„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
26.04.2016
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ერეკლე ტრიპოლსკი, კარლო კოპალიანი
ნომერი
#07-3/567/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-05-03
ბიუროს ნომერი 399

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
1 პროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016009) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. რეგლამენტი არის კანონის ძალის მქონე საკანონმდებლო აქტი, რომელიც განსაზღვრავს პარლამენტის უფლებამოსილების განხორციელების წესსა და პროცედურას, პარლამენტის შინაგან სტრუქტურას და სავალდებულოა ყველა პარლამენტის წევრისათვის, კომიტეტისათვის, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიისათვის, საპარლამენტო ფრაქციისათვის, უმრავლესობისა და უმცირესობისათვის, ინტერფრაქციული ჯგუფისათვის (შემდგომ – პარლამენტის სუბიექტები), აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ ფარგლებში – საქართველოს პრეზიდენტისათვის, მთავრობისათვის, პარლამენტის კონტროლისადმი დაქვემდებარებული ყველა ორგანოსათვის, დაწესებულების, ორგანიზაციისა და თანამდებობის პირისათვის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოებისა და თანამდებობის პირებისათვის, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირებისათვის.“. 2. მე-3 მუხლის „წ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „წ) მუნიციპალიტეტების ან ტერიტორიული ერთეულების სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის შეჩერებაზე ან მათ დათხოვნაზე საქართველოს პრეზიდენტისათვის თანხმობის მიცემა;“. 3. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) იყოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, ეკავოს თანამდებობა სხვა სახელმწიფო ორგანოში ან მუნიციპალიტეტის ორგანოში/დაწესებულებაში.“. 4. მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სათათბირო ხმის უფლებით მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოების მუშაობაში და მათ წინაშე დასვას საქართველოს კანონებისა და სხვა აქტების დარღვევის საკითხები;“. 5. მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამომრჩევლებთან მუშაობის ორგანიზების, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების საქმიანობაში და ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში პარლამენტის წევრის მონაწილეობის მიზნით ადგილზე იქმნება მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის 2 წევრის (შემდგომ − მაჟორიტარი პარლამენტის წევრი) ბიურო, რომლის ფუნქციები, ორგანიზებისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.“. 6. 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სახელმწიფო ბიუჯეტის, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არამართლზომიერი ხარჯვის შესახებ;“. 7. 126-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საპარლამენტო, საპრეზიდენტო ან მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნების წელს არჩევნებამდე 1 თვის განმავლობაში, როგორც წესი, პარლამენტის პლენარული სხდომები არ იმართება. ამ პერიოდში, თუ იგი ემთხვევა მორიგი სესიის პლენარული სხდომების კვირას, საჭიროების შემთხვევაში პლენარულ სხდომებს იწვევს პარლამენტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნის საფუძველზე. სხვა შემთხვევაში პლენარული სხდომა მოიწვევა და იმართება რიგგარეშე სხდომისათვის ამ რეგლამენტის 127-ე მუხლით დადგენილი წესით.“. 8. 150-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საკანონმდებლო წინადადების წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, სახელმწიფო ორგანოებს (გარდა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებს, კანონით დადგენილი წესით საქართველოში რეგისტრირებულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებებს და სხვა იურიდიულ პირებს.“. 9. 186-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. დასაგეგმი წლის დაწყებიდან არა უგვიანეს 1 თვისა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მუნიციპალიტეტებიდან და ავტონომიური რესპუბლიკებიდან მიღებული ინფორმაციების საფუძველზე უზრუნველყოფს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საბოლოო, დაზუსტებული ვარიანტის მომზადებას და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისათვის ინფორმაციის სახით წარდგენას.“. 10. VII კარის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პარლამენტის ურთიერთობა საქართველოს პრეზიდენტთან, საქართველოს მთავრობასთან, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებთან და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან. საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა არჩევა (დანიშვნაზე თანხმობის მიცემა)“. 11. XXXVII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პარლამენტის ურთიერთობა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებთან, მუნიციპალიტეტის ორგანოებთან“. 3 12. 209-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 209 1. პარლამენტი საქართველოს მთავრობის წარდგინებით, დადგენილებით ამტკიცებს დასახლების ან დასახლებათა ერთობლიობის მუნიციპალიტეტის სტატუსს, იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის შექმნის ან გაუქმების შესახებ, ასევე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ. 2. პარლამენტს უფლება აქვს, გაეცნოს მუნიციპალიტეტის ორგანოთა საქმიანობას, მოითხოვოს ინფორმაცია საფინანსო-საბიუჯეტო, სამეურნეო, სოციალური, კულტურულ-საგანმანათლებლო, კანონიერების უზრუნველყოფის, საზოგადოებრივი წესრიგისა და საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლება-თავისუფლებათა დაცვის სფეროებში მათი საქმიანობის შესახებ. 3. მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებული არიან, მოთხოვნიდან არა უგვიანეს 1 თვისა პარლამენტს წარუდგინონ ინფორმაცია თავიანთი საქმიანობის შესახებ. წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დგება მოხსენება (შესაბამისი წინადადებებით), რომელიც შეიძლება პარლამენტის განხილვის საგანიც გახდეს.“. 13. 210-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის წარდგინების საფუძველზე პარლამენტს მიმართავს მუნიციპალიტეტის ან ტერიტორიული ერთეულების სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის შეჩერებაზე ან მათ დათხოვნაზე თანხმობის მისაღებად.“. 14. 280-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში პარლამენტის წევრის მონაწილეობის, ამომრჩევლებთან მუშაობის ორგანიზების, ამომრჩევლებთან და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან პარლამენტის ურთიერთობის და შესაბამის ტერიტორიულ ერთეულებში მაჟორიტარ პარლამენტის წევრთა საქმიანობის კოორდინირების მიზნით შეიძლება შეიქმნას პარლამენტის წარმომადგენლობა, რომელიც არ არის პარლამენტის აპარატის სტრუქტურული ერთეული.“. მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ქუთაისი, -- ------------, 2016 წ. №-- დავით უსუფაშვილი
განმარტებითი ბარათი
4 განმარტებითი ბარათი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტზე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი 2014 წლის 5 თებერვალს მიღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომში - კოდექსი). აღნიშნული კოდექსის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობა არის მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, ხოლო თვითმმართველ ერთეულს კოდექსი უწოდებს მუნიციპალიტეტს, რომელსაც გააჩნია ორგანოები. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი (შემდგომში - რეგლამენტი) საჭიროებს ტერმინოლოგიურად კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზანია რეგლამენტის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. კოდექსის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობა არის მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, მათ მიერ არჩეული ორგანოების მეშვეობით, გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები. ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება თვითმმართელ ერთეულში, ხოლო თვითმმართველი ერთეული კოდექსის შესაბამისად, არის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტს, როგორც დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ჰყავს არჩევითი წარმომადგენლობითი ორგანო - საკრებულო და აღმასრულებელი ორგანოები, აქვს საკუთარი ბიუჯეტი და შემოსულობები. აქედან გამომდინარე, რეგლამენტში არსებული ტერმინები „თვითმმართველი ერთეული“, „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“, „ადგილობრივი თვითმმართველობა“ და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი“ შეიცვლება ტერმინებით - „მუნიციპალიტეტის ორგანოები“, „მუნიციპალიტეტი“ და „მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი“. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის შესაბამისად, ტერმინები „თვითმმართველი ერთეული“, „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“, „ადგილობრივი თვითმმართველობა“ და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი“ იცვლება ტერმინებით - „მუნიციპალიტეტის ორგანოები“, „მუნიციპალიტეტი“ და „მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი“, რითიც რეგლამენტი ტერმინოლოგიურად შესაბამისობაში მოვა კოდექსთან. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: 5 ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. 6 დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს პარლამენტის წევრები: ე. ტრიპოლსკი, კ. კოპალიანი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრები: ე. ტრიპოლსკი, კ. კოპალიანი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
7 იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მათი ამოღება: მუხლი 1 1. საქართველოს პარლამენტი (შემდგომ − პარლამენტი) არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში კონტროლს უწევს საქართველოს მთავრობის საქმიანობას, ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით (შემდგომ − რეგლამენტი), მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისაგან. პარლამენტის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი. 3. პარლამენტი შეიძლება დათხოვნილ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ, მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში, გარდა: ა) საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან 6 თვის განმავლობაში, თუ დათხოვნა არ ხდება საქართველოს კონსტიტუციის მე-80 მუხლის საფუძველზე; ბ) პარლამენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისას; გ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს; დ) საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო 6 თვის განმავლობაში, თუ დათხოვნა არ ხდება საქართველოს კონსტიტუციის მე-80 მუხლის საფუძველზე. 4. სახელმწიფო უზრუნველყოფს პარლამენტის უსაფრთხოებასა და შეუფერხებელ საქმიანობას. 5. პარლამენტის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია: ა) მრავალპარტიულობა; ბ) წარმომადგენლობითი პროპორციულობის დაცვა; გ) საკითხთა თავისუფალი, კოლექტიური განხილვა და გადაწყვეტა; დ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების, რეგლამენტისა და სხვა ნორმატიული აქტების განუხრელი დაცვა და მათი შესრულების კონტროლი; ე) საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების დაცვა და პატივისცემა; ვ) საჯაროობა; ზ) სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესების ერთიანობა. 6. პარლამენტი უფლებამოსილია მიიღოს საქართველოს კონსტიტუცია, კონსტიტუციური კანონი, დაამტკიცოს კონსტიტუციური შეთანხმება, მიიღოს ორგანული კანონი, კანონი, რეგლამენტი, დადგენილება, რეზოლუცია, დეკლარაცია, 8 მიმართვა, განცხადება და სხვა გადაწყვეტილება, მოისმინოს და ცნობად მიიღოს ინფორმაცია, შეიმუშაოს რეკომენდაციები. 7. პარლამენტი მუშაობს საქართველოს სახელმწიფო ენაზე. 8. პარლამენტი, მისი ორგანოები და თანამდებობის პირები თავიანთ საქმიანობაში ხელმძღვანელობენ საქართველოს კონსტიტუციით, რეგლამენტითა და სხვა ნორმატიული აქტებით. 9. რეგლამენტი არის კანონის ძალის მქონე საკანონმდებლო აქტი, რომელიც განსაზღვრავს პარლამენტის უფლებამოსილების განხორციელების წესსა და პროცედურას, პარლამენტის შინაგან სტრუქტურას და სავალდებულოა ყველა პარლამენტის წევრისათვის, კომიტეტისათვის, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიისათვის, საპარლამენტო ფრაქციისათვის, უმრავლესობისა და უმცირესობისათვის, ინტერფრაქციული ჯგუფისათვის (შემდგომ – პარლამენტის სუბიექტები), აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ ფარგლებში – საქართველოს პრეზიდენტისათვის, მთავრობისათვის, პარლამენტის კონტროლისადმი დაქვემდებარებული ყველა ორგანოსათვის, დაწესებულების, ორგანიზაციისა და თანამდებობის პირისათვის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოებისა და თანამდებობის პირებისათვის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირებისათვის. 10. პარლამენტის წევრის, კომიტეტის, საპარლამენტო ფრაქციის (შემდგომ – ფრაქცია), საპარლამენტო უმრავლესობის, უმცირესობის (შემდგომ – უმრავლესობა, უმცირესობა), საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, რეგლამენტითა და სხვა ნორმატიული აქტებით. 11. პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს, რომლებიც მოწესრიგებული არ არის რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, წყვეტს პარლამენტი დადგენილებით. მუხლი 3 პარლამენტის პრეროგატივაა: ა) საქართველოს კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვა; ა1) კონსტიტუციური შეთანხმების დამტკიცება; ბ) საკანონმდებლო საქმიანობა; გ) ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა; დ) საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების მოსმენა; ე) საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის დადგენა; ვ) საქართველოს მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადება; საქართველოს მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადება; 9 ზ) საქართველოს მთავრობისათვის სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშის წარმოდგენის მოთხოვნა და მისი მოსმენა; თ) საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ თანამდებობის პირთა არჩევა/დანიშვნა, მათ დანიშვნაზე თანხმობის მიცემა, მათი თანამდებობიდან განთავისუფლება/გადაყენება; ი) საქართველოს მთავრობის საქმიანობის კონტროლი; კ) პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირებისა და ორგანოების საპარლამენტო კონტროლი; ლ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების რატიფიცირება ან მათთან შეერთება, მათი დენონსირება, გაუქმება; მ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სტატუსის დადგენა; ნ) სამხედრო ძალთა რაოდენობის დამტკიცება; ო) ეროვნული უსაფრთხოებისა და სხვა კონცეფციების დამტკიცება; პ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის, ომისა და ზავის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების დამტკიცება; ჟ) საგანგებო მდგომარეობის დროს ან საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად სამხედრო ძალების გამოყენებაზე თანხმობის მიცემა; რ) ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალების შემოყვანის, გამოყენებისა და გადაადგილების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების დამტკიცება; ს) პარლამენტის შინაგანი სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და მუშაობის წესის განსაზღვრა; ტ) პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობა და ვადამდე შეწყვეტა; უ) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით პარლამენტის თანამდებობის პირთა არჩევა, მათი თანამდებობიდან განთავისუფლება/გადაყენება; ფ) საქართველოს კონსტიტუციითა და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით პარლამენტის მორიგი და რიგგარეშე სესიების ან პლენარული სხდომების გამართვა; ქ) საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ თანამდებობის პირთა თანამდებობიდან გადაყენება იმპიჩმენტის წესით; ღ) სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის მიღება და მისი შესრულების საპარლამენტო კონტროლი; ღ 1 ) საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა არჩევა, ცალკეულ წევრთა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა და სამეურვეო საბჭოსთვის უნდობლობის გამოცხადება; ღ 2) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის არჩევა; ღ3) ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის/პერსონალური მონაცემების განადგურების კომისიის შექმნა და მისი წევრების არჩევა; ღ4) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნა და მისი თანამდებობიდან გადაყენება; საქართველოს 10 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა; ყ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცება; შ) ქვეყნის მონეტარული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა; ჩ) საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საქმიანობის წლიური ანგარიშების მოსმენა; ჩ 1) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა; ც) გადასახადებისა და მოსაკრებლების სახეების, ოდენობებისა და შემოღების წესების დადგენა, გადასახადებისა და მოსაკრებლებისაგან განთავისუფლების, საფასურების შემოღების წესების დადგენა და სახელმწიფო ხაზინიდან დამატებითი ხარჯების გაღების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება; ძ) საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით უფლებამოსილ თანამდებობის პირთა ანგარიშების მოსმენა; წ) ადგილობრივი თვითმმართველობის ან ტერიტორიული ერთეულების სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის შეჩერებაზე ან მათ დათხოვნაზე საქართველოს პრეზიდენტისათვის თანხმობის მიცემა; ჭ) საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლით განსაზღვრულ საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებათა დამტკიცება; ხ) საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. მუხლი 10 1. პარლამენტის წევრის სტატუსთან სამეწარმეო საქმიანობის ან საჯარო სამსახურში რაიმე თანამდებობის შეთავსება დაუშვებელია. შეუთავსებლობის შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით. 2. პარლამენტის წევრის სტატუსთან სამეწარმეო საქმიანობის შეუთავსებლობის მოთხოვნები არ ხელყოფს პარლამენტის წევრის საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ საკუთრების უფლებას. იგი შეიძლება ფლობდეს აქციებს, წილს და სხვა ქონებას. 3. პარლამენტის წევრს უფლება არა აქვს: ა) უშუალოდ განახორციელოს არაერთჯერადი საქმიანობა მოგების მიზნით მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური საშუალებების სამართავად; ბ) უშუალოდ განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებანი; 11 გ) იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, ეკავოს თანამდებობა სხვა სახელმწიფო ორგანოში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში. 4. პარლამენტის წევრი იმავდროულად შეიძლება ეწეოდეს სამეცნიერო, პედაგოგიურ, სახელოვნებო საქმიანობას, თუ ასეთი საქმიანობა არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებას. 5. ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულება გულისხმობს სამეცნიერო, სასწავლო, სახელოვნებო დაწესებულებაში თანამდებობის პირის მიერ საკადრო, დისციპლინურ და სხვა საკითხებზე ადმინისტრაციული გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებას. 6. პარლამენტის წევრი იმავდროულად შეიძლება ეწეოდეს პარტიულ საქმიანობას, ეკავოს რაიმე თანამდებობა პარტიულ ორგანიზაციაში. 7. ახალარჩეული პარლამენტის წევრი ვალდებულია უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან შეწყვიტოს პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი სამსახური/საქმიანობა და 7 დღის ვადაში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს წარუდგინოს შეუთავსებელი სამსახურის/საქმიანობის შეწყვეტის დამადასტურებელი საბუთი. ამ მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში პარლამენტის წევრს ვადამდე უწყდება უფლებამოსილება ამ რეგლამენტით დადგენილი წესით. მუხლი 16 1. პარლამენტის წევრს უფლება აქვს: ა) ისარგებლოს ყველა ინფორმაციით, რომლებიც აუცილებელია მისი უფლებამოსილების განსახორციელებლად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ბ) მოსთხოვოს პარლამენტის აპარატს დადგენილი წესით სათანადო ინფორმაციითა და ორგანიზაციულ-ტექნიკური მომსახურებით უზრუნველყოფა; გ) პარლამენტის პლენარულ სხდომათა და მისი ორგანოების სხდომათა სტენოგრამებში გაეცნოს თავისი გამოსვლის ტექსტს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაეცნოს ან მიიღოს სტენოგრამის ტექსტი. 2. პარლამენტის წევრს უფლება აქვს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით: ა) დასვას საკითხი განსახილველად; ბ) წარადგინოს შენიშვნები და წინადადებები პარლამენტის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ ყველა საკითხზე; გ) მონაწილეობა მიიღოს კამათში, შეკითხვა დაუსვას მომხსენებელს, თანამომხსენებელსა და სხდომის თავმჯდომარეს, მიიღოს და შეაფასოს პასუხები; დ) გააცნოს პარლამენტს მოქალაქეთა საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე წერილები და მიმართვები; ე) კამათში მონაწილეობის მიუღებლობის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარეს გადასცეს თავისი გამოსვლის ტექსტი, აგრეთვე წერილობით 12 ჩამოყალიბებული შენიშვნები და წინადადებები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველი საკითხების თაობაზე; ვ) მომხსენებლის ან სხდომის თავმჯდომარის მიერ მის მიერ დასმულ საკითხზე ან შეკითხვაზე პასუხის გაუცემლობის ან არასათანადო პასუხის გაცემის შემთხვევაში გამოხატოს საკუთარი აზრი და დააზუსტოს შეკითხვა; ზ) გამოთქვას აზრი პარლამენტის მიერ შესაქმნელი ორგანოების, მათი პერსონალური შემადგენლობისა და იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურების შესახებ, რომლებსაც ირჩევს და რომელთა დანიშვნაზედაც თანხმობას იძლევა პარლამენტი. 3. საპარლამენტო კონტროლის განხორციელებისას პარლამენტის წევრს უფლება აქვს: ა) სათათბირო ხმის უფლებით მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მუშაობაში და მათ წინაშე დასვას საქართველოს კანონებისა და სხვა აქტების დარღვევის საკითხები; ბ) კითხვით მიმართოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს მთავრობის წევრს, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელს, სახელმწიფო დაწესებულებას, მიიღოს და შეაფასოს პასუხები; გ) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით შესაბამისი ორგანოების წინაშე დასვას საქართველოს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესრულების შემოწმების საკითხი; დ) შეუფერხებლად შევიდეს ყველა სახელმწიფო ორგანიზაციაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა; შეხვდეს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ და სხვა თანამდებობის პირებს; ე) უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა მის მიერ დასმული საკითხების განხილვაში. 4. პარლამენტის თანამდებობის პირი ვალდებულია შეუფერხებლად მიიღოს პარლამენტის წევრი მისი მოთხოვნით. 5. პარლამენტის წევრს უფლება აქვს, განახორციელოს საქართველოს კონსტიტუციით, ამ რეგლამენტითა და სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი. მუხლი 19 1. ამომრჩევლებთან მუშაობის ორგანიზების, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოების საქმიანობაში და ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში პარლამენტის წევრის მონაწილეობის მიზნით ადგილზე იქმნება მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის (შემდგომ − მაჟორიტარი პარლამენტის წევრი) ბიურო, რომლის ფუნქციები, ორგანიზებისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ბიურო. 13 2. მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება პარლამენტის ბიუჯეტიდან. მაჟორიტარი პარლამენტის წევრი ვალდებულია პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს წელიწადში ერთხელ მიაწოდოს ინფორმაცია მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს მიერ გაწეული ხარჯების შესახებ. მუხლი 55 1. საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლის შესაბამისად, ამ მუხლით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას პარლამენტში იქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით, ან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო და საზოგადოებრივი საკითხების შესასწავლად. 2. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველია ინფორმაცია: ა) სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის პირის კანონსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ, კორუფციული სამართალდარღვევის შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უშიშროებას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა ინტერესებს; ბ) სახელმწიფო ბიუჯეტის, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არამართლზომიერი ხარჯვის შესახებ; გ) რომლის შესწავლაც სახელმწიფო და საზოგადოებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მუხლი 126 1. პარლამენტის სესია იგეგმება ორკვირიანი ციკლით. პირველი კვირა, გარდა ახალარჩეული პარლამენტის სხდომების პირველი კვირისა, ეთმობა პლენარულ სხდომებს და კომიტეტების მუშაობას, ხოლო მეორე კვირა − ამომრჩევლებთან შეხვედრებს და კომიტეტების მუშაობას. 2. პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომები, გარდა საგანგებო და საომარი მდგომარეობებისა, იმართება, როგორც წესი, პლენარული სხდომების კვირის ოთხშაბათს და პარასკევს 12 საათიდან 19 საათამდე; 15 საათიდან 16 საათამდე ცხადდება შესვენება. პარლამენტის პლენარული სხდომა დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სიითი შემადგენლობის ერთი მეხუთედისა, შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ 21 საათამდე. პარლამენტის პლენარული სხდომა საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლის, პოლიტიკური დებატების, საქართველოს მთავრობისადმი ნდობის საკითხის განხილვის და საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვის დროს შეიძლება გაგრძელდეს საკითხის ამოწურვამდე. ყოველი თვის პლენარული სხდომების ბოლო კვირის პარასკევს 16 საათიდან 19 საათამდე, როგორც წესი, იმართება სამთავრობო საათი. 14 3. მორიგი სესიის სამუშაო ციკლის მსვლელობისას პლენარული სხდომები, როგორც წესი, არ იმართება კანონით გათვალისწინებულ დასვენების (უქმე) დღეებში. 4. საჭიროების შემთხვევაში პარლამენტს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სიითი შემადგენლობის ერთი მეხუთედისა, ცვლილება შეაქვს თავისი მუშაობის განრიგში. პლენარული სხდომების კვირაში კანონით გათვალისწინებულ დასვენების (უქმე) დღეებში პარლამენტის პლენარული სხდომების გამართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის ბიურო. 5. საპარლამენტო, საპრეზიდენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების წელს არჩევნებამდე 1 თვის განმავლობაში, როგორც წესი, პარლამენტის პლენარული სხდომები არ იმართება. ამ პერიოდში, თუ იგი ემთხვევა მორიგი სესიის პლენარული სხდომების კვირას, საჭიროების შემთხვევაში პლენარულ სხდომებს იწვევს პარლამენტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნის საფუძველზე. სხვა შემთხვევაში პლენარული სხდომა მოიწვევა და იმართება რიგგარეშე სხდომისათვის ამ რეგლამენტის 127-ე მუხლით დადგენილი წესით. 6. ახალი პარლამენტის არჩევნების დღის შემდეგ წინა მოწვევის პარლამენტის მორიგი სესიები არ იმართება, ხოლო რიგგარეშე სესია ან რიგგარეშე სხდომა იმართება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლით, 52-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით, 76-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და მე-100 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ საკითხებზე. აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება მიიღება ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით. 7. კანონით გათვალისწინებული დასვენების (უქმე) დღეები არ იანგარიშება ამ რეგლამენტით დადგენილი ვადების ათვლის დროსაც, გარდა საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით პირდაპირ განსაზღვრული შემთხვევებისა. თუ ამ რეგლამენტით დადგენილი ვადის ბოლო დღე ემთხვევა დასვენების ან უქმე დღეს, ვადის გასვლის დღედ ითვლება შემდეგი სამუშაო დღე. მუხლი 150 1. საკანონმდებლო წინადადება არის საკანონმდებლო ინიციატივის უფლების არმქონე სუბიექტის მიერ პარლამენტისათვის წარდგენილი, დადგენილი წესით გაფორმებული, დასაბუთებული მიმართვა ახალი კანონის მიღების, კანონში ცვლილების შეტანის ან კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. 2. საკანონმდებლო წინადადების წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, სახელმწიფო ორგანოებს (გარდა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა), ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, კანონით დადგენილი წესით საქართველოში რეგისტრირებულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებებს და სხვა იურიდიულ პირებს. 15 3. საკანონმდებლო წინადადება შეიძლება წარდგენილ იქნეს კანონპროექტის ანდა მოსამზადებელი კანონპროექტის ძირითადი პრინციპების ან კონკრეტული წინადადებების სახით. საკანონმდებლო წინადადება უნდა შეიცავდეს მისი საჭიროების ავტორისეულ დასაბუთებას, ავტორის ხელმოწერას და მისამართს. 4. საკანონმდებლო წინადადებას პარლამენტის ბიურო ან პარლამენტის თავმჯდომარე 5 დღის ვადაში გადასცემს კომიტეტებს წამყვანი კომიტეტის მითითებით, რომელიც მას განიხილავს 20 დღეში. თუ ეს ვერ მოხერხდა, საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადა მის ავტორთან შეთანხმებით შეიძლება გააგრძელოს პარლამენტის თავმჯდომარემ არა უმეტეს 10 დღით. კომიტეტი საკანონმდებლო წინადადებას განიხილავს ამ რეგლამენტის 152-ე და 153-ე მუხლების შესაბამისად. საკომიტეტო განხილვის შედეგად საკანონმდებლო წინადადება მოტივირებული გადაწყვეტილებით შეიძლება ცნობილ იქნეს მიღებულად ან უარყოფილად. 5. კომიტეტი საკანონმდებლო წინადადების თაობაზე თავის გადაწყვეტილებას აცნობებს პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას. 6. თუ საკანონმდებლო წინადადება წარდგენილია მოსამზადებელი კანონპროექტის ძირითადი პრინციპების ან კონკრეტული წინადადებების სახით და წამყვანმა კომიტეტმა მისაღებად ცნო იგი, კომიტეტი პარლამენტის ბიუროსთან შეთანხმებით, განსაზღვრულ ვადაში შეიმუშავებს კანონპროექტს და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით გადასცემს ბიუროს. 7. თუ საკანონმდებლო წინადადება წარდგენილია კანონპროექტის სახით და წამყვანმა კომიტეტმა მისაღებად ცნო იგი, კანონპროექტი ამ რეგლამენტით დადგენილი წესით და განსაზღვრულ ვადაში გადაეცემა პარლამენტის ბიუროს. 8. საკანონმდებლო წინადადების ავტორს უფლება აქვს, გამოითხოვოს იგი საკომიტეტო განხილვამდე. 9. საკანონმდებლო წინადადების მიღების შემთხვევაში საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტად ითვლება წამყვანი კომიტეტი. მუხლი 186 1. საქართველოს მთავრობა ამ რეგლამენტის 185-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დასკვნებისა და წინადადებების (შენიშვნების) გადაცემის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს 30 ნოემბრისა, წარუდგენს პარლამენტს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია მისი მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ) და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საბოლოო ვარიანტებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასთან ერთად, რომლებიც მომდევნო დღეს ეგზავნება პარლამენტის კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას, დამოუკიდებელ პარლამენტის წევრებს, აგრეთვე საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. 16 2. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს საქართველოს მთავრობის მიერ მისი საბოლოო ვარიანტის წარდგენიდან არა უადრეს 5 დღისა. პროექტის განხილვა გრძელდება საქართველოს მთავრობის წევრის (წევრების) მოხსენებით (მოხსენებებით), რომლის (რომელთა) ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 საათს. 3. პარლამენტის კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებს, დამოუკიდებელ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ, კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას შეკითხვის დასმისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით დაუსვან შეკითხვები მომხსენებელს ან გამოვიდნენ სიტყვით. 4. გამოსვლების დასრულების შემდეგ დასკვნითი სიტყვით, რომლის ხანგრძლივობა არ აღემატება 30 წუთს, გამოდის (გამოდიან) მთავრობის წევრი (წევრები). მას (მათ) უფლება აქვს (აქვთ), შესთავაზოს (შესთავაზონ) პარლამენტს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის მიღება. 5. პარლამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს კენჭი ეყრება არა უგვიანეს დეკემბრის მესამე პარასკევისა. 6. პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტში ცვლილება შესაძლებელია შეტანილ იქნეს საქართველოს მთავრობის თანხმობით. ასეთ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესაბამის შესწორებულ პროექტს. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტში ცვლილება ასევე შესაძლებელია შეტანილ იქნეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მისი განხილვისას იმ შემთხვევაში, თუ გამოთქმულ შენიშვნას დაეთანხმება მომხსენებელი. 7. თუ პარლამენტი ვერ მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს არა უგვიანეს დეკემბრის მესამე პარასკევისა, შესაძლებელია სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის იმავე ვარიანტს ან საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრთა შემთანხმებელი კომისიის მონაწილეობით გადამუშავებულ პროექტს ხელახლა ეყაროს კენჭი 10 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 31 დეკემბრისა. 8. თუ მომდევნო საბიუჯეტო წლის დაწყებამდე პარლამენტი ვერ მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს, ხარჯები დაიფარება წინა წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის მიხედვით. 9. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონი ქვეყნდება დადგენილი წესით. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონი და მისი დანართები ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისათვის. 10. დასაგეგმი წლის დაწყებიდან არა უგვიანეს 1 თვისა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობებიდან და ავტონომიური რესპუბლიკებიდან მიღებული ინფორმაციების საფუძველზე უზრუნველყოფს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საბოლოო, დაზუსტებული ვარიანტის მომზადებას და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისათვის ინფორმაციის სახით წარდგენას. 17 კარი VII პარლამენტის ურთიერთობა საქართველოს პრეზიდენტთან, საქართველოს მთავრობასთან, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან. საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა არჩევა (დანიშვნაზე თანხმობის მიცემა) თავი XXXVII პარლამენტის ურთიერთობა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან მუხლი 209 1. პარლამენტი საქართველოს მთავრობის წარდგინებით, დადგენილებით ამტკიცებს დასახლების ან დასახლებათა ერთობლიობის თვითმმართველი ერთეულის სტატუსს, იღებს გადაწყვეტილებას თვითმმართველი ერთეულის შექმნის ან გაუქმების შესახებ, ასევე თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ. 2. პარლამენტს უფლება აქვს, გაეცნოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობას, მოითხოვოს ინფორმაცია საფინანსო-საბიუჯეტო, სამეურნეო, სოციალური, კულტურულ-საგანმანათლებლო, კანონიერების უზრუნველყოფის, საზოგადოებრივი წესრიგისა და საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლება-თავისუფლებათა დაცვის სფეროებში მათი საქმიანობის შესახებ. 3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან, მოთხოვნიდან არა უგვიანეს 1 თვისა პარლამენტს წარუდგინონ ინფორმაცია თავიანთი საქმიანობის შესახებ. წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დგება მოხსენება (შესაბამისი წინადადებებით), რომელიც შეიძლება პარლამენტის განხილვის საგანიც გახდეს. მუხლი 210 1. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის წარდგინების საფუძველზე პარლამენტს მიმართავს ადგილობრივი თვითმმართველობის ან ტერიტორიული ერთეულების სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის შეჩერებაზე ან მათ დათხოვნაზე თანხმობის მისაღებად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მიმართვას პარლამენტის ბიურო გადასცემს წამყვან კომიტეტს, სხვა კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობასა და უმცირესობას, რომლებიც მას განიხილავენ არა უგვიანეს 10 დღისა და დასკვნას წარუდგენენ პარლამენტის ბიუროს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად. 18 3. პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის მიმართვასთან დაკავშირებით თანხმობას იღებს დადგენილებით. მუხლი 280 1. ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში პარლამენტის წევრის მონაწილეობის, ამომრჩევლებთან მუშაობის ორგანიზების, ამომრჩევლებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან პარლამენტის ურთიერთობის და შესაბამის ტერიტორიულ ერთეულებში მაჟორიტარ პარლამენტის წევრთა საქმიანობის კოორდინირების მიზნით შეიძლება შეიქმნას პარლამენტის წარმომადგენლობა, რომელიც არ არის პარლამენტის აპარატის სტრუქტურული ერთეული. 2. პარლამენტის წარმომადგენლობის შექმნის ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტის ბიუროსთან შეთანხმებით იღებს პარლამენტის თავმჯდომარე. 3. პარლამენტის წარმომადგენლობის დებულებას, საშტატო განრიგს და შრომის ანაზღაურების პირობებს პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე. 4. პარლამენტის წარმომადგენლობის უფროსს პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პარლამენტის თავმჯდომარე. 5. პარლამენტის წარმომადგენლობის თანამშრომლებს პარლამენტის წარმომადგენლობის უფროსის წარდგინებით, საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე ნიშნავს და ათავისუფლებს პარლამენტის აპარატის უფროსი.