„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-04-04
ბიუროს ნომერი 391
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48,
31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 310-ე მუხლს „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:
„ი) ცოცხალ დონორობაზე თანხმობის გაცემის შესახებ.“.
2. XXXVI თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის XXXVI1 თავი:
„თავი XXXVI1
ცოცხალ დონორობაზე თანხმობის გაცემა
მუხლი 3162. განცხადების შეტანა
1. „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ კანონის საფუძველზე რეციპიენტთან ახლო
პირადი ურთიერთობის მქონე პირის ცოცხალ დონორობაზე თანხმობის მიღების შესახებ
განცხადება შეიტანება სასამართლოში დონორის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
2. ცოცხალ დონორობაზე თანხმობის მიღების შესახებ განცხადების შეტანა შეუძლიათ
რეციპიენტს, დონორს ან ტრანსპლანტაციის საბჭოს.
მუხლი 3163. განცხადების შინაარსის
განცხადებაში უნდა აღინიშნოს დონორსა და რეციპიენტს შორის არსებული ახლო პირადი
ურთიერთობის ხასიათი, დონორის პირადი და ოჯახური მდგომარეობა და ორგანოს
ამოღების მიზანი, აგრეთვე წარმოდგენილი უნდა იყოს მტკიცებულებები, რომლებიც
ადასტურებს დონორისა და რეციპიენტის არანაკლებ 2 წლის განმავლობაში ერთად
ცხოვრების ფაქტს ან ამავე ხნის განმავლობაში მათ შორის ახლო და სტაბილური ემოციური
კავშირის არსებობას.
მუხლი 3164. სასამართლოს მოქმედება განცხადების მიღების შემდეგ
სასამართლო განხილვისათვის საქმის მომზადებისას სასამართლო გამოარკვევს:
ა) დონორის თანხმობაზე გავლენას ახდენს თუ არა ეკონომიკური, სოციალური ან
ფსიქოლოგიური ფაქტორები;
ბ) დონორის თანხმობა არის თუ არა განპირობებული დაპირებული თუ რეალური
კომპენსაციის მიღებით;
გ) აცნობიერებს თუ არა დონორი, რომ მას შეუძლია, მიზეზების განმარტების გარეშე,
ნებისმიერ დროს განაცხადოს უარი ორგანოს ამოღებაზე;
დ) სხვა აუცილებელ გარემოებებს.
მუხლი 3165. სასამართლო გადაწყვეტილება
სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლო თანხმობას გასცემს პირის ცოცხალ
დონორობაზე რეციპიენტთან ახლო პირადი ურთიერთობის არსებობის საფუძველზე
წარმოადგენს თანხმობას „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის
მე–18 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის.
მუხლი 3165. ცოცხალ დონორობაზე თანხმობის გაცემის შესახებ საქმეთა განხილვისა და
გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი
1. ცოცხალ დონორობაზე თანხმობის გაცემის შესახებ საქმეებს განიხილავს სასამართლო ამ
კოდექსის 311-ე მუხლით დადგენილი წესებით.
2. სასამართლო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს იმავე სასამართლოში საჩივრის
შეტანის გზით, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 დღის
ვადაში.
მუხლი 2
1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის
მომზადება
განაპირობა
საქართველოს
საკონსტიტუცი
სასამართლოში მიმდინარე დავამ, რომლის თანახმადაც პირს არ მიეცა შესაძლებლობა
გადაენერგა
ღვიძლი
ცოცხალი
დონორისგან,
ვინაიდან
მოქმედი
კანონმდებლობის
შესაბამისად ცოცხალ დონორთა წრე ამომწურავია და გამონაკლისს არ ითვალისწინებს.
ამასთან, ყურადსაღებია, რომ ტრანსპლანტაციის საბჭოს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა,
რომ კანონი ითვალისწინებს გვამურ დონაციას, რეალურად არ არსებობს ტრანსპლანტაციის
ბანკი, რომელიც განახორციელებს გარდაცვლილი დონორების ტესტირებას, შერჩევას,
მხოლოდ ლიცენზიით განსაზღვრული ორგანოს აღებას, ტიპირებას, ტრანსპორტირებას,
დამუშავებას და შენახვას ტრანსპლანტაციისათვის გამოყენების მიზნით. საკონსტიტუციო
სასამართლომ მითითებული დავის ფარგლებში 2015 წლის 25 ნოემბრის № 3/9/682 საოქმო
ჩანაწერით შეაჩერა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების
მიღებამდე ამ კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის მოქმედება,
რომელიც ცოცხალ დონორთა წრიდან, რომელთაგან დაშვებულია ღვიძლის აღება,
გამორიცხავს რეციპიენტთან ემოციურ კავშირში მყოფ პირს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია რეციპიენტთან ახლო პირადი ურთიერთობის მქონე
პირისგან ორგანოს აღებისას სასამართლოს მხრიდან აუცილებელი თანხმობის გაცემის
წესების გაწერა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი პროექტით სამოქალაქო საპროცესო კოდექსს ემატება ახალი თავი,
რომლითაც შესაძლებელი ხდება რეციპიენტთან ახლო პირადი ურთიერთობის მქონე
პირისგან ორგანოს გადანერგვა იმ შემთხვევაში თუ არსებობს სასამართლოს თანხმობა.
რეციპიენტთან
ახლო
პირადი
ურთიერთობის
მქონე
პირისგან
ორგანოს
აღებაზე
სასამართლოს ნებართვას არერთი ევროპული ქვეყნის კანონმდებლობა, მათ შორის,
ესპანეთი, საფრანგეთი და პოლონეთი. ისრაელში განსხვავებას ახდენენ იმის მიხედვით, თუ
რა ურთიერთობაში არიან ერთმანეთთან დონორი და რეციპიენტი - თუ ნათესავები არიან
ნებართვას გასცემს სამედიცინო დაწესებულების ადგილობრივი შემფასებელი კომისია, თუ
ნათესაური კავშირი არ არსებობს - ცენტრალური შემფასებელი კომისია. სწორედ ასეთ
განსხვავებას
ითვალისწინებს
წარმოდგენილი
კანონპროექტიც,
ნათესაური
კავშირის
შემთხვევაში შენარჩუნებულია წარმოდგენილ კანონპროექტამდე მოქმედი რედაქცია და
ნებართვას გასცემს ტრანსპლანტაციის საბჭო, ხოლო რეციპიენტთან ახლო პირადი
ურთიერთობის მქონე პირისგან ორგანოს აღების შემთხვევაში - სასამართლო.
წარმოდგენილი პროექტი ასევე ითვალისწინებს, რეციპიენტთან ახლო პირადი
ურთიერთობის მქონე პირის განმრტებას, რომლის თანახმადაც პირი ცოცხალ დონორად
შეიძლება ჩაითვალოს, თუ მას რეციპიენტთან უცხოვრია არანაკლებ 2 წლის განმავლობაში ან
მასთან იმავე ხნის განმავლობაში ჰქონდა ახლო და სტაბილური ემოციური კავშირი.
აღსანიშნავია, რომ რეციპიენტთან ახლო პირადი ურთიერთობის მქონე პირისგან
ორგანოს აღება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცოცხალი დონორი არ
მოიძებნება მე-18 მუხლის „ბ.ა“, „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს შორის და
არსებობს შესაბამისი სასამართლოს ნებართვა.
წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილება შედის ასევე კანონის მე-19 მუხლშიც,
სადაც ხდება დაზუსტება, რომ სხვა ადამიანისათვის გადასანერგად ცოცხალი დონორისაგან
იმ ქსოვილის/უჯრედის აღება, რომელსაც აქვს თვითგანახლების უნარი, დასაშვებია იმ
შემთხვევაშიც, როდესაც დონორი არ არის გენეტიკური ნათესავი ან მეუღლე. მოქმედ
რედაქციაში მითითებულია არა ქსოვილზე და უჯრედზე, არამედ ორგანოზე, მიუხედავად
იმისა, რომ თვითგანახლების უნარი, მხოლოდ ქსოვლის და უჯრედს გააჩნია და არა
რომელიმე ორგანოს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ტრანსპლანტაციის საბჭოც, ამ მუხლის
საფუძველზე მხოლოდ ქსოვილის და უჯრედის გადანერგვაზე გასცემს ნებართვას.
წარმოდგენილი კანონპროექტით ცოცხალ დონორობაზე თანხმობის მიღების შესახებ
განცხადება შეიტანება სასამართლოში დონორის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით,
განცხადების შეტანა კი შეუძლიათ რეციპიენტს, დონორს ან ტრანსპლანტაციის საბჭოს.
განცხადებაში უნდა აღინიშნოს დონორსა და რეციპიენტს შორის არსებული ახლო პირადი
ურთიერთობის ხასიათი, დონორის პირადი და ოჯახური მდგომარეობა და ორგანოს
ამოღების მიზანი,
აგრეთვე წარმოდგენილი უნდა იყოს მტკიცებულებები, რომლებიც
ადასტურებს დონორისა და რეციპიენტის არანაკლებ 2 წლის განმავლობაში ერთად
ცხოვრების ფაქტს ან ამავე ხნის განმავლობაში მათ შორის ახლო და სტაბილური ემოციური
კავშირის არსებობას. ასეთივე მოთხოვნებს აწესებს საფრანგეთის ჯანდაცვის კოდექსი.
კანონპროექტით საქმის მომზადებისას სასამართლომ უნდა გამოარკვიოს დონორის
თანხმობაზე გავლენას ახდენს თუ არა ეკონომიკური, სოციალური ან ფსიქოლოგიური
ფაქტორები; ბ) დონორის თანხმობა არის თუ არა განპირობებული დაპირებული თუ
რეალური კომპენსაციის მიღებით; აცნობიერებს თუ არა დონორი, რომ მას შეუძლია,
მიზეზების განმარტების გარეშე, ნებისმიერ დროს განაცხადოს უარი ორგანოს ამოღებაზე და
სხვა აუცილებელ გარემოებებს.
პროექტი
ითვალისწინებს
სასამართლო
გადაწყვეტილების
გასაჩივრების
შესაძლებლობას მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 დღის
ვადაში.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებული
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილის ცვლილებას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს ფინანსური შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტზე
პარლამენტის
მუშაობისას
ჯანმრთელობის
კონსულტაციები
დაცვისა
და
იქნა
გავლილი
საქართველოს
სოციალურ
საკითხთა
კომიტეტთან,
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და
ტრანსპლანტაციის საბჭოსთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.