„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.12.2016
ავტორი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/8/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-12-19
ბიუროს ნომერი 13

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 02.07.2007, მუხ. 219) 453 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 453. სასჯელის სახით შეფარდებული თავისუფლების შეზღუდვის აღსრულების ამოქმედების ვადა ამ კანონის 71 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედება შეჩერდეს 2018 წლის 1 იანვრამდე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები. კერძოდ, სასამართლომ თავისუფლების შეზღუდვის სახით არსებული სასჯელის გამოყენება უნდა დაიწყოს 2018 წლის 1 იანვრიდან, ეს ანალოგიურად უნდა აისახოს „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების შესაბამისად, იგეგმება სასამართლოს მიერ სასჯელის სახით შეფარდებული თავისუფლების შეზღუდვის აღსრულების ამოქმედების ვადის გადავადება 2018 წლის პირველი იანვრამდე. კერძოდ, ცვლილება შედის „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლში, რომლის თანახმადაც სასამართლოები 2018 წლის პირველი იანვრიდან, ნაცვლად 2017 წლის პირველი იანვრისა, დაიწყებენ სასჯელის სახით თავისუფლების შეზღუდვის გამოყენებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების შეტანა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ მომზადებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სხვადასხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვის, როგორც სასჯელის სახის გაუქმებას და მის ნაცვლად არასაპატიმრო სასჯელის უფრო თანამედროვე, მოქნილი და ჰუმანური სახის - შინაპატიმრობის დანერგვას. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის მოცულობიდან გამომდინარე (ცვლილება შედის ათზე მეტ კანონში), პარლამენტის საშემოდგომო სესიის დასრულებამდე, სავსებით შესაძლებელია, საკანონმდებლო პაკეტის მიღება ვერ მოხერხდეს. ამჟამად, საპილოტე რეჟიმში მოქმედებს მხოლოდ ერთი დაწესებულება (სრულწლოვან მხოლოდ 100 მსჯავრდებულთა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება), რომელიც მსჯავრდებულზეა გათვლილი და იმ შემთხვევაში თუ სასამართლოს მიეცემა უფლება მსჯავრდებულს სასჯელის სახით შეუფარდოს თავისუფლების შეზღუდვა, შესაძლებელია მოხდეს დაწესებულების გადატვირთულობა და დაწესებულებამ ვერ შეძლოს სასჯელის აღსრულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.გ) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებზეც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს, ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 453. სასჯელის სახით შეფარდებული თავისუფლების შეზღუდვის აღსრულების ამოქმედების ვადა ამ კანონის 71 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედება შეჩერდეს 2017 წლის 1 იანვრამდე.