„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
28.07.2016
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი გოზალიშვილი
ნომერი
#07-3/605/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
I მოსმენა
✓ 107 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
II მოსმენა
✓ 92 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
III მოსმენა
✓ 97 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-08-17
ბიუროს ნომერი 425

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N56, 28.12.2005, მუხ. 433) 381 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1 „მუხლი 38 . ზედმეტად გაცემული კომპენსაციის ლეგალიზაცია 1. 2016 წლის 1 ივლისამდე ზედმეტად გაცემული კომპენსაცია ითვლება ლეგალიზებულად და დაბრუნებას არ ექვემდებარება. 2. შეწყდეს სასამართლო და სააღსრულებო წარმოებები ამ მუხლის პირველი პუნქტით ლეგალიზებული კომპენსაციის დაბრუნების თაობაზე საქმეებზე. 3. 2016 წლის 1 ივლისამდე კომპენსაციიდან დაკავებული თანხა, აგრეთვე კომპენსაციის ზედმეტად გაცემის გამო შესაბამისი დავალიანების მქონე პირის მიერ ნებისმიერი სხვა ფორმით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი კანონპროექტზე „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომპენსაციის მიმღები პირი ვალდებულია კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აცნობოს კომპენსაციის შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობის შესახებ ამ საფუძვლის წარმოშობიდან 15 დღის ვადაში. თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც კომპენსაციის შეწყვეტის საფუძვლის (ძირითადად საჯარო საქმიანობა) წარმოშობის შესახებ ინფორმაციას ბენეფიციარი არ აწვდის სააგენტოს, შესაბამისად, კომპენსაციის შეწყვეტა ხორციელდება დაგვიანებით და იწყება ზედმეტად გაცემული თანხების ამოღების ბენეფიციარისთვის მტკივნეული პროცესი, რომელიც ხშირად დროში გახანგრძლივებული პროცესია და ხანდაზმული მოსახლეობის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ან მარჩენალდაკარული ოჯახების (კომპენსაციის შემთხვევაში) მკვეთრ უკმაყოფილებას იწვევს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია განხორციელდეს 2015 წლის 1 ივნისიდან 2016 წლის 1 ივლისამდე ზედმეტად გაცემული სახელმწიფო კომპენსაციის ლეგალიზაცია და შესაბამისი პირები გაათავისუფლოს სახელმწიფოს მიმართ კომპენსაციის ზედმეტად დარიცხვისა და გაცემის გამო წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებისაგან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით 2016 წლის 1 ივლისამდე ზედმეტად გაცემული კომპენსაცია ითვლება ლეგალიზებულად და დაბრუნებას არ ექვემდებარება. ამასთანავე, უკვე დაკავებული თანხები, აგრეთვე კომპენსაციის ზედმეტად გაცემის გამო შესაბამისი დავალიანების მქონე პირის მიერ ნებისმიერი სხვა ფორმით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება. გარდა ამისა, კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს, სასამართლო და სააღსრულებო წარმოებების შეწყვეტას, რომელიც დაკავშირებულია შესაბამისი თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში ამოღებასთან. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი დაფინანსების გამოყოფას. კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა საბიუჯეტო ასიგნებები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, კერძოდ, იმ ნაწილში, რომ სახელმწიფო, კომპენსაციის მიმღებ ბენეფიციართა სასარგებლოდ დათმობს 2015 წლის 1 ივნისიდან 2016 წლის 1 ივლისის მდგომარეობით ზედმეტად დარიცხული კომპენსაციის თანხას, რომელიც შეადგენს დაახლოებით 13 700 ლარს და ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდას/დაბრუნებას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: მოქმედი კანონმდებლობით, თუ პირი ისევ ხდება სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები, თანხის დაკავება ხდება კომპენსაციიდან. თუ აღარ იღებს პირი კომპენსაციას, მაშინ თანხის დაკავება ხდება სასამართლოს გადაწყვეტილებით აღსრულების ეროვნული ბიუროს მეშვეობით ნებისმიერ შემოსავლიდან რომელიც აქვს. აგრეთვე არის შემთხვევები როდესაც პირი, რომელსაც კვლავ დაენიშნა კომპენსაცია გამოთქვამს წერილობით თანხმობას მისი კომპენსაციიდან მოხდეს თანხის დაკავება და უფრო მეტი ვიდრე 20% ან 50% (მაგალითად მთლიანად მოხდეს კომპენსაციის თანხის დაკავება). შესაბამისად, კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ვინაიდან აღარ მოხდება თანხების დაკავება კომპენსაციიდან და თუ პირი კვლავ არის კომპენსაციის მიმღები, თანხები გაიცემა საპენსიო უზრუნველყოფის კლასიფიკაციის მუხლიდან, პროგრამული კოდი: 350201. გასაცემლების ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე პერიოდისათვის არსებული/მოძიებული მონაცემების მიხედვით, 2015 წლის 1 ივნისიდან 2016 წლის 1 ივლისის მდგომარეობით კომპენსაციის დასაქვითი თანხა შეადგენს დაახლოებით 3300 ლარს. ასევე, ვინაიდან კანონპროექტი ითვალისწინებს სასამართლო და სააღსრულებო 1 წარმოებების შეწყვეტას კანონპროექტის 38 მუხლის პირველი პუნქტით ლეგალიზებული კომპენსაციის დაბრუნების თაობაზე საქმეებზე, აღნიშნული თავის მხრივ გავლენას იქონიებს შესაბამისი უწყებების ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე თანხების დაზოგვის მიმართულებით. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება გამოიწვევს იმ პირთა ფინანსური ვალდებულების შეწყვეტას სახელმწიფოს მიმართ, რომელთაც ეს ვალდებულება წარმოეშვათ 2015 წლის 1 ივნისიდან 2016 წლის 1 ივლისამდე პერიოდში კომპენსაციის ზედმეტად (არასწორად) დარიცხვისა და გაცემის გამო. გასაცემლების ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე პერიოდისათვის არსებული/მოძიებული მონაცემების მიხედვით, 2015 წლის 1 ივნისიდან 2016 წლის 1 ივლისის მდგომარეობით ზედმეტად დარიცხული კომპენსაციის თანხა, რომელიც ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას/დაქვითვას, შეადგენს დაახლოებით 17 000 ლარს, კომპენსაციის მიმღებ 30 პირზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახადის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი, მოასაკრებელი ან სხვა სახის გადასახადი და მისი ოდენობა. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. და მრავალმხრივ და მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულებებს, ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი გოზალიშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი გოზალიშვილი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება 1 მუხლი 38 . ზედმეტად დარიცხული კომპენსაციის ლეგალიზაცია (03.07.2015 N3894) 1. 2015 წლის 1 ივნისამდე ზედმეტად (არასწორად) გაცემული კომპენსაცია ექვემდებარება ლეგალიზაციას და დაბრუნებას არ ექვემდებარება. 2. 2015 წლის 1 ივნისამდე ამ კანონის 33-ე მუხლის საფუძველზე კომპენსაციიდან დაკავებული თანხა, აგრეთვე კომპენსაციის ზედმეტად (არასწორად) გაცემის გამო შესაბამისი დავალიანების მქონე პირის მიერ ნებისმიერი სხვა ფორმით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი/შეტანილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება.