„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 15 ✗ 25
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-03-16
ბიუროს ნომერი 40
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის,
ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1.
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და
მცენარეთა დაცვის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №6155-Iს, 08/05/2012,
სარეგისტრაციო კოდი: 240110000.05.001.016709) 76-ე მუხლის მე-4 და 41 პუნქტიები
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. 2020 წლის 1 იანვრამდე ამ კოდექსით გათვალისწინებული სურსათის/ცხოველის საკვების
უვნებლობის კონტროლი და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა არ გავრცელდეს ამ
კოდექსის მე-2 მუხლის „ყ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფიზიკური პირის, გარდა
ინდივიდუალური მეწარმისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, საქმიანობაზე.“.
„41. 2020 წლის 1 იანვრამდე ამ კოდექსის მე-13 მუხლის პირველი და 11 ნაწილების მოთხოვნები
და მათთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა არ გავრცელდეს ამ კოდექსის მე-2 მუხლის „ყ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფიზიკური პირის, გარდა ინდივიდუალური მეწარმისა და
საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე
ფიზიკური პირისა, საქმიანობაზე.”.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის პირველი იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის,
ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
საკანონმდებლო პაკეტიდან გამომდინარე, კანონპროეტქის მიღების მიზეზს წარმოადგენს იმ
ფიზიკური პირებისათვის ხელის შეწყობა რომლებიც მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილ
წარმოადგენენ. განვითარებულ ქვეყნებში მცირე ბიზნესი ქმნის ეკონომიკის საკმაოდ დიდ
ნაწილს და ასაქმებს ბევრ ადამიანს. ჩვენი ქვეყნის ერთერთ მთავარ მზანს უნდა წარმოადგენდეს
სამუშაო ადგილბის შექმნა. მოცემული ინიციატივა სწორედ ამ საქმეს ემსახურება, რადგან თუ
საგადასახადო შეღავათებს მივცემთ დამწყებ და არსებულ მცირე ბიზნესს, მათ საშუალებას
შევუქმნით მეტი სამუშაო ადგილები შექმნან და მიიღონ მეტი შემოსავალი.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია, რომ მიკრო, მცირე და სხვა ზომის ბიზნესის ნაცვლად არსებობდეს
მხოლოდ მცირე და სხვა ბიზნესი. მცირე ბიზნესში შევა ყველა ფიზიკური პირი, რომლის წლიური
ბრუნვა არ აღემატება 100 000 ლარს და შესაბამისად მოცემული ზომის ბიზნესი არ დაიბეგრება
არანაირი გადასახადით. ხოლო ფიზიკური პირი, რომლის ბრუნვაც მეტი იქნება 100 000 - ზე
დაიბეგროს სტანდარტული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
საკანონმდებლო პაკეტიდან გამომდინარე, კანონპროექტის ძირითად არსს წარმოადგენს მიკრო
და მცირე ბიზნესების გაერთიანება ერთ ჯგუფად - მცირე ბიზნესად, რომელიც მოხვდება
სპეციალური დაბეგვრის რეჟიმში და ის ფიზიკური მეწარმე პირი, რომლის წლიური ბრუნვაც არ
აღემატება 100 000 ლარს არ დაიბერება გადასახადებით. ასევე, დღგ-ისგან გათავისუფლების
ზღვარი 100 000-დან გაიზარდოს 200 000 ლარამდე. შესაბამისი ცვლილება შედის კანონის 76-ე
მუხლში.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
კანონპროექტი არ იწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტი გავლენას ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო
შემოსავლების
ნაწილს
(რომლის
უდიდესი
ნაწილი
დააკლდება დაახლოებით 50 მილიონი ლარი.
ნაწილზე. მოცემული გადაწყვეტილებით,
ადგილობრივ
ბიუჯეტებში
ირიცხება)
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
საკანონმდებლო
პაკეტის
გათვალისწინებით,
კანონპროექტის
მიღება
ითვალისწინებს
საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას 50 მილიონი ლარით, რომელიც დააკლდება სამთავრბო
ბიუროკრატიულ ხარჯებს და სხვა არაეფექტურ პროგრამებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტი არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტის მიღება დაეხმარება მრავალ წვრილი ბიზნესის წარმომადგენელს, რომ
განავითარონ თავისი წარმოება და შექმნან მეტი სამუშაო ადგილი. ასევე, გაჩნდება სტიმული
ბიზნესის კეთების, რაც დამატებით დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე და მოსახლეობის
კეთილდღეობაზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი)
კანონპროექტით არ ხდება ახალი გადასახადის შემოღება ან განსაზღვრა
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი შეესაბამება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და შეთანხმებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო
საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი
ასეთები არ არსებობენ.
ან/და
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი: საპარლამენტო ფრაქციები „ევროპული საქართველო“, "მოძრაობა
თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო" და "მოძრაობა თავისუფლებისთვის რეგიონები".
ვ)
კანონპროექტის
ინიციატორი:
საპარლამენტო
ფრაქციები
„ევროპული
საქართველო“,
"მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო" და "მოძრაობა თავისუფლებისთვის რეგიონები".
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია,
რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 76. დასკვნითი დებულებანი
1. ამ კოდექსის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს შემდეგი ნორმატიული
აქტები:
ა) საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №4, 18.01.2006, მუხ. 30);
ბ) საქართველოს 1995 წლის 14 ივნისის კანონი „ვეტერინარიის შესახებ“ (საქართველოს
პარლამენტის უწყებები, 1994−1995, №№27−30, მუხ. 635);
გ) საქართველოს 1994 წლის 12 ოქტომბრის კანონი „მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის
შესახებ“ (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21−22, მუხ. 450);
დ) საქართველოს 1997 წლის 15 მაისის კანონი „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“
(პარლამენტის უწყებანი, №23-24, 7 ივნისი, 1997, გვ. 12).
2. დაევალოს საქართველოს მთავრობას, ძალადაკარგულად გამოაცხადოს სურსათის/ცხოველის
საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში არსებული ის
ნორმატიული აქტები, რომელთა ამ კოდექსთან შესაბამისობა არ იქნება უზრუნველყოფილი ამ
კოდექსის ამოქმედებიდან 3 წლის ვადაში.
3. ეს კოდექსი, გარდა ამ კოდექსის 67-ე მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
4. 2020 წლის 1 იანვრამდე ამ კოდექსით გათვალისწინებული სურსათის/ცხოველის საკვების
უვნებლობის კონტროლი და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა არ გავრცელდეს ამ
კოდექსის მე-2 მუხლის „ყ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფიზიკური პირის, გარდა
ინდივიდუალური მეწარმისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული
მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, საქმიანობაზე.
41. 2020 წლის 1 იანვრამდე ამ კოდექსის მე-13 მუხლის პირველი და 11 ნაწილების მოთხოვნები და
მათთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა არ გავრცელდეს ამ კოდექსის მე-2 მუხლის „ყ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფიზიკური პირის, გარდა ინდივიდუალური მეწარმისა და
საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე
ფიზიკური პირისა, საქმიანობაზე.
5. ამ კოდექსის 67-ე მუხლი ამოქმედდეს 2014 წლის 31 დეკემბრიდან.