„მოხალისეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მოხალისეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-05-03
ბიუროს ნომერი 399
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
1
პროექტი
საქართველოს კანონი
„მოხალისეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „მოხალისეობის შესახებ“ საქართველოს კანონის (www.matsne.gov.ge,
30/12/2015, 040170000.05.001.018054) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) მუნიციპალიტეტის ორგანო.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
ქუთაისი.
--- -----, 2016 წ.
№--
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
2
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„მოხალისეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
2014 წლის 5 თებერვალს მიღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონი
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომში - კოდექსი). აღნიშნული
კოდექსის
შესაბამისად,
ადგილობრივი
თვითმმართველობა
არის
მოქალაქეთაუფლება და შესაძლებლობა, ხოლო თვითმმართველ ერთეულს კოდექსი
უწოდებს მუნიციპალიტეტს, რომელსაც გააჩნია ორგანოები. აღნიშნულის
გათვალისწინებით, „მოხალისეობის შესახებ“ საქართველოს კანონში (შემდგომში კანონი),
ნაცვლად
„ადგილობრივი
თვითმმართველობის
ორგანოებისა“,
გამოყენებულ უნდა იქნეს ტერმინი „მუნიციპალიტეტის ორგანოები“.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზანია კანონის კოდექსთან
შესაბამისობაში მოყვანა.
კოდექსის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობა არის მოქალაქეთა
უფლება და შესაძლებლობა, ხოლო თვითმმართველი ერთეული არის
მუნიციპალიტეტი, რომელსაც გააჩნია ორგანოები. შესაბამისად, კანონით
განსაზღვრული მასპინძელი ორგანო შესაძლოა იყოს მუნიციპალიტეტის ორგანო და
არა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის შესაბამისად, „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს“
ნაცვლად, მასპინძელ ორგანიზაციად განისაზღვრება „მუნიციპალიტეტის ორგანო“.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფასთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური
ვალდებულებების წარმოქმნას.
3
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა
სახის გადასახდელი.
გ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი
შეესაბამება
საქართველოს
მიერ
საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ
დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ
ვალდებულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/
დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ე. ტრიპოლსკი, კ. კოპალიანი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ე. ტრიპოლსკი, კ. კოპალიანი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
4
იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი ამოღება:
მუხლი 3. მოხალისეობითი ურთიერთობა და მისი მხარეები
1. მოხალისეობითი ურთიერთობა არის მოხალისისა და მასპინძელი
ორგანიზაციის ურთიერთობა, რომელიც ამ კანონისა და მხარეთა თავისუფალი ნების
საფუძველზე მიღწეული შეთანხმების შესაბამისად ხორციელდება.
2. მოხალისე შეიძლება იყოს 16 წელს მიღწეული ფიზიკური პირი.
3.
16
წლამდე
არასრულწლოვანი
მოხალისეობით
ურთიერთობას
ახორციელებს
თავისი
კანონიერი
წარმომადგენლის
ან
მზრუნველობის
ორგანოს/მეურვეობის ორგანოს თანხმობით, თუ მოხალისეობითი ურთიერთობა არ
ეწინააღმდეგება ამ არასრულწლოვნის ინტერესებს, ზიანს არ აყენებს მის ზნეობრივ,
ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას და არ უზღუდავს მას სავალდებულო
დაწყებითი განათლებისა და საბაზო განათლების მიღების უფლებასა და
შესაძლებლობას.
4. ფიზიკურ პირს მოხალისეობის განხორციელებისას უნარჩუნდება
უმუშევრის სტატუსი. მას უფლება აქვს, ისარგებლოს იმ შეღავათითა და
დახმარებით, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით უმუშევართათვის არის
გათვალისწინებული.
5. მოხალისეობითი ურთიერთობა არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შრომითი
ურთიერთობისთვის თავის ასარიდებლად.
6. მასპინძელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს:
ა) რეზიდენტი ან არარეზიდენტი არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირი ან მისი ფილიალი;
ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი;
გ) ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულება, მიუხედავად მისი
ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა;
დ) სამედიცინო დაწესებულება, მიუხედავად მისი ორგანიზაციულსამართლებრივი ფორმისა;
ე) საერთაშორისო ორგანიზაცია, მისი წარმომადგენლობა ან ფილიალი;
ვ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო.