„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 94 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 88 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-12-26
ბიუროს ნომერი 17
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი
1.
საქართველოს
ორგანულ
კანონში
„ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსი“ (www.matsne.gov.ge, 19.02.2014, სარეგისტრაციო კოდი:
010250000.04.001.016100) შეტანილ იქნეს ცვლილება და 64-ე მუხლის პირველ პუნქტს
დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული
მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებები.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
ცვლილების შეტანის თაობაზე”
საქართველოს ორგანული კანონის პროექტის შესახებ
ა)
ზოგადი
ინფორმაცია
საქართველოს
ორგანულ
კანონში
„ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის
პროექტის (შემდგომში -კანონპროექტი) შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
წარმოდგენილი კანონპროექტის ინიცირება განპირობებულია „ქალაქ თბილისის
საზღვრებში
და
მიმდებარე
ტერიტორიაზე
არსებული
მწვანე
ნარგავებისა
და
სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში
დაგეგმილი ცვლილებებით, რითაც ახლებურად განისაზღვრება მწვანე ნარგავების ჭრის
სამართლებრივი საფუძვლები, გარემოზე ზემოქმედების საკომპენსაციო ღონისძიებების
განხორციელების მექანიზმები, განიმარტება ამგვარი ღონისძიებების არსი, დგინდება
ზემოაღნიშნული ღონისძიებებისაგან სახელმწიფოსა და თვითმმართველი ერთეულის
გათავისუფლების შესაძლებლობა და სხვა.
ზემოაღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობის პროცესმა გამოავლინა მათი
ჰარმონიზების საჭიროება საქართველოს ორგანულ კანონთან „ადგილობრივი
თვითმმართველობის
კოდექსთან“,
რომელიც
ქვეყანაში
თვითმმართველობის
განხორციელების ძირითად სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“
მოქმედი რედაქციის 64-ე მუხლით განსაზღვრულია თბილისის, როგორც დედაქალაქის
განსაკუთრებული სტატუსით განპირობებული, საკუთარი უფლებამოსილებები, სადაც
არ არის ასახული ის კომპეტენცია, რომელიც გამომდინარეობს საქართველოს კანონიდან
„ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე
ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“.
ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი:
კანონპროექტის მიღების მიზანია, ხარვეზის აღმოფხვრა და საქართველოს ორგანული
კანონის
„ადგლობრივი
თვითმმართველობის
საკუთარ
უფლებამოსილებად
„ქალაქ
კოდექსის“
თბილისის
მიხედვით,
საზღვრებში
და
თბილისის
მიმდებარე
ტერიტორიაზე
არსებული
მწვანე
ნარგავებისა
და
სახელმწიფო
ტყის
ფონდის
განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების
განსაზღვრა, რითაც შეიქნება მათი განხორციელებისათვის მყარი სამართლებრივი
საფუძველი და ამ გზით ერთმანეთთან შესაბამისობაში მოვა ზემოაღნიშნული
საკანონმებლო აქტებით დადგენილი რეგულაციები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი
კანონპროექტის
ძირითადი
არსი
მდგომარეობს
იმაში,
რომ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 64ე მუხლს, რომლითაც განსაზრვრულია თბილისის საკუთარი უფლებამოსილებები,
ემატება „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე
ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული კომპეტენცია, ვინაიდან, მას, როგორც
მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას, არ მოიცავს საქართველოს ორგანული
კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ სხვა მოქმედი ნორმები.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო
ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება პროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს რაიმე სახის გადასახადს ან მოსაკრებელს.
ან
სხვა
სახის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთნ.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართევლოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან;
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
….
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
ე) კანონპროექტის ავტორი:
…..
ვ) პროექტის ინიციატორი:
....