„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-07-20
ბიუროს ნომერი 423
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №51, 31.12.2006, მუხ. 448) 261 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 261. ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის ლეგალიზაცია
1. 2016 წლის 1 ივლისამდე ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობა ლეგალიზებულად
ითვლება და დაბრუნებას არ ექვემდებარება.
2. შეწყდეს სასამართლო და სააღსრულებო წარმოებები ამ მუხლის პირველი პუნქტით
ლეგალიზებული საარსებო შემწეობის დაბრუნების თაობაზე საქმეებზე.
3. 2016 წლის 1 ივლისამდე საარსებო შემწეობის დაკავებული თანხა, აგრეთვე საარსებო შემწეობის
ზედმეტად გაცემის გამო შესაბამისი დავალიანების მქონე პირის მიერ ნებისმიერი სხვა ფორმით
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი კანონპროექტზე
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღება გამოწვეულია საარსებო შემწეობის ბენეფიციართა მხრიდან
სახელმწიფოს მიმართ დავალიანების არსებობით, რაც გამოწვეულია საარსებო შემწეობის თანხის
ზედმეტად დარიცხვითა და გაცემით. 2015 წლიდან შეიცვალა სოციალურად დაუცველი
მდგომარეობის
შეფასების
ოჯახების
(შინამეურნეობების)
სოციალურ-ეკონომიკური
მეთოდოლოგია და ადმინისტრირების სქემა. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ საარსებო
შემწეობის მიმღები ოჯახები ზედმეტად გაცემული თანხების მიუხედავად კვლავ მოწყვლად
კატეგორიას მიეკუთვნებიან, მათ სასარგებლოდ გაცემული თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში
ამოღება, რაც ძირითადად სასამართლო წესით ხორციელდება, მიზანშეუწონელია და მძიმე
ტვირთად აწვება საქართველოს მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ფენას.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია საარსებო შემწეობის ბენეფიციარები გაათავისუფლოს 2015 წლის
1 აპრილიდან 2016 წლის 1 ივლისამდე სახელმწიფოს მიმართ საარსებო შემწეობის ზედმეტად
დარიცხვისა და გაცემის გამო წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებებისაგან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროპექტით 2016 წლის 1 ივლისამდე ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობა
ითვლება ლეგალიზებულად და დაბრუნებას არ ექვემდებარება. ამასთანავე, უკვე დაკავებული
თანხები, აგრეთვე საარსებო შემწეობის ზედმეტად (არასწორად) გაცემის გამო შესაბამისი
დავალიანების მქონე პირის მიერ ნებისმიერი სხვა ფორმით საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტში გადახდილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება.
გარდა ამისა, კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს, სასამართლო და სააღსრულებო
წარმოებების შეწყვეტას, რომელიც დაკავშირებულია შესაბამისი თანხების სახელმწიფო
ბიუჯეტში ამოღებასთან.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი დაფინანსების
გამოყოფას. კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყაროა საბიუჯეტო ასიგნებები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, კერძოდ, იმ
ნაწილში, რომ სოციალური დახმარებების მიმღებ ბენეფიციართა სასარგებლოდ დათმობს 2016
წლის 1 ივლისის მდგომარეობით ზედმეტად დარიცხული საარსებო შემწეობის თანხას, რომელიც
შეადგენს დაახლოებით 640 000 ლარს და ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში
გადახდას/დაბრუნებას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
მოქმედი კანონმდებლობით, თუ პირი ისევ ხდება სოციალური დახმარების მიმღები,
თანხის დაკავება ხდება საარსებო შემწეობიდან. თუ აღარ იღებს პირი გასაცემელს, მაშინ თანხის
დაკავება ხდება სასამართლოს გადაწყვეტილებით აღსრულების ეროვნული ბიუროს მეშვეობით
ნებისმიერ შემოსავლიდან რომელიც აქვს.
შესაბამისად, კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ვინაიდან აღარ მოხდება თანხების დაკავება საარსებო შემწეობიდან და თუ პირი კვლავ არის
საარსებო შემწეობის მიმღები, თანხები გაიცემა მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების
სოციალური დახმარების კლასიფიკაციის მუხლიდან, პროგრამული კოდი: 350202.
სოციალური დახმარების ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს - სსიპ სოციალური
მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე პერიოდისათვის არსებული/მოძიებული
მონაცემების მიხედვით, 2016 წლის 1 ივლისის მდგომარეობით საარსებო შემწეობის დასაქვითი
თანხა შეადგენს დაახლოებით 260 500 ლარს.
ასევე, ვინაიდან კანონპროექტი ითვალისწინებს სასამართლო და სააღსრულებო
წარმოებების შეწყვეტას კანონპროექტის 261 მუხლის პირველი პუნქტით ლეგალიზებული
საარსებო შემწეობის დაბრუნების თაობაზე საქმეებზე, აღნიშნული თავის მხრივ გავლენას
იქონიებს შესაბამისი უწყებების ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე თანხების დაზოგვის
მიმართულებით.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოსათვის
ვალდებულებებს.
ახალ
ფინანსურ
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს იმ პირთა ფინანსური ვალდებულების შეწყვეტას
სახელმწიფოს მიმართ, რომელთაც ეს ვალდებულება წარმოეშვათ 2016 წლის 1 ივლისამდე
პერიოდში საარსებო შემწეობის ზედმეტად დარიცხვისა და გაცემის გამო. სოციალური
დახმარების ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს - სსიპ სოციალური მომსახურების
სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე პერიოდისათვის არსებული/მოძიებული მონაცემების
მიხედვით, 2016 წლის 1 ივლისის მდგომარეობით ზედმეტად დარიცხული საარსებო შემწეობის
თანხა, რომელიც ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას/დაქვითვას, შეადგენს
დაახლოებით 900 500 ლარს, დაახლოებით 3500 ოჯახზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახადის
ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოასაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
და
მრავალმხრივ
და
მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და
საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულებებს, ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება
1
მუხლი 26 . ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის ლეგალიზაცია (2.04.2015 N 3436)
1. 2015 წლის 1 აპრილამდე ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობა ლეგალიზებულად
ითვლება და დაბრუნებას არ ექვემდებარება.
2. შეწყდეს სასამართლო და სააღსრულებო წარმოებები ამ მუხლის პირველი პუნქტით
ლეგალიზებული საარსებო შემწეობის დაბრუნების თაობაზე საქმეებზე.