„ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-06-13
ბიუროს ნომერი 417
📜 ტექსტი
განკარგულება
LJdJdmSCqnL amJS6nlnL
aJSJJ6AXqCU
Na100I 2016 $qnti 6 o36obo j. orboq,obo
o. 0g6qgqrorlr qrr 0. Oocnrdob br jr6cnggqrob Ocn rg6<'r0ob
b13,:5o60qggbq:ro o6ogo,:gogob $gboco b,:jrdrorggqrgrb Jr6qr,:0g66tso
$o6q.op5oq: 3rbe6J6c,rgj6gbbg 0ccObbg5gOq,3biq pr6o0g6ob tsgbrbgb
,,b,:J.:6q,l096gr.r 0qgo36oL Egbsbgb" b,rj16or3gq,r'rtr 3rbo6ob 0g-4 0gbq,ob
03-6 Jgbjgob 03brbr0ob,:qg, b,>jr6or33q,rnb 0or,:g6cnbob li.:3r6o56qgbq,or
o6ogorgo3ob $gboor brjt6orggq:ob Jr6qrs055gtso $,>6qrgg6oqr
brjr6orggq,r'rb 3,:6r'r6ob J6ogjg3bbg:,,6r6Bg6gbob 6,:6ogob 3oq.ogjlrtso
g3q,oq,gbob 0gg,:5ob 0gli.>bgb" qr;,,brju6o3Cqc,)tr ;p0o6ob66r0ouq
L;0u6or,:q,qrr6qgg3rot 3rnpSjlitso ggq,oq,gbob ACO16ob 03brb6b,,
U,:j,:6or3gq,r.rb 3,>6q,,:0g6golr br3cr0ogC$o Sgr 3q,g6,>r6gqr bbqgcr8gbbg
0ar8bbg6gbq,gb,:qr qg,:o6ots6ob b,:js6or3Cq,mb g,:6g0r"rbr qg,> bg6gb6ogo
6gbg6bgbob qgrg3ob 6o6ob66oll Jo63gq,o 0r.rtqggoqr3 co3o0g6rb
0g6qgq,or qgr blj,:6or3ggolr 6;6g0r'rbr qgr bp6gb6o3o 6Slig6bgbotr
p,:g3olr 0o6obg6ob 0r'r,:qr5oqrg 0ro.: bootldg.
@tq
J690og6-0o5ob66o
(x_-d
3if.$)
gon66o 33o6o3rts3oq,o
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ
მუხლი 1. ნარჩენების მართვის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
(www.matsne.gov.ge), 12.01.2015, სარეგისტრაციო კოდი: 360160000.05.001.017608) შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის:
ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) დაუბინძურებელი ნიადაგი და ბუნებაში გავრცელებული მასალა, რომელიც
მშენებლობის პროცესში გათხრების შედეგად არის ამოღებული, თუ აშკარაა, რომ მასალა
გამოყენებული იქნება მისი ბუნებრივი ფორმით იმავე ადგილზე, სადაც მიმდინარეობს ეს
მშენებლობა და რომლის მიზნებისთვის მოხდა მისი ამოღება;“;
ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) ფეკალური მასები/ნაკელი, ჩალა და სხვა მსგავსი ბუნებრივი წარმოშობის
არასახიფათო მასალები, რომლებიც გამოიყენება ფერმერულ საქმიანობაში, სატყეო
მეურნეობაში ან ასეთი ბიოლოგიური მასისაგან ენერგიის მისაღებად, ისეთი პროცესებისა
და მეთოდების საშუალებით,
რაც არ უქმნის საფრთხეს გარემოსა და ადამიანის
ჯანმრთელობას;“.
2. მე-3 მუხლის:
ა) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) ცხოველური ნარჩენები (ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების
პროდუქტი) - ცხოველის მთლიანი სხეული ან მისი ნაწილი, ცხოველური წარმოშობის
პროდუქტი ან ცხოველისგან მიღებული სხვა პროდუქტი, რომლებიც არ არის
განკუთვნილი ადამიანის მიერ მოხმარებისთვის ევროპარლამენტისა და ევროკავშირის
საბჭოს 2009 წლის 21 ოქტომბრის 1069/2009 რეგულაციის შესაბამისად.“;
ბ) „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ფ) ნარჩენების
წინასწარი დამუშავება – ამ კოდექსის I და II დანართით
განსაზღვრული წინასწარი ოპერაციები (R12 და D13), რომლებიც ხორციელდება
ნარჩენების აღდგენამდე ან განთავსებამდე;“.
3. მე-7 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირებისა და დამუშავების დროს
მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს გარემოს დაბინძურება, დანაგვიანება და ადამიანის
ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედება.
3.
ნარჩენების
ტრანსპორტირების
შედეგად
ნარჩენებით
გარემოს
დაბინძურება/დანაგვიანების შემთხვევაში ნარჩენების გადამზიდველი ვალდებულია
უზრუნველყოს დასუფთავების ღონისძიებების განხორციელება.“.
4. მე-8 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თუ ის არ წარმოადგენს კერძო საკუთრებას,
დასუფთავების ვალდებულება ეკისრება მუნიციპალიტეტს.“.
5. მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:
„11. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებები ასევე
ვრცელდება წლის განმავლობაში 2 ტონაზე ნაკლები სახიფათო ნარჩენის იმ
წარმომქმნელებზეც, რომლებიც ახორციელებენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი
რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ საქმიანობებს.“.
6. 21-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ინერტული ნარჩენების ნაგავსაყრელზე განთავსდება მხოლოდ ინერტული
ნარჩენები.“.
7. 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 1 ნაწილი:
„51. ინერტული ნარჩენები, რომლებიც გამოსადეგია ამოვსების ოპერაციებისთვის ან
მშენებლობის მიზნებისთვის, შესაძლებელია არ იქნეს განთავსებული ნაგავსაყრელზე, თუ
ინერტული ნარჩენები, სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოსთან შეთანხმებით
გამოყენებული იქნება ამოვსებითი სამუშაოების ან პროექტით გათვალისწინებული
მშენებლობისთვის. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ კოდექსის 24-ე მუხლის
მოთხოვნები.“.
8. 23-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თუ არსებულ ნაგავსაყრელს არ აქვს ამ მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული
ნებართვა,
ნაგავსაყრელის
ოპერატორი
ვალდებულია
„ნაგავსაყრელების მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“
საქართველოს მთავრობის დადგენილების მიღებიდან 18 თვის ვადაში შეუთანხმოს
სამინისტროს
ნაგავსაყრელის
ამ
დადგენილებით
განსაზღვრულ
პირობებთან
შესაბამისობაში მოყვანის გეგმა. აღნიშნულ პერიოდში ნაგავსაყრელი განაგრძობს
ფუნქციონირებას.“.
9. 29-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ნარჩენების აღრიცხვისა და სამინისტროს წინაშე შესაბამისი ანგარიშგების
ვალდებულება ეკისრებათ:
ა) ამ კოდექსის 24-ე და 26-ე მუხლებით გათვალისწინებული საქმიანობების
განმახორციელებელ პირებს;
ბ) ნარჩენების წარმომქმნელს, რომლის სამეწარმეო საქმიანობის შედეგად წლის
განმავლობაში 2 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენი (გარდა მუნიციპალური ნარჩენებისა)
ან ნებისმიერი რაოდენობის სახიფათო ნარჩენი წარმოიქმნება.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარჩენების შესახებ
მონაცემებს, ამავე ნაწილით განსაზღვრული პირები ინახავენ 3 წლის განმავლობაში. ეს
მოთხოვნა არ ვრცელდება ნაგავსაყრელის ოპერატორზე. იგი ვალდებულია აღნიშნული
მონაცემები შეინახოს ნაგავსაყრელის ფუნქციონირების ვადის ამოწურვამდე და
ნაგავსაყრელის დახურვის შემდგომი მოვლის პერიოდში.“.
10. 36-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან სხვა ქმედება, ჩადენილი
ნარჩენების შეგროვების კონტეინერის გარეთ, ასევე სამეწარმეო საქმიანობის შედეგად
წარმოქმნილი სახიფათო ნარჩენების არადანიშნულების კონტეინერში (მათ შორის
მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების კონტეინერში) მოთავსება –
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, იურიდიული
პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.“.
11. 36-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:
„5. ნარჩენების მფლობელი მეწარმე სუბიექტის მიერ შეგროვების, ტრანსპორტირებისა
და დამუშავების მიზნით სახიფათო ნარჩენების გადაცემა არაუფლებამოსილი პირისთვის გამოიწვევს ნარჩენების მფლობელი მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 400 ლარის
ოდენობით.“.
12. 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 38. ნარჩენების ტრანსპორტირების წესის დარღვევა
1. არასახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირების წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
2. სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირების წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.“.
13. 39-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 39. სახიფათო ნარჩენების სხვა ნარჩენებთან, ნივთიერებებთან ან მასალებთან
შერევა
1. ოპერატორის მიერ 20 კგ-ზე ნაკლები სახიფათო ნარჩენის სხვა ნარჩენებთან,
ნივთიერებებთან ან მასალებთან შერევა სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობის
გარეშე –
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, იურიდიული
პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
2. ოპერატორის მიერ 20 კგ ან 20 კგ-ზე მეტი სახიფათო ნარჩენის სხვა ნარჩენებთან,
ნივთიერებებთან ან მასალებთან შერევა სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობის
გარეშე –
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 550 ლარის ოდენობით, იურიდიული
პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.“.
14. მე-40 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. არანაკლებ 2 ტონა და არაუმეტეს 10 ტონა სახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის
ობიექტის მოწყობა და ოპერირება დადგენილი წესით რეგისტრაციის გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.“.
15. მე-40 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-41 ნაწილი:
„41. 50 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა
და ოპერირება დადგენილი წესით რეგისტრაციის გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.“.
16. 42-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 42. გარემოსდაცვითი მმართველის განსაზღვრის ან/და მისი ვინაობის
სამინისტროსთვის შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობა
გარემოსდაცვითი მმართველის განსაზღვრის ან/და მისი ვინაობის სამინისტროსთვის
შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობა –
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.“.
17. 43-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა ან/და
აღნიშნული გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების განუხორციელებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“.
18. 46-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი
46.
ამ
კოდექსის
31-ე-45-ე
მუხლებით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენის უფლებამოსილების
მქონე ორგანოების მოთხოვნათა შეუსრულებლობა.“.
19. 47-ე მუხლის:
ა) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„5. ამ თავით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება სამართალდამრღვევს
არ ათავისუფლებს გარემოსთვის მიყენებული ზიანის დადგენილი ოდენობითა და წესით
ანაზღაურების ვალდებულებისაგან. ამ კოდექსის 31-ე-34-ე, 36-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და
37-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის
შემთხვევაში დამრღვევს ასევე ეკისრება ნარჩენებით დანაგვიანებული/დაბინძურებული
ტერიტორიის დასუფთავების ვალდებულება. აღნიშნული ვალდებულების ნებაყოფლობით
შეუსრულებლობის
შემთხვევაში,
ტერიტორიის
დასუფთავებას
უზრუნველყოფს
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, ხოლო
დასუფთავების ხარჯები ეკისრება სამართალდამრღვევს.“;
ბ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ამ კოდექსის 31-ე, 32-ე, 33-ე და 34-ე მუხლებით, 36-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 37-ე
და 38-ე მუხლებით და მე-40 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლები, თუ აღნიშნული
სამართალდარღვევა ჩადენილი იქნება სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით, აგრეთვე,
იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი
უშუალოდ შეესწრება (დააფიქსირებს) აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტს.“;
გ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ამ კოდექსის 31-ე−35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე
მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილით და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს მუნიციპალიტეტის
აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.“;
დ) მე-11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს
თანამშრომლებს აქვთ ამ კოდექსის 31-ე, 32-ე, 33-ე და 34-ე მუხლებით, 36-ე მუხლის მე-2
ნაწილით, 37-ე და 38-ე მუხლებით და მე-40 მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და
ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება, თუ აღნიშნული სამართალდარღვევა
ჩადენილი იქნება სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით, აგრეთვე, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი უშუალოდ შეესწრება
(დააფიქსირებს) აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტს.“;
ე) მე-12 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს
აქვს ამ კოდექსის 31-ე−35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე
მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილით და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული
სახდელების დადების უფლება.“;
ვ) მე-14 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. ამ მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჯარიმა ადგილზე არ
გადაიხდევინება და დამრღვევს ადგილზე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც
იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.“;
ზ) მე-15 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. ამ მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ფორმას და
მისი შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით
განსაზღვრავს შესაბამისად სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო,
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო.“.
20. 48-ე მუხლის:
ა) მე-4 და მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული კომპანიის
ნარჩენების მართვის პირველი გეგმა წარედგინოს სამინისტროს 2016 წლის 31
დეკემბრამდე.
5. ამ კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-7 ნაწილით (გარდა იურიდიული
პირისა), მე-9 ნაწილით (გარდა იურიდიული პირისა) და 35-ე მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ გავრცელდეს შესაბამისი მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი ორგანოს აქტით განსაზღვრულ დასახლებული პუნქტების
ტერიტორიებზე, სადაც არ ფუნქციონირებს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და
გატანის სისტემა.“.
21. 48-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი:
„6. ამ კოდექსის მე-14-მე-15 მუხლებითა და 29-ე მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული ვალდებულებები არ ვრცელდება საქართველოს მთავრობის
დადგენილებით განსაზღვრულ საქმიანობებზე 2020 წლის 1 იანვრამდე.“.
22. 49-ე მუხლის:
ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. 2018 წლის 1 ივლისამდე სამინისტრომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროსთან და დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობით
შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას მისაღებად წარუდგინოს დადგენილებების
პროექტები ამ კოდექსის მე-9 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად.“;
ბ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. 2017 წლის 31 ოქტომბრამდე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და
სამინისტრომ გამოსცენ ერთობლივი კანონქვემდებარე აქტი ცხოველური ნარჩენების
მართვის შესახებ ამ კოდექსის მე-6 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.“.
23. 49-ე მუხლს დაემატოს
ა) შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი:
„21) 2016 წლის 1 აგვისტომდე, საქართველოს მთავრობამ დადგენილებით
განსაზღვროს საქმიანობები, რომლებზეც 2020 წლის 1 იანვრამდე არ ვრცელდება
„ნარჩენების მართვის კოდექსის“ მე-14-მე-15 მუხლებით და 29-ე მუხლის პირველი
ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებები.“.
„ბ) შემდეგი შინაარსის მე-9 ნაწილი:
„9. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, 2016 წლის
1 აგვისტომდე განსაზღვროს იმ საქმიანობების ნუსხა, რომელთა შედეგად წარმოიქმნება 2
ტონაზე ნაკლები სახიფათო ნარჩენი და რომლებზეც ვრცელდება „ნარჩენების მართვის
კოდექსის“ მე-18 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნები.“.
24. 50-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 50. კოდექსის ამოქმედება
1. ეს კოდექსი, გარდა ამ კოდექსის მე-7 მუხლის მე-7 ნაწილისა, მე-9 მუხლისა, მე-15
მუხლის პირველი ნაწილისა, მე-16 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა, მე-18
მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა, 26-ე, 29-ე, 30-ე და 38-ე მუხლებისა, მე-40
მუხლის პირველი–მე-6 ნაწილებისა, 42-ე, 44-ე და 45-ე მუხლებისა, ამოქმედდეს 2015 წლის
15 იანვრიდან.
2. ამ კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილი, მე-40 მუხლის მე-6 ნაწილი და 42-ე
მუხლი ამოქმედდეს 2016 წლის 1 თებერვლიდან.
3. ამ კოდექსის 26-ე, 29-ე და 30-ე მუხლები ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.
4. ამ კოდექსის მე-7 მუხლის მე-7 ნაწილი, მე-18 მუხლის პირველი ნაწილის „ა“
ქვეპუნქტი, 38-ე და 45-ე მუხლები ამოქმედდეს 2017 წლის 1 თებერვლიდან.
5. ამ კოდექსის მე-40 მუხლის პირველი–მე-5 ნაწილები და 44-ე მუხლი ამოქმედდეს
2017 წლის 1 აპრილიდან.
6. ამ კოდექსის მე-9 მუხლი და მე-16 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი
ამოქმედდეს 2019 წლის 1 თებერვლიდან.“.
25. დანართი I-ის R7 კოდი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„R7 იმ კომპონენტების
შესამცირებლად.“.
აღდგენა,
რომელიც
გამოიყენება
დაბინძურების
26. დანართი I-ის მე-2 და მე-3 შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„[2] ეს მოიცავს ნიადაგის აღდგენისა და არაორგანული სამშენებლო მასალების
რეციკლირების შედეგად ნიადაგის გაწმენდას.
[3] თუ სხვა R კოდი არ გამოიყენება, ეს შეიძლება მოიცავდეს ნარჩენების წინასწარ
დამუშავებას აღდგენამდე, მათ შორის წინასწარი დამუშავების ისეთ ოპერაციებს,
როგორებიცაა: დაშლა, სორტირება, დამსხვრევა, დაპრესვა, გრანულირება, გაშრობა,
დაქუცმაცება, კონდიცირება, გადაფუთვა, სეპარირება ან შერევა R1-დან R11-მდე კოდებში
მოცემული რომელიმე ოპერაციის განსახორციელებლად ჩაბარებამდე.“.
27. დანართი II-ის მე-2 შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„[2] თუ სხვა D კოდი არ გამოიყენება, ეს შეიძლება მოიცავდეს ნარჩენების წინასწარ
დამუშავებას განთავსებამდე, მათ შორის წინასწარი დამუშავების ისეთ ოპერაციებს,
როგორებიცაა: სორტირება, დამსხვრევა, დაპრესვა, გრანულირება, გაშრობა, დაქუცმაცება,
კონდიცირება ან სეპარირება. D1-დან D12-მდე კოდებში მოცემული რომელიმე ოპერაციის
განსახორციელებლად ჩაბარებამდე.“.
მუხლი 2. გარდამავალი დებულებები
1. ამ კანონის პირველი მუხლის 21-ე პუნქტის ამოქმედებამდე, ამავე პუნქტით
გათვალისწინებული პირები, რომლებსაც დაეკისრათ პასუხისმგებლობა „ნარჩენების
მართვის კოდექსის“ 42-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და
ჯარიმის თანხა არა აქვს გადახდილი ან გადახდილი აქვთ ნაწილობრივ, თავისუფლდებიან
ჯარიმის თანხის ან/და მისი გადაუხდელი ნაწილის გადახდის ვალდებულებისაგან, ხოლო
თუ არ არის დაწყებული სამართალდარღვევის საქმის წარმოება ან დაწყებულია, მაგრამ არ
არის გამოტანილი დადგენილება, თავისუფლდებიან ამავე კოდექსით დადგენილი
პასუხისმგებლობისაგან.
2. სამართალდარღვევის სუბიექტი, რომლის მიერ, ამ კანონის ამოქმედებამდე,
დარღვეულია „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 23-ე მუხლის მე-2 ნაწილით
გათვალისწინებული ვადა, რისთვისაც დაეკისრა პასუხისმგებლობა და ჯარიმის თანხა არა
აქვს გადახდილი ან გადახდილი აქვთ ნაწილობრივ, თავისუფლდება ჯარიმის თანხის
ან/და მისი გადაუხდელი ნაწილის გადახდის ვალდებულებისაგან, ხოლო თუ არ არის
დაწყებული სამართალდარღვევის საქმის წარმოება ან დაწყებულია, მაგრამ არ არის
გამოტანილი
დადგენილება,
თავისუფლდება
ამავე
კოდექსით
დადგენილი
პასუხისმგებლობისაგან.
მუხლი 3.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 და 21-ე პუნქტებისა
ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 და 21-ე პუნქტები ამოქმედდეს 2016 წლის
პირველი აგვისტოდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის მიღება განპირობებულია კოდექსის პრაქტიკული გამოყენების
პროცესში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის, ცალკეული ნორმების დახვეწის
აუცილებლობით,
კოდექსით
გათვალისწინებული
ვალდებულებების
შეუსრულებლობისათვის
შესაბამისი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევების
დამატების და ზოგიერთი, კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებების გადავადების
მიზანშეწონილობით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული
ვალდებულებების დარღვევისთვის შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების
დამატება, კოდექსის პრაქტიკული გამოყენების პროცესში გამოვლენილი ტექნიკური
ხასიათის ხარვეზების აღმოფხვრა და ცალკეული ნორმების დახვეწა. კანონპროექტით
გათვალისწინებული ცვლილებებით აღმოიფხვრება კოდექსის ცალკეული ნორმის
არასწორი განმარტების შესაძლებლობა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტი ითვალისწინებს შემდეგ ცვლილებებს:
1.
კანონპროექტით ზუსტდება კოდექსის რეგულირების სფერო 2008 წლის 19
ნოემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2008/98/EC დირექტივის
(მუხლი 2(1))
შესაბამისად და კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტში დამატებით
მიეთითება ,,იმავე ადგილზე საიდანაც მოხდა მისი ამოღება“. კოდექსის რეგულირების
სფეროს არ მიეკუთვნება გათხრების შედეგად ამოღებული დაუბინძურებელი ნიადაგის და
ბუნებაში გავრცელებული მასალის, მისი ბუნებრივი ფორმით გამოყენება იმავე ადგილზე
სადაც მიმდინარეობს მშენებლობა და საიდანაც მოხდა მისი ამოღება. ასევე კანონპროექტით
იხვეწება მე-2 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტი 2008/98/EC დირექტივის (მუხლი 2(1)) შესაბამისად
და მასში დამატებით მიეთითება
ბიოლოგიური მასისგან ენერგიის მიღება ისეთი
პროცესებისა და მეთოდების საშუალებით, რაც არ უქმნის საფრთხეს გარემოსა და
ადამიანის ჯანმრთელობას;
2.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენიშვნის გათვალისწინებით იცვლება
ტერმინის ,,ცხოველური ნარჩენები“ განმარტება ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის
21 ოქტომბრის 1069/2009 რეგულაციის (მუხლი 3(1)) შესაბამისად, ასევე ნორმის არასწორი
ინტერპრეტაციის თავიდან აცილებისა და გამჭვირვალობის მიზნით, ტექნიკურად
სწორდება კოდექსის მე-3 მუხლის ,,ფ“ ქვეპუნქტში მოცემული ტერმინი.
3.
კოდექსი განსაზღვრავს ტერმინს დანაგვიანება და ადგენს დანაგვიანების
აკრძალვის ზოგად წესს. ამასთან, კოდექსის დღეს მოქმედი რედაქციის მე-7 მუხლის
თანახმად განსაზღვრულია
რომ ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირებისა და
დამუშავების დროს მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს გარემოს დაბინძურება და
ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედება. პრაქტიკაში ხშირია ნარჩენების
შეგროვების, ტრანსპორტირებისა და დამუშავების დროს არა მხოლოდ გარემოს
დაბინძურების (რაც მოიცავს გარემოში დამაბინძურებელი ნივთიერების შემცველი
ნარჩენის მოხვედრას, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს გარემოზე ან ადამიანის
ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედება;) არამედ გარემოს დანაგვიანების შემთხვევა. ხოლო
კოდექსში პირდაპირი მითითება ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირებისა და
დამუშავების დროს გარემოს დანაგვიანებისგან დაცვის ვალდებულებასთან დაკავშირებით
არ ყოფილა. შესაბამისად, ტექნიკურად სწორდება მე-7 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები.
ტექნიკურად სწორდება ასევე მე-8 მუხლის მე-4 ნაწილი. აღნიშნული ნორმის დღეს
მოქმედი რედაქცია იწვევს აზრთა სხვადასხვაობას და კოდექსის მრავალმხრივ
ინტერპრეტაციას. ხოლო მოცემული ვერსიით ზუსტდება თუ რა ტერიტორიაზე აქვს
მუნიციპალიტეტს დასუფთავების ვალდებულება.
4.
მე-18 მუხლს, რომელიც ითვალისწინებს სახიფათო ნარჩენების მართვასთან
დაკავშირებულ სპეციალურ ვალდებულებებს, ემატება 11 ნაწილი, რომლის მიხედვითაც ამ
მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებები ვრცელდება ასევე იმ
საქმიანობებზე, რომელთა შედეგად წლის განმავლობაში 2 ტონაზე ნაკლები სახიფათო
ნარჩენი წარმოიქმნება. აღნიშნული საქმიანობების ნუსხას განსაზღვრავს საქართველოს
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ბრძანებით. აღნიშნული
აუცილებელია იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნეს ქვეყნის ტერიტორიაზე
სახიფათო ნარჩენების სრული მართვა.
5.
კანონპროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული,
კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის ახალი რედაქციიდან გამომდინარე,
ახალი რედაქციით ყალიბდება კოდექსის 21-ე მუხლის მე-5 ნაწილი. 21-ე მუხლის მე-5
ნაწილის მოქმედი რედაქცია არეგულირებს ინერტული ნარჩენების ნაგავსაყრელზე
განთავსებას და მათ ამოვსების ან მშენებლობის მიზნებისთვის გამოყენებას. ინერტული
ნარჩენების გამოყენების არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის თავიდან ასაცილებლად და
ნორმის დაზუსტების მიზნით, თავიდან ყალიბდება 21-ე მუხლის მე-5 ნაწილი და
შესაბამისად ემატება მე-51 ნაწილი, რომლითაც დეტალურად განისაზღვრება ინერტული
ნარჩენების გამოყენების საკითხები და ფარგლები.
6.
კანონპროექტით იზრდება ნაგავსაყრელების შესაბამისობაში მოყვანის
გეგმების წარმოდგენისთვის დაწესებული ვადა. კოდექსის თანახმად არსებულ
ნაგავსაყრელების ოპერატორებს, რომლებსაც არ აქვს გარემოზე ზემოქმედების ნებართვა,
განესაზღვრათ 6 თვიანი ვადა „ნაგავსაყრელების მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და
შემდგომი მოვლის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მიღებიდან
შეუთანხმოს სამინისტროს ნაგავსაყრელის ამ დადგენილებით განსაზღვრულ პირობებთან
შესაბამისობაში მოყვანის გეგმა. აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა 2015 წლის 11
აგვისტოს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
წერილის მიხედვით (N01/537 24/02/2016) „შესაბამისობაში მოყვანის გეგმა“-ში
წარმოდგენილი
მოთხოვნები,
როგორიცაა
ტერიტორიის
გეოლოგიური
და
ჰიდროლოგიური
მახასიათებლები,
დაკავშირებულია
კვლევების
ჩასატარებლად
მომსახურების შესყიდვასთან. შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად,
დაკავშირებულია გარკვეულ ვადებთან და ითხოვენ გეგმების წარდგენის ვადის 18 თვით
გადავადებას. ვინაიდან, 6 თვის ვადაში ვერ მოხერხდა აღნიშნული ნაგავსაყრელების
შესაბამისობაში მოყვანის გეგმების მომზადება და სამინისტროსთან შეთანხმება,
აღნიშნულის გათვალისწინებით მიზანშეწონილად ჩაითვალა
აღნიშნული ვადის
გაგრძელება - 18 თვემდე. ამასთან, პროექტის გარდამავალი დებულებით არსებული
ნაგავსაყრელის შესაბამისობაში მოყვანის გეგმის სამინისტროსთან შეუთანხმებლობისთვის
ამ კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება არსებული ნაგავსაყრელის
ოპერატორი, რომლის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე დარღვეულია ამ კოდექსის 23-ე
მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვადა (მოქმედი რედაქციით - 6 თვე).
7.
29-ე მუხლში ტექნიკურად სწორდება პირველი და მე-2 ნაწილი. კერძოდ
აღრიცხვა-ანგარიშგების ვალდებულება ეკისრებათ ნებართვისა და რეგისტრაციების მქონე,
ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობების განმახორციელებელ პირებს.
8.
36-ე მუხლის მე-2 ნაწილის დისპოზიცია ფართოვდება და იგი მოიცავს არა
მხოლოდ სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების აკრძალვას, არამედ ასევე
სამეწარმეო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი სახიფათო ნარჩენების არადანიშნულების
კონტეინერში (მათ შორის
მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების კონტეინერში)
მოთავსებას.
9.
კოდექსის მე-7 მუხლის მე-4 ნაწილით ნარჩენების წარმომქმნელი და
მფლობელი პირები ვალდებულნი არიან ნარჩენები თავად დაამუშაონ ან შეგროვების,
ტრანსპორტირებისა და დამუშავების მიზნით გადასცენ შესაბამისი უფლების მქონე პირებს
ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტების შესაბამისად. აღნიშნული ვალდებულების დარღვევისთვის კოდექსის მოქმედი
რედაქციით არ არის გათვალისწინებული შესაბამისი პასუხიმგებლობის ზომები.
შესაბამისად, წარმოდგენილი პროექტით 36-ე მუხლს ემატება მე-5 ნაწილი რაც იძლევა
ნარჩენების მფლობელი მეწარმე სუბიექტის მიმართ შესაბამისი ადმინისტრაციული
ზომების გამოყენების შესაძლებლობას ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნათა დარღვევის
შემთხვევაში. კერძოდ, ნარჩენების მფლობელი მეწარმე სუბიექტის მიერ სახიფათო
ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირებისა და დამუშავების მიზნით გადაცემა
არაუფლებამოსილი პირისთვის გამოიწვევს ნარჩენების მფლობელი მეწარმე სუბიექტის
დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.
10.
კანონპროექტის 38-ე მუხლი ითვალისწინებს სახიფათო და არასახიფათო
ნარჩენების ტრანსპორტირების წესების დარღვევას. ნარჩენების ტრანსპორტირების წესი
დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის #143 დადგენილებით.
დღეს მოქმედი რედაქციით კოდექსი ითვალისწინებს სანქციას მხოლოდ სახიფათო
ნარჩენების ტრანსპორტირებისთვის დაშვების მოწმობის გარეშე, ხოლო ტრანსპორტირების
წესით დადგენილი სხვა ვალდებულებები დარჩენილი იყო სანქციის მიღმა, მათ შორის
არასახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირების წესების დარღვევა. აღნიშნულიდან
გამომდინარე, მიზანშეწონილად ჩაითვალა შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელის
დაწესება როგორც სახიფათო ასევე არასახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირების წესის
დარღვევისთვის.
11.
39-ე მუხლის რედაქცია ტექნიკურად სწორდება და ემატება ტერმინი
,,ოპერატორი“. ვინაიდან კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს
გამონაკლისს ოპერატორის მოთხოვნის შემთხვევაში სახიფათო ნარჩენის სხვა ნარჩენებთან,
ნივთიერებებთან ან მასალებთან შერევაზე სამინისტროს წინასწარ წერილობით თანხმობას,
შესაბამისად აღნიშნული სამართალდარღვევა თანხმობის გარეშე შერევისთვის ეხება
ოპერატორს. ხოლო ოპერატორი განიმარტება როგორც ფიზიკური ან იურიდიული პირი,
რომელსაც მინიჭებული აქვს ნარჩენების შეგროვების, ნარჩენების დროებითი შენახვის
ობიექტის ან ნარჩენების დამუშავების ობიექტის ან ასეთი ობიექტის ნაწილის მართვის
უფლება (მე-3 მუხლის ,,ს“ ქვეპუნქტი).
12.
26-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეგისტრაციას
ექვემდებარება არანაკლებ 2 ტონა და არაუმეტეს 10 ტონა სახიფათო ნარჩენის დროებითი
შენახვის ობიექტის მოწყობა და ოპერირება. ცვლილებით მე-40 მუხლის მე-3 ნაწილი
ტექნიკურად სწორდება 26-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტთან მიმართებით.
ამასთან, ხდება ტერმინის ,,წელიწადში“ ამოღება, ვინაიდან 2-დან-10 ტონამდე დროებითი
შენახვის ობიექტის მოცულობაა და არა მისი წლიური წარმადობა.
13.
კოდექსის 26-ე მუხლით განსაზღვრულია ნარჩენების მართვასთან
დაკავშირებული ის საქმიანობები, რომლებიც ექვემდებარება რეგისტრაციას, მათ შორის 50
ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა და
ოპერირება. აღნიშნული ვალდებულების დარღვევისთვის კოდექსის მოქმედი რედაქცია არ
ითვალისწინებს შესაბამისი ადმინისტრაციული ზომების გამოყენების შესაძლებლობას.
აღნიშნულის გათვალისწინებით მე-40 მუხლს ემატება მე-41 ნაწილი, რაც ითვალისწინებს
პირის დაჯარიმებას (2000 ლარის ოდენობით) დადგენილი წესით რეგისტრაციის გარეშე 50
ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობისა და
ოპერირებისთვის.
14.
42-ე
მუხლის
ცვლილებით,
აღნიშნული
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ჩადენისთვის ემატება ახალი ადმინისტრაციული სახდელი გაფრთხილება. კოდექსის დღეს მოქმედი რედაქციით ყველა ტიპის კომპანიის შემთხვევაში
აღნიშნული გადაცდომისთვის გათვალისწინებულია მხოლოდ ჯარიმა. პროექტით, ნორმა
სანქციის ნაწილში ხდება უფრო ჰუმანური, ვინაიდან
შესაძლებელს ხდის
ალტერნატიულად გაფრთხილების ან ჯარიმის გამოყენებას, რაც შესაძლებლობას იძლევა
სანქციის სახე განისაზღვროს დარღვევის ხასიათის, კომპანიის ინდივიდუალური
მახასიათებლის (განსახორციელებელი საქმიანობით ადამიანის ჯანმრთელობასა და
გარემოზე შესაძლო ზიანის მიყენების რისკს, შემოსავლის ოდენობა) შესაბამისად.
15.
43-ე მუხლის მე-2 ნაწილი ყალიბდება ახალი რედაქციით კომპანიის
ნარჩენების მართვის გეგმის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა ან/და აღნიშნული გეგმით
განსაზღვრული ღონისძიებების განუხორციელებლობა - გამოიწვევს დაჯარიმებას 500
ლარის ოდენობით. მუხლის დღეს მოქმედი რედაქციით ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობის ზომა განისაზღვრება მხოლოდ კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის
დადგენილ ვადაში წარუდგენლობისთვის. ნარჩენების მართვის გეგმა კომპანიებისთვის
წარმოადგენს სამოქმედო დოკუმენტს, რომელსაც კოდექსის თანახმად, განიხილავს და
შეითანხმებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. იმ
გარემოების გათვალისწინებით, რომ კოდექსი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად
მხოლოდ ნარჩენების მართვის გეგმის წარუდგენლობას მიიჩნევდა, პრაქტიკაში წარმოიშვა
შემთხვევები, როცა მართალია კომპანიები შეიმუშავებდნენ ნარჩენების მართვის გეგმებს
თუმცა არ მოქმედებდნენ მის შესაბამისად. აღნიშნული სანქციის დაწესებით კოდექსი ქმნის
მეტ გარანტიას რომ კომპანიებმა საქმიანობა წარმართონ ნარჩენების მართვის გეგმის
შესაბამისად. ამასთან, პროექტის პირველი მუხლის 21-ე პუნქტის თანახმად მთელი რიგი
საქმიანობები თავისუფლდებიან ნარჩენების მართვის გეგმების შემუშავების და
შეთანხმების ვალდებულებისგან. აღნიშნულის გათვალისწინებით მიზანშეწონილად
ჩაითვალა პასუხისმგებლობის ზომის გამკაცრებაც. სამართალდარღვევის დღეს მოქმედი
(კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა) რედაქცია
იწვევს პირის დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით, ხოლო პროექტის თანახმად ჯარიმის
ოდენობა იზრდება 500 ლარამდე.
16.
კოდექსის 46-ე მუხლის სათაური ზუსტდება შინაარსობრივი კუთხით და
ზოგადი დათქმის ნაცვლად კეთდება მითითება კოდექსის კონკრეტულ მუხლებზე (31-ე-45ე მუხლები), რომლებიც ითვალისწინებენ შესაბამისი სამართადარღვევებს.
17.
კანონპროექტით 47-ე მუხლის მე-5 ნაწილი ყალიბდება ახალი რედაქციით.
ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებულია ჯარიმები გარემოს დანაგვიანება
/დაბინძურებისთვის, ასევე კოდექსით განსაზღვრული ზოგიერთი ადმინისტრაციული
სამართალდარღვევისთვის არსებობს დასუფთავების ვალდებულება, თუმცა აღნიშნული
ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში არ არის გათვალისწინებული მექანიზმი
დანაგვიანებული/დაბინძურებული ტერიტორიის დასუფთავების უზრუნველყოფისთვის.
ცვლილებით დგინდება რეგულაცია, რომლის მიხედვით კოდექსის 31-ე-34-ე, 36-ე
მუხლის მე-2 ნაწილითა და 37-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ჩადენის შემთხვევაში, თუ დამრღვევი ნებაყოფლობით არ
დაასუფთავებს
ტერიტორიას,
ტერიტორიის
დასუფთავებას
უზრუნველყოფს
მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური, ხოლო დასუფთავების ხარჯები დაეკისრება
სამართალდამრღვევს.
18.
მე-8
და
მე-12
ნაწილებში
განსახორციელებელი
ცვლილებით
მუნიციპალიტეტების აღმასრულებელ ორგანოებს ან მათ მიერ უფლებამოსილ პირებს
ეძლევათ 46-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
შესახებ ოქმის შედგენის, საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების
დადების უფლება. ასევე, ამავე მუხლის მე-14 და მე-15 ნაწილებში ხორციელდება კანონის
მოქმედ რედაქციაში არსებული ტექნიკური შეცდომის გასწორება. ამავე მუხლის მე-7 და
მე-11 ნაწილებში, ზუსტდება შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენცია ამ კოდექსით
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემდებარე დარღვევებზე სამინისტროს კომპეტენციის
ფარგლების დაზუსტების კუთხით.
19.
48-ე მუხლის მე-4 ნაწილში ტექნიკურად სწორდება ტერმინი ,,შემუშავება“ ტერმინით ,,წარდგენა“.
20.
კანონპროექტით ახლებურად ჰუმანურად ყალიბდება 48-ე მუხლის მე-5
ნაწილი. ნარჩენების მართვის კოდექსის თანახმად, მუნიციპალიტეტებს ეკისრებათ
ვალდებულება უზრუნველყონ მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების სისტემის დანერგვა
და მისი გამართული ფუნქციონირება. რეგიონებსა და სოფლებში არსებული სიტუაციის
გათვალისწინებით, კოდექსზე მუშაობის პროცესშივე იქნა გათვალისწინებული საშეღავათო
პერიოდის განსაზღვრა მუნიციპალიტეტებისთვის, იქამდე ვიდერე ისინი შეძლებენ
სათანადო ინფრასტრუქტურის შექმნას და აღინიშნა, რომ იმ დასახლებული პუნქტების
ტერიტორიებზე, სადაც არ ფუნქციონირებს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და
გატანის სისტემა პირს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა 2016 წლის 15 იანვრამდე. ვინაიდან
ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტების უმრავლეს ტერიტორიაზე ეს სისტემები არ მოქმედებს,
(ამასთან, მუნიციპალიტეტებს აქვთ 2017 წლის 31 დეკემბრამდე მუნიციპალური ნარჩენების
მართვის გეგმების მიღების ვალდებულება, სადაც იქნება გაწერილი მუნიციპალური
ნარჩენების შეგროვების სისტემის დანერგვასა და გამართულ ფუნქციონირებასთან
დაკავშირებული ღონისძიებები) დღის წესრიგში დადგა აღნიშნული ვადის ამოღების
საკითხი.
21.
ცვლილება შედის 49-ე მუხლის მე-4 ნაწილში და კოდექსის მე-9 მუხლის მე-5
ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული, დადგენილების შემუშავების ვადად ნაცვლად 2019
წლის 1 თებერვლისა დადგინდება 2018 წლის 1 ივლისი. ასევე იცვლება კოდექსის მე-6
მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად მისაღები კანონქვემდებარე აქტის მიღების თარიღი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმებით და ნაცვლად 2017
წლის პირველი თებერვლისა განისაზღვრება 2017 წლის 31 ოქტომბერი. ყოველივე
ზემოაღნიშნულთან ერთად, 49-ე მუხლს ემატება 21 ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს
საქართველოს მთავრობის მიერ 2016 წლის პირველ აგვისტომდე იმ საქმიანობების ნუსხის
(მაგ: საზოგადოებრივი კვების ობიექტების საქმიანობა, სავაჭრო ობიექტების
ტერიტორიებზე არსებული სხვადასხვა დანიშნულების სახელოსნოების საქმიანობა, ხეტყის პირველადი დამუშავების სახერხი ობიექტების, ასევე, სადურგლო საქმიანობა და სხვ).
განსაზღვრას, რომლებზეც 2020 წლის პირველ იანვრამდე არ გავრცელდება კოდექსის მე-14მე-15 და 29-ე მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებები, კერძოდ, კომპანიის
ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავების, გარემოსდაცვითი მმართველის განსაზღვრის და
ნარჩენების აღრიცხვა-ანგარიშგების ვალდებულებები. ამასთან, ვინაიდან აღნიშნული
ვალდებულებების
დარღვევისთვის
ამოქმედებულია
მხოლოდ
გარემოსდაცვითი
მმართველების განსაზღვრისა და სამინისტროსთვის შეუტყობილებლობისათვის კოდექსის
42-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ამავე აქტით
განსაზღვრული პირები პროექტის გარდამავალი დებულებით თავისუფლდებიან კოდექსის
42-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის
დაწესებული პასუხისმგებლობისგან. კოდექსის 49-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად,
კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავების ვადად განსაზღვრულია 2016 წლის 31
დეკემბერი, ხოლო 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა,
მიუხედავად იმისა რომ ამოქმედებულია, ვინაიდან ვალდებულების შესრულების ვადა ჯერ
გასული არაა, შესაბამისად ამ მუხლით კომპანიების დაჯარიმება არ ხდება. იგივე ეხება 29-ე
მუხლით დადგენილ - ნარჩენების აღრიცხვა-ანგარიშგების ვალდებულებას და 44-ე
მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რადგან აღნიშნული
მუხლები ჯერ ამოქმედებული არ არის.
22.
პროექტის 50-ე მუხლი ითვალისწინებს კოდექსის ცალკეული ნორმების
ამოქმედების
ვადებს.
ვინაიდან,
მოქმედი
რედაქციით
ვალდებულებები
და
სამართალდარღვევები ერთდროულად შედიოდა ძალაში. ცვლილებებით ცალკეული
ვალდებულების ამოქმედების შემდგომ პირებს ეძლევათ რამდენიმეთვიანი შუალედი და
შემდეგ შედის ძალაში სამართალდარღვევები. ამასთან, კოდექსის მიხედვით საქმიანობის
რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს ელექტრონული ფორმით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს
შესაბამისი პროგრამის შემუშავება, თანხების მოძიება. აღნიშნულიდან გამომდინარე
მიზანშეწონილია შესაბამისი მუხლების ამოქმედების გონივრული ვადით გადავადება.
პროექტის თანახმად საქმიანობების რეგისტრაციის, ნარჩენების აღრიცხვა-ანგარიშგებისა
და ნარჩენების მონაცემთა ბაზის წარმოების ვალდებულებების ამოქმედების ვადად
განისაზღვრა 2017 წლის პირველი იანვარი, ვინაიდან სამივე ვალდებულება ნარჩენების
მონაცემთა ბაზის ელექტრონულ სისტემასთანაა დაკავშირებული, ხოლო მათი
დარღვევისთვის
პასუხისმგებლობის ამოქმედება გათვალისწინებულია 2017 წლის
პირველი აპრილიდან.
23.
ასევე ზუსტდება კოდექსის I და II დანართი 2008 წლის 19 ნოემბრის
ევროპარლამენტისა და საბჭოს 2008/98/EC დირექტივის დანართების შესაბამისად.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
კანონპროექტის მიღება
სახსრების გამოყოფასთან.
არ
არის
დაკავშირებული
ბიუჯეტიდან
დამატებითი
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღებით მოსალოდნელია ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის გაზრდა,
ვინაიდან,
კანონპროექტი
ითვალისწინებს
ახალი
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევების დამატებას, ამასთან იზრდება სანქციის სახით გათვალისწინებული
არსებული ჯარიმების ოდენობა.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური
ვალდებულებების წარმოქმნას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
იქიდან გამომდინარე, რომ ემატება ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევები
და იზრდება სანქციის სახით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა, კანონპროექტის
მიღება იქონიებს ფინანსურ ზეგავლენას იმ პირებზე, ვისზედაც გავრცელდება ეს
კანონპროექტი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
ან
სხვა
სახის
გადასახდელის სახით შემოდის ახალი ჯარიმები სამართალდარღვევებზე, კერძოდ:
36-ე მუხლს ემატება მე-5 ნაწილი, მისი სიმძიმის გათვალისწინებით
აღნიშნული სანქცია აღებულ იქნა სახიფათო ნარჩენების მართვის ვალდებულებების
დარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმების ანალოგიიდან.
38-ე მუხლი იყოფა ორ ნაწილად,
პირველი და მეორე ნაწილების სანქცია
აღებულ იქნა არასახიფათო და სახიფათო ნარჩენების მართვის ვალდებულებების
დარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმების ანალოგიიდან.
40-ე მუხლის მე-41 ნაწილის ჯარიმა აღებულ იქნა ნარჩენების მართვის
კოდექსის 40-ე მუხლით გათვალისწინებული რეგისტრაციის გარეშე საქმიანობებისთვის
განსაზღვრული ჯარიმის ანალოგიიდან.
43-ე მუხლის მე-2 ნაწილი ყალიბდება ახალი რედაქციით, სანქცია
განსაზღვრულია დარღვევების სიმძიმის, გარემოსთვის მიყენებული მოსალოდნელი
ზიანის (დაბინძურების) დონის, მისი აღმოფხვრის ღონისძიებების ღირებულების, ასევე,
მსგავსი დარღვევების პრევენციის უზრუნველყოფის გარემოებებით.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში
წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ
დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ
ვალდებულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში.
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ნარჩენების მართვის კოდექსის“ იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცა, რომლებშიც
წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 2. კოდექსის რეგულირების სფერო
1. ეს კოდექსი ვრცელდება ნებისმიერი სახის ნარჩენზე, გარდა ამ მუხლის მე-2
ნაწილით გათვალისწინებული ნარჩენებისა.
2. ამ კოდექსის რეგულირების სფეროს არ განეკუთვნება:
ა) რადიოაქტიური ნარჩენები;
ბ) ატმოსფეროში აიროვანი გაფრქვევები;
გ) მიწა (პირვანდელ ადგილზე – ინ სიტუ), მათ შორის, ამოუღებელი
დაბინძურებული ნიადაგი, მიწასთან განუყოფლად დაკავშირებული შენობები;
დ) დაუბინძურებელი ნიადაგი, ბუნებაში გავრცელებული მასალა, რომელიც
მშენებლობის პროცესში გათხრების შედეგად არის ამოღებული, თუ მასალა უეჭველად
გამოყენებული იქნება მშენებლობის მიზნებისათვის მისი ბუნებრივი ფორმით;
ე) ჩამდინარე წყლები, წყლის ობიექტების (მათ შორის, შავი ზღვის) ჩამდინარე
წყლებით ან/და ნარჩენებით დაბინძურება;
ვ) ხმარებიდან ამოღებული ფეთქებადი ნივთიერებები;
ზ) ფერმერულ ან სატყეო მეურნეობაში გამოყენებული ფეკალური მასები/ნაკელი და
ბუნებრივი წარმოშობის სხვა არასახიფათო მასალები;
თ) სამთო გადამუშავების ნარჩენები – კარიერებზე მუშაობის და მინერალური
რესურსების შესწავლის, მოპოვების, გადამუშავებისა და შენახვის შედეგად წარმოქმნილი
ნარჩენები;
ი) ხმარებიდან ამოღებული სამხედრო მნიშვნელობის ქიმიური ნივთიერებები;
კ) სამელიორაციო სისტემებზე განხორციელებული საექსპლუატაციო და
სარეაბილიტაციო ღონისძიებების შედეგად ამოღებული დაუბინძურებელი მასა
(ნატანი), რომელიც სისტემების გასხვისების ზოლებში უნდა განთავსდეს.
3. საქართველოს მთავრობა იღებს დადგენილებას სახეობებისა და მახასიათებლების
მიხედვით ნარჩენების ნუსხის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის შესახებ.
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
ამ კოდექსის მიზნებისათვის ქვემოთ მოცემულ ტერმინებს აქვს შემდეგი
მნიშვნელობა:
ა) ნარჩენი – ნებისმიერი ნივთიერება ან ნივთი, რომელსაც მფლობელი იშორებს,
განზრახული აქვს მოიშოროს ან ვალდებულია მოიშოროს;
ბ) სახიფათო ნარჩენები – ნარჩენები, რომლებსაც აქვს ამ კოდექსის III დანართით
გათვალისწინებული ერთი ან მეტი მახასიათებელი;
გ) არასახიფათო ნარჩენები – ნარჩენები, რომლებსაც არ მოიცავს „სახიფათო
ნარჩენების“ განმარტება;
დ) საყოფაცხოვრებო ნარჩენები – საოჯახო მეურნეობის მიერ წარმოქმნილი
ნარჩენები;
ე) მუნიციპალური ნარჩენები – საყოფაცხოვრებო ნარჩენები, აგრეთვე სხვა ნარჩენები,
რომლებიც თავიანთი მახასიათებლებითა და შემადგენლობით საყოფაცხოვრებო
ნარჩენების მსგავსია;
ვ) ინერტული ნარჩენები – ნარჩენები, რომლებიც არ განიცდის მნიშვნელოვან
ფიზიკურ, ქიმიურ ან ბიოლოგიურ ცვლილებებს – არ იხსნება, არ იწვის და არ შედის
სხვაგვარ ქიმიურ ან ფიზიკურ რეაქციაში, არ განიცდის ბიოდეგრადაციას და სხვა
მასალაზე არ ახდენს ისეთ გავლენას, რომელიც გამოიწვევს გარემოს დაბინძურებას ან
ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებას;
ზ) ბიოდეგრადირებადი ნარჩენები – ნარჩენები, რომლებიც ექვემდებარება
ანაერობულ ან აერობულ დაშლას, მათ შორის, სურსათის/ცხოველის საკვების ნარჩენები,
ბაღის/პარკის ნარჩენები, ქაღალდი, მუყაო;
თ) თხევადი ნარჩენები – თხევად მდგომარეობაში არსებული ნარჩენები;
ი) სამედიცინო ნარჩენები – სამედიცინო დაწესებულებების, სამედიცინო
ლაბორატორიების,
სამედიცინო
კვლევითი
ცენტრების,
მზრუნველობის
დაწესებულებების, ვეტერინარული კლინიკების, ფარმაცევტული საწარმოებისა და
საწყობების მიერ წარმოქმნილი ნარჩენები;
კ) ცხოველური ნარჩენები – ცხოველთან დაკავშირებული ნარჩენები (ცხოველის
სხეული, ცხოველის სხეულის ნაწილი, ნაკელი, ხორცის წარმოების ნარჩენები, ცხოველზე
ცდის ჩატარების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენები და სხვა);
ლ) სპეციფიკური ნარჩენი – ისეთი პროდუქტისგან წარმოქმნილი ნარჩენი, რომელიც
თავისი მახასიათებლებისა და ფართო გავრცელების გამო ნარჩენად გადაქცევის შემდეგ
მართვის სპეციფიკური ზომების მიღებასა და მოვლას საჭიროებს (შეფუთვა, ზეთი,
საბურავი, ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, ბატარეა, აკუმულატორი, ელექტრო- და
ელექტრონული მოწყობილობები და სხვა);
მ) ისეთი პროდუქტის მწარმოებელი, რომელიც შემდგომ სპეციფიკური ნარჩენი ხდება
– ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აწარმოებს, გადაამუშავებს, დაამუშავებს,
ყიდის ან ახორციელებს იმპორტს ისეთი პროდუქტისა, რომელიც თავისი სასიცოცხლო
ციკლის ამოწურვის შემდეგ სპეციფიკური ნარჩენი ხდება;
ნ) პროდუქტი – ნებისმიერი მოძრავი ნივთი, მათ შორის, ნივთი, რომელიც სხვა
მოძრავი ან უძრავი ნივთის შემადგენელი ნაწილია. პროდუქტი ასევე მოიცავს ბაზარზე
განთავსებულ საქონელს (მიუხედავად იმისა, განკუთვნილია თუ არა იგი უშუალოდ
საბოლოო მომხმარებლისათვის), რომელიც მიწოდებულია ან სხვაგვარად არის
ხელმისაწვდომი კომერციული ან არაკომერციული მიზნებისათვის, უსასყიდლოდ ან
საფასურის სანაცვლოდ, როგორც ახალი, გამოყენებული ან გადამუშავებული. პროდუქტად
არ ითვლება მასთან დაკავშირებული მომსახურება;
ო) ბაზარზე განთავსება – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე (გარდა თავისუფალი
ინდუსტრიული ზონებისა) პროდუქტის ბაზარზე პირველადი მიწოდება ადგილობრივი
წარმოების, იმპორტის, ლიზინგის ან სხვა გზით, კომერციული ან არაკომერციული
მიზნებისათვის, უსასყიდლოდ ან საფასურის სანაცვლოდ. პროდუქტის ყოველი მომდევნო
მიწოდება არ ითვლება ბაზარზე განთავსებად;
პ) ნარჩენების წარმომქმნელი – პირი, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება
ნარჩენები (ნარჩენების თავდაპირველი წარმომქმნელი), ან პირი, რომელიც ახორციელებს
ნარჩენების წინასწარ დამუშავებას, შერევას და სხვა საქმიანობას, რომლის შედეგადაც
ნარჩენების მახასიათებლები ან შემადგენლობა იცვლება;
ჟ) ნარჩენების მფლობელი – ნარჩენების წარმომქმნელი ან სხვა ფიზიკური ან
იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ნარჩენებს;
რ) ნარჩენების გადამზიდველი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც
ახორციელებს ნარჩენების ტრანსპორტირებას;
ს) ოპერატორი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს
ნარჩენების შეგროვების, ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტის ან ნარჩენების
დამუშავების ობიექტის ან ასეთი ობიექტის ნაწილის მართვის უფლება;
ტ) ნარჩენების მართვა – ნარჩენების შეგროვება, დროებითი შენახვა, წინასწარი
დამუშავება, ტრანსპორტირება, აღდგენა და განთავსება, ამ საქმიანობების, ღონისძიებებისა
და ოპერაციების ზედამხედველობა და ნარჩენების განთავსების ობიექტების შემდგომი
მოვლა;
უ) ნარჩენების დამუშავება – ამ კოდექსის I და II დანართებით გათვალისწინებული
აღდგენის და განთავსების ოპერაციები, აგრეთვე ნარჩენების წინასწარი დამუშავება
აღდგენამდე ან განთავსებამდე;
ფ) ნარჩენების წინასწარი დამუშავება – წინასწარი ოპერაციები, რომლებიც
ხორციელდება ნარჩენების აღდგენამდე ან განთავსებამდე, მათ შორის, ისეთი წინასწარი
პროცესები, როგორებიცაა დემონტაჟი, სორტირება, დასრესა, დაპრესვა, გრანულირება,
გაშრობა, დაქუცმაცება, გადაფუთვა, სეპარირება, შერევა და სხვა;
ქ) დანაგვიანება – ნარჩენის (ნარჩენების) გარემოში დაგდება (დაყრა), გადაგდება
(გადაყრა) ან/და მიტოვება ნარჩენების შეგროვების კონტეინერებისა და ობიექტების გარეთ;
ღ) პრევენცია – ნივთიერების, მასალის ან პროდუქტის ნარჩენად გადაქცევამდე
ზომების მიღება, რაც ამცირებს:
ღ.ა) ნარჩენების რაოდენობას. ეს, სხვა საშუალებებთან ერთად, მიიღწევა პროდუქტის
ხელახალი გამოყენებით ან პროდუქტის ვარგისობის ვადის გაგრძელებით;
ღ.ბ) წარმოქმნილი ნარჩენების გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფით
გავლენას;
ღ.გ) მასალაში ან პროდუქტში მავნე ნივთიერებების შემცველობას;
ყ) აღდგენა – საქმიანობა, რომლის ძირითადი შედეგია ნარჩენების სასარგებლო
მიზნებისთვის გამოყენება იმ მასალების ჩანაცვლებით, რომლებიც სხვა პირობებში რაიმე
ფუნქციის შესასრულებლად იქნებოდა გამოყენებული, და რომელიც განსაზღვრულია,
მაგრამ არ შემოიფარგლება ამ კოდექსის I დანართით. აღდგენა მოიცავს რეციკლირებას;
შ) ხელახალი გამოყენება – ნარჩენად გადაქცევამდე პროდუქტის ან/და მისი
კომპონენტის თავდაპირველი დანიშნულებით ხელახლა გამოყენება;
ჩ) ხელახალი გამოყენებისთვის მომზადება – აღდგენითი ოპერაცია (კერძოდ,
შემოწმება, გასუფთავება ან შეკეთება), რომლის შედეგადაც პროდუქტი ან/და მისი
კომპონენტი, რომელიც ნარჩენად იქცა, ყოველგვარი სხვა სახის ზემოქმედების გარეშე
მზადაა ხელახალი გამოყენებისთვის;
ც) რეციკლირება – აღდგენითი ღონისძიება, რომლის საშუალებითაც ნარჩენი ისეთ
პროდუქტად, მასალად ან ნივთიერებად გარდაიქმნება, რომელიც განკუთვნილია
თავდაპირველი დანიშნულებით ან სხვა მიზნით გამოყენებისთვის.
რეციკლირება მოიცავს ორგანული მასალების გადამუშავებას, მაგრამ არ მოიცავს
ენერგიის აღდგენას და მათ ისეთ მასალებად გარდაქმნას, რომლებიც საწვავად ან
ამოვსების ოპერაციებისთვის გამოიყენება;
ძ) შეგროვება – ნარჩენების შეგროვება, რაც ასევე მოიცავს მათ წინასწარ დახარისხებას
და წინასწარ დასაწყობებას ნარჩენების დამუშავების ობიექტზე ტრანსპორტირებისათვის;
წ) სეპარირებული შეგროვება – ნარჩენების შეგროვება, რომლის დროსაც ნარჩენების
ნაკადები მათი შემდგომი დამუშავების ხელშეწყობისათვის განცალკევებულია
სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით;
ჭ) ტრანსპორტირება – ნარჩენების ნარჩენების შენახვის ობიექტზე ან/და ნარჩენების
დამუშავების ობიექტზე გადატანა;
ხ) განთავსება – ღონისძიება, რომელიც განსაზღვრულია, მაგრამ არ შემოიფარგლება
ამ კოდექსის II დანართით;
ჯ) ნარჩენების დამუშავების ობიექტი – სტაციონარული ან მობილური ტექნიკური ან
არატექნიკური დანაყოფი, სადაც ხორციელდება ნარჩენების
დამუშავება (მათ შორის, ნარჩენების გადამტვირთავი სადგური, სხვა ადგილი, სადაც
მოწყობილია ასეთი ობიექტი);
ჰ) ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტი – ობიექტი, სადაც ინახება ნარჩენები 3
წელზე ნაკლები დროით, თუ ნარჩენები განკუთვნილია აღდგენისთვის, ან 1 წელზე
ნაკლები დროით, თუ ნარჩენები განკუთვნილია განთავსებისთვის;
ჰ1) ნარჩენების გადამტვირთავი სადგური – ობიექტი, სადაც ხორციელდება
ნარჩენების
გადატვირთვა
ნარჩენების
დამუშავების
ობიექტზე
შემდგომი
ტრანსპორტირებისათვის;
ჰ2) ნაგავსაყრელი – ნარჩენების განთავსების ობიექტი, სადაც ნარჩენები მიწაზე ან
მიწის ქვეშ განთავსდება. ნაგავსაყრელი მოიცავს ნარჩენების განთავსების შიდა ობიექტს
(საწარმოს ტერიტორიაზე არსებული ნაგავსაყრელი, რომელზედაც ნარჩენების
წარმომქმნელი კუთვნილ ნარჩენებს განათავსებს), მაგრამ არ მოიცავს ნარჩენების
დროებითი შენახვის ობიექტს და ნარჩენების გადამტვირთავ სადგურს;
ჰ3) არსებული ნაგავსაყრელი – ნაგავსაყრელი, რომელიც ფუნქციონირებს ამ კოდექსის
ამოქმედების დროს;
ჰ4) ნარჩენების ინსინერაციის საწარმო – სტაციონარული ან მობილური ტექნიკური
ობიექტი ან მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ნარჩენების თერმული
დამუშავებისთვის, გამოყოფილი წვის სითბოს აღდგენით ან მისი აღდგენის გარეშე,
ნარჩენების დაჟანგვით (ოქსიდაციით) ინსინირების გზით, აგრეთვე სხვა თერმული
დამუშავების პროცესით, როგორიცაა პიროლიზი, გაზიფიკაცია ან პლაზმური დამუშავება,
თუ ამ პროცესის შედეგად მიღებული ნივთიერებები ინსინირებულია;
ჰ5) ნარჩენების თანაინსინერაციის საწარმო – სტაციონარული ან მობილური
ტექნიკური ობიექტი ან მოწყობილობა, რომლის ძირითადი დანიშნულებაა ენერგიის
მიღება ან მატერიალური პროდუქტის წარმოება, რომელიც ნარჩენებს ძირითად ან
დამატებით საწვავად იყენებს ან რომელშიც ნარჩენები თერმულად მუშავდება
განთავსებისათვის, დაჟანგვით (ოქსიდაციით) ინსინირების გზით, აგრეთვე სხვა
თერმული დამუშავების პროცესით, როგორიცაა პიროლიზი, გაზიფიკაცია ან პლაზმური
დამუშავება, თუ ამ პროცესის შედეგად მიღებული ნივთიერებები ინსინირებულია;
ჰ6) ნებართვა – ნებართვა, რომელიც გაცემულია „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის
შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კოდექსის და მის საფუძველზე მიღებული და
გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად;
ჰ7) სამინისტრო – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის
სამინისტრო;
ჰ8) ფიზიკური და იურიდიული პირები – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს
კანონით გათვალისწინებული პირები (გარდა ამ კოდექსის X თავისა);
ჰ9) ნარჩენი ზეთი – მინერალური ან სინთეტიკური ლუბრიკანტი ან სხვა სახის
საწარმოო ზეთი, რომელიც თავდაპირველი დანიშნულებით გამოყენებისთვის უვარგისი
გახდა, კერძოდ, გამოყენებული ძრავას ზეთი, გადაცემათა კოლოფის ზეთი, საპოხი ზეთი,
ტურბინის ზეთი, ჰიდრავლიკური ზეთი და სხვა;
ჰ10) დაბინძურება – გარემოში დამაბინძურებელი ნივთიერების შემცველი ნარჩენის
მოხვედრა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს გარემოზე ან ადამიანის ჯანმრთელობაზე
მავნე ზემოქმედება;
ჰ11) რესურსი – ნებისმიერი პირველადი ან მეორეული მატერიალური ნედლეული,
მათ შორის, ნარჩენი, თუ ის სხვა პირველადი ნედლეულის ნაცვლად გამოიყენება.
მუხლი 7. ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ზოგადი მოთხოვნები
1. ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება და დამუშავება უნდა განხორციელდეს
ნარჩენების სახეობების, მახასიათებლებისა და შემადგენლობის მიხედვით, ისე, რომ
შემდგომ დაბრკოლება არ შეექმნას აღდგენას.
2. ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირებისა და დამუშავების დროს
მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს გარემოს დაბინძურება და ადამიანის ჯანმრთელობაზე
მავნე ზემოქმედება.
3. ნარჩენების ტრანსპორტირების შედეგად ნარჩენებით გარემოს დაბინძურების
შემთხვევაში ნარჩენების გადამზიდველი ვალდებულია უზრუნველყოს დასუფთავების
ღონისძიებების განხორციელება.
4. ნარჩენების წარმომქმნელი და ნარჩენების მფლობელი ვალდებული არიან,
ნარჩენები თავად დაამუშაონ ან შეგროვების, ტრანსპორტირებისა და დამუშავების მიზნით
გადასცენ შესაბამისი უფლების მქონე პირებს ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა
საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
5. თუ ნარჩენები გადაცემულია აღდგენისთვის ან განთავსებისთვის, ნარჩენების
თავდაპირველი წარმომქმნელის ან/და ნარჩენების მფლობელის პასუხისმგებლობა ძალაშია
ნარჩენების სრულ აღდგენამდე ან განთავსებამდე.
6. პირი, რომელიც ახორციელებს ნარჩენების შეგროვებას ან ტრანსპორტირებას,
ვალდებულია ნარჩენები დასამუშავებლად გადასცეს შესაბამის ობიექტს, რომელსაც აქვს
სათანადო ნებართვა ან გავლილი აქვს რეგისტრაცია.
7.
ნარჩენების
გადამზიდველი
ვალდებულია
სახიფათო
ნარჩენების
ტრანსპორტირების განხორციელებამდე მიიღოს ნარჩენების ტრანსპორტირებისათვის
სატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობა, ხოლო სატრანსპორტო საშუალების
მძღოლი ვალდებულია სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირებისას თან იქონიოს
აღნიშნული მოწმობა.
8. აკრძალულია ნარჩენების შესაბამისი ნებართვის მქონე ინსინერატორის გარეთ
დაწვა.
9. ნარჩენების ინსინერაციისა და თანაინსინერაციის პირობები განისაზღვრება
საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
მუხლი 8. დანაგვიანების აკრძალვა
1. აკრძალულია ნარჩენის (ნარჩენების) გარემოში დაგდება (დაყრა), გადაგდება
(გადაყრა) ან/და მიტოვება ნარჩენების შეგროვების კონტეინერებისა და ობიექტების გარეთ.
2. ღონისძიების ორგანიზატორი ვალდებულია დაასუფთაოს დანაგვიანებული
ტერიტორია, თუ იგი მის მიერ ორგანიზებული ღონისძიების შედეგად დანაგვიანდა.
3. მუნიციპალიტეტი, რომლის ტერიტორიაც დანაგვიანდა, უფლებამოსილია
მოსთხოვოს დამნაგვიანებელს ამ ტერიტორიის დასუფთავება. თუ დამნაგვიანებლის
დადგენა ან მოძიება შეუძლებელია, მუნიციპალიტეტს შეუძლია მის მიერ მითითებულ
გონივრულ ვადაში ტერიტორიის დასუფთავების ვალდებულება ტერიტორიის მფლობელს
დააკისროს.
4.
თუ
დანაგვიანებული
ტერიტორია
მუნიციპალიტეტის
საკუთრებაა,
მუნიციპალიტეტმა თავად უნდა იზრუნოს მის დასუფთავებაზე.
მუხლი 18. სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული სპეციალური
ვალდებულებები
1. ნარჩენების წარმომქმნელი, რომელიც წლის განმავლობაში 2 ტონაზე მეტ სახიფათო
ნარჩენს წარმოქმნის, ვალდებულია:
ა) შექმნას და დანერგოს სახიფათო ნარჩენების სეპარირებისა და შეგროვების სისტემა;
ბ) ამ კოდექსის მე-15 მუხლის შესაბამისად განსაზღვროს გარემოსდაცვითი
მმართველი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სახიფათო ნარჩენების უსაფრთხო
მართვისათვის შესაბამისი ზომების მიღებისთვის;
გ) უზრუნველყოს სახიფათო ნარჩენებთან მომუშავე პერსონალის ინფორმირება და
შესაბამისი სწავლების ჩატარება.
2. ნარჩენების ზუსტი შემადგენლობის დადგენამდე ეს ნარჩენები სახიფათოდ
ითვლება.
3. თუ საქართველოს ტერიტორიაზე არ არსებობს სახიფათო ნარჩენების დამუშავების
ტექნიკური
ან/და
ტექნოლოგიური
შესაძლებლობა,
სახიფათო
ნარჩენების
დამუშავებისათვის
უნდა
განხორციელდეს
მათი
ექსპორტი.
ექსპორტის
განხორციელებამდე სავალდებულოა ამ კოდექსით დადგენილი წესით სახიფათო
ნარჩენების უსაფრთხო დასაწყობება დროებითი შენახვის ობიექტზე.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამინისტროს
გადაწყვეტილებით შესაძლებელია სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ვადის
ერთჯერადი, არაუმეტეს 1 წლით გაგრძელება, თუ დასტურდება, რომ ამით ზიანი არ
მიადგება გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობას.
5. სახიფათო ნარჩენების შეგროვებასა და ტრანსპორტირებას ახორციელებს ამ
კოდექსის შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი.
6. სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირება ხორციელდება ამ კოდექსის მე-17 მუხლის
პირველი ნაწილის მოთხოვნისა და მე-6 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული
კანონქვემდებარე აქტის/აქტების შესაბამისად.
მუხლი 21. ნაგავსაყრელის კატეგორიები
1. ნაგავსაყრელი იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელი;
ბ) არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელი;
გ) ინერტული ნარჩენების ნაგავსაყრელი.
2. სახიფათო ნარჩენები განთავსდება მხოლოდ სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელზე.
3. არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელზე განთავსდება მხოლოდ მუნიციპალური
ნარჩენები და სხვა არასახიფათო ნარჩენები, რომლებიც აკმაყოფილებს ამ კოდექსის 22-ე
მუხლის საფუძველზე მიღებული დადგენილებით განსაზღვრულ ამ კატეგორიის
ნაგავსაყრელზე ნარჩენების მიღების კრიტერიუმებს.
4. არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელის ოპერატორი ვალდებულია მიიღოს
შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენები,
მათ შორის, ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პირისაგან.
5. ინერტული ნარჩენების ნაგავსაყრელზე განთავსდება მხოლოდ ინერტული
ნარჩენები. ის ინერტული ნარჩენები, რომლებიც გამოსადეგია ამოვსების ოპერაციებისთვის
ან სამშენებლო მიზნებისთვის, შესაძლებელია არ იქნეს განთავსებული ნაგავსაყრელზე.
აღნიშნული საკითხი რეგულირდება ამ კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული დადგენილებით.
6. ნებართვის მქონე ნაგავსაყრელზე დასაშვებია მხოლოდ დამუშავებული ნარჩენების
განთავსება. ეს არ ეხება იმ ინერტულ ნარჩენებს, რომელთა დამუშავება არ არის
ტექნიკურად განხორციელებადი, აგრეთვე ისეთ ნარჩენებს, რომელთა ტექნიკურად
განხორციელებადი დამუშავებით არ მიიღწევა ამ კოდექსის მიზანი.
მუხლი 23. არსებული ნაგავსაყრელი
1. ამ კოდექსის ამოქმედების დროს არსებული ნაგავსაყრელი ფუნქციონირებას
განაგრძობს იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვა.
2. თუ არსებულ ნაგავსაყრელს არ აქვს ამ მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული ნებართვა, ნაგავსაყრელის ოპერატორი ვალდებულია
„ნაგავსაყრელების მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის
შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მიღებიდან 6 თვის ვადაში შეუთანხმოს
სამინისტროს
ნაგავსაყრელის
ამ
დადგენილებით
განსაზღვრულ
პირობებთან
შესაბამისობაში მოყვანის გეგმა. აღნიშნულ პერიოდში ნაგავსაყრელი განაგრძობს
ფუნქციონირებას.
3. სამინისტრო განიხილავს ნაგავსაყრელის ფუნქციონირების გაგრძელებისათვის
ნაგავსაყრელის ოპერატორის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას და „ნაგავსაყრელების
მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ საქართველოს
მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით იღებს ერთერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) თუ არსებული ნაგავსაყრელი გარემოსთვის და ადამიანის ჯანმრთელობისთვის
სერიოზულ რისკს შეიცავს და ნაგავსაყრელის ოპერატორის მიერ ამ რისკის თავიდან
აცილება შეუძლებელია, იგი დაიხურება ამ კოდექსის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 4
წლისა. იმავე ვადაში დაიხურება ის ნაგავსაყრელი, რომელზედაც არ იქნა წარდგენილი
შესაბამისობაში მოყვანის გეგმა ოპერირების გაგრძელების მიზნით;
ბ) თუ არსებული ნაგავსაყრელი გარემოსთვის და ადამიანის ჯანმრთელობისთვის
სერიოზულ რისკს არ შეიცავს, მაგრამ მისი ამ კოდექსის და მისგან გამომდინარე
დადგენილებების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა შეუძლებელია, იგი
ფუნქციონირებას განაგრძობს სამინისტროს მიერ დადგენილი პირობებით. ასეთი
ნაგავსაყრელი
დაიხურება
ამ
მუხლით
გათვალისწინებული
დადგენილების
ამოქმედებიდან არაუგვიანეს 8 წლისა;
გ) თუ შესაძლებელია არსებული ნაგავსაყრელის ამ კოდექსის და მისგან გამომდინარე
დადგენილებების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა, მას შეიძლება მიეცეს
საქმიანობის მოთხოვნილი ვადით გაგრძელების უფლება.
მუხლი 29. ნარჩენების აღრიცხვისა და ანგარიშგების ვალდებულება
1. ნარჩენების აღრიცხვისა და სამინისტროს წინაშე შესაბამისი ანგარიშგების
ვალდებულება ეკისრებათ იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს:
ა) რომელთა სამეწარმეო საქმიანობა დაკავშირებულია ნარჩენების შეგროვებასთან,
ტრანსპორტირებასთან ან/და დამუშავებასთან;
ბ) რომელთა საქმიანობის შედეგად წლის განმავლობაში 2 ტონაზე მეტი არასახიფათო
ნარჩენი (გარდა მუნიციპალური ნარჩენებისა) ან ნებისმიერი რაოდენობის სახიფათო
ნარჩენი წარმოიქმნება.
2. ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა ამ მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული ნარჩენების შესახებ მონაცემები უნდა შეინახონ 3 წლის
განმავლობაში. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება ნაგავსაყრელის ოპერატორზე. იგი
ვალდებულია აღნიშნული მონაცემები შეინახოს ნაგავსაყრელის ფუნქციონირების ვადის
ამოწურვამდე და ნაგავსაყრელის დახურვის შემდგომი მოვლის პერიოდში.
3. ნარჩენების აღრიცხვისა და ანგარიშგების ვალდებულება არ ეკისრება
მოსახლეობას.
4. ნარჩენების აღრიცხვის წარმოების, ანგარიშგების განხორციელების ფორმა და
შინაარსი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
მუხლი 36. სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და
ვალდებულებების შეუსრულებლობა
1. სახიფათო ნარჩენების საკანალიზაციო სისტემაში ან მიწისქვეშა ან/და ზედაპირულ
წყლებში ჩაშვება –
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, იურიდიული
პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
2. სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან სხვა ქმედება, ჩადენილი
ნარჩენების შეგროვების კონტეინერის გარეთ, –
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, იურიდიული
პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
3. სახიფათო ნარჩენების შესაბამისი ნებართვის მქონე ინსინერატორის გარეთ დაწვა –
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული
პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.
4. სახიფათო ნარჩენების შესაბამისი ნებართვის მქონე ნარჩენების დამუშავების
ობიექტის გარეთ დამუშავება –
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული
პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: ამ მუხლის საჭიროებისათვის დანიშნული ექსპერტიზის ჩატარების
ღირებულებას იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულმა ექსპერტიზამ ნარჩენები სახიფათოდ ცნო,
აანაზღაურებს
პირი,
რომლის
მიმართაც
შედგენილია
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.
მუხლი 38. სახიფათო ნარჩენების სატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობის
გარეშე ტრანსპორტირება
სახიფათო ნარჩენების სატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობის გარეშე
ტრანსპორტირება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით
მუხლი 39. სახიფათო ნარჩენების სხვა ნარჩენებთან, ნივთიერებებთან ან მასალებთან
შერევა
1. 20 კგ-ზე ნაკლები სახიფათო ნარჩენის სხვა ნარჩენებთან, ნივთიერებებთან ან
მასალებთან შერევა სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე –
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, იურიდიული
პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
2. 20 კგ ან 20 კგ-ზე მეტი სახიფათო ნარჩენის სხვა ნარჩენებთან, ნივთიერებებთან ან
მასალებთან შერევა სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე –
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 550 ლარის ოდენობით, იურიდიული
პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.
მუხლი 40. ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და
დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების ან მუნიციპალური ნარჩენების
შეგროვებისა და დამუშავების წესის დარღვევა
1. ნარჩენების შეგროვება ან/და ტრანსპორტირება დადგენილი წესით რეგისტრაციის
გარეშე –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
2. არასახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავების ობიექტის მოწყობა და
ოპერირება დადგენილი წესით რეგისტრაციის გარეშე –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.
3. წელიწადში 2-დან 10 ტონამდე სახიფათო ნარჩენის შენახვის ობიექტის მოწყობა და
ოპერირება დადგენილი წესით რეგისტრაციის გარეშე –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.
4. ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის მოწყობა და ოპერირება დადგენილი წესით
რეგისტრაციის გარეშე –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.
5. ამ კოდექსით გათვალისწინებული რეგისტრაციის პირობების შეუსრულებლობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
6. მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.
7. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის ამ კოდექსით გათვალისწინებულ
ვადაში შეუმუშავებლობა ან/და აღნიშნული გეგმით განსაზღვრული ღონისძიების
განუხორციელებლობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.
მუხლი 42. კომპანიის გარემოსდაცვითი მმართველის განსაზღვრის ან/და
მისი ვინაობის სამინისტროსთვის შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობა
კომპანიის გარემოსდაცვითი მმართველის განსაზღვრის ან/და მისი ვინაობის
სამინისტროსთვის შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
მუხლი 43. კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის წარდგენის მოთხოვნების დარღვევა
1. მუნიციპალიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში კომპანიის მიერ კომპანიის
ნარჩენების მართვის გეგმის მიუწოდებლობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
2. კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით.
მუხლი 46. ამ კოდექსის 47-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოს
მოთხოვნათა შეუსრულებლობა
1. ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ჩადენის შემდეგ მისი აღმოფხვრის თაობაზე სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენის
უფლებამოსილების მქონე ორგანოს ადმინისტრაციული მიწერილობით დაკისრებული
მოვალეობის დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა –
გამოიწვევს ადმინისტრაციული სახდელის დადებას (ჯარიმის დაკისრებას) ამ
კოდექსის იმ მუხლის ან მუხლის ნაწილის სანქციის ფარგლებში, რომლის დარღვევის
გამოც პირს დაეკისრა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღმოფხვრა.
2. ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
შესახებ ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოს თანამშრომლის მიერ
უფლების განხორციელებისა და მოვალეობის შესრულებისათვის ხელის შეშლა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
3. ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
შესახებ ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოს თანამშრომლის კანონიერი
მოთხოვნის
შეუსრულებლობა
(მათ
შორის,
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული დოკუმენტის, მასალისა და ინფორმაციის წარუდგენლობა,
შემოწმების
პროცესში
შესამოწმებელი
ობიექტის
მიერ
წარმომადგენლობის
უზრუნველყოფის მოთხოვნის უგულებელყოფა) −
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
მუხლი 47. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება
1. ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
საქმის წარმოება და სანქციის შეფარდება ხორციელდება ამ კოდექსითა და საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესებით.
2. ამ კოდექსის 31-ე–46-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს შესაბამისი ჯარიმის
ოდენობის გაორმაგებას.
3. ამ კოდექსის 31-ე–35-ე და 37-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის
ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის)
ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი
ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში ჩადენა გამოიწვევს შესაბამისი
ჯარიმის
ოდენობის
გაორმაგებას,
ხოლო
აღნიშნული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა – შესაბამისი ჯარიმის ოდენობის
გაოთხმაგებას.
4. სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევაში გამოიყენება „ლიცენზიებისა და
ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესები.
5. ამ თავით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება დამრღვევს არ
ათავისუფლებს გარემოსთვის მიყენებული ზიანის დადგენილი ოდენობითა და წესით
ანაზღაურების ვალდებულებისაგან.
6. ამ კოდექსის 31-ე–36-ე და 39-ე–42-ე მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 44ე–46-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ
ოქმებს ადგენენ სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილი
თანამშრომლები.
7. ამ კოდექსის 31-ე, 32-ე, 33-ე და 34-ე მუხლებით, 36-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 37-ე
და 38-ე მუხლებით და მე-40 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლები.
8. ამ კოდექსის 31-ე−35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე
მუხლით და 43-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი ან ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი. (19.02.2015 N 3098)
9. რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს ამ კოდექსის 31-ე–46-ე მუხლებით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.
10. სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილ
თანამშრომლებს აქვთ ამ კოდექსის 31-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4–მე-9 ნაწილებით,
32-ე–36-ე და 39-ე–42-ე მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 44-ე–46-ე მუხლებით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და
ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება.
11. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს
თანამშრომლებს აქვთ ამ კოდექსის 31-ე, 32-ე, 33-ე და 34-ე მუხლებით, 36-ე მუხლის მე-2
ნაწილით, 37-ე და 38-ე მუხლებით და მე-40 მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა
და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება.
12. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს ან
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ უფლებამოსილ ფიზიკურ ან/და
იურიდიულ პირს აქვს ამ კოდექსის 31-ე−35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2
ნაწილებით, 39-ე მუხლით და 43-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული
სახდელების დადების უფლება. (19.02.2015 N 3098)
13. ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ჩადენის შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ
გამოკვლევას, სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე
პირი ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და
დამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს.
14. ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჯარიმა ადგილზე არ
გადაიხდევინება და დამრღვევს ადგილზე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც
იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.
15. ამ მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ფორმას და
მისი შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით
განსაზღვრავს შესაბამისად სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო,
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო.
16.
ამ
კოდექსით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევისათვის შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ
ოქმი დამრღვევის მიერ საჩივრდება სასამართლოში.
მუხლი 48. ამ კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებები
1. ამ კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარჩენების
მართვის
ეროვნული
სტრატეგია
და
მე-12
მუხლის
პირველი
ნაწილით
გათვალისწინებული ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმა მიღებულ იქნეს
2015 წლის 31 დეკემბრამდე.
2. სამინისტრომ ამ კოდექსის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული
ბიოდეგრადირებადი მუნიციპალური ნარჩენების მართვის სტრატეგია შეიმუშაოს 2019
წლის 31 დეკემბრამდე.
3. ამ კოდექსის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მუნიციპალური ნარჩენების
მართვის გეგმა თითოეულმა მუნიციპალიტეტმა მიიღოს 2017 წლის 31 დეკემბრამდე.
4. ამ კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული კომპანიის
ნარჩენების მართვის პირველი გეგმა შემუშავდეს 2016 წლის 31 დეკემბრამდე.
5. ამ კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-7 ნაწილით (გარდა იურიდიული
პირისა), მე-9 ნაწილით (გარდა იურიდიული პირისა) და 35-ე მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული
პასუხისმგებლობა
შესაბამისი
მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი ორგანოს აქტით განსაზღვრულ დასახლებული პუნქტების
ტერიტორიებზე, სადაც არ ფუნქციონირებს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და
გატანის სისტემა, არ გავრცელდება ამ კოდექსის ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში.
მუხლი 49. ამ კოდექსის საფუძველზე მისაღები და გამოსაცემი კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტები
1. საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 1 აგვისტომდე მიიღოს:
ა) „სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხის განსაზღვრისა და
კლასიფიკაციის შესახებ“ დადგენილება ამ კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად;
ბ) „ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის
შესახებ“ დადგენილება ამ კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად;
გ) „ნარჩენების აღრიცხვის წარმოების, ანგარიშგების განხორციელების ფორმისა და
შინაარსის შესახებ“ დადგენილება ამ კოდექსის 29-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
2. საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 1 თებერვლამდე მიიღოს:
ა) „მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ“
დადგენილება ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად;
ბ) „ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და
დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ“ დადგენილება ამ
კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად;
გ) „სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების
შესახებ“ დადგენილება ამ კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად.
3. საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 1 თებერვლამდე მიიღოს „ნარჩენების
ინსინერაციისა და თანაინსინერაციის პირობების შესახებ“ დადგენილება ამ კოდექსის
მე-7 მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად.
4. 2019 წლის 1 თებერვლამდე სამინისტრომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროსთან და დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობით
შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას მისაღებად წარუდგინოს დადგენილებების
პროექტები ამ კოდექსის მე-9 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად.
5. 2016 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტრომ სამინისტროსთან ერთად შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას
მისაღებად წარუდგინოს ერთი ან რამდენიმე კანონქვემდებარე აქტის პროექტი/პროექტები,
რომლითაც/რომლებითაც
განისაზღვრება
ნარჩენების
ტრანსპორტირებასთან
დაკავშირებული მოთხოვნები, ამ კოდექსის მე-6 მუხლის მე-6 ნაწილის და მე-7 მუხლის მე7 ნაწილის შესაბამისად.
6. 2017 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრომ და სამინისტრომ გამოსცენ ერთობლივი
კანონქვემდებარე აქტი სამედიცინო ნარჩენების მართვის შესახებ ამ კოდექსის მე-6 მუხლის
მე-3 ნაწილის შესაბამისად.
7. 2017 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და
სამინისტრომ გამოსცენ ერთობლივი კანონქვემდებარე აქტი ცხოველური ნარჩენების
მართვის შესახებ ამ კოდექსის მე-6 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
8. 2015 წლის 1 აგვისტომდე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების
დაცვის მინისტრმა გამოსცეს „კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის განხილვისა და
შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება ამ კოდექსის მე-14 მუხლის მე-2
ნაწილის შესაბამისად.
მუხლი 50. კოდექსის ამოქმედება
1. ეს კოდექსი, გარდა ამ კოდექსის მე-7 მუხლის მე-7 ნაწილისა, მე-9 მუხლისა, მე-15
მუხლის პირველი ნაწილისა, მე-16 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა, მე-18
მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა, 26-ე, 29-ე, 30-ე და 38-ე მუხლებისა, მე-40
მუხლის პირველი–მე-6 ნაწილებისა, 42-ე, 44-ე და 45-ე მუხლებისა, ამოქმედდეს 2015 წლის
15 იანვრიდან.
2. ამ კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილი, მე-40 მუხლის მე-6 ნაწილი და 42-ე
მუხლი ამოქმედდეს 2016 წლის 1 თებერვლიდან.
3. ამ კოდექსის 29-ე, 30-ე და 44-ე მუხლები ამოქმედდეს 2016 წლის 1აგვისტოდან.
4. ამ კოდექსის 26-ე მუხლი და მე-40 მუხლის პირველი–მე-5 ნაწილები ამოქმედდეს
2016 წლის 1 სექტემბრიდან.
5. ამ კოდექსის მე-7 მუხლის მე-7 ნაწილი, მე-18 მუხლის პირველი ნაწილის „ა“
ქვეპუნქტი, 38-ე და 45-ე მუხლები ამოქმედდეს 2017 წლის 1 თებერვლიდან.
6. ამ კოდექსის მე-9 მუხლი და მე-16 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი
ამოქმედდეს 2019 წლის 1 თებერვლიდან.
დანართი I
აღდგენის ოპერაციები
R 1 საწვავად ან სხვაგვარი გამოყენება ენერგიის მისაღებად
R 2 გამხსნელის აღდგენა (რეგენერაცია)
R3 იმ ორგანული ნივთიერებების რეციკლირება/აღდგენა, რომლებიც არ გამოიყენება,
როგორც გამხსნელები (მათ შორის, კომპოსტირება და სხვა ბიოლოგიური
ტრანსფორმაციის პროცესები)[1]
R 4 მეტალების ან მეტალების ნაერთების რეციკლირება/აღდგენა
R 5 სხვა არაორგანული ნივთიერებების რეციკლირება/აღდგენა[2]
R 6 მჟავების ან ფუძეების რეგენერაცია
R 7 კომპონენტების აღდგენა დაბინძურების შესამცირებლად
R 8 კატალიზატორებიდან კომპონენტების აღდგენა
R 9 ნავთობპროდუქტების ხელახალი გამოხდა ან სხვაგვარი ხელახალი გამოყენება
R 10 მიწის დამუშავება, რასაც სარგებელი მოაქვს სოფლის მეურნეობისთვის ან
აუმჯობესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას
R 11 R1-დან R10-ის ჩათვლით კოდებში ჩამოთვლილი ნებისმიერი ოპერაციის
შედეგად მიღებული ნარჩენების გამოყენება
R 12 ნარჩენების გაცვლა R1-დან R11[3]-ის ჩათვლით კოდებში ჩამოთვლილი
ოპერაციების განსახორციელებლად
R 13 R1-დან R12-ის ჩათვლით კოდებში ჩამოთვლილი ნებისმიერი ოპერაციისთვის
განკუთვნილი ნარჩენების დასაწყობება (ეს არ მოიცავს ნარჩენების წარმოქმნის
ადგილზე დროებით დასაწყობებას, შეგროვებისთვის მომზადებას)
[1] ეს მოიცავს გაზიფიკაციასა და პიროლიზს.
[2] ეს მოიცავს ნიადაგის გაწმენდას, რის შედეგადაც ხდება ნიადაგის აღდგენა და
არაორგანული სამშენებლო მასალების რეციკლირება.
[3] თუ სხვა R კოდი არ გამოიყენება, აქ იგულისხმება წინასწარი დამუშავება
აღდგენამდე, კერძოდ, დაშლა, სორტირება, დასრესა, კომპაქტირება, პალეტირება, გაშრობა,
დაქუცმაცება, გადაფუთვა, სეპარირება ან შერევა, R1-დან R11-მდე კოდებში მოცემული
რომელიმე ოპერაციის განსახორციელებლად ჩაბარებამდე.
დანართი II
განთავსების ოპერაციები
D 1 მიწაში ან მიწაზე განთავსება (მაგ., ნარჩენების ნაგავსაყრელზე განთავსება და სხვ.)
D 2 ნიადაგის დამუშავება (მაგ., ნიადაგში ჩაშვებული თხევადი ან ლექისებრი
ნარჩენების ბიოდეგრადირება და სხვ.)
D 3 ღრმა ჩაშვება (მაგ., ნარჩენების ჭაბურღილებში, მარილოვან თაღებში ან ბუნებრივ
რეზერვუარებში ჩაშვება და სხვ.)
D 4 ზედაპირული ჩაშვება (მაგ., თხევადი ან ლექისებრი ნარჩენების ქვაბულებში,
გუბურებში ან აუზებში ჩაშვება და სხვ.)
D 5 სპეციალურად მოწყობილ ნაგავსაყრელზე განთავსება (მაგ., ნარჩენების ცალკე
უჯრედებში
განთავსება,
რომლებიც
დახურულია
და
იზოლირებულია
ერთმანეთისგან და გარემოსგან, და სხვ.)
D 6 წყალსატევებში (გარდა ზღვებისა და ოკეანეებისა) ჩაშვება
D 7 ზღვებსა და ოკეანეებში ჩაშვება, მათ შორის, ზღვის ფსკერზე ჩამარხვა
D 8 ბიოლოგიური დამუშავება, რომელიც არ არის მოცემული ამ დანართში და
რომლის შედეგად მიღებული საბოლოო ნაერთები ან ნარევები D1-დან D12-ის ჩათვლით
კოდებში ჩამოთვლილი ოპერაციების საშუალებით არის განთავსებული
D 9 ფიზიკურ-ქიმიური დამუშავება, რომელიც არ არის მოცემული ამ დანართში და
რომლის შედეგად მიღებული საბოლოო ნაერთები ან ნარევები D1-დან D12-ის
ჩათვლით კოდებში ჩამოთვლილი ოპერაციების საშუალებით არის განთავსებული (მაგ.,
აორთქლება, გაშრობა, კალცინირება და სხვ.)
D 10 მიწაზე ინსინერაცია
D 11 ზღვაში ინსინერაცია[1]
D 12 მუდმივი დასაწყობება (მაგ., კონტეინერების მაღაროში განთავსება და სხვ.)
D 13 შერევა D1-დან D12-ის ჩათვლით კოდებში ჩამოთვლილი ოპერაციების
დაწყებამდე[2]
D 14 გადაფუთვა D1-დან D13-ის ჩათვლით კოდებში ჩამოთვლილი ოპერაციების
დაწყებამდე
D 15 D1-დან D14-ის ჩათვლით კოდებში ჩამოთვლილი ოპერაციების მიმდინარეობის
დროს შენახვა (ეს არ მოიცავს ნარჩენების წარმოქმნის ადგილზე დროებით დასაწყობებას,
შეგროვებისთვის მომზადებას)
[1] ეს ოპერაცია აკრძალულია საერთაშორისო კონვენციებით.
[2] თუ სხვა D კოდი არ გამოიყენება, აქ იგულისხმება წინასწარი დამუშავება
განთავსებამდე, კერძოდ, სორტირება, დასრესა, კომპაქტირება, პალეტირება, გაშრობა,
დაქუცმაცება ან სეპარირება, D1-დან D12-მდე კოდებში მოცემული რომელიმე
ოპერაციის განსახორციელებლად ჩაბარებამდე.