საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ 2015-2016 წლებში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში.

ანგარიში ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
31.08.2016
ავტორი
საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო
ნომერი
#9637/8
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ინიციირებული ვარიანტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-09-06
ბიუროს ნომერი 426

📜 ტექსტი

წერილი
N 9637 31/08/2016 საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, გიგზავნით საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ 2015-2016 წლებში განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს საქართველოს პარლამენტის ბიუროზე წარსადგენად. დანართი: 13 ფურცელი. პატივისცემით, მანანა კობახიძე
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის ანგარიში 2015 -2016 წელი ზოგადი ინფორმაცია გენდერული თანასწორობის საბჭოს შესახებ: საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ახორციელებს საქმიანობას სხვადასხვა მიმართულებით:  „საქართველოში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების ღონისძიებათა 2014-2016 წლების სამოქმედო გეგმის“ შესრულების მონიტორინგი და თანამშრომლობა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან.  თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან  თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასა და არასამთავრობო სექტორთან  მუშაობა ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე  მუშაობა თვითმმართველობის სფეროში  მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივები და ცვლილებები გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები წარმოდგენილნი არიან საქართველოს პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტებში, ხოლო ორი წევრი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების თავმჯდომარეა, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს გენდეული საკითხების გათვალისწინებას მათ საქმიანობაში. გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან. ღონისძიებებში. მჭიდროდ საერთაშორისო იღებს ასევე საბჭო თუ მონაწილეობას თანამშრომლობს თანამშრომლობს ადგილობრივ მათ მიერ საქართველოს გენდერულ არასამთავრობო განხორციელებულ პრემიერ მინისტრის თანაშემწესთან ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში და მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოსთან. გენდერული თანასწორობის საბჭო იღებს მრავალრიცხოვან წერილებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან და მონაწილეობას იღებს იმ ანგარიშების შედგენაში, რომელთა წარდგენის ვალდებულებები აკისრია საქართველოს მთავრობას გარკვეული პერიოდულობით. საანგარიშო პერიოდში ჩატარებული მნიშვნელოვანი საქმიანობები და ღონისძიებები „საქართველოში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების ღონისძიებათა 2014−2016 წლების სამოქმედო გეგმა 2015 წლის მარტში საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ მხარდაჭერით მომზადდა „საქართველოში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების ღონისძიებათა 2014−2016 წლების სამოქმედო გეგმის“ ერთწლიანი ანგარიში. 2015 წლის მარტსა და აპრილში ჩატარდა კვლევა. კვლევის მიზანი იყო „საქართველოში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების ღონისძიებათა 2014−2016 წლების სამოქმედო გეგმის“ განხორციელების შეფასება ერთი წლის შემდეგ - რა შესრულდა 2014 წელს დაგეგმილი ღონისძიებებიდან და რისი განხორციელება მიმდინარეობს, რა პრობლემები გამოიკვეთა შესრულების პერიოდში და ზოგადი რეკომენდაციების შემუშვება. კვლევის პროცესში შედგა შეხვედრები გეგმის განხორციელებაში მონაწილე ყველა სამინისტროს წარმომადგენელთან შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის მოპოვებისა და მონიტორინგის მიზნით. კვლევის დასრულების შემდეგ მომზადდა გეგმის შესრულების ერთწლიანი ანგარიში და გაიმართა შედეგების პრეზენტაცია. ღონისძიების ორგანიზატორი იყო საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით. გენდერული შესრულების თანასწორობის ერთწლიანი 2014-2016 შედეგების წლების პრეზენტაცია სამოქმედო გეგმის წარმოადგინა გაეროს განვითარების პროგრამის ექსპერტმა ირინა ჟვანიამ. გეგმის შესრულების ერთწლიანი ანგარიში მოიცავდა ინფორმაციას 2014 წელს გატარებული ღონისძიებებისა და საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ, რომლებიც ხელს უწყობენ გენდერული თანასწორობის დამკვიდრებას საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების ყველა ასპექტში. 2016 წლის გათვალისწინებული მარტში შეგროვდა ღონისძიებების 2015 შესახებ წლის განმავლობაში ინფორმაცია ყველა გეგმით მონაწილე უწყებიდან. ინფორმაცია დაამუშვა და ერთწლიანი ანგარიში მოამზადა გაეროს განვითარების პროგრამის ექსპერტმა ირინა ჟვანიამ. 2016 წლის 22 მარტს გაიმართა გენდერული თანასწორობის 2014-2016 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ერთწლიანი შედეგების პრეზენტაცია. ღონისძიებას საქართელოს მთვარობის, პარლამენტის, საერთაშორიოს ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელები ესწრებოდნენ. თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საერთაშორისო სესიებში მონაწილეობა 2015 წლის 9-20 მარტს გაეროს ნიუ-იორკის შტაბბინაში ქალთა სტატუსის კომისიის 59-ე სესია (CSW59) გაიმართა. სესიისა და მის ფარგლებში გამართული სხვადასხვა ღონისძიებების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად 5-15 მარტის პერიოდში საქართველოდან ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი გუგული მაღრაძე. პარლამენტის წევრი, გუგული მაღრაძე სიტყვით გამოვიდა აღნიშნული ღონისძიების გენერალური ასამბლეის სხდომაზე, რომლის დროსაც, სხდომის მთავარი თემის პარალელურად, მან ისაუბრა ქვეყნის მიერ გენდერული თანასწორობის მიმართულებით მიღწეული პროგრესის, არსებული გამოწვევების, ამ სფეროში აქტიური და პროგრესული საკანონმდებლო საქმიანობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ. გუგული მაღრაძე, აგრეთვე, სიტყვით გამოვიდა შეხვედრაზე, რომელიც ეძღვნებოდა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სფეროში არსებულ გამოწვევებს და მათი დაძლევის პერსპექტივებს 2015-2020 წლის სამოქმედო გეგმების შესაბამისად. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაძლირებისათვის სპეციალური დროებითი ზომების მნიშვნელობაზე. ვიზიტის პერიოდში პარლამენტის წევრი, გუგული მაღრაძე მონაწილეობდა CSW59ის ფარგლებში გამართულ დისკუსიებში, რომლებზეც გენდერული თანასწორობის პრობლემატიკა განიხილებოდა. 2016 წლის 10-20 მარტს, საქართველოს დელეგაციამ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის, მანანა კობახიძის ხელმძღვანელობით, ნიუ-იორკში, გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის მე-60 სესიის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო. კომისიის მთავარი სამუშაო თემა იყო „ქალთა გაძლიერება და მისი როლი მდგრადი განვითარების პროცესში“. კომისიამ 59-ე სესიაზე მიღებული დასკვნების იმპლემენტაციის პროგრესიც შეაფასა, რომელიც ქალთა და გოგონათა მიმართ ყველა ფორმის ძალადობის აღმოფხვრას და პრევენციას შეეხება. დელეგაციის შემადგენელობაში შედიოდნენ პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფიო ჯაფარიძე, ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია და არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ წარმომადგენლები. მანანა კობახიძემ სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საქართველოში ქალთა გაძლიერებაზე, მათ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობაზე, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაზე და ამ მიმართულებით ქვეყნის სტრატეგიაზე ისაუბრა. ღონისძიების ფარგლებში, მანანა კობახიძემ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ორგანიზებით და უშუალოდ მადლენ ოლბრაიტის მიწვევით, მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში, რომელიც ქალი პოლიტიკოსების უფლებების დაცვას და ამ მიზნით შესაბამისი საერთაშორისო კამპანიის დაწყებას ისახავდა მიზნად. ასევე, გაიმართა ორმხრივი შეხვედრა პარლამენტის ვიცე სპიკერს, პრემიერმინისტრის თანაშემწესა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოში განხორციელებული რეფორმები, კერძოდ იძულებითი ქორწინების კრიმინალიზაცია, ნაადრევი ქორწინების აკრძალვა, ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფო სტრატეგიისა და შესაბამისი ინსტიტუციური მექანიზმების არსებობა. ვიზიტის დროს, მანანა კობახიძე მიწვეული იყო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ნიუ- იორკის ოფისის ხელმძღვანელის, ნატა მენაბდის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ღონისძიებაზე, რომელიც ქალთა და ბავშვთა ჯანმრთელობაზე საყოფაცხოვრებო გამონაბოლქვისა და არაჯანსაღი ენერგორესურსების გამოყენების მავნე ზეგავლენას ეხებოდა. 2015 წლის 7-9 ოქტომბერს, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ მონაწილება მიიღო ქ. მეხიკოში დაგეგმილ გლობალურ ფორუმში - „ქალები პარლამენტში“. თავის მოხსენებაში მან წარმოადგინა საქართველოში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით არსებული პროგრესი და გამოწვევები და ამ საქმეში პარლამენტის განსაკუთრებული როლი. საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ერთობლივი ღონისძიებები გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, გაეროს მოსახლეობის ფონდის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერა. ბევრი ღონისძიება იმართება მათთან აქტიური პარტნიორობით. 2015 წლის 27 აპრილს, ეროვნული ახალგაზრდული ფორუმი: „მეტი ინვესტირება ახალგაზრდების განვითარებაში“ გაიხსნა. ღონისძიება მოეწყო პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი - საქართველოსთან პარტნიორობით, გაეროს მოსახლეობის ფონდის რეგიონული ახალგაზრდული საადვოკაციო კამპანიის „ახალგაზრდების ხმის“ საინიციატივო ჯგუფთან მჭიდრო თანამშრომლობით და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით გაეროს ერთობლივი პროგრამის, „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ფარგლებში. ფორუმი პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, მანანა კობახიძემ გახსნა. ეროვნული ფორუმის მონაწილეებმა: პარლამენტისა და სხვადასხვა დარგობრივი სამინისტროების წარმომადგენლებმა, ექსპერტებმა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოისმინეს ახალგაზრდების მოსაზრება მათი საჭიროებების შესახებ, განიხილეს საქართველოში ახალგაზრდების განვითარებისათვის გარემოს გაუმჯობესების შესაძლებლობები და წარმოადგინეს ამ მიმართულებით საქართველოში განხორციელებული თუ დაგეგმილი ღონისძიებები. 2015 წლის 4 მაისს საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს, მსოფლიო ბანკისა და გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში“ თანამშრომლობით ჩატარდა პრეზენტაცია კვლევაზე: გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა საქართველოში: კონტექსტი, მტკიცებულებები, შედეგები და შესაძლო გადაწყვეტილებები. კვლევის ძირითადი მიგნებების და რეკომენდაციების პრეზენტაცია გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ წარმოადგინა. კონფერენციის მონაწილეებმა შეაჯამეს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ახლახანს ჩატარებული კვლევების ძირითადი მიგნებები, რამაც გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის მიზეზები, შედეგები და მტკიცებულებები გამოავლინა. კვლევა საქართველოში ჩატარდა მსოფლიო ბანკისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის ერთობლივი ძალისხმევითა და თანადაფინანსებით. მსოფლიო ბანკმა პროექტი განახორციელა გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი ქოლგა ფონდის ფარგლებში (Umbrella Trust Fund for Gender Equality), გაეროს მოსახლეობის ფონდმა კი - შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის საქართველოს პარლამენტის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ფარგლებში გენდერული თანასწორობის საბჭოსთან პარტნიორობით. კონფერენციის მინაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა სოფრომაძემ, გაეროს მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნილს სკოტმა, შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოსა და სომხეთში მარტინა ქვიქმა და მსოფლიო ბანკის ამიერკავკასიის ოფისის ჰუმანური განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელმა, დანდან ჩენიმ. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, სამეცნიერო და პროფესიული საზოგადოებების წარმომადგენლები. გაეროს განვითარების გენდერული პროგრამის თანასწორობის მხარდაჭერით კონკურსი. ყოველწლიურად იმართება მონაწილეობას იღებდნენ კონკურსში კომპანიები, რომლებიც თავიანთ სისტემაში იცავენ გენდერულ თანასწორობას. 2015 წლის 6 ივლისს, თანასწორობის ცერემონია სასტუმროში კონკურსის გახსნა "რუმს თბილისი" გამარჯვებულთა პარლამენტის გაიმართა დაჯილდოება. თავმჯდომარის პირველმა გენდერული დაჯილდოების მოადგილემ და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, მანანა კობახიძემ. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა, შომბი შარფმა. მან საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს გენდერული თანასწორობის მხარდაჭერისთვის სპეციალური ჯილდო გადასცა. საქართველოს პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ისაუბრა გენდერული თანასწორობის კუთხით ქვეყნის წინაშე მდგარ ამოცანებზე. 2015 წლის გამარჯვებულთა დაჯილდოებას დაესწრნენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის, ბიზნესის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონკურსი ჩატარდა გაეროს ერთობლივი პროგრამის - “გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში” ფარგლებში. 2015 წლის 9-10 ნოემბერს გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენლები მონაწილეობას იღებდნენ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში „გენდერული თანასწორობისკენ - გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში“, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირთან და გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან თანამშრომლობით. კონფერენციას ესწრებოდნენ ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნების, ევროკავშირის სტრუქტურების და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების 250 წარმომადგენელი, ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის აქტივისტები, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მკვლევარები, გაეროს სააგენტოების, ეუთოს და ევროპის საბჭოს წარმომადგენლები. 2016 წლის 15 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, მანანა კობახიძე და საბჭოს წევრები გუგული მაღრაძე და ნანა ყეინიშვილი გაეროს სპეციალურ მომხსენებელს, დუბრავკა სიმონოვიჩს შეხვდნენ. მხარეებმა ქალთა მიმართ ძალადობაზე, მის მიზეზებსა და შედეგებზე ისაუბრეს. გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ და საბჭოს წევრებმა სტუმარს ქალთა უფლებების დაცვის კუთხით კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები და სამომავლო გეგმები გააცნეს. 2016 წლის 29 მარტს, გაეროს ბავშვთა ფონდის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, გაეროს მოსახლეობის ფონდის თხოვნის საფუძველზე პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტებმა დედათა და ბავშვთა არასრულფასოვანი კვების შემცირების საკითხებთან დაკავშირებით ერთობლივი შეხვედრა გამართეს. ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები, გაეროს ბავშვთა ფონდის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, გაეროს მოსახლეობის ფონდის, სხვადასხვა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ორსულ ქალებსა და ბავშვებში არასრულფასოვანი კვების შემცირების ქმედით ნაბიჯებზე მსჯელობისას, შეხვედრის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს ისეთ საკითხზე, როგორიცაა ორსულების ანემიის, ფოლიუმის მჟავის ნაკლებობით გამოწვეული შეხვედრა დეფექტებისა პარლამენტის და რკინის თავმჯდომარის ნაკლებობის პირველმა შემცირების მოადგილემ, გზები. გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, მანანა კობახიძემ გახსნა. შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით ჯანმრთელობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი დაცვისა და სოციალურ ხუნდაძემ მიმართა. მისი განცხადებით, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა არსებული ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ორსულ ქალებსა და ბავშვებში არასრულფასოვანი კვების შემცირების საკითხებზე კომიტეტში ძალიან ბევრი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, გაეროს ბავშვთა ფონდის ექსპერტმა, მაია ხერხეულიძემ წარმოადგინა პრეზენტაცია: „დედათა და ბავშვთა ნუტრიციული სტატუსი საქართველოში და რეკომენდებული ინტერვენციები“. მან ისაუბრა იმ გარემოებებზე, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი სწორი და ადეკვატური კვება მუცლადყოფნის პერიოდში და სიცოცხლის პირველი ორი წლის განმავლობაში, რომელიც განისაზღვრა ე.წ. კრიტიკულ პერიოდად. პრეზენტაციის დასრულების პარლამენტის წევრებმა, შემდეგ დაავადებათა საკუთარი მოსაზრებები კონტროლისა და გამოთქვეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა, შეხვედრაზე მოწვეულმა პედიატრებმა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. დისკუსიის შემდეგ, შეხვედრის მონაწილეებს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ თავმჯდომარემ, დიმიტრი საკითხთა კომიტეტის ხუნდაძემ გააცნო. პოზიცია მისივე თქმით, კომიტეტის შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული იქნება მას შემდეგ, რაც ახალი რეალობის ამსახველი კვლევის შედეგები გამოქვეყნდება. მუშაობა ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საქართველოს პარლამენტი ინტენსიურად მუშაობს „ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროსაბჭოს კონვენციის“ (სტამბოლის კონვენცია) რატიფიცირებისათვის საჭირო მომზადებაზე კანონების ჰარმონიზაციის საერთაშორისო თუ ყველა წინაპირობის ღონისძიებებში მონაწილეობისა და სხვადასხვა შეხვედრების ორგანიზების კუთხით. 2015 წლის 3 მარტს, გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენლები დაესწრნენ დოკუმენტური ფილმის ჩვენებაზე „ხმა ამოიღეთ“, რომლის ორგანიზატორი იყო გაეროს ერთობლივი პროგრამა „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ . რეჟისორ ზურაბ ინაშვილის ფილმი ეძღვნებოდა ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებს. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია დამსწრე საზოგადოებას შორის. 2015 წლის 24 მარტს, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე დაესწრო საჯარო დებატებს “ევროსაბჭოს კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასა და პრევენციაზე: განხორციელება და მონიტორინგი. სადაც მანანა კობახიძემ წარადგინა საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ხედვა ევროსაბჭოს 2011 წლის კონვენციის რატიფიცირებისა და განხორციელების ძირითად საკითხებზე. 2015 წლის ივნისში საქართველოს პარლამენტში ჩატარდა ევროპის საბჭოს სემინარი „სტამბოლის კონვენცია-ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ . სემინარზე განიხილეს ოჯახში ძალადობის კუთხით სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობის კონვენციასთან მისადაგების საკითხი, რომელზეც გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანასწორობისა და არადისკრიმინაციის კომიტეტის წევრმა, გუგული მაღრაძემ ისაუბრა. გარდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებისა სემინარში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის წევრებმა, სახალხო დამცველის ოფისის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, რომლებიც მუშობენ ქალთა მიმართ ძლადობის საკითხებზე. 2015 წლის 29 სექტემბერს ასამბლეის, გენდერული სტრასბურგში, ევროსაბჭოს თანასწორობის და უმცირესობის საპარლამენტო უფლებების ქვეკომიტეტის სხდომაზე, რომელსაც გენდერული თანასწორობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გუგული მაღრაძე თავმჯდომარეობდა მრავალჯერადი დისკრიმინაციის საკითხებზე იმსჯელეს, რომელიც ძალზე აქტუალურია სტამბოლის კონვენციის კონტექსტში. სხდომაზე დეპუტატებმა რამდენიმე ექსპერტის მოხსენება მოისმინეს და საკითხის ირგვლივ დისკუსია გამართეს. პროფესორმა ტოვი მალოუმ, ნაციონალური უმცირესობების ჩარჩო კონვენციის მრჩეველთა კომიტეტის წევრმა, თავის პრეზენტაციაში მიმოიხილა ის სამართლებრივი მექანიზმები და რეგულაციები, რომლებიც ევროსაბჭოს აქვს შემუშავებული მრავალმხრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ და განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ამ რეგულაციების განხორციელების მნიშვნელობას, რისთვისაც ევროსაბჭოს შესაბამისი გაიდლაინები აქვს შემუშავებული. გუგული მაღრაძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ საქართველოში მონიტორინგს ამ საკითხებზე პარლამენტის შესაბამისი კომიტეტები და გენდერული თანასწორობის საბჭო ახორციელებს, ასევე სახალხო დამცველის ოფისი და არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთაც დიდ დახმარებას გაუწევს ასეთი გაიდლაინები. მუშაობა თვითმმართველობის სფეროში ქალთა საკითხების გათვალისწინება უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება თვითმმართველობებში, და გადაწყვეტილებების მათი მიღების პროცესში მათი ჩართულობა მნიშვნელოვანი საკითხია გენდერული თანასწორობის საბჭოს მუშობაში. გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გატარების, ქალთა უფლებების გაუმჯობესებისა და პოლიტიკაში მეტი ქალის ჩართულობის შესახებ ისაუბრეს საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, მანანა კობახიძემ და საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის წარმომადგენლებმა პარლამენტში 2015 წლის 4 მარტს გამართულ შეხვედრაზე. შეხვედრაზე, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ გენდერული საბჭოს წევრები გიგლა აგულაშვილი, გია გოზალიშვილი და ეკა ბესელია, ისაუბრეს რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, გენდერული თანასწორობის გაუმჯობესების პროცესში მამაკაცთა ჩართულობის შესახებ და ამ მიზნით ცნობიერების ამაღლებისათვის გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე. 2015 წლის 24 სექტემბერს, მოადგილემ, პარლამენტის პარლამენტის გენდერული თავმჯდომარის თანასწორობის პირველმა საბჭოს თავმჯდომარემ, მანანა კობახიძემ შეხვედრა გამართა ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში მოქმედი პროგრამის: „ჰორიზონტის გაფართოება: გაუმჯობესებული არჩევანი ქალებისა და გოგონების პროფესიული და ეკონომიკური გაძლიერებისათვის“ ერთ-ერთ კომპონენტში - ,,ქალთა ოთახები“ ჩართულ ქალბატონებთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ,,ქალთა ოთახების“ მუშაობის სპეციფიკას, სამოქმედო გეგმას, ჩატარებულ ტრენინგებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობის საკითხებს და სამომავლო გეგმებს. 2015 წლის 23 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის გენდერული საბჭოს წევრი, გუგული მაღრაძე, ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანში, კოოპერატივ „ალვანში" დასაქმებულ ქალბატონებს შეხვდა და მათ მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო. გუგული მაღრაძემ კოოპერატივის წევრებს და შეკრებილ საზოგადოებას ის საკანონმდებლო სიახლეები გააცნო, რაც „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ” მოქმედ კანონში შედის და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. 2015 წლის 29 ოქტომბერს, სასტუმრო ,,თბილისი მარიოტში“ ორდღიანი კონფერენცია "გენდერული თანასწორობის პრინციპები ადგილობრივ თვითმმართველობაში" გაიხსნა. ღონისძიებაზე იმსჯელეს თვითმმართველობებში გენდერული თანასწორობისთვის აუცილებელ ინსტიტუციურ მექანიზმებზე, ისაუბრეს ,,ერთი ფანჯრის“ პრინციპზე და განიხილეს გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების საკითხები. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, მანანა კობახიძემ და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში, ერიკა კვაპილოვამ მიმართეს. 2015 წლის 13 ნოემბერს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, მანანა კობახიძე და პარლამენტის წევრები გუგული მაღრაძე და ნანა ყეინიშვილი საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის წევრებს შეხვდნენ. სტუმრებმა ისაუბრეს მათ მიერ მუნიციპალიტეტებში შესრულებული სამუშაოს შესახებ და სამომავლო გეგმებზე. შეხვედრაზე საკრებულოებში გენდერული თანასწორობის საბჭოების შექმნაზე იმსჯელეს. განხილული იყო ადგილობრივ დონეზე პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალების მონაწილეობის წახალისების საკითხი. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს კონკრეტული ქალბატონების პრობლემები და მათი გადაჭრის გზები დასახეს. გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, მანანა კობახიძემ საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის წევრებს მათ საქმიანობაში თანადგომა აღუთქვა. გენდერული თანასწორობის საბჭო თანამშრომლობდა მერსი ქორფს საქართველოს ოფისთან ისეთი დოკუმენტის განახლებული ვერსიის მომზადების საკითხში, როგორიცაა „ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების წარმოადგენს გზამკვლევს ორგანოებისათვის სახელმძღვანელო საქართველოს გენდერული პრინციპები“. ადგილობრივი ბროშურა თვითმმართველობის თანასწორობის იმ ასპექტების გასათვალისწინებლად, რასაც ეწოდება ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ დონეზე. თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან: 2015 წლის 4 ნოემბერს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, მანანა კობახიძე მრავალშვილიანი დედების მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის „გენი ქართული“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ პრობლემებს, მრავალშვილიანობის საზოგადოებრივ იდეის პოპულარიზაციას, ცხოვრებაში აქტიურ მრავალშვილიანი ჩართულობას და სხვა დედების საკითხებს. ორგანიზაციის წევრებმა მანანა კობახიძეს გააცნეს მათ მიერ მრავალშვილიანი ოჯახებისთვის შემუშავებული სოციალური შინაარსის პროექტები. 2015 წლის განმავლობაში გენდერული თანასწორობის საბჭო მჭიდროდ თანამშრომლობდა „ქალთა საინფორმაციო ცენტრთან“, რომელიც ახორციელებდა ცვლილებების შემუშავებას ადგილობრივ თვითმმართველობებში გენდერული თანასწორობის საბჭოების შექმნასთან დაკავშირებით. ეს შეხვედრები საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა. საბოლოოდ ინიციატივა განხილული იყო გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომაზე და საბოლოოდ გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ მოახდინა კანონპროექტის ინიცირება. საკანონმდებლო ინიციატივები და ცვლილებები გენდერული თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილები: ცვლილებებით შემოთავაზებულია გენდერულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრება, რაც უწინარესად შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის და განვითარებაში. გენდერული თანასწორობის განხილვასა და შექმნასა საკითხებზე დამტკიცებაში. ორიენტირებული ამავდროულად, გამოიხატება აგრეთვე, სტრატეგიების ნარჩუნდება გენდერული თანასწორობის საკითხებზე პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობის მაკონტროლებელი ბერკეტები. ვინაიდან გენდერული თანასწორობის საბჭოს აღარ მოუხდება განსახორციელებელი გენდერული სამოქმედო თანასწორობის გეგმის უზრუნველსაყოფად პარლამენტისთვის დასამტკიცებლად წარდგენა, 2017 წლის პირველი იანვრიდან ხდება შესაბამისი ნორმის ამოღება გენდერული თანასწორობის საბჭოს უფლებამოსილებებიდან. გარდა ზემოთქმულისა, კანონპროექტი ითვალისწინებს ადგილობრივ დონეზე გენდერულ საკითხებზე სისტემური მუშაობის მიზნით, შესაბამისი საკრებულოების მიერ მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოების ჩამოყალიბებას, რომლებიც კოორდინირებულ რეჟიმში იმუშავებენ საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან. ამავდროულად, ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის გასატარებელ საკითხების ღონისძიებათა კანონპროექტით დაზუსტება, კოორდინაციის გათვალისწინებულია რომლის შესწავლის, შესაბამისადაც საქმიანობის მიზნით, დაგეგმვის, წარმოდგენილი გამგებლის/მერის უფლებამოსილების გამგეობის/მერიის ერთ-ერთ საჯარო მოსამსახურეს დაევალება ზემოხსენებული ფუნქციის განხორციელება. აქედან გამომდინარე ცვლილებები შევიდა „საქართველოს ორგანულ კანონში „ადილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“. 2016 წლის თებერვალში გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრის, გუგული მაღრაძის ინიცირებით ცვლილებები შევიდა „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში. ცვლილების თანახმად კანონში დამატებულია ნორმები, რომლის მიხედვით განისაზღვრება ადგილობრივი უფლებამოსილება მონაწილეობა თვითმმართველობის მიიღოს ოჯახში ორგანოიების ძალადობის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებში, რაც შეიძლება მოიცავდეს ცნობიერების ამაღლებას, კონფლიქტის გამომწვევი მიზეზების (წინაპირობების) შესწავლასა და ანალიზს, მედიაციას და ა.შ., აგრეთვე ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირების დახმარებისა და რეაბილიტაციის სფეროში, რაც ტავის მხრივ შეიძლება მოიცავდესადგილებზე ადგილობრივ მსხვერპლთა სოციალურ თავშესაფრების/კრიზისული პროგრამებში ცენტრების მსხვერპლთა მოწყობას, საჭიროებების გათვალისწინებას, მსხვერპლთა სარეაბილიტაციო პროგრამების შექმნასა და განხორციელებას, დასაქმებაში დახმარება-ხელშეწყობას და ა.შ. ქალთა პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის მიერ ინიცირებული იყო ცვლილებები „საქართველოს პოლიტიკური გაერთიანებების კანონპროექტის მიხედვით საარჩევნო შესახებ“ საარჩევნო კოდექსსა“ საქართველოს კოდექსს და „მოქალაქეთა ორგანულ ემატებოდა ნორმა, კანონში. რომლის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით წარსადგენ პროპორციულ საარცევნო სიაში ყოველ მომდევნო სამ კანდიდატს შორის ერთი მაინც წარმოდგენილი იქნებოდა განსხვავებული სქესის კანდიდატი. სამწუხაროდ კანონპროექტი არ იქნა მიღებული. ასევე ვერ მოხერხდა იმ ცვლილებების განხორციელება, რომელიც გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის მანანა კობახიძისა და გუგული მაღრაძის მიერ იქნა ინიცირებული „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. კანონპროექტით ზუსტდება პარტიის საბაზო დაფინანსებაზე 30%-იანი დანამატის მიღების წესი. კერძოდ პარტია 30 პროცენტიან დანამატს მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო სიის ყოველ სამეულში წარმოდგენილი იქნება განსხვავებული სქესის ერთი კანდიდატი მაინც.