„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.12.2016
ავტორი
სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/20/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 8
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 91 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-12-19
ბიუროს ნომერი 13

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მუხლი 1. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №46, 22.12.2009, მუხ. 346) მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ნოტარიუსის მიერ შესრულებული სანოტარო მოქმედებების შესახებ სანოტარო რეესტრში რეგისტრირებული ჩანაწერების საფუძველზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო სამსახურის ბიუროსთვის გადასაცემად საქართველოს ინფორმაცია, ნოტარიუსის მიერ ნოტარიუსთა დამოწმებული პალატისაგან გარიგებების თაობაზე მიეწოდება „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის 181 მუხლითა და შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისათვის შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის შექმნის აუცილებლობით. ზემოაღნიშნულ კანონს, 2015 წლის 27 ოქტომბრის საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, დაემატა 181 მუხლი, რომელიც ადგენს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის განხორციელების ვალდებულებას და შესაბამის წესებს. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგს ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო სამსახურის ბიურო. თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის დადგენილი წესით, შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, როგორც მონაცემთა გაცვლის ერთიანი სისტემისა და ინფორმაციული რესურსების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ საჯარო დაწესებულებას ნოტარიუსის მიერ შესრულებული სანოტარო მოქმედებების შესახებ სანოტარო რეესტრში რეგისტრირებული ჩანაწერების საფუძველზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო სამსახურის ბიუროსთვის გადასაცემად საქართველოს ნოტარიუსთა პალატისაგან მიეწოდება ინფორმაცია, ნოტარიუსის მიერ დამოწმებული გარიგებების თაობაზე „საჯარო ინტერესთა დაწესებულებაში შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის 181 მუხლითა და შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით. სსიპ - მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიერ აღნიშნული ინფორმაცია ელექტრონულად უნდა მიეწოდოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის განხორციელებაზე უფლებამოსილ საჯარო დაწესებულებას - საჯარო სამსახურის ბიუროს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდეს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულების თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის განხორციელებისათვის, სამართლებრივი და ელექტრონული მექანიზმის შექმნის უზრუნველყოფა. წინამდებარე კანონის პროექტის მიღებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - მონაცემთა გაცვლის სააგენტოს სანოტარო მოქმედებების შესახებ სანოტარო რეესტრში რეგისტრირებული ჩანაწერების საფუძველზე საქართველოს ნოტარიუსთა პალატისაგან მიეწოდება ინფორმაცია, ნოტარიუსის მიერ დამოწმებული გარიგებების თაობაზე „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის 181 მუხლითა და შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლს ემატება შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ნოტარიუსის მიერ შესრულებული სანოტარო მოქმედებების შესახებ სანოტარო რეესტრში რეგისტრირებული ჩანაწერების საფუძველზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო სამსახურის ბიუროსთვის გადასაცემად საქართველოს ინფორმაცია, ნოტარიუსის მიერ ნოტარიუსთა დამოწმებული პალატისაგან გარიგებების თაობაზე მიეწოდება ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის 181 მუხლითა და შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით.“. კანონის პროექტის მიღების შედეგად, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსით შეიქმნება სამართლებრივი საფუძველი, უფლებამოსილი საჯარო დაწესებულებისათვის „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის 181 მუხლითა უფლებამოსილების და შესაბამისი განხორციელების ნორმატიული მიზნით, აქტით ნოტარიუსის მიერ განსაზღვრული დამოწმებული გარიგებების თაობაზე მონაცემების მიღებისა და შენახვის შესახებ. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას და კანონმდებლობით გათვალისწინებული ქმედებები განხორციელდება არსებული საბიუჯეტო სახსრების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - ნოტარიუსთა პალატამ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 8. სანოტარო მოქმედების საიდუმლოება 1. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი, ნოტარიუსი ვალდებულია საიდუმლოდ შეინახოს ცნობები, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის მე4 ნაწილის გათვალისწინებით). ეს ვალდებულება ძალაშია ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგაც. 2. ნოტარიუსი სანოტარო მოქმედების შესახებ ცნობებს აძლევს მხოლოდ იმ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომლის თხოვნითაც ან რომლის მიმართაც შესრულდა სანოტარო მოქმედება, ან მის წარმომადგენელს. საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს მოთხოვნით ნოტარიუსი გასცემს ცნობებს სანოტარო მოქმედების შესახებ იმ სისხლის სამართლის და სამოქალაქო სამართლის საქმეებზე, რომლებიც საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს წარმოებაშია. ნოტარიუსი ვალდებულია, სათანადო მოთხოვნის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ცნობა იმ ქონების ღირებულების შესახებ, რომელიც პირის საკუთრებაში გადავიდა. საგადასახადო ორგანოს ეკრძალება სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე ინფორმაციის გადაცემა სხვა პირებისათვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ჩათვლით, აგრეთვე ამ ინფორმაციის გამოქვეყნება საჯარო გამოსვლებში. 3. ნოტარიუსს შეუძლია ცნობა ანდერძის არსებობის ან შინაარსის შესახებ გაამხილოს მხოლოდ მოანდერძის გარდაცვალების შემდეგ. 4. პირს, რომლის თხოვნითაც შესრულდა სანოტარო მოქმედება, ან მის უფლებამონაცვლეს ან წარმომადგენელს შეუძლია წერილობითი თანხმობის საფუძველზე გაათავისუფლოს ნოტარიუსი სანოტარო მოქმედების საიდუმლოების დაცვის ვალდებულებისაგან. თუ პირი გარდაიცვალა და მას უფლებამონაცვლე არ ჰყავს ან უფლებამონაცვლესთან დაკავშირება შეუძლებელია, ნოტარიუსი სანოტარო მოქმედების საიდუმლოების დაცვის ვალდებულებისაგან შეიძლება გაათავისუფლოს სასამართლომ. სასამართლოს შეუძლია ნოტარიუსი გაათავისუფლოს სანოტარო მოქმედების საიდუმლოების დაცვის ვალდებულებისაგან აგრეთვე სხვა საპატიო მიზეზებით. 5. ნოტარიუსი სანოტარო მოქმედების შესახებ ცნობებს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარიგებების თაობაზე აწვდის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს აღნიშნული კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.