„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.12.2016
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/14/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-12-19
ბიუროს ნომერი 13

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.06.2014, სარეგისტრაციო კოდი: 140070000.05.001.017468) შეტანილ იქნეს ცვლილება და 56-ე მუხლის მე-9 - მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 31 დეკემბრამდე მიიღოს შემდეგი დადგენილებები: ა) „საქართველოში სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის განხორციელების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“; ბ) „სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“; გ) „კერძო სახანძრო დაცვის დანაყოფის მიერ ხანძრის ჩაქრობის საქმიანობის წესისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“; დ) „საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემის შესახებ“; ე) „მოსახლეობის ევაკუაციის ორგანიზების წესების, პირობების და თავშესაფრის მოწყობის განმსაზღვრელი მახასიათებლების დამტკიცების შესახებ“; ვ) „სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოსახლეობის მომზადებისა და სწავლების ორგანიზების შესახებ“; ზ) „სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებულ ობიექტებზე საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“; თ) „პოტენციურად საშიში ობიექტის უსაფრთხოების პასპორტის ფორმის დამტკიცების შესახებ“; ი) „მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტის ფორმის დამტკიცების შესახებ“; კ) „ბუნებრივ და ტექნოგენურ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნით მატერიალური რესურსების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“; ლ) „საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ“; მ) „საგანგებო სიტუაციების კლასიფიკაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“; ნ) „პოტენციურად საშიში ობიექტის უსაფრთხოების დეკლარაციის წარდგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“; ო) „მუნიციპალური სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების შექმნის, მიზნების, ამოცანების და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“; პ) „სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“; ჟ) „საგანგებო მართვის გეგმის მომზადების წესების შემუშავების შესახებ“; რ) „საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმის მომზადების წესების შემუშავების შესახებ“. 10. საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 31 დეკემბრამდე მიიღოს შემდეგი დადგენილებები: ა) „საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემის სუბიექტების შემოწმების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“; ბ) „საგანგებო სიტუაციებისა და საომარი მოქმედებების დროს სავალდებულო ოპერაციების შესრულების და მათი კომპენსაციის პროცედურების შემუშავების წესის დამტკიცების შესახებ“; გ) „საგანგებო სიტუაციების პრევენციული ღონისძიებების შემუშავების წესის დამტკიცების შესახებ“; დ) „საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების დაღვრის პრევენციისა და მისი შედეგების ლიკვიდაციის ორგანიზაციული ღონისძიებების შესახებ“; ე) „სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის ღონისძიებების შემუშავების წესის დამტკიცების შესახებ“; ვ) „სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს ტერიტორიისა და ქალაქების ჯგუფებად დაყოფის და ორგანიზაციების კატეგორიებად დაყოფის შესახებ“; ზ) „სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საგანგებო სიტუაციების შესახებ მოსახლეობისთვის შეტყობინების სისტემების დებულების დამტკიცების თაობაზე“; თ) „პოტენციურად საშიში ობიექტების განთავსების ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების შესახებ შეტყობინების ლოკალური სისტემის მოწყობის თაობაზე“; ი) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სამუშაოების შესრულების და მომსახურების გაწევის სახეების და საფასურის განსაზღვრის შესახებ“; კ) „სახელმწიფო სახანძრო დაცვის სახელშეკრულებო დანაყოფის მიერ სახანძრო უსაფრთხოების სფეროში სამუშაოების შესრულების და მომსახურების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ“; ლ) „ტყეებში ხანძრით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში სახანძრო-სამაშველო დანაყოფების და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სხვა ძალებისა და საშუალებების ჩაბმის წესის დამტკიცების შესახებ“; მ) „განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, პოტენციურად საშიში, ეროვნული საგანძურის და კულტურული მემკვიდრეობის იმ ობიექტების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, სადაც აუცილებელია სახანძრო დაცვის შექმნა“; ნ) „სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებული ობიექტების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“; ო) „სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“. 11. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2017 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს შემდეგი ნორმატიული აქტების გამოცემა: ა) „პოტენციური საფრთხეების და საგანგებო სიტუაციების რისკების ანალიზის განხორციელების მეთოდოლოგიური რეკომენდაციების დამტკიცების შესახებ“; ბ) „საგანგებო ვითარების შეფასების ინსტრუქციების შემუშავებისა და დამტკიცების შესახებ“; გ) „საგანგებო სიტუაციების შესახებ ინფორმაციის შეგროვების, დამუშავებისა და გადაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“; დ) „სამაშველო სამუშაოების სახეობების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“; ე) „სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში შტატგარეშე ფორმირებების შექმნის წესის შესახებ“; ვ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძროსამაშველო დანაყოფების პირადი შემადგენლობის მომზადების პროგრამის დამტკიცების შესახებ“; ზ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძროსამაშველო დანაყოფებში გაზკვამლდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“; თ) „წყალზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის და მისი უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“; ი) „სამოქალაქო უსაფრთხოების ვარჯიშის ჩატარების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“; კ) „სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში სამსახურის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“; ლ) „სახანძრო-სამაშველო დანაყოფების მიერ ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“; მ) „სახელმწიფო სახანძრო დაცვის სახელშეკრულებო დანაყოფების საქმიანობის ორგანიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“; ნ) „სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისთვის მიკუთვნებული ობიექტების, მეწარმე სუბიექტებისა და თანამშრომლებისათვის არასამეწარმეო სახანძრო (არაკომერციული) უსაფრთხოების წესების იურიდიული სწავლების პირების ორგანიზების მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“; ო) „ხანძრის, ავარიის, კატასტროფის, სტიქიური უბედურებისა და საგანგებო სიტუაციის დროს სახანძრო-სამაშველო დანაყოფების ძალებისა და საავარიო-სამაშველო საშუალებების საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ღონისძიებებში ჩაბმის წესის დამტკიცების შესახებ“; პ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძროსამაშველო დანაყოფებში შრომის დაცვის წესების დამტკიცების შესახებ“; ჟ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძროსამაშველო დანაყოფების საქმიანობის შემოწმებისა და შეფასების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“; რ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძროსამაშველო დანაყოფების პირადი შემადგენლობის სახანძრო-სამწყობრო და სპეციალური სამაშველო ტაქტიკური მომზადების ნორმატივების დამტკიცების შესახებ“; ს) „ხანძრის ჩაქრობის გეგმებისა და ბარათების შედგენის მეთოდური რეკომენდაციების დამტკიცების შესახებ“; ტ) „ხანძრის და მისი შედეგების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“; უ) „სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის ექსპლუატაციის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“; ფ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძროსამაშველო დანაყოფების მიერ ხანძრის შესწავლის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“; ქ) „საგანგებო სიტუაციის და მისი შედეგების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“; ღ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში მეხანძრემაშველის/მაშველის სპეციალური კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“; ყ) „მეხანძრე-მაშველის/მაშველის ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ“; შ) „მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა საპატიო სიაში შეყვანის წესის დამტკიცების შესახებ“; ჩ) „სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, სპეციალური გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსის/პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“; ც) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“; ძ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღების/გამოცემის საბოლოო ვადის მოახლოება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღების/გამოცემის საბოლოო ვადის (2016 წლის 31 დეკემბერი) გადაწევა 1 წლის ვადით - 2017 წლის 31 დეკემბრამდე. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების თანახმად, საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 31 დეკემბრამდე უნდა მიიღოს ამავე პუნქტით გათვალისწინებული 31 დადგენილება. დღეის მდგომარეობით, აღნიშნული პუნქტის შესაბამისად გამოსაცემი ნორმატიული აქტებიდან, დამტკიცებულია მხოლოდ 4 დადგენილება („სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის N370 დადგენილება, „საქართველოში სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის განხორციელების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის N371 დადგენილება, „სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის N508 დადგენილება, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სამუშაოების შესრულების და მომსახურების გაწევის სახეების და საფასურის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 24 მარტის N138 დადგენილება.), ხოლო ნაწილი გამოსაცემი აქტებისა შემუშავებულია და მზადდება გამოსაცემად, ნაწილი კი მომზადების პროცესშია. ამასთან, 2016 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოს მთავრობას წარედგინება „საგანგებო მართვის გეგმის მომზადების წესების შემუშავების შესახებ“, „საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმის მომზადების წესების შემუშავების შესახებ“ და „სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის ღონისძიებების შემუშავების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტები. ანალოგიური ვითარებაა „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-11 პუნქტთან მიმართებით. აღნიშნული პუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2016 წლის 31 დეკემბრამდე უნდა უზრუნველყოს ამავე პუნქტში მოცემული 28 კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემა. დღეის მდგომარეობით, აღნიშნული პუნქტის შესაბამისად დასამტკიცებელი ნორმატიული აქტებიდან დამტკიცებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მხოლოდ 6 ბრძანება („ხანძრის და მისი შედეგების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 1 სექტემბრის N636 ბრძანება, “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 აგვისტოს N491 ბრძანება, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 აგვისტოს N486 ბრძანება, „მეხანძრე-მაშველის/მაშველის ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 აგვისტოს N490 ბრძანება, „მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა საპატიო სიაში შეყვანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 აგვისტოს N489 ბრძანება, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში მეხანძრე-მაშველის/მაშველის სპეციალური კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 აგვისტოს N488 ბრძანება), ხოლო ნაწილი გამოსაცემი აქტებისა შემუშავებულია და მზადდება გამოსაცემად, ნაწილი კი მომზადების პროცესშია. როგორც ცნობილია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში მიმდინარე წლის სექტემბერში განხორციელდა რეორგანიზაცია, რის საფუძველზეც სააგენტოს მეხანძრე-მაშველებს/მაშველებს მიენიჭათ სახელმწიფო სპეციალური წოდება, გაუმჯობესდა სოციალური დაცვის გარანტიები და მათი სტატუსი გაუთანაბრდა სამინისტროს მოსამსახურის პოლიციელის სტატუსს. აღნიშნულის შესაბამისად ცვლილებები განხორციელდა „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონსა და მის თანმდევ კანონებში. აღნიშნული უსაფრთხოების განისაზღვრა საკანონმდებლო შესახებ“ საქართველოს საქართველოს კანონქვემდებარე შინაგან ნორმატიული ცვლილების კანონის საქმეთა აქტის შედეგად, გარდამავალ სამინისტროს „სამოქალაქო დებულებებში ვალდებულება გამოცემასთან 6 დაკავშირებით. ზემოხსენებული ნორმატიული აქტებიდან 5 ბრძანება უკვე დამტკიცდა, ხოლო ერთი ბრძანება გამოსაცემია. გარდა აღნიშნულისა, იქიდან გამომდინარე, რომ „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტების შესაბამისად მისაღები/გამოსაცემი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, თავისი შინაარსით მიეკუთვნება სპეციფიკურ სფეროს და მათი მომზადება მოითხოვს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში არსებული სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებას, 2016 წლის 31 დეკემბრამდე ვერ ესწრება აღნიშნული პუნქტებით გათვალისწინებული ნაწილი ნორმატიული აქტების მომზადება და შემდგომ დასამტკიცებლად წარდგენა. ამდენად, წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებულია „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტებით დადგენილი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღების/გამოცემის საბოლოო ვადის (2016 წლის 31 დეკემბერი) გადაწევა 1 წლის ვადით - 2017 წლის 31 დეკემბრამდე. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: პროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს რაიმე სახის გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას ბიუჯეტიდან. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს; გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და რომლებმაც საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა. მიმართ, ასეთის არსებობის
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის ( მუხლების ) მოქმედი სრული რედაქცია , რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 56. გარდამავალი დებულებანი 1. 2015 წლის 10 იანვარს ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სახელმწიფო რწმუნებულების − გუბერნატორების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის, სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურები/დანაყოფები (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა). 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, სახელმწიფო რწმუნებულებმა − გუბერნატორებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა უზრუნველყონ მათ დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის, სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურების/დანაყოფების (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა) ლიკვიდაციასთან დაკავშირებით სალიკვიდაციო კომისიების შექმნა საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა მონაწილეობით და ლიკვიდაციასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. 3. 2015 წლის 10 იანვრამდე: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს სააგენტოს შექმნასთან დაკავშირებული შესაბამისი სამართლებრივი აქტების გამოცემა და აუცილებელი ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, სახელმწიფო თვითმმართველობის რწმუნებულებმა ორგანოებმა სიტუაციების მართვის, (მიუხედავად მათი მათ სახანძრო სტატუსისა და − გუბერნატორებმა დაქვემდებარებაში ან/და სამაშველო სახელწოდებისა) და ადგილობრივი არსებული საგანგებო სამსახურების/დანაყოფების ლიკვიდაციის შედეგად ან ლიკვიდაციის პროცესში აღრიცხული უძრავი და მოძრავი ქონება (მათ შორის, შენობანაგებობები, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და სხვა) და სამსახურებრივი დოკუმენტაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადასცენ სააგენტოს; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, სახელმწიფო თვითმმართველობის რწმუნებულებმა ორგანოებმა − გუბერნატორებმა უზრუნველყონ ამ მუხლის და ადგილობრივი პირველი პუნქტით განსაზღვრული თარიღისთვის მათ დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის, სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურების/დანაყოფების (მიუხედავად მათი სტატუსისა და განხორციელება. სახელწოდებისა) ლიკვიდაციისათვის აუცილებელი ღონისძიებების 4. საქართველოს დეპარტამენტმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური საგანგებო რესპუბლიკის სიტუაციების მთავრობის, მართვის სახელმწიფო რწმუნებულების − გუბერნატორების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებულმა საგანგებო სიტუაციების მართვის, სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურებმა/დანაყოფებმა (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა) საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებები განახორციელონ და დაკისრებული მოვალეობები შეასრულონ 2015 წლის 10 იანვრამდე. 2015 წლის 30 იანვრამდე სალიკვიდაციო კომისიები ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების დასრულების შემდეგ უზრუნველყოფენ დარჩენილი ქონების (ასეთის გამოვლენის შემთხვევაში) სააგენტოსთვის გადაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებას, სალიკვიდაციო აქტის შედგენას და მისი ერთი ეგზემპლარის სააგენტოსთვის წარდგენას, რის შემდეგაც სალიკვიდაციო კომისიების საქმიანობა წყდება. 5. ავტონომიური რესპუბლიკების, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისმა დაწესებულებებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა/თანამდებობის პირებმა უზრუნველყონ სათანადო სამართლებრივ აქტებში ცვლილებების შეტანა და ახალი სამართლებრივი აქტების მიღება/გამოცემა ამ კანონთან შესაბამისობის მიზნით. 6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სახელმწიფო რწმუნებულების − გუბერნატორების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის, სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურების/დანაყოფების (მიუხედავად მათი სტატუსისა და ლიკვიდაციის სახელწოდებისა) დასრულების შემდეგ ამ სამსახურების/დანაყოფების უფლებამონაცვლედ ჩაითვალოს სააგენტო, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა. 7. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სახელმწიფო რწმუნებულების − გუბერნატორების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სამსახურების/დანაყოფების სიტუაციების მართვის, (მიუხედავად მათი სახანძრო სტატუსისა და ან/და სამაშველო სახელწოდებისა) იმ ფინანსური ვალდებულებების (შრომის ანაზღაურება, სხვა საქონელი და მომსახურება და სხვა) უფლებამონაცვლეებად, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე წარმოიშვა, ჩაითვალონ, შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, სახელმწიფო რწმუნებულები − გუბერნატორები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. 8. სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყონ სათანადო ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. 9. საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 31 დეკემბრამდე მიიღოს შემდეგი დადგენილებები: ა) „საქართველოში სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის განხორციელების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“; ბ) „სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“; გ) „კერძო სახანძრო დაცვის დანაყოფის მიერ ხანძრის ჩაქრობის საქმიანობის წესისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“; დ) „საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემის შესახებ“; ე) „მოსახლეობის ევაკუაციის ორგანიზების წესების, პირობების და თავშესაფრის მოწყობის განმსაზღვრელი მახასიათებლების დამტკიცების შესახებ“; ვ) „სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოსახლეობის მომზადებისა და სწავლების ორგანიზების შესახებ“; ზ) „სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებულ ობიექტებზე საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“; თ) „პოტენციურად საშიში ობიექტის უსაფრთხოების პასპორტის ფორმის დამტკიცების შესახებ“; ი) „მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტის ფორმის დამტკიცების შესახებ“; კ) „ბუნებრივ და ტექნოგენურ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნით მატერიალური რესურსების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“; ლ) „საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ“; მ) „საგანგებო სიტუაციების კლასიფიკაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“; ნ) „პოტენციურად საშიში ობიექტის უსაფრთხოების დეკლარაციის წარდგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“; ო) „მუნიციპალური სახანძრო დაცვის სახანძრო-სამაშველო დანაყოფების შექმნის, მიზნების, ამოცანების და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“; პ) „სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“; ჟ) „საგანგებო მართვის გეგმის მომზადების წესების შემუშავების შესახებ“; რ) „საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმის მომზადების წესების შემუშავების შესახებ“. 10. საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 31 დეკემბრამდე მიიღოს შემდეგი დადგენილებები: ა) „საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემის სუბიექტების შემოწმების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“; ბ) „საგანგებო სიტუაციებისა და საომარი მოქმედებების დროს სავალდებულო ოპერაციების შესრულების და მათი კომპენსაციის პროცედურების შემუშავების წესის დამტკიცების შესახებ“; გ) „საგანგებო სიტუაციების პრევენციული ღონისძიებების შემუშავების წესის დამტკიცების შესახებ“; დ) „საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების დაღვრის პრევენციისა და მისი შედეგების ლიკვიდაციის ორგანიზაციული ღონისძიებების შესახებ“; ე) „სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის ღონისძიებების შემუშავების წესის დამტკიცების შესახებ“; ვ) „სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს ტერიტორიისა და ქალაქების ჯგუფებად დაყოფის და ორგანიზაციების კატეგორიებად დაყოფის შესახებ“; ზ) „სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საგანგებო სიტუაციების შესახებ მოსახლეობისთვის შეტყობინების სისტემების დებულების დამტკიცების თაობაზე“; თ) „პოტენციურად საშიში ობიექტების განთავსების ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების შესახებ შეტყობინების ლოკალური სისტემის მოწყობის თაობაზე“; ი) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სამუშაოების შესრულების და მომსახურების გაწევის სახეების და საფასურის განსაზღვრის შესახებ“; კ) „სახელმწიფო სახანძრო დაცვის სახელშეკრულებო დანაყოფის მიერ სახანძრო უსაფრთხოების სფეროში სამუშაოების შესრულების და მომსახურების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ“; ლ) „ტყეებში ხანძრით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში სახანძრო-სამაშველო დანაყოფების და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სხვა ძალებისა და საშუალებების ჩაბმის წესის დამტკიცების შესახებ“; მ) „განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, პოტენციურად საშიში, ეროვნული საგანძურის და კულტურული მემკვიდრეობის იმ ობიექტების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, სადაც აუცილებელია სახანძრო დაცვის შექმნა“; ნ) „სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებული ობიექტების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“; ო) „სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“. 11. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2016 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს შემდეგი ნორმატიული აქტების გამოცემა: ა) „პოტენციური საფრთხეების და საგანგებო სიტუაციების რისკების ანალიზის განხორციელების მეთოდოლოგიური რეკომენდაციების დამტკიცების შესახებ“; ბ) „საგანგებო ვითარების შეფასების ინსტრუქციების შემუშავებისა და დამტკიცების შესახებ“; გ) „საგანგებო სიტუაციების შესახებ ინფორმაციის შეგროვების, დამუშავებისა და გადაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“; დ) „სამაშველო სამუშაოების სახეობების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“; ე) „სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში შტატგარეშე ფორმირებების შექმნის წესის შესახებ“; ვ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძროსამაშველო დანაყოფების პირადი შემადგენლობის მომზადების პროგრამის დამტკიცების შესახებ“; ზ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძროსამაშველო დანაყოფებში გაზკვამლდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“; თ) „წყალზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის და მისი უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“; ი) „სამოქალაქო უსაფრთხოების ვარჯიშის ჩატარების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“; კ) „სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში სამსახურის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“; ლ) „სახანძრო-სამაშველო დანაყოფების მიერ ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“; მ) „სახელმწიფო სახანძრო დაცვის სახელშეკრულებო დანაყოფების საქმიანობის ორგანიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“; ნ) „სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისთვის მიკუთვნებული ობიექტების, მეწარმე სუბიექტებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომლებისათვის სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლების ორგანიზების მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“; ო) „ხანძრის, ავარიის, კატასტროფის, სტიქიური უბედურებისა და საგანგებო სიტუაციის დროს სახანძრო-სამაშველო დანაყოფების ძალებისა და საავარიო-სამაშველო საშუალებების საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ღონისძიებებში ჩაბმის წესის დამტკიცების შესახებ“; პ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძროსამაშველო დანაყოფებში შრომის დაცვის წესების დამტკიცების შესახებ“; ჟ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძროსამაშველო დანაყოფების საქმიანობის შემოწმებისა და შეფასების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“; რ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძროსამაშველო დანაყოფების პირადი შემადგენლობის სახანძრო-სამწყობრო და სპეციალური სამაშველო ტაქტიკური მომზადების ნორმატივების დამტკიცების შესახებ“; ს) „ხანძრის ჩაქრობის გეგმებისა და ბარათების შედგენის მეთოდური რეკომენდაციების დამტკიცების შესახებ“; ტ) „ხანძრის და მისი შედეგების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“; უ) „სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის ექსპლუატაციის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“; ფ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძროსამაშველო დანაყოფების მიერ ხანძრის შესწავლის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“; ქ) „საგანგებო სიტუაციის და მისი შედეგების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“; ღ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში მეხანძრემაშველის/მაშველის სპეციალური კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“; ყ) „მეხანძრე-მაშველის/მაშველის ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ“; შ) „მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა საპატიო სიაში შეყვანის წესის დამტკიცების შესახებ“; ჩ) „სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, სპეციალური გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსის/პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“; ც) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“; ძ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“. 12. სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებულ ობიექტზე ამ კანონით გათვალისწინებული საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნების შესრულების ზედამხედველობა განხორციელდეს „სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებულ ობიექტებზე საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად. 13. ამ კანონით განსაზღვრული სახანძრო უსაფრთხოების სფეროში შესაბამისობის დადგენა განხორციელდეს 2016 წლის 1 იანვრიდან. 14. ამ კანონის 23-ე და 24-ე მუხლების მოქმედება შეჩერდეს 2015 წლის 10 იანვრამდე. 15. სააგენტოს მოსამსახურეს, რომელიც 2016 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით მუშაობს სააგენტოში და მინიჭებული აქვს პოლიციის სახელმწიფო სპეციალური წოდება, 2016 წლის 1 სექტემბრის შემდეგ სახელმწიფო სპეციალური წოდება უნარჩუნდება და უთანაბრდება სამოქალაქო უსაფრთხოების სახელმწიფო სპეციალურ წოდებას სააგენტოში მუშაობის განმავლობაში, განურჩევლად მისი თანამდებობისა. ამ პუნქტით გათვალისწინებულ სააგენტოს მოსამსახურეზე ვრცელდება სააგენტოს მეხანძრე-მაშველისათვის/მაშველისათვის ამ კანონით დადგენილი სოციალური დაცვის გარანტიები. 16. სააგენტოს მეხანძრე-მაშველს/მაშველს, რომელსაც 2016 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით მინიჭებული არ ჰქონდა სახელმწიფო სპეციალური წოდება, გარდა სააგენტოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა და სახელშეკრულებო დანაყოფის მოსამსახურისა, შესაბამისი სახელმწიფო სპეციალური წოდება მიენიჭება 2016 წლის 1 სექტემბრიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 17. სააგენტოს მოსამსახურეს, რომელიც 2016 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით მუშაობს სააგენტოში და 2016 წლის 1 სექტემბრიდან სამსახურს გააგრძელებს სააგენტოს მეხანძრემაშველთა/მაშველთა პირად შემადგენლობაში, სახელმწიფო სპეციალური წოდება მიენიჭება ამ კანონის 522 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური კონკურსის გავლის გარეშე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.