„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ"

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
23.09.2015
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#07-3/480/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-09-28
ბიუროს ნომერი 328

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება
ttrjst6or3gqxnb Jrr6qrr0gb6ob bogr6olr b)Jヽ m300mb ― brcPr$U3Xgoqr3br b〕 hCD8360∩ N323/21 2015,即 , 28じ 030Ю βOⅢ b$6,o8Cqx'tl, &6q'$9fuotr €rt<ryr€q, lriJoorbor,) Je6oOC6ob aoC6 lrg!6o6Aq,C\x,! o6o8or0(8d $Clr,or $y(6(,(606oq,o (N0?-y480, 23.09.2015) ;JdxtUdr\jurx)u ACbrbCb" Lqjs6orgXqob 3r&.r6tb O3q'oq,C8ob ACO$6o1, 0CU.)bC0" t,rCif,o6Cqxd, Jr&r6oU &6od5oL q.or Jyt rAC6Od., 6C0q,iAC6O0o 00q,oq!&* ACOD&* aib"UCO" U+r-toqd; E "lt{if,o8CqxrtJ Jr6q,rEgfr3ob 646qrAgfuotr t&,rglylr q9r0rip6g0ob Bgtr>fu0 l,)Cr6o,3cqx,, Jr6rq,,>Agft)otr &{6r,r rqraC6lr: AqCaf)lcoaCti b$rd,o,00ex',L $6,q,rAC5Ool, qCorcrrye, lr.>3oo,borr JoAooCOb 20t5 $E)Cl) 23 LdOCabCd,l, N07-y,l80 br6Caolro6ro(x,r 6('a6oo, o6(l3cr6C6uq,o "&rxrJU6r6fl6rol, ACbbC0" UrCyrro4Cq{d, JJ6e6tk, 33q(q,Caoll ar6"l6ou ACb$CA" bsj.:rtogqx,rL 3i&,r6ob J6ngl6o qgr ob Jr6q,rACfuol., r696q,ragfuAo Bq,q,Coot, SgODooU AgbrbCS" "b$rdrorggE brCJtr,oBCqxrb $6,q'!aC5oil dmq'rAC6o(fu J6rodoo brd€C$ol, 0i&,,1r$dr,Cbol A()$6()0r. 形 グル V t$Cr6,o8Cq,('llJ Jy6q,$gQJotr or6fuq('fi63 &xJ6(,t lrb(('taol, orJg0X(mAJ6rC ∞。3∝ DOし り9δ。3αご0 ¨ ¨ ¨ い ¨ へ ♂ . bbJS6m80興 円も さδFn興 500600b bさ さ蒟δ00b■ (3̀{3し 0 t JCi6oACqxtl, Jitrrq'lAC[Oob Jtr8oOCOot, or€A{AxdJd,CtJ 6rd!6 3r\5156 Mrq'rdgt 6s(p6o 3rbrJs66, 6o6$46oor t rCnr,c,l3CqxDl, $tr,q,raCE0rfr 2015 Sq'(,b 28 t,&|o0066r,b 6o0dx'i) U\m0oU N32€l/21 6JetS$COoq'C0rtt Urdvrpn3enb Jr(,qrAC6Oob o3tr,oqqCq, Jcl6o{g$ob Oo3A br3r6o6Aq'C\x" o6<13or11€ott SCtr,o, $r6fclQ6C6q'o (N07-y480, 23.09.2015) "J6,cBC6,\5Cdrrl, ASbsbg6' l$iF6orSCqx'lb 316r'168rl 63qrryCDob ACO")6ob ASbrUgb' l$jn6oagg'lb 3se'r6ou &rxrgl6ob eJ "t rdr6o63qx'lt Jyf,q,laC60rrtr d,C6q'$C6OAo O8q'q'Cbol, ago,s6ob Agl$bCb" lDdrtC<,BCqxd, Jst6q'r00&Jol, f,Coq,sac60rrb Jdrsdoob o6%oroc!6,ot rq8ou q'r86c6caob ors('lbttc. ▼ $OoSolr6C&,or, tgorb 0.6r$Xqrfg
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016009) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 219-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 2191 და 2192 მუხლები: „მუხლი 2191 1. პარლამენტი „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ მუხლით დადგენილი წესით ირჩევს საპროკურორო საბჭოს 4 წევრს, მათ შორის, 2 წევრს - პარლამენტის წევრთაგან. 2. საპროკურორო საბჭოს ერთ წევრს თავის წევრთაგან ირჩევს საპარლამენტო უმრავლესობა, ხოლო მეორეს, იმ წევრთაგან, რომლებიც არ შედიან საპარლამენტო უმრავლესობაში, ირჩევენ უმრავლესობის გარეთ მყოფი პარლამენტის წევრები ამ რეგლამენტით დადგენილი წესით. თუ საპარლამენტო უმრავლესობა არ არის შექმნილი, საპარლამენტო ფრაქციებსა და პარლამენტის წევრებს, რომლებიც არც ერთ ფრაქციაში არ არიან გაერთიანებულნი, უფლება აქვთ, გაერთიანდნენ საპროკურორო საბჭოს ერთი წევრის ასარჩევად, თუ ამ გაერთიანების წევრთა რაოდენობა პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარს აღემატება. ასეთ შემთხვევაში დანარჩენ ფრაქციებსა და პარლამენტის იმ წევრებს, რომლებიც გაერთიანებული არ არიან არც ერთ ფრაქციაში, გარდა ზემოაღნიშნული ასეთი წევრებისა, უფლება აქვთ, აირჩიონ საპროკურორო საბჭოს მეორე წევრი. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში საპროკურორო საბჭოს წევრად არჩეულად ჩაითვლება პარლამენტის წევრი, რომელიც, შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა და უმრავლესობის გარეთ მყოფ პარლამენტის წევრთა სრული რაოდენობის ნახევარზე მეტ ხმებს მიიღებენ. თუ საპარლამენტო უმრავლესობა არ არის შექმნილი, არჩეულად ჩაითვლება პარლამენტის წევრი, რომელიც იმ გაერთიანების წევრთა სრული რაოდენობის ნახევარზე მეტ ხმებს მიიღებს, რომელშიც პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტია გაერთიანებული, შესაბამისად, პარლამენტის დანარჩენ წევრთა მიერ არჩეულად ჩაითვლება პარლამენტის წევრი, რომელიც ასეთ წევრთა სრული რაოდენობის ნახევარზე მეტ ხმებს მიიღებს. 4. პარლამენტი საპროკურორო საბჭოს 2 წევრს ირჩევს კონკურსის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით. საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევარებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური 1 ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე. ზემოაღნიშნული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის ერთ-ერთი სფერო კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში უნდა იყოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ სამართალწარმოებაში. თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაცია უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საბჭოს წევრობის არაუმეტეს 3 კანდიდატისა. პარლამენტის წევრის, მოსამართლისა და პროკურორის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში პარლამენტმა საპროკურორო რომელსაც აქვს გათანაბრებული საბჭოს წევრად უმაღლესი შეიძლება აირჩიოს იურიდიული აკადემიური საქართველოს განათლება ხარისხით/უმაღლესი მაგისტრის განათლების მოქალაქე, ან მასთან დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია. საპროკურორო საბჭოს წევრად არჩევისას საჭიროა წევრობის კანდიდატის წინასწარი წერილობითი თანხმობა. 6. კანდიდატურის წარდგინებას უნდა დაერთოს სარეკომენდაციო წერილი, კანდიდატის საქმიანი ბიოგრაფია, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, უმაღლესი იურიდიული განათლებისა და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილების საკითხებზე დამადასტურებელი გამოქვეყნებული შრომების საბუთების ნუსხა (თუ ასლები, აქვს ასეთი სამართლის შრომები), კანდიდატის წერილობითი თანხმობა, ხოლო თუ წარმდგენი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია − აგრეთვე ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დამადასტურებელი საბუთები. 7. საპროკურორო საბჭოს ახალი წევრი უნდა აირჩეს საპროკურორო საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 30 კალენდარული დღისა და ამ ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, ხოლო მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 1 თვისა. თუ პარლამენტის მიერ საპროკურორო საბჭოს ახალი წევრის არჩევისას ეს ვადები მთლიანად ან ნაწილობრივ დაემთხვა პარლამენტის სესიებს შორის პერიოდს, ამ პუნქტით არჩევნებისთვის განსაზღვრული ვადა შესაბამისი დროით გაგრძელდება. 8. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში საპროკურორო საბჭოს წევრის კანდიდატურა პარლამენტს უნდა წარედგინოს საპროკურორო საბჭოს წევრის: ა) უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს მე-60 და არაუგვიანეს მე-40 კალენდარული დღისა; ბ) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში − უფლებამოსილების შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა. 2 9. კანდიდატურების წარდგენის ვადებს პარლამენტის ვებგვერდზე აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე. 10. პარლამენტისთვის წარდგენილი საბუთები დაუყოვნებლივ გადაეცემა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, რომელმაც მათი განხილვა, ამ მუხლის მე-4 − მე-6 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად, უნდა დაასრულოს კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან: ა) 10 კალენდარული დღის ვადაში − ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ბ) 4 კალენდარული დღის ვადაში − ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 11. ამ მუხლის მე-10 პუნქტში აღნიშნული განხილვის დასრულების შემდეგ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმ კანდიდატთა სიას, რომლებიც წარდგენილი არიან ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი პირების მიერ და შეესაბამებიან ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, სათანადო საბუთებთან ერთად წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიურო კანდიდატთა სიასა და თანდართულ საბუთებს დაუყოვნებლივ გადასცემს ფრაქციებს. 12. ფრაქციებს უფლება აქვთ, წარდგენილი კანდიდატურები განიხილონ პარლამენტის ბიუროსთვის კანდიდატთა სიის წარდგენიდან: ა) 2 კვირის ვადაში − ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ბ) 1 კვირის ვადაში − გათვალისწინებულ შემთხვევაში. 13. პარლამენტი ფრაქციათა მიერ განხილვის ვადის დასრულებიდან უახლოეს პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე იწყებს კენჭისყრას საპროკურორო საბჭოს წევრის ასარჩევად. კანდიდატებს კენჭი ცალ-ცალკე ეყრებათ. კენჭისყრის რიგითობა განისაზღვრება ანბანურად, კანდიდატთა გვარების მიხედვით. კენჭისყრის დაწყებამდე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელი პარლამენტს გააცნობს წარდგენილ კანდიდატთა მონაცემებს. 14. კენჭისყრის პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლებიან კანდიდატები, რომლებიც პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერას მიიღებენ. თუ ასეთ კანდიდატთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლებიან საუკეთესო შედეგის მქონე სათანადო რაოდენობის კანდიდატები. თუ არჩეული ვერ გამოვლინდა რამდენიმე კანდიდატის მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების გამო, ამ კანდიდატებს ხელახლა ეყრებათ კენჭი და არჩეულად ჩაითვლება უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატი. 15. თუ კენჭისყრის პირველ ტურში ყველა ვაკანსია ვერ შეივსო, იმავე დღეს ან პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე გაიმართება კენჭისყრის მე-2 ტური, რომელშიც კენჭი ეყრებათ დარჩენილთაგან პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატებს, რომელთა რაოდენობაც ვაკანტურ ადგილებზე ორჯერ მეტი 3 უნდა იყოს. თუ კანდიდატთა რაოდენობა ამ რიცხვზე მეტი აღმოჩნდა მათ მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების გამო, კენჭი ეყრება ყველა ასეთ კანდიდატს. კენჭისყრის მე-2 ტურში არჩეული გამოვლინდება ამ მუხლის მე-14 პუნქტით დადგენილი წესით. 16. თუ კენჭისყრის ორივე ტურის გამართვის შემდეგ ისევ დარჩა შეუვსებელი ვაკანსია, 70 კალენდარული დღის ვადაში გაიმართება ხელახალი არჩევნები ამ მუხლით დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში კანდიდატურების წარდგენის ვადებს ადგენს და პარლამენტის ვებგვერდზე აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე იმ პირობების დაცვით, რომ ეს ვადა არ იყოს 14 კალენდარულ დღეზე ნაკლები და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა და ფრაქციებმა კანდიდატურები განიხილონ ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადებში. მუხლი 2192 1. პარლამენტი საქართველოს მთავარ პროკურორს ირჩევს 6 წლის ვადით, ფარული კენჭისყრით, პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით, პარლამენტისთვის მისი კანდიდატურის წარდგენიდან 3 კვირის ვადაში. 2. პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის მიერ საქართველოს მთავარი პროკურორის კანდიდატურის განხილვის შემდეგ პარლამენტის ბიურო ამ კანდიდატურას, კომიტეტის დასკვნას და თანდართულ საბუთებს წარუდგენს პარლამენტს. 3. პარლამენტის კომიტეტი დასკვნას ამზადებს ამ რეგლამენტის 46-ე მუხლით დადგენილი წესით. 4. თუ საქართველოს მთავარი პროკურორობის კანდიდატმა ვერ მიიღო კანონითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული ხმების საჭირო რაოდენობა, პარლამენტს წარედგინება ახალი კანდიდატურა, რომელიც შეირჩევა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის პირველი - მე-4 პუნქტებით დადგენილი წესით. 5. ერთი და იგივე პირი საქართველოს მთავარ პროკურორად არ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ ორჯერ.“. 2. 221-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 2211 მუხლი: „მუხლი 2211 1. პროკურატურა ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის წინაშე და მის საქმიანობაზე საპარლამენტო კონტროლი ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ რეგლამენტის შესაბამისად. 2. საქართველოს კონსტიტუციის 59-ე მუხლის შესაბამისად, პარლამენტის წევრს უფლება აქვს კითხვით მიმართოს პროკურატურას გამოძიების დაწყებისა და 4 შეწყვეტის, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების, არდაწყების, შეჩერების, შეწყვეტის ან განახლების, სასამართლო განხილვის არდაწყების, შეჩერების ან განახლების და შესაბამისი გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლის შესახებ. პროკურატურა ვალდებულია, კითხვის ავტორს წერილობით მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია კითხვის მიღებიდან 1 კვირის ვადაში. 3. საქართველოს კონსტიტუციის 59-ე მუხლის შესაბამისად, პარლამენტის წევრთა სულ ცოტა ათკაციან ჯგუფს, საპარლამენტო ფრაქციას უფლება აქვთ შეკითხვით მიმართონ პროკურატურას ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე, აგრეთვე გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლო განხილვის მიმდინარეობის შესახებ, და მიიღონ პასუხი: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIX თავით (სამოხელეო დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის საქმეზე; ბ) “ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი დანაშაულის საქმეზე; გ) მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე დანაშაულის საქმეზე. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შესასრულებლად საქართველოს მთავარი პროკურორი ვალდებულია, დასმულ შეკითხვას უპასუხოს პარლამენტის სხდომაზე შეკითხვის მიღებიდან 2 კვირის ვადაში. შეკითხვაზე პასუხი იმავდროულად წერილობით წარედგინება პარლამენტის სხდომას. პასუხი შეიძლება გახდეს პარლამენტის განხილვის საგანი. 5. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული კითხვისა და შეკითხვის დასმა შეიძლება მხოლოდ წერილობითი ფორმით. 6. საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავარი პროკურორი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, დაესწროს პარლამენტის, მისი კომიტეტისა და კომისიის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში. მას მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს პარლამენტმა, კომიტეტმა, კომისიამ. 7. ამ მუხლის მე-3 – მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული საპარლამენტო კონტროლის განხორციელება არ გულისხმობს პარლამენტისთვის, მისი კომიტეტის, კომისიის, ფრაქციისა და პარლამენტის წევრისთვის სისხლის სამართლის საქმის მასალების გადაცემას ან გაცნობას. პროკურატურის მიერ ამ მუხლის შესაბამისად მიწოდებული ინფორმაცია არ უნდა შეიცავდეს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებს, რომელთა გამხელამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს გამოძიების ინტერესებს ან პირის კანონიერ ინტერესებს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით, აგრეთვე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.“. 5 3. 2292 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 2293 მუხლი: „მუხლი 2293 1. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 93 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს მთავარ პროკურორს უფლებამოსილება შეუწყდება პარლამენტის გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით. 2. თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ საქართველოს მთავარმა პროკურორმა შემადგენლობის დანაშაული არანაკლებ ერთი ჩაიდინა, მესამედისა პარლამენტის სრული უფლებამოსილია მიმართოს საპროკურორო საბჭოს საგანგებო (ad hoc) პროკურორის დანიშვნის წინადადებით. მიმართვაში ჩამოყალიბებული უნდა იყოს კონკრეტული ბრალდების სახე, ბრალდების შინაარსი, შესაბამისი არგუმენტები და მას უნდა ერთვოდეს არსებული მასალები. 3. პარლამენტი განიხილავს საპროკურორო საბჭოს წარდგინებას საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ. წარდგინებას თან უნდა ერთვოდეს დასკვნა და სხვა აუცილებელი მასალები. წარდგინების მიღებიდან 2 კვირის ვადაში პარლამენტის შესაბამისი კომიტეტები განიხილავენ წარდგინებას და დასკვნას გადასცემენ პარლამენტის ბიუროს, რომელსაც საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი შეაქვს პარლამენტის უახლოესი სხდომის დღის წესრიგში. პარლამენტის გადაწყვეტილება გადაყენების საქართველოს შესახებ მთავარი მიღებულად პროკურორის ჩაითვლება, თუ თანამდებობიდან მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. 4. თუ პარლამენტი არ მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, საკითხი პარლამენტის დღის წესრიგიდან მოხსნილად ჩაითვლება. 5. მთავარი პროკურორის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში გადაწყვეტილება მისი თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ მიიღება საპროკურორო საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის მიერ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ მუხლით დადგენილი თანამიმდევრობით და წესით, იმ გამონაკლისით, რომ დისციპლინური სამართალდარღვევის შემთხვევაში საგანგებო (ad hoc) პროკურორი არ ინიშნება.“. მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დ. უსუფაშვილი 6
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი რეგლამენტის პროექტის მომზადება განაპირობა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილმა საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე ცვლილებებმა, რომლითაც თანამდებობაზე გათავისუფლების იცვლება გამწესებისა პრინციპები, კერძოდ, და მთავარ პროკურორს ირჩევს და თანამდებობიდან ვადამდე ათავისუფლებს საქართველოს პარლამენტი. ზემოაღნიშნული კანონის შესაბამისად იქმნება საპროკურორო საბჭო, რომელიც ადრე არ არსებობდა; მის 4 წევრს ირჩევს პარლამენტი. მას შემდეგ, საქართველოს რაც მთავარი კონსტიტუციის პროკურორი შესაბამისად, აირჩევა პარლამენტის პროკურატურაზე მიერ, გავრცელდება პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულება და საპარლამენტო კონტროლი, რაც რეგლამენტში უნდა აისახოს. ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მიზანი რეგლამენტის პროექტის მიზანია „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებასთან საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისობის უზრუნველყოფა. ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი რეგლამენტის პროექტი აწესრიგებს პარლამენტის მიერ საპროკურორო საბჭოს წევრების არჩევის, აგრეთვე საქართველოს მთავარი პროკურორის არჩევისა და თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების საკითხებს. პროექტის თანახმად, საპროკურორო საბჭოს ერთ წევრს თავის წევრთაგან ირჩევს საპარლამენტო უმრავლესობა, ხოლო მეორე წევრს, პარლამენტის იმ წევრთაგან, რომლებიც არ შედიან საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ გათვალისწინებულია ისეთი მყოფი უმრავლესობაში, ირჩევენ პარლამენტის შემთხვევაც, როდესაც წევრები. პროექტით შექმნილი არ არის საპარლამენტო უმრავლესობა. ასეთ შემთხვევაში საპარლამენტო ფრაქციები და პარლამენტის წევრები, რომლებიც არც ერთ ფრაქციაში არ არიან გაერთიანებულნი და რომელთა რაოდენობაც პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარს აღემატება, აგრეთვე დანარჩენი ფრაქციები და ის წევრები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, გარდა ზემოაღნიშნული ასეთი წევრებისა, ირჩევენ საპროკურორო საბჭოს თითო წევრს. 7 რაც შეეხება საპროკურორო საბჭოს დანარჩენ ორ წევრს, მათ პარლამენტი ირჩევს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ წარდგენილ კანდიდატთაგან, იმავე წესით, როგორითაც „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის თანახმად, პარლამენტი ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს. რეგლამენტის პროექტის თანახმად, საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებული საქართველოს მთავარი პროკურორის კანდიდატურა საქართველოს მთავრობის თანხმობით წარედგინება პარლამენტს, რომელიც ფარული კენჭისყრით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ირჩევს საქართველოს მთავარ პროკურორს. თუ პარლამენტი მხარს არ დაუჭერს საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილ კანდიდატურას, კანდიდატურის წარდგენის პროცედურა თავიდან იწყება. რეგლამენტის პროექტში აისახა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების საფუძვლები და წესი. რეგლამენტში პროექტში ანგარიშვალდებულებისა მომწესრიგებელი და ნორმები. აისახა მის პარლამენტის საქმიანობაზე პროექტის თანახმად, წინაშე პროკურატურის საპარლამენტო კონტროლის საპარლამენტო კონტროლი ხორციელდება მთავარი პროკურორის ინფორმაციის მოსმენითა და მოთხოვნის შემთხვევაში - შემდგომი განხილვით, პარლამენტის, კომიტეტის, კომისიის მოთხოვნით ან მთავარი პროკურორის ინიციატივით, აგრეთვე კითხვისა და შეკითხვის დასმის მეშვეობით. განისაზღვრა საკითხები, რომლებზედაც შეიძლება ინფორმაციის მოთხოვნა და ის, თუ რა ინფორმაციის მიწოდებაა აკრძალული. ეს საკითხებია სამოხელეო დანაშაულის საქმეები, „ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი დანაშაულის საქმეები და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე დანაშაულის საქმეები. განისაზღვრა აგრეთვე, რომ პარლამენტის, მისი კომიტეტისა და კომისიის მოთხოვნით მთავარმა პროკურორმა უნდა წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში. ასევე განისაზღვრა, რომ საპარლამენტო კონტროლის განხორციელება არ გულისხმობს პარლამენტისთვის, მისი კომიტეტის, კომისიის, ფრაქციისა და პარლამენტის წევრისთვის სისხლის სამართლის საქმის მასალების გადაცემას ან გაცნობას. პროკურატურის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არ უნდა შეიცავდეს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებს, რომელთა გამხელამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს გამოძიების ინტერესებს ან პირის კანონიერ ინტერესებს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით, აგრეთვე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა. 8 ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო რეგლამენტის პროექტის მიღება არ იწვევს რაიმე ხარჯის გაწევის საჭიროებას. ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე რეგლამენტის პროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ცვლილებას. ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე რეგლამენტის პროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები რეგლამენტის პროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება: რეგლამენტის პროექტის მიღება არ იწვევს რაიმე ფინანსურ შედეგს იმ პირთათვის, რომლებზედაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები 9 დ.ა) სახელმწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და რომლებმაც საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში ამ პუნქტით გათვალისწინებულ ორგანიზაცია/დაწესებულებებს და ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ. დ.ბ) რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება რეგლამენტის პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) რეგლამენტის პროექტის ავტორი: რეგლამენტის პროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. ვ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი: რეგლამენტის პროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. 10