„სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
16.03.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე
ნომერი
#07-3/26/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 97 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-03-20
ბიუროს ნომერი 40

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ მუხლი 1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 61); მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 2 აპრილიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი საქართველოს პარლამენტმა 2016 წლის 8 ივნისს მიიღო „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონი, აღნიშნულ კანონს თან ახლდა გამომდინარე კანონების, მათ შორის „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ 1998 წლის 12 მაისის საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მიღება, რომელიც ითვალისწინებდა მხოლოდ ცალკეული ტერმინების ცვლილებას ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში. კერძოდ, აღნიშნული ცვლილების მე-4 პუნქტი ითვალისწინებდა: „სახანძრო უსაფრთხოების წესების სავალდებულო სწავლებას ბავშვებისათვის, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების აღსაზრდელებისა და სასწავლო დაწესებულებების მოსწავლეებისათვის ახორციელებენ შესაბამისი უწყებები სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურთან შეთანხმებული პროგრამებით“. „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 12 მაისის კანონი დღეისათვის იურიდიული ძალის არმქონეა, რადგან ეს კანონი შეცვალა „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონმა, ზემოაღნიშნულ კანონში ცვლილების შეტანა აღარ არის საჭირო და მიზანშეწონილია შესაბამისი კანონი ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2016 წლის 8 ივნისის საქართველოს კანონთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების მოწესრიგება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტით გათვალისწინებულია შესაბამისი კანონის ძალადაკარგულად გამოცხადება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებისას ჩატარდა კონსულტაციები აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა წარმომადგენლებთან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე.