საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ 2016 წლის თებერვლის თვეში გაწეული საქმიანობის ანგარიში.
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
🏛️ კომიტეტები
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-03-02
ბიუროს ნომერი 381
📜 ტექსტი
წერილი
N 2200
01/03/2016
საქართველოს პარლამენტის აპარატის
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
გიგზავნით საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ
საქმეთა კომიტეტის მიერ 2016 წლის თებერვლის თვეში გაწეული საქმიანობის
ანგარიშს.
დანართი: 2 ფურცელი.
პატივისცემით,
ლერი ხაბელოვი
თავმჯდომარე
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტის მიერ 2016 წლის თებერვლის თვეში გაწეული საქმიანობის
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა 2016
წლის 1 თებერვლიდან 2016 წლის 1 მარტის ჩათვლით ჩაატარა კომიტეტის 2 სხდომა,
რომელზეც განიხილა შემდეგი საკითხები:
1)
საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური
მოძრაობის“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს
კანონების პროექტების: ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების
შეტანის შესახებ“, ,,თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს
კანონში
ცვლილებების
შეტანის
თაობაზე“,
,,ნავთობისა
და
გაზის
შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, ,,ოლიმპიური მოძრაობის
ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“,
,,თავისუფალი
ტურისტული
ზონების
განვითარების
ხელშეწყობის
შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, ,,საქართველოს საბიუჯეტო
კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, ,,საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და ,,ეკონომიკური
თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
(07-3/533, 21.01.2016) განხილვა (ვინაიდან სხდომაზე არ გამოცხადდა მომხსენებელი,
კომიტეტმა, ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული
საკითხის განხილვის გადადების თაობაზე);
2) საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის
მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის
პროექტის ,,სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
(07-3/524, 07.12.2015) განხილვა (მეორე მოსმენა);
განცხადებები და წერილები:
საანგარიშო პერიოდში კომიტეტში მოქალაქეებიდან და სხვადასხვა უწყებებიდან
შემოვიდა
მსვლელობა.
25-მდე
განცხადება და წერილი, რომელთაც მიეცათ შესაბამისი
კომიტეტის სხვა საქმიანობა:
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, სპორტისა და ახალგაზრდობის
საქმეთა
სამინისტროსთან
ერთად,
მუშაობას
განაგრძობს
სპორტისა
და
ახალგაზრდობის სფეროში საკანონმდებლო ბაზის განსაახლებლად.
თებერვლის თვეში გაიმართა შემდეგი სამუშაო შეხვედრები:
- საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის
თავმჯდომარის ლერი ხაბელოვის და პირველი მოადგილის შოთა ხაბარელის
შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, სპორტისა და
ახალგაზრობის საქმეთა, განათლებისა და მეცნიერების და კულტურისა და ძეგლთა
დაცვის სამინისტროების ხელმძღვანელთა მონაწილეობით;
- საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის
წევრების მონაწილეობა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა
სამინისტროში „სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და დაფინანსების საბჭოს“
სხდომაში;
- საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის
წევრების შეხვედრა სტუდენტებთან;
- საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის
წევრების
და ესპანეთის სავაჭრო პალატის წარმომადგენლის მიგელ კამბასის
შეხვედრა,
საქართველოში
სპორტული
ფიტნეს-ცენტრების
მოწყობისა
და
ინსტრუქტორთა გადამზადების თაობაზე;
- საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის
წევრების
შეხვედრა,
მსოფლიოს
მას-ვრესლინგის
ფედერაციის
გენერალურ
მდივანთან ინნოკენტიი გრიგორიევთან;
- საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის
თავმჯდომარის ლერი ხაბელოვის შეხვედრა საქველმოქმედო ფონდ ,,ავერსის“
დამფუძნებელ პაატა კურტანიძესთან, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრების,
პერსპექტიული სპორტსმენების, ვეტერანი ოლიმპიელების უფასო სამედიცინო
მომსახურებისა და საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფის თაობაზე.