„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
25.03.2016
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ნოდარ ებანოიძე
ნომერი
#07-3/555/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-04-04
ბიუროს ნომერი 391

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი საქართველოს კანონში „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 28.12.2009, მუხ. 361) 41-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს პარლამენტი, სახელმწიფო აუდიტის სამსახური და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია“. ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს პარლამენტის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბიუჯეტების პროექტებს საქართველოს პარლამენტი საქართველოს მთავრობას წარუდგენს არა უგვიანეს 15 ივნისისა. 2. საქართველოს პარლამენტის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბიუჯეტების პროექტების ფორმირების წესი განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია საბიუჯეტო კოდექსის პროექტის შესახებ: ა.ა) საბიუჯეტო კოდექსის პროექტის მიღების მიზეზი: საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის პროექტის მიღების მიზეზია საქართველოს მიზანია საბიუჯეტო პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანა. ა.ბ) საბიუჯეტო კოდექსის პროექტის მიზანი: საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის პროექტის კოდექსის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.გ) საბიუჯეტო კოდექსის პროქტის ძირითადი არსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამეტის 260-ე მუხლის მიხედვით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვის პროცედურები დეტალურად გაიწერა, რის გამოც საჭირო გახდა საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანა. ბ) საბიუჯეტო კოდექსის პროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: საბიუჯეტო კოდექსის პროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ასიგნებების გამოყოფის აუცილებლობას. ბ.ბ) საბიუჯეტო კოდექსის პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: საბიუჯეტო ნაწილზე. კოდექსის პროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ბ.გ) საბიუჯეტო კოდექსის პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: საბიუჯეტო კოდექსი არ ახდენს ზეგავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება: სახელმწიფო არ იღებს ახალ ფინანსურ ვალდებულებას. ბ.ე) საბიუჯეტო კოდექსის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: საბიუჯეტო კოდექსის პროექტის მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების ფინანსურ ვალდებულებებთან, რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება. ბ.ვ) საბიუჯეტო კოდექსის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი) საბიუჯეტო კოდექსის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის, ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. გ) საბიუჯეტო კოდექსის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) საბიუჯეტო კოდექსის პროექტი მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: საბიუჯეტო კოდექსის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) საბიუჯეტო კოდექსის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: საბიუჯეტო კოდექსის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) საბიუჯეტო კოდექსის მრავალმხრივ ვალდებულებებთან: პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და საბიუჯეტო კოდექსის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ვალდებულებებს. დ) საბიუჯეტო კოდექსის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. მასში აღინიშნება: დ.ა) საბიუჯეტო კოდექსის პროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშრისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.ბ) საბიუჯეტო კოდექსის (დაწესებულების) ან/და პროექტის ექსპერტების შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს ე) საბიუჯეტო კოდექსის პროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის წევრი ნოდარ ებანოიძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრი ნოდარ ებანოიძე
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება: თავი VI სახელმწიფო ბიუჯეტიდან განსაკუთრებული დაფინანსების წესი მუხლი 41. საქართველოს პარლამენტი და სახელმწიფო აუდიტის სამსახური (სათაური (22.06.2012. N6550 ამოქმედდეს 2012 წლის 1 ივლისიდან) 1. საქართველოს პარლამენტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტების პროექტებს საქართველოს პარლამენტი საქართველოს მთავრობას წარუდგენს არა უგვიანეს 15 ივნისისა. (22.06.2012. N6550 ამოქმედდეს 2012 წლის 1 ივლისიდან) 2. საქართველოს პარლამენტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტების პროექტების ფორმირების წესი განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით.(22.06.2012. N6550 ამოქმედდეს 2012 წლის 1 ივლისიდან) 3. სახელმწიფო ბიუჯეტში საქართველოს პარლამენტისა და სახელმწიფო აუდიტის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებით სამსახურისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ჯამური მოცულობის შემცირება წინა და მიმდინარე წლების დამტკიცებული ბიუჯეტით განსაზღვრულ შესაბამის მოცულობასთან შედარებით შესაძლებელია შესაბამისად მხოლოდ საქართველოს პარლამენტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წინასწარი თანხმობით. (12.12.2014. N2935) 4.საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით საქართველოს პარლამენტს მისთვის გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილებისათვის ამ კოდექსის 31-ე მუხლით დადგენილი უფლების გამოყენება შეუძლია შეუზღუდავად.