„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 67 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-06-06
ბიუროს ნომერი 411
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, სარეგისტრაციო კოდი:
090.000.000.05.001.003.644) 3321 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3321. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის
დამატებითი საფუძვლები
1.
ამ კოდექსის 310-ე მუხლში ჩამოთვლილ საფუძვლებთან ერთად, ახლად
გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება იმ შემთხვევაშიც, თუ
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 414-ე მუხლის მე-8 ნაწილი იწვევს
მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუმჯობესებას.
2.
ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება განაჩენი
საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის N76-Iს დადგენილებით
პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ ან პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირად
მიჩნეული მსჯავრდებულის მიმართ, თუ ეს განაჩენი გამოტანილია აღნიშნული
დადგენილების მიღებამდე და შესაბამისი შუამდგომლობა სასამართლოში
წარდგენილი იქნება 2017 წლის 1 ივნისამდე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 5 დეკემბრის N76-Iს დადგენილებით
190 მსჯავრდებული მიჩნეულ იქნა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირად,
ხოლო პოლიტიკური ნიშნით დევნილის სატატუსი მიენიჭა 25 პირს.
2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე
მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან
განთავისუფლდა პირი, რომელსაც საქართველოს პარლამენტის დადგენილებით
მინიჭებული აქვს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ან პოლიტიკური ნიშნით
სისხლისსამართლებრივად დევნილი პირის სტატუსი.
იმავე კანონის 25-ე მუხლის თანახმად, ყველა პირს, რომლებზედაც გავრცელდა
ამ ამნისტიის მოქმედება, უფლება აქვს, ისარგებლოს თავისი სისხლის სამართლის
საქმის სამართლიანი სასამართლოს მიერ განხილვის უფლებით, რაც ასევე
გარანტირებულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის
ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით.
მიუხედავად ამისა, ამ უფლებით ზემოთ აღნიშნულმა მსჯავრდებულებმა ვერ
ისარგებლეს, რადგან მათ შუამდგომლობებზე მსჯელობის პროცესში სასამართლომ
მიიჩნია,
რომ
სისხლის
სამართლის
საპროცესო
კანონმდებლობა
ვერ
უზრუნველყოფდა მათი მსჯავრდების საქმეებზე გამოტანილი განაჩენების
გადასინჯვის
და
შესაბამისად,
მათი
სამართლებრივი
რეაბილიტაციის
შესაძლებლობას.
სწორედ აღნიშნული საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრის აუცილებლობამ
განაპირობა წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავება.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია დარღვეული უფლების აღდგენისათვის ახლად
გამოვლენილ გარემობათა გამო კანონიერ ძალაში შესული განაჩენების გადასინჯვის
საფუძვლების გაფართოება და ამ გზით პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და
დევნილ პირთა სამართლებრივი რეაბილიტაციის ხელშეწყობა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3321 მუხლი
ყალიბდება ახალი რედაქციით, ნორმას ემატება მე-2 ნაწილი, რომლის შესაბამისად
ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება განაჩენი საქართველოს
პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის N76-Iს დადგენილებით პოლიტიკური ნიშნით
დაპატიმრებულ
ან
პოლიტიკური
ნიშნით
დევნილ
პირად
მიჩნეული
მსჯავრდებულის მიმართ, თუ ეს განაჩენი გამოტანილია აღნიშნული დადგენილების
მიღებამდე. ასევე განისაზღვრება, რომ მითითებული საფუძვლით განაჩენის
გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობით სასამართლოსთვის მიმართვა შესაძლებელი
იქნება 2017 წლის 1 ივნისამდე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
პროექტის განხორციელება არ გამოიწვევს ფულადი სახსრების გამოყოფას
სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს მიმდინარე წლის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები.
ბ.გ) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებზეც
ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს, ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
შეთანხმებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. მასში
აღინიშნება:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის
მომზადების
პროცესში
კონსულტაციები
გაიმართა
სასამართლოსთან, იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურასთან, ასევე
ადვოკატებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები - ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები - ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ მუხლის მოქმედი რედაქცია, რომელშიც
წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 3321. დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის
დანიშვნის წესის შეცვლასთან დაკავშირებით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო
განაჩენის გადასინჯვის დამატებითი საფუძველი (17.04.2013. N547)
ამ კოდექსის 310-ე მუხლში ჩამოთვლილ საფუძვლებთან ერთად, ახლად
გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება იმ შემთხვევაშიც, თუ
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 414-ე მუხლის მე-8 ნაწილი იწვევს
მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუმჯობესებას.