საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ 2015 წლის სექტემბერში გაწეული მუშაობის ანგარიში.

ანგარიში ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
12.10.2015
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#11754/8
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ინიციირებული ვარიანტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-10-15
ბიუროს ნომერი 334

📜 ტექსტი

წერილი
N 11754 12/10/2015 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ დავით უსუფაშვილს ბატონო დავით, წარმოგიდგენთ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ 2015 წლის სექტემბერში გაწეული მუშაობის ანგარიშს. დანართი: 6 ფურცელი. პატივისცემით, გიორგი კახიანი თავმჯდომარე
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ 2015 წლის სექტემბერში გაწეული მუშაობის ანგარიში საანგარიშო პერიოდში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში მუშაობა მიმდინარეობდა კანონშემოქმედებითი, საკონტროლო და კომიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე სხვა საქმიანობის მიმართულებით. თითოეული საკითხის განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება ხდებოდა კომიტეტის სხდომებზე. კომიტეტის დასკვნები, გადაწყვეტილებები და ინფორმაციები ეგზავნებოდა პარლამენტის ბიუროს შემდგომი რეაგირებისათვის. მიმდინარე წლის სექტემბერში მოწვეულ იქნა კომიტეტის 4 სხდომა. კომიტეტი მუშაობდა კანონპროექტთა ერთ პაკეტზე, ერთ კანონპროექტსა და პარლამენტის რეგლამენტის ერთ პროექტზე როგორც წამყვანი კომიტეტი, ხოლო ერთ კანონპროექტთა პაკეტზე იმუშავა სავალდებულო დასკვნის წარდგენის მიზნით. კომიტეტმა , როგორც წამყვანმა განიხილა შემდეგი პროექტები: 1. საქართველოს კანონის პროექტი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ თანმდევ კანონპროექტებთან ერთად. ეს პაკეტი წარმოდგენილი იყო საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი მიზნად ისახავდა კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებულობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული სტაბილური, ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნას. კომიტეტმა მიმდინარე წლის სექტემბერში ინტენსიურად იმუშავა კანონპროექტთა აღნიშნულ პაკეტზე. აღსანიშნავია, რომ მეორე მოსმენით მუხლობრივი განხილვისას, კომიტეტის მიერ წარმოდგენილი შენიშვნები და მოსაზრებების უმეტესი ნაწილი გაზიარეულ იქნა კანონპროექტების ინიციატორის მხრიდან. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი დაიხვეწა როგორც შინაარსობრივად, ასევე იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით. საანგარიშო პერიოდში კანონპროექტთა ზემოაღნიშნული პაკეტი კომიტეტმა განიხილა მეორე და მესამე მოსმენით და წარადგინა შესაბამისი დასკვნები. კანონპროექტთა პაკეტი განხილულია პარლამენტის მიერ სამივე მოსმენით. 2. საქართველოს კანონის პროექტი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ. კანონპროექტი წარმოდგენილი იყო პარლამენტის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის საკანონმდებლო ინიციატივის წესით და მიზნად ისახავდა მაღალი რანგის თანამდებობის პირებზე 2016 წლის 1 იანვრამდე პრემიების გაცემის შეზღუდვის გზით გამოთავისუფლებული საბიუჯეტო სახსრების სხვა მიზნით გამოყენებას. აღსანიშნავია, რომ პრემიების მიღების უფლების შეზღუდვა შეეხებოდა 25 მაღალი რანგის 800-მდე თანამდებობის პირს. კომიტეტმა საანგარიშო პერიოდში განიხილა აღნიშნული კანონის პროექტი. არ იქნა გაზიარებული კანონპროექტის ავტორის ზოგიერთი მოსაზრება. ამასთან, იმის გამო, რომ დასრულებულია მუშაობა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ახალ პროექტზე, რომლის მიხედვითაც ახლებურად ხდება მთელი რიგი, მათ შორის კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხების დარეგულირება, კომიტეტმა წარმოდგენილი კანონპროექტი მიუღებლად მიიჩნია და უარყოფითი დასკვნა წარუდგინა პარლამენტის ბიუროს. 3. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი ,,საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ.” პარლამენტის რეგლამენტის ეს პროექტი წარმოდგენილი იყო საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით. აღსანიშნავია, რომ პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა კანონპროექტთა პაკეტი ,,პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც საქართველოს მთავრობის ინიციატივით იყო წარმოდგენილი. საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებული ცვლილებები იწვევდა სათანადო ცვლილებების განხორციელების აუცილებლობას საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამის მუხლებში. წარმოდგენილი ცვლილება მიზნად ისახავდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ,,პატიმრობის კოდექსთან“ შესაბამისობაში მოყვანას. კომიტეტი წინა პერიოდშიც მუშაობდა აღნიშნულ პროექტზე, შენიშვნებისა და მოსაზრებების შეჯერების შემდეგ რეგლამენტის პროექტი განხილულ იქნა კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით, ინიციატორის მიერ გაზიარებულ იქნა კომიტეტის შენიშვნები და მოხდა მათი ასახვა პარლამენტის რეგლამენტის პროექტში. კომიტეტის დასკვნა გაეგზავნა პარლამენტის ბიუროს. სავალდებულო დასკვნის წარდგენის მიზნით მიმდინარე წლის სექტემბერში კომიტეტი მუშაობდა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით წარმოდგენილ კანონპროექტთა პაკეტზე: საქართველოს კანონის პროექტი ,,მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ,“ საქართველოს კანონის პროექტი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი ,,საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, ამ პაკეტის წარმოდგენის მიზანი იყო საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამართლებრივი საფუძვლებისა და სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა, მომხმარებელთა უფლებების დაცვის ორგანოების ეფექტური ფუნქციონირების პირობებისა და საზოგადოებრივი მონიტორინგის განხორციელება, მომხმარებებლის პატივისცემაზე დამყარებული ქცევის კულტურის განვითარება, ასევე საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის ევროკავშირისა და ევროპული ქვეყნების კანონმდებლობასთან დაახლოება. კომიტეტმა განიხილა აღნიშნული პაკეტი და წარმოადგინა არგუმენტირებული შენიშვნები. მაგალითად, პროექტი არ შეიცავს მითითებებს მომხმარებელთა ობუდსმენის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევების, თანამდებობიდან ვადამდე განთავისუფლების საფუძვლებსა და პირობების შესახებ, გაუგებარია მომხმარებელთა ობუდსმენის სათათბირო ხმის უფლებით საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომებში მონაწილეობის მიზანი და პარლამენტის ნებისმიერ სხდომაზე დასწრების უფლების მინიჭება, მაშინ როდესაც მისი ურთიერთობა საქართველოს პარლამენტთან მხოლოდ წლიური ანგარიშის წარდგენით იფარგლება და სხვა. კომიტეტის დასკვნა გაეგზავნა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს. საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელების მიზნით, კომიტეტში მიმდინარეობდა მუშაობა ,,საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე. ამ პროექტის შემუშავება გამოწვეულია ,,ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტით. სხვა ცვლილებებთან ერთად აღნიშნულ კანონში შევიდა ცვლილება, კერძოდ, საქსტატის საბჭოს წევრების საქართველოს პარლამენტში წარდგენისა და არჩევის წესში, რამაც გამოიწვია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 2181-ე მუხლში ცვლილების განხორციელების საჭიროება, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ,,ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონთან შესაბამისობაში მოსაყვანად. რეგლამენტის პროექტზე მუშაობა დასრულებულია და უახლოეს პერიოდში განიხილება კომიტეტის სხდომაზე. საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელების მიზნით კომიტეტში მიმდინარეობდა აგრეთვე მუშაობა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე, ცალკეული მუხლების დასაზუსტებლად და ,,ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტზე. მიმდინარე წლის სექტემბერში კომიტეტი მუშაობდა კომიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე შემდეგ საკითხებზე: კომიტეტმა წარმოდგენილი მასალების შესწავლის საფუძველზე მოამზადა კომიტეტის დასკვნა და პარლამენტის დადგენილების პროექტი ,,საქართველოს პარლამენტის წევრის დავით საგანელიძისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე“.   კომიტეტმა განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების (გიორგი ვოლსკი, დავით ბერძენიშვილი, გიგა ბუკია, მალხაზ ვახტანგიშვილი, გიორგი თოფაძე, გოჩა ენუქიძე, ვახტანგ ხმალაძე) ინიციატივით საქართველოს პარლამენტის 81 წევრის მიერ ,,საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის მიზნით შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხი. გადამოწმების შემდეგ დადგინდა საქართველოს პარლამენტის 80 წევრის ხელმოწერის ნამდვილობა, რაც შეესაბამებოდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 173-ე მუხლით დადგენილ ხელმოწერების რაოდენობას და იძლეოდა საქართველოს კონსტიტუციის 102 -ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 173-ე მუხლის პირველი პუნქტით მინიჭებულ საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელების უფლებას. კომიტეტის დასკვნა გაეგზავნა პარლამენტის ბიუროს.  კომიტეტმა განიხილა არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის ინიციატივით "საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტისა და მისგან გამომდინარე "საქართველოს ორგანულ კანონში" "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" ცვლილებების შეტანის შესახებ, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებეის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, "საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, "საპარლამენტო ფრაქციის შესახებ" საქართველოს კანონაში ცვლილების შეტანის თაობაზე და "ნდობის ჯგუფის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, საქართველოს კანონის პროექტების წარდგენის უფლების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (პ. დავითაია, მ. კაციტაძე, კ. კუკავა, ს. რატიანი, ბ. ქარდავა, ი. ღლონტი, ი. ჩიქოვანი, პ. ჩოხელი, ზ. ხარატიშვილის, ი. ჯამბურია, გრ. ჯოჯუა, ა. ასათიანი) რეგისტრაციის თაობაზე განცხადება. განხილვის შედეგად დადგინდა, რომ საინიციატივო ჯგუფის განცხადება და თანდართული მასალები წარმოდგენილ იქნა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 175-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით. კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნული საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარება, გადასცა სარეგისტრაციო მოწმობა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ აღნიშნული კანონპროექტის მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად დადგენილი ფორმის (ფურცლის) ნიმუში.  კომიტეტმა განიხილა პარლამენტის წევრების: გიორგი გაბაშვილის, ტარიელ ლონდარიძის, აკაკი ბობოხიძისა და ირაკლი ჩიქოვანის წერილი საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის მიერ წარმოდგენილი ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონში ცვლილების შეტანის შესახებ და თანმდევი ზოგიერთი კანონისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის გარკვეული მუხლების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის თაობაზე კონსტიტუციურ სარჩელზე შესრულებული ხელმოწერების დამოწმების შესახებ. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 269-ე მუხლის თანახმად კომიტეტის თავმჯდომარის მიერ დამოწმდა საქრთველოს პარლამენტის წევრთა ერთი მეხუთედის მიერ წარმოდგენილ კონსტიტუციურ სარჩელზე განხორციელებული საქართველოს პარლამენტის ოცდაცხრამეტივე ხელმოწერის ნამდვილობა, რაც შეესაბამებოდა საქართველოს პარლამენტის 271-ე მუხლით დადგენილ ხელმოწერების რაოდენობას.  . კომიტეტმა განიხილა ა(ა)იპ „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“, ა(ა)იპ „ახალგაზრდული ცენტრის“, ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატების“ და ა(ა)იპ „პოზიციის“ მიერ „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტთან დაკავშირებით წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება. საკანონმდებლო წინადადების მიხედვით ცვლილება შედიოდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 133-ე მუხლის მე-10 პუნქტში, რომელიც ეხება პარლამენტის წევრის მიერ პარლამენტის პლენარული და კომიტეტის სხდომების გაცდენის საპატიო მიზეზთა ჩამონათვალს. კერძოდ. ხდებოდა სხდომების ,,ოჯახური მდგომარეობის“ მიზეზით გაცდენის შემთხვევების დაზუსტება. წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტის წევრის მიერ რეგლამენტის დარღვევის შემთხვევაში იზრდებოდა მის მიმართ გამოსაყენებელი ფინანსური სანქციების ოდენობა, ასევე პარლამენტის პლენარული და კომიტეტის სხდომების დადგენილ რაოდენობაზე მეტის გაცდენის შემთხვევაში ფინანსური სანქციის პარალელურად, პარლამენტის წევრი ასევე თავისუფლდებოდა პარლამენტში დაკავებული ყველა თანამდებობიდან. იმის გამო, რომ საპატიო მიზეზით გაცდენის ჩამონათვალთან დაკავშირებით კომიტეტის ინიციატივით წარმოდგენილი ,,საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ პარლამენტის რეგლამენტის პროექტი უკვე განხილულია პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით, ხოლო ფინანსურ სანქციებთან და ასევე კომიტეტის სხდომების დადგენილ რაოდენობაზე მეტის გაცდენის შემთხვევაში, პარლამენტის წევრის პარლამენტში დაკავებული ყველა თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი არ იქნა გაზიარებული კომიტეტის მიერ, საკანონმდებლო წინადადაება უარყოფილად იქნა ცნობილი. კომიტეტის დასკვნა წარედგინა პარლამენტის ბიუროს.  კომიტეტი საანგარიშო პერიოდში სწავლობდა პარლამენტის წევრის გიორგი გაბაშვილის წერილს პარლამენტის წევრების: ლევან თარხნიშვილის, სერგო რატიანის და გიორგი გაბაშვილის მიერ გაგზავნილ წერილობითი შეკითხვებზე ზოგიერთი თანამდებობის პირების მიერ პასუხის გაცემისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევის თაობაზე. კომიტეტი მიმდინარე წლის სექტემბერში:  სწავლობდა პარლამენტის წევრების ქონებრივ დეკლარაციებს და პარლამენტის წევრების თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხებს;  იხილავდა მოქალაქეთა განცხადებებსა და ოფიციალური სტრუქტურებიდან შემოსულ კორესპოდენციებს, საჭიროების შემთხვევაში აგზავნიდა მათ შესაბამის სტრუტურებში შემდგომი რეაგირებისათვის;  მომზადდა და პარლამენტის სხდომაზე განხილულ იქნა 2014 წლის 1 სექტემბრიდან 2015 წლის 1 სექტემბრამდე კომიტეტის მიერ გაწეული სამუშაოს ანგარიში, რომელიც განხილულ იქნა პარლამენტის მიერ;  აგრძელებდა ცალკეული კანონების გარდამავალი დებულებებით, პარლამენტის დადგენილებებითა და პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების კონტროლს, რისთვისაც აქტიურად თანამშრომლობდა პარლამენტის კომიტეტებთან და სხვა სტრუქტურებთან. აღრიცხავდა და აანალიზდა მიღებულ ინფორმაციებს, კომპეტენციის შესაბამისად აგზავნიდა შეხსენებებს, კომიტეტის ვებ გვერდზე განთავსდა მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ამსახველ განახლებული ინფორმაცია, რითაც პარლამენტის სუბიექტებსა და აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურებს საშუალება ეძლეოდათ მიეღოთ ინფორმაციები როგორც შესასრულებელი, ასევე შესრულებული დავალებების შესახებ. საანგარიშო პერიოდში კომიტეტში სხვადასხვა საკითხზე სულ შემოვიდა 49 ხოლო გაიგზავნა 20 კორესპოდენცია. კომიტეტი მუშაობდა აგრეთვე კომიტეტის დებულებით განსაზღვრულ სხვა საკითხებზე.