„ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 94 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 87 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-12-26
ბიუროს ნომერი 17
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე
ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე
არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის
შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №43, 2000 წელი,
მუხ. 122) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა)
თუ
არსებული
მწვანე
ნარგავები
დაავადებული,
ხმელი,
ხმობადი,
ამორტიზებული, ან ფაუტია, ხოლო აღნიშნული ფაქტი და დაავადებული მწვანე
ნარგავების განკურნების შეუძლებლობა დადასტურებულია შესაბამისი გამოცდილებისა
და კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ;”.
2. მე-6 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მწვანე ნარგავების
ჭრა დასაშვებია მხოლოდ ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების საკომპენსაციო
შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით, გარდა ამავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული შემთხვევისა.”.
3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:
„მუხლი 61
ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში შესაბამისი ორგანოების მიერ
მეორე და მესამე კატეგორიებისთვის მიკუთვნებული
მწვანე ნარგავების ჭრის
ნებართვის გამცემი ორგანო/სამსახური, ნებართვის გაცემის წესი და პირობები დგინდება
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
2
განმარტებითი ბარათი
„ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე
ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე
არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის
შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს
კანონპროექტის (შემდგომში -კანონპროექტი) შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
„ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე
ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილებების
შეტანა
განპირობებულია
არსებული
რეგულაციების შემდგომი დახვეწის საჭიროებით.
ზემოაღნიშნული კანონის მოქმედი რედაქციით, მწვანე ნარგავის ჭრა დასაშვებია
მხოლოდ
ბიომრავალფერონებაზე
ღონისძიების
განხორციელებით.
ზემოქმედების
არსებული
შესაბამისი
საკომპენსაციო
რეგულაციებით
არ
არის
გათვალისწინებული დაავადებული მწვანე ნარგავის ჭრის შესაძლებლობა გარემოზე
ზემოქმედების საკომპენსაციო ღონისძიების გარეშე, რაც თავის მხრივ წარმოადგენს
დამატებით ტვირთს კერძო მესაკუთრის ფინანსური მდგომარეობისათვის. აღნიშნული
აფერხებს ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების გადამდები დაავადებების
დროულ პრევენციას და მოვლითი ღონისძიებების განხორციელებას, რაც საფრთხეს
უქმნის მწვანე საფარს.
ამასთან, ზემოაღნიშნული კანონის მოქმედი რედაქციის შესაბამისად, მწვანე ნარგავის
დაავადების
ფაქტის
დადასტურების
უფლებამოსილება
გააჩნია
„შესაბამისი
უფლებამოსილების მქონე პირს“. ვინაიდან, კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული
უფლებამოსილი პირის ცნება და ამგვარი უფლებამოსილების მქონე სუბიექტი,
აუცილებელია განისაზღვროს კრიტერიუმები, რომელთა არსებობაც პირს აღჭურვავს
მწვანე ნარგავის დაავადებისა და მისი მოჭრის აუცილებლობის ფაქტის დადასტურების
ფუნქციით.
საკანონმდებლო ცვლილების ინიცირების ერთ-ერთ მიზეზს ასევე წარმოადგენს ის
ფაქტი, რომ საკანონმდებლო აქტით არ არის განსაზღვრული მწვანე ნარგავის ჭრის
ნებართვის გამცემი უფლებამოსილი ორგანო.
3
ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების მიზანია გამონაკლისის დადგენა,
იმისთვის, რომ დასაშვები იყოს კერძო საკუთრებაში არსებული დაავადებული მწვანე
ნარგავების ჭრა ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შესაბამისი საკომპენსაციო
ღონისძიების განხორციელების გარეშე. დაავადებული ხე, რომელიც არ ექვემდებარება
განკურნებას, უნდა მოიჭრას სანიტარული ჭრის ფარგლებში, რაც გულისხმობს მწვანე
ნარგავების მოვლით ღონისძიებას, ვინაიდან დაავადებული ხე-მცენარე დაავადების
გავრცელების წყაროს წარმოადგენს და საფრთხეს უქმნის მიმდებარედ არსებულ ჯანსაღ
მწვანე საფარს. შესაბამისად, სამართლიანი იქნება ბიომრავაფეროვნებაზე ზემოქმედების
შესაბამისი
საკომპენსაციო
ღონისძიების
განხორციელების
ვალდებულებისაგან
გათავისუფლდნენ მესაკუთრები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მწვანე ნარგავის
ჭრის ნებართვის მოპოვებით.
ამასთან, კანონპროექტის მიზანია, განისაზღვროს ჭრის ნებართვის გამცემი
უფლებამოსილი ორგანო და ის კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს
მწვანე ნარგავის დაავადების ფაქტის დადასტურებაზე უფლებამოსილი პირი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე
ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით ახლებურად
განისაზღვრება მწვანე ნარგავის დაავადების ფაქტის დამდგენი სუბიექტისადმი
წაყენებული მოთხოვნები, ვინაიდან კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული
უფლებამოსილი პირი, ამგვარი უფლებამოსილების დასადგენად მნიშვნელოვანი იქნება
პირის კვალიფიკაცია და გამოცდილება შესაბამისი დარგში.
კანონის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტით დგინდება გამონაკლისი,
რომლის
შესაბამისადაც, განიმარტება, რომ ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შესაბამისი
ღონისძიების განხორციელების გარეშე დაავადებული მწვანე ნარგავის ჭრა დასაშვებია
კერძო საკუთრებაში.
კანონს
ემატება
61
მუხლი,
რომლის
შესაბამისად,
ადმინისტრაციულ საზღვრებში შესაბამისი ორგანოების მიერ
ქალაქ
თბილისის
მეორე და მესამე
კატეგორიებისთვის მიკუთვნებული მწვანე ნარგავების ჭრის ნებართვის გამცემი
ორგანო/სამსახური, ნებართვის გაცემის წესი და პირობები დგინდება ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
4
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო
ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, თუმცა მისი
ზუსტი ოდენობის დადგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება პროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე,
რომლებზეც გავრცელდება მისი მოქმედება, თუმცა ამ ეტაპზე ზუსტი ოდენობის
განსაზღვრა შეუძლებელია.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს რაიმე სახის გადასახადს ან მოსაკრებელს.
ან
სხვა
სახის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთნ.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართევლოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან;
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
5
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
.....
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებულია რიგ კერძო კომპანიებთან კონსულტაციის გზით, მათი
ინიციატივით.
ე) კანონპროექტის ავტორი:
…..
ვ) პროექტის ინიციატორი:
....