„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
11.04.2016
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/477/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-04-18
ბიუროს ნომერი 395

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №1(8), 1999 წელი, მუხ. 1) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ფასიანი ქაღალდები, რომლებიც ასახავს სახელმწიფოს ვალს ან/და გამოშვებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, მათ შორის, სახელმწიფო ვალის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამთავრობო ფასიანი ქაღალდები, თუ მათი ყიდვა-გაყიდვა არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას ამ ფასიანი ქაღალდების ემისიისა და მიმოქცევის შესახებ;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილებებით, რომელიც ითვალისწინებს გარკვეული დებულებების (მათ შორის, ტერმინოლოგიის) დახვეწას და საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანას. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებათა შესაბამისობაში მოყვანა „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელ ცვლილებებთან, რითაც სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმები იქნება ერთგვაროვანი და ურთიერთშესაბამისი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილებების მიხედვით, ხდება „სახლმწიფო ფასიანი ქაღალდის“ განმარტების დახვეწა, რის შესაბამისადაც, „სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი“ განისაზღვრება როგორც სახელით „ფინანსური ინსტრუმენტი, საქართველოს რომელიც ფინანსთა გამოშვებულია სამინისტროს მიერ საქართველოს ეროვნული ან კონვერტირებადი ვალუტით, მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი პერიოდით“. აღნიშნული ცვლილებით, „მოკლევადიანობა“ აღარ განისაზღვრება როგორც ფასიანი ქაღალდის სახე და იგი წარმოადგენს მხოლოდ ფასიანი ქაღალდის პერიოდულობის მახასიათებელს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სათანადო ცვლილება ხორციელდება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ამოღება „მოკლევადიან“ „ბ“ ქვეპუნქტშიც, სამთავრობო საიდანაც ფასიან ხდება მითითების ქაღალდებზე. აღნიშნული ცვლილებით, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონთან. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან და, შესაბამისად დაფინანსების წყაროსთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას იმ პირთა ფინანსურ შედეგებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და რომლებმაც საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 18. გარიგებანი საფონდო ბირჟაზე 1. საჯარო ფასიანი ქაღალდებით მეორადი გარიგება შეიძლება დაიდოს როგორც საფონდო ბირჟებზე, ისე საფონდო ბირჟების გარეთ. 2. საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ შეიძლება წარმოდგენილ იქნეს: ა) საქართველოსა და უცხოელი ემიტენტების ფასიანი ქაღალდები, რომელთა მიმოქცევაც დაშვებულია საქართველოში სააგენტოს მიერ დამტკიცებული პროცედურის შესაბამისად; ბ) ფასიანი ქაღალდები, რომლებიც ასახავს სახელმწიფოს ვალს ან/და გამოშვებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, მათ შორის, სახელმწიფო ვალის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოკლევადიანი სამთავრობო ფასიანი ქაღალდები, თუ მათი ყიდვა-გაყიდვა არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას ამ ფასიანი ქაღალდების ემისიისა და მიმოქცევის შესახებ; გ) დამატებითი რეგულირების გარეშე იმ ემიტენტის ფასიანი ქაღალდები, რომლებიც სავაჭროდ დაშვებულია სააგენტოს მიერ უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟათაგან ერთ-ერთზე მაინც. ამ შემთხვევაში ემიტენტი ვალდებულია შეტყობინება გაუგზავნოს სააგენტოს. 3. ფასიანი ქაღალდებით საჯარო ვაჭრობა საფონდო ბირჟაზე ხორციელდება ამ კანონისა და შესაბამისი საფონდო ბირჟის წესების მიხედვით. 4. საჯარო ფასიანი ქაღალდებით გარიგებები შეიძლება დაიდოს საბროკერო კომპანიის მონაწილეობით ან მის გარეშე . 5. ერთი კლასის ფასიანი ქაღალდები შეიძლება სავაჭროდ დაშვებული იქნეს ერთ ან მეტ საფონდო ბირჟაზე . 6. თუ საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებული საჯარო ფასიანი ქაღალდებით გარიგებები იდება საფონდო ბირჟის გარეთ და გარიგების თანხა აღემატება 100 ლარს, ამ შემთხვევაში : ა) თუ გარიგება დადებულია საბროკერო კომპანიის მონაწილეობით, საბროკერო კომპანია ვალდებულია, საფონდო ბირჟაზე დააფიქსიროს ფასიანი ქაღალდების რაოდენობა და ფასი საფონდო ბირჟის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად; ბ ) თუ გარიგება დადებულია საბროკერო კომპანიის მონაწილეობის გარეშე, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი ვალდებულია, საფონდო ბირჟაზე დააფიქსიროს ფასიანი ქაღალდების რაოდენობა და ფასი საფონდო ბირჟის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად .