„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 2 ✗ 60
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-03-27
ბიუროს ნომერი 44
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში
№54, 12.10.2010 მუხ. 343
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,
) 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„1.პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის 500 000 ლარზე მეტით
შემცირება ითვლება გადასახადისაგან დიდი ოდენობით თავის არიდებად და იწვევს
პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროქექტზე
საქართველლოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის
ხელის შეწყობა კერძოდ, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის იმ
ზედა ზღვარის გაზრდა, რომლის მიხედვითაც გადასახადის დიდი ოდენობით თავის
არიდება არ გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
შესაბამისად. აღნიშნული კანონპროექტის მიღება მოახდენს ცალკეული ეკონომიკური
დანაშაულის დეკრიმინალიზაციას.
ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი
იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში
გადასახადის თანხის ზედა ზღვარის გაზრდა, 50 000 ლარიდან 500 000 ლარამდე, რაც
საშუალებას მისცემს იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ისარგებლონ შეღავათიანი
საგადასახდო პირობებით, მოხდება ამ კატეგორიის ეკონომიკური დანაშაულების
დეკრიმინალიზაცია.
ა. გ ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის ძირითად არსს წარმოადგენს იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის,
რომელებიც ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას, ამ პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში
გადასახადის თანხის ზედა ზღვარის გაზრდა. კეროძოდ, საგადასახადო კოდექსის 275-ე
მუხლის მეოთხე ნაწილი ჩამოყალიბდება შემდგეგი რედაქციით: „პირის მიერ საგადასახადო
დეკლარაციაში გადასახადის თანხის 500 000 ლარზე მეტით შემცირება ითვლება
გადასახადისაგან დიდი ოდენობით თავის არიდებად და იწვევს პასუხისმგებლობას
საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად.“
ბ ) კანონპროექტის პროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროქტის
წყარო:
მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროქტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის
შემცირებას 4 მილიონი ლარის ოდენობით
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღება
გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
შემცირებას 4 მილიონ ლარზე მეტით, შემცრიდება ის ხარჯები რითაც
სახელმწიფოს
პატიმრების შენახვა უჯდება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება
ვალდებულების აღებას.
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის
მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება შეუმსუბუქებს საგადასახადო პირობებს იმ ათასობით ფიზიკურ და
იურიდიულ პირებს რომელბსაც გადასახადის დიდი ოდენობით თავის არიდების
შემთხვევაში უწვევდა პასუხისმგებლობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
მიხედვით.
ბ.ვ) კანონპროექტის დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღების ვალდებულებას.
გ ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის
მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან:
მიმართება
კანონპროექტის არ
ხელშეკრულებებს.
ეწინააღმდეგება
საქართველოს
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახეწლმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონის პროექტის შემუშავებაში
კანონპროექტის
შემუშავებაში
ამ
პუნქტით
გათვალისწინებულ
ორგანიზაცია/დაწესებულებებს და ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ.
დ,ბ) კანონპროექტის პროექტის შემუშავებასი მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების )
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ
ასეთი არ არის
ე )კანონპროექტის ავტორები
პარლამენტის წევრი:
რომან გოცირიძე
ვ ) კანონპროექტის ინიციატორები
პარლამენტის წევრი:
რომან გოცირიძე
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია რომლებშიც ცვლილებები შედის
მუხლი 275. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება
1 . პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის
შემცირება , თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს
მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით , −
იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება,
გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, −
იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
3. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში შესამცირებლად გამოანგარიშებული
თანხის/დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხის გაზრდა ითვლება დეკლარაციაში
გადასახადის შემცირებად და იწვევს ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით
გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
4. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის 50 000 ლარზე მეტით
შემცირება ითვლება გადასახადისაგან დიდი ოდენობით თავის არიდებად და იწვევს
პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს 2011 წლის 14 ივნისის კანონი №4754 - ვებგვერდი, 28.06.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5649 - ვებგვერდი, 09.01.2012წ.