„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„შეტყობინებების პროცედურების შესახებ ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ დამატებით ოქმთან შეერთება
- „შეტყობინებების პროცედურების შესახებ ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ დამატებით ოქმთან შეერთება კონვენცია
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
II მოსმენა
✓ 99 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
III მოსმენა
✓ 98 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-06-20
ბიუროს ნომერი 418
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) 310-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით:
„ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის,
ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის
უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის
აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან
დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და
გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გ. მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია „ბავშვის უფლებების შესახებ“
მიღებული იქნა გენერალური ასამბლეის მიერ 1989 წლის 20 ნოემბერს და ძალაში შევიდა 1990
წლის 2 სექტემბერს. აღნიშნულ კონვენციას საქართველო შეუერთდა 1994 წელს. კონვენციის
43-ე მუხლის თანახმად დაარსდა ბავშვის უფლებათა კომიტეტი, ხოლო კონვენციის 44-ე
მუხლის თანახმად მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ გაერთიანებული
ერების
ორგანიზაციის
მოხსენებები
გენერალური
კონვენციით
აღიარებული
მდივნის
მეშვეობით
უფლებების
კომიტეტს
დამკვიდრებისათვის
წარუდგინონ
მათ
მიერ
გატარებული ღონისძიებების შესახებ და ამ უფლებათა განხორციელებაში მიღწეული
პროგრესის შესახებ.
2011 წლის 19 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მიღებული იქნა
„ბავშვის
უფლებების
შესახებ“
კონვენციის
დამატებითი
ოქმი
“შეტყობინებების
პროცედურების შესახებ“, რომელიც ძალაში შევიდა 2014 წლის 14 აპრილს. ოქმის თანახმად
ბავშვის უფლებათა კომიტეტს გააჩნია უფლებამოსილება მიიღოს და განიხილოს წევრი
სახელმწიფოების იურისდიქციის ქვეშ მყოფი პირის ან პირთა ჯგუფის მიერ ან მათი სახელით
წარდგენილი შეტყობინება, წევრი სახელწმიფოს მიერ „ბავშვის უფლებების შესახებ“
კონვენციითა და მისი დამატებითი ოქმებით („ბავშვებით ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციისა
და ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ ოქმი“, „შეიარაღებულ კონფლიქტებში ბავშვთა
მონაწილეობის შესახებ“) გათვალისწინებული უფლებების დარღვევის თაობაზე. საკითხის
შესწავლის შემდგომ კომიტეტი უგზავნის რეკომენდაციას სახელმწიფოს, რომელმაც 6 თვის
ვადაში წერილობით უნდა აცნობოს მის მიერ მიღებული და განხორციელებული ზომების
თაობაზე.
ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ რეკომენდებული სამართლებრივი დაცვის
ეფექტიანი საშუალება შეიძლება იყოს
სხვადასხვა ფორმის. მაგალითად, კომპენსაციის
გადახდა, კანონის გაუქმება ან მასში შესაბამისი ცვლილებების შეტანა და სხვ. ზემოხსენებული
ღონისძიებები წარმოადგენენ ასევე პრევენციულ ზომებს, რათა მომავალში თავიდან იქნეს
აცილებული ბავშვის უფლებების დარღვევის ახალი შემთხვევები.
ამრიგად, კანონპროექტის მიღება განპირობებულია „ბავშვის უფლებების შესახებ”
კონვენციის 2011 წლის დამატებითი ოქმის (“შეტყობინებების პროცედურების შესახებ“)
საქართველოს მიერ სავალდებულო აღიარებისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი
პროცედურების დასრულებიდან გამომდინარე. აღნიშნული კანონპროექტით მოხდება იმ
პირთა უზრუნველყოფა სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალებით, რომელთა
მიმართაც არსებობს გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილება 1989 წლის
„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების დარღვევის ან/და
სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის გადახდის თაობაზე.
ასევე
იქიდან
გამომდინარე,
რომ
აუცილებელია
საქართველომ
წარმატებით
შეასრულოს 1989 წლის „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციისა და მისი დამატებითი
ოქმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, საჭიროა ბავშვის უფლებათა კომიტეტის
გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ეფექტიანი ეროვნული მექანიზმის შექმნა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია საქართველოს სახელმწიფოს მიერ გაეროს ბავშვის უფლებათა
კომიტეტის გადაწყვეტილებების სრულფასოვნად აღსრულებისათვის საჭირო ეფექტიანი
მექანიზმის შემოღება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კოდექსის 310-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტს, რომელიც ითვალისწინებს გაერთიანებული
ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სახელშეკრულებო ორგანოების მიერ
მიღებული გადაწყვეტილების გამო განაჩენის გადასინჯვას, დაემატა გაერთიანებული ერების
ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კომიტეტი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის სახით გადასახდელი ფულადი თანხების
ოდენობით.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
მიღებით
სახელმწიფოს
ეკისრება
ფინანსური
ვალდებულება
კანონპროექტით განსაზღვრული კატეგორიის პირებისათვის გადასახდელი ფულადი
კომპენსაციის სახით.
ბ.ე. ) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
პირი უფლებამოსილია სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის გადახდის თაობაზე
კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე ფულადი კომპენსაციის გაცემის მოთხოვნით
მიმართოს სასამართლოს.
ბ.ვ.) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი ითვალისწინებს კომპენსაციის გადახდას იმ პირისათვის, რომლის
მიმართაც დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციისა და მისი დამატებითი
ოქმების დარღვევა და არსებობს კომიტეტის გადაწყვეტილება სახელმწიფოს მიერ მისთვის
კომპენსაციის გადახდის თაობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
შეესაბამება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ეწინაღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
ხელშეკრულებებს.
არ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია
/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში
ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ მუხლის მოქმედი სრული
რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 310. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლები
განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია
მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის
დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას,
რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ,
პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ
საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც
არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული
გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად
თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან
დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის,
ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების
წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ −
კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა
კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას
ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ
ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის
გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან
ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო
მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე
ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის
მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული
საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო
განაჩენს.