის
ორგანო;
ე) ტიპირება – ქსოვილების იმუნოლოგიური მახასიათებლების განსაზღვრა;
ვ) ორგანოთა გადანერგვა, ტრანსპლანტაცია – ადამიანის ორგანოს სხვა ადამიანისათვის
გადანერგვა სიცოცხლის გადარჩენის, განკურნების, დაავადების პროგრესირების შეფერხების
ან ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად;
ზ) თავის ტვინის სიკვდილი – სპეციალური სამედიცინო საშუალებებით სუნთქვისა და
სისხლის მიმოქცევის შენარჩუნების ფონზე თავის ტვინისა და ზურგის ტვინის საწყისი
სეგმენტების ფუნქციის შეუქცევადი შეწყვეტა;
თ) ჯვარედინი დონორობა – ერთი პოტენციური რეციპიენტის პოტენციური ცოცხალი
დონორის რომელიმე ორგანოს აღება მეორე პოტენციური რეციპიენტისათვის გადასანერგად
და, შესაბამისად, მეორე პოტენციური რეციპიენტის პოტენციური ცოცხალი დონორის იმავე
ორგანოს აღება პირველი პოტენციური რეციპიენტისათვის გადასანერგად. პოტენციური
ცოცხალი დონორები არიან ამ კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული
პირები;
ი) ღეროვანი უჯრედები – წინამორბედი, მოუმწიფებელი უჯრედების ჯგუფი, რომლებსაც
აქვს თვითგანახლებისა და სპეციალიზებულ ქსოვილად დიფერენცირების უნარი.
მუხლი 18
გადანერგვის მიზნით ცოცხალი დონორისაგან ორგანოს აღება შეიძლება მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ დაცულია შემდეგი პირობები:
ა) დონორი ქმედუნარიანია, გარდა ამ კანონის მე-20 მუხლში გათვალისწინებული
შემთხვევისა;
ბ) ცოცხალი დონორი შეიძლება იყოს:
ბ.ა) რეციპიენტის გენეტიკური ნათესავი;
ბ.ბ) რეციპიენტის მეუღლე, თუ ქორწინების რეგისტრაციიდან გასულია არანაკლებ 1 წელი;
ბ.გ)
რეციპიენტის
მეუღლის
შვილი,
დედა
(დედამთილი/სიდედრი),
მამა
(მამამთილი/სიმამრი),
შვილიშვილი,
ბებია,
პაპა,
და
(მული/ცოლისდა),
ძმა
(მაზლი/ცოლისძმა), შვილის მეუღლე (რძალი/სიძე), შვილიშვილის მეუღლე (რძალი/სიძე),
დის მეუღლე (სიძე), ძმის მეუღლე (რძალი), თუ ქორწინების რეგისტრაციიდან გასულია
არანაკლებ 2 წელი.
შენიშვნა: ამ მუხლის „ბ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა ყველა პოტენციურმა ცოცხალმა
დონორმა, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება გადაინერგოს იმ ნათესაური კავშირის მქონე
ადამიანის ორგანო, რომლის მიმართაც მას აქვს დონორობის უფლება;
(შეჩერდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდ ე „ბ“
ქვეპუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის მოქმედება , რომელიც ცოცხალ დონორთა წრიდან ,
რომელთაგან დაშვებულია ღვიძლის აღება, გამორიცხავს რეციპიენტთან ემოციურ კავშირში
მყოფ პირს.) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი
სხდომის 2015 წლის 25 ნოემბრის საოქმო ჩანაწერი № 3/9/682 – ვებგვერდი, 10.12 .2015წ.
ბ1) დონორისგან ორგანოს აღება ხდება ჯვარედინი დონორობის პრინციპით, რაზედაც
არსებობს ტრანსპლანტაციის საბჭოს თანხმობა, გარდა ამ კანონის მე-20 მუხლით
გათვალისწინებული შემთხვევებისა;
გ) დონორს ორგანოს გაცემაზე განცხადებული აქვს ინფორმირებული თანხმობა;
დ) მედიცინის განვითარების თანამედროვე დონის შესაბამისი გამოკვლევებით
დადგენილია, რომ ოპერაციის მეყსეული ან შორეული, უშუალო ან გაშუალებული შედეგები
არ წარმოადგენს დონორის სიცოცხლისათვის მნიშვნელოვან რისკს და არ გამოიწვევს მისი
ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებას;
ე) სათანადო გამოკვლევით დადგენილია, რომ დონორი შეესაბამება იმ კრიტერიუმებს,
რომელთა გათვალისწინება აუცილებელია გადანერგვის მიზნით ცოცხალი ადამიანისაგან
ორგანოს ასაღებად;
ვ) ორგანოს ასაღებად გამიზნული ოპერაცია ტარდება სათანადო ლიცენზიის მქონე ექიმის
მიერ და შესაბამისი ლიცენზიის მქონე დაწესებულებაში;
ზ) ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში არსებობს ტრანსპლანტაციის
საბჭოს აუცილებელი თანხმობა.
მუხლი 19
1. სხვა ადამიანისათვის გადასანერგად ცოცხალი დონორისაგან იმ ორგანოს აღება, რომელსაც
აქვს თვითგანახლების უნარი, დასაშვებია იმ შემთხვევაშიც, როდესაც დონორი არ არის
გენეტიკური ნათესავი ან მეუღლე.
2. მშობიარობის შემდეგ დასაშვებია პლაცენტისა და ჭიპლარის სისხლის ღეროვანი
უჯრედების გადანერგვა სხვა ადამიანისათვის მკურნალობის მიზნით იმ შემთხვევაშიც,
როდესაც დონორი არ არის გენეტიკური ნათესავი ან მეუღლე.