„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.12.2016
ავტორი
სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/20/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 90 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 94 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-12-19
ბიუროს ნომერი 13

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. საქართველოს 11.11.2015, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის (საქართველოს სარეგისტრაციო კოდი: საკანონმდებლო მაცნე 200000000.05.001.017922) (www.matsne.gov.ge), პირველი მუხლით გათვალისწინებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ს) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, მის მიერ შემდგომში საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - საჯარო სამსახურის ბიუროსათვის გადასაცემად, ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, მონაცემების ელექტრონული მიმოცვლის სისტემის ფუნქციონირებისათვის საჭირო ინფორმაცია.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისათვის შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის შექმნის აუცილებლობით. ზემოაღნიშნულ კანონს, 2015 წლის 27 ოქტომბრის საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, დაემატა 181 მუხლი, რომელიც ადგენს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის განხორციელების ვალდებულებას და შესაბამის წესებს. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგს ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო სამსახურის ბიურო. თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის დადგენილი წესით, შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, როგორც მონაცემთა გაცვლის ერთიანი სისტემისა და ინფორმაციული რესურსების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ საჯარო დაწესებულებას, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“-ს მე-16-მე19 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოების ურთიერთდახმარების ვალდებულების შესრულების გზით, უნდა მიეცეს შესაძლებლობა, საგადასახადო ორგანოსაგან მიიღოს საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია, კანონით დადგენილი წესით მისი შენახვისა და გაცვლის მიზნით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის სსიპ - მონაცემთა გაცვლის სააგენტოსათვის გადასაცემად, მის მიერ აღნიშნული ინფორმაციის სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროსთვის მიწოდების მიზნით, საჭიროა შესაბამისი ცვლილება განხორციელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლში. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულების თანამდებობის პირთა განხორციელებისათვის, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის სამართლებრივი და ელექტრონული მექანიზმის შექმნის უზრუნველყოფა. წინამდებარე კანონის პროექტის მიღებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი მონაცემთა გაცვლის სააგენტო გახდება უფლებამოსილი მონაცემთა მიმოცვლის ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიიღოს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საჯარო სამსახურის ბიუროს მიაწოდოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის მიერ დამუშავებული ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის განხორციელებისათვის. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო, მისი თანამშრომელი, მოწვეული სპეციალისტი ან/და ექსპერტი ვალდებულია დაიცვას გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაციის საიდუმლოება, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით: „ს) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, მის მიერ შემდგომში საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - საჯარო სამსახურის ბიუროსათვის გადასაცემად, ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, მონაცემების ელექტრონული მიმოცვლის სისტემის ფუნქციონირებისათვის საჭირო ინფორმაცია.“. წინამდებარე კანონის პროექტის მიღების შედეგად, ზემოაღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის „ს“ ქვეპუნქტის ნორმატიული შინაარსით შეიქმნება სამართლებრივი საფუძველი, კორუფციის სფეროში სამართალდარღვევათა გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, თანამდებობის პირის ქონებრივი ელექტრონული სისტემის მდგომარეობის შექმნისათვის. აღნიშნული დეკლარაციის მონიტორინგის გულისხმობს ამავე ნორმით განსაზღვრული საჯარო დაწესებულებისათვის მონაცემების მიღების, შენახვისა და შემდგომი გაცვლისათვის უფლებამოსილების მინიჭებას. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას და კანონმდებლობით გათვალისწინებული ქმედებები განხორციელდება არსებული საბიუჯეტო სახსრების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - ნოტარიუსთა პალატამ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 39-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“ ქვეპუნქტი: „ს) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო სამსახურის ბიუროს – „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას.“. აქტებით