„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
08.06.2016
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/499/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 73 ✗ 3
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-06-13
ბიუროს ნომერი 417

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 120-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 120. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.“. 2. 125-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 125. ცემა 1. ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტიდან ოცდაოთხ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.”. 3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1621 მუხლი: „მუხლი 1621. საარჩევნო უბანზე, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას, ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ან ძალადობის მუქარა 1. საარჩევნო უბანზე, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას, ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ან ძალადობის მუქარა, ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. 2. საარჩევნო უბანზე, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას, ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა, რამაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ჯგუფურად, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გ. მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის მიღების მიზეზია არჩევნებში მონაწილეობისა და ნების თავისუფალი გამოვლინების უფლების დასაცავად საჭირო საკანონმდებლო მექანიზმების არარსებობა. საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლით აღიარებულია დემოკრატიისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე უფლება, რომლის ჯეროვნად დასაცავად, inter alia, აუცილებელია ძალადობის აღსაკვეთად საჭირო შესაფერისი ნორმატიული აკრძალვა სისხლის სამართლის კოდექსში. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია წინასაარჩევნო კამპანიისა და არჩევნების მიმდინარეობისას ძალადობის პრევენცია. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის ძირითადი არსია საარჩევნო უბანზე, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას, ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ცემის ან სხვაგვარი ძალადობის ან ძალადობის მუქარის აკრძალვა. კანონპროექტით ეს დანაშაული ჯარიმით ან/და ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება, ხოლო თუ იგივე ქმედებამ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება გამოიწვია ან ის ჩადენილია ჯგუფურად, თავისუფლების აღკვეთის სანქცია შესაბამისად სამი და ორიდან ხუთ წლამდე ვადით განისაზღვრება. ისეთი ძალადობრივი აქტების სპეციალური რეგულაცია, რომლებიც ხელს უშლის არჩევნებს და წინასაარჩევნო პროცესს, გათვალისწინებულია ევროკავშირის წევრი რამდენიმე სახელმწიფოს კანონმდებლობითაც, მაგალითად ესტონეთის,1 ფინეთის2 და სხვ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე მუხლით გარკვეულწილად დაცულია მოქალაქეთა საარჩევნო უფლებები, თუმცა, სისხლისსამართლებრივი რეაგირება აუცილებელია არა მხოლოდ ისეთ ქმედებებზე, რომლებმაც ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლინებას, დამნაშავის განზრახვით, ხელი შეუშალა, არამედ არჩევნებისა და წინასაარჩევნო აგიტაციის ესტონეთის სისხლის სამართლის კოდექსი, 162-ე მუხლი. ფინეთის სისხლის სამართლის კოდექსის მე-14 თავი ითვალისწინებს დემოკრატიის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, მათ შორის არჩევნების დროს ჩადენილ სამართალდარღვევებს. 1 2 ადგილას ძალადობის ნებისმიერ აქტზე, იმის მიუხედავად, დგინდება თუ არა ამომრჩევლის ნების გამოხატვისათვის ხელის შეშლის ფაქტი ან მიზანი. ასეთი დანაშაული იმსახურებს სახელმწიფოსგან გაკიცხვას, ვინაიდან პირი, რომელიც აცნობიერებს, რომ იმყოფება საარჩევნო უბანთან, საარჩევნო კომისიის განთავსების ან საარჩევნო აგიტაციის ადგილას და მაინც მიმართავს ძალადობას, როგორც აქტიური, ასევე პასიური საარჩევნო უფლებისადმი უპატივცემულობას ავლენს. „საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი,“3 საიდანაც გამომდინარეობს სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება, რომ მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა მოქალაქეებმა შეძლონ თავიანთი საარჩევნო უფლებების მშვიდ და ცივილიზებულ გარემოში რეალიზაცია. კანონპროექტით აგრეთვე იცვლება სანქციები სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 125-ე მუხლებში, სანქციების სისტემური ანალიზიდან და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო. წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას ახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან ცვლილებებით დამატებული 1621 მუხლი სასჯელის სახით ჯარიმას ითვალისწინებს. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ ეკისრება. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტი ფინანსურ შედეგებს იწვევს, ვინაიდან ცვლილებებით დამატებული 1621 მუხლი სასჯელის სახით ჯარიმას ითვალისწინებს. 3 საქართველოს კონსტიტუცია, მე-5 მუხლის პირველი ნაწილი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი ცვლილებებით დამატებული 1621 მუხლი სასჯელის სახით ჯარიმას ითვალისწინებს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტები არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტის შემუშავებისას კონსულტაციები იქნა გავლილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავარ პროკურატურასთან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 120. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. მუხლი 125. ცემა 1. ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტ თვემდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტიდან ოცდაოთხ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.