„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 93 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-12-19
ბიუროს ნომერი 13
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48),
1999 წელი, მუხ. 209) 415-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სასამართლომ ამ კოდექსის 47-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელი დანიშნოს 2018 წლის 1
იანვრიდან, ხოლო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივმა
საბჭომ თავისუფლების აღკვეთის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების შეზღუდვით შეცვალოს 2013
წლის 1 ნოემბრიდან.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია კოდექსის 415-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოქმედი რედაქციით
გათვალისწინებული ამოქმედების ვადის მოახლოება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობა.
კერძოდ, სასამართლომ თავისუფლების შეზღუდვის სახით არსებული სასჯელის გამოყენება უნდა
დაიწყოს 2017 წლის 1 იანვრიდან.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 415-ე მუხლის მე-3 ნაწილის
მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული ამოქმედების ვადის გონივრული ვადით, 2018 წლის 1
იანვრამდე გადაწევა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-40 მუხლის თანახმად სასჯელის ერთ-ერთ სახეს
წარმოადგენს თავისუფლების შეზღუდვა. ამავე კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად კი თავისუფლების
შეზღუდვა ნიშნავს განაჩენის გამოტანის მომენტისათვის თოთხმეტ წელს მიღწეული მსჯავრდებულის
საზოგადოებისაგან იზოლაციის გარეშე მოთავსებას თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მასზე
ზედამხედველობის განხორციელებით.
თავისუფლების შეზღუდვა, როგორც სასჯელის ფორმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში
შევიდა ახალი სისხლის სამართლის კოდექსის მიღებიდან (1999 წლის 22 ივლისიდან), თუმცა
სასამართლოებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 415-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად
დღემდე არ აქვთ უფლება გამოიყენონ აღნიშნული სასჯელი, რაც გამოწვეულია შესაბამისი
ინფრასრტუქტურის არ არსებობით.
2013 წელს საქართველოში პირველად აშენდა და კეთილმოეწყო თავისუფლების შეზღუდვის
ერთადერთი დაწესებულება, რომელიც ამჟამად პილოტურ რეჟიმში მუშაობს და მხოლოდ 100
მსჯავრდებულზეა გათვლილი. შეირჩა და გადამზადდა ახალი კადრები. კანონში განხორციელებული
ცვლილებით შესაძლებელია ამ დაწესებულებაში იმ მსჯავრდებულების მოთავსება, რომელთაც
საბჭომ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივმა
თავისუფლების აღკვეთის სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეუცვალა უფრო მსუბუქი სასჯელის სახით თავისუფლების შეზღუდვით (ამჟამად სასჯელს იხდის 26 მსჯავრდებული), რაც შეეხება
სასამართლოების მიერ სასჯელის ამ სახის გამოყენებას, მისი გამოყენება დღემდე არ მომხდარა და
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეეძლებათ მხოლოდ 2017 წლის 1 იანვრიდან.
იმისათვის, რომ თავისუფლების შეზღუდვა - სასჯელის ერთ-ერთი სახე სრული დატვირთვით
ამოქმედდეს, აუცილებელია თავისუფლების შეზღუდვის პირველ ეტაპზე მინიმუმ სამი (ქალთა,
არასრულწლოვანთა და დასავლეთ საქართველოში სრულწლოვანთა) დაწესებულების შექმნა.
შესაბამისად, მოძიებულ უნდა იქნას საჭირო ფინანსური რესურსი სახელმწიფო ბიუჯეტიდან
თავისუფლების შეზღუდვის ახალი დაწესებულებების ასაშენებლად, აუცილებელი სპეციფიკური
ინფრასტრუქტურის მოსაწყობად და შემდეგ ამ დაწესებულებების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის,
კერძოდ მათი შენახვის ხარჯების ასანაზღაურებლად (პერსონალის ხელფასი, კომუნალური ხარჯები და
სხვა).
უნდა აღინიშნოს, რომ თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების მშენებლობა და მისი
მომსახურება დაკავშირებულია საკმაოდ დიდ ფინანსურ რესურსთან. დღეისათვის არსებული
ერთადერთი თავისუფლების შეზღუდვის საპილოტე დაწესებულების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად
პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მხოლოდ საკუთარი შემოსავლებიდან 2012 წელს დახარჯა 1 335 000
ლარი, ხოლო 2013 წელს საბიუჯეტო სახსრებიდან კიდევ დამატებით - 447 000 ლარი, საბოლოო
ღირებულებამ კი ცვეთის გამოკლებით უკვე 2 037 000 ლარი შეადგინა. აქ საუბარია 100 მსჯავრდებულზე
გათვლილ შესაბამისი სტანდარტის დაწესებულებაზე. დღის წესრიგში დგას მინიმუმ კიდევ სამი
გაცილებით მეტი ტევადობის დაწესებულების აშენება. ამას დაემატება ამ დაწესებულებათა
ფუნქციონირებისათვის მიმდინარე ხარჯები (მსჯავრდებულთა კვება, სამედიცინო უზრუნველყოფა,
პერსონალის, კომუნალური და სხვა ხარჯები).
ყველაზე ოპტიმალური გათვლებით ერთი ასეთი დაწესებულების მხოლოდ აშენება-მოწყობისა და
ფუნქციონირებისათვის საჭირო იქნება დაახლოებით 3 615 400 ლარი, ანუ ჯამში სამი
დაწესებულებისათვის 11 მილიონ ლარამდე. ამას ემატება ის გარემოება, რომ ერთი დაწესებულების
ყოველწლიური შენახვის ხარჯები 900 000 ლარს აღემატება, მაშინ როდესაც მიმდინარე წელს
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ბიუჯეტში აღნიშნული თანხა
გათვალისწინებული არ არის.
გარდა ამისა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების შეტანა
გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს
მიერ მომზადებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სხვადასხვა საკითხებთან ერთად
ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვის, როგორც სასჯელის სახის გაუქმებას.
კანონპროექტის თანახმად, უქმდება სასჯელის ერთ-ერთი სახე - თავისუფლების შეზღუდვა და მის
აღსრულებასთან დაკავშირებული რეგულაციები, მათ შორის, თავისუფლების შეზღუდვის
დაწესებულება. თავისუფლების შეზღუდვის გაუქმება იწვევს მისი ახალი, ალტერნატიული სასჯელით
ჩანაცვლების
აუცილებლობას;
შესაბამისად,
მომზადებული
ცვლილებებით
საქართველოს
კანონმდებლობაში ინერგება არასაპატიმრო სასჯელის უფრო თანამედროვე, მოქნილი და ჰუმანური სახე
- შინაპატიმრობა. აღსანიშნავია, რომ შინაპატიმრობა უკვე გამოიყენება არასრულწლოვან
მსჯავრდებულთა მიმართ, რისთვისაც მოქმედებს შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციები.
შესაბამისად, აღნიშნული ცვლილებები აფართოებს აღნიშნული სასჯელის გამოყენების ფარგლებს და
იძლევა მისი გამოყენების შესაძლებლობას სრულწლოვან მსჯავრდებულებთან მიმართებაშიც.
შინაპატიმრობა, როგორც სასჯელი გულისხმობს მსჯავრდებულისთვის, დღე-ღამის განსაზღვრულ
პერიოდში, თავის საცხოვრებელ ადგილას ყოფნის ვალდებულების დაკისრებას, რა დროსაც
მსჯავრდებული, კონტროლდება სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის
ეროვნული სააგენტოს მიერ, როგორც წესი, ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებების
გამოყენებით. შინაპატიმრობა დაენიშნება ნასამართლობის არმქონე პირს, ექვსი თვიდან ხუთ წლამდე
ვადით, ხოლო მსჯავრდებულის მიერ შინაპატიმრობისათვის თავის არიდების შემთხვევაში, აღნიშნული
სასჯელი იცვლება თავისუფლების აღკვეთით. შინაპატიმრობა შესაძლებელია დაინიშნოს ექვს თვეზე
ნაკლები ვადით მსჯავრდებულისათვის სასჯელის შეცვლის შემთხვევაში.
თავისუფლების შეზღუდვის გაუქმება და მის ნაცვლად სხვა არასაპატიმრო სასჯელის უფრო
თანამედროვე, მოქნილი და ჰუმანური სასჯელის შემოღება განპირობებულია ასევე იმ გარემოებითაც,
რომ თავისუფლების შეზღუდვა, როგორც სასჯელის სახე, თვისობრივად განსხვავდება არასაპატიმრო
სასჯელის სხვა სახეებიდან. იგი უფრო მეტად დაკავშირებულია საპატიმრო სასჯელთან, ვინაიდან
თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მოთავსებული პირი, დროის უდიდეს ნაწილს ატარებს
დაწესებულებაში და მხოლოდ მცირე დროით აქვთ მსჯავრდებულებს უფლება დატოვონ
დაწესებულება. თავისუფლების შეზღუდვის უფრო ეფექტური სასჯელით ჩანაცვლების თაობაზე
რეკომენდაცია იქნა წარმოდგენილი საერთაშორის ორგანიზაციები მიერ, კერძოდ:
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სისხლის სამართლის სისტემის მართლმსაჯულების
რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ რეკომენდაციებში ,,კომენტარები სისხლის სამართლის
კოდექსის ზოგადი ნაწილის პროექტზე ევროპის საბჭოს დასკვნის გათვალისწინებით” მითითებულია
შემდეგი:
„EUCJR” ვერ დაეთანხმება ევროპის საბჭოს პოზიტიურ შეფასებას 47-ე მუხლში მოყვანილ
თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით. “EUCJR”-ის ოთხმა ექსპერტმა დამოუკიდებლად
წარმოადგინა რეკომენდაცია გაუქმებულიყო ეს დრომოჭმული, ძვირადღირებული და არა-ეფექტური
სასჯელი. De facto, დროის უდიდეს ნაწილში, ეს არის თავისუფლების აღკვეთა, მათ შორის დაცულ
შენობაში პატიმრობა ღამით და იმ არჩევანით, რომ დღის განმავლობაში პირს შეუძლია იმუშავოს
კონტროლირებულ გარემოში. ამდენად, სასჯელი არის ძვირადღირებული, გულისხმობს პირის
იზოლირებას ოჯახისგან და არ იძლევა სამუშაოს არჩევის საშუალებას. პრობლემები, რომელიც არსებობს
საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის იმპლემენტაციის რაციონალური და ეფექტიანი სისტემების
უმრავლესობაში (შესაფერისი სამუშაო ადგილების ხელმისაწვდომობა, სხვ.) ერთად არის შერწყმული
თავისუფლების შეზღუდვის შემთხვევაში. ერთ ნაწილში ევროპის საბჭოს მოსაზრება მითითებას
აკეთებს თავისუფლების შეზღუდვის ფარგლებში დაკისრებულ ვალდებულებებზე. ჩვენ გვაქვს
მიდგომა, რომ თავისუფლების შეზღუდვა, როგორც ეს არის მოცემული 47-ე მუხლში არ ტოვებს ადგილს
ვალდებულებებისთვის ზუსტად იმის გამო, რომ მსჯავრდებული პირი ინსტიტუციონალიზებულია.
ამის ნაცვლად “EUCJR”-ს აქვს წინადადება შემოვიტანოთ თავისუფლების შეზღუდვის ახალი ფართო
კატეგორია, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ბევრი ფორმა და მოიცავდეს საზოგადოებისთვის სასარგებლო
შრომას, შინაპატიმრობას და პირობით მსჯავრს ფართო გაგებით.“
ზემოაღნიშნული ფაქტორების გარდა, წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადება გამოწვეულია
ასევე იმ გარემოებით, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ
მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის მოცულობიდან გამომდინარე (ცვლილება შედის ათზე მეტ
კანონში), პარლამენტის საშემოდგომო სესიის დასრულებამდე, სავსებით შესაძლებელია, მისი მიღება
ვერ მოესწროს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები.
ბ.გ) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებზეც ვრცელდება მისი
მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა
და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს, ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები,
რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის
შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია,
რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი
(მათი) ამოღება
მუხლი 415. კოდექსის ამოქმედება
1. ეს კოდექსი, გარდა 44-ე და 47-ე მუხლებისა და XXXIII თავისა – ფსიქოტროპული ნივთიერებისა და
მისი ანალოგის მიმართ, ამოქმედდეს 2000 წლის 1 ივნისიდან.
2. 44-ე მუხლი ამოქმედდეს „არასაპატიმრო სასჯელების აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“
საქართველოს კანონის ძალაში შესვლის დღიდან.
3. სასამართლომ ამ კოდექსის 47-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელი დანიშნოს 2017 წლის 1
იანვრიდან, ხოლო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივმა
საბჭომ თავისუფლების აღკვეთის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების შეზღუდვით შეცვალოს 2013
წლის 1 ნოემბრიდან.
4. ამ კოდექსის XXXIII თავი ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის მიმართ ძალაშია
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების შესახებ“
საქართველოს კანონის ამოქმედებიდან.
5. ამ კოდექსის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს 1960 წლის 30
დეკემბრის სისხლის სამართლის კოდექსი (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1,
მუხ. 10).