„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-07-20
ბიუროს ნომერი 423
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, N56, 28.12.2005, მუხ. 390) 241 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1
„მუხლი 24 . ზედმეტად გაცემული პენსიის ლეგალიზაცია
1. 2016 წლის 1 ივლისამდე ზედმეტად გაცემული პენსია ითვლება ლეგალიზებულად და
დაბრუნებას არ ექვემდებარება.
2. შეწყდეს სასამართლო და სააღსრულებო წარმოებები ამ მუხლის პირველი პუნქტით
ლეგალიზებული პენსიის დაბრუნების თაობაზე საქმეებზე.
3. 2016 წლის 1 ივლისამდე პენსიიდან დაკავებული თანხა, აგრეთვე პენსიის ზედმეტად გაცემის
გამო შესაბამისი დავალიანების მქონე პირის მიერ ნებისმიერი სხვა ფორმით საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი კანონპროექტზე
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის
შესაბამისად, პენსიონერი ვალდებულია პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აცნობოს პენსიის შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობის
შესახებ ამ საფუძვლის წარმოშობიდან 15 დღის ვადაში. თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც
პენსიის შეწყვეტის საფუძვლის (ძირითადად პენსიის მარეგულირებელი კანონით
გათვალისწინებული საჯარო საქმიანობის დაწყების დროს და სხვა) წარმოშობის შესახებ
ინფორმაციას ბენეფიციარი არ აწვდის სააგენტოს, შესაბამისად, პენსიის შეწყვეტა ხორციელდება
დაგვიანებით და იწყება ზედმეტად გაცემული თანხების ამოღების ბენეფიციარისთვის
მტკივნეული პროცესი, რომელიც ხშირად დროში გახანგრძლივებული პროცესია და
ხანდაზმული მოსახლეობის მკვეთრ უკმაყოფილებას იწვევს.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია განხორციელდეს 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის 1
ივლისამდე ზედმეტად გაცემული სახელმწიფო პენსიის ლეგალიზაცია და შესაბამისი პირები
გაათავისუფლოს სახელმწიფოს მიმართ პენსიის ზედმეტად დარიცხვისა და გაცემის გამო
წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებისაგან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროპექტით
2016 წლის 1 ივლისამდე ზედმეტად გაცემული პენსია ითვლება
ლეგალიზებულად და დაბრუნებას არ ექვემდებარება. ამასთანავე, უკვე დაკავებული თანხები,
აგრეთვე პენსიის ზედმეტად გაცემის გამო შესაბამისი დავალიანების მქონე პირის მიერ
ნებისმიერი სხვა ფორმით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი თანხა დაბრუნებას
არ ექვემდებარება.
გარდა ამისა, კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს, სასამართლო და სააღსრულებო
წარმოებების შეწყვეტას, რომელიც დაკავშირებულია შესაბამისი თანხების სახელმწიფო
ბიუჯეტში ამოღებასთან.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი დაფინანსების
გამოყოფას. კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყაროა საბიუჯეტო ასიგნებები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, კერძოდ, იმ
ნაწილში, რომ სახელმწიფო, პენსიის მიმღებ ბენეფიციართა სასარგებლოდ დათმობს 2016 წლის 1
ივლისის მდგომარეობით ზედმეტად დარიცხული პენსიის თანხას, რომელიც შეადგენს
დაახლოებით 190 000 ლარს და ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდას/დაბრუნებას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
მოქმედი კანონმდებლობით, თუ პირი ისევ ხდება სახელმწიფო პენსიის მიმღები, თანხის
დაკავება ხდება პენსიიდან. თუ აღარ იღებს პირი პენსიას, მაშინ თანხის დაკავება ხდება
სასამართლოს გადაწყვეტილებით აღსრულების ეროვნული ბიუროს მეშვეობით ნებისმიერ
შემოსავლიდან რომელიც აქვს. აგრეთვე არის შემთხვევები როდესაც პირი, რომელსაც კვლავ
დაენიშნა პენსია გამოთქვამს წერილობით თანხმობას მისი პენსიიდან მოხდეს თანხის დაკავება
და უფრო მეტი ვიდრე 20% ან 50% (მაგალითად მთლიანად მოხდეს პენსიის თანხის დაკავება).
შესაბამისად, კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ვინაიდან აღარ მოხდება თანხების დაკავება პენსიიდან და თუ პირი კვლავ არის პენსიის მიმღები,
თანხები გაიცემა საპენსიო უზრუნველყოფის კლასიფიკაციის მუხლიდან, პროგრამული კოდი:
350201.
გასაცემლების ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს - სსიპ სოციალური
მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე პერიოდისათვის არსებული/მოძიებული
მონაცემების მიხედვით, 2016 წლის 1 ივლისის მდგომარეობით პენსიის დასაქვითი თანხა
შეადგენს დაახლოებით 120 000 ლარს.
ასევე, ვინაიდან კანონპროექტი ითვალისწინებს სასამართლო და სააღსრულებო
1
წარმოებების შეწყვეტას კანონპროექტის 24 მუხლის პირველი პუნქტით ლეგალიზებული
პენსიის დაბრუნების თაობაზე საქმეებზე, აღნიშნული თავის მხრივ გავლენას იქონიებს
შესაბამისი უწყებების ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე თანხების დაზოგვის მიმართულებით.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს იმ პირთა ფინანსური ვალდებულების შეწყვეტას
სახელმწიფოს მიმართ, რომელთაც ეს ვალდებულება წარმოეშვათ 2016 წლის 1 ივლისამდე
პერიოდში პენსიის ზედმეტად (არასწორად) დარიცხვისა და გაცემის გამო. გასაცემლების
ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს
ინფორმაციით, მიმდინარე პერიოდისათვის არსებული/მოძიებული მონაცემების მიხედვით, 2016
წლის 1 ივლისის მდგომარეობით ზედმეტად დარიცხული პენსიის თანხა, რომელიც
ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას/დაქვითვას, შეადგენს დაახლოებით 310 000
ლარს 900-მდე პენსიონერზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახადის
ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი, მოასაკრებელი ან სხვა სახის
გადასახადი და მისი ოდენობა.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
და
მრავალმხრივ
და
მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და
საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულებებს, ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება
1
მუხლი 24 . ზედმეტად დარიცხული პენსიის ლეგალიზაცია (1.11.2013 N 1490 ამოქმედდეს
2013 წლის 1 დეკემბრიდან)
1. 2013 წლის 1 დეკემბრამდე ზედმეტად (არასწორად) გაცემული პენსია (მათ შორის,
პენსიაზე დანამატი) ექვემდებარება ლეგალიზაციას.
2. 2013 წლის 1 დეკემბრამდე ამ კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე პენსიიდან
დაკავებული თანხა არ ექვემდებარება დაბრუნებას.