„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
07.06.2016
ავტორი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/497/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-06-13
ბიუროს ნომერი 417

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შევიდეს ცვლილება და 1191 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამშენებლო ან სხვა სახის მასალების გადაზიდვა ისეთი სატრანსპორტო საშუალებებით, რომლებსაც აქვს გაუმართავი საბარგული ან მისაბმელი მოწყობილობა, რაც ქმნის გზის საფარის დანაგვიანების ან დაზიანების საფრთხეს, – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღეის მიზეზია „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონპროექტი. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის თააბაზე“ საქართველოს კანონპროექტთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპრპროქტით ცვლილება შედის კოდექსის 1191 მუხლში (გზის საფარის დანაგვიანება ან დაზიანება), რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას სამშენებლო ან სხვა სახის მასალების, ასევე, ნარჩენების გადაზიდვისთვის ისეთი სატრანსპორტო საშუალებებით, რომლებსაც აქვს გაუმართავი საბარგული ან მისაბმელი მოწყობილობა, რაც ქმნის გზის საფარის დანაგვიანების ან დაზიანების საფრთხეს. გამომდინარე იქედან, რომ „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის თააბაზე“ საქართველოს კანონპროექტით ახლებურად ყალიბდება კოდექსის 38-ე მუხლი და დგინდება პასუხისმგებლობა ნარჩენების (როგორც არასახიფათო, ასევე, სახიფათო) ტრანსპორტირების წესის დარღვევისთვის, შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილებით ზუსტდება სასკ-ის 1191 მუხლის დისპოზიცია და აღნიშნულიდან ამოღებულია მითითება ნარჩენებზე. შესაბამისად, აღნიშნული მუხლი მოაწესრიგებს მხოლოდ სამშენებლო ან სხვა სახის მასალების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის საკითხს, ნარჩენების ტრანსპორტირების წესის დარღვევა კი დარეგულირდება „ნარჩენების მართვის კოდექსით“. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტით არ დგინდება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ)კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. მრავალმხრივ მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში: არ არის დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: არა რის ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 1191. გზის საფარის დანაგვიანება ან დაზიანება 1. სამშენებლო ან სხვა სახის მასალების, ნარჩენების გადაზიდვა ისეთი სატრანსპორტო საშუალებებით, რომლებსაც აქვს გაუმართავი საბარგული ან მისაბმელი მოწყობილობა, რაც ქმნის გზის საფარის დანაგვიანების ან დაზიანების საფრთხეს, – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 900 ლარით.