„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“
- „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 99 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-03-20
ბიუროს ნომერი 40
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“
საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge),
24.06.2016, სარეგისტრაციო კოდი – 430040000.05.001.018169) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. კანონის 28-ე მუხლის:
ა) 1-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. 2017 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს მთავრობამ:
ა) მიიღოს დადგენილება დაწესებულების ავტორიზაციის წესის დადგენის
თაობაზე;
ბ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო
სტანდარტების, მათ შორის, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო
სტანდარტის, დამტკიცების მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;
გ) აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების მიზნით
მიიღოს ნორმატიული აქტი;
დ) დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების
მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების მიზნით მიიღოს
ნორმატიული აქტი;
ე) დაწესებულებაში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი
ღირებულების
ნორმების
მარეგულირებელი
ტექნიკური
რეგლამენტის
დამტკიცების მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;
ვ) დაწესებულების შენობა-ნაგებობის, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურტექნიკური ბაზის და შენობა-ნაგებობის მოწყობის შესახებ ტექნიკური
რეგლამენტის დამტკიცების მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;
ზ) მუნიციპალიტეტის მიერ დაწესებულებათა რეესტრის წარმოების წესისა და
შესატანი
მონაცემებისა
და
ინდიკატორების
ამ
რეესტრში
ჩამონათვალის დამტკიცების მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი.
2. 2017 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს მთავრობამ აღმზრდელპედაგოგის შრომის ანაზღაურების საბაზისო ზღვრული ოდენობის განსაზღვრის
მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი.
3. 2017 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტრომ:
ა) აღმზრდელის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო
დოკუმენტის დამტკიცების მიზნით გამოსცეს ნორმატიული აქტი;
ბ) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების
დანერგვის, განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით საჯარო დაწესებულებაში
მონიტორინგის სისტემის შესამუშავებლად გამოსცეს ნორმატიული აქტი;
გ) აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულების
შემუშავებისა და მუნიციპალიტეტებისთვის მათ გადამზადებაში ხელის შეწყობის
მიზნით გამოსცეს ნორმატიული აქტი.
4. 2017 წლის 1 ოქტომბრამდე თითოეულმა მუნიციპალიტეტის საკრებულომ:
ა) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო
მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების, ანგარიშგების
სისტემის შემუშავების მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;
ბ) სკოლამდელი განათლებისა და სასკოლო მზაობის პროგრამის
მომსახურების და დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემის
შემუშავების მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;
გ) დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების,
ქცევისა და ეთიკის ნორმების დადგენის მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;
დ) დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დადგენის
მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;
ე) საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების
დადგენის მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი.’’
ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
,,7. 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე თითოეულმა
მუნიციპალიტეტმა ამ კანონის შესაბამისად უზრუნველყოს დაწესებულებების
ეტაპობრივი ავტორიზაცია.’’
2. 29-ე მუხლის მე-2-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ამ კანონის პირველი−მე-14 მუხლები, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ა“
და „გ“−„ე“ ქვეპუნქტები და მე-2 პუნქტი და მე-16−მე-19, 21-ე და 23-ე−27-ე
მუხლები ამოქმედდეს 2017 წლის 1 ოქტომბრიდან.
3. ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და 22-ე მუხლი
2017 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდეს იმ დაწესებულების მიმართ,
რომელზედაც სამშენებლო ნებართვა კანონით დადგენილი წესით გაცემულია ამ
კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
ნორმატიული აქტის მიღების შემდეგ.’’
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
საქართველოს პარლამენტმა 2016 წლის 8 ივნისს მიიღო კანონი „ადრეული და
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“.
კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტებისა და
სხვა იურიდიული პირებისა და ფიზიკური პირების უფლებამოსილებებს,
ვალდებულებებს, ფუნქციებსა და პასუხისმგებლობას, აგრეთვე სკოლამდელი
აღზრდისა და განათლების დაფინანსების პრინციპებს, რომელიც ეფუძნება
ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებასა და დაცვას.
აღნიშნული კანონით გათვალისწინებულია სახელმწიფო უწყებებისა და
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებები და
ვალდებულებები სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში.
კანონი ითვალისწინებს მთლი რიგი კანონქვემდებარე აქტების მომზადებასა
და მიღებას, რაზეც არსებითად არის დამოკიდებული
კანონის სრულყოფილი
ამოქმედება.
ამ ეტაპზე უკვე ჩატარებულია სამუშაოები შესაბამისი სამინისტროებისა და
მუნიციპალიტეტების მიერ ამ კანონის შესაბამისად კანონქვემდებარე აქტების
მოსამზადებლად. ამ დროისთვის მზადაა აღნიშნული სამართლებრივი აქტების
პროექტები, რომლებიც დამატებით საჭიროებს სამართლებრივი ექსპერტიზის
გავლას და განხილვებს. ამ დოკუმენტების მნიშვნელობიდან გამომდინარე,
მიზანშეწონილია მათი სრულყოფილად და ყველა სტანდარტის გათვლისწინებით
შემუშავება, რაც საჭიროებს დამატებით დროს.
ასევე, გარკვეულ ვადებს
მოითხოვს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების
დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის ეფექტური განხორციელება.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
პროექტის მიზანია, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და
განათლების შესახებ“ კანონის ცალკეული დებულებების ამოქმედებისა და
შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემის/მიღების ახალი
ვადების განსაზღვრა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტი ითვალისწინებს „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა
და განათლების შესახებ“ კანონის ცალკეული დებულებების ამოქმედებისა და
შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემის/მიღების ახალი
ვადების
განსაზღვრას.
კერძოდ,
საქართველოს
მთავრობამ,
აგრეთვე
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითმა ორგანოებმა 2017
წლის 1 ოქტომბრამდე უნდა მიიღონ შესაბამისი ნორმატიული აქტები. ამასთან,
დგინდება, რომ 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე
თითოეულმა
მუნიციპალიტეტმა
უნდა
უზრუნველყოს
შესაბამისი
დაწესებულებების ეტაპობრივი ავტორიზაცია.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი
ნაწილის ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი
ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას.
გ)
კანონპროექტის
სტანდარტებთან:
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ
და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებისას ჩატარდა კონსულტაციები აღმასრულებელი
ხელისუფლებისა
და
ადგილობრივი
თვითმმართველობის
ორგანოთა
წარმომადგენლებთან.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები ეკა
ბესელია და გედევან ფოფხაძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები
ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“
კანონის მოქმედი ნორმები, რომელშიც უნდა შევიდეს ცვლილება
თავი VIII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
მუხლი 28. გარდამავალი დებულებები
1. 2017 წლის 1 აპრილამდე საქართველოს მთავრობამ:
ა) მიიღოს დადგენილება დაწესებულების ავტორიზაციის წესის დადგენის
თაობაზე;
ბ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო
სტანდარტების, მათ შორის, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო
სტანდარტის, დამტკიცების მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;
გ) აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების
მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;
დ) დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების
მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების მიზნით მიიღოს
ნორმატიული აქტი;
ე) დაწესებულებაში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი
ღირებულების ნორმების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტის
დამტკიცების მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;
ვ)
დაწესებულების
შენობა-ნაგებობის,
ინფრასტრუქტურისა
და
მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და შენობა-ნაგებობის მოწყობის შესახებ
ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;
ზ) მუნიციპალიტეტის მიერ დაწესებულებათა რეესტრის წარმოების
წესისა და ამ რეესტრში შესატანი მონაცემებისა და ინდიკატორების
ჩამონათვალის დამტკიცების მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი.
2. 2017 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს მთავრობამ აღმზრდელპედაგოგის შრომის ანაზღაურების საბაზისო ზღვრული ოდენობის განსაზღვრის
მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი.
3. 2017 წლის 1 აპრილამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტრომ:
ა) აღმზრდელის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო
დოკუმენტის დამტკიცების მიზნით გამოსცეს ნორმატიული აქტი;
ბ) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების
დანერგვის,
განვითარებისა
და
გაუმჯობესების
მიზნით
საჯარო
დაწესებულებაში მონიტორინგის სისტემის შესამუშავებლად გამოსცეს
ნორმატიული აქტი;
გ) აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების შემუშავებისა და მუნიციპალიტეტებისთვის მათ გადამზადებაში
ხელის შეწყობის მიზნით გამოსცეს ნორმატიული აქტი.
4. 2017 წლის 1 აპრილამდე თითოეულმა მუნიციპალიტეტის საკრებულომ:
ა) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო
მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების, ანგარიშგების
სისტემის შემუშავების მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;
ბ) სკოლამდელი განათლებისა და სასკოლო მზაობის პროგრამის
მომსახურების და დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების
სისტემის შემუშავების მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;
გ) დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების,
ქცევისა და ეთიკის ნორმების დადგენის მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;
დ) დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დადგენის
მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;
ე) საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების
დადგენის მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი.
5. ამ კანონის რეგულირების სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას მათში ცვლილებების
შეტანამდე ან მათ გაუქმებამდე.
6. 2020 წლის 1 აპრილიდან ამ კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის
სრულყოფილად ამოქმედების მიზნით მუნიციპალიტეტების საკრებულოებმა ამ
კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყონ სამოქმედო გეგმების
შემუშავება მათ ტერიტორიაზე მოქმედი დაწესებულებების მიერ შესაბამის
მოთხოვნებთან თავსებადობის ეტაპობრივად მისაღწევად.
7. 2017 წლის 1 ოქტომბრამდე თითოეულმა მუნიციპალიტეტმა ამ კანონის
შესაბამისად უზრუნველყოს დაწესებულებების ეტაპობრივი ავტორიზაცია.
მუხლი 29. კანონის ამოქმედება
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი−27-ე მუხლებისა, ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი−მე-14 მუხლები, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის
„ა“ და „გ“−„ე“ ქვეპუნქტები და მე-2 პუნქტი და მე-16−მე-19, 21-ე და 23-ე−27-ე
მუხლები ამოქმედდეს 2017 წლის 1 აპრილიდან.
3. ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და 22-ე
მუხლი 2017 წლის 1 აპრილიდან ამოქმედდეს იმ დაწესებულების მიმართ,
რომელზედაც სამშენებლო ნებართვა კანონით დადგენილი წესით გაცემულია ამ
კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
ნორმატიული აქტის მიღების შემდეგ.
4. ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და 22-ე
მუხლი 2020 წლის 1 აპრილიდან ამოქმედდეს იმ დაწესებულების მიმართ,
რომელზედაც სამშენებლო ნებართვა კანონით დადგენილი წესით გაცემულია ამ
კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
ნორმატიული აქტის მიღების დროისათვის.
5. ამ კანონის მე-20 მუხლი ამოქმედდეს 2018 წლის 1 აპრილიდან.