საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ 2016 წლის მაისში გაწეული მუშაობის ანგარიში.

ანგარიში ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
13.06.2016
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#6809/8
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ინიციირებული ვარიანტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-06-13
ბიუროს ნომერი 417

📜 ტექსტი

წერილი
N 6809 13/06/2016 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ დავით უსუფაშვილს ბატონო დავით, წარმოგიდგენთ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ 2016 წლის მაისში გაწეული მუშაობის ანგარიშს. დანართი: 5 ფურცელი. პატივისცემით, გიორგი კახიანი თავმჯდომარე
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ 2016 წლის მაისში გაწეული მუშაობის ანგარიში საანგარიშო პერიოდში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში მუშაობა მიმდინარეობდა კანონშემოქმედებითი, საკონტროლო და კომიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე სხვა საქმიანობის მიმართულებით. მიმდინარე წლის მაისში ჩატარდა კომიტეტის 2 სხდომა და გაფორმდა შესაბამისი ოქმები. კომიტეტი, როგორც წამყვანი, მუშაობდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 1 პროექტზე, ხოლო სავალდებულო დასკვნის მომზადების მიზნით 1 კანონპროექტზე და 3 კანონპროექტთა პაკეტზე, მათ შორის რეგლამენტის 3 პროექტზე. კომიტეტი, როგორც წამყვანი, მუშაობდა პარლამენტის რეგლამენტის შემდეგ პროექტზე: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი ,,საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ,“ რომელიც წარმოდგენილი იყო ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივით. ინიციატორთა მოსაზრებით, იმის გამო, რომ ქვეყანაში ხშირად დგება კარგი მმართველობის, გამჭვირვალეობის ანტიკორუფციული ინსტიტუტების, პროგრამებისა და მექანიზმების მუშაობის ეფექტიანობაზე, საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის და სხვა ანტიკორუფციული კანონმდებლობის აღსრულებაზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელების აუცილებლობა, საჭიროა, საქართველოს პარლამენტში არსებობდეს კომიტეტი, რომელიც მუდმივად გაუწევს მონიტორინგს ქვეყანაში არსებულ სიტუაციას. კომიტეტმა იმუშავა პარლამენტის რეგლამენტის აღნიშნულ პროექტზე და კომიტეტის სხდომაზე განხილვისას წარმოადგინა შენიშვნები. მაგალითად, კომიტეტის მოსაზრებით, წარმოდგენილი პროექტით ხდებოდა პარლამენტის კომიტეტებისა და დროებითი საგამოძიებო კომისიის ფუნქციების, უფლებამოსილებებისა და კომპეტენციების ერთმანეთში აღრევა, პროექტი არ შეიცავდა კონკრეტულ მითითებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა შემთხვევაში, რა პრინციპითა და შერჩევის რა კრიტერიუმით იხემძღვანელებდა კომიტეტი შესასწავლ საკითხთა წრის განსაზღვრისას. გარდა ამისა, პროექტით შემოთავაზებული კარგი მმართველობის, გამჭვირვალეობის და კორუფციის პრევენციის კომიტეტის შემადგენლობის განსაზღვრის, მისი წევრებისა და თანამდებობის პირების არჩევის წესი ეწინააღმდეგებოდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ კომიტეტის შემადგენლობის განსაზღვრისა და თანამდებობის პირთა არჩევის ზოგად წესს და სხვა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კომიტეტმა ,,საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ წარმოდგენილი 1 პარლამენტის რეგლამენტის პროექტი მიუღებლად მიიჩნია და შესაბამისი დასკვნა წარუდგინა საქართველოს პარლამენტის ბიუროს. საანგარიშო პერიოდში კომიტეტი, სავალდებულო დასკვნის წარდგენის მიზნით მუშაობდა შემდეგ პროექტებზე: 1. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი ,,საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“. კანონპროექტთა ეს პაკეტი საქართველოს პარლამენტის წევრის ნოდარ ებანოიძის საკანონმდებლო ინიციატივის წესით იყო წარმოდგენილი. რეგლამენტის პროექტის მიღების მიზანი იყო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების პროცედურების რეგლამენტაცია. კერძოდ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 260-ე მუხლის შეცვლა, რაც გულისხმობდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცედურების დეტალურად გაწერასა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას. საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა ზემოაღნიშნული პაკეტი და არგუმენტირებული შენიშვნები გაუგზავნა საქართველოს პარლამენტის საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტს. 2. საქართველოს კანონის პროექტები: ,,ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, მოხალისეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი ,,საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც პარლამენტის წევრების ერეკლე ტრიპოლსკისა და კარლო კოპალიანის საკანონმდებლო ინიციატივით იყო წარმოდგენილი. ამ ინიციატივის მიზანს წარმოადგენდა ზემოაღნიშნული საკანონმდებლო აქტების ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. კერძოდ, ნაცვლად ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა, გამოყენებულ უნდა იქნეს ტერმინი ,,მუნიციპალიტეტის ორგანოები“. კომიტეტმა სხდომაზე განიხილა წარმოდგენილი პაკეტი, დაეთანხმა ინიციატორების მოსაზრებას და შესაბამისი დასკვნა გაუგზავნა საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს. 3. საქართველოს ორგანული კანონის პროექტები: „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც საქართველოს 2 პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივის წესით იყო წარმოდგენილი. მიერ საკანონმდებლო საქართველოს ორგანული კანონის პროექტის „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიზანი იყო კოდექსში არსებული ხარვეზებისა და შეუსაბამობების გასწორება პრაქტიკაში წამოჭრილი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, არსებული პროცედურების მომწესრიგებელი ნორმების დახვეწა და დაზუსტება, იმ სუბიექტთა წრის გაფართოება, რომლებსაც ეძლევათ უფასო საეთერო დროის გამოყენების შესაძლებლობა და კოდექსის ნორმების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანა. ამ ცვლილების შესაბამისად ცვლილება შედის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტშიც, კერძოდ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის თანახმად, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა იმართება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების შემდეგ, პარლამენტის არჩევნების დღიდან 20 დღის განმავლობაში, თუ არჩევნების მეორე ტური არ დაინიშნა, ხოლო თუ მეორე ტური დაინიშნა, მეორე ტურის კენჭისყრის დღიდან 20 დღის განმავლობაში. სავალდებულო დასკვნის წარდგენის მიზნით მიმდინარე წლის მაისში კომიტეტი მუშაობდა ასევე კანონპროექტზე: 4. საქართველოს კანონის პროექტი ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც პარლამენტის წევრის ზურაბ ტყემალაძის საკანონმდებლო ინიციატივის წესით იყო წარმოდგენილი. ამ კანონპროექტის მიზანია ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დებულებების გავრცელება ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების აპარატის თანამშრომლებზე იმ სპეციფიკის გათვალისწინებით, რაც დამახასიათებელია ეროვნული მარეგულირებელი ორგანოებისთვის და რაც უზრუნველყოფს აღნიშნული ორგანოების დამოუკიდებლობის შენარჩუნებას საკადრო უფლებამოსილებების განხორციელების ნაწილში. საანგარიშო პერიოდში კომიტეტი მუშაობდა აღნიშნული კანონპროექტის კომიტეტის სხდომაზე განხილვისათვის მოსამზადებლად, მონაწილეობდა სამუშაო შეხვედრებში წინადადებებისა და მოსაზრებების გაზიარების მიზნით. კომიტეტში მიმდინარეობდა აგრეთვე მუშაობა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე ცალკეული მუხლების დასაზუსტებლად და ,,ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტზე. კომიტეტში მიმდინარეობდა ასევე ინტენსიური მუშაობა ,,ეთიკის კოდექსზე“. 3 გარდა კანონშემოქმედებისა, მუშაობდა სხვადასხვა საკითხზე: კომიტეტი სპეციფიკიდან გამომდინარე  საანგარიშო პერიოდში კომიტეტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად სწავლობდა კომიტეტებში, დროებით საგამოძიებო, აგრეთვე სხვა დროებით კომისიებსა და საერთაშორისო დელეგაციებში ფრაქციათა ზღვრული წარმომადგენლობის კვოტების დაცვის მდგომარეობას.  საანგარიშო პერიოდში კომიტეტი აგრძელებდა პარლამენტის წერილობით შეკითხვასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლას. კომიტეტი სწავლობდა საქართველოს პარლამენტის წევრის ხათუნა გოგორიშვილის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ მისამართით გაგზავნილ წერილობით შეკითხვაზე პასუხის გაცემისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევის თაობაზე.  კომიტეტმა შეისწავლა პარლამენტის წევრის თინათინ ბოკუჩავას წერილი მიმდინარე წლის 27 მაისს საპარლამენტო სესიაზე, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი ქალბატონების მიმართ, პარლამენტის წევრის ელდარ კურტანიძის მიერ არაკორექტული და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციული ხასიათის კომენტარებით მიმართვის შესახებ. პარლამენტის წევრი ითხოვდა ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული დისციპლინური ზომების გატარების თაობაზე. კომიტეტმა განიხილა აღნიშნული საკითხი და პარლამენტის წევრს გაუგზავნა წერილი, რომლითაც ეცნობა პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული რეაგირების ფორმების თაობაზე.  კომიტეტმა პარლამენტის ვებ გვერდზე ინფორმაციის განთავსების მიზნით განიხილა პარლამენტის მანდატურის სამსახურისა და პარლამენტის კომიტეტების მიერ მოწოდებული ინფორმაციები პარლამენტის წევრთა მიერ 2016 წლის აპრილში კომიტეტების სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის შესახებ და განხილვის შედეგად პარლამენტის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტს გაუგზავნა სათანადო ინფორმაცია. საანგარიშო პერიოდში კომიტეტი:  სწავლობდა პარლამენტის წევრების ქონებრივ დეკლარაციებს პარლამენტის წევრების თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხებს; და  იხილავდა მოქალაქეთა განცხადებებსა და ოფიციალური სტრუქტურებიდან შემოსულ კორესპოდენციებს, საჭიროების შემთხვევაში აგზავნიდა მათ შესაბამის სტრუტურებში შემდგომი რეაგირებისათვის; 4  აგრძელებდა ცალკეული კანონების გარდამავალი დებულებებით, პარლამენტის დადგენილებებითა და პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების კონტროლს, რისთვისაც აქტიურად თანამშრომლობდა პარლამენტის კომიტეტებთან და სხვა სტრუქტურებთან. აღრიცხავდა და აანალიზდა მიღებულ ინფორმაციებს, კომპეტენციის შესაბამისად აგზავნიდა შეხსენებებს, კომიტეტის ვებ გვერდზე განთავსდა მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ამსახველი განახლებული ინფორმაციები, რითაც პარლამენტის სუბიექტებსა და აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურებს საშუალება ეძლეოდათ მიეღოთ ინფორმაცია როგორც შესასრულებელი, ასევე შესრულებული დავალებების შესახებ. საანგარიშო პერიოდში მოამზადა ინფორმაცია 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2016 წლის 1 მაისამდე პერიოდში საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებითა და პარლამენტის დადგენილებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების თაობაზე. მიმდინარე წლის მაისში კომიტეტში სხვადასხვა საკითხზე სულ შემოვიდა 51, ხოლო გაიგზავნა 20 კორესპოდენცია. კომიტეტი მუშაობდა აგრეთვე კომიტეტის დებულებით განსაზღვრულ სხვა საკითხებზე. 5