„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-05-23
ბიუროს ნომერი 407
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ
კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2009, მუხ. 159) მე-2 მუხლის ა)
ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საფინანსო სექტორის წარმომადგენელი – კომერციული ბანკი, არასაბანკო
სადეპოზიტო
დაწესებულება,
საბროკერო
კომპანია,
ფასიანი
ქაღალდების
დამოუკიდებელი რეგისტრატორი, აქტივების მმართველი კომპანია, ცენტრალური
დეპოზიტარი, სპეციალიზებული დეპოზიტარი, საფონდო ბირჟა, მიკროსაფინანსო
ორგანიზაცია,
სადაზღვევო საბროკერო კომპანია, ანგარიშვალდებული საწარმო,
კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტი, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი
პირი, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
საკანონმდებლო დონეზე არსებული ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრის აუცილებლობიდან
გამომდინარე მომზადდა
ტექნიკური ხასიათის ცვლილებათა პაკეტი, რომლის თანახმადაც
ხდება საზედამხედველო ჩარჩოს მკვეთრი გამიჯვნა ეროვნულ ბანკსა და დაზღვევის
სახელმწიფო
ზედამხედველობის
სამსახურს
შორის,
არასახელმწიფო
საპენსიო
სქემის
დამფუძნებლის, აქტივების მმართველი კომპანიის და სპეციალიზირებულ დეპოზიტართან
მიმართებაში.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიღების მიზანს წარმოადგენს ტექნიკური ხარვეზის გამოსწორება
და აღნიშნული კანონის, არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ
საქართველოს კანონის და დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ცვლილება შედის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის მე–2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტში. ვინაიდან არასახელმწიფო საპენსიო
სქემის დამფუძნებელი, მსგავსად სადაზღვევო ორგანიზაციებისა, მიეკუთვნება დაზღვევის
ზედამხედველობის სამსახურების რეგულირების სფეროს, ხდება არასახელმწიფო საპენსიო
სქემის დამფუძნებელის ტერმინის ამოსაღება ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ
არსებული საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ტერმინიდან.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებული
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილის ზრდას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი
ნაწილის ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ
ფინანსური ვალდებულების აღებას.
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღების ვალდებულებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა)
სახელმწიფო,
ორგანიზაცია/დაწესებულება,
არასახელმწიფო
ექსპერტები,
ან/და
რომლებმაც
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ბანკი
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
e) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორი: ნოდარ ებანოიძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია: ნოდარ ებანოიძე
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლის მოქმედი რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება
ორგანული კანონი ეროვნული ბანკის შესახებ
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საფინანსო სექტორის წარმომადგენელი – კომერციული ბანკი, არასაბანკო
სადეპოზიტო
დაწესებულება,
საბროკერო
კომპანია,
ფასიანი
ქაღალდების
დამოუკიდებელი რეგისტრატორი, აქტივების მმართველი კომპანია, ცენტრალური
დეპოზიტარი, სპეციალიზებული დეპოზიტარი, საფონდო ბირჟა, მიკროსაფინანსო
ორგანიზაცია, არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი, სადაზღვევო
საბროკერო კომპანია, ანგარიშვალდებული საწარმო, კვალიფიციური საკრედიტო
ინსტიტუტი, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი, ვალუტის
გადამცვლელი პუნქტი; (20.03.2013 N 353 ამოქმედდეს 2013 წლის 15 აპრილიდან)
ბ) საფინანსო სექტორი – საფინანსო სექტორის წარმომადგენლების ერთობლიობა;
გ) კომერციული ბანკი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის –საქართველოს
საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს (შემდგომ –სააგენტო) მიერ ლიცენზირებული
იურიდიული პირი, რომელიც იღებს დეპოზიტებს და მათი გამოყენებით თავისი
სახელით ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საბანკო
საქმიანობას; (03.09.2015. N4188)
დ) ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი – ეროვნული ბანკის მიერ მისაღწევი
ინფლაციის მაჩვენებელი;
ე) ოფიციალური გაცვლითი კურსი – ეროვნული ბანკის მიერ სხვადასხვა
ვალუტების მიმართ დადგენილი გაცვლითი კურსი, რომელიც გამოიყენება
საბუღალტრო და სხვა ოფიციალური მიზნებისათვის;
ვ) სახელმწიფო სესხი – „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრული საქართველოს სახელმწიფო ვალი და კრედიტებისათვის გაცემული
საქართველოს სახელმწიფო გარანტიები;
ზ) დეპოზიტი – კომერციულ ბანკში ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებაში
პირის მიერ შეტანილი ფულადი სახსრები ან გადახდის სხვა საშუალებები,
რომლებზედაც საკუთრების უფლებას იძენს კომერციული ბანკი ან არასაბანკო
სადეპოზიტო დაწესებულება. ელექტრონული ფულის სანაცვლოდ მიღებული სახსრები
არ არის დეპოზიტი; (25.05.2012 N 6305 ამოქმედდეს 2012 წლის 1 ივლისიდან)
თ) ფულის ნიშნები – ეროვნული ბანკისა და სხვა ქვეყნის ემიტენტი
დაწესებულებების მიერ გადახდის კანონიერი საშუალებების სახით გამოშვებული
ბანკნოტები და მონეტები;
ი) ყალბი ფულის ნიშნები – თაღლითური, არაკანონიერი გზით დამზადებული
ბანკნოტები და მონეტები, აგრეთვე ფალსიფიცირებული ფულის ნიშნები,
რომლებზედაც შეინიშნება ნომინალური გადაკეთების კვალი;
კ) ემისია – ლარის ბანკნოტებისა და მონეტების ან ფასიანი ქაღალდების
მიმოქცევაში გაშვება;
ლ) რეპროდუცირება – ეროვნული ბანკის მიერ ემიტირებული ბანკნოტებისა და
მონეტების მთლიანად ან მათი ნაწილის, მათ შორის, მათი ინდივიდუალური დიზაინის
ელემენტების, ფერის, ზომების, სიმბოლოების ან მათი სახეცვლილებით მატერიალური
ან არამატერიალური ფორმით რაიმე გამოსახულების, დამზადება, რომელიც შესაძლოა
წააგავდეს ნამდვილ ფულის ნიშნებს ან ქმნიდეს ნამდვილი ფულის ნიშნების
შთაბეჭდილებას;
მ) ნუმიზმატიკური ფასეულობა – სარეალიზაციოდ ან საექსპონატოდ
განკუთვნილი, ეროვნული ბანკის მიერ რეპროდუცირებული ლარის ბანკნოტები და
მონეტები, აგრეთვე ის ბანკნოტები და მონეტები, რომლებიც ამოღებულია
მიმოქცევიდან ან რომელთა ემისია არ განხორციელებულა შეუსაბამო მახასიათებლების
გამო, ასევე ისტორიული ბანკნოტები და მონეტები, მათი ასლები; (1.07.2011 N 5001)
ნ) კრედიტი – დაბრუნებადობის, ფასიანობის, უზრუნველყოფადობისა და
ვადიანობის საწყისებზე ფულადი სახსრების გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი
ვალდებულება;
ო) კლირინგი (საკლირინგო ხელშეკრულება) – უნაღდო ანგარიშსწორების
სისტემა, რომელიც ემყარება მოთხოვნებისა და ვალდებულებების ურთიერთჩათვლას
და გამოიყენება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ანგარიშსწორებაში;
პ) სპოტური ოპერაცია – გარიგება, რომლის ანგარიშსწორება ხორციელდება
გარიგების დადების დღიდან 2 საბანკო დღის განმავლობაში;
ჟ) ფორვარდული ოპერაცია – გარიგება, რომლის ანგარიშსწორება ხორციელდება
გარიგების დადების დღიდან 2 საბანკო დღეზე მეტი პერიოდის განმავლობაში;
რ) სვოპი – გარიგება უცხოური ვალუტის ყიდვის ან გაყიდვის შესახებ, მისი
შემდგომი გაყიდვის ან გამოსყიდვის წინასწარ დათქმული პირობებით;
ს) ფისკალური აგენტი – საგადახდო სისტემისა და ფასიანი ქაღალდების
მიმოქცევის ორგანიზებით სახელმწიფოს ფისკალური პოლიტიკის განხორციელების
მხარდამჭერი პირი, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს სხვა ქვეყნის ცენტრალურ
ბანკებთან და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
ტ) ადმინისტრაციული და კაპიტალური ხარჯები – ყველა ხარჯი, გარდა იმ
ხარჯებისა, რომლებიც პირდაპირ არის დაკავშირებული ფულად-საკრედიტო და
სავალუტო პოლიტიკის განხორციელებასთან და ნაღდი ფულით ეკონომიკის
უზრუნველყოფასთან;
უ) საქართველოს საფინანსო სექტორის სტატისტიკა – ეროვნული ეკონომიკის
ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების, აგრეთვე ფინანსური კორპორაციების
ფინანსური და არაფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების მარაგებისა და
ნაკადების ამსახველი სტატისტიკა;
ფ) პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ
არის იურიდიული პირი;
ქ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – იურიდიული პირი, რომელიც არ
არის კომერციული ბანკი და უფლებამოსილია მიიღოს დეპოზიტები და მათი
გამოყენებით თავისი სახელით აწარმოოს საქართველოს კანონმდებლობით
განსაზღვრული საბანკო საქმიანობის ნაწილი;
ქ1) კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტი – იურიდიული პირი, რომელიც
ასეთად მიჩნეულია სააგენტოს მიერ და რომელიც ამ კანონის შესაბამისად სახსრებს
მოიზიდავს ფიზიკური პირებისაგან და მოზიდული სახსრებით გასცემს სესხებს;
(03.09.2015. N4188)
ღ) დროებითი
ბანკი – განსაკუთრებულ შემთხვევაში საბანკო სისტემის
სტაბილურობისა და დეპოზიტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სააგენტოს
მიერ საგანგებოდ და დროებით შექმნილი ბანკი; (03.09.2015. N4188)
ყ) კონტროლი – პირდაპირ თუ არაპირდაპირ, უშუალოდ თუ სხვებთან ერთად,
ხმის უფლების მქონე აქციების (წილის, პაის) გამოყენებით თუ სხვა გზით ძლიერი
ზეგავლენის მოხდენა;
შ) მაკონტროლებელი პირი – კონტროლის განმახორციელებელი პირი;
ჩ) ოჯახის წევრი – პირის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე
მასთან მუდმივად მცხოვრები პირი;
ც) ახლო ნათესავი – ნათესაური კავშირის მქონე ის პირი, რომელიც, საქართველოს
სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ირიცხება კანონით მემკვიდრეთა წრიდან I ან II
რიგში;
ძ) საჯარო რეგისტრი – ეროვნული ბანკის/სააგენტოს უწყებრივი საჯარო
რეესტრი, რომელშიც ხდება ეროვნული ბანკის/სააგენტოს სამართლებრივი აქტების
აღრიცხვა და სისტემატიზაცია; (03.09.2015. N4188)
წ) საგარეო სექტორის სტატისტიკა – საგადასახდელო ბალანსის, საერთაშორისო
ინვესტიციური მდგომარეობის, საგარეო ვალისა და ოფიციალური საერთაშორისო
რეზერვების სტატისტიკა;
ჭ) ინფლაცია – ფასების სტატისტიკის მწარმოებელი ოფიციალური ორგანოს მიერ
გამოქვეყნებული სამომხმარებლო კალათის ფასების ინდექსის ცვლილება;
ხ) სარეზერვო ფული – ეროვნული ბანკის მიერ ემიტირებული ნაღდი ფული
(ეროვნული ბანკის სალაროში არსებული სახსრების ნაშთის გარეშე), ეროვნულ ბანკში
კომერციული ბანკის (მათ შორის, ლიცენზიაგაუქმებული ბანკის) ანგარიშებზე
არსებული სახსრები ეროვნულ ვალუტაში;
ჯ) თავისუფალი ინდუსტრიული ზონა – „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი ზონა;
ჰ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი – საბაჟო კონტროლის ზონა, რომლის
საქმიანობისთვის სავალდებულოა შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ნებართვა
და სადაც ნებადართულია, სატარიფო ღონისძიებების განხორციელების გარეშე
გაიყიდოს ნებისმიერი საქონელი, გარდა იმ საქონლისა, რომლის საქართველოში
შემოტანა, საქართველოდან გატანა ან საქართველოს ტერიტორიაზე გაყიდვა
აკრძალულია. (27.03.2012. N5946)