საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ 2016 წლის იანვარ-თებერვალში გაწეული მუშაობის ანგარიში.
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
🏛️ კომიტეტები
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-03-02
ბიუროს ნომერი 381
📜 ტექსტი
წერილი
N 2226
01/03/2016
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ბატონ დავით უსუფაშვილს
ბატონო დავით,
წარმოგიდგენთ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ
2016 წლის იანვარ-თებერვალში გაწეული მუშაობის ანგარიშს.
დანართი: 4 ფურცელი.
პატივისცემით,
გიორგი კახიანი
თავმჯდომარე
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტის მიერ 2016 წლის იანვარ-თებერვალში გაწეული მუშაობის
ანგარიში
საანგარიშო პერიოდში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში
მუშაობა მიმდინარეობდა კანონშემოქმედებითი, საკონტროლო და კომიტეტის
სპეციფიკიდან გამომდინარე სხვა საქმიანობის მიმართულებით. თითოეული
საკითხის განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება ხდებოდა კომიტეტის
სხდომებზე. კომიტეტის დასკვნები, გადაწყვეტილებები და ინფორმაციები
ეგზავნებოდა პარლამენტის ბიუროს შემდგომი რეაგირებისათვის.
მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში მოწვეულ იქნა კომიტეტის 3 სხდომა
და გაფორმდა შესაბამისი ოქმები.
კომიტეტი, როგორც წამყვანი მუშაობდა საქართველოს კანონის პროექტზე
,,ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით იყო წარმოდგენილი. ამ კანონპროექტის
მიზანი იყო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს
წარმომადგენლობით ორგანოებში
ლობისტური საქმიანობისათვის შესაბამისი
საკანონმდებლო ბაზის შექმნა. კერძოდ, „ლობისტური საქმიანობის შესახებ“
საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად,
ტერმინი „წარმომადგენლობით ორგანო“ კანონის მიზნებისათვის მოიცავს მხოლოდ
საქართველოს
პარლამენტსა
და
ადგილობრივი
თვითმმართველობის
წარმომადგენლობით ორგანოს, კანონპროექტის მიხედვით კი, აღნიშნულ
ჩამონათვალს
ემატება „ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭო“.
წარმოდგენილი პროექტის თანახმად, ასევე ცვლილება შედის კანონის მოქმედი
რედაქციის სხვა მუხლებშიც, რომლითაც გათვალისწინებული იქნება ავტონომიური
რესპუბლიკების უმაღლეს საბჭოებში ლობისტის საქმიანობისა და მის მიერ
წარდგენილ ანგარიშთან დაკავშირებული ტექნიკური და პროცედურული
საკითხები.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა
აღნიშნული კანონპროექტი განიხილა
პირველი მოსმენით და წარადგინა შესაბამისი დასკვნა.
საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელების მიზნით კომიტეტში
მიმდინარეობდა აგრეთვე მუშაობა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში
შესატან ცვლილებებზე ცალკეული მუხლების დასაზუსტებლად და ,,ლობისტური
საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის შესახებ
კანონპროექტზე.
გარდა კანონშემოქმედებისა,
მუშაობდა სხვადასხვა საკითხზე:
კომიტეტი
სპეციფიკიდან
გამომდინარე
1
კომიტეტმა
განიხილა
ფრაქცია
,,ნაციონალური
მოძრაობა-ერთიანი
საქართველოსათვის“ რეგისტრაციის თაობაზე შემოსული განცხადება და
თანდართული მასალები. განხილვის შედეგად დადგინდა, რომ წარმოდგენილი
მასალები შეესაბამებოდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ
მოთხოვნებს, რის გამოც კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია ფრაქცია
,,ნაციონალური მოძრაობა-ერთიანი საქართველოსათვის“ რეგისტრაცია და
საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარუდგინა შესაბამისი დასკვნა.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
შესაბამისად სწავლობდა კომიტეტებში, დროებით საგამოძიებო, აგრეთვე სხვა
დროებით კომისიებსა და საერთაშორისო დელეგაციებში ფრაქციათა ზღვრული
წარმომადგენლობის კვოტების დაცვის მდგომარეობას.
იმის გამო, რომ შეიქმნა ახალი ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობა-ერთიანი
საქართველოსათვის“ საჭირო გახდა ფრაქციათა ზღვრული წარმომადგენლობის
კვოტების ხელახალი გადანაწილება როგორც კომიტეტებში, ასევე დროებით
კომისიებსა და საერთაშორისო დელეგაციებში. კომიტეტმა იმუშავა აღნიშნულ
საკითხზე და მოამზადა პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებების შემდეგი
პროექტები:
- ,,საქართველოს
პარლამენტის
კომიტეტებში
პროპორციული
წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე“;
- ,,საქართველოს
პარლამენტის
ტერიტორიული
მთლიანობის
აღდგენის
საკითხთა დროებით კომისიაში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების
განსაზღვრის თაობაზე“;
- ,,საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში
პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე“.
გარდა ამისა, კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 74-ე
მუხლის შესაბამისად განიხილა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2015 წლის
ფინანსური აუდიტის განმახორციელებელ საქართველოს პარლამენტის დროებით
კომისიაში ფრაქციათა და იმ პარლამენტის წევრთა, რომლებიც არ არიან
გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში
პროპორციული წარმომადგენლობის
განსაზღვრის საკითხი და მოამზადა პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების
შემდეგი პროექტი:
- ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2015 წლის ფინანსური აუდიტის
განმახორციელებელ
საქართველოს
პარლამენტის
დროებით
კომისიაში
პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე“.
2
საანგარიშო პერიოდში კომიტეტი აგრძელებდა პარლამენტის წერილობით
შეკითხვასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლას:
- კომიტეტმა შეისწავლა ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“
თავმჯდომარის გიორგი გაბაშვილის წერილი პარლამენტის წევრების ლევან
თარხნიშვილისა და ირმა ნადირაშვილის წერილობით შეკითხვებზე ზოგიერთი
თანამდებობის პირების მიერ პასუხის გაცემისათვის კანონმდებლობით
დადგენილი ვადის დარღვევის თაობაზე.
ამ წერილებთან დაკავშირებით, იმ თანამდებობის პირებს, რომლებმაც არ
უპასუხეს
პარლამენტის წევრების წერილობით კითხვებს, კომიტეტის მიერ
დამატებით გაეგზავნათ წერილები, განემარტათ საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის შესაბამისი მუხლების შესრულების აუცილებლობის შესახებ და
ეთხოვათ მოეხდინათ რეაგირება საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ
გამოგზავნილ წერილებთან დაკავშირებით.
- კომიტეტი სწავლობდა ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“
თავმჯდომარის გიორგი გაბაშვილის განმეორებით წერილს საპარლამენტო
უმცირესობაში შემავალი ფრაქციების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს
ენერგეტიკის მინისტრის დასწრების თაობაზე და
- ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობა-მაჟორიტარების“ თავმჯდომარის აკაკი
ბობოხიძის წერილს რამდენიმე თანამდებობის პირის მიერ საჯარო ინფორმაციის
გაცემისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევის თაობაზე.
ორივე ზემოაღნიშნულ წერილზე მიმდინარეობდა მოსაზრებების შეჯერება
შემდგომი რეაგირების მიზნით.
მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში :
კომიტეტმა პარლამენტის ვებ გვერდზე ინფორმაციის განთავსების მიზნით
განიხილა პარლამენტის მანდატურის სამსახურისა და პარლამენტის კომიტეტების
მიერ მოწოდებული ინფორმაციები პარლამენტის წევრთა მიერ 2015 წლის
დეკემბერში კომიტეტების სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის შესახებ და
განხილვის
შედეგად
პარლამენტის
ინფორმაციული
ტექნოლოგიების
დეპარტამენტს გაუგზავნა სათანადო ინფორმაცია;
კომიტეტმა ასევე პარლამენტის ვებ გვერდზე ინფორმაციის განთავსების
მიზნით განიხილა პარლამენტის მანდატურის სამსახურის მიერ მოწოდებული
ინფორმაცია 2015 წლის საშემოდგომო სესიაზე პარლამენტის წევრების მიერ
პარლამენტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენების თაობაზე და
ინფორმაციული
ტექნოლოგიების
დეპარტამენტს
გაუგზავნა
სათანადო
ინფორმაცია.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტი:
3
სწავლობდა პარლამენტის წევრების ქონებრივ დეკლარაციებს
პარლამენტის წევრების თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხებს;
და
იხილავდა მოქალაქეთა განცხადებებსა და ოფიციალური სტრუქტურებიდან
შემოსულ კორესპოდენციებს, საჭიროების შემთხვევაში აგზავნიდა მათ შესაბამის
სტრუტურებში შემდგომი რეაგირებისათვის;
აგრძელებდა
ცალკეული კანონების გარდამავალი დებულებებით,
პარლამენტის დადგენილებებითა და პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებებით
განსაზღვრული დავალებების შესრულების კონტროლს, რისთვისაც აქტიურად
თანამშრომლობდა პარლამენტის კომიტეტებთან და სხვა სტრუქტურებთან.
აღრიცხავდა და აანალიზდა მიღებულ ინფორმაციებს, კომპეტენციის შესაბამისად
აგზავნიდა შეხსენებებს,
კომიტეტის ვებ გვერდზე განთავსდა მიღებულ
გადაწყვეტილებათა
შესრულების
კონტროლის
ამსახველი
განახლებული
ინფორმაციები, როგორც მიმდინარე წლის იანვარში, ასევე თებერვალშიც, რითაც
პარლამენტის სუბიექტებსა და აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურებს
საშუალება ეძლეოდათ მიეღოთ ინფორმაცია როგორც შესასრულებელი, ასევე
შესრულებული დავალებების შესახებ.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტში სხვადასხვა საკითხზე სულ შემოვიდა 123,
ხოლო გაიგზავნა 31 კორესპოდენცია.
კომიტეტი მუშაობდა აგრეთვე კომიტეტის დებულებით განსაზღვრულ სხვა
საკითხებზე.
4