საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ 2016 წლის მარტის თვეშიგაწეული საქმიანობის ანგარიში.

ანგარიში ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
06.04.2016
ავტორი
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი
ნომერი
#3832/8
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ინიციირებული ვარიანტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-04-11
ბიუროს ნომერი 392

📜 ტექსტი

წერილი
N 3832 06/04/2016 საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, გიგზავნით საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ 2016 წლის მარტის თვეში გაწეული საქმიანობის ანგარიშს. დანართი: 2 ფურცელი. პატივისცემით, ლერი ხაბელოვი თავმჯდომარე
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ 2016 წლის მარტის თვეში გაწეული საქმიანობის ანგარიში საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა 2016 წლის 1 მარტიდან 2016 წლის 1 აპრილის ჩათვლით ჩაატარა კომიტეტის 3 სხდომა, რომელზეც განიხილა შემდეგი საკითხები: 1) საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის ,,სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/524, 07.12.2015) განხილვა (მესამე მოსმენა); 2) საქართველოს ,,საქართველოსა მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ევროპის ბანკს შორის ხელშეკრილების და ფინანსური ,,საქართველოს ურბანული რეკონსტრუქცია და განვითარება“ (07-2/464,01.03.16) განხილვა. 3) საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტების: ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, ,,თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, ,,ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, ,,ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, ,,თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, ,,საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და ,,ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-3/533, 21.01.2016) განხილვა. განცხადებები და წერილები: საანგარიშო პერიოდში კომიტეტში მოქალაქეებიდან და სხვადასხვა უწყებებიდან შემოვიდა 25-მდე განცხადება და წერილი, რომელთაც მიეცათ შესაბამისი მსვლელობა. კომიტეტის სხვა საქმიანობა: - სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან ერთად, მუშაობას განაგრძობს სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში საკანონმდებლო ბაზის განსაახლებლად. მარტის თვეში გაიმართა შემდეგი სამუშაო შეხვედრები: - საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ლერი ხაბელოვის შეხვედრა სამშენებლო დეველოპერული კომპანია ,,სვეტის“ დირექტორ თორნიკე ჯანელიძესთან, რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების სასპონსორო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით; - საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრების მონაწილეობა კომპანია BP-ის მიერ პარაოლიმპიელი სპორტსმენების მხარდასაჭერად გამართულ მიღებაში; - საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ლერი ხაბელოვის მონაწილეობა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის სხდომაში, 2016 წელს რიო დე ჟანეიროში გასამართ ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე; - შეხვედრა ქარელის რაიონის სოფელ მოხისის მოსახლეობასთან (მათ შორის ლტოლვილებთან) არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით; - საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრების და ესპანეთის სავაჭრო პალატის წარმომადგენლების შეხვედრა, საქართველოში სპორტული ფიტნეს-ცენტრების მოწყობისა და ინსტრუქტორთა გადამზადების თაობაზე.