„არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (408 KB)
📄 წერილი (158 KB)
📄 საქართველოს კანონის პროექტი (167 KB)
📄 განმარტებითი ბარათი (80 KB)
📄 იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება (207 KB)
📄 დასკვნები (350 KB)
I მოსმენა
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-05-23
ბიუროს ნომერი 407
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
しさJOハ O100 R ttLさ さ R000601L bll
///1
に
円L
80000暉 Obさ 6口 000nlRnさ Jolo
さ noJoob 6o6bn賞 01Lさ 6noo、 16oし
ヽさ 80bnし 10し さbob
『
6心 qδ
b〕 れ
9300∩b
〕
DhC)a950n
j〕
『
卜1407/3
23 anい , 2016 ,0瞑 p
b.:j,:r6o6nq<'rb 3$<o5ob J<6<on;lg6tro: ,,,:r6Jtbnq€$q<" L:JnGto<o R,)$R303obn
p,: 21x61fu6qg<,,got ?$sbnl" t>il:r6orgnq<ob 3$<'6?o 63qoqnlot ?n$.:6ot
or,:.otr,:tn",,,q.fu36ob 8$r$nl" L:;lu6o56q-t 3$<o6?o ggqoqnlob ?n$t5ob
or,:<odtt6" R,! ,.b,)iln6o30q<ot 916<og52qo I,rQSob ?nbob6}" ltj,:r6orSnqcob
<or66o52q 3t6ar5B., 63qoq$ot ?n5,:5ob o,o<olo$n" (N07'3/576' 1 9.05.20 1 6)
loヽ
1ヽ
しq"。
bgo6s6tr.r-lr.ioXaSgo ;o3o$3$o
19 05 2016
,鮨蝠副
DSゝ .n‐ 2705‐
1306
2705 ‑ 2406
も
b3● r島 0め ♪
Ъo‐ 2705‐ 0606
力l′ ̀.̀,シ め4,ル
'│″
、
わズ″
あ、贅″
'″
,
',41り
'`
.j*itiitiitr!'
lt
l\,oilil'il
x.!6Ad,o,N,cnot qoG3"1" q, lq;o.sqXA b3rnrtou
lr.:J.:r6or30,r{,r, [, ).116q.>315golr ]o16r'r .;p5n5lr:
J.r6q.r315golr ;crSogX$1Ih.r q,.: b.>.),:16q.>3i;5$r'r 3rvr.> j13o1d'ilo
p.rof11'rlr 5r,r63.>go';g1o .r;l$olr .)dro;J$olr 5.>6ho1q3.:
lr.r j.r16or3;1qolr
lr.>
j.:6<n31qolr ).116qrfl l5gotr
or.>335,po3;t6J;
bo',1rrx,rL lrbq,r,rSob rn.>33X,q"ct3.r161
*r*
(,.)aoo, fl l,?1fl.)?floqlo
「
だ \
bδ
♪ω 30響 3δ 6Ψ 5005oob 6oO赦 'b
ら。QS'8300。 臀 06δ
b)力 hCn30Crnb
じ)hC〕 0350∩
―
NЮ 7/3
2016,沢 Ю,23 0mbo
brCuqonCqx'tU Jr6,q'raC60ol, ttrg0q'$C50.,1, l{eg A3bqnU "6" $3&36fi)ou q'> 147-3
ag\,crL Ag- &JOjOot 0Sl$8$ol$q, Usj.r6o6gq,ctu Jrdrq'lAC6$ot &rC6o r(''dC6lt:
(,5Co!qx'!o, l$jr6or3gqx" &d,q'rac6ooL t Jgo6i6lx'!-t.)bqJr0oo ($;69916o Joaoocoo)
lx'r6org;itr t$3oorUor3oao6g$C0t 6r6oboqm6
qgr 2gr60fio4qm8ob qgr@ols
brdrd,o8Cqmb ild,q,raC6orru trCafx)t, ft'r('Jd, gDr6crdou &rCO lrJ3$o6aqog\xo oEqoqygnot
S$6&"A6C6"q. " i)rlrlbCq,afirgo UiJC6lrxt (Dtq3ggot cao 3fodrflE3gq'grt$U 09l,ibC0"
lt jrrrro4gqx'rtr 316<o63o $q,q,C&,b ACOD6ol, oriobrtC", .ADtq3Sol, OCt rW' l,rCr6oACEx'tU
b'>53ob AgU'>b96"
S9$r6oU oN<'rbrtg"
3re'r6So
"Lrdi6o4gqxrl, Cdx'r36gq'c,
ftlyr)(r8gqxd, od,Ar6"JE, Jl&rEAo O8(,oq$ob ACO$ol, otob'>tg" (N07-3676, 19.05'2016)
(D
r
ar
$q,q$d
fDd)d,o,3Cqx,tL 316r'16olr Sdx'rgijooo q.or ffigr60,: 3oa636ar 6rqDSSSCOoq'CboU o,u'Sr$g
sGee&d, lrldrd,oACq,cfu ird,q'raC60r,U bo'Cf,('rli.
ヽ
S6‑b鞭
し
」
3050ob G春 城
6ubbbedobい
ぬ
―
Q胡 輌
¨
003‑
წერილი
」 聴
もうJヽ 03DCmも
―
,う hO〉
b5Jb60301要 Obじ ふ6RP500600b Ψ0360
0060n
Lr$t6o)gCqx')t) JJ6q'raJSOob brn6Ar6obr0rxr
eCJr6OrAJ6Oob fBCx' i)
Clq)bJOm6 CoC6 LgorbrodCl,
CrEOtc'6a' Co,Ct6.
tt.rjitloBgqx'tt 3o6lr6oggcrir 67-C AUbq,oUr qrr l)Jj.>6or3gqrartr Jyr,q,JaC6oob
rtc6q,JAC6ool.i 143-C ag\nb tsgbr6.>6oh:q bJJrbobaeCbq,(, o6ogorgo6olr $3Lroor
$.>f,Acr6o(,036<r,,S+r.>brbgq'0$<go l$3Cbu.m eJ$qB$olt q,r g956I363Cq'UogoL 3gltfu6"
It.>j.>6or33q'ob 3s6o68o Ogqrq'C$ou 6JO.>6oU ormbstrg" ltjsrio6Sgob 3r6o6ob J6,r't3COb,
"(,r95Q308ob 631-t>bgb" ltj.>6o63q,rnlr 3s6n63o Ogq,oq,C6ot ACOJ6ol, oJobrq50"
L>j.>6orgqmb 3o6o6olt Jtrtogl6b p.> ,,tr.r jrrrorgq'oL C6.Abgq'" b$.pLr tsgtrbgb"
Lsjflo6gq,ott ctfurQry, 3u6rn60o 6q'oqgbob Afr)i6ol., 6r,r1'1brt3" ltjr6o6gq'olr
('r66r6gq,o 3c6r'r6ob J5o3;J1)b.
6obr1or. 0ol.t6or 83Lo8$otto 6tr3q,Xqmbr.
Jroo3ob0C&o,,
〆
い゛
品00ò/♯ メ
o蒟
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„არასახელმწიფო
საპენსიო
დაზღვევისა
და
უზრუნველყოფის
შესახებ“
საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 1998 წელი, მუხ.
42) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1.მე–2 მუხლის „ი1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი1)საპენსიო დანაგროვთა შესაბამისი აქტივები – საქართველოს დაზღვევის
სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის წესით განსაზღვრული საპენსიო
დანაგროვთა დასაფარავად(საინვესტიციოდ) დასაშვები აქტივები.“.
2. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4.მონაწილის სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულების მიმართ მინიმალურ
მოთხოვნებს
განსაზღვრავს
საქართველოს
დაზღვევის
სახელმწიფო
ზედამხედველობის სამსახური.“.
3. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. საპენსიო დანაგროვის შესაბამის აქტივებს ადგენს საქართველოს დაზღვევის
სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური.“.
4. მე–141 მუხლის :
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1.დამფუძნებელმა საქართველოს ფარგლებს გარეთ „უკანონო შემოსავლის
ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული
მონიტორინგის
განმახორციელებელი
პირებისათვის
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების
მიზნით ფილიალის დაარსებიდან ან შვილობილი საწარმოს შექმნიდან ან შეძენიდან
14 დღის ვადაში საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხდველობის
სამსახურს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) დამფუძნებლის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება ფილიალის დაარსების
ან შვილობილი საწარმოს შექმნის ან შეძენის თაობაზე;
ბ) დამფუძნებლის სამეთვალყურეო საბჭოს განცხადება იმის თაობაზე, რომ უკანონო
შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა
და ფინანსური ქმედებების სპეციალური ჯგუფის (FATF-ის) რეკომენდაციების
შესრულების მიზნით ფილიალმა ან შვილობილმა საწარმომ ფუნქციონირების
დაწყებისთანავე შეიმუშავა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის
დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამა.“.
ბ)მე–2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) დამფუძნებელი უზრუნველყოფს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო
ზედამხდველობის სამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდებას იმის თაობაზე, რომ
მისი ფილიალი ან შვილობილი საწარმო ვერ ახორციელებს უკანონო შემოსავლის
ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლასთან
დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების
განხორციელებას იმის გამო, რომ ამას კრძალავს ან ზღუდავს ფილიალის ან
შვილობილი საწარმოს ადგილსამყოფელი უცხო ქვეყნის კანონმდებლობა“.
5. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.დამსაქმებელთა გაერთიანების მიერ არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და
უზრუნველყოფის განხორციელების წესს ადგენს საქართველოს დაზღვევის
სახელმწიფო ზედამხდველობის სამსახური.“.
6.მე–19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ბანკები არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევასა და უზრუნველყოფას
ახორციელებენ
საქართველოს
დაზღვევის
სახელმწიფო
ზედამხდველობის
სამსახურის მიერ რეგისტრირებული საპენსიო სქემების საფუძველზე, მხოლოდ ამ
საქმიანობის განხორციელების მიზნით შექმნილი ან შეძენილი შვილობილი
საწარმოს (შემდგომში – ბანკის შვილობილი კომპანია) მეშვეობით, რომელშიც ბანკი
ფლობს წილის (ხმის უფლების მქონე აქციების, პაის) 50 პროცენტს ან 50-ზე მეტ
პროცენტს.“.
7.მე–20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სადაზღვევო კომპანიები არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევასა და
უზრუნველყოფას ახორციელებენ საქართველოს
დაზღვევის სახელმწიფო
ზედამხდველობის სამსახურის მიერ
გაცემული დაზღვევის ლიცენზიისა და
რეგისტრირებული საპენსიო სქემების საფუძველზე.“.
8.21–ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც ამ კანონის მე-20 მუხლით არ არის
განსაზღვრული, უფლება აქვთ განახორციელონ არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევა
და უზრუნველყოფა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხდველობის
სამსახურში მათი რეგისტრაციის საფუძველზე. რეგისტრაციის წესსა და
სავალდებულო მინიმალური კაპიტალის ოდენობას ადგენს საქართველოს
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხდველობის სამსახური.“.
9.22–ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 22. საპენსიო სქემის რეგისტრაცია
1. საპენსიო სქემის რეგისტრაციის წესს განსაზღვრავს საქართველოს დაზღვევის
სახელმწიფო ზედამხდველობის სამსახური.
2. საპენსიო სქემების რეგისტრაციას ახორციელებს და საპენსიო სქემების რეესტრს
აწარმოებს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხდველობის სამსახური.“.
10.23–ე მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. საპენსიო სქემაში შეტანილი ცვლილებები და დამატებები საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
წესით
უნდა
გატარდეს
რეგისტრაციაში
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხდველობის სამსახურში.“.
11.26–ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის თ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თ ) საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ
საპენსიო სქემის რეგისტრაციის გაუქმება .“.
ბ) მე–2 – მე–4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ე “, „ ვ “ და „ ზ “ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებულ შემთხვევებში საპენსიო სქემის შეწყვეტის შესახებ სარჩელი
სასამართლოში შეიძლება წარადგინოს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო
ზედამხედველობის სამსახურმა
3. დამფუძნებლის მიერ საპენსიო სქემის შეწყვეტისას დამფუძნებელი
ვალდებულია ამ გადაწყვეტილების შესახებ აცნობოს ყველა მონაწილეს და
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს საპენსიო
სქემის შეწყვეტამდე სულ ცოტა ექვსი თვით ადრე .
4. საპენსიო სქემა შეწყვეტილად ითვლება საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო
ზედამხედველობის სამსახურის მიერ საპენსიო სქემების რეესტრში საპენსიო სქემის
შეწყვეტის შესახებ ჩანაწერის შეტანის მომენტიდან.”.
12.28–ე მუხლის მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. დამფუძნებელი მონაწილისთვის ინფორმაციის მიუწოდებლობისათვის ან
დაგვიანებით მიწოდებისათვის პასუხს აგებს მონაწილის წინაშე ინფორმაციის
მიწოდების ვადის ყოველ დაგვიანებულ დღეზე მონაწილის საპენსიო დანაგროვის
თანხის 0.01 პროცენტის ოდენობით , თავისი ქონების ხარჯზე , ხოლო საქართველოს
დაზღვევის
სახელმწიფო
ზედამხედველობის
სამსახურისთვის
ანგარიშის
წარუდგენლობისათვის
ან
დაგვიანებით
წარდგენისათვის
პასუხს
აგებს
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.
13.29–ე მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. დამფუძნებლები კვარტალში ერთხელ და წლის ბოლოს საქართველოს დაზღვევის
სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით წარუდგენენ ანგარიშს . წლიურ ანგარიშში უნდა აისახოს
დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა ანგარიშებისა და ანგარიშგების წარმოების
სისწორის იმ აქტივების შეფარდებითი ღირებულების შესახებ , სადაც
განთავსებულია საპენსიო , მათ შორის , მუდმივი პენსიის გაცემის დანაგროვები .“.
14. 30–ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 30. არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის სფეროში
ურთიერთობათა მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოები
არასახელმწიფო
საპენსიო
დაზღვევისა
და
უზრუნველყოფის
სფეროში
ურთიერთობებს
არეგულირებს
საქართველოს
დაზღვევის
სახელმწიფო
ზედამხედველობის სამსახური, ხოლო აღნიშნულ სფეროში აქტივების მმართველ
კომპანიასთან და სპეციალიზებულ დეპოზიტართან მიმართებაში ურთიერთობებს
საქართველოს ეროვნული ბანკი.“.
15. 31–312 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 31. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა
და საქართველოს ეროვნული ბანკის ფუნქციები არასახელმწიფო საპენსიო
დაზღვევისა და უზრუნველყოფის სფეროში
„1. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური:
ა ) ახორციელებს დამფუძნებელთა , როგორც საპენსიო დაზღვევის მონაწილეთა ,
რეგისტრაციას
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის
სამსახურის
მიერ დადგენილი წესით, გარდა
საქართველოს დაზღვევის
სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებადი პირებისა;
ბ ) ადგენს დამფუძნებლების მიმართ მინიმალური კაპიტალის განსაზღვრის წესს ;
გ)
ახორციელებს
ზედამხედველობას
დამფუძნებელთა
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ;
საქმიანობაზე
დ ) ამტკიცებს ეკონომიკურ ლიმიტებს ;
ე ) ახორციელებს საპენსიო სქემების ექსპერტიზას ;
ვ ) ადგენს საპენსიო სქემების მიმართ მოთხოვნებს და ამ სქემების რეგისტრაციის
წესებს ;
ზ ) ახორციელებს საპენსიო სქემების რეგისტრაციას და რეგისტრაციის გაუქმებას ;
თ) აწარმოებს ჩანაწერებს საპენსიო სქემებში ცვლილებების შეტანის ან საპენსიო
სქემების შეწყვეტის შესახებ ;
ი) ახორციელებს დამფუძნებლის ფინანსური მდგრადობის შეფასებას ;
კ) აკონტროლებს დამფუძნებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ
მოვალეობათა შესრულებას ;
ლ) ახორციელებს მეთვალყურეობასა და კონტროლს დამფუძნებლის ფინანსური
მდგომარეობის განმტკიცების მიზნით გატარებული ღონისძიებების შესრულებაზე;
მ) მონაწილეთა დავალიანების დაფარვის მიზნით სასამართლოში აღძრავს
სარჩელს დამფუძნებლის გაკოტრების შესახებ ;
ნ)ამტკიცებს საპენსიო დანაგროვთა ინვესტირების და მისი შეზღუდვის წესებს,
საინვესტიციო დეკლარაციის მოთხოვნებს, საპენსიო დანაგროვთა შესაბამისი
აქტივების სტრუქტურასა და შემადგენლობას;
ო) აკონტროლებს / ამოწმებს დამფუძნებლის საქმიანობას ;
პ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით,
,გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს .
2. საქართველოს
უფლებამოსილია :
ა)დამფუძნებლებს
ინსტრუქციები;
დაზღვევის
სახელმწიფო
გაუგზავნოს
მათ
შორის,
ზედამხედველობის
შესასრულებლად
ამ
კანონით
სამსახური
სავალდებულო
ბ ) შეამოწმოს დამფუძნებლების საქმიანობა ;
გ ) ამ კანონის 311 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დარღვევებისთვის
დაუწესოს სანქციები, მათ შორის, დააკისროს ფულადი ჯარიმა, არასახელმწიფო
საპენსიო სქემის დამფუძნებლებს. გაუუქმოს დამფუძნებელს რეგისტრაცია, გააუქმოს
საპენსიო სქემის რეგისტრაცია. სანქციების ოდენობა და დაკისრების წესი
განისაზღვრება საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის
სამსახურის ნორმატიული აქტით .
3. საქართველოს ეროვნული ბანკი :
ა)აკონტროლებს / ამოწმებს
აქტივების
სპეციალიზებული დეპოზიტარების საქმიანობას ;
მმართველი
ბ)ადგენს მოთხოვნებს აქტივების
დეპოზიტარის საქმიანობის მიმართ ;
კომპანიისა
მმართველი
და
კომპანიებისა
და
სპეციალიზებული
ბ)ასრულებს
საქართველოს კანონმდებლობით,
,გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს .
მათ
შორის,
ამ
კანონით
4. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია :
ა)აქტივების მმართველ კომპანიებს და სპეციალიზებულ
გაუგზავნოს შესასრულებლად სავალდებულო ინსტრუქციები ;
ბ)შეამოწმოს
აქტივების
დეპოზიტარების საქმიანობა ;
მმართველი
კომპანიებისა
და
დეპოზიტარებს
სპეციალიზებული
გ ) ამ კანონის 31 1 მუხლის მე–2 პუნქტში მითითებული დარღვევებისთვის
დაუწესოს სანქციები , მათ შორის , დააკისროს ფულადი ჯარიმა, აქტივების
მმართველ კომპანიებსა და სპეციალიზებულ დეპოზიტარებს. სანქციების ოდენობა
და დაკისრების წესი განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული
აქტით .
მუხლი 311. დარღვევები და სანქციები
1.საქართველოს
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
უფლებამოსილია დამფუძნებლის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლის მე–3 პუნქტით
განსაზღვრული სანქციები, თუ:
ა) ამ პირმა დაარღვია ამ კანონის ერთ-ერთი დებულება ან საქართველოს დაზღვევის
სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ნებისმიერი ნორმატივი, ინსტრუქცია,
წერილობითი მითითება;
ბ) ამ პირმა დაარღვია ანგარიშგების წარდგენის ვადები ან წარადგინეს არასწორი
ანგარიშგება და სხვა არაზუსტი ინფორმაცია;
გ)ამ პირმა დაარღვია ,,უკანონო შემოსავლის ლეგელიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის
შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.
2. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია აქტივების მმართველი
კომპანიისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლის მე-4
პუნქტით განსაზღვრული სანქციები, თუ:
ა) ამ პირებმა დაარღვიეს ამ კანონის ერთ-ერთი დებულება ან ეროვნული ბანკის
ნებისმიერი ნორმატივი, ინსტრუქცია, წერილობითი მითითება;
ბ) ამ პირებმა დაარღვიეს ანგარიშგების წარდგენის ვადები ან წარადგინეს არასწორი
ანგარიშგება და სხვა არაზუსტი ინფორმაცია;
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დარღვევის გამოვლენისას
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხდველობის სამსახურს უფლება აქვს,
თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და შესაძლო რისკის სერიოზულობიდან
გამომდინარე – არათანამიმდევრულად გამოიყენოს შემდეგი სანქციები:
ა) გააგზავნოს წერილობითი გაფრთხილება;
ბ) დააწესოს სპეციალური ღონისძიებები ან გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება)
მოთხოვნით, რომ დამფუძნებელმა შეწყვიტოს და შემდგომ არ დაუშვას ესა თუ ის
დარღვევა და სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში მიიღონ ზომები დარღვევის
აღმოსაფხვრელად;
გ) დააკისროს ფულადი ჯარიმა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო
ზედამხედველობის სამსახურის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით;
დ) დამფუძნებლის მმართველი ორგანოს წევრს შეუჩეროს ხელმოწერის
უფლებამოსილება და მმართველ ორგანოს მოსთხოვოს მისი თანამდებობიდან
დროებით გადაყენება ან თანამდებობიდან გათავისუფლება;
ე) შეაჩეროს ან შეზღუდოს მოგების განაწილება, დივიდენდებისა და მატერიალური
წახალისებების გაცემა და ახალი ვალდებულებების აღება;
ვ) გააუქმოს შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია ან რეგისტრაცია.
4. ამ მუხლის მე–2
პუნქტით განსაზღვრული დარღვევის გამოვლენისას
საქართველოს ეროვნულ ბანკს
უფლება აქვს, თანამიმდევრულად, ხოლო
დარღვევისა
და
შესაძლო
რისკის
სერიოზულობიდან
გამომდინარე
–
არათანამიმდევრულად გამოიყენოს შემდეგი სანქციები:
ა) გააგზავნოს წერილობითი გაფრთხილება;
ბ)დააწესოს სპეციალური ღონისძიებები ან გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება)
მოთხოვნით, რომ აქტივების მმართველმა კომპანიამ და სპეციალიზებულმა
დეპოზიტარმა შეწყვიტონ და შემდგომ არ დაუშვან ესა თუ ის დარღვევა და
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში მიიღონ ზომები
დარღვევის აღმოსაფხვრელად;
გ)დააკისროს ფულადი ჯარიმა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი
წესითა და ოდენობით;
დ)აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის
მმართველი ორგანოს წევრს შეუჩეროს ხელმოწერის უფლებამოსილება და მმართველ
ორგანოს მოსთხოვოს მისი თანამდებობიდან
თანამდებობიდან გათავისუფლება;
დროებით
გადაყენება
ან
ე) შეაჩეროს ან შეზღუდოს მოგების განაწილება, დივიდენდებისა და მატერიალური
წახალისებების გაცემა და ახალი ვალდებულებების აღება;
ვ) გააუქმოს შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია.
5. ამ მუხლის შესაბამისად დაკისრებული სანქცია უნდა შეესაბამებოდეს დარღვევის
სერიოზულობასა და შესაძლო რისკს.
6. ამ მუხლის შესაბამისად დაკისრებული სანქციის ფულადი ჯარიმის თანხა
მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
7.
დამფუძნებლისათვის,
აქტივების
მმართველი
კომპანიისათვის
და
სპეციალიზებული დეპოზიტარისათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით
დაკისრებული სანქციის იძულებით აღსასრულებლად მიქცევა ხდება კანონიერ
ძალაში შესული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად გაცემული
სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“
საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 312.
კრიტერიუმი.
დამფუძნებლის
მმართველი
ორგანოს
წევრის
შესაბამისობის
„დამფუძნებელი ვალდებულია ამ კანონის 21-ე მუხლის თანახმად, საქართველოს
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში რეგისტრაციისას
სამსახურს წარუდგინოს თავისი და თავისი მმართველი ორგანოს ყველა წევრის
დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება, რომ ეს პირები:
ა) არ არიან ნასამართლევი უკანონო შემოსავლების ლეგალიზებისათვის ან/და
ტერორიზმის დაფინანსებისათვის;
გ) არ არიან ნასამართლევი ეკონომიკური დანაშაულისათვის ან/და სამეწარმეო ან
ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულისათვის;
დ) ამავე დროს არ არიან სხვა საპენსიო სქემის დამფუძნებლის მმართველი ორგანოს
წევრები. ”.
16.35–ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 35. დამფუძნებლის კაპიტალის ოდენობა
დამფუძნებლის კაპიტალის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს დაზღვევის
სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ დადგენილი წესით. თუ პირის
სამართლებრივი ფორმა არ ითვალისწინებს კაპიტალის არსებობას, მას უნდა
ჰქონდეს საგარანტიო ფონდი, რომლის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური.’’
17.38–ე მუხლის მე–6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. მონაწილეთა მიმართ არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის
მოვალეობათა შესრულების მიზნით დამფუძნებელმა უნდა შექმნას საკუთარი
რეზერვი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის მიერ
დადგენილი ნორმატივის შესაბამისად .’’.
18. მე-40 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 40. გარდამავალი დებულებები
1. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით საქართველოს
დაზღვევის
სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა შეიმუშავოს და გამოსცეს შემდეგი
ნორმატიული აქტები:
ა) საპენსიო სქემის დამფუძნებლის საწესდებო
მოთხოვნების განსაზღვრის წესის შესახებ;
კაპიტალისადმი
ძირითადი
ბ) არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის ფინანსური მდგრადობის
შეფასების წესის შესახებ;
გ) საპენსიო სქემის რეგისტრაციის წესის შესახებ;
დ) საპენსიო სქემის წესების შესახებ;
ე) არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევის რეზერვის – საპენსიო ვალდებულების
შექმნის წესის შესახებ;
ვ) არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის, რომელიც არ არის სადაზღვევო
ორგანიზაცია,
საქართველოს
დაზღვევის
სახელმწიფო
ზედამხედველობის
სამსახურში რეგისტრაციის წესის შესახებ;
ზ) არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის ხელშეკრულების
მინიმალური მოთხოვნების შესახებ;
თ) საპენსიო სქემის მონაწილეთა და სამეთვალყურეო საბჭოს ინფორმირების წესის
შესახებ;
ი) საპენსიო სქემის დამფუძნებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა არჩევის წესის
შესახებ;
კ) დამსაქმებლის, დამსაქმებელთა გაერთიანებისა და პროფესიული კავშირის მიერ
საპენსიო სქემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების წესის შესახებ;
ლ) საპენსიო სქემის დამფუძნებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისათვის
ინფორმაციის მიწოდების წესის შესახებ;
მ) საპენსიო სქემის საბუღალტრო აღრიცხვის წესის შესახებ;
ნ) საპენსიო სქემის ანგარიშგების, არასახელმწიფო საპენსიო სქემის მონაწილეთა და
მეანაბრეთა რეესტრის წარმოების წესის შესახებ;
ო) მუდმივი პენსიების დანაგროვის ფონდის განსაზღვრის წესის შესახებ;
პ) დამსაქმებლის საწესდებო კაპიტალში საპენსიო
შეზღუდვის სახელმძღვანელო პირობების შესახებ;
აქტივების
ინვესტირების
ჟ) საპენსიო სქემების დამფუძნებლების ნებაყოფლობითი გაერთიანებების შექმნის
წესის შესახებ;
რ) არასახელმწიფო საპენსიო რეზერვების დაფარვის მიზნით დასაშვები აქტივებისა
და მათი სტრუქტურის განსაზღვრის წესის შესახებ.
2. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა
შეიმუშაოს და გამოსცეს შემდეგი ნორმატიული აქტები:
ა) აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების წესის შესახებ;
ბ) აქტივების მმართველი კომპანიის საწესდებო კაპიტალისადმი მინიმალური
მოთხოვნების განსაზღვრის წესის შესახებ;
გ) აქტივების მმართველ კომპანიასთან ხელშეკრულების დადების წესის შესახებ;
დ) აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის
ინტერესთა კონფლიქტის შესახებ;
ე) აქტივების მმართველი კომპანიის პერსონალის საკვალიფიკაციო სტანდარტების
შესახებ;
ვ) სპეციალიზებული დეპოზიტარის ლიცენზირების წესის შესახებ;
ზ) სპეციალიზებული დეპოზიტარის საწესდებო კაპიტალისადმი მინიმალური
მოთხოვნების განსაზღვრის წესის შესახებ;
თ) სპეციალიზებულ დეპოზიტართან ხელშეკრულების დადების წესის შესახებ;
ი) სპეციალიზებული დეპოზიტარის საპენსიო აქტივების შენახვის ვალდებულების
განსაზღვრის წესის შესახებ;
კ)აქტივების მმართველი კომპანიებისა და სპეციალიზებული დეპოზიტარების
ნებაყოფლობითი გაერთიანებების შექმნის წესის შესახებ;
2. საჯარო სამართლის იურუდიული პირის–საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო
ზედამხედველობის სამსახურის და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ
მუხლის პირველი და მე–2 პუნქტებით განსაზღვრული ახალი ნორმატიული აქტების
გამოცემამდე ძალას ინარჩუნებს ამ კანონის გამოქვეყნებამდე მოქმედი საპენსიო
სქემების,
აქტივების
მმართველი
კომპანიებისა
და
სპეზიალიზებული
დეპოზიტარების ზედამხედველობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტები.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტთან
დაკავშირებით
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა)კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია:
„არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს
კანონის მოქმედების ფარგლებში შექმნილი მოზიდული საპენსიო დანაგროვის მართვაში
მონაწილეობს
3 სუბიექტი– არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი, აქტივების
მმართველი
კომპანია
კანონმდებლობასი
გათვალისწინებით
და
სპეციალიზირებული
დეპოზიტარი.
საქართველოს
განხორციელებული
სხვადასხვა სტრუქტურული ცვლილებების
ზემოარნიშნულ
ორგანიზაციათა სარეგულაციო ჩარჩოები და
რეგულირების განმახორციელებელი ორგანოები პერიოდულად იცვლებოდა. მას შემდეგ რაც
საქართველოს ფასიანი ქაღალდების და დაზღვევისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემების
ზედამხედველობამ საქართველოს ეროვნულ ბანკში მოიყარა თავი, კანონით ამ სფეროებზე
საზედამხედველო ორგანოდ განისაზღვრა საქართველოს ბანკი. ,,დაზღვევის შესახებ“
საქართველოს კანონში 2013 წელს გატარებული ცვლილებებით შეიქმნა დამოუკიდებელი
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, რომელიც განისაზღვრა როგორც
ეროვნული ბანკის სამართალმემკვიდრე არასახელმწიფო საპენსიო სქემებსა და სადაზღვევო
კომპანიებზე ზედამხედველობის საკითხებში, რაც შესაბამისი წესით არ ასახულა მოცემულ
კანონში
და
არ
გამიჯნულა
ამ
კანონით
სამსახურის
და
ეროვნული
ბანკის
ფუნქციები/კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამომცემი ორგანოები ზემოაღნიშნულ
კანონის 3 სუბიექტთან მიმართებაში, რაც წარმოშობს მთელ რიგ გაურკვევლობას ამ კანონთა
აღსრულების
პროცესში,
მათ
შორის
სანქცირებისა
და
მეორადი
კანონმდებლობის
მოქმედების კუთხით.
საკანონმდებლო დონეზე არსებული ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრის აუცილებლობიდან
გამომდინარე მომზადდა ტექნიკური ხასიათის ცვლილებათა პაკეტი, რომლის თანახმადაც
ხდება საზედამხედველო ჩარჩოს მკვეთრი გამიჯვნა ეროვნულ ბანკსა და დაზღვევის
სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს შორის, არასახელმწიფო საპენსიო სქემის
დამფუძნებლის, აქტივების მმართველი კომპანიის და სპეციალიზირებულ დეპოზიტართან
მიმართებაში.
ა.ბ)კანონპროექტის მიზანი
არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის სფეროში ურთიერთობის
მარეგულირებელი ორგანოებს –ეროვნულ ბანკსა და დაზღვევის სახელმწიფო
ზედამხედველობის სამსახურს შორის საზედამხედველო ჩარჩოს მკვეთრი გამიჯვნა,
არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის, აქტივების მმართველი კომპანიის და
სპეციალიზირებულ დეპოზიტართან მიმართებაში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
„არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს
კანონში განხორციელდა ტექნიკური ხასიათის ცვლილებები, რომლის ძირითადი არსიც
მდგომარეობს შემდეგში: კანონის მთელ ტექსტში საპენსიო სქემის დამფუძნებლებთან
მიმართებაში ზედამხედველად განსაზღვრულია საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო
ზედამხედველობის
სამსახური,
ხოლო
აქტივების
მმართველი
კომპანიის
და
სპეციალიზირებულ დეპოზიტარის ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოდ
საქართველოს ეროვნული ბანკი. ასევე, კანონის იმ მუხლებში, რომლებშიც მითითებულია,
თუ რა წესით ხდება საპენსიო სქემის დამფუძნებლის საქმიანობის ამა თუ იმ ასპექტის
რეგულირება წესის დამდგენად ეროვნული ბანკის ნაცვლად განსაზღვრულია დაზღვევის
სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური.
ტექნიკური ხასიათის ცვლილებები შევიდა „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და
უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 , მე–4 , მე–11, მე–141 , მე–16, მე–19–20–
ე მუხლებში, 26–ე, 28–ე, 29–ე, 40 მუხლებში. კანონის 30–ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი
რედაქციით და ეროვნულ ბანკთან ერთად დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის
სამსახური მიეთითა არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის სფეროში
ურთიერთობათა მარეგულირებელ სახელმწიფო ორგანოდ. შესაბამისად კომპეტენციათა
გამიჯვნის პრინციპზე დაყრდნობით შეიცვალა 31–311 მუხლების რედაქცია. ახალი
რედაქციის მიხედვით დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ფუნქციები,
სანქცირების
უფლბამოსილება
ვრცელდება
არასახელმწიფო
საპენსიო
სქემის
დამფუძნებლებზე, ხოლო ეროვნული ბანკის – აქტივების მმართველი კომპანიასა და
სპეციალიზირებულ დეპოზიტარზე.
საქართველოს ეროვნული ბანკი ჩანაცვლდა დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის
სამსახურით 312, 35–ე და 38–ე მუხლებში.
კანონპროექტში
მოცემულია იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ჩამონათვალი,
რომელიც
გამოსცეს
უნდა
დაზღვევის
სახელმწიფო
ზედამხედველობის
სამსახურმა
საპენსიო სქემის დამფუძნებლის და საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აქტივების მმართველი
კომპანიასა და სპეციალიზებულ დეპოზიტართან მიმართებაში.
რეგულირების მიზნით. ზემოაღნიშნული ჩამონათვალი შედგენილია კანონის მოქმედი
რედაქციის გარდამავალი დებულებების გათვალისწინებით და განსაზღვრავს საქართველოს
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და ეროვნული ბანკის მიერ
კანონით მკვეთრად დადგენილ ფარგლებში არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და
უზრუნველყოფის მარეგულირებელი მეორადი კანონმდებლობის შემუშავების ჩარჩოებს.
ბ)კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა)კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარ
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას.
ბ.ბ)კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ)კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებას.
ბ.დ)სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს
ვალდებულებების აღებას.
მიერ ახალი ფინანსური
ბ.ე)კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტის მიღებას არ ექნება ფინანსური შედეგი
ბ.ვ)კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპები.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ)კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა)კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან.
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ)კანონპროექტის
მიმართება
ხელშეკრულებებთან.
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
და
მრავალმხრივ
კანონპროექტი არ
ხელშეკრულებებს.
ეწინააღმდეგება
საქართველოს
საქართველოს
ორმხრივ
დ)კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა)სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში არ მონაწილეობდნენ ექსპერტები/სხვა ორგანიზაციები
დ.ბ)კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის( დაწესებულების)
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
ე)კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი ნოდარ ებანოიძე
ვ)კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი ნოდარ ებანოიძე
ან/და
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლის მოქმედი რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით
შედის ცვლილება
საქართველოს კანონი არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა
და უზრუნველყოფის შესახებ
მუხლი 2. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება
კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ფიზიკურ პირთა არასახელმწიფო საპენსიო უზრუნველყოფა - ფიზიკურ
პირებზე ფულადი სახსრების (პენსიების) რეგულარულად გაცემა, ფიზიკურ და
იურიდიულ პირთა საპენსიო შენატანებისა და საინვესტიციო მოგების ხარჯზე;
ბ)
ფიზიკურ
პირთა
არასახელმწიფო
საპენსიო
დაზღვევისა
და
უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებული საქმიანობა - საპენსიო სქემების
დაფუძნება, საპენსიო შენატანების აკუმულირება და აღრიცხვა, საპენსიო
დანაგროვთა ფორმირება და ფიზიკურ პირებზე პენსიების რეგულარულად გაცემა;
გ) არასახელმწიფო საპენსიო სქემა (შემდგომ - საპენსიო სქემა) -არასახელმწიფო
საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის სფეროში ფიზიკურ და იურიდიულ
პირთა ურთიერთობის სისტემა;
დ)
არასახელმწიფო
საპენსიო
სქემის
დამფუძნებელი
(შემდგომდამფუძნებელი) - იურიდიული პირი, რომელიც აფუძნებს საპენსიო სქემას და
უზრუნველყოფს ფიზიკურ პირებს არასახელმწიფო პენსიებით საპენსიო სქემით
დადგენილი წესის შესაბამისად;
ე) მეანაბრე - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც იხდის საპენსიო
შენატანს საპენსიო სქემის მონაწილის სასარგებლოდ, საპენსიო სქემით დადგენილი
წესის შესაბამისად;
ვ) საპენსიო სქემის მონაწილე (შემდგომ - მონაწილე) - ფიზიკური პირი,
რომლის სასარგებლოდაც ხდება საპენსიო შენატანების გადახდა და პენსიის გაცემა
საპენსიო სქემით დადგენილი წესის შესაბამისად;
ზ) საპენსიო დანაგროვი - მონაწილის ან მონაწილეთა სახელობით საპენსიო
ანგარიშზე აღრიცხული სახსრები;
თ) სახელობითი საპენსიო ანგარიში - საპენსიო სახსრების მოძრაობის
აღრიცხვის ფორმა;
ი) საპენსიო შენატანი - ფიზიკურ პირთა არასახელმწიფო საპენსიო
უზრუნველყოფის მიზნით საპენსიო სქემით დადგენილი შენატანი, რომელსაც
იხდიან მეანაბრეები;
ი1) საპენსიო დანაგროვთა შესაბამისი აქტივები – საქართველოს ეროვნული
ბანკის
წესით
განსაზღვრული,
საპენსიო
დანაგროვთა
დასაფარავად
(საინვესტიციოდ) დასაშვები აქტივები; (24.09.2009. N1691 ამოქმედდეს 2009 წლის 1
დეკემბრიდან)
კ) აქტივების მმართველი კომპანია - კომერციული ორგანიზაცია, რომელიც
აწარმოებს საპენსიო დანაგროვთა მართვასა და ინვესტირებას შესაბამისი ლიცენზიის
საფუძველზე;
ლ) სპეციალიზებული დეპოზიტარი – კომერციული ორგანიზაცია, რომელიც
ახორციელებს დოკუმენტირებული ფასიანი ქაღალდების მიღებას, შენახვას და
საპენსიო დანაგროვთა შესაბამისი აქტივების შემადგენელი არადოკუმენტირებული
ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას; (24.09.2009. N1691 ამოქმედდეს 2009 წლის 1
დეკემბრიდან)
მ) საპენსიო სქემის დამფუძნებლის სამეთვალყურეო საბჭო - დამფუძნებლის
ორგანო, რომელიც ზედამხედველობს მოქალაქეთა არასახელმწიფო პენსიებით
უზრუნველყოფას და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში იცავს
მონაწილეთა ინტერესებს.
ნ) შვილობილი საწარმო (შვილობილი ორგანიზაცია) – იურიდიული პირი,
რომელშიც დამფუძნებელი ფლობს წილის (ხმის უფლების მქონე აქციების, პაის) 50
პროცენტს ან 50-ზე მეტ პროცენტს, ხოლო იურიდიული სტატუსის არმქონე
ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში – აკონტროლებს მას; (23.03.2010 N2833)
ო) ფილიალი – დამფუძნებლის სტრუქტურული ქვედანაყოფი, სადაც
უშუალოდ ხორციელდება დამფუძნებლის წესდებით განსაზღვრული საქმიანობა ან
მისი ნაწილი. (23.03.2010 N2833)
მუხლი 4. ხელშეკრულება არასახელმწიფო საპენსიო
დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ
1.
ხელშეკრულება
არასახელმწიფო
საპენსიო
დაზღვევისა
და
უზრუნველყოფის შესახებ (შემდგომ - ხელშეკრულება) იდება დამფუძნებელსა და
მეანაბრეს შორის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ხელშეკრულების
თანახმად დამფუძნებელი, საპენსიო სქემით დადგენილი წესის შესაბამისად, იღებს
მონაწილის არასახელმწიფო საპენსიო უზრუნველყოფის ვალდებულებას, ხოლო
მეანაბრე - საპენსიო შენატანების გადახდის ვალდებულებას.
2. ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს:
ა) დამფუძნებელსა და მეანაბრეს შორის, სხვა ფიზიკური პირის სასარგებლოდ;
ბ) დამფუძნებელსა და მონაწილეს შორის, თუ მონაწილე ამავე დროს არის
მეანაბრე თავის სასარგებლოდ;
გ) დამფუძნებელსა და საპენსიო სქემის მუშაკებს შორის, თუ დამფუძნებელი
ამავე დროს არის მეანაბრე თავისი მუშაკების სასარგებლოდ.
3. მონაწილის სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს
ჩანაწერს საპენსიო დანაგროვის ინვესტირების მიმართულებებისა და საპენსიო
სქემის ფინანსური შედეგების ამ დანაგროვის ოდენობაზე ასახვის პირობების
შესახებ. (23.03.2010 N2833)
4. მონაწილის სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულების მიმართ
მინიმალურ მოთხოვნებს განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკი. (23.03.2010
N2833)
მუხლი 11. საპენსიო დანაგროვის ინვესტირება
1. ამოღებულია (23.03.2010 N2833)
2. საპენსიო დანაგროვის შესაბამის აქტივებს ადგენს საქართველოს ეროვნული
ბანკი. (24.09.2009 N 1691 ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან)
3. საპენსიო დანაგროვის შესაბამის აქტივებად არ ითვლება: (24.09.2009 N 1691
ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან)
ა) ფასიანი ქაღალდები, რომელთა ემიტენტები არიან დამფუძნებლები ან
მეანაბრეები, აგრეთვე მათი აფილირებული პირები, აქტივების მმართველი
კომპანიები, სპეციალიზებული დეპოზიტარები, რომლებთანაც დადებულია
შეთანხმება საპენსიო დანაგროვთა შესაბამისი აქტივების მართვის შესახებ, და მათი
აფილირებული პირები;
ბ) წარმოებული ფასიანი ქაღალდები;
გ) უძრავი ქონების ობიექტები, რომელთა გასხვისებაც აკრძალულია.
4. საპენსიო დანაგროვის ინვესტირება ხორციელდება საპენსიო სქემის
მონაწილესთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად. (23.03.2010 N2833)
მუხლი 141. დამფუძნებლის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ
ფილიალის დაარსება ან შვილობილი საწარმოს შექმნა ან
შეძენა (23.03.2010 N2833)
1.
დამფუძნებელმა საქართველოს ფარგლებს გარეთ „უკანონო შემოსავლის
ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული
მონიტორინგის
განმახორციელებელი
პირებისათვის
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების
მიზნით ფილიალის დაარსებიდან ან შვილობილი საწარმოს შექმნიდან ან შეძენიდან
14 დღის ვადაში საქართველოს ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს შემდეგი
დოკუმენტები:
ა) დამფუძნებლის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება ფილიალის
დაარსების ან შვილობილი საწარმოს შექმნის ან შეძენის თაობაზე;
ბ) დამფუძნებლის სამეთვალყურეო საბჭოს განცხადება იმის თაობაზე, რომ
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ
ბრძოლისა და ფინანსური ქმედებების სპეციალური ჯგუფის (FATF-ის)
რეკომენდაციების შესრულების მიზნით ფილიალმა ან შვილობილმა საწარმომ
ფუნქციონირების დაწყებისთანავე შეიმუშავა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა
და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამა.
2. თუ ფილიალის ან შვილობილი საწარმოს ადგილსამყოფელი უცხო ქვეყნის
კანონებითა
და
კანონქვემდებარე
ნორმატიული
აქტებით
არ
არის
გათვალისწინებული ფილიალის ან შვილობილი საწარმოს მიერ FATF-ის
რეკომენდაციების შესრულება ან ამ ქვეყანაში არ ხორციელდება უკანონო
შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა
და საერთოდ ან საკმარისად არ სრულდება FATF-ის რეკომენდაციები:
ა) დამფუძნებლის სამეთვალყურეო საბჭომ უნდა აიღოს წერილობითი
ვალდებულება, რომ დამფუძნებელი უზრუნველყოფს თავისი ფილიალის ან
შვილობილი საწარმოს მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის
დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით დადგენილი ღონისძიებების
განხორციელებას დამფუძნებლისადმი საქართველოში არსებული მოთხოვნებისა და
FATF-ის რეკომენდაციების შესაბამისად;
ბ) დამფუძნებელი უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული ბანკისათვის
ინფორმაციის მიწოდებას იმის თაობაზე, რომ მისი ფილიალი ან შვილობილი
საწარმო ვერ ახორციელებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის
დაფინანსების
წინააღმდეგ
ბრძოლასთან
დაკავშირებით
საქართველოს
კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებას იმის გამო, რომ
ამას კრძალავს ან ზღუდავს ფილიალის ან შვილობილი საწარმოს ადგილსამყოფელი
უცხო ქვეყნის კანონმდებლობა.
მუხლი 16. დამსაქმებელთა გაერთიანების საპენსიო სქემა
1. დამსაქმებელთა გაერთიანება (ასოციაცია, კავშირი) არის არასამეწარმეო
იურიდიული პირი, რომელსაც უფლება აქვს განახორციელოს არასახელმწიფო
საპენსიო დაზღვევა და უზრუნველყოფა, თუ საპენსიო სქემით დადგენილი წესები
შეთანხმებულია პროფესიულ კავშირებთან.
2. დამსაქმებელთა გაერთიანების მიერ არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა
და უზრუნველყოფის განხორციელების წესს ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი.
(24.09.2009 N 1691 ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან)
3. დამსაქმებელთა გაერთიანებების საპენსიო სქემების საქმიანობის
კონტროლის მიზნით იქმნება სამეთვალყურეო საბჭო, რომლის წევრებიც
მოვალეობას ასრულებენ გასამრჯელოს გარეშე. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა
ნახევარს მონაწილეთა წარმომადგენლები უნდა შეადგენდნენ.
4. სამეთვალყურეო საბჭოს უფლება აქვს მონაწილეთა ინტერესების დასაცავად
თავისი წევრებიდან ჰყავდეს ერთი ან რამდენიმე ნდობით აღჭურვილი პირი.
მუხლი 19. ბანკების საპენსიო სქემები (23.03.2010 N2833)
1. ბანკები არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევასა და უზრუნველყოფას
ახორციელებენ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საპენსიო
სქემების საფუძველზე, მხოლოდ ამ საქმიანობის განხორციელების მიზნით შექმნილი
ან შეძენილი შვილობილი საწარმოს (შემდგომში – ბანკის შვილობილი კომპანია)
მეშვეობით, რომელშიც ბანკი ფლობს წილის (ხმის უფლების მქონე აქციების, პაის) 50
პროცენტს ან 50-ზე მეტ პროცენტს.
2. ბანკის შვილობილი კომპანია შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე საპენსიო
სქემის დამფუძნებელი, აგრეთვე მეანაბრე თავის მუშაკთა სასარგებლოდ ამ კანონის
შესაბამისად რეგისტრირებული საპენსიო სქემის მიხედვით.
3.
ბანკის შვილობილ
კომპანიას უფლება
აქვს,
განახორციელოს
არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევა და უზრუნველყოფა იმ საპენსიო სქემის
გამოყენებით, სადაც განსაზღვრულია შენატანების ოდენობა.
4. სათავო საწარმოს (სათავო ორგანიზაციას) და მასთან აფილირებულ პირებს
უფლება აქვთ, იყვნენ ბანკის შვილობილი კომპანიის მეანაბრეები.
5. საპენსიო დანაგროვის მართვა შეიძლება განახორციელოს დამფუძნებელმა
ბანკის შვილობილმა კომპანიამ ან აქტივების მმართველმა კომპანიამ.
6.
ბანკის
შვილობილ
კომპანიას
უფლება
აქვს,
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოუკიდებლად განახორციელოს საპენსიო
დანაგროვის შესაბამისი აქტივების მართვა; ამასთანავე, იგი ვალდებულია
ისარგებლოს სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურებით.
7. აკრძალულია საპენსიო დანაგროვის ინვესტირება ბანკის შვილობილი
კომპანიის – საპენსიო სქემის დამფუძნებლის, სათავო საწარმოს (სათავო
ორგანიზაციის), სათავო საწარმოს დამფუძნებლების ან მათთან აფილირებული
პირების აქტივებში, აგრეთვე დამსაქმებელთა იმ აქტივებში, რომლებიც ითვლებიან
ამ ბანკის შვილობილი კომპანიის მიერ დაფუძნებული საპენსიო სქემების
მეანაბრეებად.
8. საპენსიო დანაგროვის ინვესტირებისას ბანკების შვილობილმა კომპანიებმა
უნდა დაიცვან ამ კანონით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით საპენსიო დანაგროვის ინვესტირების
მიმართ დაწესებული შეზღუდვები.
მუხლი 20. სადაზღვევო კომპანიის საპენსიო სქემა
1. სადაზღვევო კომპანიები არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევასა და
უზრუნველყოფას ახორციელებენ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული
დაზღვევის ლიცენზიისა და რეგისტრირებული საპენსიო სქემების საფუძველზე.
(24.09.2009 N 1691 ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან)
2. სადაზღვევო კომპანია შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე საპენსიო სქემის
დამფუძნებელი. სადაზღვევო კომპანიას უფლება აქვს განახორციელოს თავისი
მუშაკების არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევა და უზრუნველყოფა როგორც
დამსაქმებელ-დამფუძნებელმა.
3. საპენსიო სქემის დამფუძნებელ სადაზღვევო კომპანიას შეუძლია უშუალოდ
მართოს საპენსიო დანაგროვის შესაბამისი აქტივები, ამასთანავე იგი ვალდებულია
ისარგებლოს სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურებით. (24.09.2009 N 1691
ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან)
მუხლი 21. სხვა იურიდიული პირების საპენსიო სქემები (23.03.2010 N2833)
1. იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც ამ კანონის მე-20 მუხლით არ არის
განსაზღვრული, უფლება აქვთ, განახორციელონ არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევა
და უზრუნველყოფა საქართველოს ეროვნულ ბანკში მათი რეგისტრაციის
საფუძველზე. რეგისტრაციის წესსა და სავალდებულო მინიმალური კაპიტალის
ოდენობას ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი.
2. საპენსიო სქემის დამფუძნებელი,
ორგანიზაცია, ვალდებულია:
რომელიც
არ
არის
სადაზღვევო
ა) თავისი საქმიანობა განახორციელოს ამ კანონის შესაბამისად;
ბ) საპენსიო დანაგროვის ინვესტირება განახორციელოს აქტივების მმართველი
კომპანიის მეშვეობით და საპენსიო დანაგროვი შესანახად გადასცეს სპეციალიზებულ
დეპოზიტარს;
გ) შექმნას ამ კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
სამეთვალყურეო საბჭო.
მუხლი 22. საპენსიო სქემის რეგისტრაცია (24.09.2009 N 1691 ამოქმედდეს 2009
წლის 1 დეკემბრიდან)
1. საპენსიო
ეროვნული ბანკი.
სქემის
რეგისტრაციის
წესს
განსაზღვრავს
საქართველოს
2. საპენსიო სქემების რეგისტრაციას ახორციელებს და საპენსიო სქემების
რეესტრს აწარმოებს საქართველოს ეროვნული ბანკი
მუხლი 23. საპენსიო სქემის წესები
1. საპენსიო სქემის წესებს ადგენს საპენსიო სქემის დამფუძნებლის
უფლებამოსილი ორგანო - სამეთვალყურეო საბჭო საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად.
2. საპენსიო სქემაში შეტანილი ცვლილებები და დამატებები საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
წესით
უნდა
გატარდეს
რეგისტრაციაში
საქართველოს ეროვნულ ბანკში. (24.09.2009 N 1691 ამოქმედდეს 2009 წლის 1
დეკემბრიდან)
3. საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია:
ა) საპენსიო სქემაში შეტანილი ცვლილებები და დამატებები შეუთანხმოს
სამეთვალყურეო საბჭოს;
ბ) საპენსიო სქემაში შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების შესახებ
აცნობოს თითოეულ მონაწილეს რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 30 დღისა;
გ) ყველა დაინტერესებულ პირს მისცეს საპენსიო სქემის რეგისტრირებული
წესების, მასში შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების გაცნობის შესაძლებლობა.
4. მეანაბრეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დამატებითი
პენსიებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო შენატანების გადაუხდელობა ან
არასრულად გადახდა არ შეიძლება გახდეს ადრე გადახდილი სადაზღვევო
შენატანებით მინიჭებული უფლების პირდაპირი ან არაპირდაპირი შეზღუდვის
საფუძველი.
მუხლი 26. საპენსიო სქემის შეწყვეტა
1. საპენსიო სქემის შეწყვეტის საფუძველია:
ა) დამფუძნებლის მიერ ყველა მონაწილის მიმართ პენსიების გაცემის
ვალდებულების შესრულება;
ბ) მონაწილეთა სხვა საპენსიო სქემებში გადასვლა;
გ) საპენსიო სქემიდან მონაწილეთა გასვლა;
დ) მეანაბრის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობა;
ე) დამფუძნებლის გადაწყვეტილება;
ვ) დამფუძნებლის მიერ არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და
უზრუნველყოფის ვალდებულებების შეუსრულებლობა, რომელიც დასტურდება
სასამართლოს გადაწყვეტილებით;
ზ) დამფუძნებლის ფინანსური მდგომარეობის არამდგრადობა.
თ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საპენსიო სქემის რეგისტრაციის
გაუქმება. (24.09.2009. N1691 ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან)
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებულ შემთხვევებში საპენსიო სქემის შეწყვეტის შესახებ სარჩელი
სასამართლოში შეიძლება წარადგინოს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა. (24.09.2009 N
1691 ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან)
3. დამფუძნებლის მიერ საპენსიო სქემის შეწყვეტისას დამფუძნებელი
ვალდებულია ამ გადაწყვეტილების შესახებ აცნობოს ყველა მონაწილეს და
საქართველოს ეროვნულ ბანკს საპენსიო სქემის შეწყვეტამდე სულ ცოტა ექვსი თვით
ადრე. (24.09.2009 N 1691 ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან)
4. საპენსიო სქემა შეწყვეტილად ითვლება საქართველოს ეროვნული ბანკის
მიერ საპენსიო სქემების რეესტრში საპენსიო სქემის შეწყვეტის შესახებ ჩანაწერის
შეტანის მომენტიდან. (24.09.2009 N 1691 ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან)
5. დამფუძნებელის ლიკვიდაცია არ შეიძლება მის მიერ დაფუძნებული ყველა
საპენსიო სქემის შეწყვეტამდე.
მუხლი 28. მონაწილეთა ინფორმაციით უზრუნველყოფა
1. დამფუძნებელი ვალდებულია საპენსიო სქემის ყველა მონაწილეს
წელიწადში ერთხელ მიაწოდოს წერილობითი ინფორმაცია მისი ინდივიდუალური
ანგარიშის,
საგადასახადო სისტემაში, აქტივების მმართველ კომპანიებსა და
სპეციალურ დეპოზიტარებში მომხდარი ცვლილებებისა და დამფუძნებლის
საქმიანობის აუდიტორული შემოწმების შედეგების შესახებ.
2. საპენსიო სქემის წესი და საანგარიშო საბუთები კონფიდენციალური არ არის,
გარდა მონაწილის ანგარიშის შესახებ ინფორმაციისა. მონაწილის ანგარიშის შესახებ
ინფორმაცია შეიძლება მიეცეს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს „ამერიკის
შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის
საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და
უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების
მიზნით“ შეთანხმების საფუძველზე. (28.10.2015 N4464 )
21. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია „ამერიკის
შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის
საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და
უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების
მიზნით“ შეთანხმების ფარგლებში შეიძლება გადაეცეს საგადასახადო ორგანოს.
საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მიაწოდოს ეს ინფორმაცია ამ შეთანხმებით
განსაზღვრულ ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტურ ორგანოს. (28.10.2015
N4464 )
3. დამფუძნებელი მონაწილისთვის ინფორმაციის მიუწოდებლობისათვის ან
დაგვიანებით მიწოდებისათვის პასუხს აგებს მონაწილის წინაშე ინფორმაციის
მიწოდების ვადის ყოველ დაგვიანებულ დღეზე მონაწილის საპენსიო დანაგროვის
თანხის 0.01 პროცენტის ოდენობით, თავისი ქონების ხარჯზე, ხოლო საქართველოს
ეროვნული ბანკისთვის ანგარიშის წარუდგენლობისათვის ან დაგვიანებით
წარდგენისათვის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
(24.09.2009 N 1691 ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან)
მუხლი 29. აღრიცხვა-ანგარიშგება
1. დამფუძნებელი ვალდებულია:
ა) აწარმოოს მის მიერ დაფუძნებული ყველა საპენსიო სქემის აღრიცხვა ცალცალკე და განაცალკევოს საპენსიო აქტივის დანაგროვი საკუთარი ქონებისაგან;
ბ) გახსნას ცალკე საბანკო ანგარიში არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და
უზრუნველყოფის განსახორციელებლად;
გ) აწარმოოს გადახდილი საპენსიო შენატანების, საპენსიო დანაგროვებისა და
გაცემული პენსიების აღრიცხვა.
2. დამფუძნებლები კვარტალში ერთხელ და წლის ბოლოს საქართველოს
ეროვნულ ბანკს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგენენ
ანგარიშს. წლიურ ანგარიშში უნდა აისახოს დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა
ანგარიშებისა და ანგარიშგების წარმოების სისწორის იმ აქტივების შეფარდებითი
ღირებულების შესახებ, სადაც განთავსებულია საპენსიო, მათ შორის, მუდმივი
პენსიის გაცემის დანაგროვები. (24.09.2009. N1691 ამოქმედდეს 2009 წლის 1
დეკემბრიდან)
3. აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია:
ა) აწარმოოს საპენსიო დანაგროვთა შესაბამისი აქტივების ცალ-ცალკე
აღრიცხვა; (24.09.2009. N1691 ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან)
ბ) განახორციელოს თითოეული საპენსიო სქემის მიხედვით მისთვის
გადაცემული საპენსიო დანაგროვებისა და ინვესტირების შედეგად მიღებული
მოგების აღრიცხვა;
გ) დამფუძნებელს წარუდგინოს აუცილებელი დოკუმენტები, რომელთა
ჩამონათვალს ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი; (24.09.2009 N 1691 ამოქმედდეს
2009 წლის 1 დეკემბრიდან)
დ) გამოაქვეყნოს წლიური ანგარიში, რომელიც წარედგინება საქართველოს
ეროვნულ ბანკს. (24.09.2009 N 1691 ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან)
4. სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია:
ა) აღრიცხოს თითოეული საპენსიო სქემის საპენსიო დანაგროვი ცალ-ცალკე;
ბ) განაცალკევოს საპენსიო სქემების მიხედვით და ხელშეკრულების
საფუძველზე წარმოებული საპენსიო დანაგროვები ერთმანეთისაგან;
გ) განაცალკევოს საპენსიო დანაგროვი საკუთარი და სამართავად მისთვის
მინდობილი ქონებისაგან;
დ) აქტივების მმართველი კომპანიის სახელზე გახსნას ცალკე საბანკო
ანგარიში აქტივების მართვასა და ინვესტირებასთან დაკავშირებული ანგარიშების
წარმოებისათვის.
5. საპენსიო და მუდმივი პენსიის დანაგროვთა ოდენობა განისაზღვრება
აქტუარული დათვლებით. (24.09.2009 N 1691 ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან)
6. აქტივების მმართველი კომპანია და სპეციალიზებული დეპოზიტარი
საქართველოს ეროვნულ ბანკს ანგარიშებს წარუდგენენ საქართველოს ეროვნული
ბანკის მიერ დადგენილი წესით. (24.09.2009. N1691 ამოქმედდეს 2009 წლის 1
დეკემბრიდან)
მუხლი 30. არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და
უზრუნველყოფის სფეროში ურთიერთობათა
მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანო (24.09.2009 N 1691 ამოქმედდეს
2009 წლის 1 დეკემბრიდან)
არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის
ურთიერთობებს არეგულირებს საქართველოს ეროვნული ბანკი.
სფეროში
მუხლი 31. საქართველოს ეროვნული ბანკის ფუნქციები
არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და
უზრუნველყოფის სფეროში (24.09.2009 N 1691 ამოქმედდეს 2009 წლის 1
დეკემბრიდან)
1. საქართველოს ეროვნული ბანკი:
ა)
ახორციელებს
დამფუძნებელთა,
როგორც საპენსიო
დაზღვევის
მონაწილეთა, რეგისტრაციას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი
წესით, გარდა ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებადი პირებისა;
ბ) ადგენს დამფუძნებლების მიმართ მინიმალური კაპიტალის განსაზღვრის
წესს;
გ) ახორციელებს ზედამხედველობას დამფუძნებელთა
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
საქმიანობაზე
დ) ამტკიცებს ეკონომიკურ ლიმიტებს;
ე) ამოწმებს აქტივების მმართველი კომპანიებისა და სპეციალიზებული
დეპოზიტარების საქმიანობას;
ვ) ახორციელებს საპენსიო სქემების ექსპერტიზას;
ზ) ადგენს საპენსიო
რეგისტრაციის წესებს;
სქემების
მიმართ
მოთხოვნებს
და
ამ
სქემების
თ) ახორციელებს საპენსიო სქემების რეგისტრაციას და რეგისტრაციის
გაუქმებას;
ი) აწარმოებს ჩანაწერებს საპენსიო სქემებში ცვლილებების შეტანის ან
საპენსიო სქემების შეწყვეტის შესახებ;
კ) ახორციელებს დამფუძნებლის ფინანსური მდგრადობის შეფასებას;
ლ) აკონტროლებს დამფუძნებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ
მოვალეობათა შესრულებას;
მ) ახორციელებს მეთვალყურეობასა და კონტროლს დამფუძნებლის
ფინანსური მდგომარეობის განმტკიცების მიზნით გატარებული ღონისძიებების
შესრულებაზე;
ნ) მონაწილეთა დავალიანების დაფარვის მიზნით სასამართლოში აღძრავს
სარჩელს დამფუძნებლის გაკოტრების შესახებ;
ო)
ადგენს
მოთხოვნებს
აქტივების
მმართველი
სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობის მიმართ;
კომპანიისა
და
პ) ამტკიცებს საპენსიო დანაგროვთა ინვესტირების და მისი შეზღუდვის
წესებს, საინვესტიციო დეკლარაციის მოთხოვნებს, საპენსიო დანაგროვთა შესაბამისი
აქტივების სტრუქტურასა და შემადგენლობას;
ჟ)
აკონტროლებს/ამოწმებს
დამფუძნებლის,
აქტივების
კომპანიებისა და სპეციალიზებული დეპოზიტარების საქმიანობას;
მმართველი
რ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით,
გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
2.
საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:
ა) აქტივების მმართველ კომპანიებს, სპეციალიზებულ დეპოზიტარებსა და
დამფუძნებლებს გაუგზავნოს შესასრულებლად სავალდებულო ინსტრუქციები;
ბ) შეამოწმოს დამფუძნებლების, აქტივების მმართველი კომპანიებისა და
სპეციალიზებული დეპოზიტარების საქმიანობა;
გ) ამ კანონის 311 მუხლში მითითებული დარღვევებისთვის დაუწესოს
სანქციები, მათ შორის, დააკისროს ფულადი ჯარიმა, არასახელმწიფო საპენსიო
სქემის დამფუძნებლებს, აქტივების მმართველ კომპანიებსა და სპეციალიზებულ
დეპოზიტარებს, გაუუქმოს დამფუძნებელს რეგისტრაცია, გააუქმოს საპენსიო სქემის
რეგისტრაცია. სანქციების ოდენობა და დაკისრების წესი განისაზღვრება
საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით.
მუხლი 311. დარღვევები და სანქციები (23.03.2010 N2833)
1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დამფუძნებლის,
აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის მიმართ
გამოიყენოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სანქციები, თუ:
ა) ამ პირებმა დაარღვიეს ამ კანონის ერთ-ერთი დებულება ან ეროვნული
ბანკის ნებისმიერი ნორმატივი, ინსტრუქცია, წერილობითი მითითება;
ბ) ამ პირებმა დაარღვიეს ანგარიშგების წარდგენის ვადები ან წარადგინეს
არასწორი ანგარიშგება და სხვა არაზუსტი ინფორმაცია;
გ) დამფუძნებელმა დაარღვია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის
აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დარღვევის გამოვლენისას
საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევისა
და შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე – არათანამიმდევრულად
გამოიყენოს შემდეგი სანქციები:
ა) გააგზავნოს წერილობითი გაფრთხილება;
ბ) დააწესოს სპეციალური ღონისძიებები ან გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება)
მოთხოვნით, რომ დამფუძნებელმა, აქტივების მმართველმა კომპანიამ და
სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა შეწყვიტონ და შემდგომ არ დაუშვან ესა თუ ის
დარღვევა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში მიიღონ
ზომები დარღვევის აღმოსაფხვრელად;
გ) დააკისროს ფულადი ჯარიმა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ
დადგენილი წესითა და ოდენობით;
დ) დამფუძნებლის, აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალიზებული
დეპოზიტარის
მმართველი
ორგანოს
წევრს
შეუჩეროს
ხელმოწერის
უფლებამოსილება და მმართველ ორგანოს მოსთხოვოს მისი თანამდებობიდან
დროებით გადაყენება ან თანამდებობიდან განთავისუფლება;
ე) შეაჩეროს ან შეზღუდოს მოგების განაწილება, დივიდენდებისა და
მატერიალური წახალისებების გაცემა და ახალი ვალდებულებების აღება;
ვ) გააუქმოს შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია ან რეგისტრაცია.
3. ამ მუხლის შესაბამისად დაკისრებული სანქცია უნდა შეესაბამებოდეს
დარღვევის სერიოზულობასა და შესაძლო რისკს.
4. ამ მუხლის შესაბამისად დაკისრებული სანქციის ფულადი ჯარიმის თანხა
მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
5. დამფუძნებლისათვის, აქტივების მმართველი კომპანიისათვის და
სპეციალიზებული დეპოზიტარისათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით
დაკისრებული სანქციის იძულებით აღსასრულებლად მიქცევა ხდება კანონიერ
ძალაში შესული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად გაცემული
სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“
საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 312. დამფუძნებლის მმართველი ორგანოს წევრის
შესაბამისობის კრიტერიუმები (23.03.2010 N2833)
დამფუძნებელი ვალდებულია ამ კანონის 21-ე მუხლის თანახმად
საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციისას საქართველოს ეროვნულ ბანკს
წარუდგინოს თავისი და თავისი მმართველი ორგანოს ყველა წევრის დოკუმენტაცია,
რომლითაც დასტურდება, რომ ეს პირები:
ა) ამოღებულია (20.03.2015 N3384 ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან)
ბ) არ არიან ნასამართლევი უკანონო შემოსავლების ლეგალიზებისათვის ან/და
ტერორიზმის დაფინანსებისათვის;
გ) არ არიან ნასამართლევი ეკონომიკური დანაშაულისათვის ან/და სამეწარმეო
ან ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულისათვის;
დ) ამავე დროს არ არიან სხვა საპენსიო სქემის დამფუძნებლის მმართველი
ორგანოს წევრები.
მუხლი 38. მონაწილეთა უფლებებისა და ქონებრივი ინტერესების დაცვა
1. დამფუძნებლის მიერ პენსიის მორიგი გაცემის ვალდებულების
შეუსრულებლობის ან ამ პერიოდისათვის პენსიების გასაცემად საკმარისი აქტივების
უქონლობის შემთხვევაში მონაწილენი ითვლებიან დამფუძნებლის კრედიტორებად
და უფლება აქვთ პირადად,
სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ან სხვა
წარმომადგენლის მეშვეობით წარადგინონ სარჩელი სასამართლოში დამფუძნებლის
გადახდისუუნაროდ (ბანკროტად) ცნობის შესახებ.
2. პროფესიული საპენსიო სქემის მეანაბრე დამსაქმებლის ლიკვიდაციის
შემთხვევაში მონაწილის სარჩელი მის სასარგებლოდ საპენსიო შენატანების
გადახდის შესახებ, როგორც მოთხოვნა შრომის ანაზღაურებაზე, დაკმაყოფილდება
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. პროფესიული საპენსიო სქემის მონაწილეს უფლება აქვს აღძრას სარჩელი
პროფესიული საპენსიო სქემის მეანაბრე დამსაქმებლის მიმართ ხელშეკრულებით
განსაზღვრული წესის დარღვევისათვის.
4. სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით მის ნებისმიერ წევრს ან
მუშაკთა უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენელს უფლება აქვს დაიცვას
მონაწილეთა ინტერესები დამსაქმებლის წინააღმდეგ არასახელმწიფო საპენსიო
დაზღვევისა და უზრუნველყოფის განხორციელებისას მათი უფლებების შეზღუდვის
შემთხვევაში.
5. მონაწილეს უფლება აქვს წარადგინოს სარჩელი სასამართლოში
დამფუძნებლის, აქტივების მმართველი კომპანიის, სპეციალიზებული დეპოზიტარის
ან სხვა პირის წინააღმდეგ არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და
უზრუნველყოფის განხორციელებისას მისი უფლებების შეზღუდვის გამო.
6. მონაწილეთა მიმართ არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და
უზრუნველყოფის მოვალეობათა შესრულების მიზნით დამფუძნებელმა უნდა
შექმნას საკუთარი რეზერვი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი
ნორმატივის შესაბამისად. (24.09.2009. N1691 ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან)
7. მონაწილეთა ინტერესების დაცვის მიზნით დამფუძნებელი ვალდებულია
მონაწილეობა მიიღოს საგარანტიო, საკომპენსაციო, სადაზღვევო, საგადაზღვევო ან
სხვა ფონდებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.
მუხლი 40. გარდამავალი დებულებები (23.03.2010 N2833)
ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა
შეიმუშაოს და გამოსცეს შემდეგი ნორმატიული აქტები:
ა) საპენსიო სქემის დამფუძნებლის საწესდებო კაპიტალისადმი ძირითადი
მოთხოვნების განსაზღვრის წესის შესახებ;
ბ) არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის ფინანსური მდგრადობის
შეფასების წესის შესახებ;
გ) საპენსიო სქემის რეგისტრაციის წესის შესახებ;
დ) საპენსიო სქემის წესების შესახებ;
ე) არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევის რეზერვის – საპენსიო ვალდებულების
შექმნის წესის შესახებ;
ვ) არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის, რომელიც არ არის
სადაზღვევო ორგანიზაცია, საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესის
შესახებ;
ზ)
არასახელმწიფო
საპენსიო
დაზღვევისა
ხელშეკრულების მინიმალური მოთხოვნების შესახებ;
და
უზრუნველყოფის
თ) საპენსიო სქემის მონაწილეთა და სამეთვალყურეო საბჭოს ინფორმირების
წესის შესახებ;
ი) საპენსიო სქემის დამფუძნებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა არჩევის
წესის შესახებ;
კ) დამსაქმებლის, დამსაქმებელთა გაერთიანებისა და პროფესიული კავშირის
მიერ საპენსიო სქემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების წესის შესახებ;
ლ) საპენსიო სქემის დამფუძნებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისათვის
ინფორმაციის მიწოდების წესის შესახებ;
მ) საპენსიო სქემის საბუღალტრო აღრიცხვის წესის შესახებ;
ნ) საპენსიო სქემის ანგარიშგების, არასახელმწიფო
მონაწილეთა და მეანაბრეთა რეესტრის წარმოების წესის შესახებ;
საპენსიო
სქემის
ო) მუდმივი პენსიების დანაგროვის ფონდის განსაზღვრის წესის შესახებ;
პ) აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების წესის შესახებ;
ჟ) აქტივების მმართველი კომპანიის საწესდებო კაპიტალისადმი მინიმალური
მოთხოვნების განსაზღვრის წესის შესახებ;
რ) აქტივების მმართველ კომპანიასთან ხელშეკრულების დადების წესის
შესახებ;
ს) აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის
ინტერესთა კონფლიქტის შესახებ;
ტ) აქტივების მმართველი
სტანდარტების შესახებ;
კომპანიის
პერსონალის
საკვალიფიკაციო
უ) სპეციალიზებული დეპოზიტარის ლიცენზირების წესის შესახებ;
ფ) არასახელმწიფო საპენსიო სქემის სპეციალიზებული დეპოზიტარის
საწესდებო კაპიტალისადმი მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის წესის შესახებ;
ქ) სპეციალიზებულ დეპოზიტართან ხელშეკრულების დადების წესის შესახებ;
ღ) სპეციალიზებული დეპოზიტარის
ვალდებულების განსაზღვრის წესის შესახებ;
საპენსიო
აქტივების
შენახვის
ყ) დამსაქმებლის საწესდებო კაპიტალში საპენსიო აქტივების ინვესტირების
შეზღუდვის სახელმძღვანელო პირობების შესახებ;
შ) საპენსიო სქემების დამფუძნებლების, აქტივების მმართველი კომპანიებისა
და სპეციალიზებული დეპოზიტარების ნებაყოფლობითი გაერთიანებების შექმნის
წესის შესახებ;
ჩ) არასახელმწიფო საპენსიო რეზერვების დაფარვის მიზნით დასაშვები
აქტივებისა და მათი სტრუქტურის განსაზღვრის წესის შესახებ.
დასკვნები
融
¨
LECAL DEPARTⅣ ENT
OF STAFF OF
b8600b
R‑30b
00る ORO図 `Юじゝ6C`00Ы90
●6πp
。」い ヽ
ヤい,m。
0四 228,168 …
しぃ
N口 01legddeメ opa"amentge
26
PARLIAMENT OF GEORCIA
ζ
̲̲
b)」 bhln39Cnb
hC)aD60n
〕
う
26 Abashid2C Avenuc,4600,Kutalsi,Ceo鳴 ia
Tel:2289168
e mJL LgJdep@parnament ge
J68s5
,u, " ,,,nL" .m$i.
qgrbJB6r
l$,:r6cogqxrL J.>t6q,r0966olt $66olr - 6oq-or6 36r6oodoU 0o66 LrJr6sl6aqoCbq'o
o6ogol3r6oU $3bo $r60oq9696oq,o,,r6rttQq'0Sogcr b$361o<'r po$p36ob qgr
gtrqg%3q,gogol.,09brb9b" Uujcr6o6SqnU 3cbrc60o 63q,oq1bob ACOrEr,b ACOJ6oL
or,robs'b0", ,,qgr'bp3g3otr 63l.rsbgb" ttjr6or33q,ob 316o66o 33q'oq,CboL 6Cor6otr 0COJ6oL
cDJobotc" lridr6(,BC(,oU 3$o6ob J6ogl$cbot Qr ,,Lr$5o,3C<'srtr 36o3Bgq'o br63ol.r
0gt-r.>fub" lj)jr6o69q,olr o66,:6gq, 3r6o6tso o3qoq,C0oL tsCOJ6ob ACOr6oL orobJ'b0"
lrrCJ6oACq,clL r'r6br6gq'o 3r6o6oU J{iogCoot (07-3676, 19.05.2016) trj.>t6or3cq'ob
Jr6q,raC6OoU 600q,ra36$oU 1a5-3 &3\'oU 0ootbo3630or>6 ts0U$r0oLobolr or>ob>t3
trjr6o69q,oL Jr6q'r096gob $J6rooL, .t6o(,oicq,ar acJJ6olac60ar 0r6oboq'i
Urjr6ogqx'rU Jr6q,rac6$ob $Ca6oU - 6r'rcgr6 SbrboodoU 0o96r lt3s6o60qqXbq'o
o6o0oJ$(Bot S3lroor $r50oq66oq,o,,J6ibrbCq€$ogo UrJSElrm qr\g33oL,r qrr
gt6gfugq,gogob 0CLrbCb" br#6ql3C(x' r 3,>6o6tso 6qnqr96oU 0COJ6ob AC0r6ob
or.;o6.>'b3', ,,egr.bEgCaob ACbrbCA" UrCJ6 CexllJ 316o60o 33q,oq10ob AC0D6ob 0C0D6oL
orobr'bC" brjr6orggq,otr Jr6o6oU i6r,rCC6Cbob qg,> ,Ucjr6o33q,oL 36m363q,o 6$3olr
6CU.)bCb" tD#t(,ACg.ir o66r6gq, Jr6o6tso O3q,oq,C6ob A3$o6oU ACOrbob o,robJ$C"
b.)Cr6crr.JCq,rlU oti6.>6gq,o J)6c!6oU S6oCdOoU (07-31576, 19.05.2016) ltjrtlo6Sq'oU
3rr6q,r09ft1otr 6c6q,rac6oob 145-X agbEnU 6oorbo363bot6 0Cl))araobclbob UrSoobo cg)
Ao$J6tsC0o6oq,re AorB6oJ Jr6s!6ou J6o&JOC6ob 0r6b.,q,3ou J6q3g("C6oL, Qr$sror.
5737-3-9-3-201605211039
N 5737
21/05/2016
საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
დასკვნა
საქართველოს პარლამენტის წევრის ნოდარ ებანოიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტების „არასახელმწიფო საპენსიო
დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და
საქართველოს ორგანული კანონის პროექტის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/576, 19.05.16)
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 145-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტთან
შესაბამისობის თაობაზე
საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა განიხილა საქართველოს პარლამენტის
წევრის ნოდარ ებანოიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს
კანონების
უზრუნველყოფის
პროექტების
შესახებ“
„არასახელმწიფო
საქართველოს
კანონში
საპენსიო
ცვლილების
დაზღვევისა
შეტანის
და
თაობაზე“,
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს
ორგანული კანონის პროექტის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს
ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/576, 19.05.16) საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 145-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტთან
შესაბამისობის
საკითხი და მიზანშეწონილად მიაჩნია კანონპროექტებისა და ორგანული კანონის პროექტის
განხილვის პროცედურის დაწყება.
პატივისცემით,
საბიუჯეტო ოფისის უფროსის
მოვალეობის შემსრულებელი
თათია ხეთაგური