„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-07-20
ბიუროს ნომერი 423
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“
მუხლი
საქართველოს
1.
საკანონმდებლო
საგადასახადო
კოდექსში
(საქართველოს
მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1.მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 46-ე ნაწილი:
„46. აუდიოვიზუალური ნაწარმოები – აუდიოვიზუალური ნაწარმოები
„საავტორო
და
მომიჯნავე
უფლებების
შესახებ“
საქართველოს
კანონის
შესაბამისად;“.
2.21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:
„3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საწარმოდ
არ განიხილება აუდიოვიზუალური ნაწარმოების ერთობლივი წარმოება ან/და
აუდიოვიზუალურ
ნაწარმოებზე
თანასაკუთრების
შემთხვევაში,
მისი
კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთობლივი გამოყენება.”.
3. 145-ე მუხლის:
ა) მე-6 ნაწილის შემდეგ დაემატოს 61 ნაწილი შემდეგი რედაციით:
„61. გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-6 ნაწილში
აღნიშნული პირობების გაუთვალისწინებლად, ჩამოწეროს დაუძლეველი ძალის
(მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, ხანძარი, ავარია და სხვა საგანგებო ან
განსაკუთრებული გარემოება, რომლის შედეგადაც გადასახადის გადამხდელისაგან
დამოუკიდებელი მიზეზებით მოხდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების
განადგურება/დაკარგვა) ზემოქმედების შედეგად განადგურებული ან დაკარგული
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები.“;
ბ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,8. ამ მუხლის მე-6 და 61 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში
სასაქონლო-მატერიალური
ფასეულობის
ჩამოწერის
წესს
განსაზღვრავს
საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“.
4. 168-ე მუხლის:
ა) მე-3 ნაწილის:
ა.ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1
„ვ)
გრანტის
ხელშეკრულებით
გამცემი
ან
მიმღები
გათვალისწინებული
პირის
იმ
მიერ
საქონლის
გრანტის
იმპორტი,
შესახებ
რომელსაც
საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად მინიჭებული აქვს
გრანტის სტატუსი;“;
ა.ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით და
„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების და მათი შედეგების
ლიკვიდაციის
მიზნით
საქართველოს
სახელმწიფო
ან/და
საზოგადოებრივი
ორგანიზაციებისთვის გადასაცემი საქონლის იმპორტი;“;
ა.გ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:
„თ1)
საქართველოს
სახელმწიფო
ან/და
საზოგადოებრივი
ორგანიზაციებისთვის გადასაცემი იმ საქონლის იმპორტი, რომელსაც საქართველოს
მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად მინიჭებული აქვს ჰუმანიტარული
დახმარების სტატუსი;“;
ბ) მე-4 ნაწილის „გ2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ3“
და „გ4“ ქვეპუნქტები:
„გ3)
საქართველოს
ვაგონით/კონტეინერით
ტერიტორიაზე
სარკინიგზო
არარეზიდენტის
გადაზიდვის
კუთვნილი
განხორციელებისას,
არარეზიდენტის მიერ ვაგონით/კონტეინერით სარგებლობის მომსახურების გაწევა,
გარდა ვაგონის/კონტეინერის საიჯარო ხელშეკრულებით გადაცემის შემთხვევისა;
„გ4)
რეზიდენტის
საქართველოს
კუთვნილი
ტერიტორიის
ფარგლებს
ვაგონით/კონტეინერით
გარეთ
საქართველოს
სარკინიგზო
გადაზიდვის
განხორციელებისას, საქართველოს რეზიდენტის მიერ ვაგონით/კონტეინერით
სარგებლობის
მომსახურების
გაწევა,
გარდა
ვაგონის/კონტეინერის
საიჯარო
ხელშეკრულებით გადაცემის შემთხვევისა;“.
5. 199-ე მუხლის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქონლის იმპორტი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს
კანონით და „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს
კანონით გათვალისწინებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების და მათი
შედეგების ლიკვიდაციის მიზნით;“;
ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:
2
„ა1) იმ საქონლის იმპორტი, რომელსაც მინიჭებული აქვს ჰუმანიტარული
დახმარების სტატუსი (საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის ჰუმანიტარული
დახმარების სტატუსის მინიჭების, მისი აღრიცხვისა და გამოყენების მონიტორინგის
წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით);“;
გ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) იმ საქონლის იმპორტი, რომელსაც მინიჭებული აქვს გრანტის სტატუსი
(საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის გრანტის სტატუსის მინიჭების და მისი
გამოყენების
მონიტორინგის
წესი
განისაზღვრება
საქართველოს
მთავრობის
დადგენილებით);“;
6. 241-ე მუხლის მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადებით პირს ყადაღის მოცულობის
ფარგლებში ეკრძალება საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე განკარგოს
ფულადი სახსრები საბანკო ანგარიშიდან,
გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირი
ბიუჯეტში იხდის ამ კოდექსით გათვალისწინებულ გადასახადს/სანქციას ან იხდის
სახელმწიფო ბაჟს
სასამართლოში განსახილველ საქმეზე. საბანკო ანგარიშზე
ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებაში მიეთითება
პირის საიდენტიფიკაციო ნომერი და თანხის ოდენობა. საგადასახადო ორგანო
უფლებამოსილია პირს მისცეს თანხმობა ყადაღადადებული საბანკო ანგარიშიდან
თანხის გადარიცხვის თაობაზე, რის შესახებაც
დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს
საბანკო დაწესებულებას.“.
7. 309-ე მუხლის :
ა) 65-ე - 67-ე ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„65. „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად ან/და აუდიოვიზუალური
ნაწარმოების
სახელმწიფო პროგრამების დაფინანსების ფარგლებში გადახდილი
თანხის შემოსავლად აღიარება ხორციელდება
აუდიოვიზუალური ნაწარმოების
ექსპლუატაციაში მიღების მომენტში, მაგრამ არაუგვიანეს აუდიოვიზუალური
ნაწარმოების შესახებ აქტის შედგენის და დაფინანსების მიზნობრივი ხარჯვის
დადასტურების მომენტისა.
66. პირი ამ მუხლის 65-ე ნაწილის მიხედვით წარმოებულ აუდიოვიზუალურ
ნაწარმოებს
აღრიცხავს, როგორც არამატერიალურ აქტივს. მას უფლება აქვს,
აუდიოვიზუალური ნაწარმოების ექსპლუატაციაში მიღების მომენტიდან სრულად
გამოქვითოს არამატერიალურ აქტივზე საამორტიზაციო ანარიცხები.
67. პირი, რომელიც ამ მუხლის 65-ე ნაწილის მიხედვით აწარმოებს
აუდიოვიზუალურ ნაწარმოებს, ვალდებულია:
3
ა) არამატერიალურ აქტივზე საამორტიზაციო ანარიცხების გამოქვითვის
ნორმა შეარჩიოს იმ საგადასახადო წელს, როდესაც აქტივი ექსპლუატაციაში შევიდა,
და
არ
შეცვალოს არჩეული
გამოქვითვის
ნორმა
მოცემულ
აქტივზე
მისი
ექსპლუატაციაში შესვლის საგადასახადო წლის შემდგომი პერიოდებისთვის;
ბ) საამორტიზაციო ანარიცხების სრულად გამოქვითვის შემთხვევაში იგივე
მეთოდი გამოიყენოს შემდგომ ამ მუხლის 65-ე ნაწილის შესაბამისად წარმოებული
ყველა აუდიოვიზუალური ნაწარმოების მიმართ, თუმცა მას უფლება აქვს, არჩეული
საამორტიზაციო ანარიცხების სრულად გამოქვითვის ნორმა შეცვალოს მისი
არჩევიდან 5 წლის შემდეგ.“
ბ) 81-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 811 ნაწილი:
„811. პირი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს
მიმართოს მის საკუთრებაში არსებული ობიექტის ამ მუხლის 81-ე ნაწილით
გათვალისწინებულ
ნუსხაში
შეტანის
მოთხოვნით.
მუნიციპალიტეტის
აღმასრულებელი ორგანო აღნიშნულ ობიექტს ნუსხაში შეიტანს, თუ იგი პირის მიერ
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსათვის მიმართვისას აკმაყოფილებს ამ
მუხლის 79-ე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს.“.
გ) 96-ე ნაწილის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 97-ე ნაწილი:
„97. ერთობლივ შემოსავალში ასახვას არ ექვემდებარება პირის მიერ,
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო
სამართლის იურიდიული პირის - მეწარმეობის განვითარების სააგენტოსაგან,
„აწარმოე
საქართველოში“
სახელმწიფო
პროგრამის
დამტკიცების
შესახებ“
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის N365 დადგენილების შესაბამისად,
სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის
ნაწილის ფარგლებში 2017 წლის 1 იანვრამდე მიღებული თანადაფინანსება.“
მუხლი 2.
1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება
გავრცელდეს
2011
წლის
1
იანვრიდან
წარმოშობილ
სამართლებრივ
ურთიერთობებზე.
3. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, ასევე მე-7
ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2016 წლის 1 იანვრიდან
წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
4
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის
შემუშავების
მიზეზს
წარმოადგენს
გადაზიდვის
მომსახურებასთან დაკავშირებული საგადასახადო შეღავათების დაზუსტების და
ადგილობრივი
კინოინდუსტრიის
ხელშეწყობის
უცილებლობა,
აგრეთვე
დაუძლეველი ძალის ზემოქმედების შედეგად განადგურებული ან დაკარგული
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის მარეგულირებელი ნორმების
არარსებობა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
შემუშავების
სასაქონლო-მატერიალური
მიზანია,
ფასეულობების
ადმინისტრირების
ჩამოწერასთან
სრულყოფა,
დაკავშირებული
საკითხების რეგულირება, გადაზიდვის მომსახურების ხელშეწყობა,ადგილობრივი
კინოინდუსტრიის
რეგულაციის
ხელშეწყობა,
მოწესრიგება,
აგრეთვე
რაც
იმ
საკითხთა
დაკავშირებულია
სამართლებრივი
გრანტის
შესახებ
ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლისა და ჰუმანიტარული დახმარების
მიზნით შემოტანილი საქონლისათვის შესაბამისი სტატუსის მინიჭებასთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
1. საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლს, ტერმინთა განმარტებას, ემატება
ახალი
ნაწილი,
რომლითაც
განიმარტება
აუდიოვიზუალური
ნაწარმოები
-
აუდიოვიზუალური ნაწარმოები „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად;“.
2. 21-ე მუხლის ემატება მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვითაც საწარმოდ არ
განიხილება აუდიოვიზუალური ნაწარმოების ერთობლივი წარმოება ან/და
მისი
თანასაკუთრება.
3. 145-ე მუხლს ემატება 61 ნაწილი, ასევე ახალი რედაქციით ყალიბდება მე-8
ნაწილი. ცვლილების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს ეძლევა უფლება
ჩამოწეროს დაუძლეველი ძალის ზემოქმედების შედეგად განადგურებული ან
5
დაკარგული
სასაქონლო-მატერიალური
ფასეულობები
საგადასახადო
ორგანოსათვის შეტყობინების ვალდებულების და მისი დადასტურების გარეშე.
4. ცვლილებები ხორციელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე
მუხლის მე-3 ნაწილში. აღნიშნული ნორმის „ვ“ ქვეპუნქტის მოქმედი რედაქციის
თანახმად, ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია „გრანტის
შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი გრანტის
გამცემი ან მიმღები პირის მიერ“, ხოლო „თ“ ქვეპუნქტის თანახმად - სტიქიური
უბედურების, ავარიისა და კატასტროფის ლიკვიდაციისთვის, ჰუმანიტარული
დახმარების
მიზნით
საქართველოს
სახელმწიფო
ან/და
საზოგადოებრივი
ორგანიზაციებისთვის გადასაცემი საქონლის იმპორტი.
წინამდებარე პროექტით გათვალისწინებული საქართველოს საგადასახადო
კოდექსის 199-ე მუხლის ცვლილებებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად იქნა
მიჩნეული საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში
დაზუსტდეს, რომ ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია
გრანტის გამცემი ან მიმღები პირის მიერ იმ საქონლის იმპორტი, რმელსაც
მინიჭებული აქვს გრანტის სტატუსი.
აღნიშნულთან
ერთად,
საგადასახადო
კოდექსის
199-ე
მუხლის
„ა“
ქვეპუნქტის ცვლილებიდან გამომდინარე, 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის „თ“
ქვეპუნქტში
ზუსტდება,
რომ
ჩათვლის
უფლების
გარეშე
დღგ-ისგან
გათავისუფლებულია „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით
და „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების და მათი შედეგების
ლიკვიდაციის
მიზნით
საქართველოს
სახელმწიფო
ან/და
საზოგადოებრივი
ორგანიზაციებისთვის გადასაცემი საქონლის იმპორტი.
საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის ახალი
რედაქციიდან გამომდინარე, საჭირო გახდა ცალკე გამოყოფილიყო ჰუმანიტრული
დახმარების სტატუსის მქონე საქონლის დღგ-სგან გათავისუფლების მომენტი. ამ
მიზნით 168-ე მუხლის მე-3 ნაწილს ემატება „თ1“ ქვეპუნქტი და მიეთითება, რომ
ჩათვლის
უფლების
სახელმწიფო
ან/და
გარეშე
დღგ-ისგან
საზოგადოებრივი
გათავისუფლებულია
ორგანიზაციებისთვის
საქართველოს
გადასაცემი
იმ
საქონლის იმპორტი, რომელსაც მინიჭებული აქვს ჰუმანიტარული დახმარების
სტატუსი.
ამასთან, კანონპროექტის თანახმად ცვლილება ხორციელდება 168-ე მუხლის
მე-4 ნაწილში და ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან განთავისუფლდება საქართველოს
ტერიტორიაზე არარეზიდენტის კუთვნილი ვაგონით/კონტეინერით სარკინიგზო
გადაზიდვის განხორციელებისას, არარეზიდენტის მიერ ვაგონით/კონტეინერით
სარგებლობის
მომსახურების
ხელშეკრულებით
გადაცემის
გაწევა,
გარდა
შემთხვევისა
ვაგონის/კონტეინერის
და
საქართველოს
საიჯარო
ტერიტორიის
6
ფარგლებს გარეთ საქართველოს რეზიდენტის კუთვნილი ვაგონით/კონტეინერით
სარკინიგზო გადაზიდვის განხორციელებისას, საქართველოს რეზიდენტის მიერ
ვაგონით/კონტეინერით
სარგებლობის
მომსახურების
გაწევა,
გარდა
ვაგონის/კონტეინერის საიჯარო ხელშეკრულებით გადაცემის შემთხვევისა
გასათვალისწინებელია, რომ სამთავრობო დონეზე ქალაქ მინსკში 1993 წლის
12 მარტს გაფორმდა დსთ-ის ქვეყნებსა, აზერბაიჯანსა, საქართველოს, ლიტვის,
ლატვიის და ესტონეთის რესპუბლიკებს შორის - „სატვირთო ვაგონებისა და
კონტეინერების
ერთობლივი
რეგულირდება
ტვირთების
გამოყენების
შესახებ“
საერთაშორისო
შეთანხმება,
რომლითაც
გადაზიდვა,
ვაგონების
სახელმწიფოთაშორისო მიმოსვლა.
აღნიშნული შეთანხმების თანახმად, შეთანხმების მონაწილე მხარეთა მიერ
სარკინიგზო გადაზიდვა ხორციელდება
შესაძლებელია
სარკინიგზო
ერთობლივად. აქედან გამომდინარე,
გადაზიდვა
ხორციელდებოდეს,
როგორც
საქართველოს ტერიტორიაზე არარეზიდენტის კუთვნილი ვაგონით/კონტეინერით,
ასევე საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ საქართველოს რეზიდენტის
კუთვნილი ვაგონით/კონტეინერით.
საგადასახადო კოდექსის მოქმედი რედაქცია არ ითვალისწინებს რაიმე
საგადასახადო
შეღავათს
სარკინიგზო
მიმოსვლისას
ვაგონით/კონტეინერით
სარგებლობის მომსახურების გაწევაზე.
წარმოდგენილი
პროექტით
საქართველოს
ტერიტორიის
ფარგლებს
გარეთ
მომსახურების
გაწევისას
საგადასახადო
ტერიტორიაზე/საქართევლოს
ვაგონით/კონტეინერით
შეღავათით
სარგებლობის
სარგებლობის
უფლება
მიენიჭება, როგორც საქართველოს რეზიდენტს, ასევე არარეზიდენტს. ამასთან,
აღნიშნული შეღავათი გავრცელდება 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ
სამართლებრივ ურთიერთობებზე.
5.
საგადასახადო
კოდექსის
199-ე
მუხლის
„ა“
ქვეპუნქტის
მოქმედი
რედაქციის თანახმად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია „საქონლის
იმპორტი სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის ლიკვიდაციის, აგრეთვე
ჰუმანიტარული დახმარების მიზნით“.
შემოტანილი
საქონლის
სპეციფიკის
ჰუმანიტარული დახმარების მიზნით
და
დანიშნულების
გათვალისწინებით,
მიზანშეწონილია, აღნიშნული სახის საქონელი გამოიყოს ცალკე ქვეპუნქტის სახით.
ამავე დროს, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, „სამოქალაქო უსაფრთხოების
შესახებ“ საქართველოს კანონის და „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, „სტიქიური უბედურებისა და
კატასტროფის ლიკვიდაციის“ ნაცვლად დაზუსტდეს და კონკრეტულად მიეთითოს
აღნიშნული კანონებით გათვალისწინებულ „საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების
და მათი შედეგების ლიკვიდაციის“ მიზნით შემოტანილ საქონელზე.
7
ამ
მიზნით,
ცვლილება
ხორცილედება
საქართველოს
საგადასახადო
კოდექსისი 199-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტში, სადაც მიეთითება „საქონლის იმპორტი
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით და „ბირთვული და
რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ
საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების და მათი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით“,
ხოლო ამავე მუხლს ემატება „ა1“ ქვეპუნქტი, რომლითაც გამოიყოფა ჰუმანიტარული
დახმარების მიზნით შემოტანილი საქონელი და მიეთითება, რომ იმპორტის
გადასახადისაგან
მინიჭებული
გათავისუფლებულია
აქვს
ჰუმანიტარული
„იმ
საქონლის
დახმარების
იმპორტი,
სტატუსი“.
რომელსაც
ამავდროულად,
აღნიშნული ნორმით ზუსტება, რომ საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის
ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების, მისი აღრიცხვისა და გამოყენების
მონიტორინგის წესი
აღნიშნული
განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
ჩანაწერი
საქართველოს
შექმნის
მთავრობის
სამართლებრივ
დადგენილებით
საფუძველს
იმისათვის,
განისაზღვროს
რომ
საქართველოში
საიმპორტო საქონლისათვის ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების,
მისი აღრიცხვისა და გამოყენების მონიტორინგის პირობები და სათანადო
პროცედურები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლი „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედი
რედაქციის
თანახმად,
იმპორტის გადასახადისაგან
საქონლის
იმპორტი,
რომელიც
ხელშეკრულებით,
განსაზღვრული
საქართველოს
წესით“.
გათვალისწინებული
გათვალისწინებულია
მთავრობის
ამდენად,
საქონლის
გათავისუფლებულია
გრანტის
დადგენილების
გრანტის
გათავისუფლება
„იმ
შესახებ
შესაბამისად
შესახებ
ხელშეკრულებით
იმპორტის
გადასახადისაგან
ცალსახად დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსით და მას ვერ
განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის დადგენილება. საქართველოს მთავრობის
სამართლებრივი
აქტით
შესაძლოა
განისაზღვროს
მხოლოდ
საქონლისათვის
გრანტის სტატუსის მინიჭების პროცედურები, რის შემდეგაც მოხდება აღნიშნული
საქონლის გათავისუფლება იმპორტის გადასახადისაგან, საქრთველოს საგადსახადო
კოდექსის შესაბამისად.
ყოველივე
საქართველოს
აღნიშნულის
საგადასახადო
გათვალისწინებით,
კოდექსის
199-ე
ცვლილება
ხორციელდება
მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში
და
ზუსტდება, რომ იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია იმ საქონლის
იმპორტი, რომელსაც მინიჭებული აქვს გრანტის სტატუსი, ხოლო საქართველოში
საიმპორტო საქონლისათვის გრანტის სტატუსის მინიჭების და მისი გამოყენების
მონიტორინგის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
აღნიშნული ჩანაწერით შეიქმნება სათანადო სამართლებრივი საფუძველი, რათა
საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განისაზღვროს საქართველოში
საიმპორტო საქონლისათვის გრანტის სტატუსის მინიჭების და მისი გამოყენების
8
მონიტორინგის პირობები და პროცედურები.
6. 241-ე მუხლის მე-10 ნაწილში ხორციელდება ცვლილება, რომლის თანახმად
საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია მისცეს პირს თანხმობა განახორციელოს
გადარიცხვა (მაგ. კომუნალური ხარჯები, ხელფასები, იჯარის თანხა და სხვა)
ყადაღადადებული საბანკო ანგარიშიდან, თუ იგი დაასაბუთებს, რომ აღნიშნული
აუცილებელია მისი საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებისათვის.
7. პროექტის მიხედვით, ცვლილება შედის კოდექსის 309-ე მუხლში და მისი
65-67-ე
ნაწილები
ახალი
რედაქციით
ყალიბდება.
აღნიშნული
ნაწილები
განსაზღვრავს შემოსავლების აღიარებისა და ამორტიზაციის სპეციალურ რეჟიმებს
„ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-10 მუხლის ან/და სახელმწიფო პროგრამების დაფინანსების ფარგლებში
შექმნილი ფილმებისათვის. აღნიშნული სპეციალური დაბეგვრის რეჟიმის არსს
წარმოადგენს ქართული აუდიოვიზუალური პროდუქციის განვითარება ისე, რომ
დამატებითი
რისკები
არ
შეექმნას
საგადასახადო
კოდექსით
განსაზღვრულ
ვალდებულების შესრულებას. გამომდინარე იქიდან, რომ აუდიოვიზუალური
ნაწარმოების წარმოება შეიძლება დაფინანსდეს სახელმწიფო დაფინანსების სხვა
სახსრებიდანაც განხორციელდა სპეციალური რეჟიმის სარგებლობის არეალის
გაფართოება სახელწიფო დაფინანსების სხვა წყაროებზეც, რაც დამატებით სტიმულს
მისცემს ამ დარგის განვითარებას საქართველოში.
309-ე მუხლს ემატება 811 ნაწილი, რომლითაც ზუსტდება, რომ საგადასახადო
შეღავათების
გამოყენების
მიზნით
პირი
უფლებამოსილია
მიმართოს
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს ობიექტის შესაბამის ნუსხაში შეყვანის
მოთხოვნით, თუ აღნიშნული ობიექტი, აკმაყოფილებს ნუსხაში შეყვანისთვის
საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
კანონპროექტის
შესაბამისად,
ერთობლივ
შემოსავლად
არ
ჩაითვლება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო
სამართლის იურიდიული პირის - მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ
„აწარმოე
საქართველოში“
საქართველოს
მთავრობის
სახელმწიფო
პროგრამის
დამტკიცების
2014
30
N365
წლის
მაისის
შესახებ“
დადგენილებით
დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე
მეწარმეობის ნაწილის ფარგლებში მეწარე სუბიექტებზე 2017 წლის 1 იანვრამდე
გაცემული თანადაფინანსების სახსრები.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება.
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
9
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს ახალი ფინანსური
ვალდებულება.
ბ.ე) კანონპროექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის,
რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი დადებითად იმოქმედებს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე
რომელთა მიმართ ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტით არ იცვლება დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის პრინციპი.
გ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო
ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის
შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
10
ე) კანონპროექტის ავტორი:
პარლამენტის წევრი ზურაბ ტყემალაძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
პარლამენტის წევრი ზურაბ ტყემალაძე
11
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს საგადასახადო კოდექსის იმ მუხლების მოქმედი რედაქცია,
რომლებშიც შედის ცვლილებები
მუხლი 8. ტერმინთა განმარტება
1. არაამორტიზებადი ძირითადი საშუალება – ძირითადი საშუალება, რომელიც
ექსპლუატაციის დროს არ კარგავს თავის ღირებულებას.
2. არამატერიალური აქტივი – ფიზიკური ფორმის არმქონე, იდენტიფიცირებადი
არაფულადი
აქტივი,
რომელსაც
პირი
იყენებს
საქონლის
წარმოების,
საქონლის
მიწოდების/მომსახურების
გაწევის,
სხვისთვის
იჯარით
გადაცემის
ან/და
ადმინისტრაციული მიზნებისათვის. არამატერიალურ აქტივს მიეკუთვნება: საავტორო
უფლება, პატენტი, სავაჭრო ნიშანი, გუდვილი, კომპიუტერული პროგრამა, ლიცენზია,
იჯარის უფლება, ფრანჩიზი, საბადოს დამუშავების უფლება, იმპორტისა და ექსპორტის
სპეციალური უფლებები და სხვა ამგვარი არამატერიალური აქტივები.
3.
არაპირდაპირი
გადასახადი
–
გადასახადი
(დამატებული
ღირებულების
გადასახადი, აქციზი, იმპორტის გადასახადი), რომელიც დგინდება მიწოდებული
(იმპორტირებული) საქონლის ან/და გაწეული მომსახურების ფასზე დანამატის სახით და
რომელსაც იხდის მომხმარებელი (იმპორტიორი) ამ გადასახადით გაზრდილი ფასით
საქონლის ან/და მომსახურების შეძენისას (იმპორტისას). არაპირდაპირი გადასახადის
ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება ეკისრება საქონლის მიმწოდებელს (იმპორტიორს)
ან/და მომსახურების გამწევს, რომელიც ამ კოდექსის მიზნებისათვის გადასახადის
გადამხდელად იწოდება.
4. არარეზიდენტი – პირი, რომელიც არ არის რეზიდენტი.
5. აღიარებული საგადასახადო დავალიანება – საგადასახადო დავალიანება, თუ:
ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია;
ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი
საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების
გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა;
გ) მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს
შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება;
დ) დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია
კანონიერ ძალაში.
6. ბიოლოგიური აქტივი – ცხოველი ან მცენარე.
61. სასოფლო- სამეურნეო საქმიანობა − ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო
სტანდარტი 41-ით გათვალისწინებული საქმიანობა.
62. სოფლის მეურნეობის პროდუქცია − სა სოფლო- სამეურნეო საქმიანობიდან
მიღებული პროდუქტი. ამასთანავე, სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო
გადამუშავებად ( სასაქონლო კოდის შეცვლად) არ ითვლება ბიოლოგიური ტრანსფორმაციის
შედეგად სასაქონლო კოდის შეცვლა, აგრეთვე ბიოლოგიური აქტივიდან ნაყოფის მიღება
(პროდუქციის მოცილება ან ბიოლოგიური აქტივის სიცოცხლის პროცესის შეწყვეტა).
12
63. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი – იურიდიული პირი, რომელსაც მინიჭებული
აქვს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
7. ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები (შემდგომში – ბასს) –
ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების კომისიის მიერ დამტკიცებული
და საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების
კომისიის დადგენილებით სამოქმედოდ შემოღებული სტანდარტები.
8.
გადასახადების
ადმინისტრირება
გადასახადების
–
გამოანგარიშებასთან,
გადახდასთან და დეკლარირებასთან, საგადასახადო კონტროლთან, აგრეთვე გადასახადის
გადამხდელთა აღრიცხვასთან, ინფორმირებასთან და საგადასახადო ვალდებულებათა
შესრულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ფორმების, მეთოდებისა და წესების
ერთობლიობა, რომლებსაც საგადასახადო ორგანოები
საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების პროცესში.
9.
გადასახადის
გადამხდელის
ახორციელებენ
საიდენტიფიკაციო
ნომერი
საქართველოს
გადასახადის
–
გადამხდელისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიკუთვნებული ნომერი.
10. გრძელვადიანი კონტრაქტი – კონტრაქტი წარმოებაზე, მონტაჟზე, მშენებლობაზე
ან ასეთ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევაზე,
დასრულებულა
იმ
კალენდარულ
წელს,
რომელშიც
დაიწყო
გათვალისწინებული
კონტრაქტით
მომსახურება,
გათვალისწინებული
გარდა
იმ
კონტრაქტისა,
მომსახურების
გაწევის
რომელიც არ
კონტრაქტით
რომელიც
დასრულდა
დაწყებიდან
6
თვის
განმავლობაში.
11.
დანაკლისი
–
გადასახადის
გადამხდელის
ბუღალტრულ
ჩანაწერებთან
შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლომატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად
შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა
შეძენილ
(შეძენის
(გადასახადის
დამადასტურებელი
გადამხდელისგან
დოკუმენტის
ფაქტობრივად
მიხედვით)
გასულ)
და
რეალიზებულ
სასაქონლო-მატერიალურ
ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და
მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის
მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ
ოდენობაზე მეტი დანაკარგი. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი
წესის
შესაბამისად
საქონლის
არამატერიალური
ფორმით
მარკირების/ნიშანდების
შემთხვევაში დანაკლისად არ ჩაითვლება ამ საქონლის წარმოების პროცესში მწარმოებლის
მიერ გამოვლენილი დანაკარგი.
12. დივიდენდი – აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან
(წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით
მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და
რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი
კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.
ამასთანავე, დივიდენდს არ მიეკუთვნება:
13
ა) იურიდიული პირის ლიკვიდაციისას ან აქციის/წილის გამოსყიდვისას ფულადი ან
ნატურალური ფორმით განხორციელებული გადახდა (განაცემი), რომელიც არ აღემატება
კაპიტალში (საწესდებოსა და საემისიოში) აქციონერის/მოწილის მიერ განხორციელებული
შენატანის ოდენობის ფარგლებს;
ბ) იურიდიული პირის აქციონერზე/მოწილეზე განხორციელებული გადახდა ამავე
იურიდიული პირის აქციის/წილის საკუთრებაში გადაცემით.
13. თავისუფლად მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდი – საფონდო ბირჟის ლისტინგში
სავაჭროდ დაშვებული საჯარო ან სასესხო ფასიანი ქაღალდი, რომლის თავისუფალი
ბრუნვის კოეფიციენტი საანგარიშო წლის წინა წლის 31 დეკემბრის ან საანგარიშო წლის 31
დეკემბრის მდგომარეობით, ფასიანი ქაღალდების ემიტენტის მიერ საფონდო ბირჟისათვის
მიწოდებული ინფორმაციით, უნდა აღემატებოდეს 25 პროცენტს.
14. კომპენსაცია – პირის მიერ საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ან
ხარჯების, დანაკარგის ან დანაკლისის ანაზღაურების მიზნით მიღებული ქონება ან/და
სარგებელი.
15. მატერიალური აქტივი – აქტივი, რომელიც არ არის არამატერიალური აქტივი.
16. ოჯახი – პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან
მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი,
რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან. ამ კოდექსის მიზნებისათვის თავად გადასახადის
გადამხდელი უპირობოდ განსაზღვრავს იმ პირთა წრეს (ზემოაღნიშნულ პირთაგან),
რომლებიც მასთან ერთად მუდმივად ცხოვრობენ და საერთო მეურნეობას ეწევიან.
17.
პარტნიორი
–
პარტნიორი,
აქციონერი,
კომანდიტი,
კომპლემენტარი,
კოოპერატივის წევრი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
18. პირი – ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი საქართველოს სამოქალაქო
კოდექსის შესაბამისად, საწარმო ან ორგანიზაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის
შესაბამისად.
19.
პროცენტი
–
ფულად
დაბანდებებთან
ან
სავალო
ვალდებულებებთან
დაკავშირებული ნებისმიერი სახის სავალო მოთხოვნიდან (იპოთეკური უზრუნველყოფის
არსებობისა და მისი გაფორმების მეთოდის მიუხედავად) მიღებული ნებისმიერი წინასწარ
განცხადებული (დადგენილი) შემოსავალი (მათ შორის, დისკონტის სახით მიღებული).
ამასთანავე, ამ ნაწილის მიზნებისათვის:
ა)
სავალო
ვალდებულებას
არ
მიეკუთვნება
საქონლის
მიწოდებით
ან/და
მომსახურების გაწევით წარმოშობილი სავალო ვალდებულებები ან გარანტიითა და
თავდებობით ან/და სხვა ამგვარი ოპერაციებით წარმოქმნილი ვალდებულებები;
ბ) პროცენტად ითვლება:
ბ.ა) საპენსიო დაზღვევის
ხელშეკრულების
მიხედვით
მზღვეველის
მიერ
დაზღვეულისათვის გადახდილი სადაზღვევო ანაზღაურება (თანხა) ამ ანაზღაურების
მისაღებად განხორციელებული სადაზღვევო შენატანების გამოკლებით;
ბ.ბ)
კრედიტთან
(სესხთან),
დეპოზიტთან,
ანაბართან,
ობლიგაციასთან
დაკავშირებული გადასახდელი;
ბ.გ) შემოსავალი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებიდან და ობლიგაციებიდან, მათზე
დარიცხული პრემიებისა და მოგებების ჩათვლით;
14
გ) პროცენტად არ ითვლება ჯარიმა დაგვიანებული გადახდისთვის ან დაგვიანებული
მიწოდებისთვის.
20. რეზიდენტი – რეზიდენტი ფიზიკური პირი ან რეზიდენტი იურიდიული პირი
(საქართველოს საწარმო ან საქართველოს ორგანიზაცია).
21. როიალტი:
ა) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და ტექნოგენური წარმონაქმნების
გადამუშავების პროცესში წიაღით სარგებლობის უფლების საფასური;
ბ) საავტორო უფლების, პროგრამული უზრუნველყოფის, პატენტის, ნახაზის,
მოდელის, სავაჭრო ნიშნის ან სხვა ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებისათვის ან
გამოყენების უფლების სხვა პირისთვის გადაცემისათვის მიღებული შემოსავალი;
გ)
სამრეწველო,
სავაჭრო
ან
სამეცნიერო-კვლევითი
მოწყობილობის
გამოყენებისათვის ან გამოყენების უფლების სხვა პირისთვის გადაცემისათვის მიღებული
შემოსავალი;
დ) ნოუ-ჰაუს გამოყენებისათვის მიღებული შემოსავალი;
ე) კინოფილმის, ვიდეოფილმის, ხმის ჩანაწერის ან ჩაწერის სხვა საშუალების
გამოყენებისათვის ან გამოყენების უფლების სხვა პირისთვის გადაცემისათვის მიღებული
შემოსავალი;
ვ) საიდუმლო ფორმულის ან პროცესის, ასევე სამრეწველო, კომერციული ან
მეცნიერული გამოცდილების შემცველი ინფორმაციის გამოყენებისათვის ან გამოყენების
უფლების სხვა პირისთვის გადაცემისათვის მიღებული შემოსავალი;
ზ) ამ ნაწილით გათვალისწინებულ უფლებებთან დაკავშირებით ტექნიკური
დახმარების გაწევისათვის ან ამ უფლებათა გამოყენებაზე უარის თქმით მიღებული
შემოსავალი.
22. სააღრიცხვო
დოკუმენტაცია
–
პირველადი
დოკუმენტები
(მათ
შორის,
პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა
დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის
ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო
ვალდებულებები.
23. საგადასახადო დავალიანება – სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ
დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების თანხასა და ზედმეტად
გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების თანხას შორის.
24. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურა – სასაქონლო
კლასიფიკაციის კოდების სისტემა, რომელიც მიღებულია „საქონლის აღწერილობისა და
კოდირების სისტემის ჰარმონიზაციის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად.
25. საერთაშორისო გადაზიდვა – ავტოსატრანსპორტო საშუალებით ან სარკინიგზო
ტრანსპორტით, საზღვაო, სამდინარო ან საჰაერო ხომალდით მგზავრთა, საქონლის (მათ
შორის, ფოსტის) სხვადასხვა სახელმწიფოში, რომელთაგან ერთ-ერთი საქართველოა,
მდებარე
ორ
პუნქტს
შორის
ნებისმიერი
გადაზიდვა.
ამასთანავე,
საერთაშორისო
გადაზიდვას არ მიეკუთვნება:
ა) გადაზიდვა, რომელიც ხორციელდება მხოლოდ საქართველოს საზღვრების გარეთ
მდებარე პუნქტებს შორის ან მხოლოდ საქართველოს საზღვრების შიგნით მდებარე
პუნქტებს შორის;
15
ბ) საქონლის მილსადენით და ელექტროგადამცემი ხაზით გადაადგილება.
26 . საემისიო კაპიტალი – სხვაობა საწარმოს მიერ აქციების პირველადი
განთავსებიდან მიღებულ ან მისაღებ თანხასა და ამ აქციების ჯამურ ნომინალურ
ღირებულებას შორის, აგრეთვე სამეწარმეო საზოგადოების დაფუძნებისას არაფულადი
შესატანის ღირებულების მეტობა დათქმულ თანხაზე.
27. სათამაშო ბიზნესით დაკავებული პირისაგან მიღებული მოგება – შემოსავალი,
რომელიც განისაზღვრება ფიზიკური პირის (მოთამაშის) მიერ აზარტული და მომ გებიანი
თამაშობებიდან ერთ ბილეთზე, ჟეტონზე, მონეტაზე ან/და სხვა საშუალებაზე მიღებული და
დადებული თანხის ან/და ნივთის ღირებულების დადებითი სხვაობით.
28. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა – პირის მიერ ჩვეულებრივი სამეურნეო
საქმიანობის პროცესში გამოყენებული ნედლეული, მასალა, ნახევარფაბრიკატები, სამარაგო
ნაწილები, ტარა და მზა პროდუქცია (საქონელი) ბასს-ის მიხედვით.
29. უიმედო ვალი – საქონლის ან/და მომსახურების რეალიზაციის ან აღნიშნულის
ფარგლებში წინასწარი გადახდის შედეგად გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებული
მოთხოვნა ან მისი ნაწილი, რომლის გადახდის ვადა გასულია და რომელიც არ იქნა
ანაზღაურებული მიმდინარე საგადასახადო წლის ბოლომდე, ამასთანავე, არსებობს ერთერთი შემდეგი დოკუმენტი:
ა) სასამართლოს კანონიერ
ძალაში
შესული
გადაწყვეტილება
მოთხოვნის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
ბ) ცნობა აღსრულების ორგანოდან სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად
მიქცევის შედეგად კრედიტორის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებით კუთვნილი თანხის
მიუღებლობის ან ნაწილობრივ მიღების თაობაზე;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინება შესაბამისი პირის მიმართ
გადახდისუუნარობის თაობაზე განცხადების წარმოებაში მიღების ან გაკოტრების საქმის
წარმოების დაწყების ან/და რეაბილიტაციის დაწყების შესახებ, თუ მოსამართლის მიერ ამ
კრედიტორის მოთხოვნა არ იქნა აღიარებული;
დ) ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების
რეესტრიდან რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ან გარდაცვალების ცნობა.
30. ქონება – ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა
შეუზღუდავად შეძენა, ფლობა, განკარგვა და სარგებლობა შეუძლიათ პირებს.
31. ძირითადი საშუალება – მატერიალური აქტივი, რომელსაც პირი იყენებს
საქონლის წარმოების, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის, იჯარით (მათ შორის,
ლიზინგით) გადაცემის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისათვის და რომლის სასარგებლო
გამოყენების ვადა ერთ წელზე მეტია.
32. ძირითადი საშუალების რემონტის ხარჯები – ხარჯები, რომლებიც ამაღლებს
ძირითადი საშუალების ამოსავალ (თავდაპირველ, ნორმატიულ) მწარმოებლურობას (მათ
შორის, შენობა-ნაგებობის ელემენტების მოდიფიკაცია (რეკონსტრუქცია) მათი სასარგებლო
მომსახურების ვადის გახანგრძლივების მიზნით და მათი მწარმოებლურობის ამაღლების
უზრუნველსაყოფად;
მანქანა-დანადგარის
ნაწილების
გაუმჯობესება
მათი
მწარმოებლურობის ამაღლების უზრუნველსაყოფად და ახალი საწარმოო პროცესების
დანერგვა), გარდა მიმდინარე საექსპლუატაციო ხარჯებისა, რომლებიც გაიწევა ძირითადი
საშუალების ამოსავალი მწარმოებლურობის აღდგენის ან შენარჩუნების მიზნით.
16
33. წარმომადგენლობითი ხარჯი – პირის მიერ ეკონომიკური
ფარგლებში გაწეული ხარჯი, რომელიც მოიცავს:
საქმიანობის
ა) პირის სახელით გამართული ღონისძიებებისათვის (პრეზენტაციები, მიღებები)
გათვალისწინებულ (წვენები, მინერალური წყლები, გამაგრილებელი სასმელები, ჩაი, ყავა,
საუზმე, სადილი, ვახშამი, ბანკეტი) ხარჯებს;
ბ) საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობითი ღონისძიებების ხარჯებს;
გ) სუვენირების შეძენის ხარჯებს;
დ) სტუმრების მომსახურების უზრუნველყოფის ხარჯებს, მათ შორის:
დ.ა) საკონსულო მომსახურების (ვიზების გაფორმება, ვადის გაგრძელება) ხარჯებს;
დ.ბ) აეროპორტში დახვედრისა და გაცილების (VIP-დარბაზის მომსახურება) ხარჯებს;
დ.გ) სატრანსპორტო მომსახურების ხარჯებს;
დ.დ) სასტუმრო მომსახურების (ადგილების დაჯავშნა, ცხოვრების ღირებულება)
ხარჯებს;
დ.ე) მიღებებისა და წვეულებებისათვის გათვალისწინებულ (წვენები, მინერალური
წყლები, გამაგრილებელი სასმელები, ჩაი, ყავა, საუზმე, სადილი, ვახშამი, ბანკეტი) ხარჯებს.
34. წმინდა აქტივები – სხვაობა პირის აქტივებსა და მის ვალდებულებებს შორის.
35. ვირტუალური ზონის პირი – იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს
საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობას და მინიჭებული აქვს შესაბამისი სტატუსი.
36. საინფორმაციო ტექნოლოგიები – კომპიუტერული საინფორმაციო სისტემების
შესწავლა, მხარდაჭერა, განვითარება, დიზაინი, წარმოება და დანერგვა, რის შედეგადაც
მიიღება პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტები.
37. ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტი – პირი (მეწარმე სუბიექტი), რომელიც „
თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ “ საქართველოს
კანონით დადგენილი წესით აშენებს სასტუმროს და უზრუნველყოფს მის ფუნქციონირებას.
38. ლიზინგი − ლიზინგი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, თუ
ლიზინგის საგანი არის ამორტიზაციას დაქვემდებარებული აქტივი.
39.
სალიზინგო
კომპანია
−
საწარმო,
რომლის
მიერ
საგადასახადო
წლის
განმავლობაში ქონების ლიზინგით გაცემიდან მიღებული შემოსავალი მისი ერთობლივი
შემოსავლის არანაკლებ 70%-ია.
[ 39. სალიზინგო კომპანია − საწარმო, რომლის მიერ კალენდარული წლის
განმავლობაში ქონების ლიზინგით გაცემიდან მიღებული შემოსავალი მისი შემოსავლის
არანაკლებ 70 პროცენტია. (ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)]
40.
შემოწირულება
–
ორგანიზაციის
მიერ
უსასყიდლოდ
მიღებული
საქონელი/მომსახურება, მათ შორის, ფულადი სახსრები.
41. მაღალმთიანი დასახლება – „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“
საქართველოს კანონით განსაზღვრული მაღალმთიანი დასახლება.
42. მაღალმთიანი დასახლების საწარმო – საწარმო/მეწარმე ფიზიკური პირი,
რომელიც
ეკონომიკურ
საქმიანობას
ახორციელებს
მაღალმთიან
დასახლებაში
და
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული
აქვს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი.
[43. წმინდა მოგება − მოგება, რომელიც შესაძლებელია განაწილდეს დივიდენდის
სახით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
17
44. შემოსავალი −
სტანდარტების შესაბამისად.
ლომბარდი
45.
შემოსავალი
პირი,
−
ბუღალტრული
რომლის
აღრიცხვის
ძირითადი
საქმიანობაა
საერთაშორისო
გირავნობით
უზრუნველყოფილი სესხების (კრედიტების) გაცემა და კალენდარული წლის განმავლობაში
ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი მისი შემოსავლის არანაკლებ 70 პროცენტია.
(ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)]
მუხლი 21. საწარმო
1.
საწარმოდ
ეკონომიკურ
ითვლება
საქმიანობას
შემდეგი
ან
წარმონაქმნები,
შექმნილი
არიან
რომლებიც
ახორციელებენ
ეკონომიკური
საქმიანობის
განსახორციელებლად:
ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირები;
ბ)
უცხო
ქვეყნის
კანონმდებლობის
შესაბამისად
შექმნილი
კორპორაციები,
კომპანიები, ფირმები და სხვა მსგავსი წარმონაქმნები, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა
იურიდიული პირის სტატუსი, აგრეთვე უცხოური საწარმოს მუდმივი დაწესებულება;
გ) გაერთიანებები, ამხანაგობები და სხვა მსგავსი წარმონაქმნები, რომლებიც არ არის
გათვალისწინებული ამ ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.
2. საწარმოს არ მიეკუთვნება ინდივიდუალური მეწარმე.
მუხლი 145. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის წესი
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის
შემადგენლობაში შეიტანოს თავის საკუთრებაში არსებული დამუშავებული ან ნაწილობრივ
დამუშავებული საქონელი, მისი ადგილმდებარეობის მიუხედავად, კერძოდ, ნედლეული
ან/და მასალები (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა), რომლებიც შეძენილია შემდგომი
რეალიზაციისათვის ან საქონლის წარმოებისათვის/ მომსახურების გაწევისათვის.
2. დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას საანგარიშო პერიოდის
დასაწყისისთვის
არსებული
სასაქონლო-მატერიალური
ფასეულობის
ღირებულება
აკლდება, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური
ფასეულობის ღირებულება ემატება ერთობლივ შემოსავალს.
3. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღრიცხვისას გადასახადის გადამხდელი
ვალდებულია წარმოებული ან შეძენილი საქონლის ღირებულება აღრიცხვაში ასახოს ამ
საქონლის წარმოებაზე გაწეული ხარჯების (გარდა საამორტიზაციო ანარიცხებისა) ან შეძენის
ფასად. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელი საქონლის ღირებულებაში შეიტანს მისი
შენახვისა და ტრანსპორტირების ხარჯებს.
4. საქონლის რეალიზაციისას გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, სასაქონლომატერიალური ფასეულობის აღსარიცხავად გამოიყენოს ერთ-ერთი შემდეგი მეთოდი:
ა) ინდივიდუალური აღრიცხვის მეთოდი;
ბ) საშუალო შეწონილი შეფასების მეთოდი;
გ) მეთოდი FIFO , რომლის მიხედვითაც საანგარიშო პერიოდში პირველ რიგში
რეალიზებულად ითვლება ის საქონელი, რომელიც საანგარიშო პერიოდის დასაწყისისთვის
მიეკუთვნება სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობას, ხოლო შემდეგ რეალიზებულად – ის
18
საქონელი, რომელიც წარმოებულია (შეძენილია) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, მისი
წარმოების (შეძენის) დროის მიხედვით.
5. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღრიცხვისას გადასახადის გადამხდელს
უფლება აქვს, დეფექტური ან მოძველებული და მოდიდან გამოსული საქონელი, რომლის
რეალიზაციაც შეუძლებელია მის წარმოებაზე გაწეულ ხარჯებზე ან შეძენის ფასზე მეტ
ფასად, შეაფასოს ამ საქონლის შესაძლო სარეალიზაციო ფასით.
6. ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი
სასაქონლო-მატერიალური
ვალდებულია
ფასეულობის
საგადასახადო
ჩამოწერისას
ორგანოს
შეატყობინოს
გადასახადის
გადამხდელი
სასაქონლო-მატერიალური
ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა
და
ღირებულების
მითითებით)
შესახებ
და
ჩამოწერა
განახორციელოს
მხოლოდ
საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.
7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევის არსებობისას
საგადასახადო ორგანო გადამხდელის მიმართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ვალდებულია
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის შემთხვევაში პირდაპირ დაუდასტუროს
ან ადგილზე გასვლით მოახდინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ფიზიკური
გადამოწმება და დაუდასტუროს გადასახადის გადამხდელს ჩამოწერის დოკუმენტი.
8. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის პროცესში საგადასახადო
ორგანოების მონაწილეობის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
9.
გადასახადის
გადამხდელი
უფლებამოსილია
სასაქონლო-მატერიალური
ფასეულობები აღრიცხოს ელექტრონული ფორმით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის
მიერ დადგენილი წესით.
მუხლი 168. გადასახადისაგან გათავისუფლება
1. ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია შემდეგი საქონლის
მიწოდება, იმპორტი ან დროებითი შემოტანა:
ა) ეროვნული ან/და უცხოური ვალუტის (გარდა ნუმიზმატიკური ან საკოლექციო
მიზნებით გამოსაყენებლად გათვალისწინებულისა), ფასიანი ქაღალდების მიწოდება ან/და
იმპორტი;
ბ) საქართველოს ეროვნული ბანკისათვის გადასაცემი ოქროსა და ოქროს ზოდების
იმპორტი;
გ) განძეულობის, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული უძრავი ქონების მიწოდება
ან/და იმპორტი, რომელთა რეალიზაციით მიღებული შემოსავლები შეიტანება ბიუჯეტში;
გ1) სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების მიწოდება ან/და
იმპორტი, აგრეთვე „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად
ქონების ლიზინგის ფორმით გადაცემა (მიწოდება);
დ) სახელმწიფო ქონების მიწოდება პრივატიზაციის პროგრამის მიხედვით;
ე) საქონლის იმპორტი ამ კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ და „ო“ ქვეპუნქტების
შესაბამისად,
იმავე
მუხლის
შენიშვნის
გათვალისწინებით,
გარდა
თავისუფალი
ინდუსტრიული ზონიდან საქონლის იმპორტისა;
19
და
ვ) საქართველოს საპატრიარქოს მიერ ჯვრის, სანთლის, ხატის, წიგნის, კალენდრისა
სხვა საღვთისმსახურო საგნების მიწოდება, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ
რელიგიური მიზნით;
ზ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 4820
20 000 00 კოდში მითითებული საქონლის (რვეულების) მიწოდება;
თ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 4801,
4802 55, 4802 61 100 00 და 4810 22 კოდებში მითითებული საქონლის იმპორტი ან/და
მიწოდება;
ი) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 1211
90 980 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციით გათვალისწინებული ძირტკბილას ფესვები, 1211 20
000 00, 1301 20 000 00 და 1301 90 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებით გათვალისწინებული
ბუნებრივი გაუსუფთავებელი შელაქი, 1504 20, 1515 30, 1520 00 000 00, 1702 11 000 00, 3912 12
000 00, 3912 31 000 00, 7010 10 000 00, 7010 90 790 00 და 9602 00 000 00 (ჟელატინის
კაფსულები) კოდებში მითითებული საქონლის მიწოდება ან/და იმპორტი;
კ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით
სამკურნალო (ფარმაცევტული) მიზნებისათვის განკუთვნილი საგარეო-ეკონომიკური
საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე და 29-ე ჯგუფებით
გათვალისწინებული წარმოდგენილი ნედლეულისა და სუბსტანციების, 30-ე ჯგუფით
გათვალისწინებული ფარმაცევტული პროდუქციის (გარდა საღეჭი რეზინისა), მათ შორის,
ვაქცინების, მიწოდება ან/და იმპორტი;
ლ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8419
20 000 00, 9001 30 000 00, 9001 40, 9001 50, 9018–9022 (გარდა 9019 10 900 00), 9025 11 200 00 და
9402 90 000 00 კოდებში მითითებული სამედიცინო ან ვეტერინარული დანიშნულების
საქონლის (მათ შორის, ინსულინის შპრიცების/ნემსების), 8713 და 8714 20 000 00 კოდებში
აღნიშნული ეტლებისა და მათი ნაწილების და საკუთნოების, სამედიცინო დანიშნულების
რენტგენის ფირების, სამედიცინო დანიშნულების სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების,
გლუკომეტრების (რომელთა ტესტ-სისტემები რეგისტრირებულია საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ) მიწოდება ან/და იმპორტი;
მ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 0102
21, 0103 10 000 00, 0104 10 100 00, 0104 20 100 00, 0105 11, 0511 10 000 00, 0602 10, 2503 00, 2803
00, 3101 00 000, 3103–3105, 3808 91, 3808 92 და 3808 93 კოდებში მითითებული საქონლის
მიწოდება ან/და იმპორტი;
ნ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703
კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის მიწოდება ან/და იმპორტი;
ო) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 4901,
4902, 4903 00 000 00 და 4904 00 000 00 კოდებში მითითებული საქონლის (წიგნები, ჟურნალგაზეთები, ნოტები) მიწოდება (მათ შორის, ელექტრონული ფორმით) ან/და იმპორტი, ასევე
ელექტრონული მატარებლების (დისკების) საშუალებით სალექციო კურსების მიწოდება,
რომელიც საგანმანათლებლო ხასიათისაა და შეიძლება გამოცემულ იქნეს ასევე წიგნის
ფორმით;
20
პ) პირადი მოხმარების საგნებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების იმპორტი ან
დროებითი შემოტანა, რომლებიც განკუთვნილია ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და
მოპოვების სამუშაოებში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების (მათთან მცხოვრებ
ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის;
ჟ) (ამოღებულია - 30.07.2013, №906);
რ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით
ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების ან/და ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის მიწოდება ან/და
იმპორტი, რომლებიც მარკირებულია ასეთად მიწოდებისას;
ს) დიაბეტური პურის მიწოდება ან/და იმპორტი, რომელიც მარკირებულია ასეთად
მიწოდებისას;
ტ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8701
90 110 00 – 8701 90 500 00 კოდებში აღნიშნული ტრაქტორებისათვის განკუთვნილი, საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8706 00 190 00, 8706 00
990 00, 8707 90 100 00, 8707 90 900 00, 8708 10 900 00, 8708 29 100 00 – 8708 40 900 00, 8708 50
900 00 – 8708 70 100 00, 8708 80, 8708 91, 8708 92, 8708 93, 8708 94 და 8708 99 კოდებში
აღნიშნული შასის, ძარის, ნაწილებისა და მოწყობილობების, აგრეთვე საგარეო-ეკონომიკური
საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8432 90 000 00 და 8433 90 000 00
კოდებში მითითებული საქონლის იმპორტი;
უ)
ელექტროენერგიის
წარმოებისათვის
(თბოელექტრო-
სადგურებისათვის)
ბუნებრივი აირის იმპორტი;
ფ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8802
11 100 00, 8802 12 100 00, 8802 20 100 00, 8802 30 100 00 და 8802 40 100 00 შესაბამის კოდებში
აღნიშნული საქონლის ან/და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო
ნომენკლატურით მისთვის (სამოქალაქო ავიაციისათვის) განკუთვნილი საქონლის იმპორტი;
ფ1 ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის
8903 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი ან/და მიწოდება;
ქ) მიწის ნაკვეთის მიწოდება;
ღ) ამხანაგობის წილის (ქონებაზე წინასწარი რეგისტრაციის უფლების) მიწოდება, თუ
ამ წილზე (უფლებაზე) არ არის მიმაგრებული/განპიროვნებული ქონება, გარდა წილის
(უფლების) სანაცვლოდ ქონების ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღების შემთხვევისა;
ყ) ამხანაგობის მიერ თავისი წევრისთვის (თანამფლობელისთვის) ქონების მიწოდება
(განაწილება), თუ ამხანაგობის წევრები არიან მხოლოდ ფიზიკური პირები, ამხანაგობის
წევრთა შემადგენლობა არ შეცვლილა ამხანაგობის დაფუძნებიდან ქონების გადაცემის
(განაწილების) მომენტამდე და ამხანაგობა განაწილების მომენტისათვის არ არის დღგ-ის
გადამხდელი. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის ამხანაგობის წევრის გარდაცვალებისას
ამხანაგობის წილის მემკვიდრეზე გადასვლა ან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“
საქართველოს კანონით დადგენილი წესით ამხანაგობის წევრის წილის რეალიზაცია არ
ითვლება ამხანაგობის წევრთა შემადგენლობის ცვლილებად;
შ) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოებს შორის საქონლის მიწოდება;
21
ჩ) შემოსავლების სამსახურის ან/და შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეული პირის მიერ აქციზური მარკების მიწოდება
ან/და იმპორტი;
ც) (ამოღებულია – 20.12.2011, №5556);
ძ) საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ნუსხის მიხედვით სასოფლოსამეურნეო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სასოფლო-სამეურნეო კულტურების
სათესი და სარგავი მასალების იმპორტი.;
წ) შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით შერჩეული პირის მიერ იმ საქონლის იმპორტი, რომელიც განკუთვნილია აქციზური
ან/და
არააქციზური
საქონლის
სავალდებულო
ნიშანდების/მარკირების
განსახორციელებლად;
ჭ) საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემომსვლელი პირის
ავტოსატრანსპორტო საშუალების ძრავას კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და
ტექნოლოგიურად დაკავშირებულ სტანდარტულ ავზში არსებული საწვავის იმპორტი;
ხ) ფიზიკური პირის მიერ მის საკუთრებაში არსებული ამ კოდექსის 261 მუხლის
პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის მიწოდება,
თუ ახალი მესაკუთრე (ფიზიკური პირი) იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს ძველ
მესაკუთრესა
და
ტურისტულ
საწარმოს
შორის
არსებულ
სახელშეკრულებო
ურთიერთობაში;
ჯ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703
10 110 00 კოდში აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების იმპორტი ან/და მიწოდება;
ჰ) ფიზიკური პირისათვის საცხოვრებელი ბინის (სახლის) მასზე დამაგრებული
მიწით მიწოდება, თუ მიმწოდებელმა ეს ქონება:
ჰ.ა) ამავე ფიზიკური პირისაგან მიიღო
სახელშეკრულებო
ვალდებულების
შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში;
ჰ.ბ) ამავე ფიზიკური პირის ფულადი ვალდებულების გადახდევინების მიზნით
შეიძინა აუქციონის ან სხვა წესით.
2. ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია შემდეგი სახის
მომსახურების გაწევა:
ა) ფინანსური ოპერაციების განხორციელება ან/და ფინანსური მომსახურების გაწევა;
ბ) საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთით ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობა,
რესტავრაცია და მოხატვა;
გ) პირის მიერ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან
შეთანხმებით მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი, ეროვნული მნიშვნელობის
კატეგორიის ან/და საკულტო-რელიგიური დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის
ძეგლების სარესტავრაციო, სარეაბილიტაციო, საპროექტო და კვლევითი სამუშაოების
შესრულება;
დ) დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო (მათ შორის, ავტოტრანსპორტით)
მომსახურების გაწევა;
ე) სამედიცინო მომსახურების გაწევა;
ვ) სააღმზრდელო ან/და სკოლამდელ დაწესებულებებში ბავშვთა მოვლა-პატრონობის
მომსახურების გაწევა ან/და ავადმყოფთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (მათ
22
შორის, ბავშვთა) და 60 წლის და მეტი ასაკის პირთა მოვლა-პატრონობის მომსახურების
გაწევა;
ზ ) ლატარიებით, აზარტული და მომგებიანი თამაშობებით მომსახურების გაწევა,
გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ტ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა;
თ) ამ მუხლით ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული საქონლის
ლიზინგით გაცემა;
ი) თიზ-ის საწარმოებს შორის მომსახურების გაწევა, აგრეთვე თიზ-ის საწარმოს მიერ
არარეზიდენტისათვის (გარდა საქართველოში არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულებისა)
ამ კოდექსის 25-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად საქართველოს მთავრობის მიერ
განსაზღვრული მომსახურების გაწევა;
კ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 4901,
4902, 4903 00 000 00 და 4904 00 000 00 კოდებში მითითებული საქონლის (წიგნების, ჟურნალგაზეთების, ნოტების) რეალიზაციის მომსახურების, ბეჭდვის მომსახურების ან/და ჟურნალგაზეთების მიერ სარეკლამო მომსახურების გაწევა;
ლ) 18 წლამდე ასაკის ფიზიკური პირის სახელოვნებო და სასპორტო სწავლების
მომსახურების გაწევა;
მ) რეგულირებადი ფასებითა და ტარიფებით საქალაქო და შიგარაიონულ
მარშრუტებზე სამგზავრო ტრანსპორტით (გარდა ტაქსისა) მომსახურების გაწევა;
ნ) საგანმანათლებლო დაწესებულებათა მიერ გაწეული განათლების მომსახურება;
ო) სერვიტუტის მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა;
პ) შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით შერჩეული პირის მიერ აქციზური ან/და არააქციზური საქონლის სავალდებულო
ნიშანდების/მარკირების მომსახურების გაწევა;
ჟ) ადგილობრივი თვითმმართველობისათვის დასახლებულ ტერიტორიაზე დაგვა დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების გაწევა.
3. ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია შემდეგი კანონების,
შეთანხმებების,
ხელშეკრულებების
საფუძველზე
მიზნობრივი
დანიშნულებით
განხორციელებული ოპერაციები:
ა) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოებისათვის განკუთვნილი მოწყობილობადანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების, სათადარიგო ნაწილებისა და მასალების,
აგრეთვე ზემოაღნიშნული კანონით განსაზღვრული ხელშეკრულებების ან/და ნავთობისა და
გაზის ოპერაციების საწარმოებლად გაცემული ლიცენზიების შესაბამისად ინვესტორებისა
და საოპერაციო კომპანიებისათვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების განსახორციელებლად
საქონლის იმპორტი, მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა;
ბ)
ელექტროენერგეტიკული
სექტორის
რეაბილიტაციისათვის
საქართველოს
პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით
უცხოეთის სახელმწიფოების ან/და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული
შეღავათიანი
კრედიტით
დაფინანსებული
საქონლის
იმპორტი
ან/და
სამშენებლო-
სამონტაჟო, სარემონტო, სარესტავრაციო, საცდელ-საკონსტრუქტორო ან/და გეოლოგიურსაძიებო მომსახურების გაწევა;
23
გ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული
ვალდებულებების, კერძოდ, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-ერზრუმის
მილსადენების მშენებლობის, შესრულების უზრუნველსაყოფად საქართველოში საქონლის
დროებითი შემოტანა;
დ) ამ კოდექსით გათვალისწინებული სრულად გათავისუფლებული საქონლის
დროებითი შემოტანა;
ე) ამ კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად დაბრუნებული საქონლის იმპორტი;
ვ) გრანტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი
გრანტის გამცემი ან მიმღები პირის მიერ;
ზ) მომსახურების გაწევა ხელშეკრულებების საფუძველზე, რომელთაც სტიქიური
უბედურების, ავარიისა და კატასტროფის ლიკვიდაციისთვის, ჰუმანიტარული დახმარების
მიზნით აფინანსებს უცხოური ორგანიზაცია და რომელთა მონაწილე ერთ-ერთი მხარეა
საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანო;
თ) სტიქიური უბედურების, ავარიისა და კატასტროფის ლიკვიდაციისთვის,
ჰუმანიტარული დახმარების მიზნით საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი
ორგანიზაციებისთვის გადასაცემი საქონლის იმპორტი;
ი) იმ საქონლის იმპორტი ან დროებითი შემოტანა, რომელიც განკუთვნილია
უცხოეთის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური
სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულტექნიკური
პერსონალის
(მათთან
მცხოვრებ
ოჯახის
წევრთა
ჩათვლით)
პირადი
სარგებლობისათვის, იმ სახით, რა სახითაც ასეთი გათავისუფლება გათვალისწინებულია
შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებებით, რომელთა მონაწილეც არის საქართველო;
კ)
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ
საკონსულო დაწესებულებათა ქონების იმპორტი.
წარმომადგენლობათა
და
4. ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია:
ა) საქონლის რეექსპორტი ან ექსპორტი მხოლოდ იმ საანგარიშო პერიოდისათვის,
რომელშიც განხორციელებულია დეკლარირება საქონლის რეექსპორტის ან საქონლის
ექსპორტში გაშვების შესახებ;
ბ) საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომელიც განკუთვნილია
უცხოეთის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური
სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა და დიპლომატიური მისიების წევრების
(მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის და რომლის
გამოყენების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი;
გ) ექსპორტში, რეექსპორტში, გარე გადამუშავებაში ან ტრანზიტში მოქცეული
საქონლის გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების
გაწევა. ამასთანავე, ასეთ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებულ მომსახურებას
განეკუთვნება:
გ.ა) გადაზიდვისას ტვირთის ან/და სატრანსპორტო და გადაზიდვის საშუალების
გაგზავნასთან/მიღებასთან
დაკავშირებული
მომსახურება,
აგრეთვე
აეროპორტების,
ნავსადგურების, სარკინიგზო და საავტომობილო ვაგზლების მიერ გაწეული მომსახურება;
გ.ბ) აერო- ან საზღვაო სანავიგაციო, სადისპეტჩერო ან/და საინფორმაციო
მომსახურება;
24
გ.გ) საექსპედიტორო მომსახურება;
გ.დ) ტვირთის დოკუმენტაციის მომზადების, ინსპექტირების, დათვალიერების,
სატრანსპორტო
დამუშავების
(მათ
შორის,
დატვირთვისა
და
გადმოტვირთვის),
ტრანსპორტირებისათვის შეფუთვისა და შენახვის მომსახურება;
გ.ე) ნავსადგურებში აგენტირების მომსახურება;
გ1) საქონლის იმპორტის, საწყობის, დროებითი შემოტანის, შიდა გადამუშავების ან
თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევამდე საქართველოს ტერიტორიაზე
მდებარე პუნქტებს შორის საქონლის გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ
დაკავშირებული, ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა,
გარდა ტვირთის შენახვის მომსახურებისა;
გ2) საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანამდე იმპორტის, საწყობის, დროებითი
შემოტანის, შიდა გადამუშავების ან თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული
საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვრიდან საბაჟო დეკლარაციაში მითითებულ
დანიშნულების პუნქტამდე გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული,
ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა, გარდა ტვირთის
შენახვის მომსახურებისა;
დ) მგზავრთა და ბარგის გადაზიდვის მომსახურებისა და ამ გადაზიდვასთან
უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების გაწევა იმ პირობით, რომ გაგზავნის ან
დანიშნულების
პუნქტი
მდებარეობს
საქართველოს
ფარგლების
გარეთ
და
ასეთ
გადაზიდვაზე გაფორმებულია ერთიანი სატრანსპორტო დოკუმენტი. ამასთანავე, ასეთ
გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებულ მომსახურებას განეკუთვნება:
დ.ა)
მგზავრის
ან/და
სატრანსპორტო
საშუალების
გაგზავნასთან/მიღებასთან
დაკავშირებული მომსახურება, აგრეთვე აეროპორტების, ნავსადგურების, სარკინიგზო და
საავტომობილო ვაგზლების მიერ გაწეული მომსახურება;
დ.ბ)
აერო-
ან
საზღვაო
სანავიგაციო,
სადისპეტჩერო
ან/და
საინფორმაციო
მომსახურება, აგრეთვე სააერნაოსნო მომსახურებაზე ზედამხედველობა;
დ.გ) ინსპექტირების, დათვალიერების, სატრანსპორტო დამუშავების (მათ შორის,
დატვირთვისა და გადმოტვირთვის), ტრანსპორტირებისათვის შეფუთვისა და შენახვის
მომსახურება;
დ.დ) მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანის სამგზავრო ბილეთების რეალიზაციის
მომსახურება;
დ.ე) აეროპორტებისა და ნავსადგურების საბაჟო კონტროლის ზონაში მგზავრთა
მომსახურება, რომლის ღირებულება შედის საერთაშორისო გადაყვანის სამგზავრო
ბილეთის ფასში;
დ.ვ) ნავსადგურებში აგენტირების მომსახურება;
ე)
საერთაშორისო
საავიაციო
და
საერთაშორისო
საზღვაო
რეისების
განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებლად განკუთვნილი საქონლის იმპორტი ან/და
მიწოდება;
ვ)
სატრანსპორტო
გადაზიდვისას
გამოყენებული
ცარიელი
სატრანსპორტო
საშუალებების (მათ შორის, კონტეინერებისა და ვაგონების) მიმართ
სატრანსპორტო, დატვირთვის, გადმოტვირთვისა და შენახვის მომსახურება;
გაწეული
ზ) თბოელექტროსადგურებისათვის ბუნებრივი აირის მიწოდება;
25
თ) სახელმწიფოსთვის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობისათვის აქტივების
გამოტანა იმ საწარმოს კაპიტალიდან, რომლის წილის/ აქციების 50 პროცენტზე მეტი
სახელმწიფოს ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაშია;
ი) სახელმწიფოსთვის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობისათვის საქონლის
უსასყიდლოდ გადაცემა ან/და მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა;
კ) საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო
ხელშეკრულებებით განსაზღვრული პროექტების (მათ შორის, მოსამზადებელი ეტაპის)
განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ, რომლებთანაც
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გაფორმებული აქვს პროექტის განხორციელების
უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულება, ამ პროექტების ფარგლებში საქონლის სხვა
პირებისათვის გადაცემა;
ლ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში საქართველოს საქონლის მიწოდება
რეალიზაციისთვის და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში საქონლის რეალიზაცია ან/და
კვების მომსახურების გაწევა;
მ) დღგ-ის გადამხდელის (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმის) მიერ საწარმოს ან
ამ საწარმოს დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის ყველა აქტივის მიწოდება ერთი
ოპერაციის ფარგლებში დღგ-ის მეორე გადამხდელისათვის , თუ მიმწოდებელი და მიმღები
მხარეები მიწოდებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში წერილობით ატყობინებენ
საგადასახადო
ორგანოს
ასეთი
მიწოდების
ქვედანაყოფად
ითვლება
ერთმანეთთან
შესახებ.
ფუნქციურად
დამოუკიდებლად
დაკავშირებული
მოქმედ
ძირითადი
საშუალებებისა და თანმხლები კომუნიკაციების ერთობლიობა, რომელიც დამოუკიდებლად
ფუნქციონირებს (გარდა იჯარით, ქირით და სხვა ამგვარი ფორმით გაცემული შენობანაგებობისა) და რომლის დამოუკიდებლად ფუნქციონირება და საქმიანობის სახე არ არის
დამოკიდებული მესაკუთრის შეცვლაზე;
ნ) აქტივების მიწოდება საწარმოს რეორგანიზაციის შემთხვევაში;
ო) აქტივების მიწოდება შესატანის სახით საწარმოს კაპიტალში ან ამხანაგობაში.
ამასთანავე, ითვლება, რომ აქტივების მიწოდების საანგარიშო პერიოდის მიხედვით
აქტივების მიმღებმა პირმა შესაბამის საქონელზე მიიღო ჩათვლა;
პ) საქართველოს ეროვნული ბანკისათვის ოქროს მიწოდება;
ჟ) ტუროპერატორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტულ ობიექტებში
უცხოელი
ტურისტების
ორგანიზებული
შემოყვანა
და
მათთვის
საქართველოს
ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების პაკეტის მიწოდება;
რ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტვირთის შემოტანისას გემისათვის გაწეული
მომსახურება (კერძოდ, პორტის, საზღვაო-სალოცმანო სამსახურისა და საჯარო სამართლის
იურიდიული პირის − საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ
გაწეული მომსახურება);
ს) საბაჟო საწყობში უცხოური საქონლის მიწოდება, გარდა ამ კოდექსის 162-ე მუხლის
მე-7 ნაწილი თ გათვალისწინებული შემთხვევისა;
ტ) ლატარიებით, აზარტული და მომგებიანი თამაშობებით მომსახურების გაწევა
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს
კანონით გათვალისწინებული იმ ლატარიის ორგანიზატორის მიერ, რომლის წილის 50
პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო.
26
უ) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი
თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდევინების , მათ შორის,
საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში
პირის
ქონების
ფულისა)
(გარდა
სახელმწიფოს,
ავტონომიური
რესპუბლიკის
ან
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემა, აგრეთვე სისხლის
სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციების გადახდევინების
მიზნით პირის ქონების რეალიზაცია/გადაცემა.
ფ) საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 0407 00 190 00 და 0407
00 300 00 კოდებში მითითებული საქონლისა (კვერცხისა) და 0207 11 სუბპოზიციაში
მითითებული საქონლისა (შინაური ქათამი აუქნელი, ახალი ან გაციებული)) მიწოდება მის
სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე);
ქ) საქართველოში მთლიანად წარმოებული საქონლისაგან მიღებული საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 0201, 0203 11 – 0203 19,
0204 10 000 00 – 0204 23 000 00, 0204 50 110 00 – 0204 50 390 00 კოდებში მითითებული
საქონლის
შორის,
(მათ
გატარებული/დაკეპილი
ფორმით
არსებულის
(ფარშის)),
საქართველოს ბინადარი ცხოველისგან მიღებული პროდუქტის სამრეწველო გადამუშავების
შედეგად წარმოებული ყველის, აგრეთვე საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული
სასაქონლო ნომენკლატურის 0802 22 000 00 კოდში მითითებული საქონლის (თხილი
ნაჭუჭგაცლილი) მიწოდება;
ღ) ტურისტული საწარმოს მიერ სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის სხვა
პირისათვის მიწოდება ამ ქონების უკან მიღების მიზნით. თუ ტურისტული საწარმო
სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის სხვა პირისათვის მიწოდებიდან 2 წლის განმავლობაში
სასყიდლიანი ხელშეკრულებით უკან მიიღებს იმავე აქტივებს, ოპერაცია ასევე
თავისუფლდება დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით და ეს არის დასაბეგრი ოპერაციის თანხის
კორექტირების
საფუძველი.
ამ
შემთხვევაში
ტურისტულ
საწარმოს
უფლება
აქვს,
განახორციელოს დასაბეგრი ოპერაციის კორექტირება ამ კოდექსის 179-ე მუხლით
დადგენილი წესით;
ყ) ტურისტული საწარმოს მიერ ან/და შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე
ობიექტის/მისი ნაწილის სასტუმროდ ფუნქციონირებისთვის/ოპერირებისთვის მოწვეული
პირის/პირების
მიერ
სასტუმროს
აქტივების/მათი
ნაწილის
მესაკუთრისათვის
კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 60 დღის ვადით სასტუმრო მომსახურების
(სასტუმროში ცხოვრების) უსასყიდლოდ მიწოდება;
შ) საქართველოში მობილურ ან ფიქსირებულ ქსელში საერთაშორისო ზარის
დასრულების მომსახურება;
ჩ) შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის გადამუშავების
მიზნით აღნიშნული სასაქონლო ოპერაციის განმახორციელებელი პირის მიერ ამ კოდექსის
234-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
მომსახურებების
გაწევა
(გარდა
იმ
შემთხვევისა,
გადამუშავებული საქონლის იმპორტი);
ც) ელექტროენერგიისა და გარანტირებული
თუ
შემდგომ
სიმძლავრის
განხორციელდა
მიწოდება,
გარდა
ელექტროენერგიის მომხმარებლისათვის („ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის
27
შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირებისათვის) მიწოდებისა, აგრეთვე
გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის მომსახურება.
5. ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქონლის მიწოდება ან/და
მომსახურების
გაწევა
ან/და
საქონლის
იმპორტი,
თუ
აღნიშნული
ხორციელდება
საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო
ხელშეკრულებების ფარგლებში და ამ ხელშეკრულებების შესაბამისად ასეთი საქონლის
მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა ან/და საქონლის იმპორტი გათავისუფლებულია დღგისგან.
მუხლი 199. გადასახადისაგან გათავისუფლება
იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია:
ა) საქონლის იმპორტი სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის ლიკვიდაციის,
აგრეთვე ჰუმანიტარული დახმარების მიზნით;
ბ) იმ საქონლის იმპორტი, რომელიც გათვალისწინებულია გრანტის შესახებ
ხელშეკრულებით, საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად განსაზღვრული
წესით;
გ) იმ საქონლის იმპორტი, რომელიც ფინანსდება გრანტებით ან უცხო ქვეყნის
სახელმწიფო ორგანოს ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული შეღავათიანი
კრედიტით, რომელიც არანაკლებ 25 პროცენტის ოდენობით შეიცავს გრანტის ელემენტს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გრანტის ელემენტს გაიანგარიშებს საქართველოს
პარლამენტის დადგენილების შესაბამისად;
დ) ფიზიკური პირის მიერ:
დ.ა) კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული
სასაქონლო ნომენკლატურის 02, 04, 06− 12, 15− 21 ჯგუფებისა და 0302− 0307, 2201−2202
სასაქონლო პოზიციების შესაბამისი ჯამური თანხით 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე
საერთო წონის კვების პროდუქტების იმპორტი (მათ შორის, საფოსტო გზავნილის
შემთხვევაში), რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;
დ.ბ)
30
კალენდარულ
დღეში
ერთხელ
საგარეო-ეკონომიკური
საქმიანობის
ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფებით გათვალისწინებული 500
ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის
განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;
დ.გ) საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში ერთი კალენდარული დღის,
ხოლო სხვა შემთხვევაში – 30 კალენდარული დღის განმავლობაში 400 ღერი სიგარეტის ან 50
სიგარის ან 50 სიგარილას ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს
ნედლეულისა) ან ამ ზღვრული ოდენობის ფარგლებში თამბაქოს ამ ქვეპუნქტში
დასახელებული ნაწარმის საერთო წონით 250 გრამის იმპორტი; ასევე 4 ლიტრი ყველა სახის
ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი;
დ. დ) უცხოეთში ყოველ 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ საქართველოში
შემოსული ფიზიკური პირის მიერ საგარეო- ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული
სასაქონლო ნომენკლატურის 28- ე– 97- ე ჯგუფების ( გარდა 87- ე ჯგუფისა) შესაბამისი 15 000
ლარის ღირებულების საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური
საქმიანობისათვის,
ხოლო
საზღვარგარეთ
საქართველოს
დიპლომატიური
წარმომადგენლობიდან ან საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით სამუშაო
28
მივლინებიდან გამოწვეული დიპლომატიური თანამდებობის პირისათვის – დამატებით მის
მიერ პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის ( ოჯახზე თითო სატრანსპორტო
საშუალების, მაცივრის, კომპიუტერისა და ტელევიზორის) იმპორტი;
დ.ე) საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლისას (რაც დასტურდება
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი
დოკუმენტით) საქონლის (მათ შორის, ავეჯის, საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლის,
ოჯახზე ერთი სატრანსპორტო საშუალების) იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი
ეკონომიკური საქმიანობისათვის;
დ.ვ)
საფოსტო
გზავნილის
შემთხვევაში
საგარეო-ეკონომიკური
საქმიანობის
ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების შესაბამისი 300 ლარამდე
ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის
განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის, აგრეთვე 400 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის
ან 50 სიგარილას ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) ან ამ
ზღვრული ოდენობის ფარგლებში თამბაქოს ამ ქვეპუნქტში დასახელებული ნაწარმის
საერთო წონით 250 გრამის იმპორტი; ასევე 4 ლიტრი ყველა სახის ალკოჰოლიანი სასმელის
იმპორტი;
დ.ზ) საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში საგარეო-ეკონომიკური
საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების შესაბამისი 3 000
ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის
განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;
ე) ბავშვთა კვების პროდუქტებისა და დიაბეტური კვების იმ პროდუქტების იმპორტი,
რომლებიც მარკირებულია ასეთად საბითუმო და საცალო წესით მიწოდებისათვის;
რენტგენის ფირების, ინსულინის შპრიცების (ნემსების), გლუკომეტრების, სადიაგნოსტიკო
ტესტ-სისტემების იმპორტი;
ვ)
საერთაშორისო
საავიაციო
და
საერთაშორისო
საზღვაო
რეისების
განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებლად განკუთვნილი საქონლის იმპორტი;
ზ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
ნავთობისა
და
გაზის
ოპერაციების
წარმოებისათვის
განკუთვნილი
მოწყობილობა-
დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების, სათადარიგო ნაწილებისა და მასალების
იმპორტი;
თ) უსასყიდლოდ ჩამორთმეული, კონფისკებული, უპატრონო და სახელმწიფო
საკუთრებაში
მიქცეული
საქონელი
ან/და
სატრანსპორტო
საშუალება,
რომელიც
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადავიდა სახელმწიფოს განკარგვაში
ან საკუთრებაში;
ი) 2018 წლის 1 იანვრამდე თამბაქოს ნედლეულის იმპორტი და 2016 წლის 1
ივლისამდე თამბაქოს ნაწარმის იმპორტი;
კ) ამ კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტისა და იმავე მუხლის
მე-3 ნაწილის „გ“, „დ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების მოთხოვნების შესაბამისად საქონლის
იმპორტი და დროებითი შემოტანა;
ლ) საქონლის მიმართ გამოყენებული სასაქონლო ოპერაციები (გარდა ამ მუხლით
გათვალისწინებული საქონლის იმპორტისა და დროებითი შემოტანისა) ამ კოდექსით
29
დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, აგრეთვე თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში
საქონლის განთავსება;
მ) თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებული საქონლის თავისუფალი
ინდუსტრიული ზონიდან იმპორტი. საქართველოს ფინანსთა მინისტრს უფლება აქვს,
დაადგინოს საქონლის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებულად მიჩნევის
კრიტერიუმები;
ნ) ამ კოდექსის 223-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად დაბრუნებული საქონლის
იმპორტი;
ო) საფოსტო გზავნილის შემთხვევაში (გარდა ამ მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული
შემთხვევისა)
საგარეო-ეკონომიკური
საქმიანობის
ეროვნული
სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების შესაბამისი 300 ლარამდე ღირებულების,
30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, აგრეთვე 400 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან
50 სიგარილას ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) ან ამ
ზღვრული ოდენობის ფარგლებში თამბაქოს ამ ქვეპუნქტში დასახელებული ნაწარმის
საერთო წონით 250 გრამის იმპორტი; ასევე 4 ლიტრი ყველა სახის ალკოჰოლიანი სასმელის
იმპორტი;
პ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 1704
90 510 00, 2207 10 000 00, 2501 00 310 00, 2501 00 510 00, 2506, 2507, 2508, 2509, 2511, 2522, 2524,
2525, 2526 (გარდა 2526 20 000 00), 6805 20 000 00 და 6805 30 800 00 სასაქონლო პოზიციებით
გათვალისწინებული საქონლის იმპორტი;
ჟ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703
სასაქონლო
პოზიციით
გათვალისწინებული
ელექტროძრავიანი
სატრანსპორტო
საშუალებები;
რ) „თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ“ 1994 წლის 15 აპრილის
საერთაშორისო შეთანხმების მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზე წარმოშობილი
საქონლის აღნიშნული სახელმწიფოდან იმპორტი, მიუხედავად საქონლის გადაადგილების
მარშრუტისა
(ექსპორტიორი
ქვეყნის
ტერიტორიიდან
საქონლის
გადაადგილებისას
აღნიშნული შეთანხმების არამონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიის გავლის მიუხედავად).
შენიშვნა: თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი ალკოჰოლიანი სასმელის ან/და
თამბაქოს ნაწარმის ოდენობა აღემატება ამ მუხლის „ დ . ვ “ და „ ო “ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებულ ზღვრულ ოდენობას, ამ ავე მუხლით გათვალისწინებული იმპორტის
გადასახადისაგან გათავისუფლება გამოიყენება საქონლის ზემოთ მითითებული ზღვრული
ოდენობის ფარგლებში .
მუხლი 241. ქონებაზე ყადაღის დადება
1. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე
დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა
ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო
დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე
ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
30
11 . საგადასახადო ორგანოსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის დადებული
ხელშეკრულების საფუძველზე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების
პროცედურების განხორციელება საგადასახადო ორგანომ შეიძლება დაავალოს აღსრულების
ეროვნულ ბიუროს.
2. ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების
აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების,
დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის,
თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან
მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი
ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში.
21. ამ მუხლის 1 1 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანო
ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტს, მასში მითითებული პირის ქონებაზე ყადაღის დადების
უზრუნველყოფის
მიზნით,
უგზავნის
აღსრულების
ეროვნულ
ბიუროს,
რომელიც
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს ქონებაზე ყადაღის
დადების პროცედურების განხორციელებას.
3. საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობით დასაშვებია, პირმა განკარგოს
ყადაღადადებული ქონება, თუ ამონაგები თანხა სრულად იქნება მიმართული საგადასახადო
დავალიანების დასაფარავად. თუ საგადასახადო ორგანოს თანხმობით განხორციელდა
ქონების ან მისი ნაწილის რეალიზაცია და ამონაგები თანხა სრულად იქნა მიმართული
საგადასახადო დავალიანების დასაფარავად, ქონებაზე დადებული ყადაღა უქმდება.
4.
ქონებაზე
ყადაღის
დადების
აქტს
ხელს
აწერენ
საგადასახადო
ორგანოს/აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი, ქონების შემნახველი,
გადასახადის გადამხდელი/ვალდებული პირი და სხვა პირები, რომლებიც ესწრებოდნენ
ქონებაზე ყადაღის დადებას. თუ ამ პირებმა უარი განაცხადეს ხელმოწერაზე, აქტში კეთდება
შესაბამისი აღნიშვნა.
5. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტს საგადასახადო ორგანო/აღსრულების
ეროვნული ბიურო დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს.
6. ყადაღადადებული ქონების შეფასებისას შესაძლებელია მოწვეულ იქნეს ექსპერტი
ან აუდიტორი.
7. თუ არსებობს პირის მიერ ქონების გასხვისების საშიშროება, რაც გააძნელებს ან
შეუძლებელს
გახდის
საგადასახადო
დავალიანების
გადახდევინებას,
საგადასახადო
ორგანოს უფლება აქვს, დაუყოვნებლივ დაადოს ყადაღა ქონებას (მათ შორის, საბანკო
ანგარიშებს), მიუხედავად იმისა, აღიარებულია თუ არა საგადასახადო დავალიანება. ამ
შემთხვევაში ყადაღის დადება შესაძლებელია განხორციელდეს დალუქვით. საგადასახადო
ორგანო
უფლებამოსილია
აღსრულების
ეროვნულ
ბიუროსთან
დადებული
ხელშეკრულების საფუძველზე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე (გარდა საბანკო
ანგარიშებისა) ყადაღის დადება და ამ მიზნით დალუქვის პროცედურების განხორციელება
დაავალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანომ
ან აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ქონებაზე ყადაღის დადების პროცედურების
განხორციელების შემთხვევაში ყადაღის დადებიდან 48 საათში სასამართლოს უნდა
31
წარუდგინოს შუამდგომლობა პირის ქონებაზე (მათ შორის, საბანკო ანგარიშებზე) ყადაღის
დადების დადასტურების შესახებ. სასამართლო ვალდებულია მომდევნო 48 საათის
განმავლობაში
გამოიტანოს
განჩინება
შუამდგომლობის
სრულად
ან
ნაწილობრივ
დაკმაყოფილების თაობაზე ან უარყოფის შესახებ. თუ აღნიშნულ ვადაში საგადასახადო
ორგანო ან აღსრულების ეროვნული ბიურო სასამართლოში არ წარადგენს შუამდგომლობას
ან სასამართლო არ გამოიტანს განჩინებას პირის ქონებაზე (მათ შორის, საბანკო ანგარიშებზე)
ყადაღის დადების დადასტურების შესახებ, ყადაღა გაუქმებულად ჩაითვლება, ხოლო
ქონებაზე დადებული ლუქი იხსნება.
9. ქონებაზე დადებული ყადაღა უქმდება ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 ნაწილით
გათვალისწინებულ შემთხვევებში.
10. საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება გულისხმობს საგადასახადო ორგანოს მიერ
პირის უფლების შეზღუდვას, განკარგოს თავის საბანკო ანგარიშზე არსებული ან
ჩარიცხული ფულადი სახსრები ყადაღის მოცულობის ფარგლებში, გარდა იმ შემთხვევისა,
როცა პირი ბიუჯეტში იხდის ამ კოდექსით გათვალისწინებული გადასახადის, საურავისა და
ჯარიმის თანხებ ს ან იხდის სახელმწიფო ბაჟის თანხას საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოში
ან
საერთო
სასამართლოებში
განსახილველ
საქმეზე.
გადასახადის
გადამხდელის საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს
გადაწყვეტილებაში მიეთითება პირის საიდენტიფიკაციო ნომერი და თანხის ოდენობა.
11. ამ მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს უფლება არ აქვს,
გახსნას საბანკო ანგარიში იმავე ან სხვა საბანკო დაწესებულებაში.
მუხლი 309. გარდამავალი დებულებანი
1. ( ამოღებულია – 20.12.2012, №118).
2. ( ამოღებულია – 20.12.2012, №118).
3. ( ამოღებულია – 20.12.2012, №118).
31. 2014 წლის 1 იანვრამდე ამ კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებულ შემთხვევაში გადახდილი პროცენტი დაიბეგრება გადახდის წყაროსთან
0-პროცენტიანი განაკვეთით, თუ კმაყოფილდება ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა პირობა:
ა) პროცენტის მიმღებ საწარმოს პროცენტის თანხა შეაქვს პროცენტის გამცემი
საწარმოს კაპიტალში;
ბ) ამ კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში
გადახდილი პროცენტის გადახდის წყაროსთან 5-პროცენტიანი განაკვეთით დაბეგვრის
მოქმედების პერიოდში არ შემცირდება პროცენტის გამცემი საწარმოს კაპიტალი.
[3 1 . (ამოღებულია - 13.05.2016, №5092). (ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)]
32. ამ მუხლის 31
ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ პროცენტის
მიმღები არის არარეზიდენტი საწარმო, პროცენტის გამცემი საწარმოს მიერ გადახდილი
პროცენტი არ ექვემდებარება ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას, ხოლო უკვე
გამოქვითული ხარჯი ექვემდებარება ერთობლივ შემოსავალში ჩართვას იმ პერიოდში,
რომელშიც სესხის პროცენტი შეტანილ იქნა პროცენტის გამცემი საწარმოს საწესდებო
კაპიტალში.
[3 2 .(ამოღებულია - 13.05.2016, №5092). (ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)]
32
33. ამ მუხლის 31 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კაპიტალის
შემცირებისთვის დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში კაპიტალში შეტანილი
პროცენტი ექვემდებარება დაბეგვრას მისი კაპიტალში შეტანის მომენტისთვის არსებული
კანონმდებლობის შესაბამისად, ამ მუხლის 31 ნაწილის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად.
[33 . (ამოღებულია - 13.05.2016, №5092). (ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)]
4. ( ამოღებულია – 20.12.2012, №118).
5. (ამოღებულია – 08.11.2011, №5202).
6. (ამოღებულია - 18.12.2015, №4680).
7. (ამოღებულია - 26.12.2013, №1886).
8. ( ამოღებულია).
9. ( ამოღებულია).
10. საქართველოში ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატებისათვის არ
გამოიყენება გადამუშავების სასაქონლო ოპერაციები, გარდა შიდა გადამუშავების
სასაქონლო ოპერაციისა, რომელიც გამოიყენება საქონლის შერევის (კომპაუნდირების) და
გადამუშავებული საქონლის საქართველოს ტერიტორიიდან გატანის პირობით.
11. ამ კოდექსის ამოქმედებამდე საქართველოს საბაჟო კოდექსის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №39, 09.08.2006, მუხ. 280) შესაბამისად გაცემული სანებართვო
მოწმობები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას მათი მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
12. ამ კოდექსის 143-ე მუხლის მე-9 ნაწილისა და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“
ქვეპუნქტის
მარეგულირებელი
დებულებები
ვრცელდება
მხოლოდ
2009
წლის
7
აგვისტოდან შექმნილ ამხანაგობაზე. 2009 წლის 7 აგვისტომდე შექმნილ ამხანაგობაზე
გავრცელდება 2009 წლის 7 აგვისტომდე მოქმედი ნორმები.
13. საქართველოს მთავრობას დაევალოს, საქართველოს ტყის კოდექსში
სამონადირეო
მეურნეობების
მიერ
დაკავებულ
მიწებთან
დაკავშირებით
ტყითსარგებლობით
განსაზღვრულ
სახეებთან
მიმართებით
ცვლილებების
განხორციელებისთანავე მოამზადოს შესაბამისი ცვლილება აღნიშნული მიწების ქონების
გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით.
14. ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით
წარმოშობილი უიმედო ვალი ჩამოიწერება საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, ამ
კოდექსის მე-8 მუხლის 29-ე ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტების
გაუთვალისწინებლად.
15. 2018 წლის 1 იანვრამდე საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების
ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები, რომლებიც არ იყენებენ
დაქირავებულ პირთა შრომას და ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრის
(ბაზრობის) ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილიდან, მათ
შორის, დახლიდან, გარდა იმ პირისა, რომელიც რეგისტრირებულია ან ვალდებულია
გაიაროს რეგისტრაცია დღგ-ის გადამხდელად ამ კოდექსის შესაბამისად. ამ ნაწილის
მიზნებისათვის:
ა)
ბაზარი
(ბაზრობა)
არის
მიწის
ნაკვეთი,
რომელზედაც
განლაგებულია
სტაციონარული სავაჭრო ობიექტები და არასტაციონარული სავაჭრო ადგილები ან მხოლოდ
არასტაციონარული სავაჭრო ადგილები (არანაკლებ 10 არასტაციონარული სავაჭრო
ადგილისა), რომლებიც განკუთვნილია საქონლის სარეალიზაციოდ;
33
ბ) არასტაციონარული სავაჭრო ადგილი (დროებითი შენობა-ნაგებობა) არის ანაკრები
ელემენტებისგან შედგენილი ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სამშენებლო სისტემა,
რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური
ჩამაგრებით და რომელსაც არ აქვს მიწისქვეშა სათავსები, აგრეთვე ამ მიზნით გამოყენებული
ავტოსატრანსპორტო საშუალება.
16. ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში
პირისთვის საშემოსავლო/ მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი აღნიშნული
საქმიანობის ნაწილში არის ამ საქმიანობის მიხედვით განსაზღვრული ერთობლივი
შემოსავალი, რომელიც იბეგრება 5%-იანი განაკვეთით და ექვემდებარება დეკლარირებასა და
გადახდას საშემოსავლო/მოგების გადასახ ადისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.
17. ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტის მიერ ინვესტიციის ფარგლებში
აშენებული სასტუმროს გასხვისების შემთხვევაში ახალ მესაკუთრეზე ვრცელდება ამ
კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის „ გ “ ქვეპუნქტის, 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ ტ
“ ქვეპუნქტის ა და მე-2 ნაწილის და 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ ხ “ ქვეპუნქტის
დებულებები.
18. ამ კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ ტ “ ქვეპუნქტით ა და ამ მუხლის მე1 7 ნაწილით დადგენილი შეღავათები არ მოქმედებს, თუ ტურისტული ზონის მეწარმე
სუბიექტი ან ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტის მიერ ინვესტიციის ფარგლებში
აშენებული სასტუმროს გასხვისების შემთხვევაში ახალი მესაკუთრე აღარ უზრუნველყოფს
სასტუმროს ფუნქციონირებას.
[17. ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტის მიერ ინვესტიციის ფარგლებში
აშენებული სასტუმროს გასხვისების შემთხვევაში ახალ მესაკუთრეზე ვრცელდება ამ
კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „რ“
ქვეპუნქტისა და მე-2 ნაწილის და 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ხ“ ქვეპუნქტის
დებულებები.
18. ამ კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „რ“ ქვეპუნქტითა და ამ მუხლის მე17 ნაწილით დადგენილი შეღავათები არ მოქმედებს, თუ ტურისტული ზონის მეწარმე
სუბიექტი ან ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტის მიერ ინვესტიციის ფარგლებში
აშენებული სასტუმროს გასხვისების შემთხვევაში ახალი მესაკუთრე აღარ უზრუნველყოფს
სასტუმროს ფუნქციონირებას. (ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)]
19. „საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს საბაჟო
ტერიტორიაზე შემოტანილი, კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო
საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი
პუნქტით განსაზღვრული პირი თავისუფლდება ამ კოდექსის 272-ე, 289-ე და 291-ე
მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისა გან, მექანიკური სატრანსპორტო
საშუალების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისა და მასთან დაკავშირებული საქონლის
გაფორმების,
საქონლის
დეკლარირების,
საქონლის
გაშვების,
იმპორტის
(საბაჟო)
გადასახადის, დამატებული ღირებულების გადასახადის, აქციზის გადასახადის გადახდის,
აგრეთვე
სასაქონლო
ოპერაციის
გამოყენებასთან
დაკავშირებული
საქართველოს
კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ვალდებულების შესრულებისა გან, თუ იგი „საბაჟო
კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე
შემოტანილი, კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების
34
რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან 2012 წლის 1
იანვრამდე, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით საჯარო სამართლის
იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს
წარუ დგენს სათანადო განცხადებას 2006 წლის 1 ივლისამდე კეთილსინდისიერად
შეძენილი და საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს
საბაჟო ტერიტორიაზე 2006 წლის 1 ივლისამდე შემოტანილი მექანიკური სატრანსპორტო
საშუალების რეგისტრაციის შესახებ და უზრუნველყოფს ამ მექანიკური სატრანსპორტო
საშუალების რეგისტრაციას.
20. საქონლის მფლობელი საქართველოს მოქალაქე თავისუფლდება მექანიკური
სატრანსპორტო საშუალების იმპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისა და მასთან
დაკავშირებული საქონლის გაფორმების, საქონლის დეკლარირების, საქონლის გაშვების,
იმპორტის (საბაჟო) გადასახადის, დამატებული ღირებულების გადასახადის, აქციზის
გადასახადის გადახდის, აგრეთვე ამ კოდექსის 272-ე, 289-ე და 291-ე მუხლებით
გათვალისწინებული პასუხისმგებლობისა გან, თუ აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო
საშუალება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილია 2006 წლის 1 ივლისამდე და
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ განხორციელებულა მისი წარდგენა
და გაფორმება.
21. პირი თავისუფლდება ამ კოდექსის 272 -ე , 289-ე და 291-ე მუხლებით
გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან , მექანიკური სატრანსპორტო საშუალების
სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისა და მასთან დაკავშირებული საქონლის გაფორმების,
საქონლის დეკლარირების, საქონლის გაშვების, იმპორტის (საბაჟო) გადასახადის ,
დამატებული ღირებულების გადასახადის, აქციზის გადასახადის გადახდის, აგრეთვე
სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით
განსაზღვრული სხვა ვალდებულების შესრულებისგან, თუ აღნიშნული მექანიკური
სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში −
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში განხორციელდა
2007−2009 წლებში.
22.
ამ
მუხლის
მე-19,
მე-20
და
21-ე
ნაწილებით
გათვალისწინებული
პასუხისმგებლობისა გან ან ვალდებულებების შესრულებისა გან გათავისუფლება არ
ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა მიმართაც სამართალდარღვევებისათვის გამოყენებული
საგადასახადო სანქციები აღსრულდა „საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან
მალულად
საქართველოს
საბაჟო
ტერიტორიაზე
შემოტანილი,
კეთილსინდისიერად
შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ“
საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.
23. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს უფლება აქვს, საკუთარი
წარმოების
შენობა-ნაგებობებისათვის
2011
წლის
31
დეკემბრამდე
შეძენილ
საქონელზე/მომსახურებაზე დღგ-ის ჩათვლა განახორციელოს არა უგვიანეს იმ საანგარიშო
პერიოდისა, როდესაც ხდება ამ შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღება. ამასთანავე,
უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოსთვის 2011 წლის
1 იანვრამდე პრივატიზების წესით შეძენილი შენობა-ნაგებობის ამავე საქმიანობისათვის
გამოყენების (ექსპლუატაციაში მიღების) შემთხვევაში დასაბეგრი ოპერაციის თანხა
35
მცირდება შესაბამისი ქონების
ბიუჯეტში გადახდილი თანხით.
(შენობა-ნაგებობის)
პრივატიზების
წესით
შეძენისას
24. 2018 წლის 1 იანვრამდე ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს „ეკონომიკური
საქმიანობის
სახეების
საქართველოს
ეროვნული
კლასიფიკატორის“
კოდით
55.2
გათვალისწინებულ საქმიანობას, კერძოდ, მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი
ადგილის მოკლე ვადით გაცემას, საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის შემთხვევაში
იბეგრება ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით, თუ იგი ნებაყოფლობით არ არის
რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად ან ამ საქმიანობის ნაწილში ნებისმიერი უწყვეტი
12 კალენდარული თვის განმავლობაში მის მიერ განხორციელებული ოპერაციების საერთო
თანხა არ აღემატება 100 000 ლარს.
25. ამ მუხლის 24 - ე ნაწილით გათვალისწინებული საქმიანობის ნაწილში ფიზიკური
პირისთვის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტად განიხილება მოკლე ვადით
გაცემისათვის განკუთვნილი საცხოვრებელი ადგილის ფართობი.
26. ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი განისაზღვრება დაბეგვრის
ობიექტის (ოთახის) მიხედვით და შეადგენს კალენდარულ თვეში 10 ლარს 1 კვადრატულ
მეტრზე.
საქართველოს
მთავრობა
უფლებამოსილია,
დაბეგვრის
ობიექტის
ადგილმდებარეობის
ან/და
სეზონურობის
გათვალისწინებით,
ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე შეამციროს ან/და გაზარდოს
ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი.
27. ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით
გადაიხდება:
ა) 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდზე – არაუგვიანეს 15 აპრილისა;
ბ) 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდზე – არაუგვიანეს 15 ივლისისა;
გ) 1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდზე – არაუგვიანეს 5 ოქტომბრისა;
დ) 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე – არაუგვიანეს 15 იანვრისა.
შენიშვნა:
ამასთანავე,
დარიცხული
ფიქსირებული
საშემოსავლო
გადასახადი
შემდგომ გადაანგარიშებას არ ექვემდებარება.
28. ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლა ხორციელდება გადასახადის
გადამხდელის მიმართვის საფუძველზე. ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით
დაბეგვრის პერიოდი შეიძლება მოიცავდეს როგორც სრულ კალენდარულ წელს, ი სე ერთ ან
მეტ კალენდარულ თვეს, რომელიც შესაძლ ებელია არ იყოს უწყვეტი.
29. ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის პერიოდში:
ა) ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემასთან
დაკავშირებით დაქირავებული პირი თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან,
შესაბამისად, საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გამცემი პირი – საგადასახადო აგენტის
ვალდებულებისაგან;
ბ) ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საშემოსავლო გადასახადზე ამ
კოდექსით დადგენილი საგადასახადო შეღავათები არ გაითვალისწინება;
გ) ფიზიკური პირი თავისუფლდება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების
ვალდებულებისაგან.
36
30. თუ ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის პერიოდში ამ მუხლის
24- ე ნაწი ლით გათვალისწინებული ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის
ობიექტი გაცემულია იჯარით და მოიჯარე ამ ქონება ს იმავე სახის საქმიანობაში ი ყენებს:
ა) მოიჯარე საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემით მიღებული შემოსავლის
მიხედვით გათავისუფლებულია მოგების/საშემოსავლო გადასახადისაგან;
ბ) მოიჯარის მიერ საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემასთან
დაკავშირებით დაქირავებული პირი თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან,
შესაბამისად, მოიჯარე – საგადასახადო აგენტის ვალდებულებისაგან;
გ) მოიჯარე საქმიანობის ამ ნაწილში თავისუფლდება საკონტროლო-სალარო
აპარატის გამოყენების ვალდებულებისაგან.
31. ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლისა და საგადასახადო
ანგარიშგების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
32. დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად არ განიხილება ფიქსირებული საშემოსავლო
გადასახადით დაბეგვრის პერიოდში ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ადგილის
მოკლე ვადით გაცემა.
33. ფიზიკურ პირებს 2011 წლის 1 იანვრიდან ამ კოდექსის 203-ე მუხლით
გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით 2007 წლის ქონების გადასახადის
დეკლარაციის წარდგენის ვადის დარღვევისათვის ამავე კოდექსის 274-ე მუხლით
გათვალისწინებული ჯარიმა არ ეკისრებათ.
წლისათვის ქონების
34. 2011
მრავალბინიან
სახლში
მცხოვრები
გადასახადისაგან
ფიზიკური
პირის
სრულად
თავისუფლდე
თანასაკუთრებაში
ბა
არსებული
ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ნაკვეთი) .
35. 2010 წლის 1 იანვრამდე ლიზინგით გაცემულ ამორტიზაციას დაქვემდებარებულ
ძირითად საშუალებებზე მოგებისა და ქონების გადასახადების მიზნებისათვის ვრცელდება
2010 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმები.
36. გადასახადის გადამხდელის მიერ თანხის გადახდის დამადასტურებელი №1
ფორმის ქვითრის საგადასახადო ორგანოში წარდგენის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო
უფლებამოსილია
გადასახადის
გადამხდელს
საგადასახადო
ვალდებულება
შესრულებულად ჩაუთვალოს შესაბამისი თანხის ნაწილში.
37. ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს
ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება:
ა) 2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე
გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი,
თუ პირს 2011 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდისათვის (თანხის ჩამოწერამდე)
საგადასახადო ორგანოსთვის არ წარუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება
(გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა, აგრეთვე ამ კოდექსის
1761
მუხლის
პირველი
განხორციელებული
საგადასახადო
ნაწილით
დეკლარირებისა)
გათვალისწინებული
ან
საგადასახადო
დეკლარაციის/გაანგარიშების
(გარდა
ოპერაციის
ორგანოსთვის
პირის
ქონების
მიხედვით
წარდგენილი
გადასახადის
დეკლარაციისა/გაანგარიშებისა, აგრეთვე ამ კოდექსის 1761 მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული ოპერაციის მიხედვით განხორციელებული დეკლარირებისა)
საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია (გარდა იმ
37
შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით
ერთობლივი შემოსავლის თანხა ნულზე მეტია ან/და ჩასათვლელი თანხა დარიცხულ თანხას
აღემატება);
ბ) 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე
დარიცხული საურავი და 2013 წლის 1 იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმა, თუ
გადახდილია 2013 წლის 1 იანვრისათვის არსებული აღიარებული საგადასახადო
დავალიანება – გადასახადის თანხის ნაწილში და პირს 2013 წლის 1 იანვრის შემდგომი
პერიოდისათვის (თანხის ჩამოწერამდე) საგადასახადო ორგანოსთვის არ წარუდგენია
საგადასახადო
დეკლარაცია/გაანგარიშება
(გარდა
პირის
ქონების
გადასახადის
დეკლარაციისა/გაანგარიშებისა, აგრეთვე ამ კოდექსის 1761 მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული ოპერაციის მიხედვით განხორციელებული დეკლარირებისა) ან
საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების
(გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა, აგრეთვე ამ კოდექსის
1761
მუხლის
პირველი
განხორციელებული
ნაწილით
გათვალისწინებული
დეკლარირებისა)
საფუძველზე
ოპერაციის
მიხედვით
გადასახდელად
დასარიცხი
გადასახადის თანხა ნულის ტოლია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი
საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით ერთობლივი შემოსავლის თანხა ნულზე
მეტია ან/და ჩასათვლელი თანხა დარიცხულ თანხას აღემატება);
გ) ამ კოდექსის 281-ე მუხლის და 2011 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საქართველოს
საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლის საფუძველზე ფიზიკური პირისათვის 2013 წლის 1
იანვრამდე დაკისრებული/დარიცხული და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე გადაუხდელი
ჯარიმა.
38. 2008 წლის 1 იანვრამდე დარიცხული და გაუცემელი ხელფასები იბეგრება
საშემოსავლო გადასახადის 12 -პროცენტ იანი განაკვეთით.
39. (ამოღებულია - 22.06.2012, №6547).
40. (ამოღებულია - 01.05.2015, №3581).
41. 2005 წლის 1 იანვრის შემდგომი საგადასახადო პერიოდის/ პერიოდების
საგადასახადო შემოწმებისას თავდებობისა და სერვიტუტის მიმართ დაბეგვრის რეჟიმი
განისაზღვრება ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ხ“ ქვეპუნქტის, 99-ე მუხლის
პირველი ნაწილის „ყ“ ქვეპუნქტისა და 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის
მოთხოვნების გათვალისწინებით. ამ ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება ამავე ნაწილის
ამოქმედებამდე დასრულებული საგადასახადო შემოწმების მიხედვით დარიცხულ და
აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებაზე.
[41. (ამოღებულია - 13.05.2016, №5092). (ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)]
42. 2012 წლის 1 იანვრიდან ბაზრობის ორგანიზება (გარდა სასოფლო-სამეურნეო
პროდუქციით ვაჭრობის ორგანიზებისა) დასაშვებია მხოლოდ სსზ-ის სტატუსის მქონე
პირის მიერ, ხოლო პირი, რომელიც ბაზრობის ორგანიზებას ახორციელებდა 2012 წლის 1
იანვრამდე, ვალდებულია მიიღოს სსზ-ის სტატუსი და 2017 წლის 1 იანვრიდან ვაჭრობის
ორგანიზება
(გარდა
სასოფლო-სამეურნეო
პროდუქციით
ვაჭრობის
ორგანიზებისა)
განახორციელოს ამ კოდექსის 26-ე მუხლის შესაბამისად. აღნიშნული ვადის (2017 წლის 1
იანვარი) გაგრძელება შესაძლებელია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.
43. (ამოღებულია – 20.12.2012, №118).
38
44. ამ კოდექსის 153-ე მუხლის 31 ნაწილის, 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ1“ და „გ2“
ქვეპუნქტებისა და 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს
2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, ამ კოდექსის 99-ე
მუხლის პირველი ნაწილის „ღ“ ქვეპუნქტისა და 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ“
ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2005 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ
ურთიერთობებზე, ხოლო ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოქმედება
გავრცელდეს 2006 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
[44. ამ კოდექსის 153-ე მუხლის 3 1 ნაწილის, 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ 1 “ და „გ 2
“ ქვეპუნქტებისა და 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს
2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, ამ კოდექსის 99-ე
მუხლის პირველი ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტისა და 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ“
ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2005 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ
ურთიერთობებზე, ხოლო ამ კოდექსის 105-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოქმედება გავრცელდეს
2006 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. (ამოქმედდეს 2017
წლის 1 იანვრიდან)]
45. ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, შემოსავლების
სამსახური უფლებამოსილია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით
ჩამოწეროს საგადასახადო დავალიანება, მასზე დარიცხული საურავი და ჯარიმა, თუ იგი
საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით აღიარებულად არ ითვლება, აღნიშნული
დავალიანების თანხის დარიცხვასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელისათვის არ
ყოფილა წარდგენილი საგადასახადო ორგანოს შეტყობინება/საგადასახადო მოთხოვნა და
გასულია მისი წარდგენის ხანდაზმულობის ვადა.
46. 2005 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 ივნისამდე საგადასახადო პერიოდის
(პერიოდების) საგადასახადო შემოწმებისას საერთაშორისო გადაზიდვების და მათთან
დაკავშირებული (მათ შორის, საექსპედიტორო) მომსახურების მიმართ დაბეგვრის რეჟიმი
განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 200) 2006 წლის 28 აპრილის №2955 კანონით (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №11, 01.05.2006, მუხ. 84) განხორციელებული ცვლილებების
გათვალისწინებით. ამ ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება ამავე ნაწილის ამოქმედებამდე
დასრულებული საგადასახადო შემოწმების მიხედვით დარიცხულ და აღიარებულ
საგადასახადო ვალდებულებაზე.
47. ამ კოდექსის 122-ე მუხლით განსაზღვრული ზარალის გადატანის 10-წლიანი
ვადის მოქმედება ვრცელდება 2010 წელს და მის შემდგომ წლებში წარმოქმნილ ზარალზე.
48. ამ კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება 2011 წლის 1
იანვრამდე დარიცხულ და გადაუხდელ თანხებზე.
49 . 2006 წლის 1 იანვრის შემდგომი საგადასახადო პერიოდის/პერიოდების
საგადასახადო შემოწმებისას ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოსა და
სხვა ჯარიმების სახით მიღებული/მისაღები შემოსავლების მიმართ დაბეგვრის რეჟიმი
განისაზღვრება ამ კოდექსის 136-ე მუხლის მე-13 ნაწილის გათვალისწინებით. ამ ნაწილის
მოქმედება არ ვრცელდება ამავე ნაწილის ამოქმედებამდე დასრულებული საგადასახადო
შემოწმების მიხედვით დარიცხულ და აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებაზე.
39
50 . ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს
ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება:
ა) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ
ტერიტორიებზე არსებული ქონების მიხედვით დარიცხული და გადაუხდელი ქონების
გადასახადი, მასზე დარიცხული საურავი და ჯარიმა;
ბ) პირის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული მიწის მიხედვით დარიცხული და
გადაუხდელი ქონების გადასახადი, მასზე დარიცხული საურავი და ჯარიმა, თუ მიწა
მდებარეობს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი
ტერიტორიების მიმდებარედ, რის გამოც პირი ვერ სარგებლობს მოცემული მიწის ნაკვეთით,
რაც დასტურდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ცნობით;
გ) პირის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული ქონების და მასზე დამაგრებული
მიწის მიხედვით დარიცხული თუ გადაუხდელი ქონების გადასახადი, მასზე დარიცხული
საურავი და ჯარიმა, თუ იგი ამ ქონებით ვერ სარგებლობს იძულებით გადაადგილებულ
პირთა
−
დევნილთა
მიერ
საცხოვრებლად
გამოყენების
გამო
და
ეს
ქონება
რეგისტრირებულია, როგორც დევნილთა კომპაქტურად (ორგანიზებულად) განსახლების
ობიექტი, რაც დასტურდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით
გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გაცემული
ცნობით.
51. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაწილში ქონების გადასახადის
დეკლარირების ვალდებულების 2014 წლის 1 იანვრამდე შესრულების შემთხვევაში
ფიზიკური პირი თავისუფლდება ამ კოდექსით დადგენილი შესაბამისი ჯარიმისაგან.
52. უფლებამოსილი ორგანოს მიერ დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობის
დადგენამდე არსებული
შემოწმებისას:
საგადასახადო
პერიოდის/
პერიოდების
საგადასახადო
ა) უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი დანაკარგის ნორმა გამოიყენება
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ საგადასახადო
პერიოდში/ პერიოდებში დანაკარგის ნორმას იყენებდა უფლებამოსილი ორგანოს მიერ
დადგენილზე მეტი ოდენობით;
ბ) თუ გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ საგადასახადო პერიოდში დანაკარგის
ნორმას იყენებდა უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი ან დადგენილზე ნაკლები
ოდენობით, გამოყენებული დანაკარგის ნორმის ფარგლებში არსებული ნაკლებობა
დანაკლისად არ ჩაითვლება;
გ) არ გაითვალისწინება უფლებამოსილი ორგანოს მიერ დანაკარგის ნორმის
დადგენის შემდეგ გადასახადის გადამხდელის მიერ დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული
ოდენობის გამოყენებასთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულების დაზუსტება, თუ
გადასახადის გადამხდელი დანაკარგის ნორმად იყენებდა უფლებამოსილი ორგანოს მიერ
დანაკარგის დადგენილზე ნაკლებ ოდენობას ან საერთოდ არ იყენებდა მას.
53 . ამ მუხლის 52 -ე ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება იმავე ნაწილის
ამოქმედებამდე დასრულებული საგადასახადო შემოწმების მიხედვით დარიცხულ და
აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებაზე.
54. „სასიცოცხლო სამოქალაქო დანიშნულების ტრანსპორტით საზღვრის კვეთის
ხელშეწყობის
შესახებ“
2007
წლის 30
ოქტომბრის
ქ.
ბრიუსელში
ხელმოწერილი
40
მემორანდუმით გათვალისწინებული სწავლების (წვრთნების) მიზნებისათვის შემოტანილი
საქონელი გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელებისაგან.
55. „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული ინვესტორისა და კონტრაქტორის საგადასახადო ვალდებულებები,
შეღავათები და შეზღუდვები განისაზღვრება ამ კოდექსით და „ოლიმპიური მოძრაობის
ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით.
56. „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებულ
შემთხვევებში
ადგილობრივი
თვითმმართველობის
წარმომადგენლობითი ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია ამ
კოდექსით დაწესებული ადგილობრივი გადასახადის განსხვავებული განაკვეთი შემოიღოს
თვითმმართველი
ერთეულის
ტერიტორიის
ნაწილში,
საქართველოს
მთავრობის
დადგენილებით განსაზღვრული ზღვრული განაკვეთების ფარგლებში.
57. ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ“ და „ჰ1 “ ქვეპუნქტების, 99-ე
მუხლის პირველი ნაწილის „ც“ ქვეპუნქტის, 153-ე მუხლის 5 1 ნაწილის, 156-ე მუხლის „ზ“
ქვეპუნქტის, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის და მე-3 ნაწილის „დ“
ქვეპუნქტის, 171-ე მუხლის 1 1 ნაწილის, 176 1 მუხლის მე-2 ნაწილის, 205-ე მუხლის 10 1
ნაწილის, 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ4 “ ქვეპუნქტისა და 272-ე მუხლის 3 1 ნაწილის
მოქმედება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი
გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ახორციელებენ ელექტროენერგიის
განაწილების საქმიანობას.
[ 57. ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ“ და „ჰ 1 “ ქვეპუნქტების, 99-ე
მუხლის პირველი ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტის, 153-ე მუხლის 5 1 ნაწილის, 156-ე მუხლის „ზ“
ქვეპუნქტის, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისა და მე-3 ნაწილის „დ“
ქვეპუნქტის, 171-ე მუხლის 1 1 ნაწილის, 176 1 მუხლის მე-2 ნაწილის, 205-ე მუხლის 10 1
ნაწილის, 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ 4 “ ქვეპუნქტისა და 272-ე მუხლის 3 1 ნაწილის
მოქმედება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი
გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ახორციელებენ ელექტროენერგიის
განაწილების საქმიანობას. (ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)]
58. ფიზიკური პირისათვის (გარდა შემოსავლების მიღების მომენტში დღგ-ის
გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა) ან არარეზიდენტი საწარმოსათვის
(გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი შემოსავალი მიეკუთვნება საქართველოში
არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას):
ა) 2012 წლის ბოლომდე აუნაზღაურებელი პროცენტები, რომლებიც ხარჯის სახით
გამოქვითულია 2006 წლის საგადასახადო პერიოდში, საგადასახადო მიზნებისათვის
ითვლება 2012 წლის ბოლოს ანაზღაურებულად;
ბ) 2012 წლის ბოლომდე აუნაზღაურებელი პროცენტები, რომლებიც ხარჯის სახით
გამოქვითულია 2007 წლის საგადასახადო პერიოდში, საგადასახადო მიზნებისათვის
ითვლება 2013 წლის 1 ივლისამდე ანაზღაურებულად;
გ) 2013 წლის ბოლომდე აუნაზღაურებელი პროცენტები, რომლებიც ხარჯის სახით
გამოქვითულია 2008 წლის საგადასახადო პერიოდში, საგადასახადო მიზნებისათვის
ითვლება 2013 წლის ბოლოს ანაზღაურებულად;
41
დ) 2014 წლის ბოლომდე აუნაზღაურებელი პროცენტები, რომლებიც ხარჯის სახით
გამოქვითულია 2009 წლის საგადასახადო პერიოდში, საგადასახადო მიზნებისათვის
ითვლება 2014 წლის ბოლოს ანაზღაურებულად;
ე) 2015 წლის ბოლომდე აუნაზღაურებელი პროცენტები, რომლებიც ხარჯის სახით
გამოქვითულია 2010 წლის საგადასახადო პერიოდში, საგადასახადო მიზნებისათვის
ითვლება 2015 წლის ბოლოს ანაზღაურებულად.
59. ამ მუხლის 58-ე ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს ეკისრება
საგადასახადო
აგენტისა
და
შესაბამისი
თანხის
5%-იანი
განაკვეთით
დაბეგვრის
ვალდებულებები, ხოლო შემდგომ პერიოდში ფაქტობრივად ანაზღაურების შემთხვევაში
შესაბამისი შემოსავალი გადახდის წყაროსთან არ დაიბეგრება.
60. ამ კოდექსის 123-ე მუხლის მოქმედება არ ვრცელდება 2018 წლის 1 იანვრამდე
წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
[60. (ამოღებულია - 13.05.2016, №5092). (ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)]
61. გადასახადის გადაუხდელ თანხას 2013 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 30 ივნისის
ჩათვლით პერიოდში საურავი დაერიცხება 0,06 პროცენტის ოდენობით, ხოლო ამ კოდექსის
272-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული საურავი − 0,05 პროცენტი − გადასახადის
გადაუხდელ თანხას დაერიცხება 2015 წლის 1 ივლისიდან. ამ შემთხვევაში გადასახადის
გადაუხდელობისათვის საურავის ოდენობის განსაზღვრისას ამ კოდექსის 269-ე მუხლის მე-2
და 2 1 ნაწილების დებულებები არ გამოიყენება.
62. ამ კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-3, მე-5, მე-8 და მე-9 ნაწილებით
განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა, აგრეთვე ამ კოდექსის 43-ე მუხლის პირველი
ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტითა და 72-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ვადა არის:
ა) 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდში − 5 წელი;
ბ) 2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე პერიოდში − 4 წელი.
63. ამ კოდექსის 173-ე მუხლის მე-2 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დღგ-ის
ჩათვლის უფლების გამოყენება შესაძლებელია, თუ საქონლის იმპორტთან ან/და საქონლის
დროებით შემოტანასთან დაკავშირებით დღგ-ის დარიცხვის შესახებ საგადასახადო ორგანოს
გადაწყვეტილება მიღებულია აღნიშნული ქვეპუნქტის ამოქმედების შემდეგ.
64. საგადასახადო შეთანხმება, რომელიც გაფორმებულია 2013 წლის 31 დეკემბრამდე
მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას და მასზე
ვრცელდება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მომენტში მოქმედი საქართველოს
საგადასახადო კოდექსის XLI თავის დებულებები.
65. „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში გადახდილი
თანხის შემოსავლად აღიარება ხორციელდება ეროვნული ფილმის ექსპლუატაციაში
მიღების მომენტში, მაგრამ არაუგვიანეს ფილმის დასრულების შესახებ აქტის შედგენის და
დაფინანსების მიზნობრივი ხარჯვის დადასტურების მომენტისა.
66. პირი „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“
საქართველოს კანონის თანახმად სახელმწიფო დაფინანსების მხარდაჭერით წარმოებულ
ეროვნულ ფილმს აღრიცხავს, როგორც არამატერიალურ აქტივს. მას უფლება აქვს, ფილმის
ექსპლუატაციაში მიღების მომენტიდან სრულად გამოქვითოს არამატერიალურ აქტივზე
საამორტიზაციო ანარიცხები.
42
67. პირი, რომელიც „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის
შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად სახელმწიფო დაფინანსების მხარდაჭერით
აწარმოებს ეროვნულ ფილმს, ვალდებულია:
ა) არამატერიალურ აქტივზე საამორტიზაციო ანარიცხების გამოქვითვის ნორმა
შეარჩიოს იმ საგადასახადო წელს, როდესაც აქტივი ექსპლუატაციაში შევიდა, და არ
შეცვალოს არჩეული გამოქვითვის ნორმა მოცემულ აქტივზე მისი ექსპლუატაციაში შესვლის
საგადასახადო წლის შემდგომი პერიოდებისთვის;
ბ) საამორტიზაციო ანარიცხების სრულად გამოქვითვის შემთხვევაში იგივე მეთოდი
გამოიყენოს შემდგომ წარმოებული ყველა ეროვნული ფილმის მიმართ, თუმცა მას უფლება
აქვს, არჩეული საამორტიზაციო ანარიცხების სრულად გამოქვითვის ნორმა შეცვალოს მისი
არჩევიდან 5 წლის შემდეგ.
68. ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (შემდგომ – უეფა) 2015 წლის
სუპერთასის და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში:
ა) უეფას ან/და მისი ფილიალის მიერ მიღებული შემოსავალი თავისუფლდება
მოგების გადასახადისაგან;
ბ) უეფას ან/და მისი ფილიალის მიერ საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების
გაწევა თავისუფლდება ჩათვლის უფლებით დღგ-ისაგან;
გ) უეფას ან/და მისი ფილიალის მიერ საქონლის იმპორტისას არ გადაიხდევინება
იმპორტის გადასახდელები;
დ)
უეფა
ან/და
მისი
ფილიალი
საქართველოში
გამოყენებულ
ქონებაზე
თავისუფლდება ქონების გადასახადისაგან.
69.
დანიშნული
პირის
მიერ
უეფას
2015
წლის
სუპერთასის
და
მასთან
დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში მიღებული შემოსავალი თავისუფლდება
საშემოსავლო/მოგების გადასახადისაგან.
შენიშვნა: დანიშნული პირი არის უეფას ან მისი ფილიალის მიერ დანიშნული
ნებისმიერი არარეზიდენტი პირი, მათ შორის, კლუბის თანამშრომელი (მაგალითად,
მოთამაშე, მწვრთნელი და სხვა), უეფას ან მისი ფილიალის თანამშრომელი.
70. უეფას ან/და მის ფილიალს უეფას 2015 წლის სუპერთასის და მასთან
დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში არ წარმოეშობა ამ კოდექსის 154-ე მუხლით
გათვალისწინებული საგადასახადო აგენტის ვალდებულება. ამასთანავე, აღნიშნული
ღონისძიებების ფარგლებში უეფასათვის ან/და მისი ფილიალისათვის მომსახურების გაწევა
არ ექვემდებარება დღგ-ით უკუდაბეგვრას.
71. უეფას 2015 წლის სუპერთასის მატჩის ორგანიზება და ჩატარება არ წარმოშობს
საქართველოში მუდმივ დაწესებულებას.
72. დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია:
ა) პირის მიერ უეფასთვის, მისი ფილიალისთვის ან/და დანიშნული პირისთვის იმ
საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ
უკავშირდება უეფას 2015 წლის სუპერთასს და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს;
ბ) უეფას 2015 წლის სუპერთასის მატჩზე ან მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე
დასასწრები ბილეთების რეალიზაცია.
73. ამ მუხლის 68-ე–72-ე ნაწილებით
გათვალისწინებული
საგადასახადო
შეღავათებით სარგებლობის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
43
74. ამ კოდექსის 106-ე მუხლის „ა.ბ“ ქვეპუნქტის, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“
ქვეპუნქტისა და 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.დ“ ქვეპუნქტის მოქმედება ვრცელდება 2011
წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
75. ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტებისა და 202-ე
მუხლის მე-7 ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის მოქმედება ვრცელდება 2014 წლის 1 იანვრიდან
წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
76. ფიზიკურ პირს, რომლის ერთობლივი შემოსავალი, საგადასახადო ორგანოსათვის
წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, 2013 ან 2014 კალენდარული წლის განმავლობაში არ
აღემატება 6000 ლარს, უფლება აქვს, შესაბამისი კალენდარული წლის მიხედვით ხელფასის
სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავლიდან გამოქვითოს დაუბეგრავი მინიმუმი − 1800
ლარი. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრ შემოსავალში არ გაითვალისწინება ამ კოდექსის
საფუძველზე
შემოსავალი.
საშემოსავლო
გადასახადით
დაბეგვრისაგან
განთავისუფლებული
77. დაქირავებულს უფლება აქვს, 2013 და 2014 კალენდარული წლების მიხედვით
გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშებისა და
სათანადო თანხის დაბრუნების მიზნით დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ
დეკლარაცია (მათ შორის, დაზუსტებული დეკლარაცია) საგადასახადო ორგანოს
წარუდგინოს შესაბამისი საანგარიშო წლის დასრულებიდან 3 თვის შემდეგ, მაგრამ
არაუგვიანეს 2015 წლის 30 სექტემბრისა. ფიზიკური პირის მიერ მიღებული დასაბეგრი
შემოსავლიდან დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვისა და შესაბამისი თანხის დაბრუნების
წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
78. დამქირავებლის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის საანგარიშო თვის მიხედვით
განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობისას,
დაგვიანებით წარდგენისას ან/და არასწორად წარდგენისას დაუბეგრავი მინიმუმის
ფარგლებში თანხის ზედმეტად
დაბრუნების
ან/და
საგადასახადო
ვალდებულების
ანგარიშში ზედმეტად ჩათვლის შემთხვევაში დაქირავებულს ზედმეტად დაბრუნებულ
ან/და
საგადასახადო
ვალდებულების
ანგარიშში
საგადასახადო ვალდებულება არ დაეკისრება.
ზედმეტად
ჩათვლილ
თანხაზე
(78- ე ნაწილის მოქმედება ვრცელდება
26.12.2014, №3015 კანონის ამოქმედებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე )
79. დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით თავისუფლდება უძრავი ქონების მიწოდება, თუ
შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:
ა) უძრავი ქონება მიწოდებულ იქნა 2015 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 იანვრამდე
პერიოდში;
ბ) მიწოდებული უძრავი ქონება განთავსებულია 2008 წლის 8 აგვისტოსთვის ძალაში
მყოფი მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებულ ობიექტში ან იმ ობიექტში,
რომელზედაც, 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით, საპროექტო დოკუმენტაცია
(არქიტექტურული
პროექტი)
უფლებამოსილ
ორგანოსთან
შეთანხმებული
იყო,
მშენებლობის ნებართვა კი შემდგომ გაიცა;
გ) უძრავი ქონების მიწოდების განმახორციელებელი პირი არის ამ ნაწილის „ბ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტზე გაცემული მშენებლობის ნებართვის მფლობელი
(იგი შეიძლება არ იყოს ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მშენებლობის
ნებართვის/საპროექტო დოკუმენტაციის (არქიტექტურული პროექტის) მფლობელი);
44
დ) იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად, სადაც განთავსებულია მიწოდებული
უძრავი ქონება, უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტს 2018 წლის 1 იანვრამდე გამოსცემს;
ე) ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, მთლიანად ან
ნაწილობრივ საცხოვრებლადაა განკუთვნილი;
ვ) ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, ამ მუხლის 81-ე
ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაშია შეტანილი.
80. ამ მუხლის 79-ე ნაწილის შესაბამისად დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით
გათავისუფლებული უძრავი ქონების მიწოდების განმახორციელებელი პირისათვის იმ
ობიექტთან დაკავშირებით გაწეული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურება, რომელიც ამ
მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაშია შეტანილი, გათავისუფლებულია დღგისაგან ჩათვლის უფლებით.
81. ამ მუხლის 79-ე და მე-80 ნაწილებით გათვალისწინებული შეღავათების
გამოსაყენებლად იმ ობიექტების ნუსხას, რომლებიც აკმაყოფილებს ამ მუხლის 79-ე ნაწილის
„ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის
აღმასრულებელი ორგანო. (79-ე–81-ე ნაწილების მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 1
იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე)
82. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2015 წლის 1 მაისამდე შემოყვანილი
მექანიკური
სატრანსპორტო
სატრანსპორტო
საშუალების
საშუალებაზე
მფლობელი
საგადასახადო
თავისუფლდება
კანონმდებლობით
აღნიშნულ
დადგენილ
ვადაში
გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის, საქონლის წარდგენის/ზოგადი
დეკლარირების/დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის
დარღვევისათვის, სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევისათვის ამ კოდექსის 272-ე
მუხლითა და 289-ე მუხლის პირველი, მე-17 და მე-18 ნაწილებით გათვალისწინებული
პასუხისმგებლობისაგან, თუ იგი 2015 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოფს ამ მექანიკური
სატრანსპორტო საშუალების წარდგენასა და გაფორმებას.
83.
ამ
გათავისუფლება
მუხლის
არ
82-ე
ნაწილით
ვრცელდება
იმ
გათვალისწინებული
პასუხისმგებლობისაგან
პირზე,
მიმართ
რომლის
საგადასახადო
სამართალდარღვევებისათვის გამოყენებული საგადასახადო სანქციები ამავე მუხლის 82-ე
ნაწილის ამოქმედებამდე აღსრულდა.
84. 2015 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდებზე ჩათვლის დოკუმენტად
განიხილება უკუდაბეგვრისას ან საქონლის დროებითი შემოტანისას ბიუჯეტში დღგ-ის
თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
85. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა 2016 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ
კოდექსის 81-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წესის დასადგენად ბრძანების
გამოცემა.
86.
ელექტროენერგიის
განაწილების
საქმიანობის
განმახორციელებელი
ელექტროენერგეტიკის საწარმოს მიერ 2001 წლის 1 ნოემბრიდან 2005 წლის 1 იანვრამდე
პერიოდში ელექტროენერგიის მიწოდებით წარმოშობილი ვალის მოვალისათვის პატიება არ
ითვლება მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურებად.
87. საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება:
45
ა) 2001 წლის 1 ნოემბრიდან 2005 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდში
ელექტროენერგიის მიწოდებით წარმოშობილი ვალის პატიების შედეგად ფიზიკური პირის
მიერ მიღებული სარგებელი;
ბ) 2015 წლის 13-14 ივნისს ქალაქ თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად
დაზარალებული ფიზიკური პირის მიერ:
ბ.ა) ფინანსური ინსტიტუტისგან სასესხო ვალდებულების პატიების შედეგად
მიღებული სარგებელი;
ბ.ბ)
წლის
2015
ივნისიდან
14
წლის
2016
1
იანვრამდე
პერიოდში
საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიღების შედეგად წარმოშობილი სარგებელი.
შენიშვნა: ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის 2015 წლის 13-14 ივნისს ქალაქ
თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ ფიზიკურ პირთა სიას ადგენს
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა.
88. ფინანსური ინსტიტუტი უფლებამოსილია ამ მუხლის 87-ე ნაწილის „ბ.ა“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული (ნაპატიები) სასესხო ვალდებულების ღირებულება
გამოქვითოს ერთობლივი შემოსავლიდან. ამასთანავე, ამ მუხლის 87-ე ნაწილის „ბ.ა“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული (ნაპატიები) სასესხო ვალდებულების ღირებულება
ფინანსური ინსტიტუტის მიერ ერთობლივ შემოსავალში ჩართვას არ ექვემდებარება. (87-ე
ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და 88-ე ნაწილის მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 14 ივნისიდან
წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე)
თუ
89.
საქართველოს
მთავრობას,
საქართველოს
პარლამენტის
მიერ
რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად, აქვს
ვალდებულება, გაათავისუფლოს ან თავის თავზე აიღოს საქონლის მიწოდების ან/და
მომსახურების გაწევის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულების შესრულება
(გარდა
იმ
შემთხვევისა,
ითვალისწინებს
როდესაც
საქართველოს
საერთაშორისო
მთავრობის
მიერ
ხელშეკრულება
საგადასახადო
პირდაპირ
ვალდებულებების
ანაზღაურებას), ითვლება, რომ ამ ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული
საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა გათავისუფლებულია დღგ-ისაგან ჩათვლის
უფლებით, ხოლო აღნიშნული ოპერაციების განხორციელების შედეგად მიღებული
შემოსავალი გათავისუფლებულია საშემოსავლო/მოგების გადასახადისაგან. (89-ე ნაწილის
მოქმედება
გავრცელდეს
წლის
2011
1
იანვრიდან
წარმოშობილ
სამართლებრივ
ურთიერთობებზე)
90. ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას ექვემდებარება 2015 წლის 13-14 ივნისს
ქალაქ თბილისში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით საწარმოს/მეწარმე ფიზიკური პირის
მიერ სახელმწიფოსთვის ან/და თვითმმართველი ერთეულისთვის უსასყიდლოდ
გადაცემული ფულადი სახსრები.
(90-ე ნაწილის მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 14
ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე)
91. 2016 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ამ კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ვ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი ვრცელდება 2016 წლის 1
იანვრამდე
მოქმედი
კულტურული
„მაღალმთიანი
განვითარების
გათვალისწინებული
კანონის
რეგიონების
სოციალურ-ეკონომიკური
და
შესახებ“
საქართველოს
კანონის
მე-6
მუხლით
დანართით
განსაზღვრულ
ჩამონათვალში
აღნიშნულ
46
ქალაქებში, სოფლებში, თემებსა და დაბებში (გარდა „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №671
დადგენილებით
დამტკიცებულ
მაღალმთიან
დასახლებათა
ნუსხაში
შეტანილი
დასახლებებისა) მცხოვრებ, იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებზე. (91-ე ნაწილის
მოქმედება
გავრცელდეს
2016
წლის
1
იანვრიდან
წარმოშობილ
სამართლებრივ
ურთიერთობებზე)
[ 92. თუ რეზიდენტი საწარმო დივიდენდს გაანაწილებს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017
წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან, მას უფლება
აქვს, ჩაითვალოს ამ პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების
გადასახადის თანხა, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის მიხედვით გადასახდელი
თანხისა.
93.
ამ
მუხლის
92-ე
ნაწილით
გათვალისწინებული
ჩასათვლელი
თანხა
გამოიანგარიშება ფორმულით − A×B / (C-D), სადაც: A არის დივიდენდის სახით
გასანაწილებელი თანხის ოდენობა; B არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე
საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის
თანხა; C არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში
მიღებული წმინდა მოგების ოდენობა; D არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1
იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ხარჯზე დივიდენდის
სანაცვლოდ საწარმოს მიერ პარტნიორისთვის გადაცემული ამ საწარმოს აქციების/წილის
ღირებულება.
94.
კომერციული
ბანკი,
საკრედიტო
კავშირი,
სადაზღვევო
ორგანიზაცია,
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და ლომბარდი მოგების გადასახადით ამ კოდექსის 97-ე
მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით
იბეგრებიან 2019 წლის 1 იანვრიდან.
95. 2019 წლის 1 იანვრამდე კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, სადაზღვევო
ორგანიზაციის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და ლომბარდის მოგების გადასახადით
დაბეგვრის ობიექტია სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ
შემოსავალსა და ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
(ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)]
96. ამ კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ჩ“ ქვეპუნქტის მოქმედება ვრცელდება
2008 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. ამასთანავე, ამ
ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება ამავე ნაწილის ამოქმედებამდე დასრულებული
საგადასახადო შემოწმების
ვალდებულებაზე.
მიხედვით
დარიცხულ
და
აღიარებულ
საგადასახადო
47