„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
23.06.2016
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ტყემალაძე
ნომერი
#07-3/601/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-07-20
ბიუროს ნომერი 423

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მუხლი 1. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 11) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. გრანტის დაბეგვრის ზოგადი წესი 1. გრანტის დაბეგვრის წესი განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. 2. იმპორტის გადასახდელებისგან გათავისუფლების მიზნებისათვის, საიმპორტო საქონლისათვის გრანტის სტატუსის მინიჭების საკითხი რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფრომაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: წარმოდგენილი კანონპროექტის შემუშავების მიზეზია „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში სრულყოფილი და მკაფიო საკანონმდებლო საფუძვლის არსებობის აუცილებლობა იმისათვის, რათა საგადასახადო შეღავათებით სარგებლობისათვის, საიმპორტო საქონლისათვის გრანტის სტატუსის მინიჭების საკითხი დარეგულირდეს ამ სფეროს სპეციალური კანონმდებლობით, კერძოდ, საქართველოს საგადასახდო კოდექსით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მოწესრიგება, რაც მიზანია იმ საკითხთა დაკავშირებულია სამართლებრივი იმპორტის რეგულაციის გადასახდელებისგან გათავისუფლების მიზნებისათვის, საიმპორტო საქონლისათვის გრანტის სტატუსის მინიჭებასთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებას განიცდის „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი, რომელშიც ემატება შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი: „იმპორტის გადასახდელებისგან გათავისუფლების მიზნებისათვის, საიმპორტო საქონლისათვის გრანტის სტატუსის მინიჭების საკითხი რეგულირდება საქართველოს საგადასახადო მიეთითება, რომ შეღავათებით სარგებლობის კოდექსით“. საიმპორტო აღნიშნული საქონლისათვის, მიზნებისათვის, ჩანაწერით, შესაბამისი გრანტის ცალსახად საგადასახადო სტატუსის მინიჭების საკითხის რეგულაცია განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსით. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან და, შესაბამისად დაფინანსების წყაროსთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას იმ პირთა ფინანსურ შედეგებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორი: ზურაბ ტყემალაძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორი: ზურაბ ტყემალაძე
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლის მოქმედი რედაქცია, რომელშიც ხორციელდება ცვლილება მუხლი 7. გრანტის დაბეგვრის ზოგადი წესი გრანტის დაბეგვრის კანონმდებლობით. წესი განისაზღვრება საქართველოს მოქმედი