„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 76 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 3
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-06-13
ბიუროს ნომერი 417
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი:
010190020.04.001.016032) 59-ე მუხლის:
ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. თუ კენჭისყრის შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე საფრთხე ექმნება
საზოგადოებრივ წესრიგს, ან ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად კენჭისყრის ჩატარებას ან
საარჩევნო დოკუმენტაციის უსაფრთხო გადაადგილებას, საუბნო საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარის მოთხოვნით შეიძლება გამოძახებულ იქნენ და კენჭისყრის შენობაში და მის
მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ პოლიციის მუშაკები. საზოგადოებრივი წესრიგის
დარღვევის აღკვეთისთანავე და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანხმობის
შემთხვევაში პოლიციის მუშაკები ტოვებენ კენჭისყრის შენობას და მის მიმდებარე
ტერიტორიას.“.
ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. გამონაკლის შემთხვევაში, კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ არა
საკუთრივ კენჭისყრის შენობაში, პოლიციის მუშაკები შეიძლება იმყოფებოდნენ საუბნო
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნისა და თანხმობის გარეშეც, თუ ეს სრულიად
აუცილებელია საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის აღკვეთის ან დაცვის მიზნით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გ. მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის მომზადება არჩევნებში მონაწილეობისა და ნების თავისუფალი
გამოვლინების უფლების დასაცავად საჭირო, სრულყოფილი საკანონმდებლო მექანიზმების
არარსებობამ განაპირობა. საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლით აღიარებულია ქვეყნის
დემოკრატიისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე უფლება, რომლის ჯეროვნად
დასაცავად, inter alia, აუცილებელია ძალადობის აღსაკვეთად საჭირო საკანონმდებლო
რეგულაციების არსებობა.
საქართველოს
კონსტიტუციის
მე-5
მუხლის
პირველი
პუნქტის
თანახმად,
„საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი,“ საიდანაც გამომდინარეობს
სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება, მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა მისმა
მოქალაქეებმა შეძლონ თავიანთი საარჩევნო უფლებების მშვიდ და ცივილიზებულ გარემოში
რეალიზაცია.
მოქმედი საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულია საუბნო საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარის უფლებამოსილება - გამოიძახოს პოლიციის მუშაკები, თუ კენჭისყრის
შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე საფრთხე ექმნება კანონის მოთხოვნათა შესაბამისად
კენჭისყრის
ჩატარებას
ან
საარჩევნო
დოკუმენტაციის
უსაფრთხო
გადაადგილებას.
საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის აღკვეთისთანავე და საუბნო საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარის თანხმობის შემთხვევაში პოლიციის მუშაკები ტოვებენ კენჭისყრის შენობას და
მის მიმდებარე ტერიტორიას.
ეს ნორმა სრულყოფილად ვერ უზრუნველყოფს იმ საფრთხეების აღკვეთას ან თავიდან
აცილებას, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე და
რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს საარჩევნო უფლების მშვიდ და ცივილიზებულ
გარემოში
რეალიზაციას.
ზემომითითებული
ნორმა
პოლიციის
მუშაკის
გამოძახების
შესაძლებლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში იძლევა, თუკი საფრთხე ექმნება კანონის
მოთხოვნათა შესაბამისად კენჭისყრის ჩატარებას ან საარჩევნო დოკუმენტაციის უსაფრთხო
გადაადგილებას. თუმცა, შეიძლება რეალურად ადგილი ჰქონდეს შემთხვევებს, როდესაც
სხვადასხვა სახის ძალადობრივი ქმედებისა და თუ თვითნებობის შედეგად საფრთხე არ ექმნება
უშუალოდ კენჭისყრის ჩატარების პროცესს ან საარჩევნო დოკუმენტაციის უსაფრთხო
გადაადგილებას, თუმცა, საფრთხის ქვეშაა საზოგადოებრივი წესრიგი, რომელიც საარჩევნო
პროცესის დემოკრატიულად, მშვიდ გარემოში ჩატარების აუცილებელ პირობას წარმოადგენს.
სხვა სიტყვებით, საუბარია კენჭისყრის შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე
განხორციელებულ სხვადასხვა სახის ძალადობრივ აქტზე, რომელიც საფრთხეს უქმნის არა
მხოლოდ კენჭისყრის ჩატარების პროცესს ან საარჩევნო დოკუმენტაციის უსაფრთხო
გადაადგილებას, არამედ, ზოგადად, საზოგადოებრივ წესრიგს, რომელის დაცვაც აუცილებელი
და მნიშვნელოვანია ნებისმიერ ვითარებაში, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეთა მიერ
კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლების რეალიზაციის პროცესში.
ამავე საკითხზე საუბრობს ვენეციის კომისიაც „საარჩევნო საკითხებში კარგი პრაქტიკის
კოდექსში“. ამავე კოდექსის სახელმძღვანელო მითითებებსა და განმარტებით ბარათში
ხაზგასმულია, რომ ქვეყნის საარჩევნო კანონმდებლობით უზრუნველყოფილი უნდა იყოს
საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირის მიერ
უსაფრთხოების ზომების მიღება და პროცესში საამისო უფლებამოსილებით აღჭურვილი
პირების, მათ შორის, პოლიციის, ჩარევა1. საყურადღებოა, რომ ზოგიერთი დასავლური ქვეყნის
კანონმდებლობის თანახმად, კენჭისყრის სრული პროცესი კენჭისყრის ადგილებში პოლიციის
მუშაკთა თანდასწრებით წარიმართება2, რაც, ცხადია, არ არის წარმოდგენილი კანონპროექტის
მიზანი.
საქართველოს
საარჩევნო
კანონმდებლობა,
მათ
შორის,
შემოთავაზებული
ცვლილებებიც, ირჩევენ საარჩევნო პროცესში სამართალდამცავი სტრუქტურების მინიმალური
ჩარევის გზას, როდესაც ასეთი ჩარევა მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, საამისოდ
უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებითა და პასუხისმგებლობით ხორციელდება.
რაც შეეხება კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიას, ეს ტერიტორია, რაც უნდა
ახლოს იყოს ის კენჭისყრის შენობასთან, უფრო მეტად ემსგავსება ზოგად საზოგადოებრივი
თავშეყრის ადგილს. ასეთ ადგილებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის
დაცვა კი პოლიციის მთავარი ფუნქციაა. შესაბამისად, როდესაც ადგილი აქვს საზოგადოებრივი
წესრიგის დარღვევას ან იქმნება ასეთი საფრთხე არა უშუალოდ კენჭისყრის შენობაში, არამედ
მის მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიციის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული
უფლებამოსილებების
განხორციელება
ამგვარი
საფრთხის
აღსაკვეთად
ან
თავიდან
ასაცილებლად შესაძლებელი უნდა იყოს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის
მოთხოვნის/თანხმობის
გარეშეც,
თუმცა,
აქაც
უნდა
შენარჩუნდეს
სამართალდამცავი
სტრუქტურების მინიმალური ჩარევის პრინციპი და ასეთი ჩარევა უნდა განხორციელდეს
მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, თუ ეს სრულიად აუცილებელია საზოგადოებრივი
წესრიგის დასაცავად ან მისი დარღვევის აღსაკვეთად.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია წინასაარჩევნო კამპანიისა და არჩევნების მიმდინარეობისას
ძალადობის პრევენცია.
1
Venice Commission, Code of Good Practice in Electoral Matters: Guidelines and Explanatory Report, CDL-AD (2002) 23 rev.
Or. Fr., Opinion no. 190/2002. para. 112, 113.
2
იქვე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტით ახალი რედაქციით ყალიბდება საარჩევნო კოდექსის 59-ე მუხლის მე-6
პუნქტი, სადაც მიეთითება, რომ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნით პოლიციის
მუშაკები შეიძლება გამოძახებულ იქნენ არა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრის შენობაში
ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე საფრთხე ექმნება კენჭისყრის ჩატარებას ან საარჩევნო
დოკუმენტაციის უსაფრთხო გადაადგილებას, არამედ მაშინაც, თუკი საფრთხე ექმნება
საზოგადოებრივ წესრიგს.
ამასთან, ამავე მუხლს ემატება ახალი მე-7 პუნქტი, რომლის თანახმად, გამონაკლის
შემთხვევაში, კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ არა საკუთრივ კენჭისყრის
შენობაში, პოლიციის მუშაკები შეიძლება იმყოფებოდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარის მოთხოვნისა და თანხმობის გარეშეც, თუ ეს სრულიად აუცილებელია
საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის აღკვეთის ან დაცვის მიზნით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
წარმოდგენილი
კანონპროექტის
მიღება
არ
იწვევს
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან
დამატებითი სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას
სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ
ეკისრება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი
არ
გადასახდელის დადგენას.
ითვალისწინებს
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
კანონპროექტები
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში
კანონპროექტის შემუშავებისას კონსულტაციები იქნა გავლილი საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავარ პროკურატურასთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“
იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 59. კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვა
1. კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვას ხელმძღვანელობს და მისთვის
პასუხისმგებელია საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
2. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ კენჭისყრის შენობაში წესრიგის
დაცვის მიზნით მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულება სავალდებულოა საარჩევნო
კომისიის წევრებისათვის, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირისა და
ამომრჩევლისათვის.
3. დაუშვებელია კენჭისყრის შენობაში შეიარაღებულ პირთა შესვლა.
4. კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში
საუბნო საარჩევნო კომისიის განთავსების შენობიდან დამრღვევის გაძევების საკითხზე
გადაწყვეტილებას იღებს საუბნო საარჩევნო კომისია, რაზედაც დგება შესაბამისი აქტი,
რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. აქტში აღინიშნება დამრღვევის
სახელი და გვარი, საარჩევნო ოლქისა და უბნის ნომრები, დარღვევის არსი და მისი ჩადენის
ზუსტი დრო.
5. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს
საუბნო საარჩევნო კომისია.
6. თუ კენჭისყრის შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე საფრთხე ექმნება ამ კანონის
მოთხოვნათა შესაბამისად კენჭისყრის ჩატარებას ან საარჩევნო დოკუმენტაციის უსაფრთხო
გადაადგილებას, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნით შეიძლება
გამოძახებულ იქნენ და კენჭისყრის შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ
პოლიციის მუშაკები. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის აღკვეთისთანავე და საუბნო
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანხმობის შემთხვევაში პოლიციის მუშაკები ტოვებენ
კენჭისყრის შენობას და მის მიმდებარე ტერიტორიას.